Comments

ნანა ფრუიძე's picture
ნანა ფრუიძე (ფრუიძე ნანა)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
Registration Date: 2020/05/02
Last visit: 2020/05/02 17:41:13
Contact - All comments

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფერი იმისათვის, რასაც ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებთ ამ მართლაც ძალზე რთულ პერიოდში.

ნანა ფრუიძე's picture
ნანა ფრუიძე (ფრუიძე ნანა)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
Registration Date: 2020/05/02
Last visit: 2020/05/02 17:41:13
Contact - All comments

258-ე დადგენილებასთან დაკავშირებით მაქვს შენიშვნა: ვფიქრობ, ნება უნდა გვქონდეს კანონით განსაზღვრულ დროის მონაკვეთში , ანუ პირობითად დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე როცა გვინდა, ერთჯერადად მაშინ გავიდეთ ქალაქიდან და უკან დავბრუნდეთ. საქმე ისაა, რომ მხოლოდ მიწის ნაკვეთი თუ მაქვს თბილისთან ახლოს, 10-15 წუთის სავალზე და ორი-სამი საათის საქმე (მაგ.: მოსარწყავი მაქვს ნარგავები), საღამოს 9 საათამდე მინდორში ხომ არ ვიჯდები? რატომ არ უნდა მქონდეს ნება, საქმის დასრულებისთანავე თბილისში დავბრუნდე?

ნანა ფრუიძე's picture
ნანა ფრუიძე (ფრუიძე ნანა)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
Registration Date: 2020/05/02
Last visit: 2020/05/02 17:41:13
Contact - All comments

თუ შეიძლება, განიხილეთ ეს საკითხი. 12 საათი მინდორში ვერ გავჩერდები :( არადა თუ ახლა არ მოირწყა ნარგავები,მთელი შრომა წყალში ჩაიყრება. როგორ მოვიქცე? . ცხადია, პატრულს ამ საკითხზე დავას ვერ დავუწყებ, თუ გამაჩერეს და დაჯარიმება დამიპირეს. წინასწარ გმადლობთ ყურადღებისთვის.