Comments

dtsiklauri's picture
dtsiklauri (დავით წიკლაური)
სხვა
Registration Date: 2012/01/05
Last visit: 2017/12/10 16:48:39
Contact - All comments

ნამდვილად, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია შენახვის ვადაზე და არა ბრძანებასა და ბრძანებულებას შორის იურიდიული ძალის უპირატესობაზე. შესაბამისობაში მოსაყვანი ალბათ მაინც ამ ბრძანებულების მე-15 მუხლი იქნება, რადგანაც ეს ცვლილება შესულია 2009 წელს, მაშინ როცა ტიპობრივი დოკუმენტების ნუსხა შემუშავების პროცესში იყო და მხოლოდ 2010 წელს დამტკიცდა. სხვათა შორის, მასში გათვალისწინებულია ყველა ადმინისტრაციული ორგანოს წინადადებები და შენიშვნები, მ.შ., შეშემოსავლების სამსახურის

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების მიმართ ე.ი თუ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება(რომლითაც განისაზღვრა ტიპობრივი დოკუმენტების, მათ შორის დეკლარაციის შენახვის ვადა) ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას (რომლითაც ასევე განისაზღვრა დეკლარაციის შენახვის ვადა), სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში დავის წარმოშობის შემთხვევაში მოსამართლე ან უფლებამოსილი თანამდებობის პირი სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად ვალდებულია გამოიყენოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოთხოვნები და არა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოთხოვნები, კერძოდ:დოკუმენტის შენახვის ვადები.

dtsiklauri's picture
dtsiklauri (დავით წიკლაური)
სხვა
Registration Date: 2012/01/05
Last visit: 2017/12/10 16:48:39
Contact - All comments

უდავოდ 8-)

lentexis sakrebulo's picture
lentexis sakrebulo (ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2017/07/03 16:24:18
Contact - All comments

მაინტერესებს რომელი კანონით ხდება შრომის ანაზღაურება

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

რა შედის საქველმოქმედო საქმიანობაში

dachigay (ვახტანგ ოქროპირიძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/03/06
Last visit: 2013/04/04 05:47:12
Contact - All comments

chveni samoqalaqo kodeqsi unda sheicvalos me ase vtvli imitom rom ar aris massshi dalian bevri samoqalaqo samartlebrivi urtiertoba daregulirebuli shesabamisad axlad moqmedi kodeqsi idleva imis shesadleblobas rom sasamartlom xshir shemtxvevashi mimartos samartlisa da kanonis analogias rac vtvli rom ara sasurveli faqtia

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

შემოსავლების სამსახურში, საქველმოქმედო საქმიანობისათვის რეგისტრირებული პირებს ჩაეთვლებათ ასეთი საქმიანობა.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

1. საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება:

ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:

ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;

ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;

ა.გ) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის;

ა.დ) რელიგიური ორგანიზაციებისათვის;

ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით;

ა.ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის – მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;

ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.

2. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა:

ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ;

ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად;

გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის;

დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

გთხოვთ, მოგვწეროთ კონკრეტული გარემოებები და თქვენი მოსაზრებანი მათი რეგულირებისათვის, რომელიც შემდგომში დამუშავდება და გათვალისწინებულ იქნება.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

თავი VII

შრომის ანაზღაურება

1
მუხლი 31. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა, გაცემის დრო და ადგილი

1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე.

3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

მუხლი 32. შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს

1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

2. დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.

1
მუხლი 33. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან

1.დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულის შრომითი ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მისთვის აქვს გადასახდელი.

2.შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.

მუხლი 34. საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრ

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელე არის საჯარო მოხელე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ხოლო ამავე კანონის პრეამბულის (პირველი აბზაცი) შესაბამისად, ეს კანონი არეგულირებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 37–ე მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო ამავე კანონის 36 3–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შემავალ დამოუკიდებელ სპეციალისტებთან შეიძლება დაიდოს ხელშეკრულება როგორც შტატგარეშე მოსამსახურეებთან, გარკვეული ვადით სამუშაოს შესასრულებლად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის იმ მოხელეებს, რომლებიც მუშაობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში ისინი ისედაც იღებენ ხელფასს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36 3–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებითა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით განისაზღვრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, მაგრამ არ არის განსაზღვრული კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა, კარგი იქნებოდა ზემოხსენებულ ბრძანებულებებში გათვალისწინებულ იქნას კომისიის მოწვეულ წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

დიახ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვრცელდება ”საჯარო სამსახურის შესახებ”საქართველოს კანონი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე კანონპროექტის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის ,, დ” ქვეპუნქტში სიტყვები „მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სახსრებით“ მოსაყვანია შესაბამისობაში მოქმედ საკანონდებლო აქტებთან, ვინაიდან, მოქმედი საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე–6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49–ე მუხლის პირველი პუნქტი და სხვა ნორმატიული აქტები ითვალისწინებს ტერმინს– თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს და არა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტს. ამასთანავე, თუ აღნიშნული სახით დარჩება კანონპროექტში ტერმინი „მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები“, მაშინ კანონის ზემოხსენებული ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ვერ მიიღებს სამართლებრივ აქტს, რომლითაც თვითმმართველი ქალაქის– ბათუმის ბიუჯეტის სახსრებით გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდულ იქნება საქონელი სამუშაო და მომსახურება, ვინაიდან, თვითმმართველი ქალაქი ბათუმი არის თვითმმართველი ქალაქი და არა მუნიციპალიტეტი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტისა და 65–ე მუხლის შესაბამისად.

Giorgi1959's picture
Giorgi1959 (ყიფიანი გიორგი)
ინფორმაციის თავისუფლება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები
Registration Date: 2013/03/09
Last visit: 2016/03/18 16:55:55
Contact - All comments

ეს მუხლები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და უნდა გაუქმდეს – "მუხლი 591. დარღვევაზე რეაგირება

1. ამ კანონის 52- ე , 54- ე , 56- ე და 59- ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების , აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევებზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე -14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში . [ ძალადაკარგულია – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1]

2. დაუშვებელია ამ კანონის 52- ე , 54- ე , 56- ე და 59- ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების , აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების , ასევე ამ კანონის მე -14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში , კომისიაში ან რომელიმე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება . [ ძალადაკარგულია – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1]

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4319 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.37

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1

Giorgi1959's picture
Giorgi1959 (ყიფიანი გიორგი)
ინფორმაციის თავისუფლება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები
Registration Date: 2013/03/09
Last visit: 2016/03/18 16:55:55
Contact - All comments

ასევე ეს მუხლიც – (ამასთან არასწორედ არის მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ძალადაკარგულია მხოლოდ ერთ პუნქტთან დაკავშირებით) – "მუხლი 14. საჩივრები

2. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა , გარდა ამ კანონის 52- ე , 54- ე , 56- ე და 59- ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა , აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში , დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს . [ ძალადაკარგულია – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 – სსმ IV, №82, 17.11.2009წ., გვ.1]

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

ზემოხსენებულ ბრძანების დანართის (N9), მე–10 მუხლის მე–4 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: სიტყვები „თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდი“, შესაცვლელია სიტყვებით „ზუგდიდი“ ვინაიდან, ზუგდიდი არის მუნიციპალიტეტი და არა თვითმმართველი ქალაქი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტისა და 65–ე მუხლის შესაბამისად. მოქმედი ნორმატიული აქტებით თვითმმართველი ქალაქებია: ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი, თბილისი.

shorena1985's picture
shorena1985 (shorena gigolashvili)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2012/10/17
Last visit: 2016/02/22 16:04:43
Contact - All comments

მუხლი 27. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.აუცილებელია ანაზღაურებადი შვებულება განისაზღვროს არა 126 კალენდარული დღით, არამედ სულ მცირე 180 კალენდარული დღით.

ninomikeladze (ნინო მიქელაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/03/14
Last visit: 2013/03/14 12:04:54
Contact - All comments

არის თუ არა ინდ.მეწარმე და ფიზიკური პირი ერთი და იგივე და თუ არა რა განსხვავებაა მათ შორის?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

ქალბატონო ნინო,
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. ამასთანავე, ფიზიკურ პირს და ინდივიდუალური მეწარმეს შორის ის განსხვავება, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველის პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ე.ი ყველა ფიზიკური პირი არ არის ინდივიდუალური მეწარმე. ინდივიდუალური მეწარმეა, ის ფიზიკური პირი ვინც რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში).

ვლადიმერ გიორგაძე's picture
ვლადიმერ გიორგაძე (ვლადიმერ გიორგაძე)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2013/02/08
Last visit: 2015/12/08 10:17:07
Contact - All comments

განსხვავებული მიდგომაა ბიოლოგიურ აქტივთან მიმართებაში. ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ წელს როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული.

ფაქტობრივი გარემოება (მაგალითი №4) :

გადასახადის გადამხდელმა 2012 წელს შეიძინა 200 000 ლარის ღირებულების საჯიშე პირუტყვი, აქედან 150 000 ლარი გადაიხადა ამავე წელს. ამასთან, 2012 წელსვე შესყიდული და ანაზღაურებული იქნა 5000 ლარის საკვების ღირებულება.
2013 წელს გარკვეული რაოდენობა საჯიშე პირუტყვისა გაყიდა 10 000 ლარად.
შედეგი:

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობისას:

მიუხედავად იმისა, რომ პირი შემოსავლების აღრიცხვას აწარმოებს დარიცხვის მეთოდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელმა 2012 წლის ერთობლივი შემოსავლიდან უნდა გამოქვითოს ფაქტობრივად გაწეული ხარჯი 155 000 (150 000 + 5000) ლარის ოდენობით , ხოლო 2013 წელში 10 000 ლარი აიღოს ერთობლივ შემოსავალში.

ვლადიმერ გიორგაძე's picture
ვლადიმერ გიორგაძე (ვლადიმერ გიორგაძე)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2013/02/08
Last visit: 2015/12/08 10:17:07
Contact - All comments

სსკ-ის 111 მუხლის მიხედვით ბიოლოგიურ აქტივზე გაწეული ხარჯი გამოიქვითება იმ საანგარიშო წელს, როდესაც იგი ფაქტობრივად იქნა გაწეული. ხარჯების ფაქტობრივად გაწევას კი არეგულირებს სსკ-ის 142-ე მუხლი, კერძოდ პირველი ნაწილი რომლის მიხედვითაც „დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გარიგებასთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა;
ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს;
გ) გარიგების (ხელშეკრულების) ყველა მონაწილემ ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ გარიგების (ხელშეკრულების) მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას.“ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შემოსავლების სამსახურის დასკვნა კი აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ამ დებულებებთან, ვინაიდან ფაქტობრივად ხარჯის გაწევა გაიგივებულია თანხის გადახდის მომენტთან და უგულებელყოფილია 142-ე მუხლი. შესაბამისად აღნიშნული დაკვნა მოდის კოდექსის დებულებებტან წინააღმდეგობაში.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტში წინადადებები: “ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლს, რომლითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონი „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (მიღებულია 2011 წლის 27 დეკემბერს) მიღებულია უფრო გვიან ვიდრე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მიღებულია 2005 წლის 16 დეკემბერს), „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის მოთხოვნები.
ამასთანავე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლთან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტში წინადადებები: “ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლს, რომლითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონი „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (მიღებულია 2011 წლის 27 დეკემბერს) მიღებულია უფრო გვიან ვიდრე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მიღებულია 2005 წლის 16 დეკემბერს), „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის მოთხოვნები.
ამასთანავე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლთან.

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2017/12/10 23:53:59
Contact - All comments

''ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება'' აქ უნდა ჩაიწეროს ასე: ''ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი "ასეთ საქმიანობაში ბოლო გამოყენებიდან" 2 წლის შემდეგ მიწოდება''!

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2017/12/10 23:53:59
Contact - All comments

"...ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს". აქ უნდა ჩაიწეროს: "...ფორმირებისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს" !

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2017/12/10 23:53:59
Contact - All comments

"5. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია:
ა) პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის საფუძველზე;" აქ უნდა ეწეროს: "პირის მიერ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე;" !

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2017/12/10 23:53:59
Contact - All comments

"9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – გადასახადის გადამხდელისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი." აქ უნდა ჩაიწეროს: "9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – გადასახადის გადამხდელისათვის ამ კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი." !

NikaJei (ნიკა)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2013/03/19
Last visit: 2013/03/19 07:25:11
Contact - All comments

ინიცირებული კანონპროექტი მასშტაბურია და მოიცავს საკითხების ფართე სპექტრს მტკიცების სტანდარტის დაზუსტებას, ორჯერ მსჯავრდების ან ბრალდების აკრძალვის პრინციპის დაზუსტებას, ადვოკატის უფლებების ზრდას, დაცვის მხარისათვის ჩხრეკა ამოღების უფლების მიცემას მოსამართლის ბრძანებით, პრეიუდიციის გამოყენების წესს, ექსპერტიზის ჩატარებასა და მის გამარტივებას ისევე როგორც სხვა ექსპერტის დასკვნის წარდგენის შესაძლებლობას. თუმცა ბევრ და აშკარად პოზიტიურ აპსექტებთან ერთად წარმოდგენილ ცვლილებებშიც შესაძლებელია გარკვეული ხარვეზების იდენტიფიცირება როგორიც არის დაცვის მხარის მიერ სახელმწიფო დაწესებულებიდან ნებისმიერი დოკუმენტის მოპოვება ისე რომ ჯეროვანი გარანტიები არ არის ჩადებული სხვა პირის პირადი ან სხვა სახის დაცული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობასათვის, პროექტი ასევე დაზუსტებას საჭიროებს რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაცვის მხარის შუამდგომლობით განხორციელებული ჩხრეკა ამოღების ჩამტარებელი ორგანოს საკმარისი მიუკერძოებლობა.

NikaJei (ნიკა)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2013/03/19
Last visit: 2013/03/19 07:25:11
Contact - All comments

ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები:
ა)საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ იმ პირს, რომლის მიმართაც ხორციელდებოდა ფარული თვალთვალი ან მიყურადება და შემდგომ შეწყდა, ეცნობოს ხსენებულის შესახებ თუნდაც მოგვიანებით ეტაპზე, რათა მან შეძლოს მის პირად ცხოვრებაში განხორციელებული ჩარევის მართლზომიერების გასაჩივრება სასამართლოში;
ბ)საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს დანაშაულთა იმ კატეგორიას ან პირთა წრეს რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ფარული თვალთვალის ან მიყურადების განხორციელება;
ც)საქართველოს კანონმდებლობა არ აწესებს სტანდარტებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამოძიებამ, იმისათვის, რათა მოიპოვოს მოსამართლისაგან ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელების ნებართვა.
დ)მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ოპერატიული ინფორმაციის წყაროზე ხელი მიუწვდებათ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს და მოსამართლეს, რაც შეუძლებელს ხდის, რომ მოსამართლე სანქციის გაცემამდე დარწმუნდეს ოპერატიული ინფორმაციის სანდოობაში და გამორიცხოს გამომძიებლის თვითნებობა ან შესაძლო წყაროს მოქმედება რაიმე ქვენაგრძნობით;
ე)მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხსნილი ინფორმაციის შენახვის, მასზე ხელმისაწვდომობის, მესამე მხარისათვის მის გადაცემასთან დაკავშირებულ ჯეროვან ნორმებს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 85 2 –ე მუხლში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონი“, ვინაიდან, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი გაუქმებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონით.
ამასთანავე, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–17, 73–ე,მუხლებში სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2017/12/10 23:53:59
Contact - All comments

...რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად... აქ უნდა ჩაიწეროს: "...რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის, სარგებლის ან კომპენსაციის მისაღებად..."

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2017/12/10 23:53:59
Contact - All comments

2. ეკონომიკურ საქმიანობას არ მი ეკუთვნება: (საჭიროა დაემატოს)... პოლიტიკური საქმიანობა...

upliscixe's picture
upliscixe (ლევან სირანაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/02/01
Last visit: 2017/12/10 23:53:59
Contact - All comments

დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის საქონელს არ მიეკუთვნება ფული. აქ საჭიროა ჩაიწეროს: "დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის საქონელს არ მიეკუთვნება ფული და სხვა და სხვა ფასიანი ქაღალდები."

TEA_GIO (tea giorgobiani)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/03/26
Last visit: 2013/03/26 12:30:34
Contact - All comments

ვინმეს თუ აქვს ინფორმაცია,გთხოვთ მიპასუხოთ მე როგორც ვიცი ამ პროექტმა განიცადა ცვლილება დღეის(26.03.2013) მდგომარეობით დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის არსებობისას უმაღლესი სანქციის მქონე ერთი მუხლი შთანთქავს დანარჩენ მუხლებს.

nikushia2000 (ნიკა დავლადზე)
თავდაცვა, უშიშროება
Registration Date: 2013/03/26
Last visit: 2013/03/28 16:58:16
Contact - All comments

რიგითს რომელიც იხდის სამხედრო სავალდებულო სამსახურს რომელიც გაპორმებულია დაცვის ტანამსჰრომლად მაგსაც 835 ლარი? :-)

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 25 დეკემბრის №1016 ბრძანების დანართი 32 არ ვრცელდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებზე. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებზე ვრცელდება აღნიშნული ბრძანების მე-4 და მე-5 მუხლები, კერძოდ (იხილეთ მე-4 და მე-5 მუხლების რედაქცია):
"მუხლი 4. სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვროს 8 (რვა) ლარის ოდენობით, ხოლო სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ობიექტების დაცვის სამმართველოს სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს - 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით.

მუხლი 5.
სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს ყოველთვიურად დაუწესდეთ ფულად სარგოზე შემდეგი ოდენობის დანამატი:
ა) 25 ლარი - სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და ობიექტების დაცვის სამმართველოს I განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს;

ბ) 9 ლარი - სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, გარდა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ობიექტების დაცვის სამმართველოს I განყოფილების II ქვეგანყოფილების სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა."

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში 2012 წლის 29 ივნისის კანონით შეტანილ იქნა ცვლილებები(29.06.2012, №6611), რომლითაც აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნა, აღნიშნული პუნქტების თანახმად, სამსახურში შესვლისას , აგრეთვე შემდგომ ყოველწლიურად , მოსამსახურეს ( პრეტენდენტი ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურისთვის უნდა წარედგინა თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა. ამასთანავე, დეკლარაციის წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავდა საქართველოს კანონმდებლობა- საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. ზემოხსენებული კანონიდან გამომდინარე,გაუქმდა შემოსავლისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება (გარდა თანამდებობის პირებისა,რომელსაც ცალკე კანონმდებლობა არეგულირებს). ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 დეკემბრის №684 ბრძანებულება. აღნიშნული ბრძანებულებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძვლები.

nikushia2000 (ნიკა დავლადზე)
თავდაცვა, უშიშროება
Registration Date: 2013/03/26
Last visit: 2013/03/28 16:58:16
Contact - All comments

და საკონტრაქტოზე გადასვლის შემთხვევაში როგორ იქნება?ტუ კონტაქტს მოაწერა ხელი ჯარისკაცმა ოღონდ ობიექტების დაცვის სამმათველოს შემტხვევაში

cicoxaduri (cicoxaduri)
სხვა
Registration Date: 2011/04/02
Last visit: 2015/01/03 10:36:16
Contact - All comments

გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს,სრულად გამოქვითოს ამ ქატივების ღირებულება იმ საგადასახადო წელს, როდესაც ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში შევიდა- რას ნიშნავს ესპლუატაციაში შევიდა. უკვე დაიწყო მუშაობა თუ უკვე მზად არის ანუ ხელმისაწვდომია ექსპლუატაციისათვის.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

“ სპორტის შესახებ”საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო" შესაცვლელია სიტყვებით “საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო“ ვინაიდან, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. "სპორტის შესახებ”საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში, სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

მოცემული ცვლილებებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–19 მუხლთან შესაბამისობაშია მოყვანილი 107–ე მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტი. ამასთანავე, როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–19 მუხლში შეტანილი ცვლილებების (საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 18 დეკემბრის რეგლამენტი №105 – ვებგვერდი, 24 . 12 .2012წ.) შესაბამისად, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. მაგრამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 280–ე მუხლის მე–3 პუნქტში არ შესულა ცვლილებები, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას. ამდენად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–19 მუხლთან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 280–ე მუხლის მე–3 პუნქტი. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–19 მუხლთან შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 280–ე მუხლის მე–3 პუნქტი. აქვე აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 280–ე მუხლის მე–3 პუნქტში ტერმინი „პარლამენტის წარმომადგენლობა“ შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–19 მუხლთან, რომლითაც ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ − მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

დადგენილებით დამტკიცებული გასაუბრების პროგრამის მე–4 მუხლში მითითებული საქართველოს კანონი „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ ძალადაკარგულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე მუხლის მე–2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით, ხოლო „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალადაკარგულია საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 104–ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამდენად, ზემოხსენებულ გასაუბრების პროგრამის მე–4 მუხლში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონი„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ ვინაიდან, აღნიშნული კანონი არეგულირებს მშენებლობის სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობას და საქართველოს კანონი „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ ამოსაღებია.
დადგენილებით დამტკიცებული გასაუბრების პროგრამის მე–4 მუხლში სიტყვები „კანონი „ტურიზმის შესახებ“ შესაცვლელია სიტყვებით: „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონით“ ვინაიდან, კანონის ზუსტი დასახელებაა“„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი“.
დადგენილებით დამტკიცებული გასაუბრების პროგრამის მე–5 მუხლში მითითებული საქართელოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ძალადაკარგულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 115–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით. ამდენად, დადგენილებით დამტკიცებული გასაუბრების პროგრამის მე–5 მუხლიდან ამოსაღებია საქართელოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“.
დადგენილებით დამტკიცებული გასაუბრების პროგრამის მე–7 მუხლში საქართველოს კანონი „სოციალური დაცვის შესახებ“ შესაცვლელია სიტყვებით „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით“, ვინაიდან , კანონის ზუსტი დასახელებაა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს 65 წლის და მეტი ასაკიდან პენსიასთან ერთად მიეცემათ კომპენსაცია. ზემოხსენებული მუხლი ეწინააღმდეგება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ: თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის ( პენსია ან კომპენსაცია) მიღების უფლება, მისივე არჩევით. მართალია, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულერებლად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ ახალი ნორმა (კანონში ცვლილებები), მაგრამ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტთან. ამდენად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით, გარდა ამავე, კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა".

dmanisi's picture
dmanisi (ლერი ბერუაშვილი)
სხვა
Registration Date: 2011/01/13
Last visit: 2017/12/08 15:25:55
Contact - All comments

სათანადოდ გაფორმებული საბუთი რას ნიშნავს?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

სათანადოდ გაფორმებული საბუთი გულისხმობს უფლებამოსილი საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაციის მიერ გაცემულ წერილობით დოკუმენტს(ბრძანება,დადგენილება, გადაწყვეტილება წერილი, შრომის წიგნაკი ან სხვა წერილობითი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პირის სამუშაო სტაჟს. ამასთანავე, საწარმოს მიერ გაცემულ წერილობით დოკუმენტზე შეიძლება არ იყოს ბეჭედი დასმული თუ, ამ საწარმოს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის(საწარმოს საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა) შესაბამისად, არ გააჩნია ბეჭედი.

totop
Online consultation

Unfortunately no operator is online.