Comments

likaz (ლიკა)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 19:19:56
Contact - All comments

იქნებ დაარეგულიროთ შვებულების გაცემის წესი უფრო დეტალურად. რეალურად, დღეს კომპანიებში ცდილობენ მიაბან კალენდარულ წელს, რაც რეალურად აღრევას იწვევს. აგრეთვე, საბოლოო ანგარიშსწორებისას გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე კარგი იქნება რაიმე თუ ჩაიდება. დღეს ესეც დამსაქმებლის ნებასურვილზეა დამოკიდებული. დათვლის და გაცემის წესი შვებულების გაცემისასაც და საბოლოო ანგარიშსწორებისას ანაზღაურების დროსაც ნათლად უნდა იყოს გაწერილი.

likaz (ლიკა)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 19:19:56
Contact - All comments

მაქვს კიდევ კითხვა ზეგანაკვეთურთან დაკავშირებით. ეს მუხლი არ არეგულირებს როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის აღრიცხვა და გადაწყვეტილების მიღება კომპანიაში. წერილობითი შეთანხმება უნდა იყოს უფროსის თანამშრომელთან, რომ მაგალითად დღეს უნდა დარჩეს 3 საათი სამსახურში? თუ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ანაზღაურდეს? ამ შეთხვევაში დამსაქმებელი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან არაკეთილსინდისიერი თანამშრომლებისთვის მოუწევს ზეგანაკვეთურის ანაზღაურება. მგონია, რომ უფრო დეტალურად უნდა იყოს გაწერილი რა შემთხვევაშია დამსაქმებელი ვალდებული აანაზღაუროს ზეგანაკვეთური.

სოფო14 (სოფო საჩალელი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/02/07 09:12:13
Contact - All comments

შენიშვნა კოლექტიური შრომითი ურთიერთობების ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით: კოლექტიური შრომითი ურთიერთობების კარში გვხვდება ტერმინები ‚‚დასაქმებულთა გაერთიანება‘‘ და ‚‚პროფესიული კავშირი‘‘. პროფესიული კავშირის განმარტება და მათი ძირითადი უფლებები მოცემულია კანონში პროფესიული კავშირების შესახებ, დაფუძნების წესიც - მინიმუმ 50 პირის ინიციატივა. კოდექსი დამატებით მიუთითებს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების დადება მხოლოდ პროფკავშირის მონაწილეობითაა შესაძლებელი. რაც შეეხება დასაქმებულთა გაერთიანებას, მის გარშემო მაინც ბუნდოვანებაა კოდექსში, მხოლოდ ვიგებთ, რომ დასაქმებულთა გაერთიანება შრომითი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს, შეუძლია იქონიოს წესდება, აწარმოოს საქმიანობა და ა.შ. მაგრამ განმარტებული არ არის კონკრეტული ფუნქციები, დანიშნულება, იქნებ ესეც განმარტოთ. ამასთანავე სასურველია, სიცხადის შესატანად, ასევე იყოს დაკონკრეტებული რამდენი დასაქმებულის ინიციატივითაა შესაძლებელი მსგავსი გაერთიანების შექმნა (ან ვთქვათ, მონაწილეთა რიცხვობრივი შეზღუდვა რომ არ არსებობს). დღევანდელი ტექსტის არასაკმარისი რეგულირებით, ჩემი აზრით ადვილია საერთოდ დაიკარგოს დასაქმებულთა გაერთიანების ფუნქციები და არ მოხდეს მისი რეალური გამოყენება.

alex333's picture
alex333 (alex333)
სხვა
Registration Date: 2012/03/05
Last visit: 2015/02/19 17:17:39
Contact - All comments

რა ითვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებულ სხვა დოკუმენტად? გთხოვთ მიუთითოთ მუხლი.

გიოma (გიოma)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 11:21:44
Contact - All comments

გთხოვთ გაზარდოთ დეკრეტული შვებულება.ძალინ ცოტაა 126 კალენდარული დღე.ერთ შვილზე მეტს ვეღარ ვბედავთ,4 თვის ბავშვების ძიძებთან დატოვება გვიჭირს.ჩვენი ხელფასით ოჯახიც უნდა შევინახოთ და ძიძის ფულიც ვიხადოთ,იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ იძულებულები ვართ ძუძუს თავი დავანებებინოთ და ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანოთ ბავშვები.დარწმუნებული ვარ ყველა ქართველი დედის თხოვნაა დეკრეტული შვებულების გაზრდა.

shota.meskhidze (შოთა მესხიძე)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/09/23 10:22:49
Contact - All comments

შოთა მესხიძე -'მუხლი 48. დავის განხილვა და გადაწყვეტა' - მიზანშეწონილად მიმაჩნია ამ მუხლს დაემატოს პუნქტი - დასაქმებული, შრომის დავასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანისას თავისუფლდება ბაჟის გადახდიდსაგან

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

სავსებით ვეთანხმები ლიკას საბოლოო ანგარიშსწორებასთან და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით- თუ კანონპროექტი ორიენტირებულია დასაქმებულის უფლებების დაცვაზე და დავეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია კანონპორექტის 34-ე ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „მუხლი 34. საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას.
1.შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. საბოლოო ანგარიშსწორება მოიცავს აღნიშნული კოდექსით, შრომითი ხელშეკრულებით, კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას/კომპენსაციას, გასაცემელს და სხვა სოციალურ დახმარებას, ამასთანავე, დასაქმებულს უნდა აუნაზღაურდეს მიმდინარე წელს გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების დროს მისაღები თანხა ."

ingrid (ingrid)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 12:31:03
Contact - All comments

მუხლი 38. შრომითი ხელშეკრულების მოშლა

2. თუ შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინიციატორი დასაქმებულია, იგი ვალდებულია გააფრთხილოს დამსაქმებელი არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინებით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. "-ეს ძველი კოდექსით...ახალ, ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ კოდექსში წერია,რომ ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელს უფლება აქვს წერილობითი შეტყობინების ნაცვლად დასაქმებულს გადაუხადოს არანაკლებ ერთი თვის ანაზღაურება.რომელი ხელმძღვანელი პირი არ გააფრთხილებს თავის დაქვემდებარებულს წინასწარ,რათა აიცილოს ზედმეტი დანახარჯი კომპენსაციის სახით..ძველში ის მაინც იყო,რომ თუ გაგიშვებდნენ სამსახურიდან უმიზეზოდ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დამსაქმებელი ვალდებული იყო მიეცა დასაქმებულისათვის კომპენსაცია...ახლა კი წერთ უფლება აქვს,-ეს ნიშნავს,რომ საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით გადაწყვეტს დამსაქმებელი.მემგონი უპრიანია ეწეროს: ,, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი თუ წინასწარ არ გააფრთხილებს წერილობითი შეტყობინების სახით დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე,მაშინ დამსაქმებელი ვალდებულია(და არა უფლება აქვს)დასაქმებულს გადაუხადოს ერთი თვის შრომის ანაზღაურება...იმის მაგივრად, რომ დასაქმებულის ინტერესები იყოს დაცული მის მდგომარეობას უფრო აუარესებენ...

beso73 (bidzina berdzenishvili)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 14:30:55
Contact - All comments

ხელფასის მინიმალური ზღვარი რატომ არ არის? და კიდევ კონტრაქტის გარეშე დასაქმებულების ზედმეტი საათები როგორ გაკონტროლდება?

სტოპ მიშა (ვ)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/28
Last visit: 2013/02/17 16:56:22
Contact - All comments

მუხლი 17. ზეგანაკვეთური სამუშაო
ამის პირველი პუნქტის ესეთი ფორმულირება ჯობია :
1. დასაქმებული ვალდებული არ არის შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო,ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა

ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე;

ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით.

სტოპ მიშა (ვ)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/28
Last visit: 2013/02/17 16:56:22
Contact - All comments

ყოველ 4 საათს შორის შესვენების უფლება, რომ მაქვს არ წერა. რამდენი ხნით მაქვს შესვენების უფლება ეგეც არ წერია. ჩასამატებელია შესაბამის თავში

Dimitri778 (დიმიტრი დოთიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/04/24 18:04:14
Contact - All comments

1. არანაირად არ არის კონკრეტულად განსაზღვრული დასაქმებულის უფლება უარი თქვას ზეგანაკვეთურ სამუშაოზე გარდა მე-17 მუხლის 1-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ყველა დამსაქმებლის მიერ საათების 48 საათამდე გაზრდას... ეს განსაკუთრებით მძიმედ დააწვება სამსახურებს სადაც ე.წ. ფიქსირებული ხელფასებია და სამწუხაროდ ასეთი საქართველოში უმრავლესობაა, პრაქტიკულად ხელფეხი ეხსნება 6 დღიან სამუშაო კვირას..... 41 საათიანი სამუშაო კვირა იკარგება... 2. როგორ არის შესაძლებელი უქმე დღეების ანაზღაურება განისაზღვროს მე-17 მუხლით , როდესაც იქ მხოლოდ კვირის განმავლობაში შესრულებული საათებიდან გამომდინარე ითვლება ზეგანაკვეთურობა და მოცემულ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ერთი დღე იყოს კვირაში უქმე, ე. ი. დამსაქმებელს შეუძლია უქმე დღეებზე თავისუფლად ამუშაოს დასაქმებული და ჩვეულებრივი განაკვეთით აუნაზღაუროს, თან ისე , რომ როგორც მე - 17 მუხლით განსაზღვრულია დასაქმებულს უფლება არ ექნება უარი თქვას მუშაობაზე საათების რაოდენობიდან გამომდინარე ... პრაქტიკულად იკარგება უქმე სადღესასწაულო დღის აზრი... ყველა სამართლიან შრომის კოდექსში ასეთ დღეებში მუშაობა კონკრეტულ დღეზეა გაწერილი და ნაზღაურდება ორმაგი საათობრივი რაოდენობით და არ რეგულირდება კოდექსში არსებული სხვა მუხლებით 3. საერთოდ საქართველოში არ მოწესრიგდება შრომითი ურთიერთობები სანამ მიღებული არ იქნება მინიმალური საათობრივი ანაზღაურების კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში რჩება აზრი რომ ავტორებს პრაქტ

Dimitri778 (დიმიტრი დოთიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/04/24 18:04:14
Contact - All comments

იკულად არ ჰქონდათ შეხება საათობრივ ანაზღაურებასთან და არნიშნული პროექტი ამ მხრივ მხოლოდ წინა პროექტის გრამატიკული ჩასწორებაა და სხვა არაფერი სასარგებლო დასაქმებულისთვის არ მოაქვს

likaz (ლიკა)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 19:19:56
Contact - All comments

გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება მაინც ბუნდოვანი იქნება, ისევე, როგორც გამოყენებაა დღეს ბუნდოვანი და როგორც დამსაქმებელს სურს, ისე აკეთებს. მგონია ყველაზე სამართლიანი იქნება თუ მკაცრად იქნება მიბმული სამუშაო წელზე. თუ დასაქმებული ვერ გამოიყენებს შვებულებას, ექნება წერილობით უარი დამსაქმებლისგან, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადადიოდეს მომდევნო წელზე. საბოლოო ანგარიშსწორებისას ზოგი დამსაქმებელი ითვლის ნამუშევარ თვეზე 2 დღეს და ისე უნაზღაურებს. ანუ, იანვარში მე თუ შემიძლია გამოვიყენო 24 სამუშაო დღე, თუ წავალ სამსახურიდან, 24 დღის ანაზღაურებას არ მომცემენ, დამითვლიან სამუშაო წლის მიხედვით თვეზე 2 დღეს და გამოაკლებენ ამ წლების მანძილზე გამოყენებულ დღეებს. ძალიან ბუნდოვანია და ვისაც როგორ უნდა ისე ატრიალებს.

likaz (ლიკა)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 19:19:56
Contact - All comments

ვ-ს - არაკეთილსინდისიერობა დასამტკიცებელი იქნება ამ კოდექსით და სანამ მაგას დაამტკიცებ, მანამდე უნდა უხადო თუ არა ზეგანაკეთური ამაში მდგომარეობს კითხვა, თორე კი, უნდა გაუშვა თუ არ გამოასწორებს ქცევას

likaz (ლიკა)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 19:19:56
Contact - All comments

და კიდევ ერთი კითხვა: ამ ყველაფრის შესრულების კონტროლი როგორ განხორციელდება? დღესაც ავალდებულებს მოქმედი კოდექსი ბევრ რამეს დამსაქმებელს, რასაც არ ასრულებენ, მაგრამ არანაირად ეს ყველაფერი არ კონტროლდება

vazha77 (ვაჟა)
სხვა
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/31 19:02:44
Contact - All comments

მუხლი 17. ზეგანაკვეთური სამუშაო მეოთხე პუნქტში, ეს 7 საათი მუქთად მუშაობა რა არის? საიდან მოგაქვთ ასეთი სისულელეები? ვინ შეგიკვეთათ ეს მონური მუხლი?

სტოპ მიშა (ვ)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/28
Last visit: 2013/02/17 16:56:22
Contact - All comments

სიტყვა ჯარიმა და სანქცია არ არის კოდექსში ნახსენები. ისეთივე "მკვდარი" კოდექსი იქნება როგორიც წინა იყო.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“38-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება, ხოლო კანონპროექტის 38-ე მუხლის შესაბამისად, განთავისუფლებულ მუშაკს არ მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება თუ, დამსაქმებელი მას ერთი თვით ადრე გააფრთხილებს განთავისუფლების შესახებ, რაც ეწინააღმდეგება „ევროპის სოციალური ქარტიის“ (სტრასბურგი, 3.V. 1996) 24-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულებას იღებს დაიცვას მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
ამასთანავე, „ევროპის სოციალური ქარტიის“ (სტრასბურგი, 3.V. 1996) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია შეინარჩუნოს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე შეღავათები, კერძოდ: თუ, მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“38-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება, ეს ნორმა უნდა შენარჩუნდეს კანონპროექტში.
აქვე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის 38-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაზე, ე.ი. თუ მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“38-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლის შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება, ეს ნორმა უნდა შენარჩუნდეს კანონპროექტში, ვინაიდან, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკური განვითარებაზე და არ გააუქმოს არსებული სოციალური შეღავათები.

phylanopsis (mokhevishvili tinatin)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/06/10 08:28:09
Contact - All comments

გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველ მომდევნო ბავშვზე უფრო ხანგრძლივი შვებულება

სტოპ მიშა (ვ)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/28
Last visit: 2013/02/17 16:56:22
Contact - All comments

როგორც ცნობილია ძირითადად დამსაქმებლები "გააბლატავა" ზეპირმა ხელშეკრულებებმა და წერილობითი ხელშეკრულებების მცირე ხანგრძლივობამ.
ახალ კანონში ისევ არ არის მითითებული შრომითი ხელშეკრულების მინიმალური ხანგრძლივობა. თუ შრომითი ხელშეკრულება არ იქნება ხანგრძლივი, ყველა სხვა პროგრესული მუხლი რომელიც ამ კანონში შედის "მკვდარი" იქნება. უბრალოდ დამსაქმებელი მოუთმენს, ვთქვათ გაფიცულ თანამშრომელს, 3 თვე და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აღარ გაუგძელებს ხელშეკრულებას.

kesaria (kesaria)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2013/01/31
Last visit: 2013/12/16 16:48:05
Contact - All comments

საგადასახადო კოდექსის მე-19- მუხლიდან გამომდინარე მოგმართავთ შეკითხვით : ვარ არასამეწარმეო იურიდიული პირის არჩეული პრეზიდენტი (არა ვარ დამფუძნებელი)მინდა იმ ორგანიზაციის სახელით რომლის პრეზიდენტი ანუ უფლებამოსილი პირი ვარ, ვიყიდო უძრავი ქონება იმ იურიდიული პირისგან ანუ ამ შემთხვევაში შპს-გან რომლის 90% წილის მფობელიც მე (ფიზიკური პირი) გახლავართ, გთხოვთ მიპასუხოთ ხომ არ ვარღვევ საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლი?

Luccia's picture
Luccia (Luccia)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/01/31
Last visit: 2017/06/01 15:19:55
Contact - All comments

მუხ.14 უნდა დაზუსტდეს "ღამის სამუშაო"-ს პირობები . დღესდღეობით არსებობს ბევრი კომპანია, რომელიც მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რომელიც არ იცავს დასაქმებულის უფლებას დასვენების დღეებთან დაკავშირებით. მაგ. თუკი დასაქმებულს უწევს მუშაობა 01:00 - 09:00, უნდა ჰქონდეს 24 საათიანი შუალედი ცლიდან-ცვლამდე და ამის გარდა მინიმუმ ერთი დასვენების დღე იმავე სამუშაო კვირაში და მოცემული შუალედი (24 საათიანი) არ ითვლებოდეს დასვენებად. სხვადასხვა დირექტივებში ეს რეგულაცია არსებობს, მაგრამ დასაქმებული მათზე აპელირებას ვერ ახდენს, ამიტომაც უნდა მოხდეს კანონში დაზუსტება

rezo_jorbenadze@mail.ru (revaz jorbenadze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/31
Last visit: 2013/11/03 20:48:41
Contact - All comments

gamis cvlashu (21st-dan dilis 09st-mde) momushavis dasvenebis pirobebis gansazgvra. aqve, dasvenebis gansazgvra...dadzinebis shesadzleblobis dasashveboba (mxedvelobashi maqvs avtogasamart sadgurebze gamis cvlashi momushave dasaqmebulebi_.

rezo_jorbenadze@mail.ru (revaz jorbenadze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/31
Last visit: 2013/11/03 20:48:41
Contact - All comments

gamit mushaoba janmrtelobis damangrevelia dasaqmebulisatvis, asaks mnishvneloba ara aqvs.

rezo_jorbenadze@mail.ru (revaz jorbenadze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/31
Last visit: 2013/11/03 20:48:41
Contact - All comments

amitom, sawiroa am muxlis ganvrcoba dasvenebis kutxit.

ნია (ნინო )
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2013/01/31
Last visit: 2013/02/04 12:30:57
Contact - All comments

სავსებით ვეთანხმები ვაჟას და დიმიტრი დოთიაშვილს მე–17 მუხლთან დაკავშირებით. გამოდის რომ ნაცვლად იმისა შაბათი დღე იყოს დასვენების დღე, ანუ კვირაში 2 დღე იყოს დასვენება, პირიქით დამსაქმებელს უკვე შეეძლება კვირასაც კი ამუშაოს დასაქმებული ანაზღაურების გარეშე. არანაირად არ ჯდება ცივილიზებული ქვეყნის კოდექსის ნორმებში, მონობაა ეს აბა რა არის? იმედია გაითვალისწინებენ და შეცვლიან ამ მუხლს. უნდა გაიზარდოს ასევე დეკრეტის ვადაც,4 თვე ძალიან ცოტაა.

Marim (მარინა)
ინფორმაციის თავისუფლება და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები
Registration Date: 2013/01/31
Last visit: 2013/02/07 11:43:25
Contact - All comments

ზეგანაკვეთური მუშაობა .17 მუხლი. ამაში დადებითი მხარე დასაქმებულისთვის როგორ დავინახოთ? ჩვენს ქვეყანაში დღევანდელ დღეს პატიოსან ადამიანს 2 უკიდურესობა აქვს ის ეძებს სამსახურს, საბოლოვოდ ან ვერ პოულობს,ან ბევრი წვალების და ცდის შემდეგ აღწევს მიზანს და ის თავის მიღწეულს უფრთხილდება, ყველაფერს თმობს, თავდაუზოგავად მუშაობს, თავდახრილი, ყურმოჭრილი ემორჩილება და ითმენს დამსაქმებლის ყველა ახირებას თუ პრეტენზიას, ასრულებს მისთვის დაკისრებულ თუ არ დაკისრებულ ყველა ვალდებულებას, ვერც ზეგანაკვეთურ მუშაობაზე ამბობს უარს, ან რა აზრი აქვს თქმას? პასუხად იღებს ერთი და იგივეს, არ გინდა? წადი, უამრავი ადამიანია უმუშევარი, უამრავი ადამიანია მსურველი შენი ადგილის. განა არსებობს ასეთი ადამიანებისთვის შველა? ვინ აკონტროლებს დღეს ჩვენს ქვეყანაში ამ ყველაფერს? რჩება მხოლოდ იმედი, იმედი მომავლის, იმედი რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლება, რომ ოდესმე როგორც ეს ევროპის ქვეყნებში ხდება შენც 6 საათზე დაიხურავ ქუდს და ადამიანურად დაისვენებ, შენც გეღირსება ოდესმე მშვიდად გაატარო შაბათი კვირა ოჯახში, იმ პატარებთან რომლის მომავლის გამოც ამდენს წვალობ, რომლებიც ასე გენატრებიან ყოველ წუთს. რა შვებას ვაძლევთ ასეთ ადამიანებს ჩვენი კოდექსით? ნუთუ უბრალოდ, ვტოვებთ დამსაქმებლის კეთილი ნების იმედად? ან დამსაქმებლის ძილის ხარისხის იმედად? როგორ ხასიათზე გაიღვიძებს დღეს, თავის დროზე გაგვიშვებს თუ მოგვიწევს სამსახურში დაღამება? 48 საათი ხომ ფაქტიურად იმას ნიშნავს რომ 2 დღიანი დასვენების ილუზიის სანაცვლოდ, ერთი დღიანი დასვენებაც სანატრელი გვიხდება?

Dimitri778 (დიმიტრი დოთიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/04/24 18:04:14
Contact - All comments

მე-6 მუხლის დიდ გაურკვევლობას შექმნის: თითქოს კარგია რომ განსაზღვრული დროით ხელშეკრულებები უნდა შეწყდეს 1 ნაწილში ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, მაგრამ ე) პუნქტში მითითებულია - სხვა ობიექტური პირობების გამო, ე. ი. მიიღე თანამშრომელი და დაუდე ისევ 6 თვიანი, ერთ წლიანი და ა. შ. ხელშეკრულება, არ მოგეწონება, გაუშვი, შეზღუდვა არ გაქვს ხელშეკრულების დროსთან "სხვა ობიექტური პირობების" გამო, რაღა აზრი აქვს წინა ხუთ პუნქტს და ამ მუხლს მაშინ.. შრომის კოდექსი ადამიანს შრომით ანაზღაურებას ძალიან გაწერილად და კონკრეტულად უნდა განსაზღვრავდეს და არ უნდა იქცეს ნებისმიერი სახით ინტერპრეტაციის საშუალებად

Dimitri778 (დიმიტრი დოთიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/04/24 18:04:14
Contact - All comments

თუ არ ვცდები ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელ შრომის კოდექსში გათვალისწინებული იყო ანაზღაურებაზე 25% - იანი დანამატი მუდმივად ღამის ცვლაში მომუშავე პირებისთვის და 10% - იანი დანამატი არამუდმივად ღამის ცვლაში მომუშავე პირებისთვის რაც არც მოქმედ კოდექსშია ასახული და არც ახალ პროექტში

Dimitri778 (დიმიტრი დოთიაშვილი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/04/24 18:04:14
Contact - All comments

არ მინდა ცუდად გამოჩნდეს , მაგრამ სრულიად შესაძლებელი იყო აღებული ყოფილიყო ნებისმიერი ცნობილი ქვეყნების ( ევროპული, აშშ) შრომითი კოდექსები, შეჯერებულიყო და პრაქტიკული გათვალისწინებით საქართველოსთან მიმართებაში ჩამოყალიბებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ რაღაც დიფუზორულ კოდექსს წინასთან მიმართებაში სადაც ყველაზე დიდი დაზარალებული ისევ დასაქმებული გამოვა ... ისევ იმ აზრზე ვარ რომ იურიდიული კანონშემოქმედება კარგია, მაგრამ თუ მის უკან არ დგას პრაქტიკულად ამ სფეროში გამოცდილი ადამიანი (ვიმეორებ პრაქტიკულად) სერიოზულ ცვლილებებს ადგილი არ ექნება... უბრალოდ რომ შევადაროთ ესეც საკმარისია განსხვავების დასანახად www.dol.gov/compliance/guide/

aleko180360's picture
aleko180360 (ალექსანდრე სურგულაძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/02/02
Last visit: 2017/09/29 16:31:29
Contact - All comments

ვეთანხმები მოსაზრებას,რომ მე-6 მუხლის ასეთი სახით დატოვება დაუშვებელია.კონტრაქტის გაგრძელება არის პერსონალის მართვის ერთ ერთი ფორმა, ამ დროს მენეჯმენტი აფასებს თანამშრომელს და სთავაზობს ახალ ხელშეკრულებას. ეს ფრიად ეფექტური პრაქტიკაა და გამოიყენება მართვის ყველა დონეზე ყველაზე მოწინავე კომპანიებში.როგორ შეიძლება ჩვენს მენეჯერებს ეს ავუკრძალოთ?! მე 38–ე მუხლს ძველი რედაქციით დავტოვებდი ოღონდ მე–3 პუნქტში 1 თვის ნაცვლად ჩავწერდი 6 თვეს(ეს გონივრული ვადაა ჩვენს პირობებში ახალი სამუშაოს საშოვნელად). 48 საათის შესახებ ჩანაწერი დიდი ნაბიჯია 120 წლით უკან...დავინტერესდი და გამბიაშიც კი 40 საათიანი სამუშაო კვირაა,ყველა საზეგანაკვეთო საათი გაზრილი ტარიფით ანაზღაურდება და არსებობს ზეგანაკვეთური საათების წლიური ლიმიტი... დამატებითი გარანტიებია საჭირო შვებულებებთან დაკავშირებით,როცა ყოველი 10–დან 6 მოქალაქე დაუსაქმებლად მიიჩნევს თავს მომუშავე ხშირად შვებულების მოთხოვნასაც ვერ ბედავს...2 წლის მერე კი საერთოდ არაფერს აძლევენ–ეს გავრცელებული პრაქტიკაა სახელმწიფო სექტორშიც კი. ვერ ვხედავ ჩანაწერს არასრულწლოვანთა ზეგანაკვეთური მუშაობის აკრძალვის თაობაზე! საჭიროა მკაფიო რეგულაცია გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის შესახებ. საქართველოს პირობებში ვფიქრობ აუცილებელია მინიმალური საათობრივი ხელფასის დაკანონება.

ციური ანთაძე (ციური ანთაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/02/03
Last visit: 2014/07/21 15:13:31
Contact - All comments

პროექტში ბევრი ცვლილება დროული და სასარგებლოა, მაგრამ მაქვს რამდენიმე არსებითი შენიშვნა: 1. აუცილებელია დაზუსტდეს, თუ რა შემთხვევებში შეიძლება დაიდოს შრომითი ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. ჩემის აზრით, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთჯერადი და ხანმოკლე სამუშაოების შესრულების შემთხვევაში. "ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული)" მოთხოვნაა, რომ მუშაობის დაწყებიდან არაუმეტეს 2 თვისა,შრომითი კონტრაქტი აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა იყოს. წერილობითი ხელშეკრულებების დანერგვა ხელს შეუწყობს დასაქმების ლეგალიზაციას, რაც აუცილებელი წინაპირობაა უმუშევრობის დაზღვევაზე გადასასვლელად, სხვა ფისკალურ ეფექტზე რომ არაფერი ვთქვათ.2. შრომითი პირობების არსებით შეცვლად მიჩნეული უნდა იყოს სამუშაო ადგილის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუკი ტრანსპორტირებისათვის საჭირო დრო არ აღემატება 2 საათს და მუშაობის დაწყება-დასრულების პერიოდი იცვლება 30 წუთით. სხვა შემთხვევაში, ცვლილებები არსებითია (განსაკუთრებით, ბავშვიანი ქალებისათვის) და მომუშავის თანხმობას საჭიროებს. შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი მომუშავის გათავისუფლება აღიარებული უნდა იქნეს დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლებად და დასაქმებულს უნდა მიეცეს კომპენსაცია. 3.16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ორსული და ახალნამშობიარებ ქალს, ასევე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულებისთვის უნდა დაწესდეს შემცირებული სამუშაო დრო, დღეში არანაკლებ 1 საათისა. 4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ კატეგორიებს უნდა დაემატოს 16 წლამდე ასაკის პირი და მეძუძური ქალი. 5. ყოვლად მიუღებელია მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც ფაქტობრივად აკანონებს 48 საათიან სამუშაო კვირას და არამც თუ არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, უკანგადადგმული ნაბიჯია მოქმედ კოდექსთან შედარებითაც კი. ამ ნორმის დატოვება მკვეთრად გააუარესებს დასაქმებულების მდგომარეობას და დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს საზოგადოებაში.

ციური ანთაძე (ციური ანთაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/02/03
Last visit: 2014/07/21 15:13:31
Contact - All comments

6. იგივე ითქმის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელი თუკი გააფრთხილებს 30 კალენდარული დღით ადრე, აღარ გადაუხდის დასაქმებულს კომპენსაციას. ეს ნორმაც უკან გადადგმული ნაბიჯია მოქმედ კოდექსთან შედარებით, ვინაიდან მოქმედი ნორმით, დამსაქმებლის ინიციატივით გათავისუფლებისას დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია. შემოთავაზებული ცვლილებით კი ყველა დამსაქმებელი გააფრთხილებს 30 დღით ადრე, გადაუხდის კუთვნილ ხელფასს და არ მისცემს კომპენსაციას. ეს არის "კომპენსაციის" არსისა და დანიშნულების გაუაზრებლობა. კომპენსაცია ეძლევა უმუშევრად დარჩენისათვის. კომპენსაციის გაცემა მინიმალური (1 თვის ხელფასის) ოდენობით განსაკუთრებით აუცილებელია ჩვენს პირობებში, როცა არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევის სისტემა და სამუშაოს მოძიება ძალიან რთულია. გარდა ამისა, თუ ორივე მხარეს კოდექსი აკისრებს 30 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულებას, მაშინ ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ორივე მხარეს. კერძოდ, თუ დამსაქმებელი არ დაიცავს ამ ნორმას, მან მომუშავეს უნდა გადაუხადოს იმ ერთი თვის ხელფასი, რომელიც დასაქმებულს უნდა ემუშავა და კომპენსაცია, როგორც უმუშევრად დარჩენის კომპენსირება; ხოლო დასაქმებულის მხრიდან წინასწარი გაფრთხილების პირობის დარღვევის შემთხვევაში მასზედაც უნდა იყოს პასუხისმგებლობა და ამ შემთხვევაში მან ვეღარ უნდა მიიღოს კომპენსაცია, ანუ პასუხი უნდა აგოს საკუთარ უპასუხისმგებლობაზე. ვფიქრობ, ეს სამართლიანი იქნება ორივე მხარისათვის. 7. ხომ არ აჯობებს ეფინიცია "კოლექტიური დათხოვნა" შეიცვალოს უფრო მართებული დეფინიციით: "მასობრივი დათხოვნა" და გავამარტივოთ მასობრივი დათხოვნის განმარტება და დამსაქმებლის ვალდებულებები. ანუ მასობრივ დათხოვნად ერთმნიშვნელოვნად დადგინდეს 10 კაცზე მეტი მომუშავის გათავისუფლება და დამსაქმებლის მხრიდან წინასწარი შეტყობინების ვადა დადგინდეს მხოლოდ 30 დღის ოდენობით. ეს შეესაბამება 30 დღით ადრე წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებას და დამსაქმებლებს არ შეუქმნის დამატებით სირთულეებს. 8. სოციალურად სამართლიანი იქნება შრომის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულებისათვის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების დაწესება არანაკლებ 15 კალენდარული დღის ხანგრძლივობით, ანდა კუთვნილი შვებულების ხანგრძლივობის გაზრდა 45 კალენდარულ დღემდე. 9. გამართლებული იქნებოდა კოდექსში შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის დეფინიციის შემოტანა და თუნდაც იმის დაფიქსირება, რომ სრული სამუშაო დროით დასაქმების შემთხვევაში ხელფასი არ შეიძლება იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. ამით თავიდან ავიცილებდით გაუმართლებლად დაბალ ხელფასებს და მონურ პირობებში მუშაობას. მესმის, რომ კონტრარგუმენტი იქნება სამუშაო ადგილების შემცირება, მაგრამ, ჯერ ერთი, არა მგონია, ამან არსებითი გავლენა მოახდინოს დასაქმებულების რაოდენობაზე და, მეორეც, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მოწესრიგდეს ეს სფერო. თანაც, უკვე საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს 250 ლარიანი ხელფასის გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან.

ციური ანთაძე (ციური ანთაძე)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/02/03
Last visit: 2014/07/21 15:13:31
Contact - All comments

და კიდევ, მიზანშეწინილია გამოსაცდელი ვადით მუშაობის შემცირება 2 თვემდე და იმის ნათლად ჩაწერა, რომ გამოსაცდელ პერიოდში მუშაობა ანაზღაურებადია, თორემ ძალიან გახშირებულია აუნაზღაურებლად მუშაობა გამოსაცდელი ვადითა თუ სტაჟირების ფორმით, რაც ყოვლად მიუღებელია.

Salome_a (salome argvliani)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/02/03
Last visit: 2013/02/03 17:32:21
Contact - All comments

კარგი იქნება თუკი მეორე მუხლის მე-5 პუნქტში ჩაემატება "დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა რაც გამომდინარეობს.....შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დასაქმებულთა მდგომარეობიდან" ასევე მუხლი 18 მოკლე სამუშაო დრო: სხვა ჩამონათვალთან ერთად იყოს დათქმა სტუდენტზეც ( სტუდენტს უნდა ქონდეს უფლება მუშაობის მაგრამ კანონით დადგენილ ვადაში.. ეს სტუდენტსაც დაიცავს და დამსაქმებელსაც). მუხლი 22. პუნქტი 5: შვებულების მიცემის რიგითობა უნდა იყოს დასაქმებულთან შეთანხმებით განსაზღვრული. მუხლი 38. პუნქტი 2. ვფიქრობ ძალიან ცუდია.. სულ ცოტა ის მაინც უნდა განისაზღვროს ამ 30 დღის მანძილზე დასაქმებული მუშაობს თუ თავისუფალია?! და ზოგადად შრომის ანაზღაურება უფრო დეტალური უნდა იყოს.. სულ ცოტა იმის დათქმა მაინც რომ ანაზღაურება არ უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები.. ასევე კარგი იქნება თუ დამსაქმებლების წახალისება მოხდება შესღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმების მიზნით.(მაგალითად ინფრასტრუქტურის შექმნაში დაეხმარება სახელმწიფო ან გადასახადების დაქვთვა და ა.შ. )

mikheil vardosanidze (mikheil vardosanidze)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/02/02
Last visit: 2013/06/23 08:00:25
Contact - All comments

1) მუხლი 17 - ამ მუხლის სრულყოფილად შესასრულებლად საჭიროა განისაზღვროს მინიმალური ხელფასი სახელმწიფო ხელფასი, ასევე საჭიროა განისაზღვროს მინიმალური სარგო ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროს. 2) მუხლი 21 - 24 დღიანი შვებულება მისაღებია იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას აქვს 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი, მაგრამ თუ ორგანიზაცია მუშაობს 6 ან 7 დღიანი გრაფიკით, შესაბამისად დამსაქმებელს უნდა ავალდებულებდეს კანონი დასაქმებულს მისცეს 24 სამუშაო დღეზე მეტი. მუხლი 22 - პუნქტი 1, არ არის აუცილებელი დასაქმებულმა 11 თვე მოიცადოს კუთვნილი შვებულების მისაღებად. შესძლებელია გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდეს კალკულაცია და დასაქმებულმა მოითხოვოსგარკვეული დღეები (მაგალითად; 3 თვის შემდეგ მას უფლება ქონდეს მოითხოვოს სურვილისამებრ კუთვნილი 24 დღიდან 6 ან ნაკლები სამუშაო დღე). ასევე ამ პუნქტში გასატვალისწინებელი ის, რომ თუ როდის დაიწყო დასაქმებულმა მუშაობა. თუ დასაქმებულის დასაქმება მოხდა წლის შუა პერიოდში (მაგალითად აგვისტოში), მისი კუთვნილი შვებულება უნდა იქნეს გამოყენებული მიმდინარე წლის დასრულებამდე. 3) მუხლი 27 - აუცილებელია მინიმუმ 6 თვემდე გაზრდა ანაზღაურებადი შვებულების; ორსულთათვის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო. ჩემი მოყვანილი პუნქტებიდან ზოგზე უკვე იყო საუბარი, მაგრამ რაც მეტი კომენტარი იქნება უფრო გაითვალისწინებენ ჩვენ აზრს

ხერხეულიძე's picture
ხერხეულიძე (ნოდარ ხერხეულიძე)
სხვა
Registration Date: 2011/04/03
Last visit: 2015/11/15 21:34:11
Contact - All comments

კოდექსის ტექსტში მუხლებსა და მის ნაწილებზე მითითებისას გამოყენებულია „პუნქტი“. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „ნორმატიული აქტი შედგება მუხლებისაგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად (კოდექსში – ნაწილებად), ხოლო პუნქტი – ქვეპუნქტებად“. ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ კოდექსია, მის ტექსტში „პუნქტების“ ნაცვლად გამოყენებული უნდა იყოს „ნაწილები“. კარგი იქნება, თუ ეს ხარვეზი გამოსწორდება.

fundsokhumi (ალლა გამახარია)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2013/02/05
Last visit: 2013/10/01 14:25:06
Contact - All comments

პროექტში ბევრი ცვლილება დროული და სასარგებლოა, ამიტომ კარგი იქნება შემდეგის გათვალისწინებაც:
1) დეკრეტული შვებულების ვადის გახანგრძლივება 2 წლამდე - 730 დღე და შესაბამისად პროპორციულად გაიზრდება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაც - 126 დღის ნაცვლად _ 180 დღემდე.
2) 37–ე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს ,,ე” ქვეპუნქტი, კერძოდ: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელი იქნება: ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და დამატებითი შვებულების დროს;
3) 30-ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და დასაქმებულს მისივე თხოვნით, რომელსაც ჰყავს ბავშვი 1-დან 14-წლამდე, მიეცეს საზაფხულო შვებულება;
4) დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, რომელიც შეადგენს 600 ლარს, იქნება მინიმალური ზღვარი, ხოლო მათ, ვისაც მეტი სახელფასო ანაზღაურება აქვთ, მიეცემათ დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ხელფასის შესაბამისად.

margo (მარგო დარახველიძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/02/05
Last visit: 2013/02/14 19:16:17
Contact - All comments

აუცილებელია კანონში ჩაიდოს დამქირავებლის (განსაკუთრებით დიდი ორგანიზაციების) მიერ შეფასების სისტემის ჩამოყალიბება-ამოქმედების მოთხოვნა, რომლის მეშვეობითაც გარკვეული კრიტერიუმების (მათ შორის განათლების, გამოცდილების, ეთიკის, მიღწევებისა და სხვათა) გამოყენებით განახორციელდება ადამიანთა პროფესიონალიზმის შეფასება, შედარება, მოხდება მათი დაქირავება და წახლისება-დაწინაურება. ასევე აუცილებელია ჩაიდოს მოთხოვნა ნეპოტიზმისა და ქრონიზმის გამოსარიცხად, როგორც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშია (ე.წ. ქართული ტრადიციის მიუხედავად. რადგან მიუღებელია ტრადიცია, რომელიც ქვეყნის განვითარებას აფერხებს და მნიშვნელოვნად დროში წელავს მას (რაც უკვე სახეზეა), ლახავს შედარებით მეტად პროფესიულად კვალიფიცირებული ადამიანების უფლებებს, რაც საქართველოში არსებულ მცირე ზომის სამუშაო ბაზარზე შეიძლება ითქვას, რომ არსებით ხასიათს ატარებს). ნათესავ-მეგობრის აყვანა გარკვეული შემთხვევების გამოკლებით (მაგალითად, როგორიცაა ცოლ-ქმრის, და-ძმის, მამა-შვილის და ა.შ. ურთიერთდაქვემდებარებაში ყოფნა) დაშვებული იქნას, მხოლოდ და მხოლოდ სხვა კონკურსანტებთან შედარებით მაღალი პროფესიონალიზმის შემცვლელი ქულის დაგროვების შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორჩეულად ნათესავ-მეგობრობის კრიტერიუმით, თანამდებობებისთვის შეუფერის ან ნაკლებად შესაფერის ადამიანთა დანიშვნით, კვლავაც გავაგრძელებთ ღირსეული ადამიანების გარიყვას, შედარებით ან მნიშვნელოვნად დაბალი კომპეტენციის ადამიანთა დაქვემდებარებაში მუშაობის იძულებას, კვლავ ხელს შეუწყობთ მათ საქართველოდან წასვლას და დროში მნიშვნელოვნად გავწელავთ ქვეყნის განვითარების პროცესს.
ზედმეტია რაიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე და საზოგადოების ცოდნის დონის ამაღლებაზე საუბარი იმ სიტუაციაში, როცა ადამიანები ყოველგვარი პროფესიონალიზმის გარეშე ან მინიმალური პროფესიული ძალისხმევით სხვადასხვა გავლენიანი ნაცნობ-მეგობრების საკუთარი თავის გარშემო თავმოყრაზე მუშაობით (ერთად ქეიფი იქნება თუ სხვა) უფრო მეტ პირად სარგებელს ნახულობენ, ვიდრე განათლების მიღებით, გამოცდილების დაგროვებით და ზოგადად, პროფესიული საქმის კეთებით!ნეპოტიზმ-ქრონიზმის ე.წ. ეროვნული ტრადიციის სახელით ხელშეწყობა ნათესავ-მეგობართა ჯგუფების თავმოყრის შედეგად ორგანიზაციებში ქმნის თაღლითობის დამატებით რისკებს, ზრდის მათ იმ დონემდე, რაც შესაძლოა აუტანელი გახდეს არა მხოლოდ ორგანიზაციისათვის, არამედ საზოგადოების და თვით სახელმწიფოსათვისაც კი. უამრავი მაგალითი არსებობს როგორც ადგილობრივად, ასევე საზღვარგარეთ. ეს შესაძლოა გამოიხატებოდეს ადამიანთა ჯგუფების თაღლითობაში ჩართვით, თაღლითურ ქმედებებში თანამონაწილეობით, ხელშეწყობითა და ე.წ „სირაქლემას“ როლის თამაშით. უდავოა, რომ დროა მსჯელობა იქნას დაწყებული იმაზე, თუ როგორ უნდა დაიწყოს და მოხდეს ნეპოტიზმ-ქრონიზმის სამართლებრივად აკრძალვა ჩვენს საზოგადოებაში, რათა „ტვინების გადინებასთან“ ერთად თავიდან ავიცილოთ აუტანელი სიდიდის თაღლითობის რისკები, რომელთა გაკონტროლება არსებულ სიტუაციაში შესაბამისი პროფესიის ადამიანებსაც კი გაუჭირდება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–19 მუხლში შეტანილი ცვლილებების (საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 18 დეკემბრის რეგლამენტი №105 – ვებგვერდი, 24 . 12 .2012წ.) შესაბამისად, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. მაგრამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 280–ე მუხლის მე–3 პუნქტში, 107–ე მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტში არ შესულა ცვლილებები, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას, ამდენად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–19 მუხლთან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 280–ე მუხლის მე–3 პუნქტი, 107–ე მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტი.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–19 მუხლთან შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 280–ე მუხლის მე–3 პუნქტი და 107–ე მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტი.

koba nadiradze's picture
koba nadiradze (kobnadira)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/03/27
Last visit: 2017/12/14 16:07:19
Contact - All comments

შშმ პირს გადაადგილება ეზღუდება არა ფიზიკური მდგომარეობის არამედ მიუწვდომელი გარემოს შემთხვევაში.

koba nadiradze's picture
koba nadiradze (kobnadira)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/03/27
Last visit: 2017/12/14 16:07:19
Contact - All comments

"2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი/ტუროპერატორი უფლებამოსილია დეტალურად დასაბუთებული უარი უთხრას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ბილეთზე/ჯავშანზე ან საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე მისი შეზღუდული შესაძლებლობების გამო:" - ესაა პირდაპირ გამოხატული დისკრიმინაცია.. პირს არ შეიძლება ეთქვას უარი მომსახურებაზე მისი შესაძლებლობათა შეზღუდულობის მიზეზით. ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს საზოგადოებრივ მომსახურებას ვალდებულია შექმნას მისაწვდომობის პირობების ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მომხმარებლისთვის.

koba nadiradze's picture
koba nadiradze (kobnadira)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/03/27
Last visit: 2017/12/14 16:07:19
Contact - All comments

"ა) საერთაშორისო და/ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით;" - ძაან ზოგადია უნდა დაკონკრეტდეს რა შემთხვევაში შესაძლოა დადგეს საფრთხე შესაძლებლობათა შეზღუდულობის მიზეზით

koba nadiradze's picture
koba nadiradze (kobnadira)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2011/03/27
Last visit: 2017/12/14 16:07:19
Contact - All comments

"ბ) თუ საჰაერო ხომალდის კონსტრუქცია ან მისი კარის ზომები არ იძლევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საჰაერო ხომალდში ჩასხდომის და/ან ტრანსპორტირების საშუალებას." - ხომალდი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მისაწვდომობას შშმ მომხმარებლისთვის არ უნდა ეწეოდეს მომსახურებას..

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

ბატონო ირაკლი,
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა დამატებით განისაზღვრება „ საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულების,„საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად.

izomolashxia's picture
izomolashxia (izo molashxia)
სხვა
Registration Date: 2011/01/11
Last visit: 2017/12/15 15:42:35
Contact - All comments

82–ე მუხლის 1–ლი პუნქტის "დ" ქვეპუნქტში მოხელეთა რომელი კატეგორია შედის? მოვალეობის შემსრულებლები?

tamazi tamazi (tamazi tamazi tamazi)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/02/07
Last visit: 2013/04/22 07:24:37
Contact - All comments

I

მუხლი 6. შრომითი ხელშეკრულების დადება.
ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
- შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით (სახით), განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით.
- განსაზღვრული ან/და სამუშაოს შესრულების ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირობითი ფორმით, ვადით შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ან სამუშაოს შესრულების იდება იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა დაკავშირებულია:
ა. ...............................................
ბ. ...............................................
გ. ..............................................
დ. ..............................................
ე. ................................................

– ამ მუხლის პ9–ში უნდა იყოს შვებულება და შვებულების გადახდის ვადა შვებულებაში გასვლამდე თუ შვებულებაში გასვლის შემდეგ. (რამდენი უნდა იყოს შვებულების თანხა).
– ამ მუხლის პ 9–ში მოყვანილი და მუხლი 13–ში პ 2–ის დებულებები ტოლია ერთ–ერთთან და ჩემი ვარაუდით მუხლ 13. პ 2 – სხვაგვარადაა ჩამოსაყალიბებელი
– თუ დამსაქმებელმა დაარღვია შრომის ანაზრაურების გაცემის დრო დასაქმებულისათვის, რა ღონისძიებებს გაითვალისწინებს კოდექსით?

II
–თავი IV მუხლი 17 მესამე და მეოთხე პუნქტები ეწინააღმდეგება ერთმანეთს ანუ გამორიცხავს, კერძოდ გაურკვეველია ამ ორი პუნქტით საიდან აითვლება ზეგანაკვეთური სამუშაო დრო – შესასწორებელია!
–ამავე მუხლში, რატომ განაკვეთის 1,25 – ით და არა 2,0–ით დასასაბუთებელია.
III

თავი V მუხლი 21–ის პუნქტი 21.

–ამ პუნქტში საჭიროა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული გაუშვას შვებულებაში.
აქვე პ 2– ში უფასო შვებულება განუსაზღვრელია, რაც მიგვაჩნია დაუშვებლად.
–იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულს გამოიძახებს შვებულებიდან, ეკუთვნის თუ არა დასაქმებულს ანაზღაურება.

IV
–სამუშაო სტაჟი საპენსიო ასაკის პირისათვის როგორ განისაზღვრება, ამ კოდექსში არ ჩანს.

V
თავი III მუხლი 13–ში ჩასაწერია
– შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის შესახებ მონაცემები: ვინ ატარებს და რა პროცედურებით შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს. როგორ ხორციელდება და რა სახით შრომის დაცვის საკითხები.

VI
თავი VIII მუხლი 35–ში პუნქტები ჩამოყალიბდება შემდეგნაირად:
– დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს მიაწოდოს სრული, გასაგები და ობიექტური ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც იმოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, კანონით დადგენილი წესით.

–8–ში მოყვანილი ფრაზა ,,შრომის უსაფრთხოების წესები,, ბოლოს დაემატება სიტყვა – ნორმები.
აქვე, დღემდე არაა დამტკიცებული და განსაზღვრული რომელი წესები, ნორმები და სტანდარტებია ქვეყანაში მოქმედი. დასაზუსტებელი და დასამტკიცებელია ყველა სტანდარტი, წესი, ნორმა და სხვა, რაც შრომის დაცვასა და შრომის უსაფრთხოებას შეეხება.

MALKHAZI1983 (მალხაზი)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/02/09
Last visit: 2013/02/10 13:33:05
Contact - All comments

ნასამართლობა

totop
Online consultation

Unfortunately no operator is online.