Comments

boxua's picture
boxua (kaxa)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2017/12/11 15:54:56
Contact - All comments

48-ე მუხლის მე-7 ნაწილი ბრალდებულს აძლევს უფლებას არ მისცეს ჩვენაბა, საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ, მაგრამ თუ მისცემს ჩვენების, უნდა თქვას სიმართლე,წინააღმდეგ შემთხვევაში მოქმედი კოდექსით ნამდვილად არის შესაძლებელი ცრუ ჩვენების მიცემისათვის დასაჯონ. იმედია ამ მანკიერ პრაქტიკას არ დაუშვებენ.

lentexis sakrebulo's picture
lentexis sakrebulo (ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2017/07/03 16:24:18
Contact - All comments

საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი კანონის დღევანდელი რედაქციით მოხსნილია, ხომ არ არის მიზანშეწონილი კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარის მოხსნაც?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს, რომელსაც მოხელის სამსახურში მიღების უფლება აქვს, შეუძლია მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისას გამოიყენოს გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად (საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონი №6611 – ვებგვერდი, 12.07.2012წ.) 2012 წლის 10 აგვისტოდან მოხელე უნდა დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის წესით. ამდენად, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, 24 –ე მუხლი ეწინააღმდეგება, ამავე კანონის 29–ე მუხლს. სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულერებლად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ახალი ნორმა (კანონში ცვლილებები), ამასთანავე, ზემოხსენებული კანონის 24–ე მუხლი "მოხელის გამოსაცდელი ვადა" ამოსაღებია, ასევე ამოსაღებია ამავე კანონის 26–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ვ"ქვეპუნქტი, 98–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა"ქვეპუნქტი,რომელიც ეხება გამოსაცდელ ვადას.

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

მე ვფიქრობ, რომ მთლიანი მასალის იმიტომ რომ "იმ მომენტისათვის არსებული მასალის" აქ საუბარია ბრალდებასთან არსებული ყველა მასალა და თუ ნაწილს გადასცემს, გადაცემულიც და გადაუცემელიც დაუშვებელი მტკიცებულება იქნება.

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

საგამონაკლისო უფლება ნამდვილად მონაპოვარია და არ უნდა დაიკარგოს.

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

ბესიკ გაიხსნე მოჭიდავეებმა რომ დაანგრიეს სასამართლოს დარბაზი. მსგავსი სიტუაციების პრევენციისთვის 5000 ლარი ნამდვილად შემაკავებელი ხასიათის იქნება. თუმცა გეთანხმები ვაი და "თვალშ არ მოუხვიდე მოსამართლეს" :-D

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

ამ მუხლში ვფიქრობ აკლია ერთი მომენტი: თუ ზეპირი მოსმენის გამართვის დროს განკარგულების გამომტანი მოსამართლე გადაწყვეტს, რომ მიმართვაში დაფქსირებული დარღვევის გამო მიზანშეუწონელია განკარგულების გამოატანა რას შვრება? კოდექსის მიხედვით მაინც გამოაქვს.

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2017/12/14 16:20:12
Contact - All comments

"16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან." ეს ჩანაწერი არის იურიდიულად გაუმართავი! ამიტომ, შესაბამის ტერმინი (ოჯახი) უნდა განიმარტოს შემდეგნაირად: 16. ოჯახი: ა) პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი; აგრეთვე, ბ) პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს („ბ“ ნაწილში აღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის ის ნაწილი, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49–ე მუხლის მე–5 პუნქტს, რომლითაც თვითმმართველ ერთეულს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებლად, თავისი შეხედულებისამებრ. ამასთანავე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლი ეწინააღდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 65 2– მუხლის მე–4 პუნქტს, რომლითაც 2013 წლის 1 იანვრამდე თვითმმართველ ერთეულს უფლება ჰქონდა განსაკუთრებულ შემთხვევებში, ნებაყოფლობით გადაეწყვიტა სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისათვის მატერიალურ-ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. ამდენად, 2013 წლის 1 იანვრიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ვერ დაფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონი, კერძოდ: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონს. ამდენად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლიდან ამოღებული უნდა იქნეს სიტყვები „ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან“ და ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით, „სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“

rati90's picture
rati90 (რატი ბახტაძე)
სხვა
Registration Date: 2013/05/20
Last visit: 2017/11/14 21:36:03
Contact - All comments

საინტერესოა რამდენად გულისხმობს მუდმივი წევრობა ეროვნული უშიშროების საბჭოზე დასწრების ვალდებულებას. ჩემი აზრით იურიდიულად დასწრების ვალდემულება მინისტრებს და პრემიერ-მინიტრს არა აქვთ, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რაც უშიშროებიდან გამომდინარეობს, ამ პირებს თავისი სამსახურეობლივი მოვალეობიდან გამომდინარე საჭიროა დაესწრნონ ასეთ შეხვედრებს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების თაობაზე. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111–ე მუხლის მე–2 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 პუნქტს, რომლითაც ბრალდებისა და დაცვის მხარე სარგებლობს ერთნაირი უფლებებით. საქართველოს კონსტიტუციის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111–ე მუხლის მე–2 ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "2.დაცვის მხარე უფლებამოსილი არის , სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ჩხრეკის ან ამოღების ჩატარების თაობაზე.".

koba nadiradze's picture
koba nadiradze (kobnadira)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/03/27
Last visit: 2017/12/14 16:07:19
Contact - All comments

ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი არასწორია და ძირეულად ცვლის მის მნიშვნელობას, უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (ეს ნიშნავს, რომ შეზღუდულია პირის ინტერგრაციის შესაძლებლობა და არა მისი ფიზიკური და/ან მენტალური შეზღუდულობა).

harison (george harison)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2012/12/11
Last visit: 2014/08/13 13:46:31
Contact - All comments

მე ახალი საპროცესო კოდექსის მომხრეთა რიგებში ვზივარ, მაგრამ ის ფაქტი, რომ დაზარალებულს უნდა შეატყობინონ და თან პროკურორი ვალდებულია გაიაროს კონსულტაცია საპროცესო შეთანხმებაზე ავტომატურად უნდა აძლევდეს უფლებას დაზარალებულს შეთანხმების გასაჩივრების უფლებასაც. იქნებ დაზარალებული დასაბუთებულად ადასტურებს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, რაც შეთანხმების დადების საფუძველი გახდა.

transparency's picture
transparency (TI Georgia)
სხვა
Registration Date: 2011/12/19
Last visit: 2017/12/15 20:55:55
Contact - All comments

კანონი, რომლის საფუძველზეც ეს დებულება დამტკიცებულია, არ არსებობს (გაუქმდა „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონით) და დებულება ძალაში არ უნდა იყოს ან უნდა იყოს შეცვლილი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1-1/1476 ბრძანების სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებ­ლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №1-1/1476 ბრძანება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილების სამართლებრივი საფუძველია, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნა გამოცხადდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №247 დადგენილება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

"ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1-1/1416 ბრძანების, სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებ­ლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1-1/1416 ბრძანება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №1-1/588 ბრძანების, სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებ­ლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ“ წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 18 აპრილის №1-1/588 ბრძანება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანების სამართლებრივი საფუძველია „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებ­ლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ტიპური ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1367 ბრძანება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

"სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე"საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილების სამართლებრივი საფუძველია, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც გაუქმდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 50–ე მუხლის "დ" ქვეპუნქტის თანახმად.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამდენად, ძალადაკარგულად უნა გამოცხადდეს "სახელმწიფონ ქონების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის №248 დადგენილება.

kniaza111's picture
kniaza111 (დავითი თოთრაშვილი)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/05/23
Last visit: 2017/10/07 20:59:02
Contact - All comments

საგამონაკლისო უფლება მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის მაბალანსებელი ერთ–ერთი საშვალება. ამისთვის ჯარიმა არ უნდა იყოს გათვალისწინწბული.

koba.kakulia's picture
koba.kakulia (koba kakulia)
სამოქალაქო საპროცესო სამართალი
Registration Date: 2013/05/08
Last visit: 2016/12/21 13:35:19
Contact - All comments

მკვდარი მუხლია პრაქტიკაში, ამ ჯარიმის გამო

599344045 (zurab zamtaradze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/06/26
Last visit: 2013/07/31 14:31:24
Contact - All comments

ekvsi[6] celi ert tanamdeobaze vmushaob kerdzo karxanashi. arc erti dge gacdena,arc shvebuleba,da ai am 6 clis mandzilze 6 da 3 tviani xelshekrulebebs gvidebdnen dacvis tanamshromlebs. am shemtxvevashi uvado xelshekruleba uhda daidos.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის პირველი წინადადებიდან „ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) ის თანამშრომლები,“ ამოსაღებია სიტყვები „გარდა პოლიტიკური და“ ვინაიდან, პოლიტიკური გაერთიანება არ არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძოდ: მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, პარტია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ აღნიშნული "ე" ქვეპუნქტი წინააღმდეგობაში მოდის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. როგორც მოგეხსენებათ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლაა ვიდრე კანონი (კოდექსი), კერძოდ:„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, პარტია არის არასამეწარმეო იურიდიულ პირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 332–ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის პირველი წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა რელიგიური გაერთიანებებისა) ის თანამშრომლები,...“.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/106, 13.06.2013), „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა (№07-3/107, 13.06.2013) და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/106, 13.06.2013), „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა (№07-3/107, 13.06.2013) და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (№07-3/108, 13.06.2013) გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტით(№07-3/106, 13.06.2013) ცვლილებები შედის საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებულ უნდა იქნეს 29-ე მუხლის 1 1 პუნქტი, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საქართველოს კონსტიტუციაში ზემოხსენებული ცვლილებების განხორციელებასთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის 104 4 -ე მუხლიდან ამოღებულ უნდა იქნეს მე-2 პუნქტი „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება კონსტიტუციის 29-ე მუხლის 11 პუნქტით დადგენილი შეზღუდვები .“ ვინაიდან, თუ, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლიდან ამოვიღებთ 1 1 პუნქტს, საქართველოს კონსტიტუციის 104 4 -ე მუხლიდანაც ამოღებულ უნდა იქნეს ის ნორმა, რომელიც მიუთითებს გაუქმებულ 29-ე მუხლის 1 1 პუნქტზე.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილია დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამასთანავე, აღნიშნული მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, მაგალითად: „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“( რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-16 მუხლის შესაბამისად, ყველა სახელმწიფოს უფლება აქვს დააწესოს შეზღუდვა უცხოელთა პოლიტიკურ საქმიანობაზე და სხვა.
საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა, იგივეს ითვალისწინებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუცია და კანონმდებლობა. ამდენად, თუ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ამასთანავე, გახდება საქართველოს მოქალაქე, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ის ვალდებული იქნება დაიცვას არამარტო საქართველოს ინტერესები, არამედ დაიცვას იმ ქვეყნის ინტერესები, რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის. აღნიშნულმა გარემოებამ, შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, კერძოდ: შეიძლება დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლითაც საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო და სხვა.
ამდენად, საქართველოს მოქალაქეების აზრის გამოკითხვის საფუძველზე და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

გიგი გიორგაძე's picture
გიგი გიორგაძე (გიგი გიორგაძე)
სხვა
Registration Date: 2012/11/15
Last visit: 2017/12/11 16:58:53
Contact - All comments

ეწინააღმდეგება თუ არა ამ კანონით მიერ დადგენილი მე-80 მუხლის მე-5 პუნქტის რედაქცია, კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-6 პუნქტს, რადგან ამ რედაქციით, თუ მთავრობა ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღებს ნდობას, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, ხოლო მე-6 მუხლში წერია, რომ თუ მთავრობა, მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მიიღებს ნდობას, პრეზიდენტი, 7 დღის ვადაში წარადგენს პარლკმენტის ორი მეხუთედისთვის მოსაწონ კანდიდატურას, მაგრამ თუ მე-5 პუნქტი, პარლამენტი უკვე დათხოვნილი იქნება, როგორ წარადგენს ის, საკუთარი ორი მეხუითედისთვის მოსაწონ კანდიდატურას?

nika's picture
nika (nika)
სხვა
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2017/10/10 17:03:06
Contact - All comments

ეს ცვლილება ეხება კონსტიტუციის მოქმედ რედაქციას და არა იმას, რაც ოქტომბრის მერე ამოქმედდება. მოქმედი რედაქციის მე-80 მუხლის მე-6 ნაწილით კი ”ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა.”. მოყვანილი მეორე ნორმა არის ასამოქმედებელი კონსტიტუციური ცვლილების მე-80 მუხლი. ჩემი აზრით წინააღმდეგობა არ არსებობს.

alela's picture
alela (mindia)
სხვა
Registration Date: 2011/02/02
Last visit: 2017/12/09 07:10:13
Contact - All comments

ამ მუხლის მეორე ნაწილში შეცდომაა კერძოდ: სიტყვა "მემკვიდრეების" ნაცვლად უნდა იყო "მამკვიდრებლის"

გიგი გიორგაძე's picture
გიგი გიორგაძე (გიგი გიორგაძე)
სხვა
Registration Date: 2012/11/15
Last visit: 2017/12/11 16:58:53
Contact - All comments

„მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის №351 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის N767 ბრძანებულების საფუძველზე ჯარიმებისთვის გამოყენებული მინიმალური ხელფასი არის 40 ლარი და თან ასეთი ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, ამ მუხლით კი გამოდის რომ მინიმალური ჯარიმა იქნება 5000X40=200000 ლარი იქნებ მიპასუხოთ წინააღმდეგობის არსი რაში მდგომარეობს?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ( საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 86 – ვებგვერდი, 03.04.2013წ.) შესაბამისად, ამოღებულ იქნა, ამავე, კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ატესტირებას ექვემდებარება მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის. ამდენად, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლიდანაც ამოღებულ უნდა იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ატესტირებას ექვემდებარება მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის.

gigibreg (გიგი ბრეგაძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2013/06/13
Last visit: 2014/03/28 11:37:08
Contact - All comments

საინტერესოა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პირმა შეძენისას არ იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო.

sandro385's picture
sandro385 (ალექსანდრე ამაშუკელი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2012/07/05
Last visit: 2017/12/07 11:18:43
Contact - All comments

გაუგებარია, თუ დამსაქმებლის საქმიანობა 24 საათიან უწყვეტ რეჟიმს ითვალისწინებს, მაშინ შეიძლება აღემატებოდეს 48 საათს თუ არ შეიძლება?

irakli giorgadze's picture
irakli giorgadze (ირაკლი გიორგაძე)
სხვა
Registration Date: 2011/02/09
Last visit: 2017/12/15 21:33:52
Contact - All comments

აშკარაა წინააღმდეგობა ამ აქტის მუხლებს შორის, კონკრეტულად - დანართის პირველი მუხლის მეორე პუნქტში მითითებულია რომ ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, სხვათაშორის ასეთივე მითითებაა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, ხოლო ამ წესის შემდგომი მუხლები განსაზღვრავენ ფორმულას და მისი შემადგენელი ნაწილების არსს... საბაზრო ღირებულება რომ ფორმულით ვერ გამოითვლება აშკარაა, ამიტომაც მუდამ მივიღებთ არაკონკურენტულ ფასებს.. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან ამ წესის გამო თვითმმართველობებს არ ეძლევათ საშუალება საბაზრო ღირებულებას გაუთანასწორონ მიწის ფასი.. საჭიროა აუცილებელი რეაგირება, სანამ მიწის ფონდი კიდევ არის დარჩენილი თვითმმართველობების საკუთრებაში...

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. ამ პირებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტი, ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტს . როგორც მოგეხსენებათ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლაა ვიდრე კანონი, კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტის, ბოლო წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის ვადით, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით“.

Jani49 (ყაშუაშვილი დავით)
სხვა
Registration Date: 2013/07/06
Last visit: 2013/07/10 09:47:01
Contact - All comments

ჩემთვის ეს კანონი უფრო მონურია ვიდრე წინა, სხვას არც ველოდი, ეს დაწერილია ბიზნესის ინტერესების დასაცავად. ამ კანონის შექმნის დროს მთავრობაში ბიზნესს ყავდა დიდი ლობი ამიტომ სახელმწიფოს პირველი პირი არ შეიძლება იყოს ბიზნესმენი. ხალხი ბატონ ბიძინასგან სხვა კანონს ელოდა

nika's picture
nika (nika)
სხვა
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2017/10/10 17:03:06
Contact - All comments

არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს და 48-ს სპეც სამუშაოებზე. 24 საათიანი რეჟიმი თუ არის ცვლები ისე უნდა განაწილდეს, რომ თითოეულ დასაქმებულს გამოუვიდეს საერთო ჯამში 40 (48) საათი კვირაში. გასათვალისწინებელია შესვენების და დასვენების დროის გამოკლება.

berianidze giorgi (berianidze giorgi)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/06/14
Last visit: 2013/07/12 09:57:40
Contact - All comments

საქართველოს შრომის კოდექსი

tornike.chkhikvadze's picture
tornike.chkhikvadze (თორნიკე)
სხვა
Registration Date: 2012/10/12
Last visit: 2016/10/16 02:36:28
Contact - All comments

კოდიფიცირებულ ვერსიაში ცვლილებები რატომ არ წერია? ხომ შეიცვალა 40 ლარის მაგივრად გახდა 20 ლარი ღვედი გამოუყენლობის შემთხვევაში?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

ქალბატონო ნინო, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო„საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის 41 1- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობით დადგენილ დახმარებასთან ერთად, მის მიერ შვებულების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად ეძლევა კომპენსაცია. „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს № 231/ნ ბრძანების მე-3 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნტების, მე-5 მუხლის შესაბამისად, დახმარება გაიცემა სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" მიერ, მაგრამ არა უმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია გაიცემა საჯარო მოსამსახურეზე შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან. ამდენად, დამსაქმებელს (თუ ის არ არის საჯარო სამსახური) უფლება აქვს არ აუნაზღაუროს დასაქმებულს 126 კალენდარულ დღე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, აღნიშნულ შვებულებას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ანაზღაურებს სახელმწიფო ბიუჯეტი არაუმეტეს 600 ლარით. ამასთანავე,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის შესაბამისად, დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე და დამსაქმებელს უფლება აქვს (მის კეთილ ნებაზე არის დამოკიდებული) დამატებით ანაზღაურება მისცეს დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

nino13 (nino)
სხვა
Registration Date: 2010/12/24
Last visit: 2014/11/14 17:05:34
Contact - All comments

.მბ .მხზცზ

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2017/12/13 22:29:27
Contact - All comments

ანუ მე-3 პუნქტის თანახმად თუ განცხადება და დანიშვნის ბრძანება არსებობს, ხელშეკრულება აღარ არის საჭირო ?

nana18 (ნანა გოცირიძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/07/12
Last visit: 2013/07/18 04:31:56
Contact - All comments

თუ საჯარიმო ქვითარში მითითებულია 125მუხლი, 6 ნაწილი და ქვეპუნქტი არ არის მითითებული.რა თანხაა ამ შემთხვევაში გადასახდელი? >:(

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად,შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით. აღნიშნულიდან გამომდინირე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“მე–6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა შემდეგი 1 2 პუნქტი: “ გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.“ მაგრამ კანონში არ არის გათვალისწინებული თუ რას გამოიწვევს აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა. თუ დავეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია მე–6 მუხლს დაემატოს 1 7 პუნქტი „1 7. აღნიშნული მუხლის 1 2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით დადებული შრომითი ხელშეკრულება ითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად.“, აღნიშნული პუნქტის დამატება ხელს შეუწყობს დასაქმებულის უფლებების დაცვას და კანონის მიზნების განხორციელებას.

Mariam ciskadze (მარიამ ცისკაძე)
სხვა
Registration Date: 2012/02/02
Last visit: 2013/10/02 03:40:30
Contact - All comments

tlaliashvili@hotmail.com

totop
Online consultation

Unfortunately no operator is online.