Comments

leqso1302 (ალექსანდრე ინანასჰვილი)
სხვა
Registration Date: 2012/12/12
Last visit: 2012/12/13 08:03:25
Contact - All comments

მაინტერესებს არის თუ არა ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" ცვლილება

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "გ.ე" ქვეპუნქტი სრულად ეტევა "გ.ა"-ს დებულებაში და მისი ცალკე გამოყოფის საჭიროება არ არსებობს.

GWSltd (შოთა მეტრეველი)
სხვა
Registration Date: 2012/08/01
Last visit: 2014/03/06 13:04:21
Contact - All comments

ერთადერთი მუხლი ჭანტურიას კომენტარებს რომ აკლია :)

nucirezi (nino)
სხვა
Registration Date: 2012/09/18
Last visit: 2014/09/17 21:38:22
Contact - All comments

maiteresesbs 5% dabegvrit vis Seudzlia rom dadges da xarjebshi ra ar unda gamoqvitos?

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

მუხლი 90. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი და გადასახადის განაკვეთები
1. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იბეგრება 5 პროცენტით.
2. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ:
ა) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი საქმიანობს მხოლოდ სპეციალური სავაჭრო ზონის ტერიტორიაზე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა.
ხარჯებში გამოიქვითება ყველა ის აუცილებელი ხარჯი, რაზეც გაგვაჩნია შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურა(ან ასხვა ჩასათვლელი დიკუმენტები)

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კოდექსის 81-ე მუხლით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემოსავალზე გადასახადის) განაკვეთი 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდის მიხედვით შეადგენს 20 პროცენტს, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე – 18 პროცენტს.
2. ამ კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე – 3-პროცენტიანი განაკვეთით.
3. ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით გადახდილი პროცენტები (მათ შორის, ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), თუ შემოსავლის წყარო საქართველოშია, იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

მუხლი 136. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის პრინციპები

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

4. სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდების შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით, რის გარეშეც აკრძალულია საქონლის ტრანსპორტირება. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის შემთხვევაში აკრძალულია ზედნადების გარეშე საქონლის შენახვა. :-/

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანამდე მოქმედი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება ქონდათ, შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯზე გაეწიათ დახმარება მაჟორიტარ პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რომელიც ამოქმედდა 2012 წლის 25 დეკემბერს ("ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ არიან უფლებამოსილი დააფინანსონ პარლამენტის წევრის ბიურო, ზემოხსენებული ხარჯები დაიფარება პარლამენტის ბიუჯეტიდან. 2013 ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში ამოსაღებია პარლამენტის წევრის ბიუროს ხარჯები ან დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანია შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის წევრის ბიუროს ხარჯების ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

zgergaia's picture
zgergaia (ზაზა გერგაია)
სხვა
Registration Date: 2011/04/09
Last visit: 2017/12/15 23:02:50
Contact - All comments

მუხლი 8. გასხვისების ზოგადი შეზღუდვა

,,თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით." შესაძლებელია ამ ნაწილში ცვლილების შეტანა და ,,სანოტარო" შეიცვალოს ,,მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად".
ვინაიდან ზემოთხსენებული თანხმობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნულო სააგენტოს მიერაც დამოწმდეს.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

სავსებით გეთანხმებით. აღნიშნული ინსტრუქციის მე-14 მუხლის 32-ე პუნქტი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე უცხოელისა და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ეს მიწა მიიღეს მემკვიდრეობით, ასევე, თუ უცხოელი ამ მიწას მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, ხოლო საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ , გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

ამ მუხლის პირველი ნაწილი ერთგვარ კოლიზიაში მოდის 241-ე მუხლის პირველ ნაწილთან. ამ უკანასკნელის თანახმად, ყადაღის დადება მხოლოდ აღიარებულ დავალიანებაზე შეიძლება, რაც 254-ე მუხლის თანახმად, საჭირო არაა. 241-ე მუხლი არ უშვებს გამონაკლისს სადავო საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით.

qavtar2011's picture
qavtar2011 (shorena qavtaradze)
სხვა
Registration Date: 2011/01/20
Last visit: 2017/03/27 15:48:21
Contact - All comments

და ვადა არ უნდა იყოს გათვალისწინებული? თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის ჩადენის დღიდან???

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

"თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის ჩადენის დღიდან???" -თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით იხილეთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 5 –ე მუხლის მე–4 პუნქტი და მე–5 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, კერძოდ:საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ ნებისმიერი უკანონო ან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ მტკიცებულების ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შეტყობინების გზით ამხილოს იგი ზემდგომ თანამდებობის პირთან.თუ არ ჰყავს ზემდგომი თანამდებობის პირი, მიმართოს სამართალდამცავ ორგანოს.ზემდგომი თანამდებობის პირი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი ზომები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში აცნობოს სამართალდამცავ ორგანოს;
ამდენად, თუ ზემდგომი თანამდებობის პირის 3 სამუშაო დღის ვადაში არ მიიღებს სათანადო ზომებს (პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის მიცემის შესახებ და სხვა) ის მინიმუმ ჩადის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას –სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 376–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ნიშნები;

გეთანხმებით, რომ კანონში იმპერატიულად არ არის მითითებული, თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის ჩადენის დღიდან, ე.ი მასზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გადაცდომის ჩადენის დღიდან ნებისმიერ დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას.
ამასთანავე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–80 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ. კარგი იქნება ზემოხსენებულ კანონში პირდაპირ მიეთითოს თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის ჩადენის დღიდან.მითუმეტეს საქართველოში მოქმედ სხვა ნორმატიულ აქტებში პირდაპირ არის მითითებული პირის პასუხისმგებლობაში მიცემის ვადები, კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 71–მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38–ე მუხლი.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19

1. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ − მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

2. მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის ჩადენის დღიდან??? ჩემის აზრით კანონში შესატანია ცვლილება და უნდა იყოს მიმდინარე სამუშაო წელს გადაცდომის გამოვლენიდან არაუმერეს 1(ერთი) თვე, რომლის გასვლის შემდგომ საჯარო მოხელე უნდა ჩ

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

ამ ვადის გაცვლის შემდგომ მოხელე უნდა ჩაითვალოს სახდელდაუდებლად, თუ მის ქმედებაში არ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

ამ შემთხვევაში, ხომ ისინი არიან სსიპ-ს თანამშრომლები და შესაბამისად ხელს აწერს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.

gio5802's picture
gio5802 (giorgi buadze)
სხვა
Registration Date: 2011/01/25
Last visit: 2017/12/13 12:33:32
Contact - All comments

რატომ უნდა წარადგინოს პარტნიორმა დეკლარაცია, თუ ის არის ფიზიკური პირი და შემოსავლებს და ხარჯებს აღიარებს საკასო მეთოდით? ასეთ შემთხვევაში სარგებელი რაც მან მიიღო უპროცენტო სესხიდან არ იყო მატერიალური ფორმის და გაუგებარია, რატომ უნდა დაადეკლარიროს?

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

ტერიტორიულ ორგანოში განმწესებული პირი იქნება სსიპ-ის წარმომადგენელი(მათ დანაყოფში) და შესაბამისად მოქმედებს ზემოაღნიშნული მუხლი ამაზაც.

fino's picture
fino (Financial Office)
სხვა
Registration Date: 2012/06/22
Last visit: 2017/12/15 21:00:08
Contact - All comments

ჩვენი აზრით, სსკ 105 მუხლის მე-5 პუნქტის ლინკი, რომელსაც გადავყავართ საქართველოს ფინანსთა მინისტრის #230 ბრძანებაზე, ასევე აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება #996-ის 31-ე მუხლს (ცალკეულ შემთხვევებში ხარჯების გამოქვითვა). პატივისცემით, მიხეილ ჭელიძე, აუდიტორული კომპანია "ფინასური ოფისის" აუდიტორი.

fino's picture
fino (Financial Office)
სხვა
Registration Date: 2012/06/22
Last visit: 2017/12/15 21:00:08
Contact - All comments

ჩვენი აზრით, იმ მომენტიდან როდესაც საქართველოში დაინერგა ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, ამ მუხლის ვალდებულების არსებობა აღარ არის საჭირო, რადგანაც ელექრონული რეესტრი ვებ-პორტალზე ისედაც არსებობს და მეწარმეს დამატებისთ არ უნდა ქონდეს ვალდებულება აწარმოოს სხვა რაიმე რეესტრი. პატივისცემით, მიხეილ ჭელიძე, აუდიტორული კომპანია "ფინანსური ოფისის" აუდიტორი.

paata's picture
paata (platon kaloiani)
სხვა
Registration Date: 2011/01/14
Last visit: 2017/12/09 20:35:10
Contact - All comments

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-6 ნაწილის და ამავე კანონის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს გადასახადის გაანგარიშებისთვის გამოიყენოს საკასო მეთოდი. საგადასახადო კოდექსი მხოლოდ ერთ შემთხვევაში უშვებს გამონაკლისს - თუ გადამხდელის არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი, მაშინ ის ვალდებულია გამოიყენოს მხოლოდ დარიცხვის მეთოდი.(სსკ 73-ე მუხლის მე-7 ნაწილი; სსკ 136-ე მუხლის მე-8 ნაწილი). პრობლემა მდგომარეობს შემდეგში - თვით ეს მუხლებიც ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს; 73.7 მუხლში ნათქვამია,

აღნიშნული წესები არ ვრცელდება იმ გადასახადის გადამხდელზე, რომელიც, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულია განახორციელოს ან ნებაყოფლობით ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას დარიცხვის მეთოდით, აგრეთვე იმ პირზე, რომელიც რეგისტრირებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად.

, ხოლოს 136 მუხლში მხოლოდ დღგ-ს გადამხდელებზეა საუბარი. ანუ არის კიდევ კატეგორია გადამხდელებისა, რომლებიც შეიძლება არ იყვნენ დღგ-ს გადამხდელები, მაგრამ მაინც ვალდებულნი არიან დარიცხვის მეთოდით აწარმოონ მოგების და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება. ჩვენი აზრით, ეს კატეგორია არის საწარმოები, რომლების იურიდიულ-სამართლებრივი ფორმაა შპს და სს. ამის საფუძველს გვაძლევს 1999 წლის 05 თებერვალს მიღებული კანონი

ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ

(რომელიც გაუქმდა 2012 წლის 29 ივნისის კანონით

ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ

, სადაც მე-10 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც

ერძო სამართლის იურიდიული პირი (მცირე საწარმოსა და არაკომერციული იურიდიული პირის გარდა) ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დროებითი სტანდარტების შესაბამისად

. მაშასადამე, სსკ 136 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საკასო მეთოდით აღრიცხვის წარმოება ვრცელდება იმ პირებზე, რომელის იურიდიულ-სამართლებრივი სტატუსი არის ინდივიდუალური მეწარმე და რომელიც არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი.

mancho 24 (manana)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/01/13
Last visit: 2013/01/13 15:47:08
Contact - All comments

177 MUXLIS MEORE DA MESAME NACILS RA EXEBAA?

()
Registration Date: 1970/01/01
Last visit: 1970/01/01 04:00:00
All comments

უხარისხო შემოწმების აქტის თავიდან აცილების მიზნით, აშშ-ის პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაძლებელი უნდა იყოს ხანდაზმულობის ვადის გაზრდა გადამხდელის თანხმობით. ხოლო ამ პროცედურის ბოროტად გამოყენების (იძულების) თავიდან ასაცილებლად, უნდა ჩაიდოს სათანადო პრევენციული მექანიზმი.

boxua's picture
boxua (kaxa)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2017/12/11 15:54:56
Contact - All comments

ამ ცვლილების თანახმად, პროკურორზეა დამოკიდებული საქმის განხილვა ნაფიცმსაჯულთა მომაწილეობით შედგება თუ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე, გამოდის რომ თუ მხარეები სასამართლოში მისვლამდე ვერ შეთანხმდნენ საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე მოხდეს რა საჭიროა ბრალდებულისათვის შუამდგომლობის დაყენების უფლების მხოლოდ ფორმალური მინიჭება???

gio-gio (giorgi stephanashvili)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/01/22
Last visit: 2013/01/22 09:36:30
Contact - All comments

sisxlis samartlis kaninis ukudzala

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–4 პუნქტი „4. ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: ა) საკრებულო; ბ) გამგეობა, მერია; გ) მუნიციპალიტეტი.“ უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ: ა) საკრებულო; ბ) გამგეობა, მერია;“ ვინაიდან მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო საკრებულოს გადაწყვეტილების შესრულებას უზრუნველყოფს გამგეობა (მერია). თვითმმართველობის ორგანოს(დაწესებულება) –მუნიციპალიტეტს, ზემოხსენებული ორგანული კანონი არ ითვალისწინებს. ამასთანავე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–7 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–4 პუნქტი მოსაყვანია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლთან შესაბამისობაში.

alex333's picture
alex333 (alex333)
სხვა
Registration Date: 2012/03/05
Last visit: 2015/02/19 17:17:39
Contact - All comments

კარგი იქნებოდა განამრტება იყოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ის

giorgi55006001 (giorgi)
სხვა
Registration Date: 2011/12/16
Last visit: 2013/08/07 11:42:47
Contact - All comments

დედებს მივცეთ უფლებები და კონკრეტულად განვსაზრვროთ პირობები ვინაიდან აბსოლიტურად დარღვეულია დღესდღეობით.

zizi zizi's picture
zizi zizi (zizi gelovani)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2012/12/20
Last visit: 2016/03/16 17:23:47
Contact - All comments

მაინტერესებს რომელ მუხლში წერია სალარო აპარატისგან გათავისუფლებული ფაქტურა

zizi zizi's picture
zizi zizi (zizi gelovani)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2012/12/20
Last visit: 2016/03/16 17:23:47
Contact - All comments

ვნახე, მუხლი 259 4 ნაწილი

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

კანონის პროექტი (საქართველოს ორგანული „საქართველოს შრომის კოდექსი “) ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია და ორიენტირებულია დასაქმებულის უფლებების დაცვაზე, ამასთანავე, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო შემდეგ საკითხებზე:
როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად,შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით. აღნიშნულიდან გამომდინირე, კანონპროექტის ავტორმა (ავტორები) კანონის მე–6 მუხლის პირველ პუნქტს დაამატა შემდეგი 1 1 პუნქტი: 1 1. შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა დაკავშირებულია :
ა) კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან;
ბ) სეზონურ სამუშაოსთან;
გ) სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდასთან;
დ) სამუშაოზე დროებით არყოფნისას დასაქმებულის ჩანაცვლებასთან ;
ე) სხვა ობიექტურ გარემოებებთან. ”

მაგრამ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული თუ რას გამოიწვევს აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა. თუ დავეყრდნობით საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნებს, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვას, მაშინ მიზანშეწონილად მიმაჩნია მე–6 მუხლს დაემატოს 1 2 პუნქტი „1 2. აღნიშნული მუხლის 1 1 პუნქტის მოთხოვნების დარღვევით დადებული შრომითი ხელშეკრულება ითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულად“, აღნიშნული პუნქტის დამატება ხელს შეუწყობს დასაქმებულის უფლებების დაცვას და კანონის მიზნების განხორციელებას.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

კანონპროექტის მიხედვით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე–6 მუხლს დაემატა მე–9 პუნქტი „ 9. შრომით ხელშეკრულების არსებითი პირობებია:
ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
ბ) სამუშაო ადგილი;
გ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;
დ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და მისი გადახდის წესი;
ე ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი .“
მისასალმებელია ის გარემოება, რომ ზემოხსენებული პუნქტი ხელს უწყობს „ევროპის სოციალური ქარტიის“ (სტრასბურგი, 3.V. 1996) მე–2 მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის უფლებების განხორციელებას, კერძოდ: მუშაკები წერილობითი ფორმით უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, მათი დასაქმების დაწყების თარიღიდან, კონტრაქტის ან მათი შრომითი ურთიერთობების ძირითადი ასპექტების შესახებ;
მაგრამ კანონპროექტში არ არის მითითებული, თუ რას გამოიწვევს აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა, ზემოხსენებული გარემოება ხელს არ შეუწყობს დასაქმებულის უფლებების დაცვას და საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტის მოთხოვნების „შრომითი უფლებების დაცვა“ განხორციელებას.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2017/05/04 21:24:20
Contact - All comments

კანონპროექტის მიხედვით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის “ 38–ე მუხლს დაემატა 38 1–ე მუხლი, „მუხლი 38 1. კოლექტიური დათხოვნა
1. ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ერთდროულად სულ მცირე 10 დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის (კოლექტიური დათხოვნის) შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია:
ა ) წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს შრომის , ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს და იმ დასაქმებულებს , რომელთაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულება ;..........“ კანონპროექტში არ არის მითითებული თუ რას გამოიწვევს აღნიშნული პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა. რაც ხელს შეუშლის კანონის მიზნების განხორციელებას.

lasha rtevladze's picture
lasha rtevladze (ლაშა რთველაძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2011/07/02
Last visit: 2017/12/11 09:14:51
Contact - All comments

38 -ე მუხლის მე- 7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7 . ბრალდებულს უფლება აქვს: დამოუკიდებლად ან ადვოკატის მეშვეობით ჩაატაროს გამოძიება , მოიპოვოს და წარადგინოს მტკიცებულება ამ კოდექსით დადგენილი წესით; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; მონაწილეობა მიიღოს მისი ან/და მისი ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში; მოითხოვოს ადვოკატის დასწრება მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს. თუ ბრალდებული გადახდისუუნაროა და დანიშნული ჰყავს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, ამ მუხლში მითითებული უფლებების განსახორციელებლად გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო. “.

თუ ბრალდებული გადახდისუუნაროა და დანიშნული ჰყავს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე ამგვარი ფორმულირება გულისხმობს, რომ ორივე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი გადახდის უუნარობა და მეორე ადვოკატი უნდა ყავდეს სახელმწიფოსგან დანიშნული. რაც შემი აზრის არასწორია. თუ პირი არის გადახდისუუნარო, მაგრამ არ ყავს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი, სულაც იცავს ძმა რომელიც არის ადვოკატი! გამოდის ამ მუხლში მითითებული უფლებების განსახორციელებლად გაწეულ ხარჯებს ანაზღაურება უწევს თავად ბრალდებულს. მაშინ ეს მუხლი კარგავს თავის დანიშნულებას...

lasha rtevladze's picture
lasha rtevladze (ლაშა რთველაძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2011/07/02
Last visit: 2017/12/11 09:14:51
Contact - All comments

42-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. თუ ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლოში, რაც სასამართლოს შეფასებით აჭიანურებს სასამართლო განხილვას, სასამართლო უფლებამოსილია ბრალდებულს (მსჯავრდებულს) დაუნიშნოს ადვოკატი სავალდებულო წესით, რაც არ ზღუდავს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) უფლებას, მოიწვიოს ადვოკატი საკუთარი სურვილით. ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ საკუთარი სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადებისთანავე, სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს სასამართლო განხილვას.

ეს ნორმა ჩემის აზრით არღვევს უშუალობის პრინციპს... როდესაც ხან ერთი ადვოკათი იცავს ბრალდებულს და ხან მეორე, ამასთან სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი უნდა ჩამოსცილდეს სასამართლო განხილვას, როდესაც ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ საკუთარი სურვილით მოწვეული ადვოკატის სასამართლოში გამოცხადდება. ვერ განხორციელდება ჯეროვანი დაცვა. საიდან უნდა იცოდეს ახალმა ადვოკატმა რა მოხდა საასამრთლოში მის მოსვლამდე? მაშინ საქმის განხილვა უნდა დაიწყოს თავიდან რაც ჩიხში შეიყვანს პროცესს... საჭიროა უფრო სხვაგვარი ფორმულირება

lasha rtevladze's picture
lasha rtevladze (ლაშა რთველაძე)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2011/07/02
Last visit: 2017/12/11 09:14:51
Contact - All comments

„ მუხლი 84. დაცვის მხარის საგამონაკლისო უფლება
დაცვის მხარის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას. ამ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე დაცვის მხარეს განკარგულებით აკისრებს საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას. “

ეს ნორმა. თავის დროზე იყო, რაღაც დოზით, ბრალდებისა და დაცვის მხარეების გაწონასტორების მცდელობა, შეჯიბრებითი პროცესის უზრუნველსაყოფად. რადგან დაცვას არ ქონდა ჩხრეკა/ამოღების ჩატარების უფლება სანაცვლოდ დაცვას კანონმდებელმა შესთავაზა ეს მუხლი. რომელიც ჩემი აზრით უსუსური და უაზრო ნორმაა. თუ მე მაქვს ისეთი მტკიცებულება რომლითაც თავს ვიმართლებ რატო უნდა გავწელო პროცესი? არ მირჩევნია უბრალოდ გამოვაჩინო და სახლში წავიდე დამშვიდებული? ეს ნორმა შეიძლება აღქმული იყოს როგორც „სიურპრიზი“ ბრალდები მხარისთვის, მაგრამ საპროცესო კოდექსი აძლევს ბრალდებას შესაძლებლობას ითხოვოს პროცესის გადადება და მოემზადოს „სიურპრიზზე“ პასუხის გასაცემად მაშინ რაღა აზრი აქვს მის, „ერთი მტკიცებულების წარუდგენლობა“-ს, მაინცადამაინც სასამართლოში საქმის არსებით განხილვანდე. ამასთან ჩემი აზრით სულ მცირე უნდა დაკონკრეტდეს კონკრეტულად რომელი ხარჯი იგულისხმება „საპროცესო ხარჯების ანაზღაურება“-ში

სტოპ მიშა (ვ)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/28
Last visit: 2013/02/17 16:56:22
Contact - All comments

რა ხდება ტრეფიკინგს ვაკანონებთ? სხვანაირად რას ნიშნავს ეს "უფასო 7 საათი" 41-სა 48-საათს შორის? უფასოდ მონები მუშაობდნენ ძველ დროში. თანამედროვე ცხოვრებაში კი ტრეფიკინგის მსხვერპლები მუშაობენ.

სტოპ მიშა (ვ)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/28
Last visit: 2013/02/17 16:56:22
Contact - All comments

მინიმალური ხელფასი რატომ არაა მითითებული? საარსებო მინიმუმის ტოლი მაინც აღარ უნდა იყო მინიმალური ხალფასი ?

giorgi6 (გიორგი )
სხვა
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2014/09/01 11:43:34
Contact - All comments

ეს კანონი თვითონ დასაქმებულებისთვის იქნება რაღაც მომენტში ცუდი, რადგან აუცილებელი დასაბუთებული გაშვება სამსახურიდან პირადად ჩემს სფეროში იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ვეღარასოდეს ვეღარ დაიწყებს სხვაგან მუშაობას, რადგან მშენებლობაში და წარმოებაში ძალიან ხშირია სამუშაოსთან გულგრილი დამოკიდებულება მუშების და მექანიზატორების მხრიდან, ასევე ძალიან ხშირია წვრილმანი ქურდობები და მასალებისა თუ საწვავის მოპარვა, განსაკუთრებიოთ საწვავის. ვისაც შეხება აქვს ტექნიკასთან დამერწმუნება, რომ 90 პროცენტი მძღოლებისა და მექანიზატორებისა ცოტ–ცოტას იპარავენ საქვავს და გვერდით ყიდიან იაფად. ასეთ დროს გიწევს მისი სამსახურიდან გაშვება, მაგრამ ისე, რომ არ "გააფუჭო", ხოლო ახალი კანონის შემთხვევაში, არა მარტო სამსახურიდან განთავისუფლება მოგიწევს თუნდაც 5 ლიტრი საწვავის მოპარვის გამო, არამედ პირდაპირ მისი ფაქტზე დაჭერა და შემდეგ გასაგებია რაც მოჰყვება ამ ამბავს, მერე კი დაიწყებენ, აი ხალხს 10 ლარის მოპარვის გულისთვის ციხეში სვამენო.

K.N. (nino)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 08:24:02
Contact - All comments

კარგი იქნება ასევე თუ განხორციელდება ცვლილებები მე-6 თავში, კერძოდ 1. (27-ე მუხლი) დეკრეტული შვებულების გაზრდა მინიმუმ 6 თვემდე (რადგან, პირველ რიგში არარეალურია 4 თვის ბავშვის დატოვება სახლში სამსახურსი მიზეზით, ძალიან პატარაა და ვფიქრობ კარგი იქნება სახელმწიფო თუ ხელს შეუწყობს დედას აღნიშნულ საკითხში), ასევე ანაზღაურებადი უნდა იყოს 6-ივე თვე, რადგან კოდექსის არსებული ვერსია ხელს არ უწყობს დემოგრაფიის გაზრდას საქართველოში, რისი მაჩვენებელიც კატასტროფულად დაბალია..!

K.N. (nino)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 08:24:02
Contact - All comments

ასევე 37-ე მუხლის მე-2 პუნქტს კარგი იქნება თუ დაემატება ქვეპუნქტი "დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს"...

zkupreishvili (ზვიად კუპრეიშვილი)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/01/29 08:36:00
Contact - All comments

კარგი იქნებოდა კანონში ასახულიყო თანამშრომლების ე.წ. რეზერვად აყვანასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც წესი ასეთი თანამშროლმები ვერ სარგებლობენ შვებულებებით, დეკრეტული შევებულებით და სხვა პრივილეგიებით ..... ანუ დამსაქმებლები ეწევიან ამ ადამიანების ექსპლუატაციას.. ხშირ შემთხვევაში დაქირავებულებს წლობით უწევთ რეზერვად მუშაობა... გთხოვთ გაითვალისწინოთ.

KHATUNA KHUKHUNAISHVILI (KHATUNA KHUKHUNAISHVILI)
სხვა
Registration Date: 2012/06/01
Last visit: 2014/11/05 22:10:52
Contact - All comments

კარგი იქნება თუ გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულების დადების დროს ქართულ ენაზე დოკუმენტის შედგენის სავალდებულოობა და მერე ისე როგორც ამაზე მე-6 მუხლშია საუბარი

phylanopsis (mokhevishvili tinatin)
ჯანდაცვა, სოციალური დაცვა და საპენსიო სამართალი
Registration Date: 2013/01/29
Last visit: 2013/06/10 08:28:09
Contact - All comments

გთხოვთ კოდექსში გაითვალისწინოთ ხელფასის მინიმალური ოდენობა

totop
Online consultation

Unfortunately no operator is online.