Comments

lilllli's picture
lilllli (lili)
სხვა
Registration Date: 2025/02/03
Last visit: 2025/11/13 21:08:18
Contact - All comments

6. დაკავება სისხლის სამართლის პროცესში
ადამიანის დაკავება წარმოადგენს გამოძიების მიზნებისათვის პირის ხანმოკლე თავისუფების შეზღუდვას კონკრეტულ დანაშაულთან მისი შემხებლობის ან/და მისი მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხეების გადამოწმების და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დაკავების მიზანია:
1)პირის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის პრევენცია და დაკავებულის მიმართ მოგვიანებით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების უზრუნველყოფა;
2) პირის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ვარაუდის გადამოწმებ.პირი დაკავებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დაკავების უფლებამოსილების მქონე პირი მოქალაქეს განუმარტავს, რომ ის დაკავებულია კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით და მას არ შეუძლია კონკრეტული ადგილის დატოვება ან იგი ვალდებულია დაემორჩილოს პოლიციელს სხვა ადგილას გადაყვანაში.თავისუფლების შეზღუდვას ადგილი არ აქვს მანამ, სანამ ადამიანი საკუთარი ნებით იმყოფება გარკვეულ ადგილას და მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია თანხმობის უკან წაღება. დაკავებისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშანს წარმოადგენს იძულების ელემენტის არსებობა. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პირი თავისი ნებით ჩაბარდა თუ არა, ან პირმა იცის თუ არა თავისუფლების შეზღუდვის ფაქტის შესახებ.პირის დაკავება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, ასევე დევნის დაწყების შემდეგ.პირის დაკავების ფაქტობრივი საფუძველი შეიძლება დადგენილი იყოს სხვადასხვა სახის მტკიცებულებითი ინფორმაცი.დაკავების კანონიერებისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი 3 გარემოება:
1) დაკავებული პირის მხრიდან განხორციელებული მოქმედება, რაც საფუძვლად დაედო მის დაკავებას, უნდა შეიცავდეს სსკ-ით განსაზღვრული იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას (ეხება მხოლოდ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე განხორციელებულ დაკავებას);
2) დაკავების მიზანი უნდა იყოს პირის სასამართლოსთვის წარდგენა;
3) ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და არსებობს მისი მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის საფრთხე, უნდა იყოს დასაბუთებული;
4) აღნიშნული საფრთხის პრევენციის ერთადერთ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს დაკავება.
სსსკ-ი ითვალისწინებს ბრალდებულის დაკავების ორ წესს:
1) სასამართლოს ნებართვით;
2) გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე.
გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, პირის დაკავების `საგამონაკლისო უფლება გათვალისწინებულია იმ შემთხვევებისათვის, როდესაც დანაშაულის აღკვეთის ან პრევენციის მიზნით, ადამიანის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის მყისიერი, გადაუდებელი აუცილებლობა არსებო. პირის მიმართ დაკავების გამოყენება პროცესის მწარმოებელი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. ამიტომ დაკავების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, მითითებული უნდა იყოს რითი დასტურდება კონკრეტული ბრალდებულის მიმართ მოცემულ ვითარებაში დაკავების გამოყენების აუცილებლობა. პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე შესაძლებელია, თუ:
ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;
ბ) პირი დაინახეს დანაშაულის ჩადენის ადგილას და მის მიმართ დაუყოვნებლივ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა მისი დაკავების მიზნით;
გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;
დ) პირი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, მაგრამ შემდგომ იგი თვითმხილველმა ამოიცნო;
ე) პირი შესაძლოა მიიმალოს;
ვ) პირი ძებნილია .დაკავების უფლება აქვს გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის. დაცვის მოვალეობას, აწარმოებს გამოძიებას ან ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას.

lilllli's picture
lilllli (lili)
სხვა
Registration Date: 2025/02/03
Last visit: 2025/11/13 21:08:18
Contact - All comments

სხვა საპროცესო მოქმედებები

7. ჩხრეკა ამოღება
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი,
დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი ინახება გარკვეულ
ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა, გამომძიებელი ატარებს
ჩხრეკას. სასამართლო პრაქტიკა მრავლად იცნობს გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა-ამოღების დაკანონებაზე უარის თქმისა და ჩხრეკა-ამოღების ჩასატარებლად განჩინების გაცემის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევებს სწორედ დასაბუთებელი ვარაუდის სტანდარტის არარსებობის გამო.ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე გამომძიებელი, პირველ რიგში, არკვევს აცხადებს თუ არა მესაკუთრე, მფლობელი ან კომუნიკაციის ერთი მხარე თანხმობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. თანხმობის შემთხვევაში, გამომძიებელი ატარებს
საგამოძიებო მოქმედებას და ადგენს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმს. ის შემთხვევაში, გამომძიებელი იღებს გადაწყვეტილებას საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს მოსამართლის განჩინებით თუ განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით.
ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამომძიებელს გამოაქვს დადგენილება. დადგენილების გამოტანის აუცილებლობა, როგორც უკვე აღინიშნა, შესაბამისი მუხლების კომენტირებისას,
ყველა სახის საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას არ არსებობს. ამოღება და ჩხრეკა
საგამოძიებო მოქმედებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა ჩატარებამდეც გამომძიებელმა უნდა გამოიტანოს დადგენილება.ამასთან, გამომძიებელი უფლებამოსილია, გააღოს დაკეტილი საცავი, სადგომი და სათავსი, თუ გასაჩხრეკი პირი უარს ამბობს მათ ნებაყოფლობით გაღებაზე.ამოღებისა და ჩხრეკის განჩინებაში (დადგენილებაში) მიეთითება იმ საგნის, დოკუმენტის,
ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის შესახებ, რომლის ამოღებაც
უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, გამომძიებელი, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
ადგილზე ეძებს და იღებს იმ საგანს, დოკუმენტს, ნივთიერებას თუ ინფორმაციის შემცველ
სხვა ობიექტს, რომელიც აღნიშნულია განჩინებაში ან დადგენილებაში.არ დაილუქება დოკუმენტი, რომლის ამოღებაც ხდება მისი შინაარსის გამო. მაგალითად, გამომძიებელი უფლებამოსილია არ დალუქოს სანოტარო ხელშეკრულება, რომელიც
ამოღებულია არა მასზე არსებული ინფორმაციის სიყალბის, არამედ ხელშეკრულების შინაარსის გამო.

lilllli's picture
lilllli (lili)
სხვა
Registration Date: 2025/02/03
Last visit: 2025/11/13 21:08:18
Contact - All comments

8. მოწმის დაკითხვა პროცესში
გამოძიების სტადიაზე მოწმის დაკითხვა. გამოძიების სტადიაზე მოწმის დაკითხვა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. მოწმე იკითხება სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის (იქ, სადაც არ არის მაგისტრატი მოსამართლე რაიონული და საქალაქო სასამართლოს მოსამართლის) წინაშე. მხარემ პირის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე უნდა მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით. პირი გამოძიების სტადიაზე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს შემდეგი გარემოებების არსებობისას:
– არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური
საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის დაკითხვას საქმის არსებითი განხილვის დროს.
– იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას.
– საქმის სასამართლოში არსებითად განსახილველად წარმართვისათვის აუცილებელი
მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება საჭიროებს არაგონივრულ ძალისხმევას.
– ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
სწორედ აღნიშნული გარემოებების არსებობა განაპიროებს მოწმის დაკითხვას გამოძიების სტადიაზე. მხარე, იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის, თავად იღებს გადაწყვეტილებას მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით მოწმის გამოძიების ეტაპზე დაკითხვის მოთხოვნით. მაგალითად, თუ მოწმე დაავადებულია ისეთი დავადებით, რომ არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხე, რის
გამოც შეიძლება ხელი შეეშალოს საქმის არსებითი განხილვის დროს მის დაკითხვას, ასეთ შემთხვევაში მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს ამ პირის მოწმის სახით დაკითხვის მოთხოვნით. შუამდგომლობას უნდა ერთვოდეს დოკუმენტები, რაც დაადასტურებს იმას, რომ მოწმის სახით დასაკითხი პირი ფლობს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და ასევე დოკუმენტი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. სხვა გარემოებების არსებობის დროს კი წარდგენილ უნდა იქნეს დოკუმენტი, რაც დაადასტურებს იმას, რომ პირი დიდი ხნით მიემგზავრება და საქმის არსებითი განხილვის დროს არ იქნება საქართველოში. ასევე, დოკუმენტები, რაც დაადასტურებს გამოძიების სტადიაზე პირის მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პირის დაკითხვა მოთხოვნილია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შუამდგომლობას დაერთოს დოკუმენტი, რაც დაადასტურებს პირის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებას.გამოძიების სტადიაზე პირის დაკითხვა უნდა განხორციელდეს ყველა იმ წესის დაცვით, რაც გათვალისწინებულია მოწმის დაკითხვისათვის. მაგისტრატი სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. დასაკითხ პირს იძახებენ სასამართლო უწყებით. პირის დაკითხვა უნდა მოხდეს მხარეთა მონაწილეობით, რომელთაც კანონით დადგენილი წესით უნდა ეცნობოთ პირის დაკითხვის დროის თაობაზე, თუმცა მეორე მხარის (მხარე, რომელიც არ არის შუამდგომლობის ავტორი) გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას. ანონი განსაზღვრავს ასევე პირის ადგილსამყოფელის მიხედვით დაკითხვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ანდა ნაცვალგების პირობების საფუძველზე შემოსულია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ და დასაკითხი პირი გამოძახებულია `სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის გამოძახების შესახებ უწყებაში ან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში მიეთითება იმ ხარჯების ოდენობა, რომლებიც გამოცხადების შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს გამოძახებულ პირს. მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მათ მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სსსკ-ით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიება. ამასთან, მოწმე, ექსპერტი და დაზარალებული არ არიან ვალდებული მისცენ ჩვენება სასამართლოს. მათ უფლება აქვთ უარი თქვან ჩვენების მიცემაზე. ჩვენების მიცემაზე უარის თქმაც არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.დაკითხვის დაწყებამდე სასამართლომ უნდა დადგინოს მოწმის
ვინაობა, რის შემდეგაც მოწმეს განუმარტავს ფიცის მნიშვნელობას. რის შემდეგაც მოწმე
დებს ფიცს. ფიცის დადების შემდეგ მოწმეს სასამართლო განუმარტავს უფლება-მოვალეობებს. ეკითხება, იცის თუ არა მოწმემ რა საქმეზეა გამოძახებული. განუმარტავს, რომ ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე, ასევე განუმარტავს, რომ იგი ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო ასევე ადგენს, რა დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან.

lilllli's picture
lilllli (lili)
სხვა
Registration Date: 2025/02/03
Last visit: 2025/11/13 21:08:18
Contact - All comments

9. პატიმრობა
პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული:
ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა;
ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა;
გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ბრალდებულის პატიმრობის ვადა აითვლება მისი დაკავების მომენტიდან, ხოლო თუ დაკავება არ მომხდარა – ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების მომენტიდან საქმის არსებითად განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.პატიმრობა წარმოადგენს ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას და გულისხმობს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ვადით ბრალდებულის მკაცრ იზოლაციას გარე სამყაროსგან. შესაბამისად, პატიმრობის გამოყენებით იზღუდება ბრალდებულის სხვ უფლებებიც, რომელთა რეალიზაცია ობიექტურად შეუძლებელია თავისუფლების შეზღუდვის ადგილას, მაგალითად, მიმოსვლის თავისუფლება, დასაქმების უფლება და სხვა უფლებები, პირის კავშირი გარე სამყაროსთან და სხვა.პატიმრობის გამოყენების აუცილებელ წინაპირობად კანონმდებლობა მიიჩნევს ჭეშმარიტი საჯარო ინტერესის არსებობას, რაც დასტურდება კონკრეტული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებებით, რომლებიც ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს და უდანაშაულობის პრეზუმფციის მიუხედავად, გადასწონის პიროვნების თავისუფლების მოთხოვნას.პატიმრობა, როგორც უკიდურესი ღონისძიება, გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სათანადო დასაბუთების შემთხვევაში საგამონაკლისო ღონისძიების სახით,542 როდესაც წარმოადგენს ბრალდებულის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის პრევენციის ერთადერთ ვარგის საშუალებას და უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალიზებულ შეფასებას იმისა, თუ რა იქნება გონივრული და საჭირო არსებულ პირობებში გაქცევის, მტკიცებულებებზე ზემოქმედების ან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად5, როდესაც აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შეუძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
10. ექსპერტიზა სისხლის სამართლის პროცესში
ექსპერტიზა ტარდება იმ შემთხვევაში, როცა დასადგენია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე ან/და სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აღენიშნება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა შეუძლებელია სპეციალური ცოდნის გარეშე.ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით. თუ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორია
ბრალდების მხარე, გამომძიებელს/პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რომელშიც აღინიშნება: დადგენილების გამოტანის თარიღი .ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა ასევე იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია.ამატებითია ექსპერტიზა, როცა იგი ტარდება ისეთი კვლევის ობიექტზე, რომელზეც უკვე ჩატარებულია პირველადი ექსპერტიზა. დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება საჭირო ხდება ისეთ შემთხვევაში, როცა პირველადი ექსპერტიზის დანიშვნის დროს გამომძიებელს მხედველობიდან გამორჩა საქმისათვის მნიშვნელოვანი კითხვის დასმა ან ექსპერტმა არ გამოიკვლია საქმეზე მნიშვნელობის მქონე რომელიმე გარემოება ან/და დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ან იმავე კვლევის ობიექტზე ახალი გარემოების გარკვევის აუცილებლობა განაპირობა პირველადი ექსპერტიზის შედეგებმა.განმეორებითი ექსპერტიზა ინიშნება იმავე საკითხის გასარკვევად, რომლის გამოკვლევის მიზნითაც ჩატარებულ იქნა პირველადი ექსპერტიზა. განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილების მიღება ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირველადი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია ან საეჭვოა მისი სისწორე.კომისიური ექსპერტიზა ექსპერტიზის რთული ფორმაა, რომელსაც ატარებს რამდენიმე ექსპერტი. კომისიური ექპერტიზა ინიშნება იმ შემთხვევაში, როცა გამოსაკვლევი ობიექტის ან გარემოების სირთულის გამო მიზანშეწონილია მის ჩატარებაში ერთი და იმავე დარგის ან/და სპეციალობის რამდენიმე ექსპერტის მონაწილეობა.კომპლექსური ექსპერტიზა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ საკვლევი ობიექტები იძლევა რამდენიმე სახის ექსპერტიზის ერთობლივად ჩატარების შესაძლებლობას. კომპლექსური ექსპერტიზის მიზანია ნაკლები დროისა და რესურსის გამოყენებით მიღებულ იქნეს სხვადასხვა დარგის კვლევის შედეგები .ექსპერტიზის ჩატარების ხარჯებს ანაზღაურებს ის მხარე, რომლის ინიციატივითაც მოხდა მისი ჩატარება. გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა ბრალდებული გადახდისუუნაროა. ინიციატორი მხარე უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისათვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე არა უგვიანეს 48 საათისა.თუ ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტმა ვერ ან არ უზრუნველყო საექსპერტო
კვლევის ობიექტის დაცვა, ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა დაუშვებელი მტკიცებულებაა, ხოლო ექსპერტის მოწმედ დაკითხვა დაუშვებელია.

lilllli's picture
lilllli (lili)
სხვა
Registration Date: 2025/02/03
Last visit: 2025/11/13 21:08:18
Contact - All comments

11. ფარული საგამოძიებო მოქმედებები
ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია:
ა) სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა;
ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;
გ) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი;
დ) ფარული ვიდეო_ და აუდიოჩაწერა, კინო_ და ფოტოგადაღება;
ე) ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.
ფარული საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად:
– ეროვნული უშიშროების უზრუნველსაყოფად;
– საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
– უწესრიგობის თავიდან ასაცილებლად;
– დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად
დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად პროკურორმა შუამდგომლობა უნდა დაასაბუთოს მტკიცებულებებით და არა მასში მოყვანილი გარემოებები.წარდგენილი მტკიცებულებები უნდა ასაბუთებდეს იმ პირის კავშირს კონკრეტულ დანაშაულთან ან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფ პირთან, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედება.ინფორმაციის სხვა საშუალებით მოპოვების შეუძლებლობა სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ: მანამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვერ იქნა მიღებული საჭირო ან/და საკმარისი ინფორმაცია გამოძიებისათვის ან გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე კონკრეტული ინფორმაციის მოპოვება სხვა საშუალებით, მისი შინაარსისა და ვითარების გამო, აშკარად და რეალურ დროში შეუძლებელია.პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა ამ კოდექსით დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული. მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით მოპოვება გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს:გამოძიებისათვის რა არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია შეიძლება იქნეს მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად. ასეთი ინფორმაცია ყველა შემთხვევაში უნდა შეესაბამებოდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნებს, პრინციპებს და მას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისა და დანაშაულთან (მიუხედავად იმისა, ჩადენილია თუ მზადდება) მიმართებით მტკიცებულებების მოპოვებაში, აგრეთვე ბრალდებული პირის ადგილსამყოფლის დასადგენად, მის თანამზრახველთა გამოსავლენად, დანაშაულის ჩადენის იარაღის ადგილსამყოფლის
დასადგენად ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების აღმოსაჩენად.ზემოაღნიშნული სტანდარტების დაცვის მტკიცების ტვირთი აწევს პროკურორს.პროკურორის შუამდგომლობა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ განიხილება სასამართლოში მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათში. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე მხოლოდ პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე.შუამდგომლობის განხილვის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას (განჩინებას):
– ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ;
– ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს, ერთი რჩება სასამართლოში, ხოლო ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, დაუყოვნებლივ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.ფარული საგამოძიებო მოქმედება, როგორც წესი, ტარდება მოსამართლის განჩინებით,
თუმცა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მისი ჩატარება შესაძლებელია
განჩინების გარეშეც, პროკურორის დადგენილებით, რომლის ერთი ეგზემპლარი დაუყოვნებლივ ეგზავნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. გადაუდებელი
აუცილებლობა სახეზეა მაშინ, როცა:– დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი
ფაქტობრივი მონაცემების განადგურება;– დაყოვნებამ შესაძლოა შეუძლებელი გახადოს საქმისათვის (გამოძიებისათვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება.გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების
კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან არა
უგვიანეს 24 საათში. სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი. შუამდგომლობას განიხილავს:
– რაიონული (საქალაქო) სასამართლო გამოძიების ადგილის მიხედვით ან
– რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ჩატარდა
ფარული საგამოძიებო მოქმედება.თუ ბრალდების მხარე საჭიროდ არ მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას, მან ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ
მისი დაწყებიდან არა უგვიანეს 24 საათისა შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ჩატარდა აღნიშნული
საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს. სასამართლოს
მიერ შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად
მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა გარკვეული ვადით, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ,
განჩინება ძალადაკარგულია.პროკურორის შუამდგომლობა უნდა იყოს მოტივირებული, კერძოდ, პროკურორმა შუამდგომლობაში უნდა ასახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიუთითოს, რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება მხოლოდ
მთავარი პროკურორის შუამდგომლობით არის შესაძლებელი, ამასთან, ერთჯერადად და
არა უგვიანეს 3 თვის ვადით. განჩინება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია უფლებამოსილია ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ან გააუქმოს განჩინება და უკანონოდ ცნოს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება.სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია უფლებამოსილია ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ან გააუქმოს განჩინება და უკანონოდ ცნოს ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება. განჩინების გაუქმება და ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლად გამოვლენილ გარემოებად განაჩენის გადასინჯვისათვის.განსხვავებულ რეგულაციებს ადგენს კანონი ასევე ადვოკატის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემთხვევაში. უპირველეს ყოვლისა, სსსკ-ი საგამოძიებო
მოქმედების განმახორციელებელი ორგანოსგან/პირისგან ითხოვს ადვოკატსა და კლიენტს
შორის კომუნიკაციის კონფიდენციალობის პრინციპის დაცვას და ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარებას ადვოკატისა და კლიენტის მხოლოდ იმ კომუნიკაციის მიმართ
უშვებს, რომელიც არ უკავშირდება ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას. ამ მიზნით
საგამოძიებო ორგანომ ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს ადვოკატის პირადი კომუნიკაცია
და ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაცია. ამასთან, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს
ზომები ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგდ მოპოვებული იმ ინფორმაციის განადგურების შესახებ, რომელიც ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციას ეხება.

lilllli's picture
lilllli (lili)
სხვა
Registration Date: 2025/02/03
Last visit: 2025/11/13 21:08:18
Contact - All comments

12. გამოძიებისა და საქმის არსებითი განხილვისას მოწმის დაკითხვის წესი
გამოძიების სტადიაზე მოწმის დაკითხვა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. მოწმე იკითხება სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის (იქ, სადაც არ არის მაგისტრატი მოსამართლე რაიონული და საქალაქო სასამართლოს მოსამართლის) წინაშე. მხარემ პირის მოწმის სახით დაკითხვის თაობაზე უნდა
მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით.
პირი გამოძიების სტადიაზე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს შემდეგი გარემოებების არსებობისას. არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის დაკითხვას საქმის არსებითი განხილვის დროს.
– იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას.
– საქმის სასამართლოში არსებითად განსახილველად წარმართვისათვის აუცილებელი
მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება საჭიროებს არაგონივრულ ძალისხმევას.
– ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
სწორედ აღნიშნული გარემოებების არსებობა განაპიროებს მოწმის დაკითხვას გამოძიების
სტადიაზე. მხარე, იქნება ეს ბრალდების თუ დაცვის, თავად იღებს გადაწყვეტილებას
მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით მოწმის გამოძიების ეტაპზე დაკითხვის მოთხოვნით. მაგალითად, თუ მოწმე დაავადებულია ისეთი დავადებით, რომ არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფრთხე, რის
გამოც შეიძლება ხელი შეეშალოს საქმის არსებითი განხილვის დროს მის დაკითხვას, ასეთ
შემთხვევაში მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს ამ პირის მოწმის სახით დაკითხვის
მოთხოვნით. შუამდგომლობას უნდა ერთვოდეს დოკუმენტები, რაც დაადასტურებს იმას,
რომ მოწმის სახით დასაკითხი პირი ფლობს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და
ასევე დოკუმენტი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.გამოძიების სტადიაზე პირის დაკითხვა უნდა განხორციელდეს ყველა იმ წესის დაცვით,
რაც გათვალისწინებულია მოწმის დაკითხვისათვის. მაგისტრატი სასამართლოს წინაშე
ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ჩვენების მიცემაზე უარის თქმა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.გამოძიების სტადიაზე მოწმის სახით პირის დაკითხვა უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში. ვადის განსაზღვრისას პირველ რიგში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის
გარემოება, რომლის არსებობის გამოც ხდება მოწმის დაკითხვა გამოძიების სტადიაზე.
მაგალითად, თუ პირი იკითხება იმის გამო, რომ იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს
ტერიტორიას, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს დრო, რომლის განმავლობაშიც პირმა უნდა დატოვოს საქართველო. თუ პირი ქვეყანას ტოვებს შუამდგომლობის აღძვრიდან მე-10 დღეს, ასეთ შემთხვევაში იგი დაკითხულ უნდა იქნეს მის გამგზავრებამდე. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ მეორე მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს მოწმის დაკითხვას, რასაც ვერ ვიტყვით შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობაზე.
შუამდგომლობის ავტორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ იკითხება.ზემოთ
უკვე აღინიშნა, რომ გამოძიების სტადიაზე სასამართლოს მიერ მოწმის დაკითხვა ხდება
გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფელის მიხედვით.ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მოწმეს სასამართლო სხდომაზე თავდაპირველად დაჰკითხავს ბრალდების მხარე, რომელიც მის მიერ გამოძახებული მოწმის პირდაპირ დაკითხვას აწარმოებს, ხოლო შემდეგ კი ბრალდების მოწმის დაკითხვას აგრძელებს დაცვის მხარე, რომელიც აწარმოებს ბრალდების მოწმის ჯვარედინ დაკითხვას. მოწმე უნდა დაიკითხოს იმ მოწმეთაგან განცალკევებით, რომლებიც ჯერ არ დაკითხულან.
სასამართლომ უნდა მიიღოს ზომები, რათა ერთ საქმეზე გამოძახებულ მოწმეებს დაკითხვის დამთავრებამდე ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. მოწმე დაკითხვამდე არ უნდა იყოს სასამართლო სხდომის დარბაზში, მან სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს მხოლოდ იმ გარემოებების შესახებ, რომელიც მისთვის არის ცნობილი. იმისათვის, რომ მოწმე არ მოექცეს პროცესის რომელიმე მონაწილის ჩვენების გავლენის ქვეშ, მნიშვნელოვანია, რომ იგი დაკითხვამდე არ იქნეს დაშვებული სასამართლო სხდომის დარბაზში და მას ურთიერთობა არ ჰქონდეს სხვა მოწმეებთან. დაკითხვის შემდეგ მოწმეს შეუძლია დარჩეს სასამართლო სხდომის დარბაზში, რის შესახებაც დაკითხვის დასრულების შემდეგ მას უნდა განუმარტოს სასამართლოს.

lilllli's picture
lilllli (lili)
სხვა
Registration Date: 2025/02/03
Last visit: 2025/11/13 21:08:18
Contact - All comments

1. ექსპერტი, თარჯიმანი. სასამართლოს მეგობარი, მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის პროცესში.
თარჯიმანი წარმოადგენს პროცესის ერთ-ერთი მონაწილეს, რომელსაც იძახებენ მაშინ, როდესაც პროცესის სხვა მონაწილემ (ბრალდებული, მოწმე) არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა და ან საჭიროა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე ითარგმნოს ტექსტი. დაუშვებელია, რომ პირმა, რომელსაც გააჩნია პროცესის მონაწილის გარკვეული სტატუსი , შეითავსოს ასევე თარჯიმნის ფუნქცია. თარჯიმნის პროცესუალური სტატუსი ენიჭება არა მხოლოდ უცხო ენების სათანადოდ მცოდნე პირს, არამედ იმ პირსაც, რომელსაც ესმის ყრუ-მუნჯთა ნიშნები . თარჯიმანი შესაძლებელია მიწვეულ იქნეს, როგორც გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ისე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.მხარეებს უფლება აქვთ თარჯიმანი მის მიერ შესრულებულ თარგმანთან დაკავშირებით გამოიძახონ სასამართლოში ჩვენების მისაცემად, რა დროსაც მასზე გავრცელდება მოწმის სამართლებრივი სტატუსი. ასევე აღსანიშნავია, რომ თარჯიმანს გამოძიების დროს ან სასამართლოში განზრახ არასწორად თარგმნისთვის დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 370-ე მუხლის შესაბამისად.

ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. იმისდა მიუხედავად, თუ რომელმა მხარემ მოიწვია ექსპერტი, იგი უნდა იყოს მიუკერძოებელი და ჩაატაროს საექსპერტო კვლევა ობიექტურად. უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტი ჩატარებული საექსპერტო კვლევის ირგვლივ სასამართლოში იძლევა ჩვენებას მოწმის სტატუსით.ექსპერტს უფლება აქვს: გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი; მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია; უარი თქვას დასკვნის მიცემასა და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას; მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო კვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში; მტკიცებულების აღმოჩენის, გამოკვლევისა და დემონსტრირებისათვის გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება. ამ უკანასკნელმა ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები დასკვანში უნდა ასახოს ობიექტურად და მიუკერძოებლად, იმის მიუხედავად, თუ ვინ მიიწვია იგი.ექსპერტი ვალდებულია ასევე თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, იგი ასახოს დასკვნაში; დაიცვას და საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს დაუბრუნოს კვლევის ობიექტი, თუ საექსპერტო კვლევისას ეს ობიექტი სრულად არ დახარჯულა; თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, განაცხადოს თვითაცილება.გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. ამრიგად, ექსპერტს გააჩნია ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება , რომლის გარეშეც მხარეები დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამორკვევას, მტკიცებულებების გამოვლენასა და გამოკვლევას.

სასამართლოს მეგობარი წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთ მონაწილეს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მეგობარი ვერ იქნება ის პირი, რომელიც პროცესში წარმოადგენს მხარეს.დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით, რისი მიზანიც უნდა იყოს არა პროცესის რომელიმე მონაწილის მხარდაჭერა, არამედ იგი უნდა დაეხმაროს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს განსახილველი საკითხი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წერილობითი მოსაზრება არ არის შედგენილი კანონის მოთხოვნათა დაცვით, იგი მას არ განიხილავს. ამასთან, სასამართლო არ არის ვალდებული, გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში მოყვანილი არგუმენტები. სასამართლოს მეგობრის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრება მოცულობით არ უნდა აღემატებოდეს 30 გვერდს. იგი შედგენილ უნდა იქნეს 3 ასლად, რომელთაგან 2 გადაეცემა მხარეებს, ხოლო 1 რჩება მოსამართლესთან. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან/და მხარის და წერილობითი მოსაზრების ავტორის წინასწარი თანხმობით საქმის არსებით განხილვაზე გამოიძახოს წერილობითი მოსაზრების ავტორი ზეპირი განმარტების მისაცემად.

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს მოწმის/დაზარალებულის მხარდაჭერას სამართალწარმოების პროცესში.მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში შესაძლებელია ჩაერთოს პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებით.მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის საქმეში ჩართვის მიზანია მოწმისთვის და დაზარალებულისთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება, ხელახალი ვიქტიმიზაციისა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.პროკურორი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოწმისა და დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინებით.მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს და უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მოწმის/დაზარალებულის საკონტაქტო მონაცემების შესახებ.როდესაც მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისთვის ცნობილი გახდება მისი სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის შესახებ, იგი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მოწმეს/დაზარალებულს. მოწმეს/დაზარალებულს უფლება აქვს, უარი განაცხადოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთან თანამშრომლობაზე.მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს უფლება არ აქვს, საგამოძიებო მოქმედებისა და საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას მოწმესა და დაზარალებულს დაუსვას კითხვები ან სხვაგვარად ჩაერიოს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში.

2. საპროცესო პასუხისმგებლობა სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის.
პროცესის ჩაშლისაკენ მიმართული ქმედებაა, მაგ., დამსწრის, პროცესის მონაწილის ან მხარის წარმომადგენლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან მოწოდება სხდომის ჩაშლისაკენ, რამაც შესაძლოა უმართავი პროცესი გამოიწვიოს. სასამართლოს, მხარის ან პროცესის მონაწილის აშკარა ან/და უხეში უპატივცემულობა გამოიხატება, მაგალითად, უცენზურო და პირადი ღირსების შემლახავი გამონათქვამებით, საგნების სროლით . ასეთ შემთხვევებში სხდომის თავმჯდომარის მითითებით მანდატური აკავებს პირს და ადგენს დაკავების ოქმს, ხოლო სხდომის თავმჯდომარე ადგენს მიმართვას, რომელშიც აღწერს დარღვევას და უგზავნის პატიმრობის გამოყენებაზე განკარგულების გამომტან, უფლებამოსილ სასამართლოს ან მოსამართლეს . სააპელაციო სასამართლოში განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარეს, ხოლო მისი მონაწილეობით იგი შეიძლება არ იყოს სხდომის თავმჯდომარე საქმის განხილვისას განკარგულება გამოაქვს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ან თავმჯდომარის მიერვე განსაზღვრულ სხვა მოსამართლეს უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას, გარდა დიდი პალატისა, განკარგულება გააოაქვს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარეს, ხოლო დიდ პალატაში საქმის განხილვის დროს იმ მოსამართლეს, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. ამასთან, ყველა ნსტანციის სასამართლოში აუცილებლობის შემთხვევაში, მაგ., დაკავებულის სხვა სასამართლოში გადაყვანის დროსდაკავებული შეიძლება გადაეცეს პოლიციას.სასამართლოში და სხდომის დარბაზში წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოსა და სხდომის თავმჯდომარე პირველ რიგში სწორედ მანდატურის სამსახურის მეშვეობით. ცხადია, ხშირ შემთხვევაში მიზანშეუწონელია სხდომის დარბაზში ფეხზე მდგომ დამსწრეთა ყოფნა, რის გამოც სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დარბაზში ადგილების გათვალისწინებით, შეზღუდოს მათი რაოდენობა. სხდომაზე წესრიგის დარღვევა შეიძლება გამოიხატოს დამსწრე პირთა ხმამაღალ საუბარში, მათ შორის საუბარში ბრალდებულთან, წამოძახილში, დარბაზიდან თვითნებურად გასვლასა და გადაადგილებაში, აგრეთვე დარბაზში შემოსვლაში, ტექნიკური საშუალებების იმგვარად გამოყენებაში, რაც ხელს უშლის მხარეებსა და სასამართლოს. პირის ან პირების ქმედება ზოგ შემთხვევაში მიმართულია სხდომის ჩაშლისაკენ (დამსწრის, პროცესის მონაწილის, მხარის ან სასამართლოს შეურაცხყოფა), რაც მაქსიმალურად სწრაფად უნდა აღიკვეთოს. ასეთ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, შესაძლებელია სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვაც. სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა გულისხმობს სხდომის დარბაზში მყოფი პირის არასათანადო ქცევის შეწყვეტის ან/და სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობას, რა დროსაც შენიშვნის მიუხედავად, პირი აგრძელებს არასათანადო ქცევას, მათ შორის ნაკლები ან უფრო მეტი ინტენსივობით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სხდომის დარბაზში მყოფმა ყველა პირმა სათანადოდ იგრძნოს სასამართლოს მოთხოვნის შესრულების აუცილებლობა და გარდუვალობა.სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა შეიძლება გამოიხატოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასა და დაგვიანებაში არასათანადო ტანისამოსში რაც, როგორც წესი, ყველასათვის თვალშისცემია) ან არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადებაში, მოსამართლისადმი შეპასუხებაში , სასამართლოს შეურაცხყოფაში . ამასთან, სასამართლოს უპატივცემულობაა არა მხოლოდ უშუალოდ სასამართლოსადმი ქცევა, არამედ პროცესის მონაწილისა და მხარისადმი არასათანადო ქცევაც.ბრალმდებელის გაძევების შემთხვევაში სხდომა უნდა გადაიდოს, მაგრამ სხვა შემთხვევაა, როცა გაძევებულია ადვოკატი, ბრალდებული იქვე უარს აცხადებს დამცველის მომსახურებაზე და ითხოვს, საქმის განხილვის გაგრძელებას. ასეთ ვითარებაში კანონის მოთხოვნის სიტყვასიტყვითი განმარტება რეალურ შედეგს არ იძლევა, პირიქით, მომდევნო სხდომაზე არ გამოცხადდება ადვოკატი და შესაბამისად, სხდომაც გაგრძელდება. ამდენად, თუკი ადვოკატის გაძევების დროს ბრალდებული ზოგადად უარს აცხადებს დამცველის მომსახურებაზე და არ არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა, სხდომა უნდა გაგრძელდეს, რაც შეესაბამება ბრალდებულის უფლებასა და საქმის განხილვის გაჭიანურების აცილებას. ბრალმდებლის ან ადვოკატის გაძევების შემთხვევაში კანონი უალტერნატივოდ ითხოვს ამის შესახებ კერძო განჩინების გამოტანას, რაც ეგზავნება მთავარ პროკურატურას ან ადვოკატთა გაერთიანებას. გადაწყვეტილება ბრალდებულის დაუსწრებლად ცხადდება, თუ ეს უკანასკნელი აგრძელებს წესრიგის დარღვევას. ამ შემთხვევაში ბრალდებულს უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების ასლი , რაც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. შესაძლოა, ბრალდებულმა უარი განაცხადოს გადაწყვეტილების მიღებაზე ან/და ხელმოწერით დადასტურებაზე, რაც გადაწყვეტილების ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს შესაბამისი დოკუმენტის არსებობისას.კანონი ადგენს ჯარიმის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას, რაც არ არის დამოკიდებული პირის ქონებრივ მდგომარეობაზე. ცხადია, გასათვალისწინებელია არასათანადო ქცევის ხასიათი და ხარისხი . მხედველობაშია მისაღები ამგვარი ქცევის შედეგიც (მაგ., სხდომის გადადება მხარის გამოუცხადებლობის გამო. დაჯარიმების შემთხვევაში გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რაც უნდა გაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს უმჯობესია, დაჯარიმების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის ან ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების პირობებში. დაჯარიმებული პირის მიერ წესრიგის დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ იგი არ უნდა ასცდეს 500 ლარს. ამდენად, თუკი პირი თავიდანვე თანხის მაქსიმალური ოდენობით 500 ლარითდაჯარიმდა, ამ ოდენობის გაზრდა დაუშვებელია და წესრიგის დარღვევის გაგრძელების შემთხვევაში ეს პირი შესაძლებელია ასევე გაძევებულ იქნეს დარბაზიდან. რამდენადაც პირის თავისუფლების აღკვეთა ყველა შემთხვევაში უკიდურესი ზომაა, იგი ასევე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენება, რაც ცალკეულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს სხდომის თავმჯდომარემ და შემდეგ დაპატიმრებაზე უფლებამოსილმა ორგანომ. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ დაჯარიმებისა და გაძევებისაგან განსხვავებით, პირის დაკავებას წინ არ უძღვის შენიშვნა, რაც, ბუნებრივია, დარღვევისა და მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით.

lilllli's picture
lilllli (lili)
სხვა
Registration Date: 2025/02/03
Last visit: 2025/11/13 21:08:18
Contact - All comments

3. დაცვის სპეციალური ღონისძიებები
დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებული იქნეს პროცესის ნებისმიერი მონაწილის (მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, ბრალდებულის, ადვოკატის, მოწმის, დაზარალებულის, ექსპერტის, თარჯიმნის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონებისა და ასევე პირადცხოვრების დაცვის მიზნით.დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე პროცესის ნებისმიერი მონაწილის ახლო ნათესავის (მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის მიზნით. პროცესის მონაწილის ახლო ნათესავის პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაცვის სპეციალური ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ სამ შემთხვევაში: ა) განიხილება საქმე ისეთი ქმედების ჩადენის ფაქტზე, რომლის საჯარო განხილვაც თავისი ბუნებით არსებით ზიანს მიაყენებს პროცესის მონაწილის პირად ცხოვრებას; ბ) პროცესის მონაწილის ვინაობისა და საქმეში მონაწილეობის გასაჯაროებით მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრება პროცესის მონაწილის ან მისი ახლო ნათესავის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას; გ) პროცესის მონაწილე დამოკიდებულია ბრალდებულზე ანუ, პირველ შემთხვევაში, დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების მიზანია პროცესის მონაწილის პირადი ცხოვრების დაცვა. პირად ცხოვრებაში იგულისხმება პირის ოჯახური ცხოვრება, პირადი ურთიერთობები, სექსუალური ცხოვრება და სხვა ისეთი პირადი დეტალები, რომლის გასაჯაროებაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად ეს პირი. პირადი ცხოვრების არსებითი დაზიანების საფრთხე უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორი საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით.დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე პროკურორს გამოაქვს დადგენილება, რომელიც შესასრულებლად/აღსასრულებლად ეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. დაცვის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელების პროცედურებს ერთობლივად განსაზღვრავენ საქართველოს იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. აღნიშნული პროცედურების განმსაზღვრელი დოკუმენტი არ არის საჯარო. პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს , პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ პროკურორის დადგენილებაში უნდა მიეთითოს: დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების დრო; დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების მიზეზი; იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის მიმართაც გამოიყენება დაცვის სპეციალური ღონისძიება და დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ვადა. დაცვის სპეციალური ღონისძიება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ვადით ან უვადოდ. თუ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება მოხდა გარკვეული ვადით, ვადის ამოწურვის შემთხვევაში შესაძლებელია ვადის გაგრძელება, თუ კვლავ არსებობს ამ ღონისძიების გამოყენების საჭიროება. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ამ ღონისძიებას აუქმებს მისი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირი (ანუ პროკურორი), რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ პირს, ვის მიმართაც იყო გამოყენებული ეს ღონისძიება. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ არის საჯარო. ეს გადაწყვეტილება ეცნობება მხოლოდ დასაცავ პირს ,დაცვის სპეციალური ღონისძიებისა და მის ფარგლებში გამოყენებული დაცვის კონკრეტული ღონისძიებების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 3 დღის ვადაში ეცნობება იმ პროკურორს, რომელმაც გამოიყენა ეს ღონისძიება.
4. სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები : აცილება
მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებელის ან სასამართლო სხდომის მდივანის სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ ერთ-ერთ ძირითად გარემოებას წარმოადგენს, თუ ისინი კანონით დადგენილი წესით არ არიან თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული, რადგან, თუ ეს ელემენტი არ არის დაკმაყოფილებული, აზრს კარგავს სხვა ისეთი ელემენტების შემოწმება, როგორიც არის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობის შემდეგი გამომრიცხავი გარემოებაა საქმეში მათი ახლანდელი თუ წარსული მონაწილეობა ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის, ექსპერტის, თარჯიმნის ან მოწმის სტატუსით. აღნიშნული გარემოება საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც მიუთითებს მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის მიკერძოებაზე. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სხდომის მდივანი ვერ იქნება მიუკერძოებელი იმ საქმეში, სადაც ის იცავდა მაგალითად დაზარალებულის ან ბრალდებულის ინტერესებს. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის იარსებებს ეჭვი მისი მიუკერძოებლობის შესახებ. მოსამართლე არ უნდა იყოს მიკერძოებული რომელიმე მხარის მიმართ. მას უნდა შეეძლოს მხარეთა პოზიციებისა და შეხედულებების თავისუფალი განხილვა და ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სამართლის ნორმების სწორი გამოყენების საფუძველზე, წარმოადგენს საქმის სამართლიან გადაწყვეტას. ტრექსელი თავის ნაშრომში მიუთითებს: მოსამართლისათვის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი არა მისი დამოუკიდებლობა, არამედ მუკერძოებლობაა. როდესაც მოსამართლე არ არის დამოუკიდებელი, ყოველთვის არსებობს ეჭვი, რომ ვერც მიუკერძოებელი იქნება. მაშინ, როცა მიკერძოებული მოსამართლე ყოველთვის შეუფერებელია თანამდებობისათვის, იმის მიუხედავად, დამოუკიდებელია თუ არა.მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სასამართლო სხდომის მდივნის მიუკერძოებლობა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ასევე იმ შემთხვევაშიც, როცა ის არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი. პროცესის აღნიშნულ მონაწილეებს შორის ნათესაური კავშირის არსებობა ეჭვებს აჩენს მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი ვერ ჩაითვლებიან ნეიტრალურებად ვერც პროცესის მონაწილეების და ვერც ობიექტური დამკვირვებლის თვალში. ასეთივე, შედეგი დგება მაშინაც, როცა თვითონ მოსამართლეს, ნაფიცი მსაჯულს, პროკურორს, გამომძიებელს ან სხდომის მდივანს შორის არსებობს ნათესაური კავშირი.გარდა იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, გამომძიებლის ან სხდომის მდივნის საქმეში მონაწილეობის გამომრიცხავ საერთო გარემოებებს, კანონი ასევე ცალკეც ადგენს ისეთ გარემოებებს, რომელთა არსებობაც გამორიცხავს საქმეში მხოლოდ მოსამართლის მონაწილეობას. ასეთი გარემოება არის ის, რომ საერთო მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი.მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ საქმის განხილვისაგან აცილება ემსახურება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფას. პროკურორი, რომელიც ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას და ცდილობს სიმართლის დადგენას, რომელსაც შეიძლება ბრალდებული საგულდაგულოდ მალავდეს, იმავე საქმეზე ვერ იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრი. მისი, როგორც მოსამართლის განხილვის საგანი შეიძლება გახდეს ამ საქმეში პროკურორად მონაწილეობის დროს გატარებული ღონისძიებების კანონიერება. ასეთ ვითარებაში კი ძნელი წარმოსადგენია, რომ ბრალდებულის მიერ იგი აღქმულ იქნეს მიუკერძოებლ მოსამართლედ. ასეთივე მოსაზრებით არის აგრეთვე უარყოფილი საქმის არსებით განხილვაში წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მონაწილეობის შესაძლებლობა. კანონის დათქმა, რომ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის არსებით განხილვაში, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს წინასასამართლო სხდომის მოსამართლე აკეთებს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა. პროკურორისა და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ მონაწილეობას. მაგალითად, თუკი პროკურორი თავად აწარმოებდა საქმის გამოძიებას, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ამ საქმის განხილვაში მისი მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებას. ის გარემოება, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობით სასამართლო განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებს არა საქმის გამომძიებელი, არამედ საგამოძიებო ორგანოს მიერ შერჩეული პირი, განპირობებლია მნიშვნელოვანწილად მხარეთა შეჯიბრობითობით, რა დროსაც უზრუნველყოფილია დაცვის მხარის უფლება, დამოუკიდებლად ობიექტური პირის მეშვეობით მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. თუკი დაცვის მხარე წერილობით გამოხატავს თანხმობას საქმის გამომძიებლის მიერ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე, ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი ჩხრეკის ჩატარება საქმის გამომძიებლის მიერ.

lilllli's picture
lilllli (lili)
სხვა
Registration Date: 2025/02/03
Last visit: 2025/11/13 21:08:18
Contact - All comments

5. ნივთიერი მტკიცებულება. დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება.
ნივთიერი მტკიცებულება, როგორც წესი, მატერიალური სამყაროს ნებისმიერი ობიექტია, რომლისთვისაც დამახასიათებელია მტკიცებულებითი ინფორმაციის ნიშან-თვისებები და რომელიც მოპოვებული და დართულია სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს როგორც თითის ანაბეჭდი, ფეხის კვალი, სიგარეტის ნამწვავი, სისხლის კვალი, სატრანსპორტო საშუალების საბურავების პროტექტორების კვალი, დოკუმენტები, ამონაწერები, აუდიო-ვიდეოჩანაწერები, ნივთიერებები .მათზე აღბეჭდილი მტკიცებულებითი ინფორმაცია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ისინი დაკავშირებულია განსახილველ საქმესთან: 1. წარმოადგენენ დანაშაულის ჩადენის იარაღს ან საშუალებას; 2. წარმოადგენენ დანაშაულის ჩადენის საგანს; 3.შეინარჩუნეს დანაშაულის კვალი; 4. წარმოიქმნენ დანაშაულის ჩადენის შედეგად; 5.წარმოადგენენ დამნაშავე პირის იდენტიფიცირების და მისი აღმოჩენის, ბრალდების დადასტურების ან უარყოფის საშუალებას.საქმისწარმოებისას უნდა არსებობდეს შესაბამისი ნივთიერი მტკიცებულების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია, რისი მეშვეობითაც დგენდება ნივთიერი მტკიცებულების კავშირი სისხლის სამართლის საქმესთან. აღნიშნული ინფორმაციის არარსებობა იწვევს დაუძლეველ ეჭვს მტკიცებულების წარმომავლობასა და შემხებლობაში. მაგალითად, სისხლიანი დანიდან ამოღებული ბრალდებულის თითის ანაბეჭდები. თუ უცნობია აღნიშნული დანის წარმომავლობა სად, ვის მიერ, რა მდგომარეობაში და ა.შ. იქნა ის აღმოჩენილი, დაცვის მხარეს შეუძლია ამტკიცოს, რომ, მართალია დანაზე აღინიშნება ბრალდებულის თითის კვალი და დაზარალებულის სისხლი, მაგრამ აღნიშნული დანა არ იყო გამოყენებული მკვლელობის ჩასადენად. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა აღნიშნული კვალის დატოვება ცივ იარაღზე, როდესაც ბრალდებული დაეხმარა დაზარალებულს სადილის მომზადებაში, ვინაიდან მან ხელი გაიჭრა მომზადებისას.აღმოჩენილი ან წარმოდგენილი საგნები თავდაპირველად უნდა დათვალიერდეს მტკიცებულებითი ხასიათის ინფორმაციის არსებობის და საქმესთან მისი შემხებლობის განსაზღვრის მიზნით, რის შემდეგაც ხდება მათი ნივთიერი მტკიცებულების სახით დართვა საქმეზე. საგნის აღმოჩენის და დათვალიერების შედეგები აისახება იმ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ოქმში, რომლის ფარგლებშიც ის იყო აღმოჩენილი. თუმცა დაიშვება მისი დათვალიერება საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგაც. ამ შემთხვევაში ნივთის ნიშან-თვისებების ასახვა უნდა მოხდეს ცალკე საპროცესო დოკუმენტში ნივთმტკიცების დათვალიერების ოქმში. თუ აღნიშნული საგნის წარმოდგენა ხდება პროცესის მონაწილის მიერ, ზ/ა მახასიათებლები ფიქსირდება ნებაყოფლობითი წარმოდგენის ოქმში.
ნივთიერი მტკიცებულება ასევე შეიძლება იქნეს შექმნილი დანაშაულის ჩადენისას, მაგალითად, ყალბი ფული, ყალბი დოკუმენტი. ამ დროს მტკიცებულებითი მნიშვნელობა ენიჭება მისი დამზადების ფაქტს.დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა ენიჭება კუმულაციურად სამი სპეციალური წინაპირობის არსებობისას: 1. ცნობილია მისი წარმომავლობა; 2. ავთენტიკურია; 3. შესაძლებელია დაიკითხოს პირი რომელმაც შექმნა/მოიპოვა ან ვისთანაც ინახებოდა დოკუმენტი სასამართლოში წარდგენამდე.მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის პრინციპიდან გამომდინარე, არაოფიციალური ე.წ. ფიზიკური პირებიდან მომდინარე დოკუმენტებს არ შეუძლიათ ჩაანაცვლონ მათი ჩვენებები. რაც შეეხება ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი შეიცავენ იმ ინფორმაციას, რომლის მოპოვება/დამუშავება/წარმოდგენა მთლიანად მათ კომპეტენციას მიეკუთვნება, მაშინ ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის პირველწყაროდ მიიჩნევა შესაბამისი ორგანო და ამიტომ ამ დოკუმენტის ავტორის დაკითხვა საჭირო არ არის. მაგრამ, როდესაც ოფიციალურ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია სცილდება კონკრეტული ორგანოს სპეციალურ კომპეტენციას, ის, როგორც წესი დაკითხული უნდა იქნეს მოწმის სახით. მაგალითად, პოლიციის თანამშრომლის პატაკი პირის დაკავების შესახებ, რომელშიც ის მიუთითებს როგორც პირის დაკავების დროს, ადგილს, საფუძველს ასევე _ პირის ქცევას დაკავებისას, წინააღმდეგობოს ფაქტს და სახეს/ინტენსივობას, დანაშაულის კვალს, დაკავების ვითარებას დ ა.შ. ამ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი მიეკუთვნება შსს კომპეტენციას, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს დაკავება, მაგრამ ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ეხება პირის მიმართ დევნის წარმოებას, სცილდება მის კომპეტენციას, ამიტომ დევნის წარმოების საკითხის კანონიერების/ დასაბუთებულობის განხილვისათვის საჭიროა მისი მოწმის სახით დაკითხვა. ანალოგიურად, დაკითხვა შესაძლებელია საჭირო გახდეს წარმოებული კვლევის მეთოდოლოგიის სანდოობის, სისრულის შემოწმებისათვის.
6. მოწმე და დაზარალებული სისხლის სამართლის პროცესში.
მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამრიგად, მხარეებს სისხლის სამართლის პროცესში მოწმის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად უფლება აქვთ მიიწვიონ ნებისმიერი პირი, რომელსაც შეუძლია სასამართლოში მისცეს ჩვენება სისხლის სამართლის საქმის რელევანტურ გარემოებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ `მოწმის ვარგისიანობა~ დამოკიდებულია პირის უნარზე, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. სასამართლოში პირი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ, თუ იგი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო მოკლებულია აღნიშნულ უნარს . გამომძიებელი და პროკურორი მოწმედ მოიაზრებიან, მაგალითად, მაშინ, როდესაც ისინი ჩვენებას აძლევენ სასამართლოში მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა საპროცესო (საგამოძიებო) მოქმედებასთან დაკავშირებით და აღნიშნული ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული მტკიცებულების თაობაზე, რათა დადგინდეს მოპოვებული მტკიცებულების ავთენტურობა და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები. თუ გამომძიებელი, რომელიც იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში უნდა წარდგეს მოწმედ, სავალდებულოა ასეთ შემთხვევაში პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე გადასცეს სხვა გამომძიებელს. ხოლო, თუ პროკურორი მონაწილეობს იმავე საქმეში მოწმედ, ზემდგომმა პროკურორმა უნდა ჩამოაშოროს იგი სისხლის სამართლის საქმისწარმოებას და საქმე გადასცეს სხვა პროკურორს.ბრალდებული, განსხვავებით სხვა მოწმეებისგან, არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება, ვინაიდან მას ბრალდებულის სტატუსი ათავისუფლებს სისხლის სამართალწარმოების ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობისგან. თუმცა, იგი არ არის შეზღუდული, გამოვიდეს სასამართლოში მოწმედ. მას განასხვავებს სხვა მოწმეებისგან ისიც, რომ ბრალდებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ცალკეულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. მოწმეს აღნიშნული უფლება არ გააჩნია და მან ყოველთვის უნდა დაასაბუთოს კითხვებზე პასუხის გაუცემლობის მიზეზი. დაზარალებული წარმოადგენს საკუთარი პროცესუალური უფლებამოსილებით აღჭურვილ პროცესის დამოუკიდებელ მონაწილეს, რომელსაც
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამავდროულად ანიჭებს მოწმის ყველა უფლებას და აკისრებს მის ყველა მოვალეობას. დაზარალებული ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. ერთი მხრივ, დაზარალებულს გააჩნია ჩვენების მიცემის ვალდებულება, თუმცა, მეორე მხრივ, კანონმდებელი ანიჭებს მას უფლებას, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას და სასჯელის შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია. მხარეებს უფლება აქვთ იმავე სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში მონაწილე მოსამართლე, რომლისთვისაც შემთხვევით გახდა ცნობილი სისხლის სამართლის საქმის გარემოებების დასადგენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გამოიძახონ მოწმედ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს. პირს მოწმის სტატუსი ენიჭება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდე. ფიცის დადების ვალდებულებისგან კანონმდებელი ათავისუფლებს პირს, რომელიც თავისი რწმენის ან სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე.იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული სასამართლოში იძლევა ჩვენებას მოწმის სტატუსით, ფიცის დადების ვალდებულება ასევე ვრცელდება ამ უკანასკნელზეც. თუმცა, მის მიერ მოწმის სახით ჩვენების მიცემამდე დადებული ფიცი არ ხელყოფს მის უფლებას, არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ.იგი ვალდებულია: _ გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით; _ უპასუხოს დასმულ შეკითხვებს; _ არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ; _ დაიცვას წესრიგი საქმის სასამართლო განხილვის დროს; _ სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი. რაც შეეხება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებას, აღნიშნული მოქმედებს ნებისმიერი პირის მიმართ, მისი მოქალაქეობის მიუხედავად. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, თუ მას სასამართლოს უწყებით გამოიძახებენ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მისაცემად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხადების ვალდებულება არსებობს მხოლოდ სასამართლოში. არავინ არ არის ვალდებული, ჩვენების მისაცემად გამოცხადდეს პროკურორთან ან გამომძიებელთან. მოწმის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან გარკვეული პროფესიის მქონე და ბრალდებულთან ახლო ნათესაურ კავშირში მყოფი პირები. სისხლის სამართლის პროცესში მოწმედ მონაწილეობის ვალდებულებისაგან გამონაკლისის დაშვებით, კანონმდებელი ინტერესთა კოლიზიის ცალკეულ შემთხვევებში მართლმსაჯულების ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებს ზემოხსენებული პირების კანონიერ ინტერესებს. გარდა ამისა, აღნიშნული გამონაკლისი ემსახურება სისხლის სამართლის საქმეზე სიმართლის დადგენასაც, რადგან სავსებით მოსალოდნელია, რომ პირმა ბრალდებულთან ახლო ნათესაური დამოკიდებულების ან პროფესიული მოვალეობების გამო იცრუოს დაკითხვის დროს ან მისცეს სასამართლოში არასრული ჩვენება. მოწმის ვალდებულებისაგან გათავისუფლება ნიშნავს იმას, რომ პირს არ ეკისრება მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება. თუ პირი ისარგებლებს ამ უფლებით, მის მიერ მოწედ მონაწილეობაზე უარის თქმა დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს თავად ამ პირის ან ბრალდებულის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის პროცესუალური სტატუსით მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა მატერიალური და ფორმალური წინაპირობების არსებობა. მატერიალურ წინაპირობას წარმოადგენს ის, რომ პირს უშუალოდ დანაშაულის შედეგად უნდა მიადგეს მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი. ფორმალური წინაპირობა კი მდგომარეობს დანაშაულის მსხვერპლის დაზარალებულად ან მისი რომელიმე ახლო ნათესავის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ პროკურორის მიერ დადგენილების გამოტანაში. პირის დაზარალებულად ცნობა ხდება გამოძიების სტადიაზე. გამოძიების დაწყებისთანავე თუ პროკურორისთვის ცნობილი გახდა დანაშაულებრივი ქმედებით პირისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მან იგი დადგენილებით უნდა ცნოს დაზარალებულად. პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული დანაშაულის მსხვერპლის ნება-სურვილზე და არც მის ასაკსა და ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე. პროკურორი ვალდებულია, მას შემდეგ, რაც დაადგენს პირის დაზარალებულად ცნობის მატერიალურ წინაპირობებს, მიანიჭოს მას დადგენილებით (ფორმალურად) დაზარალებულის პროცესუალური სტატუსი. პირის დაზარალებულად ცნობა შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გაგზავნამდე. საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება სამართლებრივად შეუძლებელია. პირის დაზარალებულად ცნობის საფუძველი შესაძლოა გახდეს ასევე პროკურორისთვის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ განცხადებით მიმართვა. ასეთ შემთხვევაში, თუ პროკურორი დაადგენს პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძველს, მან უნდა დააკმაყოფილოს აღნიშნული განცხადება და მიიღოს შესაბამისი დადგენილება. თუ განცხადების შეტანიდან 48 საათის განმავლობაში, პირის განცხადება არ დაკმაყოფილდება, მას აქვს უფლება დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

7. მოწმის ჩვენება როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის პროცესში , ირიბი ჩვენება.
მოწმეთა ჩვენებების კატეგორიულად შეფასება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დეტალური სიზუსტით აღწერენ მოვლენებს, შეესაბამება სხვა მტკიცებულებით დადგენილ გარემოებებს და ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი, ინდივიდუალურია და მხოლოდ
რეალურ მოწმეს შეიძლება სცოდნოდა, მის ჩვენებაში არ შეიმჩნევა ყოყმანი და ვარაუდები.
თუ მოწმის ჩვენება ფაქტებთან მიმართებით სავარაუდოა, ასეთი ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება საფრთხილოა, ვინაიდან სავარაუდო მტკიცებულებები ვერ ქმნის დამაჯერებლობის მაღალ ხარისხს.მოწმის ჩვენების საგანი, როგორც წესი, უნდა იყოს მის მიერ უშუალოდ ან შუალედური რგოლის მეშვეობით აღქმული გარემოება (როგორც ნანახი/გაგონილი/წაკითხული,
დაგემოვნებული, გამოკვლეული და ა.შ.), რომელსაც ადგილი ჰქონდა წარსულში ან ექნება მომავალში.სსსკ მოწმის ჩვენებას მის მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს უკავშირებს. ამიტომ მოწმის ჩვენება გულისხმობს ინფორმაციას გარკვეული ობიექტური გარემოებების შესახებ და არა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებზე მოწმის სუბიექტურ შეხედულებებს,შეფასებასა და დასკვნებს, ეჭვს, მოსაზრებას, ვარაუდს. თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ეს ინფორმაციაც მნიშვნელოვანია, თუ ემყარება ობიექტურ საფუძველს. მაგალითად, მოწმის სახით მოწვეული აუდიტორის ჩვენება სასამართლო-საბუღალტრო ექსპერტიზის ფარგლებში გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგიის სარწმუნოობის და გამოყენების მასშტაბების შესახებ, საექსპერტო დასკვნაში აღმოჩენილი უზუსტობის გამომწვევი მიზეზების ან/და მათი მნიშვნელობის და ა.შ. შესახებ.მტკიცებულებითი მნიშვნელობა არ ენიჭება მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების შესახებ თუ ის ვერ უთითებს ინფორმაციის წყაროს. მოწმემ ინფორმაციის წყარო შესაძლებელია ვერ მიუთითოს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე: მაგალითად, არ ახსოვს, ვერ დაინახა ვინ თქვა, არ სურს ინფორმაციის წყაროს დასახელება ბრალდებულის მხრიდან მასზე ძალადობის პრევენციის მიზნით, წყარომ აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით და ა.შ დაზარალებულის ჩვენებები _ როგორც წესი, განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნია დაზარალებულს _ შეუძლია აღწეროს მისგან მოპარული ქონება, ან განცდილი, ბრალდებულის გარეგნობა, მისთვის დამახასიათებელი სუნი, ინდივიდუალური ნიშნები და სხვა. თუმცა ცალკეულ შემთხვევებში დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი იყოს დაზარალებულის არყოფნის პირობებში (მაგალითად, ქურდობა ბინაში შეღწევით); ან დაზარალებულს დანაშაულის ჩადენისას არ ჰქონდეს ბრალდებულის დანახვის ან დანაშაულებრივი ქმედების ნაწილის აღქმის შესაძლებლობა (მაგალითად, დაზარალებულზე თავდასხმა ზურგიდან, დაზარალებულისათვის ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანების მიყენების გამო მან დაკარგა გონება და ბრალდებული დაეუფლა მის ქონებას; ბრალდებულის მიერ შორი დისტანციიდან/ სამალავიდან ცეცხლსასროლი იარაღით პირის დაჭრა). იმავდროულად დაზარალებულის მიერ განცდილი ემოცია შესაძლებელია გარკვეულ გავლენას ახდენდეს მის მიერ ფაქტების სრულყოფილად და სწორად აღქმის უნარზე და იწვევდეს გაუცნობიერებელ გაზვიადებას: დაზარალებული შესაძლებელია გადაჭარბებულად აფასებდეს საფრთხის ხარისხს, ბრალდებულის ქმედების ინტენსივობას, დამდგარი შედეგის და მათი სიმძიმის ხარისხს ან/და ცდებოდეს დანაშაულთან ცალკეული პირების შემხებლობის საკითხში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებული-მოწმის ჩვენების შეფასება უნდა განხორციელდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. განაჩენის გამოსატანად ერთი ან თუნდაც რამდენიმე მოწმე-დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი ბრალდებულის ბრალეულობის დამდასტურებელი სხვა მტკიცებულებების, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულების, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმების გარეშე.მოწმე, როგორც წესი, ნაკლებად დაინტერესებული პირია და მისი ჩვენებები მეტი სარწმუნოობით ხასიათდება. თუმცა ჩვენების სარწმუნოობაზე შესაძლებელია გავლენა იქონიოს ობიექტურმა და სუბიექტურმა გარემოებე .მოწმის ჩვენების ფორმირების სპეციფიკიდან გამომდინარე, მოწმე ერთნაირი სიზუსტით და სისრულით არ აღიქვამს დანახულს/გაგებულს. ცალკეულ შემთხვევებში მოწმე ახდენს ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების და არა საქმის ყველა გარემოების აღქმას. მან შეიძლება ყურადღება მიაქციოს რაიმე მნიშვნელოვან გარემოებას, რაც დაინახა ან მოისმინა. მოწმის ყურადღება შეიძლება მიიქციოს არაორდინალურმა
ქმედებამ, რომელმაც მოწმეზე დიდი შთაბეჭდილება იქონია, რისი დამახსოვრებაც, როგორც წესი, უფრო მეტი სიზუსტით ხორციელდება რუტინულ ქმედებებთან შედარებით,
რომლის ცალკეული დეტალები შესაძლებელია მოწმის ყურადღების მიღმა დარჩეს. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ
ფაქტობრივ ინფორმაციას. ირიბ ჩვენებას იძლევა პირი, რომლისთვისაც აღნიშნული ინფორმაცია სხვა პირის მეშვეობით გახდა ცნობილი. ანუ მოწმეს საკუთარი თვალით არ
დაუნახავს ან სხვაგვარად უშუალოდ არ აღუქვია (არ მოუსმენია, განუცდია, გაუსინჯია და ა.შ.) ის გარემოება, რომლის თაობაზეც იძლევა ჩვენებას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. ასეთი მტკიცებულების წარმოებულობის ხარისხი შესაძლებელია განსხვავებული იყოს, მაგალითად, მოწმე იღებს ინფორმაციას არა თვითმხილველისგან, არამედ მე-2 ან მე-3 ხელიდან. შესაბამისად, რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიწოდებული ირიბი ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა. როდესაც საქმეში ირიბ ჩვენებასთან ერთად არსებობს იმავე ფაქტობრივი გარემოებების შესახებ თავდაპირველი მტკიცებულება, ნაწარმოები მტკიცებულება არ შეიძლება განხილულ იქნეს დამოუკიდებელ მტკიცებულებად თუ მასში არ არის მოცემული ახალი ინფორმაცია, რომელიც არ არის თავდაპირველ მტკიცებულებაში.

8. ბრალდებული და ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში.
დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელი დანაშაულის ჩადენაში არსებობს მის მიმართ დასაბუთებული ვარაუდი. ბრალდებულს უნდა გადაეცეს დაკავების ოქმის ან, თუ ის არ დაუკავებიათ, ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი. დაკავების მომენტში ან, თუ დაკავება არ ხდება, ბრალდებულად ცნობისთანავე, დაუყოვნებლივ, ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს უნდა ეცნობოს, რომ მას აქვს უფლება ადვოკატზე, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისაგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, რომ ყველაფერი, რასაც იგი იტყვის, შესაძლებელია მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, და უფლება, დაპატიმრებისას, ხოლო დაკავებისას მისი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებაში მიყვანისთანავე მიიღოს უფასო სამედიცინო შემოწმება თუ ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, ბრალდების შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის ადვოკატს, რაც ითვლება ბრალის წაყენებად. ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს გონივრული დრო და საშუალება დაცვის მომზადებისათვის. ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობა კონფიდენციალურია. აკრძალულია ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას. ბრალდებულს უფლება აქვს, უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე და დამოუკიდებლად დაიცვას თავი, რისთვისაც მას უნდა მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება. ბრალდებულს არ შეუძლია უარი თქვას ადვოკატის მომსახურებაზე, თუ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება, კანონიერად მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე, თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც თარჯიმნის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და მიიღოს შესაბამისი წერილობითი დასკვნა. ბრალდებულის ეს უფლება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. მას ასევე აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ნებისმიერ დროს, საკუთარი ხარჯით, დაუყოვნებლივ ჩაიტაროს სამედიცინო შემოწმება მის მიერ არჩეული ექსპერტის მიერ. ბრალდებულს უფლება აქვს, დაკავებისთანავე ან დაპატიმრების შემთხვევაში თავისი ოჯახის წევრს ან ახლო ნათესავს შეატყობინოს დაკავების ან დაპატიმრების ფაქტი და ადგილსამყოფელი, თავისი მდგომარეობა, ასევე შეატყობინოს კრედიტორს, სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთა მიმართაც მას სამართლებრივი ვალდებულებები აკისრია. ბრალდებულს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით არ უნდა შეეფარდოს პატიმრობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მისი მიმალვის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების, მტკიცებულების განადგურების ან განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე. ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ბრალდებულს უფლება აქვს: მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებაში, ასევე უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სასამართლო განხილვაში; დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება; დაცვის მხარს მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება; გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოში. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლო ადაწყვეტილება, მიიღოს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ასლი ამ მუხლში მოყვანილი ჩამონათვალი არ ზღუდავს ბრალდებულის უფლებას, განახორციელოს ყველა სხვა უფლება, რომელიც მას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს მინიჭებული. . ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. ბრალდებულის მიერ თავისი უფლებების გამოყენება ან გამოუყენებლობა არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

gigagogashvili's picture
gigagogashvili (გიგა)
სხვა
Registration Date: 2024/11/23
Last visit: 2025/09/20 11:25:45
Contact - All comments

თემა 1
ოჯახში ძალადობის მახასიათებლები

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ძალადობაა,რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. მისი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის, რომ ხდება ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს შორის - ოჯახის წევრებს შორის.

ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, უგულვებელყოფითა და იძულებით.
იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს ოჯახში ძალადობად, მას უნდა ახასიათებდეს პირველრიგში ის, რომ ხდებოდეს ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტით და ახასიათებს ზრდის ტენდენცია და განმეორებითობა, ასევე მას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია, ანუ მოძალადე ყოველთვის უფრო ძლიერია ფიზიკურად ან აქვს სხვა რაიმე უპირატესობა ვიდრე მსხვერპლი, ასევე ოჯახში ძალადობა უდიდეს გავლენას ახდებს სხვა ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებუთ წრასრულწლოვნებზე და მის შედეგად დაზარალებული ყველაზე ხშირად არის ქალი რაც თავისთავად ნიშნავს რომ ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე.
მახასიათებლებლებია:
1.ოჯახში ძალადობა ხდბა სხვადასხვა ფორმით ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს-ოჯახის წევრებს-შორის.

2.ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადი აქტით, ვინაიდან მას ახასიათებს განმეორებითობა და ზრდის ტენდეცია.

3.ოჯახის ძალადობას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია -ეს ნიშნავს ერთ მხარეს ამშემთხვევაში მოძალადეს აქვს მატერიალური, ფიზიკური ანსხვა უპირატესობა და ამით აიძულებს მეორე მხარებს ანუ მსხვერპლს დაემორჩილოს მას.

4.ოჯახში ძალადობა უაროფით გავლენას ახდენს არამარტო მსხვერპლზე არამედ ოჯახის სხვა წევრზე განსაუთრებით არასრულწლოვანზე

5.ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულთა უმეტესობა არის ქალი,რაც ნიშნავს,რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით უარყოფიტ გავლენას ახდენს ქალებზე
მოძალადის დამახასიათებელი თვისებებია:
1.მანიპულაცია (ეს იქნება ბავშვით, საცხოვრებელი ადგილით თუ ფულით და ა.შ)
2.მსხვერპლის დამცირება
3.წარმოჩენა საკუთარი თავის ისე თითქოს იძულებულს ხდიან მიმართოს ძალადობას

მსხვერპლის დამახასიათებელი თვისებებია:
1.დაბალი თვითშეფასება
2.სოციალური იზოლაცია
3.დეპრესიულობა
4.რწმენა იმას რომ მოძალადე გამოსწორდება
5.საკუთარი თავის დადანაშაულება

ძალადობის ფაზები და დინამიკა
ოჯახში ძალადობის წარმოსადგენად რამდენჯმს მოდელი არსებობს თუმცა ყველაზე გავრცელებულია ლენორ უოლკერის ძალადობის ციკლის თეორია რომელიც ძალადობის 3 ფაზას მოიცავს,ესენია:

1 - ეს არის დაძაბულობის ზრდა. ეს ფაზა ხასითადება იმით რომ პიროვნებებს შორის იზრდება დაძაბულობა. ამ დროს სავარაუდო მსხვერპლი ცდილობს,რომ თავიდან აირიდოს ეს და დაამშვიდოს პოტენციური მოძალადე. ეს ფაზა აეიძლება გაგრძელდეს წლები ან თვეები
2 - ეს არის სერიოზული ინციდენტი და ამდროს უკვე მსხვერპლს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი და იძულებულია სხვადასხვაგვარად ეცადოს თავის დაცვას. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.
3 - ფაზა არის ე.წ თაფლობის თვე. მეორე ფაზის ანუ ძალადობის სერიოზული ინციდენტის შემდეგ მოძალადე ცდილობს გამოისყიდოს თავის დანაშაული, ითხოვს პატიებას, შერიგებას, მსხვერპლსაც უჩნდება ნდობა და გონია,რომ მოძალადე იცვლება, თუმცა არა, დროის გასვლასთან ერთად ძალადობის ხარისხიც და სიხშირეც მატულობს. ამიტომაც ძალადობის ეს მოდელი წრიულად არის გამოხატული,რაც იმის მანიშნებელი,რომ მესამე ფაზის შემდეგ ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება.
ეს არის ე.წ ძალადობის ბორბალი.

gigagogashvili's picture
gigagogashvili (გიგა)
სხვა
Registration Date: 2024/11/23
Last visit: 2025/09/20 11:25:45
Contact - All comments

თემა 2
სექსუალური შევიწროვება და მისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
სექსუალური შევიწროვება არის დისკრიმინაციის ერთერთი ფორმა.
სექსუალური შევიწროვება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან არასიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროვება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით:

1. ფიზიკური ქცევა- არასასურველ შეხება სხეულის სხვადასხვა ადგილას, ფიზიკური ფორმა შეიძლება მოიცავდეს კოცნას, ჩქმეტას,ჩახუტებას და ა.შ
2. სიტყვიერი ანუ ველბარული - ქცევა გამოიხატება სექსუალური შინაარის ფრაზების თქმაში, შეურაცხმყოფელი შენიშვნებისა და კომენტარების გაკეთებაში
3. არასიტყვიერი, ანუ ვერბალური ქცევა - ნიშნავს სექსუალური ხასიათის ქცევა ჟესტიკულაციის გამოყენებით, ან კონკლუდენტური მოქმედებით განხორციელებულ ქმედებას,მაგალითად: სექსუალური ხასიათის ფოტოების ან ვიდეოების ჩვენება, წერილების გაგზავნა.

სექსუალური შევიწროვების დასადგენად მნიშვნელოვანია არსებობდეს შემდეგი გარემოებები ერთობლივად :
1. სახეზე უნდა იყოს ხასიათის ქცევა
2. ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირისთვის ვის მიმართაც არის განხორციელებეული
4. მიზნად უნდა ისახავდეს ან იწვევდეს პირის ღირსების შელახვას
5. უნდა ქმნიდეს დამაშინებელ მტრულ დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს ადრესატისათვის.
სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად -166’ მუხლით.
166’ მუხლი - საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არარასურველი სექსუალური ხასიათის ქცევაა.პირის პასუხსიმგებლობა მძიმდება თუ სამართლადარღვევა ჩადენილი იქნება განმეორებით - ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში,წინასწარი შეცნობით არასრწულოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის,ორსული ქალის,შშმ პირის მიმართ ან არასრუწლოვანის თანდასწრებით,ასევე ორი ან მეტის პირის მიმართ.ჯარიმის ოდენობა იზრდება და ყველაზე მძიმე დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად გათვალისწინებულია გამოსასწორებელი სამუშაო 1 თვის განმავლობაში ან ადმინისტრაციული პატიმრობა (10დღე).

• სექსუალური შევიწროების დასასდგენად მნიშვნელოვანია აშკარა გარემოებების არსებობა:
1.ადგილი უნდა ქონდეს სექსუალურ ქცევას
2.ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირის მიმართ ვის მიმართაც ხორციელედება
4.მიზნად უნდა ისახავდეს იმ პირის ღირსების შელახვას
5.უნდა ქმნიდეს მტრული,დამამცირებელი,ასევე ღირსების შემლახველი შეურაცმყოფელი გარემოებების შექმნას.
სექსუალური შევიწროება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი(ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება),ეს შესაძლოა იყოს ღია ან დახურული:
ღია სივრცე - ქუჩა,ეზო,პარკი
დარუხული სივრცე - კაფე,რესტორანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და.აშ

• სექსუალური შევიწროვება დასაქმების ადგილზე
სამუშაო ადგილზე შევიწროვებაა,როდესაც ხდება ცალკეული პირის მიმართ სხვებთან შედარებით არახელსაყრელი გარემოს შექმნა, კონკრეტულ შემთხვევაში იგი ვლინდება არასასურველი მზერით, შეურაცხმყოფელი ხუმრობით, და ა.შ.

სექსუალური შევიწროვრბის ორი ძირითადი სახე არსებობს :
1. მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინება სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში და მისი მიზანია გავლენა მოახდინოს ადამიანის სამსახურსა და კარიერაზე, ამდროს ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ეს ხდება მაშინ როდესაც ხდება სამსახურეობრივი წახალისება, დაწინაურება, ხელფასის გაზრდა,სექსუალური კავშირის სანაცვლოდ.
ასევე შეიძლება სექსუალურ კავშირზე უარმა გავლენა მოახდინის პირის სამსახურეობრივ მოვალეობაზე.
2. ეს არის მტრული გარემოს შექმნა.მსხვერპლისათვის იქმნება არასასრუველი გარემო თუმცა არ გვხვდება სექსუალური ურთიერთობის მოთხოვნის ელემენტი.
სამუშაო ადგილზე სექსულაური შევიწროების დროს მსხვერპლს შეუძლია მიმართოს:
1.სასამართლოს 2.სახალხო დამცველს 3.მის ორგანიზაციაში არსებულ შიდა რეგულისების გასაჩივრების მექანიზმი

gigagogashvili's picture
gigagogashvili (გიგა)
სხვა
Registration Date: 2024/11/23
Last visit: 2025/09/20 11:25:45
Contact - All comments

თემა 3
ძალადობის ფორმები
ძალადობის სახეებია: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, იძულება, სექსუალური, ეკონომიკური, და არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა.
ფიზიკური ძალადობა- ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც შემდგომში იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს ქცევებს, რომელთა მიზანიც გახლვათ,რომ აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და ემოციები მის დასამორჩილებლად. ყოველივე ეს ვლინდება მსხვერლის მიმართ დამამცირებელი მეტსახელებით მიმართვაში, მუქარაში და ისეთი საქციელის დაბრალებაში, რომელიც მას არ ჩაუდენია.
ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს მსხვერპლთან მუდმივად, განგებ ურთიერთობაში ისეთი ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს, დათრგუნულობასა,შიშს და დეპრესიას.ყოველივე ეს შესაძალოა ვლინდებოდეს ისეთი ქმედებებით,როგორიც გახლვათ მსხვერპლის მიმართ კრიტიკა,ისეთი მოთხოვნების დაყენება,რაც მისთვის მიუღებელია,ამასთან ისეთი ქმედება რომელიც აგრესიასთან არის კავშირში,ემოციებზე მანიპულაცია,მსხვერპლის მიმართ უსამართლო და შეუფერებელი ბრალდებები,ზედმეტი კონტორლი და ა.შ ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური ძალადოდიბის მიზანია,მსხვეროლის დაკნინება,მაგალითად ის რომ მსხვერპლს არ აქვს საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული,იგი თავის შესაძლებელობებს ეჭვის თვალით უყურებს და ვერ რეალიზდება ასევე მას უჭირ სოციუმთან კომუნიკაცია და ხდება ასოციალური.
მოძალადე ძალადობრივი ქმედების გარეშე ვერ ამყარებს კომუნიკაციას,რადგან ფიქრობს რომ ის ვერ მიიღებს შედეგს და შესაბამისად არაძალადობრივი ხერხის გამოყენება მას ხელს უშლის შედეგის მიღწევაში .
ფსიქოლოგიური ძალადობის დროს სამხილები არ აღენიშნება მსხვერპლს,შესაბამისად,მისი ინდეთიფიცირება არის ძალიან რთული.ფსიქოლოგიური ძალადობის დროს წერილობითი,ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და ახვა მტკიცებულებებით შესაძლოა რომ დამტკიცდეს.

იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან საკუთარ თავზე განიცადოს ისეთი ზემოქმდება რომელიც მის ნებასურვილს ეწინააღმდეგაბა.
სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ხორციელდება სქეობრივი კავშირით, მუქარით ან ისეთ დროს როდესაც მსხვერპლი არის უმწეო მდგომარეობაში,ასევე სქესობრივი კავშირით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედებთ ან ისეთი გარყვნილი ქმედებით რომელიც მიმართულია არასრულწლოვნისკენ.
ეკონომიკური ძალადობა –
ეკონომიკური ძალადობა ხორციელდება როცა საცხოვრებელი სახლით,უზრუნველყოფილი პირობებით უზრუნვეყოფს. ასევე როდესაც ტანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობს და შეზღულია კუთვნილი წილის განკარგვა.ასეთ დროს პირის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის კარგი რადგან მას ეზღუდება საკუთარი ქონებით სარგებლობა .
არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა – მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა,საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა.

gigagogashvili's picture
gigagogashvili (გიგა)
სხვა
Registration Date: 2024/11/23
Last visit: 2025/09/20 11:25:45
Contact - All comments

თემა 4
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა და პროცედურები
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების ) სისტემა მოიცავს :
1.ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას
2.ბავშვის მდგომარეობის შეფასებას
3.ბავშვზე ძლადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას
4.საჭიროების შემთხვევაში,ბავშვის განცაკევებას და განთავსებას ბავშვთა სათანადო სპეციალურ დაწესებულებაში,ასევე მინდომით აღზრდაში,თავსესაბარსი,რომელიც უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას ხელს შეუწყობს.
არასრუწლოვანის მიმართ ძალადობის გამოვლენის,მასზე რეაგირების მიზნით,ვალდებულება აქვს ეს ფაქტი აცნობონ შესაბამის ორგანოს.
ამის ვალდება აკირსია:სასწავლო დაწესებულებებს,მზურველობის უფლებამოსილ თანამშრომლებს,სამედიცინო დაწესებულებებს და სხვა უფლებამოსილ თანამშრომლებს.
5.ძალადობის შემთხვევაში ზედამხედველობას.

რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტები არიან :
1.პოლიცია
2.საქართველოს განათლების,მეცნიერებს,კულტურისა და სპორტის სამინისტროს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები
3.საქართველოს პროკურატურა
4.დანაშაულის პრევენციის ცენტრი
5.საბავშვო ბაღები
6.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
7.სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები
8.ბავშვა სპეციალიზებული დაწესებულებები და თავშესაფრები
9.სამეციდინო სერვისის წარმომადგენლები
10.მუნიციპალიტეტის გამგეობა

ბავშვის მიმართ სავარაუდო განხორციელებულ ძალადობაზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება:
1.ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანება (სილურჯე,ნაკაწრები,იარები და სხვა სახის დაზიანებები)
2.ბავშვის გამოხატულება,სულ დათრგუნულია,შეშინებულია და ძალიან შეცვლილია
3.ბავშვი ამ ცლილებების გამო არ დადის სასწავლებელში ან ისეთ ადგილას სადაც ის მუდმივად იყო
4.ბავშვს არ აქვს დაბადების მოწმობა.
5.ზემო აღნიშნულს პლუს ის გარემოება რო ბავშვი არ არის ფორმაში,ანუ მოუვლელია.
6.უმეთვალყურეოდ,ასაკის შეუფერებლად,დროს ატარებს.
7.ბავშვი ის საქმიანობაში არის ჩაბმული,რომელიც მისი ასაკითვის არის მიუღებელი,რაც შემდეგ იწვევს ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების შეზღუდვას.
8.ბავშვი ისეთ პირებთან გადაადგილება მისი ოჯახის წევრების გარეშე,რომელ პირებსაც არავინ არ იცნობს.
9.ბავშვის პირადი ნივთები სათამაშოები,ტანისამოსი და სხვა დანარჩენი შეუფერებელ ადგილას არის.
ბავშვის ძალადობის ფაქტზე,შესაძლოა ამ ჩამონათვალს კიდევ დაემატოს სხვა გარემოებებიც.

gigagogashvili's picture
gigagogashvili (გიგა)
სხვა
Registration Date: 2024/11/23
Last visit: 2025/09/20 11:25:45
Contact - All comments

თემა 5
126-ე პრიმა მუხლის დახასიათება
ოჯახში ძალადობა-1261
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80-150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
აღნიშნული მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას ესენი არის
1.ფიზიკურ და 2.ფსიქოლოგიურ ძალადობა
ძალადობაში მოიაზრება მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს ცემაში მინიმუმ ორჯერ დარტყმაში ან სხვაგვარი ტიპის ძალადობაში. სხვაგვარ ტიპის ძალადობაში იგულისხმება ერთჯერადი ქმედება მაგ: თმის მოქაჩვა.იმ შემთხვევაში თუ პირმა მაგალითად ერთჯერადი ქმედების დროს მიიღო ჯანმთელობის მძიმე დაზიანება მაშინ 126-ე პრიმა მულიხ აღარ უნდა გამოვიყენოთ.ის ფაქტი რო 126-ე პრიმა მუხლი ფსიქოლოგიურ ძალადობას მიუთითებს ვლიდენება შემდეგნაირად ( შანტაჟი,შეურაცყოფა და პირის დამცირება).ფიზიკურ ძალადობას რომ ერთჯერადი ხასიათი ქონდეს საკმარისია,რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას დანაშაულად დასტურისთვის სჭირდება სისტემატიურობა.
ძალადობა უნდა იყოს პერმანენტული მინიმუმ 3 ქმედება უნდა იყოს ჩადენილი დროის მცირე მონაკვეთში.
ფიზიკური ძალადობა გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.
ცემა გულისხმობს ირის სხეულზე ერთდროულად რამდენჯერმე დარტყმას უშუალოდ ქმედების განხორციელების მომენტში მაგალითად:სახეში ორჯერ გარტყმა, რამდენჯერმე ფეხის ჩარტყმა სხეულის ერთ ან სხვადასხვა ადგილას კიდევ მსგავსი სხვა ქმედებები
რაც შეეხება სხვაგვარი ძალადობა გულისხმობს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებას მაგალითად: სახეში ხელის გარტყმა, თმების მოქაჩვა, ხელის კვრა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, თუ ფიზიკური ძალადობის რომელი ფორმა იქნება გამოყენებული მოძალადის მიერ, აუცილებელია, რომ ყველა შემთხვევაში მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი.სწორედ დარტყმების რაოდენობა,მისი ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში.
1261-მუხლისთის აუცილებელია ძალადობის შედეგად ტკივილისა და ტანჯვის გამოწვევა დაზარალებულისგან მნიშვნელოვანია იმის გაგება და გარკვევა მან მიიღოს თუ არა ტკვილი და განიცადა თუ არა ტანჯვა.
ტკივილი იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას და დაკავშირებულია ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებასთან, ხოლო ფსიქიკური ტანჯვა გულისხმობს უსიამოვნო გრძნობით გამოწვეულ წვალებას, ხანგრძლივ და აუტანელ წუხილს.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი განვასხვავოთ ამავე კოდექსის 126-ე მუხლისგან. ოჯახური დანაშაულის მიზნებისათვის სსკ-ის 126-ე მუხლის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ფიზიკურ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი.

gigagogashvili's picture
gigagogashvili (გიგა)
სხვა
Registration Date: 2024/11/23
Last visit: 2025/09/20 11:25:45
Contact - All comments

თემა 6
რეფერირების 5 საფუძველი
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების ) სისტემა მოიცავს :
1.ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას
2.ბავშვის მდგომარეობის შეფასებას
3.ბავშვზე ძლადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას
4.საჭიროების შემთხვევაში,ბავშვის განცაკევებას და განთავსებას ბავშვთა სათანადო სპეციალურ დაწესებულებაში,ასევე მინდომით აღზრდაში,თავსესაბარსი,რომელიც უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას ხელს შეუწყობს.
არასრუწლოვანის მიმართ ძალადობის გამოვლენის,მასზე რეაგირების მიზნით,ვალდებულება აქვს ეს ფაქტი აცნობონ შესაბამის ორგანოს.
ამის ვალდება აკირსია:სასწავლო დაწესებულებებს,მზურველობის უფლებამოსილ თანამშრომლებს,სამედიცინო დაწესებულებებს და სხვა უფლებამოსილ თანამშრომლებს.
5.ძალადობის შემთხვევაში ზედამხედველობას.

ბავშვის მიმართ სავარაუდო განხორციელებულ ძალადობაზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება:
1.ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანება (სილურჯე,ნაკაწრები,იარები და სხვა სახის დაზიანებები)
2.ბავშვის გამოხატულება,სულ დათრგუნულია,შეშინებულია და ძალიან შეცვლილია
3.ბავშვი ამ ცლილებების გამო არ დადის სასწავლებელში ან ისეთ ადგილას სადაც ის მუდმივად იყო
4.ბავშვს არ აქვს დაბადების მოწმობა.
5.ზემო აღნიშნულს პლუს ის გარემოება რო ბავშვი არ არის ფორმაში,ანუ მოუვლელია.
6.უმეთვალყურეოდ,ასაკის შეუფერებლად,დროს ატარებს.
7.ბავშვი ის საქმიანობაში არის ჩაბმული,რომელიც მისი ასაკითვის არის მიუღებელი,რაც შემდეგ იწვევს ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების შეზღუდვას.
8.ბავშვი ისეთ პირებთან გადაადგილება მისი ოჯახის წევრების გარეშე,რომელ პირებსაც არავინ არ იცნობს.
9.ბავშვის პირადი ნივთები სათამაშოები,ტანისამოსი და სხვა დანარჩენი შეუფერებელ ადგილას არის.
ბავშვის ძალადობის ფაქტზე,შესაძლოა ამ ჩამონათვალს კიდევ დაემატოს სხვა გარემოებებიც.

gigagogashvili's picture
gigagogashvili (გიგა)
სხვა
Registration Date: 2024/11/23
Last visit: 2025/09/20 11:25:45
Contact - All comments

თემა 7
ელექტრონული ზედამხედველობის შეჩერება,შეწყვეტა და მისი ვადამდე გათავისუფლება
2020 წლიდან ცვლილებების შედეგად ძალაში შევიდა კანონდებლობა,რომელიც ითვალისწინებს შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან,ასევე მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში თუ სახეზეა არის ძალადობის განმეორების ფაქტობრივი საფრთხე. ძალადობის განმეორების რისკისების შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე.მნიშვენლოვანი არის განმეორების რისკის დონე,დანაშაულის ჩადენა და ისეთი ისეთი ცეცხსასროლი იარაღის გამოყენება,როგორიც არის იარარი და ა.შ
ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. იმ შემთხვევაში თუ პირს ელექტრონული ზედამხედველობა დაენიშნა მას წესები დაცვით(მოძალადეს)უნდა დაუმაგრდეს ელექტრონული სამაჯური.
მოძალადეზე ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შედეგად ხდება მსხვერპლის მიმართ წინასწარ განსაზღვრული მიახლოების არეალი და მისი დროის კონტროლი.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი, გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. იმ შემთხვევაში თუ მოძალადებ თავი აარიდან ელექტრონულ ზედამხევდელობას მაშინ მას დაეკისრება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწინებული პასუხისგმებლობა.
ელექტრონული ზედამხედველობა მაშინ ჩერდება როდესაც არის ესეთი გარემოებები:
1.მოძალადის ან მსხვერპლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას საზღვარგარეთ ყოფნის ვადით.
2.მოძალადის ან მსხვერპლის დაკავებისას (დაკავების ვადით)
3.მოძალადის ან მსხვერპლისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას (ადმინსტრაციული პატიმრობის ვადით)
4.მოძალადის ან მსხვერპლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმორბის გამოყენებისას (პატიმრობის ვადით)
ელექტრონული ზედამხედველობის ვადის შეჩერება არ იწვევს შემაკავებელი ორდერის ვადის შეჩერებას და იგი კვლავ განაგრძობს მოქმედებას იმ ვადით,რომელი ვადითაც გამოცემულია.პოლიციის შესაბამისი თანაშრომელი ელექტრონული ზედამხედველობის შეჩერების დროს უზრუნველყოფს რომ მოძალადეს მოეხსნას სამაჯური და შეადგინოს შესაბამისი ოქმი.ოქმში მითითებული უნდა იყსო სამაჯურის მოხნის დრო და მოქმედების შეჩერების ვადა.

ელექტრონული ზედამხედველობა წყდება როდესაც არსებობს გარემოებები:
1.ელექტრონული ზედამხედველობის ვადის გასვლისას
2.მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალებისას
3.შემაკავებელი ორდერის გაუქმებისას

რაც შეეხება ელექტრონულ ზედამხედველობის ღონისძიებას სასამართლოთვის მიმართვის გზით ვამადე უნდა გაუქმდეს:
1.ვითარების შეცვლის,მოძალადის ავადმყოფობის გამო,გამორიცხავს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკს.
2.როდესაც პოლიციას მიმართავს მსხვერპლი ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით

gigagogashvili's picture
gigagogashvili (გიგა)
სხვა
Registration Date: 2024/11/23
Last visit: 2025/09/20 11:25:45
Contact - All comments

თემა 8
რისკების შეფასება და შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოძალადის მიერ პენიცენტიური დაწესებულების დატოვებისას
მსხვერპლის უსაფრთხოების მიზნით ,რომ თავიდან არიდებული იყოს განმეორებითი რისკი,კანონდემბლობა ითვალისიწინებს და დაზარალებულს აცნობებს მაშინ როდესაც მოძალადე პირი დატოვებს პენიცენციურ დაწესებულებას.მოძალადის გამოსვლის მომენტიდან პოლიციელი აფასებს მოძალადის მიერ განმეორებით ჩადენილ ქმედებას და თავად იღებს გადაწყვეტილებას ორდერის გამოცემის ან გამოცემის უარის თქმის შესახებ.
შემაკავებელი ორდერი რომ გამოიცეს ამისთვის აუცილებელი არ გახლავთ ახალი ფაქტის არსებობა,აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ მოძალადის მხრიდან მისი პენიცეტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ თუ რამდენად არის რისკი საიმისოდ,რომ ისევ განხორციელდეს მსხვერპლზე ძალადობა.პოლიცია,საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია რომ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი,იმ შემთხვევაში თუ არის საიმისოდ გარემოება,რომ შესაძლოა დაირღვეს პირის უფლებები და თავისუფლებები,იძულებით,
ასევე ფიზიკური ქმედებით და სექსუალური,ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობით.
შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს სავალდებულო არ არის მსხვერპლის მოთხოვნა.შემაკავებელი ორდერის გამოწერა პოლიციას ასევე უწევს იმ შემთხვევაში თუ მოძალადე პირი დატოვებს პეიტენციურ დაწესებულებას და შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომელი აფასებს მოძალადის რისკებს,თუ რამდენად არის შესაძლებელი განმეორდეს ძალადობა.

gigagogashvili's picture
gigagogashvili (გიგა)
სხვა
Registration Date: 2024/11/23
Last visit: 2025/09/20 11:25:45
Contact - All comments

თემა 9
შემაკავებელი და დამცავი ორდერების განმასხვავებელ ძირითად ელემენტებს
დამცავი ორდერი :
1.მოსამართლე გამოსცემს
2.9 თვემდე ვადით გამოიცემა,ასევე 3 თვემდე ვადით არის შესაძლებელი მოქმედება
3.საჩივრდება მხოლოდ სააპელციო სასამართლოში
4.დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებიდა ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.
შემაკავებელი ორდერი
1.პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი გამოსცემს
2.გამოიცემა 1 თვემდე ვადით და ასევე მისი მოქმედების ვადის გაგრძელება არ არის დასაშვები
3.საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოში და სწორედ ამიტომ ორდერის გასაჩივრება შესაძლებელი ხდება სააპელაციო სასამართლოში
4.შემაკავებელი ორდერი ორდერი იმპერატიულად სავალდებულოდ არ მოითხოვს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე სწავლების კურსის გავლას.

hans13landa's picture
hans13landa (Elza rakviashvili)
სხვა
Registration Date: 2025/02/08
Last visit: 2025/02/21 02:57:40
Contact - All comments

1. სექსუალური შევიწროების დაცვის მექანიზმები საჯარო და კერძო სივრცეში+
სექსუალური შევიწროება შეიძლება ხდებოდეს როგორც საჯარო სივრცეში,ისე სამუშაო ადგილას, სერვისის მიწოდების დროს.
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ჩადენისას სამართლადარღვევათა ოქმებს ადგენენ შ.ს.ს უფლებამოსილი პირები,შემდეგ მასალები იგზავნება საქალაქო/რაიონული სასამაღტლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიას,რომელიც 7 დღის ვადაში განიხილავს.საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასრება სავალდებულოა.თუ თავს აარიდებს,იძულებით იქნება მოყვანილი.
სექსუალური შევიწროება სამუშაო/დასაქმების ადგილას-საქართველოს შრომის კოდექსის მიზნებისთვის დისკრიმინაციად განიხილება განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
დამსაქმებელს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს,თუ მისთვის ცნობილი გახდა შევიწროების ან/და სექსუალური შევიწროების ფაქტი და მან ამ ფაქტის შესახებ არ შეატყობინა შრომის ინსპექციას ან/და არ მიიღო შესაბამისი ზომები აღნიშნული ქმედების აღსაკვეთათ.
დასაქმების ადგილად ითვლება სამუშაოს შესრულების ძირითადი ადგილი,მივლინება,შესვენება ან სამუშაოსთან შემხებლობაში მყოფი ნებისმიერი კომუნიკაცია.
სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების ორი ძირიტადი სახე არსებობს:1)Quid Pro Quo ანუ მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ,რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში და მიზნად ისახავს ზემოქმედების მოხდენას ადამიანის სამსახურსა და კარიერულ წინსვლაზე. 2)მტრული სამუშაო გარემო,რაც სამუსაო ადგილზე დამაშინებელი და შეურაცხმყოფელი პირობების შექმნას ნიშნავს.
სექსუალური ხაისათის ქცევა არასასურველია თუ მას დაქვემდებარებული სუბიექტი მიიჩნევს არასასურველად.
კერძო სივრცეში (მაგ,სამუშაო ადგილზე ან პროფესიულ ურთიერთობებში) სექსუალური შევიზროებისას რეაგირების სამაღტლებრივი მექანიზმები: სახალხო დამცველი,სასამაღთლო,შიდა გასაჩივრების/რეგულირების მექანიზმი.
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ,რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. მსხვერპლს უფლება აქვს იმაღტოს სასამართლოს სარჩელით მაშინაც,თუ უკვე დასრულებულია შრომითი ურთიერთობა,რომლის დროსაც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა.
თუ სექსუალურ შევიწროებას აქვს განგრძობადი ხასიათი,ხანდაზმულობის ვადა ათვლილი უნდა იქნეს ბოლო ქმედების განხორციელების მომენტიდან.
სასამაღთლო სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.ხარვეზის შემთხვევაში მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად აქვს ვადა არანაკლებ 3 დღისა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა სასამაღთლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს უბრუნებს მოსარჩელეს. უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძოსაჩივრით სააპელაციო სასამაღთლოში მისი გაცნობიდან 3 დღის ვადაში.თუ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა,სააპელაციო სასამაღთლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს.
თუ მოსამართლემ სავარაუდო მსხვერპლის სარჩელი მიიღო წარმოებაში,სარჩელი და თანდართული დოკუმენტების ასლები ეგზავნება მოპასუხეს(შემავიწროებელს) და მას შესაგებლის წარსადგენად აქვს 10 დღე.
,,დისკრიმიცაიის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქ.კან.მე-6 მუხ. პირველი ნაწილის თანახმად დისკრიმინაციის აღმოფცვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის ხანდაზმულობის ვადები განსაზღვრული არ არის.
დისკრიმინაციული,სექსუალური შევიზროების ფაქტის დაგდენის შემთხვევასი სახ.დამ.შემავიწროებელს მიმართავს რეკომენდაციით,რომელიც შეიძლება მოიცავდეს:1)სექსუალური შევიწროების შეწყვეტას ან/და მომავალში სექსუალური შევიზროების თავიდან აცილებას 2)იმ შემტხვევაში,თუ რეკომენდაციის ადრესატია ორგანიზაცია/დაწესებულება-სექსუალური შევიზრობის პრევენციის/რეაგირების შიდა მექანიზმის დოკუმენტის შემუშავებას.
რეკომენდაციის განხილვიდან 20 დღის ვადაში პირმა სახ.დამ-ს უნდა აცნობოს განხილვის შედეგები წერილობით.თუ მას არ ეცნობა ამის შესახებ სახ.დამ. უფლებამოსილია;1)როგორც დაინტერესებულმა პირმა, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება. 2)როგორც მოსარჩელემ სარჩელით მიმართოს სასამართლოს .ეს შესაძლებლობა არ მოქმედებს მაშინ,როდესაც ამ რეკომენდაციის ადრესატი ფიზიკური პირია.
ასეევე ,მსხვერპლს შეუძლია გამოიყენოს შიდა გასაჩივრების/რეგულირების მექანიზმი და ფაქტზე განცხადებით/საჩივრით მიმართოს მის ორგანიზაციაში/უწყებაში არსებულ შესაბამის ორგანოს/პირს.

საქ.სახ.დამ. აჩერებს საქმის წარმოებას თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო ა)დავას სასამაღთლო განიხილავს ბ)მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება გ)მიმდ.სისხლ.სამ.დევნა.
საქ.სახ.დამ. წყვეტს საქმის წარმოებას თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო:ა)არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ბ)განცხადების/საჩივრის განხილვის შედეგად არ დადასტურდა.
2.ოჯახში ძალადობა,ფაზები,მახასიათებლები,ბორბალი.+
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობაა,რომელსაც აქვს განგრობადი და ფარული ხასიათი.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური,ფსიქოლოგიური,ეკონომიკური,სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მისი მახასიათებლებია:
1.ოჯახში ძალადობა ხდბა სხვადასხვა ფორმით ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს-ოჯახის წევრებს-შორის.
2.ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთჯერადი აქტით, რადგან მას ახასიათებს განმეორებითობა და ზრდის ტენდეცია,
3..ოჯახის ძალადობას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია -ეს ნიშნავს ერთ მხარეს ამშემთხვევაში მოძალადეს აქვს მატერიალური, ფიზიკური ანსხვა უპირატესობა და ამით აიძულებს მეორე მხარებს ანუ მსხვერპლს დაემორჩილოს მას.
4.ოჯახში ძალადობა უაროფით გავლენას ახდენს არამარტო მსხვერპლზე არამედ ოჯახის სხვა წევრზე განსაუთრებით არასრულწლოვანზე
5.ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულთა უმეტესობა არის ქალი,რაც ნიშნავს,რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით უარყოფიტ გავლენას ახდენს ქალებზე
მოძალადის დამახასიათებელი თვისებებია:
1.მანიპულაცია (ეს იქნება ბავშვით, საცხოვრებელი ადგილით,ფულით)
2.მსხვერპლის დამცირება
3.წარმოჩენა საკუთარი თავის ისე თითქოს იძულებულს ხდიან მიმართოს ძალადობას.

მსხვერპლის დამახასიათებელი თვისებებია:
1.დაბალი თვითშეფასება
2.სოციალური იზოლაცია
3.დეპრესიულობა
4.რწმენა რომ მოძალადე გამოსწორდება
5.საკუთარი თავის დადანაშაულება
როგორია ძალადობის ფაზები ? ძალადობის მახასიათებლები,?
ძალადობის ციკლის თეორია იყოფა სამ ფაზად:
1 ფაზა - გულისხმობს დაძაბულობის ზრდას,რომელიც ხასიათდება პიროვნებებს შორის დაძბულობის გამწვავებით.ამდროს პოტენციური მსხვერპლი ცდილობს პოტენციური მოძალადის დამშვიდებას,რათა თავიდან აიცილოს ინციდენტი,ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში.
2.ფაზა- ძალადობის სერიოზული ინციდენტი -რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.ამ ეტაპზე სხვერპლს აღარ შეუძლია ზემომეება მოახდინოს არსებულ სიტუაციაზე ისღა დარჩენია სხვადასხვა მიმართოს დახმარებასა და დაცვის საშვალებებს.
3 ფაზა -თაფლობის თვე ძალოადობის სერიოზული ინციდენტის მერე მოძალადე ითხოვს პატიებას და ცდილობს მსხვერპლთან შერიგებას,ამდროს ხშირად მსხვერპლსაც უჩნდება ილუზია რო მოძალადე შეიცვლება, მომავალში აღარ განმეორდება ძალადობა,მაგრამ დროის გასვლის მერე ძალადობის ინტენსივობა ანუ სიხშირე იზრდება და ხარისხიანი მატულობს,ამიტომაცა ძალადობის ეს მოდელი წრიული ფორმის ვიზუალი არის გამოსახული მას ძალადობის ბორბალს უწოდებენ, ეს იმას ნიშნავს რომ მესამე ფაზის მერე ისევ ტავიდან იწყება ყველა ეტაპის გავლა,დროის გავლასთან ერთად ძალადობის ფორმა უფრო მძიმე ფორმებს იღებს ხოლო ფაზებს შორის პერიოდი სულ უფრო მცირდება.
3.126 პრიმა +
სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებული ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამაღლის კოდექსის 117,118 ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას-ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.დეფინიციაში მითითებულ სიტყვა ,,ძალადობაში“ უნდა მოვიაზროთ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა,რომელიც შეიძლება გამოიხატოს ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში,ხოლო სისტემატური შეურაცხყოფა,შანტაჟი ან დამცირება ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებზე მიუთითებს.
აღსანიშნავია,რომ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლით კვალიფიკაციისთვის საკმარისია ფიზიკურ ზალადობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს,ხოლო ფსიქოლოგიურ ძალადობას დანაშაულად კვალიფიკაციისთვის სჭირდება სისტემატიურობა და მისი ერთჯერადად განხორციელება ვერ მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობას.შესაბამისად,ამ შემთხვევაში ტერმინი ,,სისტემატურობა’’ მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის(შეურაცხყოფა,სანტაჯი ან დამცირება) მახასიათებელია და კანონი არ უნდა იქნეს იმგავარად გაგებული,რომ სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობა მოიცავს როგორც ერთეჯარადა განხორციელებულ ქმედებას ისე სისტემატურ ძალადობასაც.ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული თავისი ხასიათისა და საშიშროების (სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან განსხვავებით,სსკ-ის 126 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დასჯადია იმ შემტხვევაშიც თუ სისტემატურმა ცემამ ან ძალადობამ გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება) გათვალისწინებით უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ვიდრე სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გატვალისწინებული დანაშაული,რაც დამატებითი არგუმენტია იმისა რომ სსკ-ის 1261 მუხლში მითითებული ძალადობა არ მოიცავს სისტემატურ ძალადობასაც.
ოჯახური ძალადობის მიზნებისთვის 126-ე მუხლს ვიყენებთ მაშინ,როდესაც ფიზიკურ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი.სსკ-ს 126-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა,რომელმაც დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,მაგრამა არ აღმოცენდა 120 მუხლით გათვალისიწნებული შედეგი.ამ შემტხვევაში ქმედება ხორციელდება იმ პირებს შორის,რომლებიც არ არიან ოჯახის წევრები,შესაბამისად თუ ოჯახის ერთი წევრი მეორეზე სისტემატურად ძალადობს ფიზიკურად კვალიფიკაცია მოხდება 11 პრიმა - 126 1 ‘ 2 ნაწილით.
126 პრიმა არის ერთჯერადი ფიზიკური ძალადობა და სისტემატური ფსიქოლოგიური.
126 არის მრავალჯერადი ძალადობა,ოჯახში ძალადობის დროს 11 პრიმა.
4.ბორბალი.+(2)
5.ძალადობის ფორმები.+
1..ფიზიკური ძალადობა - ეს არის ცემა, წამება,ჯამრთელობის დაზიანება,თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას,რომელიც იწვევს მსხვერპლის ჯამრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
2.ფსიქოლოგიური ძალადობა -შეურაცხყოფა,შანტაჟI,დამცირება,მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას,რომელიც მიმართულია იმ მიზნისკენ რომ მსხვერპლმა დაკარგოს სკაუთარი თავის რწმენა,დაეჭვდეს საკუტარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში,დაკაროს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში.
ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში,ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში,მუქარაში,იზოლირებაში,დაშინებაში.მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფა.
3.იძულება - ადამიანის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არშეასრულოს მოქმედება რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება თავისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.
5.სექსუალური ძალადობა-სქესობრივი კავშირი ძალადობით,ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით,აგრეთვე სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.
5.ეკონომიკური ძალადობა -ქმედება რომელიც იწვევს ,საკვებით,საცხოვრებელი ადგილის,ნორმალური განვითარების,ან სხვა პირობებით უზრუნველყოფით,საკუთრებისა და შრომის განხორციელების ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაკარგვით და კუთვნილი წილის სარგებლობის უფლების შეზღუდვას,
6.არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულვებელყოფა -მშობელის ან მშობლების, კანონიერი წარმომადგენლის,ან სხვა პასუხისმგებელის პირის მხრიდან არასრულწლოვანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროების დაუკმაყოფილებლობა,საფრთხისგან დაუცველობა,საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა,დაბადების რეგისტრაციის,სამედიცინო ან სხვა სარგებლობის უფლების შეზღუდვა,

6. .ელექტრონული ზედამხედველობა
ელექტრონული ზედამხედველობა არის შემაკავებელი ორდერის აღსრულების ინსტრუმენტი,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოძალადის კონტროლი მის მიერ მსხვერპლთან მიახლოების თავიდან ასაცილებლად. პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს შეუძლია შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად,რომლის მეშვეობითაც მოძალადეს ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება,ასევე დააწესოს ელექტრონული ზედამხევდელობა. ელ.ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას,ასევე ორდერის მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს და ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით,ანუ მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში.შესაძლეებლია უფრი ნაკლები ვადითაც.
მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევაში,თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. პოლიციის უფლებამოსიი პირი აღნიშნულს აფასებს შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კიტხვარის მიხედვით.აღნიშნულის შეფასებისას გასათვალისიწნებელია შემდეგი გარემოებები- მოძალადისადმი წარსულში შემაკავებელი/დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი,მოძალადის მხრიდან ძალადობის ან მუქარის განხორციელების ფაქტი,ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა.
მოძალადის მიმართ ელ.ზედამხედველობის დაწესების მოტხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს,მისი ოჯახის წევრს,მსხვერპლის თანხმობით სოციალურ მუშაკს ან პირს რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინი,იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას.არასრულქლოვნის მიმართ ძალადობის შემტხვევაში-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.აუცილებებლია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
ოქმში ელ.ზედამხევდელობასთან დაკავშირებით არის სსულ 7 კიტხვა.აქედან 5 კითხვა არის მაღალი რისკის რომელიც ფასდება 5 ქულით, და ორი საშუალო რისკის შეკითხვა,რომელიც ფასდება 3 ქულით. მოძალადის მიმართ ელ.ზედამხედველობა სავალდებულოა თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 15 ან მეტი და მსხვერპლი აცხადებს თანხმობას. თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 10-15 და მსხვერპლი აცხადებს თანხმობას ასეთ დროს პოლიციელი თავად წყვიტავს.10 ქულაზე ნაკლების შემტხვევაში ელ.ზედ. არ განხორციელდება. ელ.ზედ.გამოცემის შესახებ ოქმი დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს 24 საათის განმავლობაში. წარუდგენლობის ან სასამართლოს მიერ უარის თქმის შემტხვევაში ელ.ზედამხედველობის ღონისძიება უნდა შეწყდეს.
ელ.ზედ. განხორციელების შესახებ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ:ა) ოცეულის მეთაური,ატეულის მეთაური,პატრულ ინსპექტორი. ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი,მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი,მართლწესრიგის ოფიცერი,დეტექტივ-გამომძიებელი,დექტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი,უფროსი დეტექტივი,დეტექტივი,უფროსი გამომძიებელი,გამომძიებელი.
ოქმს ხელს აწერს უფლებამოსილი პირი,მსხვერპლი და მოძალადე,ან მხოლოდ უფლებამოსილი პირი. ელ.ზედ.განხორციელების შესახებ ოქმის ერთი ეგზემპლარი რცება მის გამომცემ ორგანოში,ერთი გამოცემიდან 24 სტსი წარედგინება სასამართლოს.
ოქმის ასლი ეგზავნება: 1)შსს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საუბნო სამსახურს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.2)შსს-ს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფს. 3)112-ს.
სასამართლოს მიერ მირებული გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელ.ზედ.განხორციელების შესახებ შეიძლება აგსაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში,დასაბუთბეული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.სააპელალციო სასამართლო საჩიართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. სააპელ.სასამ.გადაყწვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ელ.სამაჯური (გადამცემი) ემაგრება მოძალადეს ქვედა კიდურზე ან ობიექტური მიზეზის არსებობისას მაჯაზე. იგი მოძალადეს განგაშის სიგნალის მეშვეობით ატყობინებს მსხვერპლთან მიახლოებას . მიმღები აპარატი მსხვერპლს ატყობინებს მოძალადის მიახლოებას.მოძალადე და მსხვერპლი ვალდებულია დაიცვას მოწყობილობა და მისი გაუმართაობის შემტხვევაში შეატყობინოს მონიტორინგის ცენტრს.. არ უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია ელ.სამაჯურთან ერთად.უფლებამოსილ ორგანოს უნდა შეატყობინოს საზღვრის დატივების შესახებ არანაკლებ 48 საათიტ ადრე. 12 საათით ადრე უნდა გადასცეს თერიტორიულ ორგანოს აპარატი.
ექსპლუატაციის წესი: შეინარჩუნოს აპარატი დამუხტულ მდგომარეობაში,მუდმივად თან იქონიო აპარატი,არ დაახშოს განზრახ GPSზონა.
ელ.ზედამხედველობა მოიცავს ორ გეოგრაფიულ ზონას -საგანგაშო ზონა მსხვერპლის ადგილსამყოფელიდან 100 მეტრის რადიუსი. და ბუფერული ზონა საგანგაშო ზონის ირგვლივ არსებული 500 მეტრიანი რადიუსი. თითოეული იყოფა სტატიკურ და დინამიკურ ზონებად. სტატიკური-წინასწარი განსაზღვრულია ადგილმდებარეობები. დინამიკური- ვერ განვსაზღვრავთ,შესაძლოა შემტხვევით აღმოჩნდნენ ერთი და იმავე ტერიტორიაზე. თუმცა მონიტორინგი ატყობინებს ამის შესხებდ ა მოუწოდებს მოძალადეს ტერიტორიის დატოვებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკისრება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული პასუხისმგებლობა.
ელ.ზედამხევდელობა ჩერდება - მსხვერპლის ან მოძალადის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას,მოძალადის ან მსხვერპლის დაკვებისას, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას,აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისას,.
ელ.ზედამხედველობის ვადის შეჩერება არ იწვევს შემაკავებელი ორდერის ვადის შეცერებას.
ელ.ზედამხედველობა წყდება:ელ ზედ.ვადის გასვლისას,მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალებისას,შემკავაბელი ორდერის გაუქმებისას.
ელ.ზედამხედველობა სასამართოსთVის მიმართVის გზით ვადამდე შეიძლება გაუქმდეს: მოძალადის მძიმე ავადმყოფობის გამო და თუ მსხვერპლი თავად მიმართავს გაუქმების თაობაზე.
რომელიმე გარემოებისას 24 საატის გნამვალობაში პოლიცია მიმართავს სასამართლოს ელ.ზედ.გაუქმების თხოვნით. სასამაღთლო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას.
7.ბავშვთა დაცვის რეფერირების სისტემა და პროცედურა.
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს: 1. ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას 2.ბავშვის მდგომარეობის შეფასებას. 3.ბავშვზე ძალადობის შემტხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას. 4.საჭიროების შემტხვევაში,ბავშვის განცალკევებასა და განთავსებას ბავშვთა სათანადო სპეციალიზებულ დაწესებულებაში/თავშესაფარში/მინდობით აღზრდაში,რომელიც ხელს შეუუწყობს მის უსაფღტხოებასა და რეაბილიტაციას. 5. ძალადობის შემტხვევაზე ზედამხედველობას.
არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათVის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებებს,სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს,მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ ტანამშრომელებს,აგრეთვე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებსა და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.
ღნიშნული დაწესებულების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან,კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში , ადგილზე გადაამოწმონ ბავშვზე ძალადობასთან დააკავშირბეული გადაუდებელი შემტხვევა,მოახდინონ ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოონ შემთვხვევის მართვა.
ბავშვზე სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობაზე შესაძლოა მიუთითბედეს ქვემოთ ჩამოთVლილი ერთი ან რამდეიმე გარემოება: ბავშვის სეულზე დაზიანების ნიშნების არსებობა,ბავშვი იქცევა საეჭვოდ(ეშინია,არ უნდა სახლში წასვლა), ბავშვი არ დადის ან/და არარეგულარულად დადის საგანმანათლებლო ან/და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებაში,ბავშვი მოუცლელია, ბავშვი გამოყენებულია ან ჩაბმულია მისი სასაკისთვის შეუფერებელ სამუშაოში,ბავშვი მუდმივად გადაადგილდება უცხო პირებთან ერთად.
რეფერირების პროცედურებში ჩართული თითოეული სუბიექტი უფლებამოსილია ეჭვის გაჩენის შემტხვევაში ადგილზე გაანალიზოს შემტხვევა და საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა,დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და პოლიციის ინფორმირება.
რეფერირების პროცედურა ერთმანეტისგან განასხვავებს ბავშვზე ძალადობის ეჭვს და საფუძვლიან ეჭვს და შესაბამის უწყებას მხოლოდ მაშინ აკსრებს სააგენტოსა დ აპოლიციაში შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას,როდესაც შემთხვევის შესწავლის პროცესში წარმოიშობა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე როომ ბავშვი არის ძალადობის მსხვერპლი. საფუძვლიანი ეჭვი შესაძლოა წარმოიშვას თუ არსებობს შემდეგი გარემოებები: ბავშვის განცხადება რომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა,მოწმის განცხადება რომ იგი შეეესწრო ფაქტს, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის არაადეკვატური ქცევა.
რეფერირების პროცედურაშუ ჩართული უფლებამოსილი პირები,პოლიციის გარდა,ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას,ვალდებულნი არიან შეავსონ ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი,რომელიც ეგზავნება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით,ფაქსით ან,არსებობის შემტხვევაში,შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით,ხოლო გადაუდებელ შემტხვევაში აღნიშნული უწყების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან,ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას,გამოიძახონ სასწრაფო სამედიცინო დახმარებსი ბრიგადა და სააგენტოს შეატყობინონ ცხელი ხაზის მეშვეობით ან/და წერილობითი ფორმით.
ბავშვის მიმართ შესაძლო ძლადობის გამოვლენის შემდეგ მნიშვნელოვანია შემთხვევის სიღრმისეული შესწავლა სავარაუდო მსხვერპლ ბავშვთან გასაუბრბეისა და სხვა მტკიცებულებების მოპოვების გზით,პროცესში წამყვანი როლი პოლიციასა და სააგენტოს ეკისრება.
პოლიციმიერ სააგენტოსთვის გადაცემული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს: ა)პოლიციის სახელს გვარს და თანამდებობას ბ)ბავშვის სახელს,გვარს,ასაკს,სქესს,მისამართს,შემტხვევის ადგილს გ)ზალადობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის ან ძალადობის ფაქტის მოკლე აღწერას დ)პოლიციის მიერ ჩატარებული ქმედებების ჩამონათვალს.
პოლიციამ საწიროების შემთხვევაში უნდ აგამოიძახოს სასწრაფო. სათანადო საფუძვლების არსებობისას უნდ აგამოწეროს შემაკავებელი ორდერი და აუცილებლობის შემტხვევაში უზრუნველყოოს ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა მართო ან მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.
სააგენტო,ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ან ძალაოდბის ეჭვის შემთXვევაში,საქმის განხილვას იწყებს სააგენტოში შესული წერილობითი,სატელეფონო ან/და სხვა საკომუნიკაციო შეტყობინების საფუძველზე,როდესაც მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შიდა ინსტურქციის შესაბამისად.
თუ ბავშვთან ვიზიტის დროს სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დაადგინა,რომ საქმე ეხება გადაუდებელ შემტხვევას,იგი დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას და იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას.
ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულებაზზე მონიტორინგს და ბავშვის მდგომარეობის ზედამხედველობას ახორცილეებს საგენტო. ზეამხედველობის პროცესში ერტვებიან რეფერირების პროცედურებში ცართული სუბიექტებიც,მათი კომპეტენციის და უფლებამოსილების ფარგლებში.
8.შემაკავებელი და დამცავი ორდერების მიზანი,დანიშნულება,სათანადო სუბიექტები და მათი განსხვავება.
შემაკავებელი და დამცავი ორდერები გამოიყენება როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია,დროებითი ღონისძიების სახით,გამოიცეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
შემაკავებელი და დამცავი ორდერის მეშვეობიტ ხდება ძალადობის რომელიმე ფორმაზე რეაგირება და მოძალადისათვის შესაბამისი ვალდებულებების/სანქციების დაწესება. მისი მიზანია, მსხვერპლისათვის სერიოზული საფრთხის თავიდან ასაცილებლად,მოძალადეს დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები,თუ ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული ქმედება და საქმის გარემოებები ძალადობის განმეორების ან/და გაზრდის მარალ რისკზე მიუთითებს.შესაძლოა,მოძალადეს შეეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რიგი უფლებები,მათ შორის,პოლიციელი უფლებამოსილია,დამცავი ან შემაკავბებელი ორდერი სშესაბამისად მოძალადე განარიდოს მსხვერპლის საცხოვრბეელ ადგილს იმ შემტხვევაშიც,თუ ეს ადგილი მოძალადის საკუთრებაა.
შემაკავებელი და დამცავი ორდერი გამოიყენება ერთი და იმავე მიზნითა და დანიშნულებით.ძირითადად ეს ორი ინსტრმენტი ერთმანეთის მსგავსია თუმცა მათ შორის მაინც არის რამდენიმე განსხვავება. ორივე მექანიზმის შემუშავებით კანონმდებელმა მსხვერპლს მისცა არჩევანის შესაძლებლობა . იმ შემტხვევაში,თუ მას არ სურს,მიმართოს პოლიციას,შეუძლია,შემაკავებელი ორდერის მსგავსი შეზღუდვების დაწესების ინიციატივით მიმართოს სასამართლოს და მოიტხოვოს დამცავი ორდერის გამოცემა. აღსანიშნავია,რომ შემაკავებელი ორდერი უფრო ოპერატიული მექანიზმია და დიდი დრო არ სჭირდება მის გამოცემას.განსხვავებით დამცავი ორდერისგან,რომლის გამოცემის საკიტხის გადასაწყვეტად სასამართლოს 10 დღიანი ვადა აქვს დაწესებული.ზოგიერთ შემტხვევაში მყისიერი საფრთხის არსებობისას,მიზანშეწონილია,მსხვერპლმა დაუყოვნებლივ მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს შემაკავებელი ორდერის გამოცემა,რადგან შესაძლოა,რამდნეიმე წუთით დაგვიანებაც კი ფატალური შედეგით დასრულდეს.
დამცავი ორდერი-1)გამოსცმე სმოსამართლე. 2)გამოიცემა 9 თვემდე ვადით.შესაძლებელია მისი მოქმედების 3 თვემდე ვადით გაგრძელება. 3)საჩივრდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში. 4)დამცავი ორდერი უნდა ითვალისწინებდეს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორინეტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.
შემაკავებელი ორდერი-1)გამოსცემს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი 2)გამოიცემა ერთ ტვემდე (30 დღე) ვადით.მისი მოქმედების ვადის გაგრძელება დაუშვებელია. 3)საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოში,რის შემდეგაც ორდერის გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში. 4)შემაკავებებლი ორდერი ოპერატიულად სავალდებულოდ არ მოიტხოვს მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქვცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლას.
9.დამცავ და შემაკავებელ ორდერზე რა შეზღუდვები და ვალდებულებები შეიძლება დაეკისროს მოძალადეს.
შემაკავებელი ორდერით მოძალადეს შეიძლება დაუწესდეს შემდეგი შეზღუდვები და ვალდებულებები,კერძოდ ,შემაკავებეი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:ა)მოძალადის გარიდებას მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან,მიუხედავად იმისა,მოძალადე სახლის მესაკუთრეა თუ არა.უპირატესობა ენიჭება ადამიანის უსაფრთხოებას და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას,ამ მიზნით შესაძლებელიალეგიტიმურად შეიზღუდოს ადამიანის საკუთრები უფლება. ბ)მსხვერპლისა და მასზზე დმაოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და თავშესაფარში მოტავსების საკიტხს.აღსანისშნავია რომ თავშესაფარში შესაძლოა განთავსდეს არა მხოლოდ მოძალადე არამედ მასზე დამოკიდებული პირი,მიუხედავად იმისა დამოკიდებული პირი უშუალოდ არის თუ არა ძალადობის მსხვერპლი. გ)მოძალადისთვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას. დ)მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების საკიტხს. ე)მსხვერპლთან,მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილტან,სადაც მსხვერპლი იმყოფება,მოძალადის მიახლოების საკიტხს.ეს ადგილი შეიძლება იყოს ყველა ის ტერიტორია,მათ შორის,საცხოვრებელი ადგილი,სადაც მსხვერპლი დროებით ან მუდმივად იმყოფება. ვ)ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების საკითხს. ზ)მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში ამ ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით სარგებლობის შეზღუდვას ან აკრძალვას,იარაღის შეძენის ნებართვის აკრძალვას. ასევე შესაძლოა მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.
დამცავი ორდერით მოძალადისათვის შეიძლება დაწესდეს შემდეგი შეზღუდვები/ვალდებულებები,ხოლო მსხვერპლის დაცვის მიზნით შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი საკითხები:1)მსხვერპლის,მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან დაცვის ზომები. 2)მსხვერპლის,მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისგან გარიდებისა და მათი თავშესაფარში მოთავსების საკითხები. 3)მოძალადის მსხვერპლის აცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხი. 4)მოძალადის ვალდებულება -არ შეზღუდოს მსხვერპლი , ისარგებლოს პირადი ნივთებით,ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით,რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისთვის. 5)მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვა. 6) მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევების,მასთან შეხვედრისა და ურტიერთობის რეგულირების საკითხი. 7)მოძალადის მსხვერპლტან,მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან,სადაც მსხვერპლი იმყოფება,მიახლოების აკრძალვა. 8)მოძალადისატვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით სარგებლობის უფლების შეზღუდვა ან აკრძალვა. 9)მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის,თავშესაფარში ყოფნის ან სხვა გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკიტხები. 10)მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირბეული სკაითხები. 11)მოძალადის გაფრთხილება დამცავი ორდეერით გატვალისიწნებული მოტხოვნის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 12)სხვა საკიტხები,რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისთვის.
10.შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი მოძალადის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას
მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვის და განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით,კანონმდებლობა ითვალისწინებს დაზარალებულის ინფორმირებას მას შემდეგ,რაც მოძალადე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას.ასეთ დროს პოლიციის უფლებამოსილი ტანამშრომელი აფასებს მოძალადის მიერ მსხვერპლის მიმართ შესაძლო ძალადობის განმეორების რისკებს და საკუთარი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად აუცილებელი არ არის ძალადობის ახალი ფაქტის არსებობა და მთავარია იმის შეფასება,რამდენად მაღალია ალბათობა,რომ მოძალადე პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ კვლავ იძალადებს მსხვერპლზე.
პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მოძალადის გათავისუფლების,გაქცევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება შსს-ს. პენიტენციურმა დაწესებულებამ ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნდა მოახდინოს რამდენიმე კვირით ადრე თუ ამის განსაზღვრა შესაძლებელია. მას შემდეგ რაც შსს მიიღებს ინფორმაციას ამის შესახებ ის ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს მსხვერპლს,რის თაობაზეც პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს ოქმს. ოქმში ასახული უნდ აიყოს პოლიციის მიერ მსხვერპლთან გასაუბრების შედეგები,კერძოდ მსჯავრდებულისადმი მსხვერპლის დამოკიდებულება,მსხვერპლისადმი მსჯავრდებულის დამოკიდებულება სასჯელის მოხდის პერიოდში და სხვა ინფორმაცია,რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მსხვერპლის მიმართ ძალადობის განმეორების რისკის შესაფასებლად. შსს უფლებამოსილი თანამშრომელი აფასებს მსხვერპლისგან მირებულ ინფორმაციას.რისკის შეფასების პროცესში იგი უფლებამოსილია პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში.იმ შემტხვევაში თუ მსხვერპლისგან მიღებული ინფორმაცია და მსჯავრდებულის ინდივიდუალური ანგარიშში ასახული ცნობები იძლევა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის,რომ მსხვერპლის მიმართ ძალალდობა შეიძლება განმეორდეს,პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული/გამოსული პირის ადგილსამყოფელს და მისთვის შესაბამისი ახსნა განმარტების ჩამორთმევის შემდეგ იღებს გადაყწვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ . შემაკავებებლი ორდერის გამოცემის შემთხვევაში სავალდებულო არ არის მსხვერპლის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის არსებობა. პოლიცია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი თუ არსებობს დაკამრისი საფუძველი ვარადუისთVის რომ შეიძლება დაირღვეს პირის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან იძულებით ან/და მის მიმართ ფიზიკური,ფსიქოლოგიური,ეკონომიკური ან/და სექსუალური ძალადობით.
კ ა ზ უ ს ი
1.45 წლის ლელამ იმ მოტივით რომ მისმა 15 წლის შვილმა -ანამ სკოლაში მიიღოდ აბალი შეფასება,ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა ბავშვზე.კერძოდ,არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ანამ პოლიციას მიმართა დასახმარებლად.ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უმცროსი გამომძიებლის მიერ შეფასდა ზალადობის განმეორების რისკები,რა დროსაც დადებითი პასუხი დაფიქსირდა 3 ერთქულიან შეკითხვაზე.
ვინაიდან ქულათა ჯამმა შეადგინა 3 ქულა,უმცროსი გამომძიებლის მიერ ძალადობის განმეორების რისკად შეფასდა საშუალო რისკი.რის საფუძველზეც გამოსცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. ვინაიდან სკაითხი არასრუწლოვანს შეეხებოდა უმცროსმა გამომძიებელმა შემაკავებელი ორდერი შეადგინა 4 ეგზემპლარად.ერთი გაეგზავნა მეურვეობის და მზრუნველლოსბის ადგილობრივ ორგანოს. მოძალადის მიერ შემაკავებელი ორდერი გასაჩივრდა მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში მის გამომცემ ორგანოში,კერძოდ რუსტვაის საქალაქო სამმართველოში..(დედის ქმედები კავლიფიკაცია არის 126 პრიმა მუხლის 2 ნ. ა ქვეპ. ანუ არასრულწლოვნის მიმართ. სამი ერთ ქულიანი პასუხი არ არის საშუალო რისკი,რადგან საშუალო რისკი არის როდესაც სამქულიან კითხვაზე იქნება დადებითი პასუხი.შესაბამისად არ უნდ აგამოეწერა ორდერი 30 დღის ვადით.უმცროსი გამომძიებელი არა რის კომპეტენტური პირი.4 ეგზემპლარი???? გასაცივრების ვადა სწორია. სამმართველოში არა,სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.(შემაკავებელი და დამცავი ორდერი ადმინისტრაციული რეაგირების მექანიზმია ამიტომ უნდა გასაჩივრდეს ადმინისტრაციული წესით.))
2.ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ 15 წლის ანას მამა თითქმის ყოველდღე მოუწოდებს,რომ აუცილებლად უნდა გაჰყვეს ცოლად 20 წლის ჯემალს.
თავიდან ანა მამის მოტხოვნას ყურადღებას არ აქცევდა,თუმცა შემდეგ მამამ კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყო შვილის შესწუხება.ემუქრებოდა,რომ თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა სკოლიდან გამოიყვანდა და სახლში გამოკეტავდა.ასევე,ეუბნებოდა,რომ თუ არ დაქორქინდებოდა მის ოჯახზე ცუდად იალპარაკებდნენ და ,,თითით საჩვენბლები’’ გახდებოდნენ. (11 პრიმა-150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწ.ა ქვეპ. )
ანამ,მასწავლებლის დახმარებით,პოლიციას შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ რის გამოც ქორწილი ჩაიშალა. რამდენიმე დღეში,ჯემალიმ,3 მეგობრის დახმარებით,ქორწინების მიზნით მოიტაცა თვაისივე თანასოფლელი 15 წლის გურანდა.(150 პრიმა მუხლის მე-2 ნაწ ა ქვეპ. 143-ე მუხლის მესამე ნაწ. ა და დ ქვეპ.
3. 2021 წლის25 იანვარს,ძმებს კონფლიქტი მოუვიდათ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით,კერძოდ,გიორგიმ გელა მიატენა სიტყვიერი სეურაცხყოფა და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
გელა გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 1.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში და მოითხოვა შეასაბამისი რეაგირება.ამავე სამმაღთველოს უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა შეაფასა ძალადობის განმეორების რისკები,რის საფუძველზეც დადებითი პასუხი დაფიქსირდა მხოლოდ ერთქულიან და სამქულიან შეკიტხვებზე.უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ აღნიშნული რისკი შეფასდა ძალადობის განმეორების მაღალ რისკად,რადგან გელამ გასაუბრებისას მიუთითა ,რომ მისი ძმის მხრიდან განხორციელებული მუქარა რეალურად აღიქვა და ავს საფუძვლიანი შიშI იმისა,რომ ამ მუქარის სისრულეში მოიყვანს.
უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი 20 დღის ვადით,რომელიც შეადგინა ორ ეგზემპლარად.ერთი ეგზემპლარი გადასცა მსხვერპლს,ხოლო მეორე ეგზემპლარი გაუგზავნა შსს მომსახურბეის სააგენტოს,ვინაიდან მოძალადეს შემაკავებელი ორდერით აეკრძალა იარაღის შეძენის ნებართVის მოპოვება.
უბნის უმცრომს აინსპექტორ-გამომძIებელმა გელა სგანუმარტა,რომ ვინაიდან გამოსცა შემაკავებელი ორდერი,ამაის პარალელურად ვერ დაიწყებდა გამოძიებას,ვინაიდან ერთდორულად შეუძლებელი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სისხლის-სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება.
4. 2017 წლის იანვრამდე ნინო ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა ლევანთან. დაშორების შემდეგ ნინნო საცხოვრებლად გადავიდა მშობლების სახლში.მიუხედავად ამისა,ლევანი ნინოს სთხოვდა შერიგება.წინააღმდეგ შემტხვევაში მათI საერთო შვილის წართმევით ემუქრებოდა.
ნინო მუშაობდა ერთ-ერთ აფთიაქში ფარმაცევტად.2021 წლის 5 იანვარს,ნასვამ მსგომარეობაში მყოფი ლევანი მივიდა ნინოს სამუშაო ადგილას,მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით.
ნინომ დარეკა 112ში.საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ რისკების შეფასების შემდეგ,სადაც დაფიქსირდა ძალადობის განმეორების მაღალი რისკი,გამოსცა შემაკავებელი ორდერი 20 დღის ვადით.
ინსპექტორ-გამომძიებელმა შემაკავებლი ორდერი გამოსცა ორ ეგზემპლარად.იმავე დღესვე შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი გადაეცა მოძალადეს,რომელმაც ორდერი 7 დღის ვადაში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
5.30 წლის ნინომ,რომელიც ცხოვრობს 1.თბილისში,გრიბოედოვის ქუჩა 30,განცხადება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში,მისი ყოფილი მეუღლის შალვას მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.
ნინო მოძალადის საცხოვრბეელ და ძალადობის განხორციელების ადგილად მიუთითებდა ქ.ქუთაისს,შესაბამისად,სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით შეიტანა განცხადება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლომ წარმოებასი მიიღო ნინოს განცხადება,რომელიც კანცელარიაში რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში თანდართულ მასალებთან ერთად გაეგზავნა შალვას,რომლის წინააღმდეგაც იყო განცხადება შეტანილი. 3 დღის ვადის გასვლის შემდეგ,შალვას სასამართლოში რაიმე მტკიცებულება ან დოკუმენტი არ წარუდგენია.
მოსამართლემ ნინოს განცხადების კანცელარიაში რეგისტრაციიდან 20 დღის გასვლის შემდეგ ჩანიშნა სასამართლო განხილვა და მიიღო გადაწყვეტილება 8 თვის ვადით დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე,რომლის საფუძველზეც მოძალადის მიმართ დააწესა ელექტრონული ზედამხედველობა.საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა შეეტანა განცხადება ანუ თბილისში.სასამართლოს ვადები არის შეცდომა-3 დღის ნაცვლად 24 საატში უნდა გაეგზვნათ განცხადება და მასალები შალვასთვის.დამცავ ორდერთან ერთად ელექტრონული ზედამხედველობა არ უნდ აგამოეყენებინა სასამართლოს.მისი გამოყენება მხოლოდ შემაკავებელის დროს ხდება და საასამართლოში ცალკე ოქმი მიდის დასამტკიცებლად.)
6.ნინო და ნუკრი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.2020 წლის თებერვალში ნინო სტუმრად იმყოფებოდა თავისი მაზლის სოოსს სახლში.სოსოს ცოლს,ციალას და ნინოს ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.კონფლიქტის მიზეზი ძმების ქონება იყო.
თებერვალში ვიზიტის დროს ციალასა და ნინოს შორის კვლავ მოხდა კონფლიქტი,კერძოდ ციალამ ნინოს თაცში ჩაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი,გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.ნინო დაემუქრა ქონების გადაწვით.აღნიშნული ხმაურის დროს ოტახიდან გამოვიდა ნინოსა და ციალას დედამთილი,რომელმაც სცადა სიტუაციის განმუხტვა და აიღო თავისი კუთვნილი მობილური პოლიციაში დარეკვის მიზნით.ამის დანახვაზე ნინომ გამოგლიჯა ტელეფონი დედამთილს და დაამტვრია,რომლის ღირებულება 151 ლარი იყო.
საბოლოოდ ნინოსა და ციალას დედამთილმა მაინც მოახერხა პოლიციის გამოძახება,პოლიციის ადგილზე გამოცხადები სშემდეგ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელმა გამოწერა შემაკავებელი ორდერი ნინოსა და ციალას მიმართ.ერთი ორდერით მსხვერპლად მიჩნეული იქნა ნინო,მოძალადედ ციალა,ხოლო მეორე შემაკავებელი ორდერით ინსპ.გამომძიებელმა მსხვერპლად სცნო ციალა,მოძალადედ ნინო. შემდეგ,ინსპ.გამომძიებელმა 24 საათის ვადაში მიმართა სასამართლოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე.
ნინო და ციალა არ არიან ოჯახის წევრები.ციალას ქმედება დაკვალიფიცირდება 126 მუხლის 1 ნაწილით,ნინოს ქმედება 152 მულით(მუქარა).
მეორე ნაწილი- როცა დედამთილს ტელეფონი გაუტეხა 187 მუხლის 1 ნაწილი. საკუტრების დაზიანება 187 მუხლი 11 პრიმაზე მითითებით.)
შემაკავებელი ორდერი საერტოდ არ უნდ აგამოწერლიყო რადგან ნინო და ციალა არ არიან ოჯახის წევრები.
(.... ინსპექტორს არ უნდა მიემართ სასამართლოსთვის რადგან ამის ვალდებულება არ აქვს.
მსგავსი შემაკავებელი ორდერი როცა იწერება ამას ქვია ჯვარედინი შემ.ორდ. და ამ დროს საჭიროა უფლებამოსილი პირის მიერ დაზუსტდეს თუ ვინ დაიწყო კონფლიქტი პირველმა,ვინ არის უფრო საშიში და მაგის მიხედვით გადაქყვიტოს გამოწერა.)
7.გელა და მაია 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
მაიას ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა თავისი მეუღლის დედასთან-ნათელასთან,რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მათთან ერთად ცხოვრობდა და მონაწილეობას იღებდა საოჯახო საქმეების წარმოებაში.
შემდგომში მაიამ და გელამ გადაწყვიტეს,რომ საცხოვრებლად ცალკე გადასულიყვნენ.თუმცა,გადასვლიდან მალევე გელამ დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება,რასაც თითქმის ყოველდღიურად მოიხმარდა.ამის გამო,მაიას დაეძაბა მეუღლესთან ურთიერთობა,ვინაიდან გელა სიმთვრალეში ხშIრად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,რაც ძალიან დამთრგუნველი და მატრამვირებელი იყო მაიასთვის.-126 პრიმა მუხლის 1 ნაწილი,ფსიქოლოგიური ძალადობა,რადგან მაია სისტემატურად განიცდიდა სულიერ ტანჯვას და დამცირებას.
ამის გამო,მაია მეუღლეს დაშორდა,თუმცა ამის მიუხედავად,გელა არ წყვეტდა ყოფილ ცოლთან კომუნიკაციას,რაც ხშირად,ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფით მთავრდებოდა.მორიგი სატელოფონო საუბრისას გელა მის ყოფილ მეუღლეს დაემუქრა,რომ არ გაახარებდა სადაც შეხვდებოდა იქ გამოასალმებდა სიცოცხლეს,რამაც მაია ძალიან შეაშინა.- 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ ქვეპუნქტი.მუქარა ოჯახის წევრის მიმართ,კერძოდ სიცოცხლის მოსპობით,რის შემდეგაც მაიას გაუჩნდა რეალური შიში მუქარის განხორციელების.
როდესაც მაიას ბავშვი სკოლიდან გამოჰყავდა,ყოფილმა დედამთილმა ნათელამ მცირეწლოვნის თანდასწრებით ძლიერად მოქაჩა თმები მაიას და ასევე,მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.- 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
შეშინებულმა მაიამ დასახმარებლად მიმართა პოლიციას. პოლიციას მიმართა არამარტო ყოფილი მეუღლის მხრიდან ჩადენილი ძალადობის ,არამედ გელას დედის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შესახებაც.
8.ესმა და ვალერი კურსელები არიან. ვალერის,მეგობრობის გარდა,გარკვეული სიმპათიები აქვს ესმას მიმართ,რის გამოც მასთან ახორციელებს ხშირ კომუნიკაციას.მიუხედავად იმისა რომ ვალერის სმს შეტყობინებები მომაბეზრებელია ესმასთვის,იგი მაინც ცდილობს,რომ მას თავაზიანად უპასუხოს.
ინტერნეტით კომუნიკაციის გარდა,ვალერი ცდილობს,რომ ესმასთან ფიზიკური სიახლოვე ჰქონდეს.ამის გამო,ყოველთვის უნივერსიტეტის კართან ხვდება ესმას,მიაცილებს აუდიტორიამდე,ელოდება ლექციის დასრულებას და შემდეგ ისევ უკან მიჰყვება გოგონას.-151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი,ადევნება.
ესმასთვის ეს ყველაფერი შემაწუხებელი გახდა და ვალერის მოუწოდა შეეწყვიტა ეს ქმედებები,რადგან მისთვის იყო დამთრგუნველი და ამსში იწვევდა უარყოფით ემოციებს.ვალერიმ არ გაითვალისწინა ეს თხოვნა და აუხსნა,რომ მას მოსწონდა იგი და არ აპირებდა უკან დახევას.ამან გოგონა კიდევ უფრო შეაშინა და დათრგუნა.
პირველ ეტაპზე,ესმა facebook-ზე დაბლოკა ვალერის პირადი გვერდი,თუმცა ამ უკანასკნელმა მაინც გააგრძელა ესმასთან პირდაპირი ურთიერთობა.უნივერსიტეტის გარდა,იგი სახლში აკიტხავდა გოგონას და სთხოვდა რომ მისთვის მოემსინა და დალაპარაკებოდა.ამ ყველაფრის გამო ესმა გახდა დათრგნული,ჩაიკეტა საკუთარ სახლში და აღარ სურდა უნივერსიტეტში სიარული.
ვალერის ქმედებები ესმასთვის დღითიდღე უფრო აუტანელი ხდებოდა,რის გამოც მან მიმართა პოლიციას და ითხოვა დახმარება,მათ შორის,პოლიციელს სთხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა,თუმცა ამ უკანასკნელის განმარტებით,ვერ უზრუნველყოფა ორდერის გამოცემას,რადგან იგი არ იყო ვალერის ოჯახის წევრი.-მართალია შემკავაებლი გამოიცემა ოჯახის წევრებს შორის,თუმცა ასევე მისი გამოცემა შესაძლებელია მაშინ როდესაც სახეზე გვაქვს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი.
პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ,ვალერიმ დაურეკა ესმას და შეხვედრა სთხოვა.ესმა დათანხმდა . შეხვედრისას ვალერიმ ესმას ძლიერად მოქაჩა თმებში და შემტხვევის ადგილიდან გაიქცა.ესმამ მაშინვე დარეკა 112ში და ითხოვა პოლიციის დახმარება. -126 მუხლ. პირვ.ნაწ.

hans13landa's picture
hans13landa (Elza rakviashvili)
სხვა
Registration Date: 2025/02/08
Last visit: 2025/02/21 02:57:40
Contact - All comments

თემა 1
ოჯახში ძალადობის მახასიათებლები

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ძალადობაა,რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. მისი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის, რომ ხდება ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს შორის - ოჯახის წევრებს შორის.ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, უგულვებელყოფითა და იძულებით. იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს ოჯახში ძალადობად, მას უნდა ახასიათებდეს პირველრიგში ის, რომ ხდებოდეს ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტით და ახასიათებს ზრდის ტენდენცია და განმეორებითობა, ასევე მას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია, ანუ მოძალადე ყოველთვის უფრო ძლიერია ფიზიკურად ან აქვს სხვა რაიმე უპირატესობა ვიდრე მსხვერპლი, ასევე ოჯახში ძალადობა უდიდეს გავლენას ახდებს სხვა ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებუთ წრასრულწლოვნებზე და მის შედეგად დაზარალებული ყველაზე ხშირად არის ქალი რაც თავისთავად ნიშნავს რომ ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე.

თემა2
ძალადობის ფაზები და დინამიკა
ოჯახში ძალადობის წარმოსადგენად რამდენჯმს მოდელი არსებობს თუმცა ყველაზე გავრცელებულია ლენორ უოლკერის ძალადობის ციკლის თეორია რომელიც ძალადობის 3 ფაზას მოიცავს,ესენია:
1 - ეს არის დაძაბულობის ზრდა. ეს ფაზა ხასითადება იმით რომ პიროვნებებს შორის იზრდება დაძაბულობა. ამ დროს სავარაუდო მსხვერპლი ცდილობს,რომ თავიდან აირიდოს ეს და დაამშვიდოს პოტენციური მოძალადე. ეს ფაზა აეიძლება გაგრძელდეს წლები ან თვეები
2 - ეს არის სერიოზული ინციდენტი და ამდროს უკვე მსხვერპლს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი და იძულებულია სხვადასხვაგვარად ეცადოს თავის დაცვას. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.
3 - ფაზა არის ე.წ თაფლობის თვე. მეორე ფაზის ანუ ძალადობის სერიოზული ინციდენტის შემდეგ მოძალადე ცდილობს გამოისყიდოს თავის დანაშაული, ითხოვს პატიებას, შერიგებას, მსხვერპლსაც უჩნდება ნდობა და გონია,რომ მოძალადე იცვლება, თუმცა არა, დროის გასვლასთან ერთად ძალადობის ხარისხიც და სიხშირეც მატულობს. ამიტომაც ძალადობის ეს მოდელი წრიულად არის გამოხატული,რაც იმის მანიშნებელი,რომ მესამე ფაზის შემდეგ ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება.
ეს არის ე.წ ძალადობის ბორბალი.

თემა 3
სექსუალური შევიწროვება და მისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
სექსუალური შევიწროვება არის დისკრიმინაციის ერთერთი ფორმა.
სექსუალური შევიწროვება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან არასიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროვება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით:
1. ფიზიკური ქცევა- არასასურველ შეხება სხეულის სხვადასხვა ადგილას, ფიზიკური ფორმა შეიძლება მოიცავდეს კოცნას, ჩქმეტას,ჩახუტებას და ა.შ
2. სიტყვიერი ანუ ველბარული - ქცევა გამოიხატება სექსუალური შინაარის ფრაზების თქმაში, შეურაცხმყოფელი შენიშვნებისა და კომენტარების გაკეთებაში
3. არასიტყვიერი, ანუ ვერბალური ქცევა - ნიშნავს სექსუალური ხასიათის ქცევა ჟესტიკულაციის გამოყენებით, ან კონკლუდენტური მოქმედებით განხორციელებულ ქმედებას,მაგალითად: სექსუალური ხასიათის ფოტოების ან ვიდეოების ჩვენება, წერილების გაგზავნა.

სექსუალური შევიწროვების დასადგენად მნიშვნელოვანია არსებობდეს შემდეგი გარემოებები ერთობლივად :
1. სახეზე უნდა იყოს ხასიათის ქცევა
2. ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირისთვის ვის მიმართაც არის განხორციელებეული
4. მიზნად უნდა ისახავდეს ან იწვევდეს პირის ღირსების შელახვას
5. უნდა ქმნიდეს დამაშინებელ მტრულ დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს ადრესატისათვის.
სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად -166’ მუხლით.
166’ მუხლი - საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არარასურველი სექსუალური ხასიათის ქცევაა.პირის პასუხსიმგებლობა მძიმდება თუ სამართლადარღვევა ჩადენილი იქნება განმეორებით - ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში,წინასწარი შეცნობით არასრწულოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის,ორსული ქალის,შშმ პირის მიმართ ან არასრუწლოვანის თანდასწრებით,ასევე ორი ან მეტის პირის მიმართ.ჯარიმის ოდენობა იზრდება და ყველაზე მძიმე დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად გათვალისწინებულია გამოსასწორებელი სამუშაო 1 თვის განმავლობაში ან ადმინისტრაციული პატიმრობა (10დღე).

• სექსუალური შევიწროების დასასდგენად მნიშვნელოვანია აშკარა გარემოებების არსებობა:
1.ადგილი უნდა ქონდეს სექსუალურ ქცევას
2.ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირის მიმართ ვის მიმართაც ხორციელედება
4.მიზნად უნდა ისახავდეს იმ პირის ღირსების შელახვას
5.უნდა ქმნიდეს მტრული,დამამცირებელი,ასევე ღირსების შემლახველი შეურაცმყოფელი გარემოებების შექმნას.
სექსუალური შევიწროება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი(ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება),ეს შესაძლოა იყოს ღია ან დახურული:
ღია სივრცე - ქუჩა,ეზო,პარკი
დარუხული სივრცე - კაფე,რესტორანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და.აშ

• სექსუალური შევიწროვება დასაქმების ადგილზე
სამუშაო ადგილზე შევიწროვებაა,როდესაც ხდება ცალკეული პირის მინართ სხვებთან შედარებით არახელსაყრელი გარემოს შექმნა, კონკრეტულ შემთხვევაში იგი ვლინდება არასასურველი მზერით, შეურაცხმყოფელი ხუმრობით, და ა.შ.
სექსუალური შევიწროვრბის ორი ძირითადი სახე არსებობს :
1. მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინება სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში და მისი მიზანია გავლენა მოახდინოს ადამიანის სამსახურსა და კარიერაზე, ამდროს ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ეს ხდება მაშინ როდესაც ხდება სამსახურეობრივი წახალისება, დაწინაურება, ხელფასის გაზრდა,სექსუალური კავშირის სანაცვლოდ.
ასევე შეიძლება სექსუალურ კავშირზე უარმა გავლენა მოახდინის პირის სამსახურეობრივ მოვალეობაზე.
2. ეს არის მტრული გარემოს შექმნა. მსხვერპლისათვის იქმნება არასასრუველი გარემო თუმცა არ გვხვდება სექსუალური ურთიერთობის მოთხოვნის ელემენტი.
სამუშაო ადგილზე სექსულაური შევიწროების დროს მსხვერპლს შეუძლია მიმართოს:
1.სასამართლოს 2.სახალხო დამცველს 3.მის ორგანიზაციაში არსებულ შიდა რეგულისების გასაჩივრების მექანიზმი

თემა 4
ძალადობის ფორმები
ძალადობის სახეებია: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, იძულება, სექსუალური, ეკონომიკური, და არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა.
ფიზიკური ძალადობა- ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას.ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც შემდგომში იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.

ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს ქცევებს, რომელთა მიზანიც გახლვათ,რომ აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და ემოციები მის დასამორჩილებლად. ყოველივე ეს ვლინდება მსხვერლის მიმართ დამამცირებელი მეტსახელებით მიმართვაში, მუქარაში და ისეთი საქციელის დაბრალებაში, რომელიც მას არ ჩაუდენია.
ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს მსხვერპლთან მუდმივად, განგებ ურთიერთობაში ისეთი ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს, დათრგუნულობასა,შიშს და დეპრესიას.ყოველივე ეს შესაძალოა ვლინდებოდეს ისეთი ქმედებებით,როგორიც გახლვათ მსხვერპლის მიმართ კრიტიკა,ისეთი მოთხოვნების დაყენება,რაც მისთვის მიუღებელია,ამასთან ისეთი ქმედება რომელიც აგრესიასთან არის კავშირში,ემოციებზე მანიპულაცია,მსხვერპლის მიმართ უსამართლო და შეუფერებელი ბრალდებები,ზედმეტი კონტორლი და ა.შ ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური ძალადოდიბის მიზანია,მსხვეროლის დაკნინება,მაგალითად ის რომ მსხვერპლს არ აქვს საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული,იგი თავის შესაძლებელობებს ეჭვის თვალით უყურებს და ვერ რეალიზდება ასევე მას უჭირ სოციუმთან კომუნიკაცია და ხდება ასოციალური.
მოძალადე ძალადობრივი ქმედების გარეშე ვერ ამყარებს კომუნიკაციას,რადგან ფიქრობს რომ ის ვერ მიიღებს შედეგს და შესაბამისად არაძალადობრივი ხერხის გამოყენება მას ხელს უშლის შედეგის მიღწევაში .
ფსიქოლოგიური ძალადობის დროს სამხილები არ აღენიშნება მსხვერპლს,შესაბამისად,მისი ინდეთიფიცირება არის ძალიან რთული.ფსიქოლოგიური ძალადობის დროს წერილობითი,ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით და ახვა მტკიცებულებებით შესაძლოა რომ დამტკიცდეს.

იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა ან საკუთარ თავზე განიცადოს ისეთი ზემოქმდება რომელიც მის ნებასურვილს ეწინააღმდეგაბა.
სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ხორციელდება სქეობრივი კავშირით, მუქარით ან ისეთ დროს როდესაც მსხვერპლი არის უმწეო მდგომარეობაში,ასევე სქესობრივი კავშირით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედებთ ან ისეთი გარყვნილი ქმედებით რომელიც მიმართულია არასრულწლოვნისკენ.
ეკონომიკური ძალადობა –
ეკონომიკური ძალადობა ხორციელდება როცა საცხოვრებელი სახლით,უზრუნველყოფილი პირობებით უზრუნვეყოფს. ასევე როდესაც ტანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობს და შეზღულია კუთვნილი წილის განკარგვა.ასეთ დროს პირის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის კარგი რადგან მას ეზღუდება საკუთარი ქონებით სარგებლობა .
არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა – მშობლის (მშობლების), სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა,საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა.

თემა 5
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა და პროცედურები
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების ) სისტემა მოიცავს :
1.ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას
2.ბავშვის მდგომარეობის შეფასებას
3.ბავშვზე ძლადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას
4.საჭიროების შემთხვევაში,ბავშვის განცაკევებას და განთავსებას ბავშვთა სათანადო სპეციალურ დაწესებულებაში,ასევე მინდომით აღზრდაში,თავსესაბარსი,რომელიც უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას ხელს შეუწყობს.
არასრუწლოვანის მიმართ ძალადობის გამოვლენის,მასზე რეაგირების მიზნით,ვალდებულება აქვს ეს ფაქტი აცნობონ შესაბამის ორგანოს.
ამის ვალდება აკირსია:სასწავლო დაწესებულებებს,მზურველობის უფლებამოსილ თანამშრომლებს,სამედიცინო დაწესებულებებს და სხვა უფლებამოსილ თანამშრომლებს.
5.ძალადობის შემთხვევაში ზედამხედველობას.

რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტები არიან :
1.პოლიცია
2.საქართველოს განათლების,მეცნიერებს,კულტურისა და სპორტის სამინისტროს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები
3.საქართველოს პროკურატურა
4.დანაშაულის პრევენციის ცენტრი
5.საბავშვო ბაღები
6.საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
7.სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებები
8.ბავშვა სპეციალიზებული დაწესებულებები და თავშესაფრები
9.სამეციდინო სერვისის წარმომადგენლები
10.მუნიციპალიტეტის გამგეობა
ბავშვის მიმართ სავარაუდო განხორციელებულ ძალადობაზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება:
1.ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანება (სილურჯე,ნაკაწრები,იარები და სხვა სახის დაზიანებები)
2.ბავშვის გამოხატულება,სულ დათრგუნულია,შეშინებულია და ძალიან შეცვლილია
3.ბავშვი ამ ცლილებების გამო არ დადის სასწავლებელში ან ისეთ ადგილას სადაც ის მუდმივად იყო
4.ბავშვს არ აქვს დაბადების მოწმობა.
5.ზემო აღნიშნულს პლუს ის გარემოება რო ბავშვი არ არის ფორმაში,ანუ მოუვლელია.
6.უმეთვალყურეოდ,ასაკის შეუფერებლად,დროს ატარებს.
7.ბავშვი ის საქმიანობაში არის ჩაბმული,რომელიც მისი ასაკითვის არის მიუღებელი,რაც შემდეგ იწვევს ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების შეზღუდვას.
8.ბავშვი ისეთ პირებთან გადაადგილება მისი ოჯახის წევრების გარეშე,რომელ პირებსაც არავინ არ იცნობს.
9.ბავშვის პირადი ნივთები სათამაშოები,ტანისამოსი და სხვა დანარჩენი შეუფერებელ ადგილას არის.
ბავშვის ძალადობის ფაქტზე,შესაძლოა ამ ჩამონათვალს კიდევ დაემატოს სხვა გარემოებებიც.
თემა 6
126-ე პრიმა მუხლის დახასიათება
ოჯახში ძალადობა-1261
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 80-150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
აღნიშნული მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას ესენი არის
1.ფიზიკურ და 2.ფსიქოლოგიურ ძალადობა
ძალადობაში მოიაზრება მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს ცემაში მინიმუმ ორჯერ დარტყმაში ან სხვაგვარი ტიპის ძალადობაში. სხვაგვარ ტიპის ძალადობაში იგულისხმება ერთჯერადი ქმედება მაგ: თმის მოქაჩვა.იმ შემთხვევაში თუ პირმა მაგალითად ერთჯერადი ქმედების დროს მიიღო ჯანმთელობის მძიმე დაზიანება მაშინ 126-ე პრიმა მულიხ აღარ უნდა გამოვიყენოთ.ის ფაქტი რო 126-ე პრიმა მუხლი ფსიქოლოგიურ ძალადობას მიუთითებს ვლიდენება შემდეგნაირად ( შანტაჟი,შეურაცყოფა და პირის დამცირება).ფიზიკურ ძალადობას რომ ერთჯერადი ხასიათი ქონდეს საკმარისია,რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას დანაშაულად დასტურისთვის სჭირდება სისტემატიურობა.
ძალადობა უნდა იყოს პერმანენტული მინიმუმ 3 ქმედება უნდა იყოს ჩადენილი დროის მცირე მონაკვეთში.
ფიზიკური ძალადობა გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.
ცემა გულისხმობს ირის სხეულზე ერთდროულად რამდენჯერმე დარტყმას უშუალოდ ქმედების განხორციელების მომენტში მაგალითად:სახეში ორჯერ გარტყმა, რამდენჯერმე ფეხის ჩარტყმა სხეულის ერთ ან სხვადასხვა ადგილას კიდევ მსგავსი სხვა ქმედებები
რაც შეეხება სხვაგვარი ძალადობა გულისხმობს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებას მაგალითად: სახეში ხელის გარტყმა, თმების მოქაჩვა, ხელის კვრა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, თუ ფიზიკური ძალადობის რომელი ფორმა იქნება გამოყენებული მოძალადის მიერ, აუცილებელია, რომ ყველა შემთხვევაში მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი.სწორედ დარტყმების რაოდენობა,მისი ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში.
1261-მუხლისთის აუცილებელია ძალადობის შედეგად ტკივილისა და ტანჯვის გამოწვევა დაზარალებულისგან მნიშვნელოვანია იმის გაგება და გარკვევა მან მიიღოს თუ არა ტკვილი და განიცადა თუ არა ტანჯვა.
ტკივილი იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას და დაკავშირებულია ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებასთან, ხოლო ფსიქიკური ტანჯვა გულისხმობს უსიამოვნო გრძნობით გამოწვეულ წვალებას, ხანგრძლივ და აუტანელ წუხილს.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი განვასხვავოთ ამავე კოდექსის 126-ე მუხლისგან. ოჯახური დანაშაულის მიზნებისათვის სსკ-ის 126-ე მუხლის გამოყენება მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ფიზიკურ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი.

თემა 7
რეფერირების 5 საფუძველი
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების ) სისტემა მოიცავს :
1.ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას
2.ბავშვის მდგომარეობის შეფასებას
3.ბავშვზე ძლადობის შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოების ინფორმირებას
4.საჭიროების შემთხვევაში,ბავშვის განცაკევებას და განთავსებას ბავშვთა სათანადო სპეციალურ დაწესებულებაში,ასევე მინდომით აღზრდაში,თავსესაბარსი,რომელიც უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას ხელს შეუწყობს.
არასრუწლოვანის მიმართ ძალადობის გამოვლენის,მასზე რეაგირების მიზნით,ვალდებულება აქვს ეს ფაქტი აცნობონ შესაბამის ორგანოს.
ამის ვალდება აკირსია:სასწავლო დაწესებულებებს,მზურველობის უფლებამოსილ თანამშრომლებს,სამედიცინო დაწესებულებებს და სხვა უფლებამოსილ თანამშრომლებს.
5.ძალადობის შემთხვევაში ზედამხედველობას.

ბავშვის მიმართ სავარაუდო განხორციელებულ ძალადობაზე მიუთითებს რამდენიმე გარემოება:
1.ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანება (სილურჯე,ნაკაწრები,იარები და სხვა სახის დაზიანებები)
2.ბავშვის გამოხატულება,სულ დათრგუნულია,შეშინებულია და ძალიან შეცვლილია
3.ბავშვი ამ ცლილებების გამო არ დადის სასწავლებელში ან ისეთ ადგილას სადაც ის მუდმივად იყო
4.ბავშვს არ აქვს დაბადების მოწმობა.
5.ზემო აღნიშნულს პლუს ის გარემოება რო ბავშვი არ არის ფორმაში,ანუ მოუვლელია.
6.უმეთვალყურეოდ,ასაკის შეუფერებლად,დროს ატარებს.
7.ბავშვი ის საქმიანობაში არის ჩაბმული,რომელიც მისი ასაკითვის არის მიუღებელი,რაც შემდეგ იწვევს ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების შეზღუდვას.
8.ბავშვი ისეთ პირებთან გადაადგილება მისი ოჯახის წევრების გარეშე,რომელ პირებსაც არავინ არ იცნობს.
9.ბავშვის პირადი ნივთები სათამაშოები,ტანისამოსი და სხვა დანარჩენი შეუფერებელ ადგილას არის.
ბავშვის ძალადობის ფაქტზე,შესაძლოა ამ ჩამონათვალს კიდევ დაემატოს სხვა გარემოებებიც.

თემა 8
ელექტრონული ზედამხედველობის შეჩერება,შეწყვეტა და მისი ვადამდე გათავისუფლება
ელექტრონული ზედამხედველობა მაშინ ჩერდება როდესაც არის ესეთი გარემოებები:
1.მოძალადის ან მსხვერპლის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებისას საზღვარგარეთ ყოფნის ვადით.
2.მოძალადის ან მსხვერპლის დაკავებისას (დაკავების ვადით)
3.მოძალადის ან მსხვერპლისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას (ადმინსტრაციული პატიმრობის ვადით)
4.მოძალადის ან მსხვერპლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმორბის გამოყენებისას (პატიმრობის ვადით)
ელექტრონული ზედამხედველობის ვადის შეჩერება არ იწვევს შემაკავებელი ორდერის ვადის შეჩერებას და იგი კვლავ განაგრძობს მოქმედებას იმ ვადით,რომელი ვადითაც გამოცემულია.პოლიციის შესაბამისი თანაშრომელი ელექტრონული ზედამხედველობის შეჩერების დროს უზრუნველყოფს რომ მოძალადეს მოეხსნას სამაჯური და შეადგინოს შესაბამისი ოქმი.ოქმში მითითებული უნდა იყსო სამაჯურის მოხნის დრო და მოქმედების შეჩერების ვადა.
ელექტრონული ზედამხედველობა წყდება როდესაც არსებობს გარემოებები:
1.ელექტრონული ზედამხედველობის ვადის გასვლისას
2.მოძალადის ან მსხვერპლის გარდაცვალებისას
3.შემაკავებელი ორდერის გაუქმებისას
რაც შეეხება ელექტრონულ ზედამხედველობის ღონისძიებას სასამართლოთვის მიმართვის გზით ვამადე უნდა გაუქმდეს:
1.ვითარების შეცვლის,მოძალადის ავადმყოფობის გამო,გამორიცხავს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რისკს.
2.როდესაც პოლიციას მიმართავს მსხვერპლი ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით
რისკების შეფასება და შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოძალადის მიერ პენიცენტიური დაწესებულების დატოვებისას
მსხვერპლის უსაფრთხოების მიზნით ,რომ თავიდან არიდებული იყოს განმეორებითი რისკი,კანონდემბლობა ითვალისიწინებს და დაზარალებულს აცნობებს მაშინ როდესაც მოძალადე პირი დატოვებს პენიცენციურ დაწესებულებას.მოძალადის გამოსვლის მომენტიდან პოლიციელი აფასებს მოძალადის მიერ განმეორებით ჩადენილ ქმედებას და თავად იღებს გადაწყვეტილებას ორდერის გამოცემის ან გამოცემის უარის თქმის შესახებ.
შემაკავებელი ორდერი რომ გამოიცეს ამისთვის აუცილებელი არ გახლავთ ახალი ფაქტის არსებობა,აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია რომ მოძალადის მხრიდან მისი პენიცეტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ თუ რამდენად არის რისკი საიმისოდ,რომ ისევ განხორციელდეს მსხვერპლზე ძალადობა.პოლიცია,საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია რომ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი,იმ შემთხვევაში თუ არის საიმისოდ გარემოება,რომ შესაძლოა დაირღვეს პირის უფლებები და თავისუფლებები,იძულებით,
ასევე ფიზიკური ქმედებით და სექსუალური,ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობით.შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს სავალდებულო არ არის მსხვერპლის მოთხოვნა.შემაკავებელი ორდერის გამოწერა პოლიციას ასევე უწევს იმ შემთხვევაში თუ მოძალადე პირი დატოვებს პეიტენციურ დაწესებულებას და შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომელი აფასებს მოძალადის რისკებს,თუ რამდენად არის შესაძლებელი განმეორდეს ძალადობა.

თემა 9
ორდერით დაკისრებული შემთხვევები

კაზუსები
1კაზუსი
ნინო და ნუკრი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, 2020 წლის თებერვალში ნინო სტუმრად იმყოფებოდა, თავისი მაზლის სოსოს სახლში. სოსოს ცოლს, ციალას და ნინოს ყოველთვის ქონდათ დაძაბული ურთიერთობა. კონფლიქტის მიზეზი ძმების ქონება იყოს.

თებერვალში ვიზიტის დროს ციალასა და ნინოს შორის კვლავ მოხდა მორიგი კონფლიქტი,კერძოდ ციალამ ნინოს თავში ჩაარტყა იატაკის საწმენდი ჯოხი,ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.ნინო ქონების გადაწვით დაემუქრა. აღნიშნული ხმაურის დროს ოთახიდან გამოვიდა ნინოსა და ციალას დედამთვილი,რომელმაც სცადა სიტუაციის განმუხტვა და აიღო თავისი კუთვნილი მობილური, პოლიციაში დარეკვის მიზნით, ამის დანახვაზე ნინომ გამოგლიჯა ტელეფონი დედამთილს და დაამტვრია,რომლის ღირებულება 151 ლარი იყო.

საბოლოოდ ნინოსა და ციალას დედამთილმა მაინც მოაცერხა პოლიციის გამოძახება, პოლიციის ადგილზე გამოცხადების შემდეგ საპატრულო პოლიციის დეპარტამენნტის ინსპ. გამომძიებელმა გამოწერა, შემაკავებელი ორდერი ნინოსა და ციალას მიმართ. ერთი ორდერით მსხვერპლად იქნა მიჩნეული ნინო, მოძალადედ ციალა, ხოლო მეორე შემაკავებელი ორდერით ინსპ.გამომძიებელით მსხვერპლად სცნო ციალა,მოძალადედ ნინო.

ამის შემდეგ ინსპ.გამომძიებელმა 24 სთს ვადაში მიმართა სასამართლოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე.
პასუხი:
პირველ რიგში ნინო და ციალა ოჯახის წევრები არ არიან, ციალას ქმედება დაკვალიფიცირდება 126 მუხლის 1 ნაწილით, ნინოს ქმედება 151 მუხლით (მუქარა).

მეორე ნაწილი- როცა დედამთილს ტელეფონი გაუტეხა 187 მუხლის 1 ნაწილია მგონი არ ვიცი, არც ეგენი არიან ოჯახის წევრები რადგან ნინო დედამთილთან არ ცხოვრობს.
შემაკავებელი ორდერი საერთოდ არ უნდა გამოწერილიყო რადგან ნინო და ციალა არ არიან ოჯახის წევრები.
და ინპექტორსაც არ უნდა მიემართა სასამართლოსთვის რადგან მაგის ვალდებულება აღარ აქვს.

კაზუსი 2
45 წლის ლელამ,იმ მოტივით,რომ მისმა 15 წლის შვილმა -ანამ სკოლაში მიიღო დაბალი შეფასება,ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა ბავშვზე,კერძოდ,არასრუწლოვანს მიაყნა სიტყვიერი შეურაცყოფა.
ანამ პოლიციას მიმართა დასახმარებლად ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უმცროსი გამომძიებლის მიერ შეფასდა ძალადობის განმეორების რისკები,რა დროსაც დადებითი პასუხი დაფიქსირდა 3 ერთქულიან შეკითხვაზე.
ვინაიდან ქულათა ჯამმა შეადგინა 3 ქულა უმცროსი გამომძიბელის მიერ ძალადობის განმეორების რისკად შეფასდება რისკი,რის საფუძველზეც გამოსცა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით.
ვინაიდან საკითხი არასრუწლოვანს შეეხებოდა გამომძიებელმა შემაკავებელი ორდერი შეადგინა 4 ეგზემპლარად ერთი ეგზემპლარი გაეგზავნა მერუვეობისა და მზრუნევლოების ადგილბრივ ორგანოს.
მოძალადის მიერ შემაკავებელი ორდერი გასაჩივრდება მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში მის გამომცემ ორგანოში,კერძოდ,რუსთავის საქალაქო სამმართველოში.
პასუხი:
დედის ქმედების კვალიფიკაცია არის 126’ მუხლის 2 ნაწილის, ა ქვე პუნქტ, ანუ არასრულწლოვანის მიმართ.

სამი ერთქულიანი პასუხი არ არის საშუალო რისკი, რადგან საშუალო რისკი არის როდესაც სამქულიან კითხვაზე იქნება დადებითი პასუხი,შესაბამისად არ უნდა გამოეწერა ორდერი 30 დღის ვადით.
გასაჩივრების ვადა სწორია,მაგრამ უნდა გაესაჩივრებინა სასამართლოში და არა სამმართველოში.

კაზუსი 3
ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ 15 წლის ანას მამა თიქთმის ყოველდღე მოუწოდებს,რომ აუცილებლად უნდა გაჰყვეს ცოლად 20 წლის ჯემალს.
თავიდან ანა მამის მოთხოვნას ყურადღებას არ აქცევდა,თუმცა შემდეგ მამამ კიდევ უფრო ინტენსიურად დაიწყო შვილის შეწუხება.უმუქრებოდა,რომ თუ მის მოთხოვნას არ შეასრულებდა,სკოლიდან გამოიყვანდა სახლში გამოკეტავდა,ასევე ეუბნებოდა,რომ თუ არ დაქორწინდებოდა მის ოჯახზე ცუდად ილაპარაკებდნენ და თითით საჩვენებელი გახდებოდნენ.
ანამ მასწავლებლის დახმარებით,პოლიციას შეატყობინა აღნიშნული ფაქტის შესახებ,რის გამო ქორწილი ჩაიშალა.
რამდენიმე დღეში ჯემალიმ 3 მეგობრის დახმარებით ქორწილის მიზნით მოიტაცა თავისივე თანასოფლელი 15 წლის გურანდა.
პასუხი:
პირველი ნაწილი- როცა მამა მოუწოდებდა ეს არ არის ძალადობა. უბრალოდ მოუწოდებდა კაცი

მეორე ნაწილი- 11, 150’ 2ნაწილი (ა) ქვე პუნტქი ( ქორწინების იძულება და აქ მუქარა არის ხერხი)
მესამე ნაწილი- შეიძლება აქ მე ვფიქრობ 143 მუხლის 3 ნ. დ ქვპ. ( თავიაუფლების უკანონო აღკვეთა)

კაზუსი 4
ესმა და ვალერი კურსელები არიან.
ვალერის, მეგობრობის გარდა, გარკვეული სიმპათიები აქვს ესმას მიმართ, რის გამოც მასთან ახორციელებს ხშირ კომუნიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ ვალერის სმს შეტყობინებები მომაბეზრებელია ესმასთვის, იგი მაინც ცდილობს, რომ მას თავაზიანად უპასუხოს.
ინტერნეტის გამოყენებით კომუნიკაციის გარდა, ეალერი ცდილობს, რომ ესმასთან ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდეს. ამის გამო, ყოველთვის უნივერსიტეტის კართან ხვდება ესმას,მიაცილებს აუდიტორიამდე, ელოდება ლექციის დასრულებას და შემდეგ ისევ უკან მიჰყვებაგოგონას.
ესმასთვის ეს ყველაფერი შემაწუნებელი გახდა და ვალერის მოუწოდა, რომ შეეწყვიტა ეს
ქმედებები, რადგან მისთვის იყო დამთრგუნველი და მასში იწვევდა უარყოფით ემოციებს.
ვალერიმ არ გაითვალისწინა ეს თხოვნა და აუხსნა, რომ მას მოსწონდა იგი და არ აპირებდა
უკან დახევას.
ამან გოგონა კიდევ უფრო შეაშინა და დათრგუნა
პირველ ეტაპზე, ესმამ facebook ზე დაბლოკა - ვალერის პირადი გვერდი, თუმცა ამ
უკანასკნელმა მაინც გააგრძელდა ესმასთან პირდაპირი ურთიერთობა უნივერსიტეტის
გარდა, იგი სახლშიც აკითხავდა გოგონას და სინოვდა, რომ მისთვის მოესმინა და
დალაპარაკებოდა. ამ ყველაფრის გამო ესმა გახდა დათრგუნული, ჩაიკეტა საკუთარ სახლში და აღარ სურდა უნივერსიტეტში სიარული.
ვალერის ქმედებები ესმასთვის დღითიდღე უფრო აუტანელი ხდებოდა, რის გამოც მან
მიმართა პოლიციას და ითხოვა დახმარება, მათ შორის, პოლიციელს სთხოვა შემაკავებელი
ორდერის გამოცემა, თუმცა ამ უკანასკნელის განმარტებით, ვერ უზრუნველყოფდა ორდერის გამოცემას, რადგან იგი არ იყო ვალერის ოჯახის წევრი.
პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ, ვალერიმ დაურეკა ესმას და შეხვედრა სთხოვა. ესმა
დათანხმდა ვალერისთან შეხვედრას. შეხვედრისას ვალერიმ თმებში ძლიერად მოქაჩა ესმას
და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ესმამ მაშინვე დარეკა 112 ში და ითხოვა პოლიციის
დახმარება.
პასუხი:
აქ სახეზეა სსკ-ის 151’ მუხლი ადევნება, რადგან ვალერი ესმასთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას ტელეფონის საშუალებით,ასევე ხვდებოდა უნივერსიტეტის და სახლის კართან,რასაც ქონდა სისტემატური სახე და ესმაში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვას, რამაც აიძულა შეეცვალა ცხოვრების წესი, ჩაიკეტა სახლში და აღარ სურდა უნივერსიტეტში სიარული.

პოლიციელის ქმედება, როდესაც მან არ გამოწერა შემაკავებელი ორდერი არ იყოს სწორი,ვინაიდან გენდერზეც ხდება ორდერის გამოცემა.კაზუსიდან გამომდინარე ადევნების დროსაც უნდა გამოიწეროს ორდერი.

მესამე ნაწილი- ვალერის ქმედება დაკვალიფიცირდება 126 მუხლის 1 ნაწილით, კერძოდ სხვაგვარი ძალადობა, რაც გამოიხატება თმების ძლიერად მოქაჩვაში.

კაზუსი 5
ლეილა ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შალვასთან
ერთად თანაცხოვრების პერიოდში,შალვა ხშირად სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა მეუღლეს,მიაჩნდა რომ ქალის მთავარი მოვალეობა იყო საოჯახო საქმეების კეთება და ბავშვის აღზრდა.მორიგი კონფლიქტის შემდეგ,ლეილამ სცადა მოკვლა და დიდი რაოდენობით წნევის დამწევი საშუალებები დალია,თუმდა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად,მოხერხდა მისი გადარჩენა.აღნიშნული შემთხვევის შემდეგ,ლეილა ქმარს გაშორდა და საცოხვრებლად თავისი მშობლების სახლში გადავიდა
პასუხი:
126 პრიმა მუხლი ფაქტობრივი ქორწინეაც ოჯახის წევრობას მიგვანიწშნებს,ასევე იქნება 11 პრიმა მუხლის და 115 მუხლის მე-2 ‘’ბ’’ ქვეპუნქტი.
შალვასთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შალვა მივიდა ლეილას მშობლების სახლში,თუმდა იქ არავინ არ დახვდა.ამის შემდეგ შალვა მივიდა ლეილას მშობლების მეზობლებთან და უთხრა - ლეილას მშობლებისთვის გადაეცა,რომ სახლს გადაუწვავდა.მეზობელმა იმავე დღესვე გადასცა ლეილას მშობლებს შალვას დანაბარები,რომლებმაც მაშინვე მიმართეს პოლიციას,რადგან იფიქრეს,რომ შალვას რეალურად შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

ადევნება არის პირის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს მსხვერპლისთვის ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებას, დაშინებას ან დევნას და გამოიხატება მის მიმართ განმეორებითი, არასასურველი და შემაშფოთებელი მოქმედებებით.
ადევნების ძირითადი ნიშნები:
1️⃣ განმეორებადობა – ქმედება არ უნდა იყოს ერთჯერადი, არამედ უნდა ხდებოდეს მუდმივად ან სისტემატურად.
2️⃣ დაზარალებულის ნების საწინააღმდეგო ქმედება – მსხვერპლს არ სურს, რომ დამნაშავე მას უკავშირდებოდეს ან მის პირად სივრცეში ჩაერიოს.
3️⃣ ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება – ადევნება იწვევს შიშს, შფოთვას, დაძაბულობას ან მსხვერპლის ცხოვრების ჩვეული რიტმის დარღვევას.
4️⃣ კონტაქტის სხვადასხვა ფორმა – ადევნება შეიძლება გამოიხატებოდეს პირადი თვალთვალით, სატელეფონო ზარებით, მუქარის შემცველი შეტყობინებებით, ინტერნეტში შევიწროებით (კიბერადევნება), დაცვით, გამოჩენით იქ, სადაც მსხვერპლი იმყოფება და ა.შ.
5️⃣ დაზარალებულის თავისუფლების შეზღუდვა – როდესაც ადევნების შედეგად მსხვერპლი იძულებულია შეცვალოს ყოველდღიური ჩვევები, საცხოვრებელი ადგილი, სამსახური ან თავი შეიზღუდოს გარკვეულ სოციალურ აქტივობებში.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

ადევნების ფორმები:
ფიზიკური ადევნება – მსხვერპლის თვალთვალი, სახლში, სამსახურში, ქუჩაში დევნა.
კომუნიკაციური ადევნება – არაერთგზის სატელეფონო ზარები, შეტყობინებები, ელექტრონული ფოსტით ან სოციალური ქსელებით შევიწროება.
კიბერადევნება (Cyberstalking) – სოციალური ქსელებით, ელ.ფოსტით, ჰაკერული გზით პირადი ინფორმაციის მოპოვება და მუქარის შემცველი კომუნიკაცია.
მუქარა და დაშინება – დაზარალებულის ან მისი ახლობლების მიმართ მუქარა ან იძულება.
რეპუტაციის შელახვა – საზოგადოებაში მსხვერპლის სახელის გაუტეხვა, ცილისწამება, პირადი ინფორმაციის ან ფოტოს გავრცელება.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

• გაუპატიურება არის სექსუალური ხასიათის ძალადობა, როდესაც სხეულში ხდება შეღწევა ნებისმიერი ფორმით (სხეულის ნაწილით ან საგნით), ჩადენილი ძალადობით, მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით.
გაუპატიურების ნიშნები
1. ძალადობა
o ფიზიკური ძალადობა (მაგ. ცემა).
o ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დაზიანება,იმ შემთხვევაში თუ სახეზე იქნება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით.
2. ძალადობის მუქარა
o ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა, რომ იქნება ზიანი, თუ სქესობრივ კავშირს არ დაამყარებენ.იგულისხმება ფსიქიკური ძალადობა. მაგ: გიორგი ეუბნება ნინოს, რომ თუ არ დაამყარებს მასთან სქესობრივ კავშირს მოკლავს. ეს მუქარა არის იმწუთიერი. თუ მუქარა იმწუთიერი არ იქნება სახეზე გვექნება იძულება.
3. დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენება
o პირი, რომელიც არ არის მზად წინააღმდეგობის გასაწევად (მაგ. ძლიერი სიმთვრალე, მცირეწლოვანობა, ავადმყოფობა, ძილი).

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

დამამძიმებელი გარემოებები
• ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება
• გაუპატიურების შედეგად ორსულობა: თუ გაუპატიურების შედეგად ხდება ორსულობა, ეს არის მძიმე შედეგი.
• შიდსის შეყრა: თუ მოძალადემ იცის, რომ შიდსი აქვს და მაინც აწარმოებს სექსუალურ კავშირს, ეს კლასიფიცირდება როგორც დანაშაულთა ერთობლიობა.
• თვითმკვლელობა: თუ გაუპატიურების შედეგად დაზარალებული პირი ახორციელებს თვითმკვლელობას
ჯგუფური გაუპატიურება
1. წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი
o ორი ან მეტი ადამიანი შეთანხმდება და ერთობლივად ატარებს ძალადობას.
2. წინასწარ შეუთანხმებელი ჯგუფი
o როდესაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ჩადის ძალადობას, მაგრამ არ იყო წინასწარი შეთანხმება.
3. შეურაცხადი პირი
o როდესაც ერთ-ერთი მოძალადე არის შეურაცხადი, ქმედება არ იქნება კლასიფიცირებული როგორც ჯგუფური გაუპატიურება.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

გაუპატიურება როგორც მატერიალური დანაშაული
• გაუპატიურება წარმოადგენს შედეგიან დანაშაულს, რაც ნიშნავს, რომ სექსუალური კავშირი უნდა იყოს დამყარებული. თუ ეს არ მოხდა, ეს ქმედება არ ითვლება გაუპატიურებად.
თანამონაწილეობა და უმოქმედობა
1. უმოქმედობა
o მშობელი, რომელიც არ იღებს ზომებს, როდესაც მისი შვილი ხდება ძალადობის მსხვერპლი, შეიძლება იყოს თანამონაწილე.
2. შუალობითი ამსრულებლობა
o ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი, რომელიც ხედავს ძალადობას, მაგრამ არ იღებს ზომებს, შეიძლება დაისაჯოს.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

მსგავსებები.
1. ორივე დენადი დანაშაულია. მიმდინარეობს იქამდე სანამ არ მოხდება
რაიმე კონსესუსამდე მიღწევა.
2. ორივე ფორმალური დანაშაულია.
3.. ორივე ხორციელდება პირდაპირი განზრახვით.
განსხვავებები:
1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა მოიცავს ორმხრივ ურთიერთობას,
ხოლო მძევლად ხელში ჩაგდება მოიცავს სამმხრივ ურთიერთობას.
2. მძევლად ხელში ჩაგდების დროს, მესამე პირისგან ელი მოქმედების
შესრულებას ან არ შესრულებას, ხოლო თავისუფლების უკანონო
აღვეთის დროს თავისუფლებას უღკვეთს პირადი მოტივით.
3. თავისუფლების უკანონო აღკვთის დროს დღების ხანგრძლივობას
მნიშვენელობა არ აქვს,კვალიფიკაციაზე ზეგავლენას არ მოახდენს,

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

• შიდსი (შიდსის იმუნოდეფიციტის ვირუსი) არის დაავადება, რომელიც ნგრევს იმუნურ სისტემას და საბოლოოდ იწვევს სიკვდილიან შედეგს.
• გადაცემა ხდება:
o სისხლით (სისხლის გადასხმის დროს)
o სქესობრივი კავშირით
o არასტერილური ნივთების გამოყენებით
o დედის რძით
2. შიდსის შეყრა – სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
• საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლი ეხება შიდსის შეყრის შემთხვევებს და განსაზღვრავს, რა შემთხვევაში დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
3. შიდსის შეყრის 3 ტიპი
1. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა
• პირი იცნობს, რომ შიდსი აქვს, მაგრამ განზრახ არ გადასცემს შიდსს სხვას.
• აქ საქმე ეხება არა უშუალო ინფიცირებას, არამედ სხვა პირის ჯანმრთელობის საფრთხის შექმნას.
2. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა
• ადამიანი იცის, რომ შიდსი აქვს, და განზრახ გადასცემს მას სხვას.
• განზრახ შიდსის შეყრა შეიძლება მოხდეს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ.
3. სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას
• გაუფრთხილებლობით შიდსის გადაცემა ხდება მაშინ, როცა ადამიანი დაუდევრად ან უნებლიეთ გადასცემს შიდსს სხვას.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

• პროფესიული მოვალეობა: მაგალითად, ექიმი არ გადაამოწმებს სისხლს და დაუდევრად გადასცემს შიდსს პაციენტს.
• გაუფრთხილებლობით შიდსის შეყრა დასჯადი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ეს ხდება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.

4. დასჯადი ქმედებები
• განზრახ შიდსის შეყრა – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
• გაუფრთხილებლობით შიდსის შეყრა – დასჯადი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროფესიონალმა ვერ გააკეთა თავისი მოვალეობა, რაც მოითხოვს კანონით განსაზღვრულ პროფესიას.

5. მაგალითები
• გიორგი, რომელიც არ იცის, რომ შიდსით არის დაავადებული, და სქესობრივი კავშირი ჰქონდა სხვა პირთან.
o ეს არ არის დასჯადი, რადგან იგი არ ახორციელებს განზრახ შეყრას.
• ექიმი, რომელიც არ გადაამოწმა სისხლი და გაუფრთხილებლობით გადასცა შიდსს პაციენტს.
o ეს განიხილება როგორც პროფესიული დაუდევრობა და არის დასჯადი.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

1. აბორტის კანონიერება
• აბორტი არის სამედიცინო პროცედურა, რომელიც გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას.
• აბორტი შეიძლება იყოს კანონიერი ან უკანონო.
• კანონიერი აბორტი:
o უნდა ჩატარდეს ლიცენზირებულ დაწესებულებაში;
o პროცედურა უნდა განახორციელოს ლიცენზირებული ექიმი;
o ნაყოფის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას;
o ქალს უნდა ჩაუტარდეს წინასწარი გასაუბრება;
o გასატარებელი პროცედურის წინ უნდა შესრულდეს მოსაფიქრებელი ვადა (3 დღე).
2. უკანონო აბორტი
• უკანონო აბორტი ითვლება დანაშაულად, და ისჯება:

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

o თუ აბორტი ჩატარდა არალიცენზირებულ დაწესებულებაში;
o თუ პროცედურა შეასრულა არალიცენზირებულმა ექიმმა;
o თუ ნაყოფი იყო 12 კვირაზე მეტი;
o თუ ქალს არ ჩაუტარდა გასაუბრება;
o თუ მოსაფიქრებელი ვადა არ გასულა.
3. აბორტი 12-დან 22 კვირამდე
• ნებადართულია აბორტი 12-დან 22 კვირის ჩათვლით სამედიცინო და არასამედიცინო ჩვენებებით.
o სამედიცინო ჩვენება:
 ქალს აქვს მძიმე დაავადება, რომელიც უშლის მშობიარობას (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნე და სხვა დაავადებები);
 ორსულობა არის 12 კვირაზე მეტი და ქალს სურს მისი შეწყვეტა მძიმე დაავადების გამო.
o არასამედიცინო ჩვენება:
 ორსულობა გამოწვეულია გაუპატიურებით და სასამართლომ დაამტკიცა გამორიცხული ფაქტი;
 დედის ასაკი არის 15 წლამდე;
 დედა არის 49 წელს გადაცილებული.
4. აბორტი 22 კვირის შემდეგ
• ნებადართულია აბორტი მხოლოდ გამოუვალი სიტუაციის არსებობისას.
• ასეთი აბორტი ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე, რაც გულისხმობს მედიცინის პროფესიონალთა გადაწყვეტილებას.
5. დამამძიმებელი გარემოებები
• უკანონო აბორტი შეიძლება განხორციელდეს გამოუსწორებელი პირის მიერ, რომელიც უკვე იმყოფებოდა მსჯავრდებული უკანონო აბორტისთვის.
o მაგალითად, პირი, რომელმაც უკვე მოიხადა სასჯელი უკანონო აბორტისთვის, და შემდეგ გააკეთა უკანონო აბორტი კიდევ ერთხელ.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

რა არის ოჯახში ძალადობა?
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორის მიმართ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ ან ეკონომიკურ ძალადობას, მათ შორის:
• ძალადობას (მოყენებული ფიზიკური ზიანი),
• სისტემატურ შეურაცხყოფას,
• შანტაჟს (მუქარა ან იძულება),
• დამცირებას (ღირსებისა და პატივის შელახვა).
დამამძიმებელი გარემოებები:
თუ ძალადობა ჩადენილია:
დაუცველი პირის მიმართ (არასრულწლოვანი, ორსული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი),
ბავშვის თანდასწრებით – რაც მის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება,
ორი ან მეტი პირის მიმართ,
ჯგუფურად,
არაერთგზის, ანუ მოძალადეს უკვე ჰქონდა მსგავსი ქმედების ისტორია,
ოჯახში ძალადობა არ არის კერძო საქმე – ეს სოციალური პრობლემაა, რომელიც გავლენას ახდენს მთელი საზოგადოების კეთილდღეობაზე.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების
პირობით, აიძულონ ორგანიზცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ეს თუ ის ქმედება. ადრე მოქმედი კოდექსით არ გვქონდა ეს მუხლი და
ქმედების კვაფილიკაცია ხდებოდა თავისუფლების უკნაონო აღკვეთით.
მაგრამ, როცა მცირეწლოვანი ბავშვი ჩაიგდეს ხელში კაკაბეთში და
მოითხოვეს გამოსასყიდი ჩათვალეს, რომ თავისუფლების უკანონო
აღკვეთით მათი დასჯა, მცირე სასჯელი იქნებოდა და ამის შემდეგ
გააქტიურდა საკითხი, რომ კოდექსში შესულიყო ახალი მუხლი,
რომელიც გულისხმობს მძევლად ხელში ჩაგდებას.
ორგანიზაციაში, იგულისხმება არასამთავრებო, კერძო ორგანიზაციები
და არა საჯარო ორგანიზაცია. მაგ: მე ვაიძულებ აღმასრულებელ
ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან სასამართლო
ხელისუფლებას, რომ თუ არ გამოიტანენ გამამართლებელ განაჩენს ამ
კონკრეტული პირის მიმართ, არ გავუშვებ მძევალს. ამ შემთხვევაშიიქნება, მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

თავისუფლების უკანონო აღკვეთა წარმოადგენს ფორმალურ დანაშაულს,
რომელიც დამთავრებულია თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან.
თავისუფლების აღკვეთა შეიძლება მოხდეს კანონიერად. მაგ: როდესაც
პოლიციელი აკავებს პირს კანონიერად, ეს რათმქაუნდა არ იქნება
დანაშაული, მაგრამ როცა არანაირი სამრთლებრივი საფუძველი არ
არსებობს თავისუფლების აღკვეთის, ამ შემთხვევაში იქნება
თავისუფლების უკანონო აღკვეთა

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

129-ე მუხლი განსაზღვრავს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის დახმარების გაწევის ვალდებულებას.
თუ ადამიანს აშკარად ესაჭიროება გადაუდებელი დახმარება და სხვას შეუძლია დაეხმაროს თავისი ან სხვისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის სერიოზული რისკის გარეშე, მაგრამ ამას არ აკეთებს, იგი სამართლებრივად პასუხისმგებელია.
გარდა ამისა, ვალდებულებაა მინიმუმ ინფორმაცია მიაწოდო შესაბამის ორგანოს (მაგალითად, გამოიძახო სასწრაფო დახმარება ან პოლიცია).
ვინ არის პასუხისმგებელი?
პირდაპირი მონაწილე (დამნაშავე) – თუ ვინმეს ქმედებამ ან უმოქმედობამ გამოიწვია სხვისი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, ის ვალდებულია დაეხმაროს.
მაგალითად:
• მძღოლი, რომელმაც ადამიანი გაიტანა – ვალდებულია გაუწიოს დახმარება ან სასწრაფო გამოიძახოს.
• ექიმი, რომელიც სამსახურს გარეთ ხედავს ადამიანს, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას – ვალდებულია დაეხმაროს, რადგან აქვს შესაბამისი ცოდნა.
გარე პირი (მოქალაქე) – თუ ადამიანი არ არის პირდაპირი მონაწილე, მაგრამ შეუძლია დახმარება, ან მინიმუმ ინფორმაცია მიაწოდოს შესაბამის უწყებას, ეს მისი სამოქალაქო ვალდებულებაა.
მაგალითად:
• ქუჩაში ადამიანს გული გაუჩერდა, მაგრამ ირგვლივ მყოფებმა ვერ/არ იხმეს სასწრაფო დახმარება – ეს შეიძლება ჩაითვალოს დაუხმარებლობად.
• ადამიანი წაიქცა და ვერ დგება, მაგრამ გამვლელები არ ეხმარებიან და არც სასწრაფოს იძახებენ – ესეც სამართლებრივი პასუხისმგებლობაა.
გამონაკლისი – როდის არ ხარ ვალდებული?
თუ ადამიანს რეალურად არ შეუძლია დახმარება, მაგალითად:
• თავად იმყოფება საფრთხეში,
• დახმარება მისი ჯანმრთელობის ან სიცოცხლისთვის სერიოზულ რისკს შექმნის,

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

მაშინ მას პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება, მაგრამ მაინც უნდა შეატყობინოს შესაბამის ორგანოს.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

განსაცდელში მიტოვება გულისხმობს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირის დახმარების გაუწევლობას, მაშინ როცა ამას შესაძლებლობა არსებობს, ხოლო დახმარების გაწევა მოითხოვს სამართლებრივ ვალდებულებას.
განსაცდელში მიტოვებისათვის არსებობს 5 აუცილებელი ნიშანი, რომლებიც უნდა არსებობდეს, რათა ქმედება დაისაჯოს:

1. დაზარალებულის დახმარების აუცილებლობა
დამეხმარებლად მიტოვება ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და მისთვის გადაუდებელი დახმარებაა საჭირო:
• დახრჩობა,
• ხანძარი,
• ავარია და სხვა მსგავსი შემთხვევები.
მაგალითი: თუ ადამიანს ხანძრის დროს ეწვია ძალზე ძლიერი დამწვრობა და მეზობელი ვერ ეხმარება – ეს შეიძლება ჩაითვალოს განსაცდელში მიტოვებად.

2. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა
მიტოვებული პირი უნდა იმყოფებოდეს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში.
• თუ ადამიანს აქვს მძიმე ჯანმრთელობის დაზიანება, მაგალითად, სისხლის დაკარგვა, გონება დაკარგა ან სერიოზული ტრავმა აქვს – მისთვის დახმარების გაწევა აუცილებელია.
• მსუბუქი დაზიანებები, როგორიცაა ნაკაწრები ან მცირე შეშუპებები, არ იქნება საკმარისი, რათა ძალადობის ან უმოქმედობის ბრალდება დაკვალიფიცირდეს "განსაცდელში მიტოვებად".

3. დაზარალებულის შეუძლებლობა თავი დაიცვას
დაზარალებულს უნდა ჰქონდეს ფიზიკური ან ემოციური უნებლიე შეუძლებლობა, რომ დამოუკიდებლად თავი დაიცვას:
• მაგალითი: თუ ადამიანი არ იცის ცურვა და არის წყალში, სადაც ის შეიძლება დაიხრჩოს, მას დახმარება ესაჭიროება.
• თუ დაზარალებული თავად მოიხსნის პრობლემას (მაგალითად, თვითონ გადარჩება ან თავს დაიცავს) – ამ შემთხვევაში განსაცდელში მიტოვება არ დგება.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

4. მიმტოვებელს შეუძლია დაზარალებულის დახმარება
მნიშვნელოვანია, რომ მიმტოვებელს ჰქონდეს შესაძლებლობა დაეხმაროს:
• თუ მიმტოვებელი გატყდა ან დასუსტდა, მაგალითად, ავარიის შედეგად და ვერ შეუძლია სხვას დახმარება, მაშინ მისი უპასუხისმგებლობა არ ჩაითვლება "განსაცდელში მიტოვებად", რადგან მისი დახმარება ფიზიკურად შეუძლებელია.
• თუ მიმტოვებელს შეუძლია დახმარება, მაგრამ მაინც არ ეხმარება – ეს ქმედება შეიძლება ჩათვალონ დამნაშავედ.
5. მიმტოვებელს ევალებოდა ზრუნვა დაზარალებულზე
თუ პირი ვალდებულია ზრუნოს სხვა ადამიანზე, მაშინ მისი დახმარების გაწევა საჭირო იქნება.
• მაგალითი: მშობლები ვალდებულნი არიან ზრუნონ თავიანთ არასრულწლოვან შვილებზე, ასევე შრომისუუნარო მშობლები კი შვილებზე.
• თუ ოჯახში წევრები არ ეხმარებიან ერთმანეთს, მათი უპასუხისმგებლობა შეიძლება შეაფასდეს როგორც "განსაცდელში მიტოვება".

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

როდესაც მედიცინის მუშაკი (ექიმი, ექთანი, ბებია ქალი და სხვა) არ აწვდის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს, რაც შესაძლოა გამოიწვიოს მისი გარდაცვალება ან სერიოზული ჯანმრთელობის გაუარესება.

ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების ნიშნები:
1. ავადმყოფი იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში
• ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში.
• ამ მდგომარეობაშია ადამიანი, რომელსაც აქვს მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები, მაგალითად, გულის შეტევა, სისხლდენა, კომა, ტრამვები, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.
• მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დაზიანებები არ განიხილება როგორც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, ამიტომ ასეთ შემთხვევაში განსაცდელში მიტოვება არ იქნება ნებადართული.

2. დანაშაულის ამსრულებელი არის მედიცინის მუშაკი
• მედიცინის მუშაკი – ეს არის არამარტო ექიმი, არამედ ნებისმიერი პირი, რომელიც პროფესიულ დონეზე უწევს ადამიანებს სამედიცინო დახმარებას.
• ეს შეიძლება იყოს ექთანი, მედიცინის სტუდენტი, ბებია ქალი და სხვა.
• ამ პირებისათვის არსებობს სამუშაო ვალდებულება, რომ მკურნალობა გასწიონ და გადასაწყვეტი გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინონ პირებს, რომლებიც სასიცოცხლო საფრთხის წინაშე არიან.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

3. მედიცინის მუშაკი არ უწევს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას
• გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არის ის დახმარება, რომელიც აუცილებელია, რომ გამოარიდოს ადამიანს სიკვდილი ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
• მაგალითად:
o თუ ადამიანს აქვს სისხლდენა და შეიძლება იღუპებოდეს, მექანიკური ზეწოლით უნდა შეწყვიტოს სისხლდენა.
o თუ პაციენტს გულის შეტევა აქვს, ექიმი ვალდებულია დროულად ჩაატაროს ექსტრემალური სამედიცინო დახმარება.
• გაუწევლობა ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს განსაცდელში მიტოვება, რაც აუცილებლად უნდა გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგი.
4. დაუხმარებლობა ხორციელდება არასაპატიო მიზეზით
• არასაპატიო მიზეზი გულისხმობს, რომ თუ მედიცინის მუშაკი შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ არ ეხმარება, მაშინ იგი განსაცდელში მიტოვების დანაშაულს ჩადის.
• მაგალითად, ექიმი იღებს ორი პაციენტის გამოძახებას, ერთს წასულში, ხოლო მეორეს გარდაცვლილი აუტოვებს. ასეთ შემთხვევაში, არასაპატიო მიზეზი არ არსებობს, რადგან ექიმი, თუნდაც მარტივი მიზეზით ვერ შეძლო დახმარება ორივე პაციენტზე, იხდიდა პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მიეხმარებოდა ერთ-ერთი ავადმყოფს.
• თუ ექიმს აქვს საშუალება დაეხმაროს ავადმყოფს, მაგრამ არ ეხმარება, მაშინ მისი უპასუხისმგებლობა განსაცდელში მიტოვებას წარმოადგენს, რაც დამნაშავეობრივ ქმედებას წარმოადგენს.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც
შესაძლებლობა არ აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად. მაგალითად:
მოხუცები, ავადმყოფი ადამიანი, მცირე წლოვანი ბავშვი.
მაგ: დედამ, თოთო ბავშვი დატოვა ქუჩაში ეტლით ან წაიყვანა ტყეში და
მიატოვა.
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების დროს, გვაქვს:
1. საფრთხეში ჩაგდების მიმართ - პირდაპირი განზრახვა
2. სიკვდილის მიმართ - არაპირდაპირი განზრახვა, ან თვითიმედვნება
მაგალითები:
1. როდესაც პირს სიკვდილის მიმართ გააჩნია პირდაპირი განზრახვა.
დედამ ახალშობილი, 2 თვის ბავშვი ღამის პირველ საათზე წაიყვანა
ტყეში ნაგავსაყრელზე, სადაც არავინ იყო. დედამ დატოვა ჩვილი და
წამოვიდა, ბავშვი შეიძლება გარდაიცვალოს. აქ არის პირდაპირი
განზრახვა სიკვდილის მიმართ, ამიტომ ვერ დაკვალიფიცირდება 127-ე
მუხლით, მაგრამ თუ ვინმემ გაიარა ამ დროს და ბავშვი გადაარჩინა, ეს
ქმედება დაკვალიფიცირდება 19-109ე მხულით, არასრულწლოვანის მკვლელობის მცდელობა, თუ ბავშვი გარდაიცვალა დედა დასიჯება
არასრულწლოვანის მკვლელობისთვის.
2. არაპირდაპირი განზრახვა და თვითიმედოვნება. დედამ ღამის
პირველ საათზე, სადარბაზოს წინ დატოვა ახალშობილი ბავშვი,
მოშორების მიზნით. დედას არ სურს ბავშვის სიკვდილი, გულგრილია,
ის ამბობს შეიძლება მოკვდეს ბავშვი, შეიძლება ვინმემ გადაარჩინოს.
დედა ამ შემთხვევაში მოქმედებს არაპირდაპირი განზრახვით, თუ ბავშვი
გადარჩება დედა დაისჯება 127-ე მუხლით. ხოლო თუ ბავშვი
გარდაიცვლება დედა დაისჯება არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი
მკვლელობისთვის.
3. დედამ დღის პირველ საათზე, სადაც უამრავი ხალხი მოძრაობს ბავშვი
დატოვა და წავიდა. ამ შემთხვევაში დედა მოქმედებს
თვითიმედოვნებით, რათა დარწმუნებულია, რომ ვიღაც ნახავს და
გადაარჩენს. დედა დაისჯება 127ე მუხლით, მაგრამ თუ ბავშვი
დაიღუპება დედა დაისჯება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის
მოსპობისთვის, ქმედება დაკვალიფიცირდება 116-ე მუხლით.

Sashka999's picture
Sashka999 (Sasha Belov)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2025/02/11
Last visit: 2025/02/11 16:40:02
Contact - All comments

ორსული ქალის მკვლელობა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა.
109 მუხლის "ე" ქვეპუნქტი: ორსული ქალის განზრახ მკვლელობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად მიიჩნევა, რადგან ის მოიცავს ორი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას (მათ შორის, მომავალ სიცოცხლეს).
დამამძიმებელი გარემოება – მკვლელის მიერ ორსული ქალის მდგომარეობის წინასწარი ცოდნა, რაც მიუთითებს განსაკუთრებულ სისასტიკეზე.
ორსული ქალის გაუპატიურება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი – გაუპატიურება (ძალადობით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სქესობრივი კავშირის დამყარება).
137 მუხლის დამამძიმებელი გარემოება:
• თუ გაუპატიურება განხორციელდა ორსული ქალის მიმართ (მისი მდგომარეობის ცოდნით), ეს ითვლება განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულად.
• ასეთი ქმედება იწვევს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ტრავმას, რაც ორსულობის გათვალისწინებით მეტ საფრთხეს უქმნის როგორც ქალს, ისე ნაყოფს.

gio-0001's picture
gio-0001 (giorga)
სხვა
Registration Date: 2025/01/25
Last visit: 2026/02/06 14:08:59
Contact - All comments

სასჯელის სახეები მუხლი 40,ჯარიმა 42,თანამდებობის დაკავების 43,სასარგებლოს შრომა 44.

gigagogashvili's picture
gigagogashvili (გიგა)
სხვა
Registration Date: 2024/11/23
Last visit: 2025/09/20 11:25:45
Contact - All comments

1.ჰიპოთეზა - შესაძლოა ჩაიდინა ს.ს.ს.კ გათვალისწინებული ქმედება
2.ქმედების შემადგენლობა
3.ობიექტური შემადგენლობა
4.სუბიექტი- მაგ. ვინც არის დამნაშა ა
5.ობიექტი- ვის მიმართაც განხირციელდა დანაშაული (მაგალითად- ბ- სიცოცხლე ,ჯამრთელობა …
6.ქმედება - ქმედება ან უმოქმედობა, ამ შემთხვევაში გამოიხატება ( ქმედებაში ან უმოქმედობაში) როდესაც სუბიექტმა მაგ( ა-მ) განახორციელა ქმედება (მაგ დაჭრა) ობიექტი (ბ) და განახორციელა სისხლის სამართლებრივად რელებანტური ქმედება
7.შედეგი - შედეგი დადგა (მაგ - ბ გარდაიცვალა. კონკრეტული მუხლი მაგალითად 108 მუხლით გათვალისწინებული შედეგი დადგა)
8.მიზეზობრივი კავშირი - ქმედებასა და შედეგ შორის კავშირს ვწერ ( მაგ ა-ს რომ არ ესროლა ბ-სთვის ბ არ გარდაიცვლებოდა)
9.ობიექტური შერაცხვა - ობიექტურად დამნაშავეს შეერაცხება ბრალი ( მაგ ა-ს დამდგარი შედეგი ობიექტურად შეერაცხება )
10. სუბიექტური შემადგენლობა - (მოქმედი პირი მაგ ა ) მოქმედებდა განზრახად ეს თვალნათლივ ჩანს კაზუსში ( განზრახვაზე უნდა ვიმსჯელოთ)
11.მართლწინააღმდეგობა - მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი არცერთი გარემოება მოცემულ კაზუსში არ გვხვდება ( მაგ ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ )
12.ბრალი - ბრალის გამომრიცხავი არცერთი გარემოება მოცემულ კაზუსში არ გვხვდება ( მაგ ა მოქმედებდა ბრალიანად)
13.დასკვნა - დასკვნაში ვწერ მუხლითაც დავიწყე იმით ვამთავრებ ( მაგ ა დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 108 - ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობითვის)

gio-0001's picture
gio-0001 (giorga)
სხვა
Registration Date: 2025/01/25
Last visit: 2026/02/06 14:08:59
Contact - All comments

სასჯელის დანიშვნა.
სსკ-ში ადრე არ იყო ჩამოთვლილი.თუ რა ითვლებოდა დამამძიმებელ გარემოებად.პირველი მოსაზრების თანახმად უნდა იყოს ჩამოთვლილი,რადგან იცოდეს პირმა რა ითვლება შემამსუბუქებელ და რა დამამძიმებელ სასჯელად.მეორე არის რომ არ უნდა იყოს რათა მოსამართლე თავად აფასებს კონკრეტულ ქმედებას.მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს,კერძოდ:მოტივს,მიზანს,ყოფა -ქცევას,წარსულ ცხოვრებას,მის მიერ სწრაფვას დანაშაულის ანაზღაურებისა.კოდექსში შევიდა ცვლილება და დაემატა ნორმა დანაშაულის ჩადენა:კანის ფერის,სექსუალური ორიენტაციის,გენდერული იდენტობის,საცხოვრებეი ადგილის,პოლიტიკური შეხედულების,დისკრიმინაციის ნიშნით და ა.შ არიის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.შემდეგ დაემატა ახალი დამამძიმებელი გარემოება ეს არის დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ,განსაკუთრებული სისასტიკით,უმწეო მდგომარეობის გამოყენებით,არასრულწლოვნის მიმართ,მის თანდასწრებით იარაღის გამოყენება,გამოყენების მუქარა.თუ შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არის დანაშაულის შემადგენლობის ნიშანი,მაშინ ეს გარემოება სასჯელის დანიშვნისას აღარ მიიღება,რადგან ისედაც ამსუბუქებს მუხლი სასჯელს.მაგ:იძულებას არ აქვს დამამძიმებელი გარემოება ამიტომ თუ ერთი წევრი ოჯახის აიძულებს რაიმეს მეორეს მაშინ უნდა დავამძიმოთ.დამამძიმებლის დროს სასჯელი უნდა იყოს მინიმალურს +1.მაგ:თუ არუს 3დან 7მდე მინიმალური უნდა იყოს 4წელი.მაგრამ თუ მუხლი ითვალისწინებს სისასტიკეს მაშინ აღარ ვუმატებთ.მაგ:არაერთგზისობაში აღარ ვუმატებთ.მაგ:იძულებას ემატება ოჯახის წევრის მიმართ,მუქარას არარ,რადგან ისედაც დამამძიმებელია.დამამძიმებელი გარემოება შეეხება ყველა დანაშაულს განზრახსაც და გაუფრთხილებელსაც.შემამსუბუქებელი გარემოებები არ გვაქვს გაწერილი კოდექსში.კანონი გვეუბნება რომ უნდა იყოს სამი გარემოება.1.ბრალის აღიარების გამოცხადება 2.დანაშაულის გახსნისათვის ხელის შეწყობა 3.დამამძიმებელი გარემოების არარსებობა.კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი ნიშნავს რომ მაგ:ისჯება 6დან 10მდე და მოსამართლე ნიშნავს 5წელს.პირს რომ დაენიშნოს უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნისას უნდა ითვალისწინებდეს მუხლი მაგ:ჯარიმის,შინაპატიმრობის ან უნდა გვქონდეს საპროცესო შეთანხმება

gio-0001's picture
gio-0001 (giorga)
სხვა
Registration Date: 2025/01/25
Last visit: 2026/02/06 14:08:59
Contact - All comments

დაუმთავრებელი დანაშაული.
დაუმთავრებელი დანაშაულის 2 სტადია გვაქვს. 1.მომზადება. 2.მცდელობა.
ძველი კანონმდებლობით მომზადების დროს სასჯელი არ უნდა ყოფილიყო მაქსიმუმის ნახევარზე მეტი.მაგ:მკვლელობა ისჯება 15წლამდე და მომზადება მკვლელობისათვის იქნებოდა 7წელი და 6 თვე,ხოლო მცდელობისთვის ¾-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.დღეს მოსამართლეს შეუძლია დანიშნოს მაქსიმუმი სასჯელი.
დასჯადია მგანსაკუთრებით მძიმე,მძიმე და ზოგჯერ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მომზადება,ყველას მომზადება არ ისჯება.მცდელობისას ყველა ისჯება.
უნდა ისჯებოდეს თუ არა მომზადება არსებობს ორი მოსაზრება: 1.ზოგი ამბობ,რომ არ უნდა ისჯებოდეს,რადგან შორეული საფრთხეა და შესაძლოა ნებისმიერ დროს გადაიფიქროს და ხელი აიღოს დანაშაულის ჩადენაზე და თუ დავსჯით შესაძლოა ხელი შეეშალოს დანაშაულის არ ჩადენის გადაფიქრებაში. 2.ჩვენ ვერ დაველოდებით პირს იქამდე,სანამ იგი დანაშაულს ჩაიდენს,პრევენციიდან გამომდინარე აუცილებელია ისჯებოდეს.
უნდა ისჯებოდეს განსაკუთრებით მძიმე,ზოგიერთი მძიმე და ნაკლებად მძიმე არ უნდა ისჯებოდეს,სასჯელის საკითხი ორად იყოფა: 1.დაუმთავრებელი და დამთავრებულის დროს სასჯელი უნდა იყოს ერთნაირი-რა მნიშვნელობა აქვს ადამიანმა ბოლომდე მიიყვანა თუ არა,მისი საშიშროება ხომ არ შეცვლილა. 2.უნდა განსხვავდებოდეს,რადგან მომზადება შორეული საფრთხეა არ შეიძლება მომზადებისთვის და მკვლელობისთვის ერთი და იგივე სასჯელი დავნიშნოთ,თან სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს.მაგ:მკველობის მომზადებისთვის მინიმუმ 10წელია სასჯელი.
თანამონაწილეობისას სასჯელის დანიშვნა:თანამონაწილეობის სამი სახეა 1.ორგანიზატორი. 2.წამქეზებელი. 3.დამხმარე. კანონმდებლობაში არ გვიწერია,როგორ უნდა დავნიშნოთ თანამონაწილეობისათვის სასჯელი.ამ დროს მხედველობაში მიიღება თითოეული პირის მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი,ანუ რა როლი შეასრულა.ორგანიზატორი-ყველაზე მკაცრად ისჯება,წამქეზებლის როლი შედარებით ნაკლებია,შესაძლოა ერთჯერადად დაგიყოლიოს დამხმარეს როლი შედარებით უფრო ნაკლებია, მაგ:პირს გადაწყვეტილი აქვს და განუმტკიცა სურვილი.
ქმედების ნიშანი-ახასიათებს დანაშაულს მაგ:პირმა წააქეზა მეორე,რომ მოეკლა ორსული ქალი,ორივემ იცოდა,რომ ის ორსული იყო,პირველი დაისჯება წაქეზებისთვის,მეორე მკვლელობისთვის.ეს ნიშანი შეერაცხება იმას,ვისაც შეცნობილი აქვს,რომ მაგ:ორსულს კლავს თუ არ იცოდა მაშინ არ შეერაცხება.
პერსონალური- 1.პიროვნებისთვის დამახასიათებელი 2.ბრალისათვის. 1.პიროვნებისთვის-ნასამართლობა 2.ბრალისთვის-მაგ:ანგარების მოტივი ფულის აღებისთვის მკვლელობის ჩადენა მაგ:სამმა პირმა გადაწყვიტა ყაჩაღობა ერთი გარეთ დარჩა მეორე კი შევიდა ბინაში იმ ორიდან ერთ-ერთმა იარაღის მუქარით გააღებინა სეიფი მეორემ დაიწყო ფულის შეგროვება მესამე კი გარეთ აკონტროლებს სიტუაციას.ამ შემთვევაში ზოგი მოსამართლე აკვალიფიცირებს,როგორც ჯგუფურ ყაჩაღობას,ზოგიერთი თანამონაწილეობით,ვინც გარეთ დგას ის გამოდის დამხამრე,ეს სწორი პოზიციაა,რადგანაც გარეთ ვინც დგას არ ასრულებს დანაშაულის შემადგენლობის არცერთ ნაწილს.თანაამსრულებელია ის,ვინც უშუალოდ მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში.

gio-0001's picture
gio-0001 (giorga)
სხვა
Registration Date: 2025/01/25
Last visit: 2026/02/06 14:08:59
Contact - All comments

სასჯელის დანიშვნა რეციდივის დროს და სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს.
რეციდივი-წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ კვლავ განზრახი დანაშაულის ჩადენა.აუცილებელია განზრახი დანაშაულისთვის იყოს ნასამართლევი და არ ჰქონდეს გაქარწყლებული სასჯელის დანიშვნა ხდება ასე მინიმალური სასჯელი უნდა იყოს მინიმალურს + 1 წლით მეტი.1წელი არ ემატება პირობითი მსჯავრის დროს,საპროცესო შეთანხმებისას,ასევე მაშინ,როდესაც გვაქვს მაგ:არაერთგზისობისას,ანუ როდესაც ნასამართლობა არის მაკვალიფიცირებელი ნიშანი,რადგან ისედაც დამამძიმებელი გარემოება და ისედაც გაზრდილია სასჯელი.დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობა.დანაშაულთა ერთობლიობისას თითოეულ დანაშაულზე ცალ-ცალკე ინიშნება სასჯელები და საბოლოოდ ყველაზე მკაცრი შთანთქამს დანარჩენ მსუბუქ სასჯელებს.ხოლო,ადრე იყო სასჯელთა სრული შეკრება.სრული შეკრების ნაელვანება მაგ:ერთმა ქალმა ჩაიდინა თაღლითობის რამდენიმე შემთხვევა და ჯამში გამოუვიდა 26 წელი და 6თვე როცა სხვამ ჩაიდინა მკვლელობა და მიუსაჯა 10 წელი ეს რა თქმა უნდა არასამართლიანია.თუმცა არც დღევანდელი რედაქცია სამართლებრივი რადგან შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს ერთი დანაშაული მეორემ სხვა და ერთნაირად დაისაჯოს მაგ:კაცმა ჩაიდინა მკვლელობა და ქურდობა.ყაჩაღობა სხვისი იარაღის უკანონო გამოყენება და ერთი და იგივე სასჯელი მიუსაჯამას და იმას ვინც მკვლელობა ჩაიდინა რადგანაც ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვები.ჯობს,რომ იყოს ნაწილობრივი შეკრების წესი ანუ მოსამართლემ გადაწყვიტოს თვითონ მაგ:მკვლელობიდან ერთი წელი ავიღოთ ყაჩაღობიდან 2 და ა.შ დანაშაულთა რეციდივის დროს 3 წესი მოქმედებს.1.სრული შეკრება სასჯელის 2.ნაწილობრივ შეკრება 3.მკაცრმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი.სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობისას მოქმედებს 3წესი.1.ან ორი განაჩენით დანიშნული სასჯელი შეიკრიბება ან 2.ერთი შთანთაქვს მეორე 3.ან ნაწილობრივ იკრიბება.თუმცა არის ხარვეზი მაგ:პირმა ჩაიდინა მკვლელობა ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაიდინა სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე ქმედება ამ დროს გამოდის,რომ თუ მოსამართლე სიტყვასიტყვით თარგმნის შთანთქმის კანონს მაშინ მკვლელობას შთანთაქმს ნაკლებად მძიმე დანაშაული მაგ:ჯანმრთელობის დაზიანება ამიტომაც სჯობს ასე ჩაიწეროს უფრო მკაცრი სასჯელი შთანთაქმს ნაკლებად მკაცრს.განაჩენის გამოტანის შემდგომ გაირკვა რომ პირს სხვა დანაშაულიც არქონია ჩადენილი.ამ დროს პირი უნდა გასამართლდეს დანაშაულთა ერთობლიობის წესით და არა განაჩენთა ერთობლიობით.მაგ:თუ პირს მიუსაჯეს ქურდობისათვის 5წელი და ახლა მკვლელობისთვის 15 15 შთანქამს 5ს და რაც მოხდილი აქვს ჩაეთვლება მოხდილად.დანაშაულთა ერთობლიობისას მაქსიმალური სასჯელია 30 წელი განაჩენთა ერთობლიობისას 35 მაგ თუ განაჩენთა ერთობლიობით გავასამართლებთ 35წელზე მეტს ვერ დავუნიშნავთ მაშინ უვადოზე გადავდივართ.არასაპატიმრო სასჯელისას მაგ შინაპატიმრობა დავნიშნეთ ერთ დანაშაულზე 6 თვე მეორეზე 1 წელი მესამეზე 1 წელი და ნახევარი შეგვიძლია 2 წლამდე დავნიშნოთ ხოლო შეჯამების დროს მაქსიმუმი არ შეიძლენა იყოს ზოგადით დადგენილ მაქსიმუმზე მეტი.

gio-0001's picture
gio-0001 (giorga)
სხვა
Registration Date: 2025/01/25
Last visit: 2026/02/06 14:08:59
Contact - All comments

პირობითი მსჯავრის დანიშვნა
პირობითი მსჯავრი არ არის სასჯელის სახე რადგანაც 40-ე მუხლში არის გაწერილი ადრე მოქმედ კოდექსში გვეწერა,რომელი სასჯელი შეიძლებოდა გადაგვექცია პირობითად.პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველია სასჯელის დანიშვნა,მოსამართე ნიშნავს სასჯელს,შემდგომ მას არქმევს პირობითს და აწესებს გამოსაცდელ ვადას,რომლის განმავლობაშიც პირმა არ უნდა ჩაიდინოს სასჯელი თუ არ ჩაიდენს და შეასრულებს მოვალეობებს რაც მოსამართლემ დააკისრა პირობითი მსჯავრი გაუქმდება.პირობითი მსჯავრი ეს არის დანიშნული სასჯელი რომელიც არის გაყინული და გაცოცხლდება მას შემდეგ როცა პირი არ შეასრულებს მოვალეობას.გამოსაცდელი ვადა არის 1დან 6წლანმდე არაქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია გათვალისწინებული პირობითისთვის.არასაპატიმროს დროს შინაპატიმრობისას 1დან 3წლამდე.დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისას გამოსაცდელი ვადა არის მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 6წელი.თუ უვადო პატიმარი გათავისუფლდა ვადაზე ადრე გამოსაცდელი ვადა მინიმუმ2 მაქსიმიუმ 7.მთავარია გამოსაცდელი ვადა რამდენია მაგ:2წელი პირს დაენიშნა პირობითი და 4წელი გამოსაცდელი ვადა ამ დროს პირობითის ვადის შემდეგ კვლავ არ უნდა ჩაიდინოს პირმა დანაშაული რადგანაც გამოსაცდელი ვადა არ გასულა.პირობითისას მაკონტროლებელია ბიურო.პირობითი მსჯავრთან დაკავშირებითა რსებობს ორი ტიპის ქვეყნები ანგლო ამერიკული და ფრანკო ბელიური პირობით სასჯელები.მოსამართლე პირს ეუბნება რომ განაჩენს არ გამოვიტან და უწესებს მოვალეობებს რომლის შესრულებაც გამოიწვევს გამამტყუნებელ განაჩენს ანუ ანგლო ამერიკულის დროს ასეა.ფრაკო ბელგიური ჯერ განაჩენი გამოაქვს და უნიშნავს სასჯელს გადააქცევსპირობითად უნიშნავს გამოსაცდელ ვადას და თუ დაარღვევს მერე გაცოცხლდება სასჯელი როგორც საქართველოშია.ანგლო ამერიკულის დროს არ გვაქვს ნასამართლობა პირობითის დანიშვნის წინაპირობა.საპროცესო შეთანხმება(ყველა კატეგორიის დანაშაულზე).თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით ან განზრახ მძიმე დანაშაული პირობითს ვერ დავუნიშნავთ გარდა საპროცესოსი.თუ პირმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაფრთიხლებლობიტ დანაშაული უნდა იყოს სამი პირონბა.1.ან ნაკლებად მძიმე უნდა ჩაიდინოს ან გაუფრთხილებლობითი.2.ან უნდა აღიარებდეს ან უნდა თანამშრომლობდეს. 3.ნასამართლევი არ უნდა იყოს განსაკუთრებით ან განზრახი მძიმე დანაშაულებისთვის რათა მოსამართლემ საპროცესოს გარეშე საკუთარი ინიციატივით დანიშნოს პირობითი მაგ:გიორგიომ ჩაიდინა მკვლელობა ვერ დავნიშნავთ რადგან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე მაგ:პირმა ჩაიდინა ცემა ნაკლებად მძიმეა თუმცა არც აღიარებს არც დანამშრომლობს მაშინ ვერ დავნიშნავთ პირობითს რადგან მეორე პირობა გამოირიცხება.მაგ:გიორგიმ ჩაიდინა ქურდობა ეს არის ნაკლებად მძიმე აღიარა წარსულში ნასამართლევია გაუპატიურებისთვის ანუ განსაკუთრებით მძიმესთვის აქაც ვერ გამოვიყენებთ რადგან მესამე პირობა დარღვეულია.თუ პირი წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულისთვის არ აქვს მნიშვნელობა კატეგორიას პირობითს ვერ დანიშნავს.
არასწრულწლოვნებშ-ან ნაკლებად მძიმე უნდა იყოს ჩადენილი ან მძიმე.მაგრამ თუ საპროცესოა მაშინ ყველა კატეგორიაზეა.მსჯავრდებული არ უნდა იყოს განზრახი დანაშაულისთვის.მაგ:მსჯავრდებული იყო 14 წლის და 15 წლისას გაუქარწყლდა ნასამართლობა გამოდის რომ პირობითს ვერ დანიშნავს მოსამართლე ამიტომ ჯობია ეწეროს ნასამართლევი.თუ გაუქარწყლდება არ მიიღება მხედველობაში დანიშვნისას.მუხლების ცვლილება-თუ მსჯარდებულმა ჩაიდინა არასრულწლოვნის მიმართ 137 139ის ჩათვლით 141,253,255ის ჩათვლით.აქ საპროცესოს დროსაც პირობითი დაუშვებელია.140მუხლი არ გვიწერია რადგანა სქესობრივი დანაშასულები იყოფა ძალადობრივად და არა ძალადობრივად.ძალადობრივია 133დან 137მდე,138,139. 140ის დროს დამნაშავე სრულწლოვანია და 141ის დროსაც.ეს არის მსგავსება დაზარალებული ორივეს დროსაც 16წელს მიუღწეველია ნებაყოფლობით ხდება შეღწევა პირის სხეულში ორივეში.განსხვავება მხოლოდ ერთია 140 მუხლის დროს სექსუალური ხასიათის შეღწევა ხორციელდება.141ის დროს შეხება ან საუბარი სექსუალურ თემებზე.140 უფრო მძიმე დანაშაულია აქ გვიწერია ჩვენ შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის.255პრიმაში და 140ში კი ხდება სექსუალური კავშირის დამყარება.ეს არის ხარვეზი რადგანაც თუკი ძალადობრივს აქვს ადგილი ვერ გამოვიყენებთ.არაძალადობრივის დროს გამოვიყენებთ.
პირობითი მსჯავრის გაუქმება.
გამოსაცდელი ვადა თავისუფლების აღკვეთისას 1დან 6წლამდე არასაპატიმროს დროს 1დან 3წლამდე.დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისას 2დან 6წლამდე.და უვადო არასაპატიოს გათავისუფლებისას 2 დან 7წლამდე.პირობითის გაუქმება განიხილება ორ ჯგუფად 1.პირობითის გაუქმება მსჯავრდებულის სასარგებლოდ და 2.მსჯავრდებულის საზიანოდ.1.შეიძლება გაუქმდეს თუ გამოსაცდელი ვადის ნახევარი გავიდა.პრობაციის ბიურო ახორციელებს კონტროლს.ადრე იგი მიმართავდა სასამართლოს შუამდგომლობით რომ მსჯავრდებული კარგად იქცევა ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს და სასამართლომოუხსნიდა გამოსაცდელ ვადას,რითაც გაუქმდებოდა პირობითიც.დღეს იხილავს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განხმილველი მუდმივმოქმედი კომისია.თუმცა სწორია რომ მოსამართლე განიხილავდეს რრადგანაც ის ნიშნავს და მანვე უნდა მოახდინოს გაუქმებაც.კომისია შედგება 5წევრისაგან.იუსტიციის სამინისტორს ერთი წვერი,პრობაციის სააგენტოს ორი წევრი,არასამთავრობო ორგანიზაციის ერთი წევრი,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი.კომისია ყურადღებას აქცევს დანაშაულის ხასიათს,რა ჩაიდინა,როგორ იქცევა და ა.შ მსჯავრდებულის საზიანოდ განიხილება 3შემთხვევა. 1.არ ასრულებს მოვალეობებს,პრობაციის ბიუროს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და სასამართლო გადაწყვეტს პირობითის გაუქმების ან უშვებს ციხეში ან დაუტოვებს ძალაში.2.თუ პირობითი მსჯავრდებული გამოსაცდელ ვაადში ჩაიდენს გაუფრთხილებლობით დანაშაულს ამ დროს კვლავ პრობაციის ბიურო მიმართავს სასამართლოს,რომელიც წყვეტს გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს.3.თუკი პირობით მსჯავრდებული ჩაიდენს განზრახ დანაშაულს სასამართლო პირდაპირ აუქმებს პირობითს და სასჯელს დაუნიშნავს განაჩენთა ერთობლიობით თუმცა შეუძლია მოსამართლეს არ გააუქმოს თუ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს თანამშრომლობს გამოძიებასთან გაუფორმეს საპროცესო.თუმცა ამ შემთხვევას ხელ აწერს ან გენერალური პროკუროი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.მთავარი მიზანია ის რომ სახელმწიფოს ურჩევნია ძალაში დატოვოს პირობითი და სამაგიეროდ გავიდეს მაგ:სხვა დანაშაულის კვალზე,ანუ დამოკიდებულია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
გამოსაცდელი ვადის გაგრძელება და შემცირება.
ადრე არ გვქონდა შემცირება და გაგრძელება,დღეს გვაქვს.ამ დროს პრობაცია მიმართავს სასამართლოს თუმცა არ შეიძლება გაუგრძელდეს 1წელზე მეტით.შემცირების დროს არ გვაქვს შეზღუდვა მაგ:პირს ჰქონდა პირობითი მსჯავრი,თავისუფლების აღკვეთა 2წლით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელი ვადა 6წელი.პრობაცია მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა გამოსაცდელის გაგრძელება.მოსამართლემ გაუგრძელა 7წლამდე რაც სწორია რადგანაც თუა არ გაუგრძელდება პრობაცია მოითხოს გაუქმებას პირობითის და პირს მოუწევს სასჯელის მოხდა.გვაქვს ხარვეზი რადმეად სწორია რომ თუ პირის სასარგებლოდ იღებს პრობაციის კომისია გადაწყვეტილებას,საზიანოდ-სასამართლო.მაშასადამე გაგრძელება ხომ არის საუარესო საზიანო შემცირება კი სასარგებლო და მაინც ორივეს მოსამართლე იხილასვ აჯობებს რომ თუ პირობითი გაუქმდება სასარგებლოდ და გათავისუფლდა პირიდა გამოსაცდები ვადა შემცირდა კომისიამ განიხილოს მაგრამ თუ გაუქმდა პირობითი და ციხეში გაუშვეს პირი და გამოსაცდელი გაუგრძელდა ეს საზიანოა და განიხილოს და გადაწყვიტოს სასამართლომ.
სამოქალაქო შეთანხმება.
ადრე არ გვქონდა ბოლო დროს დაემატა სამოქალაქო შეთანხმება იდება პროკურორსა და პირობით მსჯავრდებულს შორის .საპროცესო იდება პროკურორსა და ბრალდებულს შორის განაჩენის გამოტანამდე.სამოქალაქო გამოტანის შემდეგ.გამოსაცდელი ვადის ნახევრის გასვლა არ არის აუცილებელი.სამოქალაქოს დროს პირობითი მსჯავრდებული თუ შეუძლია მას საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების სხვისთვის გაზიარება მიმართავს კომისიას და ის იმსჯელებს ნიბისმიერი პროცესში პირობითის მოხსნის შესახებ.თუ ცოდნისა და გამოცდილეოს გაზიარებაში ჩვენ მოვიაზრებთ.რომ მაგ:პირი არის გიტარის მასწავლებელი და ბავშვებს ამზადებს მაშინ რა საჭიროა აქ პროკუროსი ჩართულობა?თუ გამოძიების გახნსა ეხება საქმე რა თქმა უნდა პროკურორი აცულებელია .მეორე თუ მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ეხება საქმე მაშინ პრობაციის ზოგიერთი კომისიას და არა პროკუროს თუმცა ხომ არ ეხება ისეთ შემთხვევას ან პროკურორის ჩართულობა მნიშვნელოვანია და თან ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო.მაგ:პირი კარგი სპეციალისტია და იმხელა ცოდნა აქვს რომ გახსნას დანაშაულები კომპიუტერული სისტემის გზით და ეს უნარები ასწავლოს საგამოძიებო სამსახურს რითიც ხელს შეუწყობს გამოძიებას.

gio-0001's picture
gio-0001 (giorga)
სხვა
Registration Date: 2025/01/25
Last visit: 2026/02/06 14:08:59
Contact - All comments

სასჯელები სამართალში
სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლება. - სისხლის სამათლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ხდება განაჩენის გამოტანამდე და სასჯელისგან გათავისუფლება შემდგომ. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების 4 გზა გვაქვს -1.ქმედითი მონანიების გამო; 2. ვითარების შეცვლის გამო; 3. ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის გამო; 4. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
1. ქმედითი მონანიების გამო -იმისათვის რომ გავათავისუფლოთ აუცილებელია 5 ნიშანის ქონა ერთდროულად- 1.დანაშაული ჩადენილია პირველად; 2. მაქსიმალური სასჯელი არ უნდა იყოს 3წელზე მეტი; 3.ნებაყოფლობით გამოცხადება; 4.ხელს უწყობს დანაშაულის გახსნას; 5. ანაზღაურებს ზიანს.
1. დანაშაული ჩადენილი უნდა იყოს პირველად - ა)ანუ არასდროს არქონია ჩადენილი დანაშაული ცხოვრებაში; ბ) ჩადენილი აქვს ადრე, თუმცა გაუქარწყლდა ნასამართლობა. ( ზოგჯერ სიტყვასიტყვით არუნდა განვმარტოთ კანონი). მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება- ვხვდებით ასეთ მუხლს კოდექსში.
2. მაქსიმალური სასჯელი არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი - თუ 3წელზე მეტია არგვექნება მეორე ნიშნი. თუ არგვაქვს საპატიმრო სასჯელი და არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას , რა თმა უნდა ვითვალისწინებთ და გვექნება მეორე ნიშანი.
3. ნებაყოფლობით გამოცხადება - მაგ. ჩაიდინა ქურდობა ,პირველად ჩაიდინა , სამწლამდეა სასჯელი და ცხადდება ნებაყოფლობით და არა სხვისი იძულებით( მაგ. თუ ვინმე ემუქრება, რომ გამოცხადდეს აღარ გვექნება ეს ნიშანი, ან თუ პოლიციელი იბარებს).
4. ხელს უწყობს დანაშულის გახსნას - აუცილებელად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მაგ. დაასახელოს თანამონაწილე, მიიყვანოს დანაშაულის ადგილზე და სხვ.
5. აანაზღაუროს ზიანი - ხომ შესაძლოა არ გვქონდეს სახეზე ზიანი - მაგ. იარაღის ტარების დროს, ნარკოტიკის მოხმარების ან შენახვის დროს. ( ამიტომ კანონში სჯობს ჩაიწეროს ასე - აანაზღაუროს ზიანი ასეთის არსებობის დროს.)
პროცესში გვიწერია - სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდ შეწყდეს ქმედითი მონანიების გამო.
პროცესში წერია , რომ უნდა შეწყდეს გამოძიება და მატერიალურში - შეიძლება გათავისუფლდეს. სწორი იქნება ერთნაირი სტანდარტის გამოყენება. აუცილებელია მოსამართლემ, პროკურორმა შეწყვიტოს დევნა და გამოიყენოს პროცესი. თუ ადამიანს ეცოდინება, რომ გათავისუფლდება პირობების შესრულებისას შეუწყობს პრევენციას ხელს. ამიტომ უნდა ჩაიწეროს - არა შესაძლოა გათავისუფლდეს, არამედ „უნდა“ გათავისუფლდეს.
2. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ვითარების შეცვლის გამო - ეს კანონში არის „მკვდარი“ მუხლი არ გამოიყენება. ე.ი ვითარება იმდენად არის შეცვლილი, რომ მიზანშეუწონელია პირის დასჯა. მაგ. პანდემიის დროს გამოცხადდა კომენდანტის საათი და ვინც დაარღვევდა პირველად იქნებოდა ადმინისტრაციული და შემდგომ სისხლის პასუხისმგებლობა, თუმცა შეიცვალა ვითარება მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და გაუქმდა ეს მუხლი, ამიტომაც ვეღარ დავსჯით.
3. ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობის გამო - განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, თუ არსებობს 2 პირობა : 1. დაასახელოს თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული( არ აქვს მნიშვნელობა კატეგორიას); 2. ან დაასახელოს რიგითი მოქალაქე, ვინც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული( სხვა კატეგორია არ ითვლება).მთავარია, დანაშაულის გახსნის ინტერესი!
4. ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო - ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება - იწყება დანაშაულის ჩადენიდან და გრძელდება ბრალის წაყენებამდე. მაგ. თუ 2 წელი ვერ დავადგინეთ დანაშაულის ჩამდენი პირი შეწყდება, თუმცა თუ ვიცით დამნაშავე პირის ვინაობა და მიმალვაშია 20 წელიც რომ გავიდეს არ შეწყდება ხანდაზმულობა. ნაკლებად მძიმეს დროს -6 წელი; მძიმე - 10წელი; სამოხელეო - 15 წელი, სქესობრივს -20 წელი და განსაკუთრებით მძიმეს -30წელი. (25 იყო და გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით გაიზარდა 30 წლამდე.
ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება - წამება, წამების მუქარა, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რადგანაც ღირსება აბსოლუტური უფლებაა.
კოდექსში შევიდა ცვლილება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაულები : გაუპატიურება, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი შეღწევა იძულება, ნებაყოფლობით შეღწევა და გარყვნილი ქმედება - აქაც არ ვრცელდება. 140-ე მუხლიც შედის , მიუხედავად იმისა, რომ პირობითს დავნიშნავთ - ეს ხარვეზია.
თუკი უვადოს ითვალისწინებს და გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა- ამაზეც არ ვრცელდება.
უვადოს ითვალისწინებს, თუმცა არ გამოიწვია ადამიანის სიკვდილი, ასეთია გასაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის გასაღება 260-ე მუხლი - აქ მოსამართლის გადასაწყვეტია ხანდაზმულობას დანიშნავს თუ არა.

gio-0001's picture
gio-0001 (giorga)
სხვა
Registration Date: 2025/01/25
Last visit: 2026/02/06 14:08:59
Contact - All comments

სასჯელი მოხდისგან პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება

ადრე ახორციელებდა სასამართლო, მოსამართლე.
ახლა ახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო (იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება), თუმცა ეხება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთას. არასაპატიმრო სასჯელისგან ვადაზე ადრე ათავისუფლებს მოსამართლე.
ადგილობრივი საბჭო გვაქვს: აღმოს, დასავლეთის, ქალ მსჯავრდებულთა ადგილობრივი საბჭო და არასრულწლოვანთა.
აღომსავლეთ საქართველოს საბჭო იყოფა 3ად: #1 საბჭო, #2 და #3 ადგილობრივი საბჭო.
#1 განიხილავს თბილისის ტერიტორიაზე მოთავსებულ მსჯავრდებულთა საქმეებს;
#2 განიხილავს გარდაბნისა და რუსთავში მოთავსებულ მსჯავრდებულთა საქმეებს;
#3 მცხეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა საქმეებს.
დასავლეთ საქართველოს ადგილობრიბი საბჭო განიხილავს - ბათუმის, ქუთაისისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე მოთავსებულ მსჯავრდებულთა საქმეებს.
ქალ მსჯავრდებულთა საბჭო განიხილავს- მხოლოდ ქალ მსჯავრდებულთა საქმეებს .
არასრულწლოვანთა - მხოლოდ არასრულწლოვნების.
ადგილობრივი საბჭოს შემადგენლობაში შედის - იუსტიციის სამინისტროს 1 წარმომადგენელი, პრობაციის სააგენტოს 1 წარმომადგენელი, იუსტიციის საბჭოს 1 წარმომადგენელი, არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და ზოგადი საგანმანათლებლო ან უმაღლესი დაწესებულების 1 წარმომადგენელი.
კანონშია დათქმა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთისგან შეიძლება გათავისუფლდეს პირი ადგილობრივი საბჭოს მიერ გარდა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა. იქ მოთავსებულია პირი, რომელიც არაერთხელ ნასამართლევია აქვს დარღვევები. ეს ხომ არ არის დისკრიმინაციული? თუმცა აქ არის 1 საკითხი თუ კანონში ეწერებოდა, რომ მთელი ცხოვრება ვერ გათავისუფლდება რადგანაც ამ დაწესებულებაში მოხვდა ეს დისკრიმინაციული იქნებოდა, თუმცა კანონი გვეუბნება, რომ თუ გამოსწორდა ის გადაყვანილ იქნება სხვა დაწესებულებაში და შეიძლება იქნას განხილული მისი გათავისუფლების საკითხი.
ნაკლებადმძიმეს დროს ნახევარი უნდა გავიდეს მინიმუმ რომ გავათავისუფლოდ.
მძიმეს დროს 2/3; განსაკუთრებით მძიმეს დროს ¾.
ვადები რომ გავა ციხის ადმინისტრაცია აგზავნის ადგილობრივ საბჭოში, ანუ როგორც მოუწევს გადაიგზავნება მიმართვის გარეშე ავტომატურად მსჯავრდებულის საქმე.
გვაქვს ბუდნოვანი ნორმა, რომელიც გვეუბნება, რომ მსჯავრდებულს 6 თვე მაინც უნდა ჰქონდეს მოხდილი, რომ გათავისუფლდეს. დავუშვათ, რომ მხოლოდ 6 თვე აქვს მოხდილი ასე ხომ მთლიანად მოიხდის. 1 ნორმა გვეუბნება, რომ 6თვე უნდა ჰქონდეს მოხდილიო და მეორე გვეუბნება, რომ ნახევარი მაინც უნდა ჰქონდეს მოხდილიო. მაგ, პირმა ჩაიდინა დანაშაული , რომელსაც მიესაჯა 1 წელი, მეორემ ჩაუდინა და 6თვე მიესაჯა. ანუ მეორემ უფრო მცირე დანაშაული ჩაიდინა, თუმცა მოუწია ამ 6თვის მოხდა, პირველი კი 6თვის მოხდის შემდგომ გათავისუფლდა რაც უსამართლოა.
ადგილობრივი საბჭო ყურადღებას აქცევს შემდეგ საკითხებს: 1. დანაშაულის ხასიათი, ანუ რა დანაშაული ჩაიდინა, მაგ. მკვლელობა, ყაჩაღობა ქურდობა;
2.წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ანუ რა ჩაიდინა წარსულში, ისევ ხომ არ გაიმეორა, არაერთგზისობა ხომ არ არის.
3. ოჯახური მდგომარეობა - ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, მოხუცი მშობლები;
4. ასევე მნიშვნელოვანია დაზარალ3ბულის პოზიცია, შეურიგდა თუ არა დაზარალებულს, აუნაზღაურა თუ არა ზიანი;
5. როგორ იქცევა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხომ არ არის დასჯილი.
ეს საერთო მთლიანობაში უნდა გაითვალისწინოს საბჭომ.
ერთი მხრივ კანონმდებელი უშვებს, რომ გაესაუბროს მსჯავრდებულს, რაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, თუ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს აკმაყოფილებს.

თუ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებული არღვევს მოვალეობებს, მაგ. პირს 4 თვე აქვს დარჩენილი სასჯელო და არ ასრულებს მოვალეობას. პრობაციის ბიურო მიმართავს მოსამართლეს, ამ დროს ან დატოვებს ან გააუქმებს, გაუფრთხილებლობის დროსაც იგივე , ხოლო განზრახის დროს მაშინვე გაუქმდება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი.
ჩვენ მივეკუთვნებით ქვეყანას, სადაც რესოციალიზაციაა მთავარი და შესაძლოა უვადო პატიმრის გათავისუფლება.
20 წლის გასვლის შემდგომ მოსამართლე ათავისუფლებს და არა საბჭო, ადრე პირიქით იყო.
თუ გათავისუფლდა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტეტიუმის შემდგომ, 2-დან 7წლამდე უწესდება გამოსაცდელი ვადა უვადო პატიმარზე, აქ საინტერესო საკითხია, ვადიანის დროს რაც დარჩა იმ ვადაზე ადრეა გათავისუფლებული რაც გავიდა, ხოლო უვადოს დროს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 7წელია გამოსაცდელი ვადა.
მაგალითად, პირი გათავისუფლდა უვადო პატიმრობისგან და ჩაიდინა მცირე მნიშვნელობის განზრახი დანაშაული, აქაც განხილვის საკითხია, რამდენად უნდა დავაბრუნოთ პატიმრობაში.
უვადო პატიმრობის დროს 15 წელი თუ გავიდა შეიძლება შეიცვალოს შინაპატიმრობით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით , თუმცა არანაკლებ 5 და არაუმეტრს 10 წლით. მაგრამ აქაც პრობლემაა უსასყიდლოდ, რომ იმუშაოს 5-10 წლამდე, ამიტომაც სჯობს იყოს 2-5 წლამდე.

202020's picture
202020 (dato)
სხვა
Registration Date: 2023/12/02
Last visit: 2026/02/05 16:50:07
Contact - All comments

თემა 1
ოჯახში ძალადობის მახასიათებლები

ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ძალადობაა,რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. მისი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი არის ის, რომ ხდება ერთმანეთთან დაკავშირებულ პირებს შორის - ოჯახის წევრებს შორის.ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, უგულვებელყოფითა და იძულებით. იმისათვის რომ ქმედება ჩაითვალოს ოჯახში ძალადობად, მას უნდა ახასიათებდეს პირველრიგში ის, რომ ხდებოდეს ოჯახის წევრებს შორის, ოჯახში ძალადობა არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტით და ახასიათებს ზრდის ტენდენცია და განმეორებითობა, ასევე მას ახასიათებს ძალთა ასიმეტრია, ანუ მოძალადე ყოველთვის უფრო ძლიერია ფიზიკურად ან აქვს სხვა რაიმე უპირატესობა ვიდრე მსხვერპლი, ასევე ოჯახში ძალადობა უდიდეს გავლენას ახდებს სხვა ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებუთ წრასრულწლოვნებზე და მის შედეგად დაზარალებული ყველაზე ხშირად არის ქალი რაც თავისთავად ნიშნავს რომ ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქალებზე.

თემა2
ძალადობის ფაზები და დინამიკა
ოჯახში ძალადობის წარმოსადგენად რამდენჯმს მოდელი არსებობს თუმცა ყველაზე გავრცელებულია ლენორ უოლკერის ძალადობის ციკლის თეორია რომელიც ძალადობის 3 ფაზას მოიცავს,ესენია:
1 - ეს არის დაძაბულობის ზრდა. ეს ფაზა ხასითადება იმით რომ პიროვნებებს შორის იზრდება დაძაბულობა. ამ დროს სავარაუდო მსხვერპლი ცდილობს,რომ თავიდან აირიდოს ეს და დაამშვიდოს პოტენციური მოძალადე. ეს ფაზა აეიძლება გაგრძელდეს წლები ან თვეები
2 - ეს არის სერიოზული ინციდენტი და ამდროს უკვე მსხვერპლს არ შეუძლია სიტუაციის კონტროლი და იძულებულია სხვადასხვაგვარად ეცადოს თავის დაცვას. ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 2-24 საათის განმავლობაში.
3 - ფაზა არის ე.წ თაფლობის თვე. მეორე ფაზის ანუ ძალადობის სერიოზული ინციდენტის შემდეგ მოძალადე ცდილობს გამოისყიდოს თავის დანაშაული, ითხოვს პატიებას, შერიგებას, მსხვერპლსაც უჩნდება ნდობა და გონია,რომ მოძალადე იცვლება, თუმცა არა, დროის გასვლასთან ერთად ძალადობის ხარისხიც და სიხშირეც მატულობს. ამიტომაც ძალადობის ეს მოდელი წრიულად არის გამოხატული,რაც იმის მანიშნებელი,რომ მესამე ფაზის შემდეგ ყველაფერი ისევ ახლიდან იწყება.
ეს არის ე.წ ძალადობის ბორბალი.

თემა 3
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმი 126-ე პრიმა მუხლის განმარტება.
სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე შემადგენლობად არის განსაზღვრული ოჯახში ძალადობა, რომელიც რეგულირდება 126ე პრიმა მუხლით. ამ მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
126 პრიმა მუხლი აერთიანებს ორ ქმედებას ესენია:
ფიზიკური ძალადობა და ფსიქოლოგიური ძალადობა.
ძალადობაში უნდა მოვიაზროთ როგორც ცემა, ასევე სხვაგვარი ძალადობა.
126ე პრიმა მუხლით კვალიფიკაციისათვის საკმარისია, რომ ფიზიკურ ძალადობას ერთჯერადი ხასიათი ჰქონდეს. ხოლო რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, იგი უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად და არარის საკმარისი ერთჯერადი ფაქტი.
126ე პრიმა მუხლით განსაზღვრულიქმედებისათვის აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა.
1. ძალადობა უნდა იყოს ფიზიკური ან ფსიქოლოგირი.
2. ძალადობამ შედეგად უნდა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
3. იგი არ უნდა შეიცავდეს სხვა დანაშუალის ნიშნებს ანუ არ უნდა გამოიწვიოს სსკ-ის 117ე, 118ე ან 122ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ხოლო რაც შეეხება ფიზიკურ ძალადობას, ის გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. ცემაში იგულისხმება პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმეჯერ დარტყმა, უშუალოდ, ქმედების განხორციელების მომენტში მაგალითად: სახეში ორჯერ გარტყმა, ფეხის რამდენჯერმე ჩარტყმა, ხოლო სხვაგვარი ძალადობა ნიშნავს ერთჯერადად განხორციელებულ აქტს მაგალითად: სახეში ხელის ერთხელ გარტყმა, თმების მოქაჩვა და ა.შ. ორივე შემთხვევაში აუცილებელია მსხვერპლმა განიცადოს ფიზუკური ტკივილი,მაგრამ ეს არ უნდა იწვევდეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი.
ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს,შეურაცხყოფას, შანტაჟს დანმცირებას,რომელსაც აქვს სისტემური ხასიათი და მისი შედეგია ტანჯვა. სისტემატურობა,გულისხმობს დროის მცირე მონაკვეთში ჩადენილ ორზე მეტ მოქმდებას.
126ე პრიმა მუხლი მოიცავს 5დამამძიმებელ გარემოებას ესენია:
1. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწრო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქკნე პირის ან ორსული ქალის მიმართ,
2. არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახია წევრის მიმართ
3. ორი ან მეტი პირის მიმართ
4. ჯგუფურად
5. არაერთგზის

თემა 4
განსხვავება 126ე პრიმა და 126ე მუხლს შორის განსხვავება.
ოჯახური ძალადობის მიზნებისათვის 126ე მუხლს ვიყენებთ მაშინ,როდესაც ფიზიკურ ძალადობას აქვს სისტემატური ხასიათი. სსკ-ის 126ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოდგებს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოწივია,მაგრამ არ აღმოცენდა 120 მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ამ შემთხვევაში ქმედება ხორციელდება იმ პირებს შორის,რომლებიც არარიან ოჯახია წევრები,შესაბამისად თუ ოჯახის ერთი წევრი მეორეზე სისტემატურად ძალადობს ფიზიკურად, კვალიფიკაცია მოხდება 11პრიმა-126ე მუხლის 1’2 ნაწილით.
126 პრიმა არის ერთჯერადი ძალადობა და სისტემატიური ფსიქოლოგიური
126 არის მრავალჯერადი ძალადობა,ოჯახში ძალადობის დროს იქნება 11 პრიმა
126 პრიმა მუხლის დამამძიმებელი გარემოებები:
1.წინასწარი შეცნობით არასრუწლოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფის,ასევე შეზღუდული შესაძლბელობების მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ
2.არასრუწლოვანის თანდასწრებით მისი ოჯახის წევრების მიმართ
3.ორი ან მეტი პირის მიმართ
4.ჯგუფურად

თემა 5
ძალადობის ფორმები
ფიზიკური ძალადობა - მასში იგულისხმევა ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობასთაბ დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა რაც იწვევა მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.
ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, მუქარა, შანტაჟი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთუ მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოფიური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქცევებს, რომლის მიზანიც არის აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და მსხვერპლი დაიმორჩილოს. მისი მიზანია მსხვერპლმა დაკარგოს საკთარი თავის რწმენა და მასზე მოძალადებემ მოიპოვოს სრული კონტროლი. ფსიქოლოგიური ძალადობა არის ყველაზე გავრცელებული ძალადობა, თუმცა მისი იდენთიფიცირება რთულია,ვინაიდან ესე აშკრა სამსილი არ არსებობს საიმისდ,რომ ფაქტი აღწერილი იყოს,მაგალითად სფიქოლოგიური ძალადობის დროს მსხვერპლზე არ რჩება ნაკვალევი ან სამხილი.
იძულება - ეს არის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს ისეთი მოქმედება რომლის შესრულებაც ან შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
სექსუალური ძალადობა - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსვერპლის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ასევე სქესობრივი კავშირი, სექსუალური ხასიათის ქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ
ეკონომიკური ძალადობა - ქმედება რომელიც იწვევს საკვებით, საცხორებელი და ნორმალური პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების, შრომის უფლების შეზღუდვას, ასევე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვას ამით უარესდება პირია ეკონომიკური მდგომარეობა.
არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა - მშობლის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საფრთხისგან დაუცველობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა და ა.შ თუკი მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომახგენელს აქვს სათანადო ინფორმაცია და ხელი მიუწვდება შესაბამის მომსახურებაზე.

თემა 6
სექსუალური შევიწროვება და მისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმები
სექსუალური შევიწროვება არის დისკრიმინაციის ერთერთი ფორმა.
სექსუალური შევიწროვება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი ან არასიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული გარემოს შექმნას. სექსუალური შევიწროვება შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით:
1. ფიზიკური ქცევა- არასასურველ შეხება სხეულის სხვადასხვა ადგილას, ფიზიკური ფორმა შეიძლება მოიცავდეს კოცნას, ჩქმეტას,ჩახუტებას და ა.შ
2. სიტყვიერი ანუ ველბარული - ქცევა გამოიხატება სექსუალური შინაარის ფრაზების თქმაში, შეურაცხმყოფელი შენიშვნებისა და კომენტარების გაკეთებაში
3. არასიტყვიერი, ანუ ვერბალური ქცევა - ნიშნავს სექსუალური ხასიათის ქცევა ჟესტიკულაციის გამოყენებით, ან კონკლუდენტური მოქმედებით განხორციელებულ ქმედებას,მაგალითად: სექსუალური ხასიათის ფოტოების ან ვიდეოების ჩვენება, წერილების გაგზავნა.

სექსუალური შევიწროვების დასადგენად მნიშვნელოვანია არსებობდეს შემდეგი გარემოებები ერთობლივად :
1. ადგილი უნდა ჰქონდეს სექსუალური ხასიათის ქცევას
2. ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირისთვის ვის მიმართაც არის განხორციელებეული
4. მიზნად უნდა ისახავდეს ან იწვევდეს პირის ღირსების შელახვას
5. უნდა ქმნიდეს დამაშინებელ მტრულ დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ გარემოს ადრესატისათვის.

სექსუალური შევიწროვება დასაქმების ადგილზე
სამუშაო ადგილზე შევიწროვებაა,როდესაც ხდება ცალკეული პირის მინართ სხვებთან შედარებით არახელსაყრელი გარემოს შექმნა, კონკრეტულ შემთხვევაში იგი ვლინდება არასასურველი მზერით, შეურაცხმყოფელი ხუმრობით, და ა.შ.
სექსუალური შევიწროვრბის ორი ძირითადი სახე არსებობს :
1. მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც ითვალისწინება სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში და მისი მიზანია გავლენა მოახდინოს ადამიანის სამსახურსა და კარიერაზე, ამდროს ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ეს ხდება მაშინ როდესაც ხდება სამსახურეობრივი წახალისება, დაწინაურება, ხელფასის გაზრდა,სექსუალური კავშირის სანაცვლოდ.
ასევე შეიძლება სექსუალურ კავშირზე უარმა გავლენა მოახდინის პირის სამსახურეობრივ მოვალეობაზე.
2. ეს არის მტრული გარემოს შექმნა. მსხვერპლისათვის იქმნება არასასრუველი გარემო თუმცა არ გვხვდება სექსუალური ურთიერთობის მოთხოვნის ელემენტი.
სამუშაო ადგილზე სექსულაური შევიწროების დროს მსხვერპლს შეუძლია მიმართოს:
1.სასამართლოს 2.სახალხო დამცველს 3.მის ორგანიზაციაში არსებულ შიდა რეგულისების გასაჩივრების მექანიზმი

სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად -166’ მუხლით.
166’ მუხლი - საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არარასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა.პირის პასუხსიმგებლობა მძიმდება თუ სამართლადარღვევა ჩადენილი იქნება განმეორებით - ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში,წინასწარი შეცნობით არასრწულოვანის,უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის,ორსული ქალის,შშმ პირის მიმართ ან არასრუწლოვანის თანდასწრებით,ასევე ორი ან მეტის პირის მიმართ.ჯარიმის ოდენობა იზრდება და ყველაზე მძიმე დამამძიმებელი გარემოებების შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად გათვალისწინებულია გამოსასწორებელი სამუშაო 1 თვის განმავლობაში ან ადმინისტრაციული პატიმრობა (10დღე).
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიზნებისთვის სექსუალური შევიწროების დასასდგენად მნიშვნელოვანია აშკარა გარემოებების არსებობა:
1.ადგილი უნდა ქონდეს სექსუალურ ქცევას
2.ჩადენილი უნდა იყოს საჯარო სივრცეში
3. არასასურველი უნდა იყოს იმ პირის მიმართ ვის მიმართაც ხორციელედება
4.მიზნად უნდა ისახავდეს იმ პირის ღირსების შელახვას
5.უნდა ქმნიდეს მტრული,დამამცირებელი,ასევე ღირსების შემლახველი შეურაცმყოფელი გარემოებების შექმნას.
სექსუალური შევიწროება უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი(ნებისმიერ პირს აქვს ყოფნის უფლება),ეს შესაძლოა იყოს ღია ან დახურული:
ღია სივრცე - ქუჩა,ეზო,პარკი
დარუხული სივრცე - კაფე,რესტორანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და.აშ

შევიწროვების მექანიზმები
ნებისმირ პირს, რომელიც მსხვერპლად მიიჩნევს თავს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი. პირის უფლება აქვს მოითხოვოს დისკრიმინსციული ქმედების შეწყვეტა ან მისი შედეგების აღმოფხვრა, ან მატერიალური ან მორალური ზიანის ანაზღაურება. სასამარათლო სარჩელის შეტანიდან 3დღის ვადაში განიხილავს წარმოებაში მიღების საკითხს, ასევე მოსარჩელეს აძლევს ხარვეზების აღმოსაფხვრელად 3დღის ვადას, თუ წარმოებაში არ მიიღებს მაშინ ეს საჩივრდება კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ მისი გაცნობიდან 3დღის ვადაში. თუ საჩივარი დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლო საქმეს უბრუნენს პირველი ინსტანციის სასამარათლო საქმის განხილვის შედეგდ სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინსციის ფაქტის დადასტურების ან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
მეორე მექანიზმი არის სახალხო დამცველისათვის მიმართვა. მისთვის მიმართვის ხანდაზმულობის ვადა არარის განსაზღვრული და ნებისმიერ დროს შეუძლია პირს მიმართვა. პირს რომელიც სახალხო დამცველს მიმართავს განცხადბით უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომელიც სექსუალური შევიწროვების ვარაუდს იძლევა.
დისკრიმინაციის, სექსუალური შევუწროვების ფაქტი თუ დადასტურდა სახალხო დამცველი მოპასუხეს მიმართავს რეკომენდაციით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს
1. სექსუალური შევიწროვების შეწყვეტას ან მომავალში თავიდან აცილებას.
2. თუ იმ დროს რეკომენდაციის ადრესატი ორგანიზაცია ან დაწესებულება - სექსუალური შევიწროების პრვენციის შიდა მექანიზმის დოკუმენტის შემუშავებას. თუ ფაქტი არ დადასტურდა, სახალხო დამცველი წყვეტს საქმისწარმოებას.
სასამართლოსა და სახალხო დამცველის გარდა არსებობის შემთხვევაში მსხვერპლს შეუძლია გამოიყენოს შიდა გასაჩივრების მექანიზმები,შევიწროვების ფაქტზე საჩივრით შეუძლია მიმართოს მის ორგანიზაციაში არსებულ შესაბამის ორგანოს ან პირს.
კანონი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს,სახალხო დამცველი აჩერებს საქმისწარმოებას თუ იმავე ფაქტობრივ გარემოებებს შეისწავლის სასამართლო და წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება ამ გარემოებების შესახებ.

თემა7
ადევნება
ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს,მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას,ასევე შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვას,რადგანაც ადევნების ნებისმიერი ობიექტი,უპირველესყოვლისა,არის ფსიქოლოგიური ტეროტის მსხვერპლი.

ადევნება ხდება ერთი ინდივიდის მიერ ან მესამე პირის მეშვეობით,მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათევის მიმართ.
ადევნებაში იგულისმება:
-უკანონო თვალთვალი
-არასასურველი კომუნიკაციის დამყარება,ტელეფონის,ელექტრონული მესიჯით ან სხვა საშუალებით.
-ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება
ადევნება სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან მისი ოჯახის წევრის,ასევე ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს,რაც პირის ცხოვრების წესს მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას ქმნის.

თემა 8
126-ე პრიმას ელემენტები

თემა 9
შემაკავებელი და დამცავი ორდერი და განსხვავება მათი

ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედეების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოიცეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.ძირითადად ეს ორი ინსტრუმენტი ერთანეთის მსგავსი თუმცა მაინც არის განმასხვავებელი ნიშნებიი.შემაკავებელი ორდერის გამოსაცემად პირმა უნდა მიმართოს პოლიციას რომ მოხდეს დროული რეაგირება, ხოლო დამცავი ორდერის გამოსაცემად პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს,რის გამოაცემადაც მას აქვს 10 დღიანი ვადა.შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოთხოვნის უფლება ავქვს მსხვერპლს,ოჯახის წევრს, პირს რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო,ფსიოლოგიურ ან იურიდიულ დახმარებას და მეურვეობისა და მზუნველობის ორგანოს.
მისი გამოცემისთვის საჭიროა
1.ძალადობის ფაქტის არსებობა ან მოსალოდნელი საფრთხე
2.მსხვერპლი უნდა იყო ოჯახის წევრი ან არაოჯახისწევრის მხრიდან გენდერული მოტივით უნდა მოხდეს ძალადობა.
შემაკავებელ ორდერს გამოსცემს : პოლიციის უფლებამმოსილი თანამშრომელი,30 დღით,საჩივრდება პირველი ინსტანციის და შემდგომ სააპელაციო სასამართლოში, მოითხოვს მოძალადისგან ქცევის შეცვლაზე ორიენტირებულ სწავლის კურსის გავლას.
დამცავ ორდერს გამოსცემს : სასამართლო,9 თვემდე,შესაძლებელია მისი გგრძელება 3 თვით,სჩივრდება სააპელაციო სასამართ₾ოში,შეიცავს სწავლის კურსის გავლას.

თემა 10
ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების საფუძვლები, წესი და პროცედურები.
ელექტრონული ზედამხედველობა არის შემაკავებელი ორდერის აღსრულების ინსტრუმენტი ,რომლის საშუაებითაც შესაძლებელია მოძალადის კონტროლი მის მიერ მსხვერპლთან მიახლოების თავიდან ასაცილებლად.(მაქსიმუმ 30 დღით). ოქმი გადაეცემა სასამართ₾ოს 24 საათის განმავლობაში რის შესახებაც სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მიზანი-მსხვერპლის დაცვა,თუ არსებობს მოძალადისგან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.
გეოგრაფიული ზონები
საგნგაშო ზონა-დაცვის შიდა ზონა,მსხვერპლის საცხოვრებლიდან ან სამუშაო ადგილიდან 100 მეტრის დაშორებით.
ბუფერული ზონა-დაცვის გარე ზონა-საგანგაშო ზონის ირგვლივ არსებული 500 მეტრიანი რადიუსი.
თემა 11
შემაკავებელი და დამცავი ორდერის მონიტორინგი -აკონტროლებს პოლიციის თანამშრომელი.შემაკავებელის დროს პოლიციის თანაშრომელი რისკების მიხედვით აფასეებს რმდენად საჭიროა მონტორინგი , ხოლო დანცავი ორდერის დროს მსხვერპლთან და მოძალადესთან ხორციელდეება თვეში მინიმუმ ერთი გასაუბრება და თვეში ერთხელ იბარებს პოლიციაში და ახორციელებს ვიზიტს მის საცხოვრებელ ადგილზე.
სავარაუდო მსხვერპლისთვის სტატუსის მინიჭების წესი-ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმა სტატუსი შეიძლება მიიღოს
ა.პოლიციის თანამშრომლის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცეის გზით.
ბ.სასამართლოს მიერ დამცავი ორდერის გამოცემის გზით.
გ.პროკურორის მიერ პირის დაზარალებულად ცნობით.
საელმწიფო სერვისები თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები-თავშესაფარი არის ძალადობის მსვერპლთა დროებით საცხოვრებელი ადგილი,რომელიც ემსახურება მსხვერპლისთვის ფსიოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას,იურდიულ და სამედიცინო დახმარებას და დაცვას.მსხვერპლის განთავსება ხდება 3 თვის (შესაძლებელია გახანგრძლივება).
კრიზისული ცენტრი არის მსხვერპლთაა დროებით განთავსების ადგილი თავშესარის მიცემამდე პირველადი სამედიცინო მომსახურების მიზნით..მსხვერპლსა და სააგენტოს შორის ფორმდება 3 თვემდე ვადით ხელშეკრულება,ხოლო სავარაუდო მსხვერპლსა და ცენტრს შორის 12 დღემდე ვადით.

თემა 12
ბავშვთა დაცვის რეფერირება,საფეხურები
რეფერირება ანუ მიმართვიანობა,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების)პროცედურები დადგენილია მთავრობის დადგენილებით,რომმლის მიზანიცაა ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა,რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფეფტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით.
ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს
1.ძალდობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას
2.ბავშვის მდგომარეობის შეფასებას
3.ბავშვზე ძალადობის შემთხვევის შესახებ შესაბაისი ორგანოების ინფორმირებას
4.ბავშვის განთავსებას სპეციალურ დაწესებულებაში,რომელიც ხელს შეუწყობს მის უსაფრთხოებას.
5.ძალადობის შეთხვევაზე ზედამხედველობას.
რეფერირების პროცესში ჩართული სუბიექტები არიან პოლიცია,პროკურატურა,საბავშვო ბაღები,მანდატურის სამსახური,თავშესაფრები და ა.შ. ბავშვზეძალდობის გამოვლენა ევალებათ მათ და ასეთ შემთხვევაში დაუყონებლი უნდა მიმართონ დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და პოლიციას,რის შემდეგაც ისინი გაესაუბრებიან მსხვრპლს და პოლიციამ უნდა აღკვეთოს ძალადობის ფაქტი და შეატყობინოს სააგენტოს.პოლიციას შეეუძლია გამოწეროს შემააებელი ორდერიც.სააგენტომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა ძალდობის ფაქტის აღმოსაფხვრელად და ბავშვვის დასაცავად.ბავშვის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო,ასევვე პოლიციელი თვალს ადევნებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვს და მის მდგომამრეობას ოჯახში.
კაზუსები

კაზუსი 1
1. ესმას,ქმარმა ორჯერ დაარტყა მუშტი ეს დავაკვალიფიცირდება - 126 პრიმა მუხლით,შემდეგ ქმარმა ესმას ტელეფონი დაუმტვრია,რომელიც 150 ლარი ოდენობის იყო - 11’კვალიფიკაცია იქნება 187-ე მუხლით თანახმად,150 ლარი არ წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.შემდეგ ესმას ქმარმა, როდესაც ესმას დიშვილი შემოვიდა მათთთან,ესმას ქმარმა თმაზე მოქაჩა ესმას დიშვილს -კვალიფიკაცია 11 პრიმა მუხლი,რადგან დისშვილი არ ითვლება ოჯახის წევრად. ან მეორე ვარიანტი ესე დაკვალიფიცირდება -კვალიფიკაცია 126 -ე მუხლის დამამძიმებელი გარემოება არასრუწლოვნის მიმართ,მიუხედავად,იმისა,რომ ეს არასრუწლოვანი არ არის ოჯახის წევრი.

კაზუსი 2
2022 წლის აპრილში (ზუსტი რიცხვი და დრო დაუნდეგენელია) ირაკლიმ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით აუკრძალა მეუღლეს ( თეკლას) მისი ნებართვის გარეშე ქუჩაში,მაღაზიაში წასვლა და თუკი მისი ნებართვის გარეშე სადმე ნაბიჯს გადადგამდა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.თეკლას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დაკვალიფიცირდება 11 პრიმა 151-ე მუხლის 1 ნაწილით და ‘’დ’’ ქვეპუნქტით.ასევე,2022 წლის აპრილის დაახლოებით 11:00ზე ირაკლიმ მეუღლეს ხელი მოუჭირა,მარჯვენა ხელის არეში,რა დროსაც თეკლამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრუწლოვანი 17 წლის შვილი - დაკვალიფიცირდება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ‘’გ’’ ქვეპუნქტით.

კაზუსი 3
ლეილა ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა შალვასთან
ერთად თანაცხოვრების პერიოდში,შალვა ხშირად სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა მეუღლეს,მიაჩნდა რომ ქალის მთავარი მოვალეობა იყო საოჯახო საქმეების კეთება და ბავშვის აღზრდა.მორიგი კონფლიქტის შემდეგ,ლეილამ სცადა მოკვლა და დიდი რაოდენობით წნევის დამწევი საშუალებები დალია,თუმდა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად,მოხერხდა მისი გადარჩენა.აღნიშნული შემთხვევის შემდეგ,ლეილა ქმარს გაშორდა და საცოხვრებლად თავისი მშობლების სახლში გადავიდა -კვალიფიკაცია 126 პრიმა მუხლი ფაქტობრივი ქორწინეაც ოჯახის წევრობას მიგვანიწშნებს,ასევე იქნება 11 პრიმა მუხლის და 115 მუხლის მე-2 ‘’ბ’’ ქვეპუნქტი.
შალვასთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.ერთ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შალვა მივიდა ლეილას მშობლების სახლში,თუმდა იქ არავინ არ დახვდა.ამის შემდეგ შალვა მივიდა ლეილას მშობლების მეზობლებთან და უთხრა - ლეილას მშობლებისთვის გადაეცა,რომ სახლს გადაუწვავდა.მეზობელმა იმავე დღესვე გადასცა ლეილას მშობლებს შალვას დანაბარები,რომლებმაც მაშინვე მიმართეს პოლიციას,რადგან იფიქრეს,რომ შალვას რეალურად შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

კაზუსი 4
კახა და ნინო ფიქტიურ ქორწინებაში არიან,რამდენიმე წელია.კახა სულ ეუბნებოდა შურაცმყოფელ სიტყვებს ნინოს,ისეთ რეპლიკებს,როგორიცაა უსაქმური ხარ და.აშ
შემდეგ ნინო წავიდა თავისი მშობლების სახლში კახას დაუკითხავად,კახამ ამის გამო ნინოს შეასხა ბენზინი და ნინომ მიიღო 70%დამწვრობა და 12 დღეს გარდაიცვალა.
პასუხი:126პრიმა მუხლი,რადგან ნინო იყო სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ,რაც იწვევდა ნინოს ტანჯვას.ხოლო კახას მიერ ჩადენილი ქმედება (ბენზინის შესხმა) დაკვალიფიცირდება 11’პრიმა მუხლით,ასევე 109 მუხლის ბ,თ,კ,მ ქვეპუნქტებით.
ბ - სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების გამოყენებით
თ - გენდერის ნიშნით
კ - ოჯახის წევრის
მ - განსაკუთრებული სისასტიკით

კაზუსი 5
ალეხანდრო და ესმერალდა იმყოფებოდნენ რეესგისტრირებულ ქორწინებაში.ერთად ცხოვრების პერიოდში,ალეხანდრო გარკვეული პერიოდულობით ფიზიკურად ძალადობდა ესმერალდაზე.ესმერალდა ერთი თვის განმავლობაში ხშირად გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი,თუმდა კონკრეტული თარიღების და პერიოდს ვერ იხსენებს.ფიზიკურ ძალადობასთან ერთად თან ახლვდა სიტყვიერი შეურაცყოფები.ალეხანდრო მეუღლეს თითქმის ყოველდღიურად ეუბნდებოდა,რომ არაფრის მაქნისი არ იყო და ასე ცოლი არ სჭირდებოდა
პასუხი :ერთი თვის განმავლობაში,როდესაც ურტყამდა ესმერალდას ეს იქნება 11 პრიმა 126-ე მუხლის 2 ნაწილი.

კაზუსი 6
ანა და გივი 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ არარესგიტრირებულ ქორწინებაში.ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ ურთიერთობა დაეძაბათ,ჰქონდათ ხშირი კონფლიქტები,რაც გამოიხატებოდა გივის მიერ ანას მიმართ განხორცეიელებულ ძალადობაში,კერძოდ,გივი თავის მეუღლეს ბოლო ერთის წლის განმავლობაში ხშირად სცემდა ხელებისა და ფეხების გამოყენებით. 11 პრიმა 126-ე მუხლის 1-2 ნაწილი

თანაცხოვრების მე 2 წელს ანა დაშორდა მეუღლეს,წამოვიდა სახლიდან და თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად,რადგან ვეღარ გაუძლო გივის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას,ასევე გივი ეუბნებოდა,რომ თუ დაშორდება ის მას დაასახიჩრება ისე,რომ მას არავინ შეხედავდა - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლის 1 ნაწილით. ასევე უნდა გამოვიყენოთ 150-ე მუხლი იძულება მუქარის ხერხით.ანა მოქმედებს თავისი ნების საწინააღდმეგოთ და მუქარი ხერხით იმიტომ,რომ გივი ემუქრება მას სახის დასახიჩრებით.
დაშორების მიუხედავად,გივი ანს მოსვენებას არ აძლევდა.2018 წლის 5 სექტემბერს გივი დაუკავშირდა ანას მამას-ჯემალის და უთხრა,რომსახლს გადაუწვავდა,რადგან მას ადანაშაულებდა ანას დაშორების გამო.ჯემალი ძალიან შეაშინა გივის სიტყვებმა და იფიქრა,რომ მას მართლაც შეეძლო ამ ყველაფრის გაკეთება - დაკვალიფიცირდება 151-ე მუხლით,ეს არის მუქარა,რადგანაც გივი ანას მამას (ჯემალის) ემუქრება სახლის გადაწვით.