Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტიდან, ამოსაღებია სიტყვები „ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან“, ვინაიდან, აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამდენად, საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი განიხილოს ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობა და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სხელმწიფოს შეუძლია საზღვრების შეცვლა მეზობელ სახელმწიფოსთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით. ალბათ ეს შემთხვევა იგულისხმება.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ბატონო ბესიკ, ზემოხსენებულ საქართველოს კონსტიტუციის 65–ე მუხლის მე–2 პუნქტის "გ"ქვეპუნქტში საზღვრების შეცვლის საკითხი ცალკე არის მითითებული (იხ. "გ" ქვეპუნქტის სრული რედაქცია "გ" ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას), ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის მე–2 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების შესაბამისად,სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრების შეცვლა ორი სხვადასხვა საკითხია. ამდენად, საქართველოს საზღვრების შეცვლის საკითხის განხილვა არ გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის შეცვლას.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

პირველი ნაწილი ორმაგ მოქალაქეებსაც ეხება ? ანუ ვისაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს + საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, შეუძლიათ პრეზიდენტი გახდნენ ? თუ მარტო ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქე უნდა იყოს ? როგორ გესმით ეს ნორმა ? იმიტომ ვკითხულობ რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დააყენოსო და ეგ ორმაგი მოქალაქეა !

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

მე-14 მუხლში არ არის ნახსენები სექსუალური ორიენტაცია ! რაც იმას ნიშნავს რომ ზოგიერთ საკითხში ჰომოსექსუალების უფლებების შეზღუდვა ანტიკონსტიტუციური არ იქნება. მაგალითად ერთსქესიანთა ქორწინება აკრძალულია და ეს სრულიად კონსტიტუციურია, თუ ჰომოსექსუალობის პროპაგანდასაც ავკრძალავთ შეიძლება თუ არა მასეთი აკრძალვა კონსტიტუციურად ჩავთვალოთ? თქვენ როგორ ფიქრობთ და რა არგუმენტი გაქვთ ამ მოსაზრების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ?

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

საბრალდებო დასკვნა ამოსაღებია, აღარ არსებობს ეგეთი რაღაცა ბუნებაში.

givikilaZe (givikilaDze)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
Registration Date: 2013/07/04
Last visit: 2014/03/20 15:06:53
Contact - All comments

ჩვენის აზრით ქ.ლაზიკაზე ნაადრევია კონსტიტუციში ლაპარაკი მანამდე სხვა პრიორიტეტეტებს უნდა მივხედოთ, რომლებიც მრავლად არის წარმოდგენილი და სასწლაფო რეაგირება სჭირდება.....

ucha-tamuna (ucha odishelidze)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/11/14
Last visit: 2014/05/14 00:12:32
Contact - All comments

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ გულისხმობს თანასწორობას მხოლოდ ამ მუხლში ჩამოთვლილი გარემოებებისას,არამედ გულისხმობს, რომ ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე განურჩევლად ყველაფრისა. რა თქმა უნდა, ამ მუხლში ყველა გარემოება ჩამოთვლილი ვერ იქნება. რაც შეეხება სექსუალურ ორიენტაციას, რომელიც ამ მუხლში არ არის ნახსენები, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაგ: ჰომოსექსუალების უფლებების შეზღუდვა კონსტიტუციურია. მათ შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ ამა თუ იმ მუხლის გაუქმება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს. ასევე მინდა შეგახსენოთ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი, რომელშიც გარკვევით წერია, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომელიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომიდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვა, რა თქმა უნდა, არაკონსტიტუციური სულაც არ არის, ეს არ ზღუდავს მათ უფლებას, ჩაატარონ ესა თუ ის მანიფესტაცია. ქორწინების აკრძალვას რაც შეეხება, ჩემი აზრით, არაკონსტიტუციურია, იმდენად, რამდენადაც კონსტიტუცია აღიარებს ქორწინების უფლებას (36-ე მუხლი) და არ წერია, რომ მაინც და მაინც ქალი და კაცი უნდა დაქორწინდეს. ჰომოსექსუალები, რა თქმა უნდა, ჯვარს ვერ დაიწერენ, რადგან მართმადიდებლური რელიგია კრძალავს ასეთ რამეს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არ არის გამოცხადებული და, შესაბამისად, „ლგბტ“ პირების ქორწინების უფლების შეზღუდვა არ შეიძლება, თუმცა ეს როგორც ჩემთვის, ასევე უმრავლესობისთვის მიუღებელია, მაგრამ სამართლებრივად ეს უფლება მათ უნდა ჰქონდეთ.

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

სამოქალაქო კოდექსში ქორწინება როგორც ქალის და მამაკაცის კავშირია განმარტებული. გაასაჩივრონ გეებმა საკონსტიტუციოში და საინტერესო ქეისი იქნება.:) სხვათაშორის ევროსასამართლო ჰომოსექსუალური ქორწინების აკრძალვას, ევროპის კონვენციის დარღვევად არ აფასებს და შესაბამისად მეეჭვება საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილოს მასეთი სარჩელი.

ucha-tamuna (ucha odishelidze)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/11/14
Last visit: 2014/05/14 00:12:32
Contact - All comments

გეთანხმებით, მართლაც საკმაოდ საინტერესო ქეისი იქნება, რომ გაასაჩივრონ. რამდენად დააკმაყოფილებს, არ ვიცი, ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველოს კოსნტიტუციის შესაბამისად იღებს და თუ არაკონსტიტუციურად სცნობს მაგ მუხლს, ვერც ვერავინ შეედავება. :)

constcourt's picture
constcourt (Natia Ebralidze)
კონსტიტუციური სამართალი
Registration Date: 2011/05/24
Last visit: 2024/11/16 09:15:52
Contact - All comments

მუხლი 30, პუქტი 1 არასწორადაა თარგმნილი. გთხოვთ, გამოასწოროთ შეცდომა.

babu's picture
babu (tengo samxaradze)
კონსტიტუციური სამართალი
Registration Date: 2013/06/22
Last visit: 2015/08/04 13:38:21
Contact - All comments

me 5 punqti kai normaaa

ngvazava1's picture
ngvazava1 (natia gvazava)
სხვა
Registration Date: 2011/01/24
Last visit: 2024/08/20 14:03:04
Contact - All comments

64 მუხლის 1 პუნქტში წერია "an offence" მაშინ როდესაც ქართულ ორიგინალში წერია "დანაშაული". დანაშაული არის მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება, რაც ინგლისურად ითარგმნება როგორც "criminal offence" ან "crime". გთხოვთ, გაასწოროთ.

tato1982's picture
tato1982 (tarieli)
სხვა
Registration Date: 2012/01/23
Last visit: 2015/03/25 12:25:11
Contact - All comments

კარგი მუხლია

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

ა) ამ მუხლში გარკვევით არის დაფიქსირებული რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა ! ბ) 73-ე მუხლში ასევე ნათლად არის დაფიქსირებული რომ პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ მთავრობის თანხმობით. გ) 69-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულია სიტყვა უმაღლესი, რაც პირდაპირ უსმევს ხაზს იმას რომ პრეზიდენტი აღარ არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში ! ( ყოველივე აქედან გამომდინარე რამდენად კონსტიტუციურია დღევანდელი პრეზიდენტის ამბიციები, თავად განსაჯეთ ).

ninikerdzaia@yahoo.com's picture
ninikerdzaia@yahoo.com (ნინი კერძაია)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2014/02/11
Last visit: 2024/09/05 17:16:58
Contact - All comments

ვრცელდება თუ არა 22-ე მუხლის 3-ე პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე?

iTATA's picture
iTATA (Tamar Alpaidze)
კონსტიტუციური სამართალი
Registration Date: 2013/02/20
Last visit: 2024/10/01 13:18:39
Contact - All comments

რას ერჩოდნენ 3/5-ს ? რატომ 3/4 ?

sandro385's picture
sandro385 (ალექსანდრე ამაშუკელი)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2012/07/05
Last visit: 2024/11/14 12:26:02
Contact - All comments

№ას-972-1008-2011 14 ივლისი, 2011 წ., ქ. თბილისი

bagi2015's picture
bagi2015 (ramazi iobidze)
სხვა
Registration Date: 2011/12/11
Last visit: 2024/10/11 12:42:21
Contact - All comments

რომელი კანონით არის დაცული დედათა ბავშვთა უფლებები?

tamarchik's picture
tamarchik (tamar paatashvili)
სხვა
Registration Date: 2014/11/16
Last visit: 2017/05/27 01:31:25
Contact - All comments

:-D :-D :-D :-D :-D :-D :-D O:) ki aba raa :D

sofialaw's picture
sofialaw (sofia)
სხვა
Registration Date: 2016/10/29
Last visit: 2017/01/09 17:00:28
Contact - All comments
avtandil19977's picture
avtandil19977 (ავთანდილ ავთანდილ)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2016/11/18
Last visit: 2016/12/03 03:10:07
Contact - All comments

მამათა უფლებებს რომელი კანონი იცავს?

georgekhuroshvili14051982's picture
georgekhuroshvili14051982 (georgekhuroshvili)
სხვა
Registration Date: 2017/01/22
Last visit: 2019/12/28 02:07:35
Contact - All comments

საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით .1921წ კონსტიტუციიდან განსხვავებით
( ამოღებულია წარმოშვებით) გეოყოფათ ქართველი ერის გენოციდი ამ თქვენი კოლონიალური კონსტიტუციით დაამატეთ ( წარმოშვებით ) როგორც იყო სუვერენულ 1921წ კონსტიტუციაში

ddzagania's picture
ddzagania (დავით)
სხვა
Registration Date: 2017/05/14
Last visit: 2022/02/15 09:48:33
Contact - All comments

არსებობ თუ არა ამ ფრაზის ზუსტი, უტყუარი და შინაარსის შესაბამისი განმარტება? "სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს" - ეს კითხვა ყველას უნდა უჩდებოდეს და იქნებ მიმითითოთ თუ გაქვთ პასუხი.

ddzagania's picture
ddzagania (დავით)
სხვა
Registration Date: 2017/05/14
Last visit: 2022/02/15 09:48:33
Contact - All comments

შეგიძლიათ თუ არა ამ ფრაზის ზუსტი განმარტების წყაროს მითითება "ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას"

ddzagania's picture
ddzagania (დავით)
სხვა
Registration Date: 2017/05/14
Last visit: 2022/02/15 09:48:33
Contact - All comments

არის ამაში ლოგიკა მგონი და ვინმე თუ გვეხმაურება? თუ აქ წერა კითხვისთვის ვინტერესდებით?

LOGOBAYISI's picture
LOGOBAYISI (Bursa Logo Bayisi)
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
Registration Date: 2018/10/26
Last visit: 2018/10/26 12:50:02
Contact - All comments

Bursa logo bayisi İlk olarak öncelikle teşekkür ediyorum . Sağolun.

iuri1488's picture
iuri1488 (იური)
თავდაცვა, უშიშროება
Registration Date: 2020/10/30
Last visit: 2020/10/30 18:27:20
Contact - All comments

37ე მუხლის მეოთხე პუნქტში წელი-ს მაგივრად წერია წელს

iuri1488's picture
iuri1488 (იური)
თავდაცვა, უშიშროება
Registration Date: 2020/10/30
Last visit: 2020/10/30 18:27:20
Contact - All comments

დიდი არაფერი მარა შეასწორეთ თვალს უხარია :D

Border777's picture
Border777 (giorgi)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2019/03/24
Last visit: 2021/04/19 12:19:04
Contact - All comments
m.ioseliani's picture
m.ioseliani (მარიამ იოსელიანი)
სხვა
Registration Date: 2021/03/15
Last visit: 2024/11/21 12:01:52
Contact - All comments

საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია მე-2 თავის გარდა

საქართველოს ორგანული კანონი : საქართველოს საარჩევნო კოდექსი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

tamar.nodia's picture
tamar.nodia (tamar nodia)
სხვა
Registration Date: 2018/03/15
Last visit: 2024/11/18 17:00:24
Contact - All comments

კანონის 36-ე ცვლილება 6500 რს დათარიღებული 29.06.2020 წლით ეკუთვნის საარჩევნო კოდექსს, გთხოვთ ჩამოაშოროთ თორემ სულ სიახლე მგონია და დროს ვკარგავ გადამოწმებაზე:)

ქეთევან ოსიტაშვილი's picture
ქეთევან ოსიტაშვილი (ქეთევანი)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2023/02/09
Last visit: 2023/02/09 23:01:38
Contact - All comments

განსაკუთრებით ჩვენ მასწავლებლები ყველზე მეტად ვართ დავალებული და პასუხისმგებელი პროფესიიდან გამომდინარე ღვთისა და ერის (მიმავალი თაობის) წინაშე

ქეთევან ოსიტაშვილი's picture
ქეთევან ოსიტაშვილი (ქეთევანი)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2023/02/09
Last visit: 2023/02/09 23:01:38
Contact - All comments

27-მუხლში გარკვევითაა ახსნილი საქართველოში განათლების მიღების და მისი ფორმის არჩევის უფლება

Hydra's picture
Hydra (ermalo magradze)
კონსტიტუციური სამართალი
Registration Date: 2023/04/27
Last visit: 2023/05/05 02:38:47
Contact - All comments

ეს ქმედება როდესაც მან მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფისათვის სარჩელის შეტანამადე არის კანონიერი რადგანაცნ, როგორც ვიცით სარჩელის უზუნველოფის შესახებ განცხადებას მოსარჩელე წარადგენს სარჩელთან ერთად ან ცალკე დოკუმენტის სახით ასევე არის ისეთი შემთხვევები როდესაც სარჩელის შეტანამდეც შესაძლებელი არის სარჩელის უზრუნველსაყოფის ღონისძიების მოთხოვნა რის შემდეგაც როდესაც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მოსარჩელემ 10 დღის ვადაში უნდა შეიტანოს სარჩელი სხვა შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილება კარგავს ძალას . ამ ყველაფერზე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო სამართლის 192ე მუხლის პირველი ნაწილი რომლის მიხედვითაც - განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. რაც შეეხება სასამართლოს ქმედებას როდესაც მან შვიდი დღე მისცა და რომ სასამართლოში შეეტანა სარჩელი არის უკანონო რადგანაც , და აქვს 10დღიანი ვადა - ამ დროის განმავლობაში შეუძლია მას შეიტანოს სარჩელი ხოლო მისთვის სასამართლოს მიერ შვიდი დღის განსაზღვრა წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192ე მუხლის მეორე ნაწილთან რომლის მიხედვითაც - ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელი შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში. თუ ამ ვადაში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების შემტანი პირი არ აღძრავს სარჩელს, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. სსაქალაქო სასამართლომ საქმდ გადაგზავნა ზემდგომ სასამართლოში არის კანონთან შესაბამისობაში რადგანაც როდესაც სასამართლო საჩივარს წამოებაში იღებს და მიიჩნევს რომ იგი დასაშვებია და დასაბუთებული ასეთ შემთხვევაში იგი აკმაყოფილებას მას , ხოლო თუ სასამართლო მიიჩნევს რომ საჩივარი არ არის დასაბუგებული და დაუშვებელია ასეთ შემთხვებაში საჩივარს საქმის მასალებთან ერთად გადასცემს ზემდგომ სასამართლოს . სამოქაალქო საპროცესო კოდექსის 197 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით - თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის განხილვას სასამართლო გააგრძელებს საერთო წესით.
3. საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღეს.

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

სისტემა - დედუქციური (ზოგადიდან კერძოსკენ)
• ევროპის სამართლის კლასიფიკაცია: ინსტიტუციური სამართალი (სტრუქტურა და
კონსტიტუციური მოწყობა, ძალთა გადანაწილება, წყაროები, საერთაშორისო შეთანხმებები);
საპროცესო (ადმინისტრაციული სამართალი, სასამართლო კონტროლი); მატერიალური სამართალი
(„ევროპის კერძო სამართალი,“ ზოგადი შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების
ერთობლიობა - Acquis Communautaire)
• პირდაპირი მოქმედების ძალა (არ დგას სახელმწიფოს მიერ დამატებითი აღსრულების მექანიზმის
შექმნა, ინდივიდს შეუძლია პირდაპირ მოიხმოს ევროპის სამართალი როგორც, სახელმწიფოსთან,
ისე სხვა ინდივიდთან დავისას) (Van Gend en Loos v. Netherlands)
• არაპირდაპირი მოქმედების ძალა (ეროვნულ დონეზე დამატებითი მექანიზმების შექმნის მოთხოვნა)
• ევროპის სამართლის პრიმატი კოლიზიისას (Costa vs. ENEL), მათ შორის ეროვნული
კონსტიტუციების მიმართ (Simmenthal II)

• პირველადი წყაროები (პირდაპირი მოქმედებით)
✓ კონსტიტუციური ხასიათის საბაზისო ხელშეკრულებები (TEU, TFEU)
✓ ხელშეკრულებების ოქმები და დამატებები
• მეორადი წყაროები (საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები პირდაპირი/არაპირდაპირი)
✓ რეგულაციები (288 TFEU)
✓ დირექტივები (288 TFEU)
✓ გადაწყვეტილებები (288 TFEU)
✓ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
• საერთაშორისო შეთანხმებები (218 TFEU) - პირველად და მეორეულს შორის

„რბილი სამართალი“
✓ რეკომენდაციები და კომუნიკაციები
✓ რეზოლუციები და დეკლარაციები
✓ გაიდლაინები, პრეს-რელიზები

• პირველადი წყაროები
✓ ხელშეკრულება ევროპული კავშირის შესახებ (TEU)
✓ ხელშეკრულება ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ (TFEU)
✓ ატომური ენერგიის ევროპული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება
✓ ძირითად ხელშეკრულებებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები
✓ ძირითად ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები (პარიზიდან-ლისაბონამდე)
✓ ევროპული კავშირის ძირითადი უფლებების ქარტია
✓ მართლმსაჯულების სასამართლოს განვითარებული პრინციპები
✓ ევროპული კავშირის ჩვეულებითი სამართალი
• პირველადი ნორმის ადრესატები
✓ წევრი სახელმწიფოები (ევროკავშირის იურისდიქცია)
✓ ევროკავშირის ორგანოები
✓ ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები

საყოველთაო სამართლებრივი პრინციპები (რას ნიშნავს?)
✓ საერთო წევრი სახელმწიფოებისთვის
✓ მართლწესრიგის შემავსებელი ელემენტები
✓ ევროპის კავშირის „განსაზღვრის,“ „განვითარების“ ნიშანი..
✓ ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ განვითარებული
• ევროპის ჩვეულებითი სამართალი (როგორ გვესმის?)
✓ ნორმის წარმოშობის წინაპირობა - საერთაშორისო სამართლებრივი გაგება
✓ საერთაშორისო სამართალში - „სახელმწიფოთა პრაქტიკის შედეგად
ჩამოყალიბებული ქცევის ერთნაირი წესები, რომლებსაც ისინი იურიდიული
ძალის მქონე ნორმებად მიიჩნევენ “
✓ ძირითად შემთხვევაში ევროპის ინსტიტუციური სამართლის ნაწილია
✓ ჩვეულებითი ნორმა - შემავსებელი ფუნქცია

• პირველადი წყაროების მიერ ნაწარმოები სამართლის ნორმები
სუბორდინაციის გარეშე
✓ ცალკეული ორგანოების აქტები
✓ ინტერინსტიტუციური შეთანხმებები
✓ სხვა საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო აქტები
✓ კომუნიკეები
✓ პროგრამები და სამოქმედო გეგმები
✓ განცხადებები
✓ რეზოლუცია
✓ დეკლარაცია
✓ ... „რბილი სამართალი - Soft Law “ - მკაცრი სამართლის დებულებების ჩანაცვლება
კოოპერაციის უფრო ღია და ვოლუნტატური, სპონტანური მეთოდებით. მთავარ
არქიტექტორებად ამ საქმეში საერთაშორისო, რეგიონული ორგანიზაციები და სხვა
სამთავრობოთაშორისი გაერთიანებები გვევლინება

რეგულ
საყოველთაო მოქმედების, სრულად სავალდებულო ძალის და მოქმედებს თითოეულ წევრ სახელმწიფოში • მავალდებულებელი ხასიათის, თითოეული ნორმა - შესასრულებლად სავალდებულოა • „უშუალო მოქმედების“ ძალა (vs. უშუალოდ გამოყენება!) • მოქმედებს წევრი სახელმწიფოების ყოველგვარი ჩარევის გარეშე, ავტომატურად და უნივერსალურად. დაუშვებელია აქტის მიღება, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა რეგულაციასთან • ადრესატი: წევრი სახელმწიფოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, ევროკავშირის ორგანოები, რ

დირექტივა
• სავალდებულო ადრესატი წევრი სახელმწიფოსთვის მიზნის
მიღწევასთან მიმართებით, მაგრამ ფორმისა და საშუალების არჩევანს
ახდენს თავად მიმღები სახელმწიფო
• შიდასახელწმიფოებრივი სამართლის შემადგენელი ნაწილი ძალაში
შესვლისთანავე.
• ორ-საფეხურიანი სისტემა: ა) ევროკავშირის დონეზე მისი მიღება; ბ)
წევრი-სახელმწიფოების მიერ მისი იმპლემენტაცია.
• სამართლის ჰარმონიზაციის მნიშვნელობა
• დირექტივის იმპლემენტაციის ვადა მითითებულია დირექტივაში და
არ აღემატება 2 წელს
• ადრესატი: წევრი სახელმწიფოები!

გადაწყვეტ
სრულად სავალდებულო ძალის მქონე აქტი, რომელსაც, როგორც წესი,
არ ჰყავს ადრესატი. თუ ადრესატი ჰყავს, მაშინ ინდივიდუალური
აქტია.
• მთავარი ადრესატი: ზოგიერთი ან ყველა წევრი სახელმწიფო,
ფიზიკური ან იურიდიული პირები
• თუ არ აკონკრეტებს, მაშინ ზოგადია და გამოქვეყნებული ოფიციალურ
ჟურნალში
• მიიღება ძირითად კომისიის მიერ და შესაძლოა განკუთვნილი იყოს
დელეგირებული ან საიმპლეტემნაციო აქტის შესასრულებლად.

რეკომენდაცია და მოსაზრება
• არასავალდებულო, პოლიტიკურ-სარეკომენდაციო ხასიათის,
რეკომენდაცია - ადრესატის ქმედებისადმი მოწოდება, ხოლო
მოსაზრება - ქმედების მიმართ რეაგირება. მნიშვნელოვანი
პოლიტიკური დატვირთვის მქონე ინსტრუმენტები
• გაცემის კომპეტენციები აქვთ უმთავრესად საბჭოს, პარლამენტს და
კომისიას.
• უმთავრესად შეეხება წევრ სახელმწიფოებს, თუმცა იშვიათად
შეიძლება მიმართული იყოს ევროკავშირის იურისდიქციას
დაქვემდებარებული იურიდიული ან ფიზიკური პირებისთვის
• იურიდიული ძალის გარეშე, თუმცა არ უნდა იყოს იგნორირებული,
რადგან ხშირად მოსდევს სავალდებულო გადაწყვეტილების მიღება

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

ევროპული საბჭო (European Council)
• ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკური ორიენტირების განმსაზღვრელი წარმონაქმნი
განვითარების იმპულსებით და პერსპექტივებით - 1974 წლიდან - Art. 15, TEU
• შემადგენლობა: წევრი სახელმწიფოების სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები,
ევროპული კავშირის საბჭოს პრეზიდენტი და კომისიის პრეზიდენტი
• ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც ევროპული საბჭოს მიერ
ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევა ორწლინახევრით (შარლ მიშელი)

„სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები“, მისი შინაარსი განისაზღვრება ცალკეული
წევრი სახელმწიფოს კონსტიტუციის მიხედვით - ევროპულ საბჭოში წევრი
სახელმწიფო წარმოდგენილია იმ უმაღლესი თანამდებობის პირით, რომელიც
კონკრეტულ ქვეყანაში სამთავრობო პოლიტიკის განმსაზღვრელი სუბიექტია

ფუნქციები
• ევროპული ინტეგრაციის განვითარების ზოგადი პოლიტიკური
მიმართულებების განსაზღვრა
• საერთო, სტრატეგიული, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა
• ევროპული პარლამენტის რაოდენობითი შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ
ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში
• ნიშნავს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში კავშირის
უმაღლეს წარმომადგენელს
• ევროპულ პარლამენტსა და წევრ სახელმწიფოებთან ერთად გამარტივებული
პროცედურის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ხელშეკრულებებში
ცვლილებების შეტანის შესახებ (არა საკანონმდებლო!)
➢ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებების სამართლებრივად სავალდებულო ძალა,
რომელიც მიიღება კონსენსუსით (სახეზე არაა წევრთა წინააღმდეგობა!)

ევროპული კავშირის საბჭო (Council of the EU/ Council of Ministers)
• თითოეული წევრი სახელმწიფო წარგზავნის ერთ – მინისტრის დონის –
წარმომადგენელს, რომელსაც შესაბამისი წევრი სახელმწიფოს მთავრობის სახელით
გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს. (ეროვნული კონსტიტუციები!)
• სამუშაო შეხვედრები - მინისტრების დაჯგუფებით თემატურად
• თავმჯდომარეობა - ყოველ 6 თვეში სახელმწიფოთა როტაციის საფუძველზე
(წინასწარ დადგენილი ჯგუფების მიხედვით)
• საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობაში შედის საბჭოს სხდომების მოწვევა, მომზადება
და წაყვანა
• მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი - COREPER (ელჩები და კოლეგია)
• თუკი ხელშეკრულებებით სხვაგვარად არ არის დადგენილი, საბჭოში
გადაწყვეტილებები მიიღება კვალიფიციური უმრავლესობით.

„კონფიგურაციის პრინციპი“ - მინისტრთა საგნობრივი მონაწილეობა

ფუნქციები - Art. 16, TEU
• საკანონმდებლო - ევროპულ პარლამენტთან ერთად ევროპული კავშირის მეორადი
სამართლის აქტების მთავარი შემოქმედი
• არა საკანონმდებლო ინიციატივის, მაგრამ კომისიისთვის წინადადებების
მოწოდების პრეროგატივა
• პოლიტიკის განსაზღვრა და კოორდინაცია, მათ შორის საგარეო
• საგარეო ურთიერთობებში უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილებები მესამე
სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებების შესახებ
• ხელშეკრულებით დადგენილი კომპეტენციების დაზუსტება და შევსება
• ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება
• წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება
• საბჭო ნიშნავს ევროპული კავშირის აუდიტორთა სასამართლოს წევრებს
• კონტროლის მექანიზმები. კერძოდ, იგი უფლებამოსილია ევროპული კავშირის
მართლმსაჯულების სასამართლოში ევროპული კომისიისა და ევროპული
პარლამენტის წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელები ბათილობის ან უმოქმედობის
შესახებ

ევროკომისია (ევროპული კომისია)
• ევროპული პროექტის მთავარი მოტორი - წამყვანი ოპერაციული ორგანო
• პოლიტიკურად დამოუკიდებელი, რომელიც მხოლოდ კავშირის ინტერესებს იცავს
• შემადგენლობა - კომისიის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების
პოლიტიკის სფეროში კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჩათვლით, შედგება
იმდენი წევრისაგან, რამდენი წევრი სახელმწიფოც ჰყავს ევროპულ კავშირს (27)
• კომისიის წევრების შერჩევა უნდა მოხდეს კომპეტენტურობისა და ევროპული
ორიენტაციის კრიტერიუმების გათვალისწინებით.
• დამოუკიდებლობა - კომისიის წევრები თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ
დამოუკიდებლად, მხოლოდ და მხოლოდ ევროპული კავშირის ინტერესების
გათვალისწინებით
• დანიშვნის პროცედურა (პრეზიდენტი და სხვა წევრები) - Art. 17, TEU (5 წლის ვადით)
• კაბინეტი - 32000 ევროპელი საჯარო მოხელე
სტრუქტურა და ფუნქციები

სტრუქტურა და ფუნქციები
• კომისიის თითოეული წევრის „კაბინეტი,“ კაბინეტის უფროსის ხელმძღვანელობით
• უწყება დაყოფილია გენერალურ დირექტორატებად (DG) თითოეული საქმიანობის
სფეროს მიხედვით
• დირექტორატი ექვემდებარება იმ წევრს, რომელიც კურირებს შესაბამის სფეროს
• გადაწყვეტილებების მიღება, როგორც კოლეგია. გადაწყვეტილებები მიიღება
კომისიის წევრების ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით

„ინტეგრაციის ძრავი“ - ევროპული კავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღება,
მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი მისთვის კომისიას უკვე წარმოდგენილი აქვს
შესაბამისი წინადადება.
• კომისიას მასზე დელეგირებული და საკუთარი საკანონმდებლო
უფლებამოსილებებიც აქვს - Art. 106
• წევრი სახელმწიფოების მიერ ევროპული კავშირის
პირველადი და მეორადი სამართლისა და ევროპული
კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს
გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზედამხედველობა!

ევროპული პარლამენტი - 2019-2024
• ყველაზე პოლიტიკური და წარმომადგენლობითი ორგანო!
• წევრის არჩევა - 5 წლის ვადით, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე
• პარლამენტის წევრები დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილებების მიღებისას და
არ ექვემდებარებიან წევრი სახელმწიფოების მითითებებს
• შემადგენლობა - „კავშირის მოქალაქეების წარმომადგენლები“ – Art. 14 TEU
• ფორმულა - სახელმწიფოთა თანასწორობის, ასევე მოსახლეობის სიდიდის
ადეკვატურ პროპორციულობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავს მიზნად
• პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით ფრაქციებში დაჯგუფება
• სტრუქტურა და ორგანიზაცია - ბიურო, პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, 5
კვესტორი (ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხები), კომიტეტები,
ომბუდსმენი

ორდინალური და სპეციალური საკანონმდებლო პროცედურები
ორდინალური (გავრცელებული... )
• ყოფილი „თანაგადაწყვეტილებები“
• ევროპული კავშირის საკანონმდებლო აქტს ერთობლივად იღებენ საბჭო და
პარლამენტი - Art. 294 TFEU
სპეციალური
• პარლამენტს მხოლოდ პოზიციის დაფიქსირება შეუძლია (ე.წ. საკონსულტაციო
პროცედურა) ან აქტის მისაღებად საჭიროა პარლამენტის თანხმობა (ე.წ. თანხმობის
პროცედურა)
• საკონსულტაციო პროცედურა - პარლამენტის მონაწილეობის ხარისხი სხვა
პროცედურებთან შედარებით ყველაზე დაბალია.
➢ ბიუჯეტის დამტკიცება
➢ კომისიისთვის უნდობლობის გამოცხადება
➢ საგამოძიებო კომიტეტების შექმნა

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

მაასტრიხტის ხელშეკრულება - პოლიტიკური კავშირის დასაბამი!
• ევროპული კავშირის შექმნა - European Union - ინტეგრაციის პოლიტიკური
იმპულსები
• 1992 წლის 7 თებერვალს ხელმოწერილი მაასტრიხტში, ძალაში შესვლა - 1993
წლის 1 ნოემბერს
• ევროპის ხალხებს შორის უფრო და უფრო მჭიდრო კავშირის განხორციელების
ახალი საფეხური
• სამართლის უზენაესობის პრინციპი, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის
უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის პრინციპები
• ევროპული კავშირის შექმნის მიუხედავად, ევროპულმა გაერთიანებებმა
შეინარჩუნეს საკუთარი სამართლებრივი ბუნება და საერთაშორისო სამართლის
დამოუკიდებელ სუბიექტებად დარჩნენ
• კავშირის მოქალაქეობის ცნების შემოღება
• რეგიონების კომიტეტის შექმნა

ამსტერდამის ხელშეკრულება
• ახალი სამთავრობო კონფერენციის მუშაობის დაწყება - 1996 წელს (ტურინი) -
ევროპული კავშირის შემდგომი განვითარების ახალი ეტაპი
• სავიზო, საიმიგრაციო, თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკისა და პირთა
თავისუფალი გადაადგილების საკითხების მოწესრიგება
• შენგენის სისტემა - სასაზღვრო კონტროლის გაუქმება (1985 წელი)
• ინსტიტუციური საკითხების ხელახალი არქიტექტურა
• ევროპული გაერთიანების კომპეტენციის ზრდა სოციალური და დასაქმების
პოლიტიკაში
• საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი
• ევროს შემოღება - ერთიანი სავალუტო სისტემა (1999 წელი)
• ევროპული კავშირის ძირითადი უფლებების ქარტია (1999 წელი) - ევროსაბჭოსთან
კავშირი?
• ნიცის ხელშეკრულება (2001 წელი) - ინსტიტუციური რეფორმა - გადაწყვეტილების
მიღების პროცედურების გამარტივება
• საკონსტიტუციო ხელშეკრულება - ჩავარდნილი (2004 წელი)

ლისაბონის ხელშეკრულება!

„რეფორმის ხელშეკრულება“ – 2007 წლის 13 დეკემბერს ხელმოწერილი ლისაბონში
- ახალი ერა ევროკავშირის ისტორიაში.
• ძალაში - 2009 წლის 1 დეკემბრიდან ყველა წევრ სახელმწიფოში დასრულებული
რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ
• ტერმინოლოგიის ამოღება: „კონსტიტუცია,“ „დროშა,“ „ჰიმნი,“ „ევროპული საგარეო
საქმეთა მინისტრი,“ „სახელმწიფოსთან დაკავშირებული ცნებების ამოღება“
• კონსტიტუციური ხასიათის მოქმედი სადამფუძნებლო ხელშეკრულება და
სამართლის ძირითადი საკანონმდებლო წყარო
• ლისაბონის 2007 წლის ხელშეკრულება - კონსტიტუციური ხელშეკრულების ანარეკლი,
მთავარი პრინციპი: დემოკრატიული დეფიციტის შევსება და კომპეტენციათა უკეთესი
დანაწილება, ადამიანის ძირითადი უფლებათა დაცვის რეჟიმის გაძლიერება.

ევროპული კავშირის სტრუქტურა
ლისაბონის ხელშეკრულების შემდგომ
შენარჩუნებულია „ბირთვული ენერგიის ევროპული გაერთიანება,“ რომელიც
დამოუკიდებელი სუბიექტის სტატუსით სარგებლობს და ევროპული კავშირის
პარალელურად არსებობს. თუმცა იგი ინსტიტუციურად მჭიდროდ არის
დაკავშირებული ევროპულ კავშირთან
• ევროპული კავშირის სამართალსუბიექტობა (legal personality) და ევროპული
გაერთიანებების სამართალმემკვიდრეობა - 47-ე მუხლი TEU
• ზეეროვნულ (ადრინდელი სტრუქტურის პირველი და მესამე საყრდენების
ფარგლებში არსებული დებულებები), ასევე მთავრობათაშორისი თანამშრომლობის
(საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა) ელემენტებს მოიცავს
• ხელისუფლების „დანაწილების“ ტრადიციული თეორიების არარელევანტურობა
• ევროპული გაერთიანების პოლიტიკა - წევრ სახელმწიფოთა ეკონომიკის
ლიბერალიზაცია, ჰარმონიზაცია, კოორდინაცია და ინტეგრაცია
• ენები - მრავალენოვანი გაერთიანება - ავთენტური, ოფიციალური და სამუშაო ენებით

შვიდი ძირითადი ორგანო:
1. ევროპის პარლამენტი (751) (Brussels, Strasbourg, Luxembourg)
2. ევროპის საბჭო (27 +3) (Brussels)
3. საბჭო (მინისტრთა კაბინეტი + COREPER) (Brussels) – MS
4. ევროპის კომისია (27) (Brussels) – Non-MS aligned
5. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო (Luxembourg)
6. ევროპის ცენტრალური ბანკი (Frankfurt)
7. აუდიტორების საბჭო (Luxembourg)
➢ ორგანოების ადგილმდებარეობა - Art. 341, TFEU
➢ გადაწყვეტილება ორგანოების ადგილმდებარეობის შესახებ (12.12.1992)
➢ ლისაბონის ხელშეკრულების მე-6 ოქმი.

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

• სამართლის ჰარმონიზაცია - საკანონმდებლო რეგულირებაა, რა დროსაც განსხვავება
სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებს შორის მცირდება > სამართლებრივ ფასეულობათა
ჰარმონიზაცია და ღირებულებითი ინტეგრაცია
• სამართლის აპროქსიმაცია (სამართლებრივი დაახლოება) - პროცესი, რომელიც ისწრაფვის
განსხვავებული ელემენტების კომბინაციისკენ, ათავისუფლებს ეროვნულ კანონმდებლობას
არასასურველი მინარევებისაგან > ტექსტთან ახლოს
• სამართლებრივი წახალისება (Legal Irritant) – არა სამართლებრივი ნორმების პირდაპირი
ტრანსპოზიცია და შემოტანა, არამედ ცვლილების პროცესების (ფართომასშტაბიანი)
რეფორმის სამართლებრივი წამახალისებელი
• სამართლის ტრანსპოზიცია/ტრანსპლანტაცია (legal Transplantation) - სამართლებრივი
ნორმების სესხება-შემოტანა-შეგუება („რეცეფცია“)
• განსხვავება: მიზნებში, მეთოდებსა და მიდგომებში > ევროკავშირის სამართალი!

ევროპული ინტეგრაციის საწყისები
„ისწავლო ევროპის სამართალი ევროპის ისტორიის შესწავლის გარეშე,
ეს იგივეა იარო ღამით ტყეში სანათის გარეშე.“
როგორია წინარე (ფრაგმენტული) ისტორია?
ევროპეიზაცია:
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფლიქტის გადაწყვეტის შედეგი და ცივი
ომის საფრთხის თავიდან აცილება
სამი მთავარი აუცილებლობა:
ა) ეკონომიკა; ბ) რეკონსტრუქცია; გ) უსაფრთხოება;
რობერტ შუმანი (1886-1963)
შუმანის გეგმით განახლებული ევროპული
პოლიტიკური იდეოლოგია ქვანახშირისა
(80 %) და ფოლადის (ეკონომიკის
ხერხემალი) წარმოების ერთიან კონტროლს
უნდა დამყარებოდა
პარიზი, 1952 წელი
1. ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებ
• ქვანახშირისა და ფოლადის საერთო ბაზრის შექმნა 50 წლით
• მეტალურგიული მრეწველობისა და ქვანახშირის მომპოვებელი ინდუსტრიის ზეეროვნული
გაერთიანება
• ძირითადი ორგანოები - წევრი სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი უმაღლესი ორგანო
(„კომისია“), მინისტრთა საბჭო („საბჭო“), სასამართლო და საპარლამენტო ასამბლეა
(„პარლამენტი“)

2. ევროპის ეკონომიკური გაერთიანება - EEC
ე.წ. „რომაული ხელშეკრულებები“
რომი, 1957 წლის მარტი
• ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება
• სოციალური კეთილდღეობა
• მუშახელისა და კაპიტალის თავისუფლება
• საბაჟო კავშირი
• „მესამე სახელმწიფოების“ საერთო ტარიფები

ევროპის ბირთვული ენერგეტიკის გაერთიანება
წევრი ქვეყნებისათვის ბირთვული ენერგეტიკის მშვიდობიანი
განვითარების ხელშეწყობა და რადიაქტიული ნივთიერებების
საერთო ბაზრის შექმნა
1. საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის შექმნა;
2. მიღებული გადაწყვეტილებების კოორდინაცია;
3. ენერგომატარებლების ფასების შემცირება;
4. ენერგეტიკის სტაბილურობა;
5. ბირთვული ენერგეტიკის კონტროლი.

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

დაახლოება,“ „აპროქსიმაცია“ და „ჰარმონიზაცია“ განიხილება როგორც სხვადასხვა
შიდასახელმწიფოებრივი კანონის, რეგულაციის, პრინციპის, პოლიტიკის
დოკუმენტის შემუშავების პროცესი, რომელიც არსებითად მსგავსია.

სამართლის ჰარმონიზაცია და საქართველო
• თანამედროვე სამართლის ჰარმონიზაციის საფუძვლები მე-19 საუკუნის მეორე
ნახევარში - ევროპული კოდიფიკაციის გავლენები თითქმის ყველა კონტინენტზე
(საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო სუბიექტები, და “რბილი სამართალი”)
• ადრეული ეტაპის სამართლის ჰარმონიზაცია - უფრო იძულებითი და არა
ნებაყოფლობითი ფორმით - განვითარებული ცივილიზაციებიდან
• განვითარების ცალკეულ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი დინებები - დიდი
გავლენა თანამედროვე ქართულ სამართალზე
• საქართველო - არასდროს ჩაკეტილი ვიწრო ნაციონალურ ღირებულებებში -
ცივილიზებული, განვითარებული სამყაროს ნაწილი
• ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, 1649 წლის სჯულდებისა და პეტრე
პირველის “სამხედრო წესდების” ქართული თარგმანი - „ქართული სამართალი არის
ეროვნულისა და სამართლის საერთო სულის სინთეზირებული პროექტი.“
ჰარმონიზაციის ქართული ლოგიკა
• საქართველოში - არასდროს უცხო ქვეყნის სამართლის სარკისებური „რეცეფციას“ -
ნორმის გადმოღება კანონშემოქმედებითი საქმიანობაა და იგი არ შეიძლება
გაიგივებულ იქნას ნაწარმოების თარგმნასთან

,,რეცეპცია”
,,გაზიარება-გადმოღებას” ნიშნავს - ,,სესხება და შეგუება ამა თუ იმ ქვეყნის
სამართლის პირობებთან, რომელიც შემუშავებულია სხვა სახელმწიფოში ან წინამავალ
ისტორიულ ეპოქაში”

,,ჰარმონიზაცია/აპროქსიმაცია” - არა როგორც უშუალოდ ,,გადმოღება,” არამედ
“შესაბამისობაში მოყვანა”
• „დაახლოება“ - ჰარმონიზაციის იდენტური, ურთიერთშენაცველბით გამოსაყენებელი
➢ ევროპის სამართალი - ინტეგრაცია სამართლის ძალით - სამართლებრივი
ჰარმონიზაცია გახდა ძირითადი ინსტრუმენტი ევროპული გაერთიანების
ჩამოყალიბებისა და შემდგომი ისტორიული განვითარება-გაფართოებისთვის.

• Acqui Communautarie -ის ევროკავშირის ფორმალური საზღვრების მიღმა გავრცელება -
გაერთიანების საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირი
• ევროპის სამართლის ტრანსფორმაცია ისეთი ქვეყნების მიერ, რომლებიც არ არიან
ევროკავშირის წევრები შეიძლება - ნებაყოფლობითი ჰარმონიზაცია სახელშეკრულებო ან
არასახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე
• სამართლის ექსპორტის რამდენიმე მექანიზმი - საერთაშორისო შეთანხმებები, მიერთების
ხელშეკრულება, ასოცირების ხელშეკრულება (იურიდიული ძალის საკითხი?)
• ხელშეკრულებების ბუნება - ხელშეკრულებები განსაზღვრავენ ევროპული
ნორმათშემოქმედების გავრცელების დინამიკას მესამე სახელმწიფოებში.
• ჰარმონიზაციის კლასიკური ევროპული გაგება - განვითარებადი სახელმწიფოები!

• 1996 - პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
ევროკავშირსა დ საქართველოს შორის ოფიციალური ევროპული
ინტეგრაციისა და სამართლებრივი აპროქსიმაციის დაწყების თარიღი
• 2004 - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ბენეფიციარი
• 2008 - აღმოსავლეთ პარტნიორობის ბენეფიციარი
• 2009 - პარტნიორობა მობილურობისათვის
• 2010 - ა) ვიზის გამარტივების შეთანხმება ბ) რეადმისიის შეთანხმება გ)
ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმება
• 2014 - ასოცირების შეთანხმება / DCFTA
• 2016 - ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება
• 2017 - უვიზო რეჟიმი შენგენის სივრცეში

Givi7's picture
Givi7 (გივი თაკვარელია)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2016/04/17
Last visit: 2024/05/16 11:37:05
Contact - All comments

მე პირადად ვარ საქართველოს მოქალაქე, რომელისთვისაც ეს კანონი არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ჩემნაირ აზრზე არის საქართველოს მოსახლეობის ზუსტად ნახევარი, იმედია გაითვალისწინებთ და არ გაერთიანდებით დასავლურ კრიმინალურ დაჯგუფებებში, როგორებიცაა ევროკავშირი და ნატო, მადლობა.

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით დაცული უნდა იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.. ანუ ბავშვი ვინაიდან მიჩვეულია იმ გარემოს სადაც იმყოფება.. უნდა დარჩეს იქ და დედას უნდა ეთქვას უარი.

მე დავწერე რო მოწმობა რახან იყოთქო კანონიერად მოხდა შვილებათქო და კანონიერად მოხდა შვილებათქო და ბავშვის უფლებებიც რო ბიოლოგიურ დედას ვერ ეწყობოდა მუხლები არ მახსოვს მაგრამ1400 იწყებოდა

Irakli Tchintcharauli's picture
Irakli Tchintcharauli (ირაკლი ჭინჭარაული)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
Registration Date: 2023/06/29
Last visit: 2024/02/15 20:28:37
Contact - All comments

ეს მუხლი აღნიშნავს ჩვენს ურყევ ნებას და მომავალს. მეც საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ ეს მუხლი არის ქართველი ხალხის ნება. ევროკავშირი და ნატო არ არის დასავლური კრიმინალური დაჯგუფებები. ამ ორგანიზაციებს აერთიანებთ ერთი მიზანი: უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, თანასწორობა და მშვიდობა. როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ნეიტრალიტეტი 1920 წელს, ამით ისარგებლა საბჭოთა რუსეთმა და დაგვაკარგვინა ჩვენი თავისუფლება. 2008 (თუ 2007 ან 2006) წლის რეფერენდუმით, ჩვენ დავუმტკიცეთ მთელს დემოკრატიულ სამყაროს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. ამ კანონის გარეშე, ჩვენ არ გვექნებოდა თავისუფლება, ვიქნებოდით, ან ანარქიაში, ან რუსეთის მარიონეტები. ჩვენ მაინც გავერთიანდებით ევროკავშირში. დიდება ევროპას და დიდება დემოკრატიულ და ცივილიზირებულ სამყაროს. დიდება საქართველოს და დიდება უკრაინას და მოლდოვას. ჩვენ ვართ ევროპა, კავკასია და საქართველო არის ევროპა და არა რუსეთი

დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! დიდება მოლდოვას! დიდება ევროპას!

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

1.რა როლი აქ კომპეტენციის მინიჭებას ევროკავშირის სამართლის წარმოება/აღსრულებაში?
ევროპული კავშირი თავისი ბუნებით ზეეროვნული საერთაშორისო ორგანიზაციაა. ამ ორგანიზაციის ფარგლებში შემქნილი სამართლებრივი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია არსებობდეს გარკვეული დებულებები, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაბამისი სუბიექტისთვის კომპეტენციის კონკრეტულ სფეროებს განსაზღვრავდა და, მეორე მხრივ, კომპეტენციების გამიჯვნისა და განხორციელების წესებს დაადგენდა.
ამ სახის დებულებები მოცემულია ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში, რომელიც ევროპულ კავშირსა და წევრ სახელმწიფოებს შორის კომპეტენციის დანაწილებისა და განხორციელების შემდეგ ძირითად პრინციპებს ასახელებს: კომპეტენციების მინიჭების პრინციპი; სუბსიდიარობის პრინციპი და თანაზომიერების პრინციპი.
ევროპული კავშირის საკანონმდებლო ორგანოებს აქვთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მოცულობის კომპეტენცია, რა მოცულობითაც ეს ხელშეკრულებაში ცალსახად არის განსაზღვრული.
ევროპული კავშირის ორგანოების მიერ ნებისმიერი სამართლებრივი აქტის მისაღებად აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი საბაზისო ხელშეკრულებებში. სწორედ კომპეტენციის შესაბამისი ნორმა განსაზღვრავს არა მარტო, ზოგადად, უფლებამოსილების არსებობას, არამედ ასევე ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო აქტის ფორმასა და მისი მიღების პროცედურას. სწორედ ამიტომ, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შეხედულებით, პირველადი სამართალი არის მეორადი სამართლის „საფუძველი, ჩარჩო და საზღვარი“.
ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შედეგად ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაში გაჩნდა კონკრეტული დებულებები ევროპული კავშირისთვის მინიჭებული კომპეტენციების სახეების შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულება ითვალისწინებს შემდეგი სახის კომპეტენციებს: განსაკუთრებული, ერთობლივი, მაკოორდინებელი და მხარდამჭერი კომპეტენციები.
ევროპული კავშირი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სუბსიდი-
ურობისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვის საფუძველზე.

2.იურისდიქციის ტიპები?
2.იურისდიქციის ტიპები? მე–5 პრეზენტაციიდან
ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში საქმის დაწყების საფუძველია სასამართლოში სარჩელის ან წარდგინების შეტანა. სამართალწარმოება შედგება წერილობითი და ზეპირი მოსმენის ნაწილებისაგან. ამასთან, ზეპირი მოსმენის ნაწილი არ არის სავალდებულო
და ხშირად ზეპირი მოსმენის გარეშე ხდება საქმის განხილვა.
✓ წევრი-სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული სარჩელები, როგორც ევროკავშირის ორგანოების ისე ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ;
✓ ევროკავშირის ორგანოების მიერ გამოცემული აქტების მიმოხილვა; (unmake EU law, but not national law) – დავები ორგანოებს შორის
✓ წინასწარი განხილვის პროცედურა (Preliminary Ruling) - ნებისმიერი ტიპის სამართლო ორგანოს/ტრიბუნალის უფლება მიმართოს ECJ-ის, თუმცა ვალდებულება უმაღლესი ინსტანციის მიერ. – 267 TFEU
• შესაბამისობა - ევროპული სასამართლო ვერ აუქმებს წევრი-სახელმწიფოების მიერ მიღებულ კანონს, თუმცა აცხადებს მას შეუსაბამოდ და მოითხოვს ზომების მიღებას
• დებულებები - საბაზისო ხელშეკრულებებში და სასამართლოს სტატუტში (წესები იდენტურია ყველა სასამართლოს მიმართ)
• დაწყების საფუძველი - სარჩელის ან წარდგინების შეტანა
• განხილვა - წერილობითი და ზეპირი მოსმენა ერთ-ერთ ენაზე

3.სუი გენერის ბუნება?
ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ზემოაღნიშნულმა სისტემამ არსებითი სახეცვლილება განიცადა. ამჟამად ევროპული კავშირის მართლწესრიგი ეფუძნება ორ ძირითად ხელშეკრულებას: ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას.
ევროპული კავშირის არსის დადგენისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ევროპული გაერთიანების სამართლებრივი ბუნება. ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ჯერ კიდევ ევროპული ინტეგრაციის საწყის ეტაპზე აღნიშნა, რომ ევროპული გაერთიანებების დამფუძნებელმა ხელშეკრულებებმა საერთაშორისო სამართლის სრულიად ახალი, ავტონომიური („სიუ გენერის“) მართლწესრიგი შექმნეს.

4. ძირითადი კომპეტენციების სახეები
კომპეტენციის სახეები ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შედეგად ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაში გაჩნდა კონკრეტული დებულებები ევროპული კავშირისთვის მინიჭებული კომპეტენციების სახეების შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულება ითვალისწინებს შემდეგი სახის კომპეტენციებს: განსაკუთრებული, ერთობლივი, მაკოორდინებელი და მხარდამჭერი კომპეტენციები
5. სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების მექანიზმები
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტია ორმხრივი სამოქმედო გეგმები. ისინი ადგენენ კონკრეტულ მიზნებს და ამ მიზნების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებს. სამოქმედო გეგმის შემუშავებისას ხდება შესაბამისი ქვეყნის მოთხოვნილობების გათვალისწინება.
სტანდარტებისა და წესების ჰარმონიზაცია; თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების საკითხებში; ევროპული კავშირის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებისათვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მინიჭება;

6. შუმანის გეგმის იდეა
ითვალისწინებდა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების დაარსებას. ამ იდეის მიხედვით, უნდა მომხდარიყო გერმანული და ფრანგული მეტალურგიული მრეწველობისა და ქვანახშირის მომპოვებელი ინდუსტრიის ზეეროვნულ საწყისებზე გაერთიანება.
7.შერწყმის ხელშეკრულება
ორგანიზაციული სტრუქტურის გაერთიანება დასრულდა 1965 წლის ე.წ. შერწყმის ხელშეკრულებით,12 რომლითაც იმ დროისთვის არსებული საბჭოები და კომისიები (ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების შემთხვევაში – უმაღლესი ორგანო) სამივე გაერთიანებისთვის საერთო ორგანოდ ჩამოყალიბდა.13 მიუხედავად ორგანოების გაერთიანებისა, ევროპული გაერთიანებები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სუბიექტებად დარჩნენ. ორგანოების შერწყმას ევროპული გაერთიანებების შერწყმა არ გამოუწვევია.
8. წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა
წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა —მიზანია ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ ევროპული კავშირის სამართლის ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა. წინასწარი გადაწყვეტილების ფარგლებში ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო წევრი სახელმწიფოების სასამართლოების მიერ წარმოდგენილი შეკითხვების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს
ევროპული კავშირის სამართლის მოქმედებისა და ინტერპრეტაციის შესახებ. ეს პროცედურა უდიდეს როლს ასრულებს ევროპული კავშირის ეროვნული სასამართლოები ვალდებულნი არიან წევრ სახელმწიფოთა მართლწესრიგში უზრუნველყონ კავშირის სამართლის სათანადო, შესაბამისი გამოყენება. თუ ეროვნულ სასამართლოს საქმის განხილვის პროცესში ეჭვი შეეპარება კავშირის სამართლის მოქმედებასა ან მიზნობრივ ინტერპრეტაციაში, უფლებამოსილია და, ზოგიერთ შემთხვევაში, ვალდებულიცაა შეკითხვით მიმართოს ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს. კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება განსახილველ საქმესთან მიმართებაში სავალდებულო ხასიათისაა. მისი მხედველობაში მიღება და გათვალისწინება სავალდებულოა სხვა საქმეების განხილვის პროცესშიც. ხსენებული პროცედურა ფუძემდებლურ როლს ასრულებს ევროპის კავშირის სამართლის განვითარებაში.
ეტაპობრივად წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა შემდეგნაირად შეიძლება დაიყოს: პირველ ეტაპზე დავა, რომელიც ევროპული კავშირის სამართალთან არის კავშირში, განსახილველად შესულია წევრი სახელმწიფოს სასამართლოში;
მეორე ეტაპზე წევრი სახელმწიფოს სასამართლო საკითხს გადასცემს ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს;
მესამე ეტაპზე ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გადმოცემულ საკითხზე; მეოთხე ეტაპზე კი წევრი სახელმწიფოს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებს უშუალოდ დავაზე ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურის ფარგლებში საკითხის განხილვა შედის მართლმსაჯულების სასამართლოს კომპეტენციაში. მართალია, ნიცის ხელშეკრულებით, ევროპული გაერთიანებისა და ატომური ენერგიის ევროპული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გარკვეულ სფეროებში შესაძლებელი გახდა წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურის ფარგლებში კომპეტენციების გადაცემა პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის (დღეისათვის - საერთო
სასამართლო), თუმცა ჯერჯერობით ამ სფეროების განსაზღვრა არ
განხორციელებულა.

ა) მნიშვნელობა წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურის შესახებ დებულებები მოცემულია ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 267-ე მუხლში. იგი, ვიწრო გაგებით, არ მიეკუთვნება იმ სარჩელებს, რომლებიც ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ განიხილება და არის განსაკუთრებული სახის პროცედურა, რომლის მიზანია ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ ევროპული კავშირის სამართლის ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა.
მისი სისტემური განსაკუთრებულობა გამოიხატება იმით, რომ წევრი სახელმწიფოების სასამართლოებისა და ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს თანამშრომლობაზეა დაფუძნებული და, ფაქტობრივად, ევროპული კავშირის სამართლის დაცვის სისტემაში წევრი სახელმწიფოების სასამართლოების ჩართვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურის საშუალებით ფიზიკური და იურიდიული პირები იღებენ ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში მათი ინტერესების განხილვის დამატებით, არაპირდაპირი ხასიათის საშუალებას.
ეტაპობრივად წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა შემდეგნაირად შეიძლება დაიყოს: პირველ ეტაპზე დავა, რომელიც ევროპული კავშირის სამართალთან არის კავშირში, განსახილველად შესულია წევრი სახელმწიფოს სასამართლოში; მეორე ეტაპზე წევრი სახელმწიფოს სასამართლო საკითხს გადასცემს ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს; მესამე ეტაპზე ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გადმოცემულ საკითხზე; მეოთხე ეტაპზე კი წევრი სახელმწიფოს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებს უშუალოდ დავაზე ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
9. რეგულაცია
რეგულაცია არის საყოველთაო მოქმედების, სრულად სავალდებულო ძალის, და მოქმედებს თითოეულ წევრ სახელმწიფოში უშუალოდ. საყოველთაო მოქმედება ნიშნავს, რომ რეგულაცია ზოგადად და აბსტრაქტულად არეგულირებს განუსაზღვრელი რაოდენობის პირთა შორის კონკრეტული სახის სამართლებრივ ურთიერთობებს. რეგულაცია არის სრულად სავალდებულო ძალის, ანუ მისი თითოეული ნორმა სავალდებულოა შესასრულებლად. დაუშვებელია წევრი სახელმწიფოს მიერ რაიმე აქტის მიღება, რომელიც რეგულაციის რომელიმე დებულებასთან წინააღმდეგობაში მოვა. უშუალო მოქმედება ნიშნავს, რომ რეგულაცია მისი ძალაში შესვლის შემდეგ წევრი სახელმწიფოებისა და წევრ სახელმწიფოებში მცხოვრები პირებისათვის მოქმედებს, წევრი სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე. მისი ამოქმედებისათვის არ არის საჭირო წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, ანუ საჭირო არ არის მისი იმპლემენტაცია შიდასახელმწიფოებრივ სამართალში. უფრო მეტიც, რეგულაციის იმპლემენტაცია,

1. მართლმსაჯულების განხორციელების ზოგადი საკითხები
მართლმსაჯულების სასამართლოსა და საერთო სასამართლოს ამოცანაა სამართლის დაცვის უზრუნველყოფა ხელშეკრულებების გამოყენებისა და ინტერპრეტაციისას. სასამართლოების კომპეტენციათა ჩამონათვალი მოცემულია ხელშეკრულებებში. შეზღუდული კომპეტენციების პრინციპის შესაბამისად, სასამართლოების კომპეტენციები ამ ჩამონათვალით არის შემოფარგლული. ძირითადად, მართლმსაჯულების სასამართლოსა და საერთო სასამართლოს კომპეტენციაში შედის: 247 – დავები ევროპული კავშირის ორგანოებს შორის; – დავები ევროპული კავშირის ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის; – დავები წევრ სახელმწიფოებს შორის; – დავები იურიდიულ და ფიზიკურ პირთა და ევროპული კავშირის ორგანოებსა და დაწესებულებებს შორის. ამ დავებისა და, იმავდროულად, ხელშეკრულებების ფარგლებში, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოა.
ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში საქმის დაწყების საფუძველია სასამართლოში სარჩელის ან წარდგინების248 შეტანა. სამართალწარმოება შედგება წერილობითი და ზეპირი მოსმენის ნაწილებისაგან. ამასთან, ზეპირი მოსმენის ნაწილი არ არის სავალდებულო და ხშირად ზეპირი მოსმენის გარეშე ხდება საქმის განხილვა.
ევროპული კავშირის სამართალი იცნობს შემდეგი სახის ძირითად სარჩელებს: – სარჩელი ხელშეკრულების დარღვევის შესახებ
– სარჩელი ბათილობის შესახებ – სარჩელი უმოქმედობის შესახებ – ევროპული კავშირის წინააღმდეგ მიმართული სარჩელები ზიანის ანაზღაურების შესახებ. გარდა ამისა, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ სადავო საკითხის განხილვის განსაკუთრებული ფორმა არის ე.წ. წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა

2) მეორად წყაროებს რა მნიშვნელობა აქვს
ევროპული კავშირის სამართლის წყაროები იყოფა პირველად და მეორად წყაროებად. პირველად წყაროებს, პირველ რიგში, მიეკუთვნებიან საბაზისო ხელშეკრულებები, მეორად წყაროებს კი ამ ხელშეკრულებებში მოცემული კომპეტენციის ნორმების საფუძველზე ევროპული კავშირის ორგანოების მიერ მიღებული აქტები. პირველად და მეორად სამართლის ნორმებს შორის რანგობრივად მსგავსი დამოკიდებულებაა, როგორც სახელმწიფოს ფარგლებში კონსტიტუციასა და რიგითი კანონების ნორმებს შორის.
პირველ რიგში, მეორადი სამართალი მოიცავს ევროპული კავშირის ორგანოების აქტებს. კერძოდ, ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 288-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია ევროპული კავშირის შემდეგი აქტები: რეგულაცია, დირექტივა, გადაწყვეტილება, რეკომენდაცია და შეხედულება. მეორად სამართალს ასევე მიეკუთვნება ევროპული კავშირის ორგანოების სხვა აქტებიც (მაგ. ევროპული კავშირის საბჭოს დადგენილება, ინტერინსტიტუციური შეთანხმებები). მეორადი სამართლის აქტებს შორის რანგობრივი სუბორდინაცია არ არსებობს. მიუხედავად სამართლებრივი ბუნებისა და, შესაბამისად, მნიშვნელობისა, ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 288-ე მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი აქტები თანაბარი რანგის არიან. ეს იერარქიული თანასწორობა გამომდინარეობს ევროპული კავშირის ორგანოების თანასწორობიდან.
3) ევროპული კავშირის ღირებულებები
ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემულია იმ ღირებულებათა ჩამონათვალი, რომლებზეც არის დაფუძნებული ევროპული კავშირი. კერძოდ, ესენია: ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობათა უფლებების, დაცვა, პლურალიზმი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა. გარდა ამისა, ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში წევრი სახელმწიფოების ეროვნული იდენტურობის პატივისცემის აუცილებლობა არის აღნიშნული, მე-6 მუხლი კი ევროპული კავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის სავალდებულო ძალას აღიარებს.

4) მაასტრიხტი
მაასტრიხტის ხელშეკრულებით შემოღებულ იქნა „კავშირის მოქალაქეობის“ ცნება. უმნიშვნელოვანესი სიახლე იყო ევროპული გაერთიანების ფარგლებში ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა. ევროპული პარლამენტის როლის შემდგომი გაძლიერება განხორციელდა თანაგადაწყვეტილების პროცედურის შემოღებით. მაასტრიხტის ხელშეკრულებით ასევე გაიზარდა ევროპული გაერთიანების კომპეტენციის სფერო.
5) 1950 წლიდან განვითარება როგორ ხდებოდა ევროკავშირის
გერმანიამ შუმანის გეგმა დადებითად შეაფასა. შედეგად, ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა პარიზში 1951 წლის 18 აპრილს. ხელშეკრულების მხარეებს, გარდა საფრანგეთისა და გერმანიისა, ასევე წარმოადგენდნენ იტალია და ბენილუქსის1 სახელმწიფოები. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1952 წლის 23 ივლისს. იგი თავიდანვე 50 წლის ვადით იყო დადებული. შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა 2002 წლის 24 ივლისს გავიდა. ამ დღიდან აღნიშნული ხელშეკრულებით დარეგულირებული ურთიერთობები
ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება პარიზი, 1952 წელი
ევროპული ეკონომიკური გაერთიანებისა და ატომური ენერგიის ევროპული გაერთიანების დაფუძნება თანამშრომლობის მსგავსი ფორმა გაევრცელებინათ თავდაცვისა და პოლიტიკურ საკითხებზე, თავდაცვის ევროპული გაერთიანებისა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის გზით, (ვერ გამოვიდა) 1956 წლის 19 მაისს ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა დაიწყეს მოლაპარაკება ევროპული ეკონომიკური გაერთიანებისა და ატომური ენერგიის ევროპული გაერთიანების შექმნის შესახებ. 1957 წლის 25 მარტს რომში ხელი მოეწერა ამ გაერთიანებათა დაფუძნების შესაბამის ხელშეკრულებებს დიდმა ბრიტანეთმა დანიასთან, ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასა და შვედეთთან ერთად 1960 წლის 4 იანვარს შექმნა თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია, პარალელურად 1957 წელს დაიდო ევროპული გაერთიანებების საერთო ორგანოების შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სამივე გაერთიანებას საერთო საპარლამენტო ასამბლეა და სასამართლო უნდა ჰქონოდათ. ორგანიზაციული სტრუქტურის. 70-იან წლებში დაიწყო საგარეო პოლიტიკის სფეროში სამთავრობათაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

6)ევროპეიზაცის და ჰარმონიზაცია და საქართველოს სამართლევრივ სივრცეზე რა გავლენა აქვს
„ჰარმონიზაციის“ მნიშვნელობა და არსი - ორი ან მეტი სუბიექტის ან ობიექტის ურთიერთ-ჰარმონიული, უკონფლიქტო თანაარსებობა, სხვადასხვა მეთოდებს, პარამეტრებს, ზომებს, პროცედურებს, სქემებს, სპეციფიკაციებს, სისტემებს შორის განსხვავებათა და შეუსაბამობათა შორის თანაბრობის/ თავსებადობის მიღწევა მათი ერთგვაროვნების/უნიფიცირების მიზნით.
ევროპეიზაცია - ერთი ევროპული ინსტანციიდან მეორეში პოლიტიკის ტრანსფერი. ევროპეიზაცია ვიწრო გაგებით მოიაზრებს სუპრანაციონალურ წესებს წევრი სახელმწიფოებისთვის (ამაში მოიაზრება ყველა წესი, მათ შორის სადამფუძნებლო დოკუმენტები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიც), ხოლო ფართო გაგებით მოიცავს ევროკავშირის წესების მიღება არა წევრი სახელმწიფოების მიერ. ევროპეიზაცია არ გულისხმობს მხოლოდ ევროპის კავშირის მონაწილეობას და ჩართულობას პოლიტიკის ტრანსფერში. ამაში მოიაზრება კონკრეტული ევროპული სახელმწიფოდან მეორეში ტრანსფერი.
ევროპეიზაცია ევროკავშირის უნარია გავლენა მოახდინოს წევრი და არა წევრი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის, პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ადმინისტრაციული სტრუქტურების განვითარებაზე (Phinnemore 2002). ევროპეიზაციის პოლიტიკა და პროცესი ევროკავშირის, როგორც ორგანიზაცია, წიაღში იძერწება და შემდეგ ვრცელდება მუნიციპალურ დონეებზე (Magen, 2007). ევროკავშირის მიერ ინიცირებული სამართლის ევროპეიზაცია გაერთიანების ფორმალური და არაფორმალური წესების, პროცედურების, ჩვევების, პოლიტიკის პარადიგმების, „საქმის კეთების სტილისა და მეთოდების” ევროპული დონიდან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გადაცემა (Radaeli, 2004).
ევროპეიზაცია ვიწრო გაგებით სუპერნაციონალური წესები წევრი სახელმწიფოებისთვის, ევროკავშირის წესების მიღება არა წევრი სახელმწიფოების მიერ- ფართო გაგებით. ორმხრივი თანამშრობლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა უკვე რამდენიმე ათეულ წელიწადს ითვლის, რომლის პირველი ნიშნები 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პარალელურად გაჩნდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქართული სამართლის ძირეული გარდაქმნები.
1996 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაჩნდა პირველი სამართლებრივი საფუძველი „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაჩნდა პირველი სამართლებრივი საფუძველი „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“
ევროპის სამართლის ტრანსფორმაცია ისეთი ქვეყნების მიერ, რომლებიც არარიან ევროკავშირის წევრები, შეიძლება შეფასდეს, როგორც ნებაყოფლობითი ჰარმონიზაცია სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. ამასთან, ევროკავშირის წესებისა და რეგულაციების გავრცელება ხელს უწყობს ევროკავშირსა და მესამე სახელმწიფოებს შორის ლიბერალურ-მეგობრული სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას, რაც ორ სუბიექტს შორის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ასოციაციასა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
აშკარაა, რომ ზემოხსენებულმა პოლიტიკის ყველა დოკუმენტმა გარკვეული როლი შეასრულა ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში — საქართველოს მოდერნიზების, ეკონომიკური რეფორმებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საკითხში. მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო ჰარმონიზაციის მექანიზმების თვალსაზრისით ყველაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა მაინც ახლახან ხელმოწერილ და რატიფიცირებულ ასოცირებას ხელშეკრულებას უნდა მიენიჭოს, რომელიც სამართლებრივ ლეგიტიმაციას ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (თFEU) 217-ე მუხლში პოვებს.
ქართული სამართლისთვის ჰარმონიზაციის იდეა არასოდეს ყოფილა უჩვეულო, თუმცა მისი მოდერნიზების თანამედროვე სტანდარტი ევროკავშირის სამართალთან დაახლოებაა. თავის მხრივ, ევროპისთვის საკუთარი სამართლის ფართოდ გავრცელება არის მექანიზმი, რომლითაც იგი პარტნიორ ქვეყნებში სტაბილური და ჯანსაღი გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ამ ურთიერთობის დღის წესრიგში კი პარტნიორობის დაწყების დღიდან კანონმდებლობის მაქსიმალური დაახლოებაა.
10. რომელი სფეროებია ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციის საგანი?
1საბაჟო კავშირი, 2 კონკურენციის სამართლის წესები საერთო ბაზრისთვის, 3მონეტარული პოლიტიკა ევროს მიმოქცევის ქეყნებში, 4საზღვაო ბიოლოგიური რესურსების დაცვა, 5.საერთო სავაჭრო პოლიტიკა.

11. რა არის ასოცირების ხელშეკრულება და როგორი სამართლებრივი ბუნება აქვს მას?
ევროპულ კავშირში ფორმალური გაწევრიანების ზღვარს ქვემოთ არსებობს ევროპულ კავშირსა და მესამე სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ასოცირება. ასოცირების სამართლებრივი საფუძველი მოცემულია ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 198-ე-204-ე და 217-ე მუხლებში. ასოცირება სახელმწიფოს, ტერიტორიის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპულ კავშირთან თანამშრომლობისა და მჭიდრო კავშირის ფორმაა. ამასთან, ასეთ კავშირებს შეიძლება სხვადასხვა ინტენსიურობა ახასიათებდეს, მაგრამ ისინი ყოველთვის გაწევრიანების ზღვარს ქვემოთ რჩებიან.

12 ღირებულებათა წესრიგი რას ნიშნავს?
ევროპის კავშირის ღირებულებებს განსაზღვრავს ევროპის კავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლი.
„ევროპის კავშირი ეფუძნება ღირებულებებს, როგორებიცაა: ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებების, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების პატივისცემა. კავშირის ღირებულებები საერთოა წევრ სახელმწიფოთა საზოგადოებაში, სადაც უზრუნველყოფილია პლურალიზმი, დისკრიმინაციის აკრძალვა, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და მამაკაცისა და ქალის თანასწორობა.“

მარიამის კითხვები:
(1)სამართალსუბიექტობაზე:
ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ევროპული კავშირი, ევროპული გაერთიანებებისგან განსხვავებით, სამართლის სუბიექტი არ იყო. შესაბამისად, იმ დროისათვის ევროპულ კავშირს არ შეიძლებოდა ჰყოლოდა წევრი სახელმწიფოები, ვინაიდან იგი არ იყო საერთაშორისო ორგანიზაცია. ევროპულ კავშირს ჰქონდა საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში დადგენილი თანამშრომლობის ფორმა, მისთვის სამართალსუბიექტობის მინიჭების გარეშე. ევროპული გაერთიანებების წევრი სახელმწიფოები იყვნენ არა ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები, არამედ ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარეები.
ლისაბონის ხელშეკრულებით გაუქმდა ე.წ. ტაძრის სტრუქტურა და ევროპის კავშირი გამოცხადდა ევროპული გაერთიანებებისა და ევროპის კავშირის სამართალმემკვიდრედ, კავშირს მიენიჭა სამართალსუბიექტობა. რასაკვირველია, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე ევროპული კავშირის სამართლებრივ ბუნებასთან მიმართებით განხორციელდა, ევროპული კავშირისთვის სამართალსუბიექტობის მინიჭებაა. შესაბამისად, თუკი ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე „ევროპული კავშირი“, ევროპული გაერთიანებებისგან განსხვავებით, საერთაშორისო ორგანიზაცია არ იყო და მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში დადგენილი თანამშრომლობის სახელად იწოდებოდა, სამართალსუბიექტობის მინიჭების შემდეგ იგი საერთაშორისო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. როგორც სამართლის სუბიექტს, მას უკვე შეუძლია საკუთარი სახელით ხელშეკრულებების დადება, შეუძლია ჰქონდეს საკუთარი ორგანოები და ა.შ

ევროპული კავშირის სამართალი იცნობს შემდეგი სახის ძირითად სარჩელებს:
– სარჩელი ხელშეკრულების დარღვევის შესახებ (ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 258-ე და 259-ე მუხლები);
– სარჩელი ბათილობის შესახებ (ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 263-ე მუხლი);
– სარჩელი უმოქმედობის შესახებ (ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 265-ე მუხლი);
– ევროპული კავშირის წინააღმდეგ მიმართული სარჩელები ზიანის ანაზღაურების შესახებ (ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 268-ე მუხლი).
გარდა ამისა, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ სადავო საკითხის განხილვის განსაკუთრებული ფორმა არის ე.წ. წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა (ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 267-ე მუხლი).
(5)ერთი სარჩელი ხელშეკრულების დარღვევია გამო ცალკე იყო რას ნიშნავსო
პასუხი : ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია დამრღვევი წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელის შეტანა. ამასთან, სარჩელის შეტანა შეუძლია როგორც ევროპულ კომისიას (ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 258-ე მუხლი), ასევე ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს (ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 259-ე მუხლი). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევების განხილვასთან მიმართებით მართლმსაჯულების სასამართლოს განსაკუთრებული უფლებამოსილება აქვს. წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმართონ სხვა საერთაშორისო სასამართლოებს.

(7)კომპეტენციას რა ხელშკეულრბენი ანიჭებს
კომპეტენციის მინიჭების პრინციპი???
“კომპეტენციის მინიჭების პრინციპი“ - მხოლოდ იმ მოცულობის კომპეტენცია, რაც ცალსახად არის აღნიშნული ხელშეკრულებებში - Art. 5 (1) TEU

სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებისგან განსხვავებით, რომლებსაც, ძირითადად, ნებისმიერი საკითხის დარეგულირების მიზნით შეუძლიათ კანონის მიღება და კანონის ფორმის (საკონსტიტუციო კანონი, ორგანული კანონი, „ჩვეულებრივი“ კანონი) არჩევა, ევროპული კავშირის საკანონმდებლო ორგანოებს აქვთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მოცულობის კომპეტენცია, რა მოცულობითაც ეს ხელშეკრულებაში ცალსახად არის განსაზღვრული. სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის 1-ლი წინადადება, რომლის მიხედვითაც კავშირის კომპეტენციების გასამიჯნავად მოქმედებს კომპეტენციების მინიჭების პრინციპი.
შესაბამისად, სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ევროპულ კავშირს არ გააჩნია საკუთარი თავისთვის კომპეტენციების მინიჭების კომპეტენცია. მისი უფლებამოსილების არეალის გაფართოება შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის გზით, რაც, თავის მხრივ, ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობას მოითხოვს.
ევროპული კავშირის ორგანოების მიერ ნებისმიერი სამართლებრივი აქტის მისაღებად აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი საბაზისო ხელშეკრულებებში. სწორედ კომპეტენციის შესაბამისი ნორმა განსაზღვრავს არა მარტო, ზოგადად, უფლებამოსილების არსებობას, არამედ ასევე ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო აქტის ფორმასა და მისი მიღების პროცედურას. სწორედ ამიტომ, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შეხედულებით, პირველადი სამართალი არის მეორადი სამართლის „საფუძველი, ჩარჩო და საზღვარი“. სავალდებულოა, რომ მეორადი სამართლის აქტში მიეთითოს ამ აქტის მიღების კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველზე. ევროპული კავშირის ორგანოების მიერ სამართლებრივი აქტის მიღება შესაბამისი უფლებამოსილების არსებობის გარეშე ან არასათანადო სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით ამ აქტის ბათილობის საფუძველია195 (ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 263-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ევროპულ კავშირთან მიმართებით კომპეტენციის მინიჭების პრინციპის მოქმედების ჩარჩოები სიმკაცრეს არიან მოკლებულნი იმდენად, რამდენადაც ხელშეკრულებები ითვალისწინებენ ისეთ ნორმებსაც, რომლებიც ევროპული კავშირის კომპეტენციის დადგენისას ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევიან. გარდა ამისა, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების პრაქტიკის მიხედვით, არსებობენ ე.წ. „ნაგულისხმევი“ კომპეტენციის ნორმები.

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

თემა შემხვდა მონისტურის და დუალისტურის განსხვავება
კაზუსი ორ ეტაპიანი იყო საქმიანი შესაზლებლობის მითვისება და ზრუნვის მოვალეობა

თემა 1: შესავალი კორპორაციულ მართვაში.
კორპორაციული მართვის არსი. კორპორაციული მართვის ელემენტები.
შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები.
კორპორაციული მართვის წყაროები
კორპორაციული მართვა (Corporate Governance) - თანამედროვე საკორპორაციო სამართლის ახალი ინსტიტუტი

ისტორიული ფესვები
• 1600 წელი - East India Company-მ (სააქციო საზოგადოება)
• შექმნა დირექტორთა საბჭო, რითიც ერთმანეთისგან განაცალკევა მფლობელობა და კონტროლი
• კორპორაციული მართვის განვითარება ხდებოდა კორპორაციული კრახების, სისტემური კრიზისების საპასუხოდ
• 1999 წელი - ეთგომ (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, აერთიანებს 30 სახელმწიფოს) გამოაქვეყნა პირველი საერთაშორისო სტანდარტი, ეთგოს პრინციპები კორპორაციული მართვის შესახებ (OECD Principles of Corporate Governance)
• 2001 წელი - აშშ-ს ცნობილმა კომპანია „ენრონმა“ გამოაცხადა გაკოტრების შესახებ (სიდიდით მე-7 კომპანია აშშ-ში)
• 2002 წელი - ამ კორპორაციული სკანდალის საპასუხოდ აშშ-ში შემუშავდა სარბეინს-ოქსლის აქტი
• 2002 წელი - გამოქვეყნდა გერმანიის კორპორაციული მართვის კოდექსი
• კორპორაციული მართვა - „ახალი ღვინო ძველ ბოთლებში“ (კლაუს ჰოპტი)
• ტერმინი „კორპორციული მართვა“ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა აშშ-ის მეცნიერებასა და თეორიაში

თემა 2:
კაპიტალურ საზოგადოებათა ფორმები.
კორპორაციული მართვის სისტემები.
მმართველობის ორგანოების მონაწილეობის საკითხი კორპორაციული მართვის დროს.
კორპორაციული მართვის სისტემა საქართველოში
კაპიტალურ საზოგადოებათა მართვის სისტემები (კორპორაციული მართვის სისტემები):
• ერთსაფეხურიანი ანუ მონისტური/უნიტარული მართვის სისტემა (one-tier-system/one-board system)
• ორსაფეხურიანი ანუ დუალისტური მართვის სისტემა (two-tier system)

ერთსაფეხურიანი მართვის სისტემის აგებულება
• აქციონერთა საერთო კრება (Shareholder’s meeting)
კომპეტენცია:
- ბორდის წევრების არჩევა და გამოწვევა
- წესდებაში ცვლილებების შეტანა
- ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, საწარმოს მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
- ბორდის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა
• ბორდი (Bord of Directors)
მასში თავმოყრილია ხელმძღვანელობისა და კონტროლის ფუნქციები. იმავდროულად ითავსებს სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციასაც
ბორდის შემადგენლობა:
• შიდა დირექტორები (Inside directors) - ითვლებიან კორპორაციის თანამშრომელბად, დირექტორები, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ მენეჯერებს
• მოწვეული დირექტორები (Outside directors) - დამოუკიდებელი დირექტორები - ბორდის წევრობა მათთვის არ წარმოადგენს ძირითად საქმიანობას
• ბორდის კომიტეტები - მათ გადაეცემა ბორდის ფუნქციები შესასრულებად - მასში სულ ცოტა ერთი დირექტორი მაინც უნდა შედიოდეს. მაგ.: nominating committee, finance committee, compensation committee, executive committee, litigation committee და ა.შ.

დამოუკიდებელი დირექტორი - არ უნდა იყოს კორპორაციის თანამშრომელი, მას ან მის ოჯახის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ კორპორაციიდან წლიურად 100 000 აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი.

კუმულატიური ხმის უფლება - აქციონერს შეუძლია თავისი ხმები რამდენიმე კანდიდატზე გადაანაწილოს

ხმის უფლების გადაცემა (proxy voting) - აქციონერი თავისი ხმის უფლებას გადასცემს ბორდის წევრებს, რომლებიც თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ აირჩიონ ბორდში.

დახურულ კორპორაციაში ბორდი უძღვება ყოველდღიურ, მიმდინარე საქმიანობას, ხოლო ღია კორპორაციებში ბორდი ფუნქციათა დელეგირებას ახდენს პროფესიონალ მენეჯერებზე
• მენეჯერები (Officers of the Corporation, executive officers)
- ხელმძღვანელობენ კორპორაციის ყოველდღიურ საქმიანობას, წარმოადგენენ მესამე პირებთან ურთიერთობაში
- შესაძლოა იყვნენ ბორდის წევრებიც
- აქვს იერარქიული სტრუქტურა: უფროსი აღმასრულებელი მენეჯერი/პრეზიდენტი (Chief Executive Officer - CEO), უფროსი მენეჯერები, უფრო დაბალი რანგის მენეჯერები

ამერიკული ბორდის განსხვავება გერმანული სამეთვალყურეო საბჭოსგან:
გერმანულ სამეთვალყურეო საბჭოს არ აქვს უფლება, თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს ხელმძღვანელ ორგანოზე, რაც ამერიკულ ბორდშია, ასევე, ამერიკული ბორდი თავად განსაზღვრავს თავის კომპეტენციას, ხოლო გერმანული სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია კანონით არის დადგენილი.

დუალისტური (ორსაფეხურიანი) სისტემის აგებულება:
- აქციონერთა საერთო კრება
- გამგეობა/დირექტორატი
- სამეთვალყურეო საბჭო

გერმანიის დუალისტური მართვის სისტემა

ევროპის სააქციო საზოგადოების კორპორაციული მართვის სისტემა
• არჩევანის შესაძლებლობა

საქართველოს კორპორაციული მართვის სიტემა
- პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება
- ხელმძღვანელი ორგანო
- სამეთვალყურეო საბჭო (შპს-თვის ფაკულტატური ორგანოა, სს-ში სავალდებულოა მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. როდესაც აქციებით ვაჭრობს ბირჟაზე; 2. როდესაც ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული - კანონი „მეწარმეთა შესახებ, მუხ.182.3)

კაპიტალურ საზოგადოებათა ფორმები
კაპიტალურ საზოგადოებათა ფორმები
აშშ-ს სამართალში
კაპიტალური საზოგადოებების მხოლოდ ერთი ფორმაა - კორპორაცია (Corporation)

კორპორაციის ფორმა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობაში გამოიყენება - Business Corporation

კორპორაციის ნიშნები:
1. იურიდიულ პირად აღიარება
2. შეზღუდული პასუხისმგებლობა
3. კაპიტალის დაყოფა აქციებად (წილებად)
4. აქციების/წილების გასხვისებადობა
5. ცენტრალიზებული მენეჯმენტი საბჭოს ტიპის ორგანოს - ბორდის ხელმძღვანელობით

აშშ-ის სამართალი არ განასხვავებს ერთმანეთისგან შპს-სა და სს-ს

კორპორაციათა ორი ნაირსახეობა:
• დახურული კორპორაცია (Closely held corporation – close corporation) - გარკვეულწილად შეესაბამება შპს-ს
- ჰყავს პარტნიორთა მცირე რაოდენობა (30-მდე აქციონერი)
- აქციონერები, როგორც წესი, მონაწილეობენ კორპორაციის მართვაში
- მისი აქციები/წილები არ არის გატანილი ბირჟაზე
- წილთა გასხვისება შეზღუდულია
- არ აკისრია ანგარიშგებისა და საჯაროობის ის მოვალეობები, რაც ღია კორპორაციებს
• ღია კორპორაცია (Publicly held corporation – public corporation) - გარკვეულწილად შეესაბამება სს-ს
- ჰყავს აქციონერთა დიდი რაოდენობა
- აქციონერები, პრაქტიკულად, არ მონაწილეობენ მართვაში
- ცალკეული აქციონერების გავლენა მართვასა და მენეჯმენტზე, პრაქტიკულად, არ არსებობს
- აქციები მონაწილეობს საჯარო ვაჭრობაში ბირჟის ან ბირჟის გარეშე მაკლერების (ბროკერების) მეშვეობით
- აკისრია ანგარიშგებისა და საჯაროობის მოვალეობები

• მცირე კორპორაცია
- უნდა ჰყავდეს მაქსიმუმ 75 აქციონერი
- აქციონერები უნდა იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები
- აქციონერი არ შეიძლება იყოს უცხოელი, რომელსაც აშშ-ში საცხოვრებელი ადგილი არ აქვს
- უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი სახეობის აქცია
- იგი იბეგრება როგორც ამხანაგობა (Partnership), იბეგრება არა კორპორაცია, არამედ მისი პარტნიორები

შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია (Limited liability company) - არ არის შპს-ის იდენტური - არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, მიიჩნევა ამხანაგობის ტიპის კორპორაციების ნაირსახეობად, სადაც პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია

ამერიკის სამართლის ინსტიტუტის კორპორაციული მართვის პრინციპებით დადგენილი კლასიფიკაცია:
• დიდი ღია კორპორაციები (კორპორაციული მართვის სტანდარტების დაცვა სავალდებულოა)
- ჰყავთ სულ ცოტა 2 000 აქციონერი და აქვთ 100 მილიონი აშშ დოლარის ქონება
• მცირე ღია კორპორაციები (კორპორაციული მართვის სტანდარტების დაცვა სარეკომენდაციოა)
- ჰყავთ სულ ცოტა 500 აქციონერი და აქვთ 5 მილიონი აშშ დოლარის ქონება
• როგორც ღია, ისე დახურული კორპორაციები (კორპორაციული მართვის სტანდარტების დაცვა არ მოითხოვება)
- აქციონერთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება

კაპიტალური საზოგადოებები გერმანულ სამართალში
• სააქციო საზოგადოება.
კლასიფიკაცია:
- საჯარო სს
- მცირე სს (ჰყავს აქციონერთა მცირე რაოდენობა, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არ მონაწილეობს, აქვს საერთო კრების მოწვევის, დაფუძნების და ა.შ. უფრო გამარტივებული წესები)
- საოჯახო სს (აქციათა უმრავლესობა ერთი კაპიტალის/ოჯახის ხელშია)
- ერთი პირის სს
• კომანდიტური სააქციო საზოგადოება
სულ ცოტა 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა შეუზღუდავია, დანარჩენი პარტნიორებისა - შეზღუდული, კაპიტალი დაყოფილია აქციებად
• შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
(შეიძლება დაფუძნდეს არაკომერციული მიზნითაც)
მინი შპს

ზეეროვნული სამართლებრივი ფორმები
ევროპის (ევროკავშირის) საკორპორაციო სამართალში
• ევროპის სააქციო საზოგადოება (Societas Europaea - SE) –
- ძალაში შევიდა 2004 წლის 8 ოქტომბერს (ევროპის მინისტრთა საბჭოს 2001 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება)
- - მინიმალური საწესდებო კაპიტალი: 120 000 ევრო
- მაგ., Porsche SE (აკონტროლებს ფოლცვაგენს), Puma SE, სადაზღვევო კომპანია ალიანსი Allianz SE და სხვა.
• ევროპული ეკონომიკური გაერთიანება - პრაქტიკაში თითქმის არ მუშაობს
• Societas Cooperative Europaea (SCE) - ევროპული კოოპერატივი, ასევე არ მუშაობს პრაქტიკაში.

კაპიტალურ საზოგადოებათა ფორმები საქართველოში
• სს - „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ.123-149
• შპს - „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ.150-225

კორპორაციული მართვის ძირითადი მოდელები
• პრო-აქციონერისტული მოდელი (Shareholder Model) - მოქმედებს აშშ-ში.
ამ მოდელის მიხედვით, კორპორაციის ერთადერთი მოვალეობა და დანიშნულებას ის, რომ იმოქმედოს აქციონერთა საკეთილდღეოდ, მოუტანოს მათ რაც შეიძლება მეტი მოგება. კორპორაციას არ გააჩნია ვალდებულებები მესამე პირების (სტეიკჰოლდერები) მიმართ. და, თუ კომპანია იმოქმედებს აქციონერთა მოგების გაზრდის მიზნით, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ეს საბოლოოდ მომგებიანი იქნება ყველასთვის - თანამშრომლებისთვისაც, მომხმარებლებისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც.
• „სტეიკჰოლდერული“ მოდელი (Stakeholder Model) – მოქმედებს კონტინენტურ ევრიპაში, მაგ. გერმანიაში, საფრანგეთში
ამ მოდელის მიხედვით, კორპორაციას ვალდებულებები აქვს დაინტერესებულ პირთა ფართო წრის (სტეიკჰოლდერები) მიმართ (დასაქმებულები, კონტრაჰენტები, მომხმარებლები, აქციონერები, სახელმწიფო). კომპანიის მართვა იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ მოახდინოს განსხვავებული ინტერესების დაბალანსება

საკუთრებისა და კონტროლის გამიჯვნა
• პრინციპალისა და აგენტის თეორია (Principal-Agent Theory)
ეკონომისტები მესაკუთრეობისა და კონტროლის გამიჯვნისთვის იყენებენ ე.წ. პრინციპალისა და აგენტის თეორიას (Principal-Agent Theory). ამის თანახმად, აქციონერი არის პრინციპალი, ხოლო დირექტორი - აგენტი.
ამ თეორიის თანახმად, კორპორაციული მართვის სისტემა უნდა მოემსახუროს 3 ძირითადი პრობლემის ეფექტურ გადაჭრას:
1. მესაკუთრესა და დირექტორატს შორის
2. მესაკუთრეებს შორის
3. სტეიკჰოლდერებსა და კორპორაციას შორის
კორპორაციული მართვის მთავარ მიზანს სწორედ ამ ჯგუფებს შოირის ურთიერთობათა დარეგულირება წარმოადგენს.

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

4. ხელმძღვანელობის მოვალეობათა კატალოგი.
ზრუნვის მოვალეობა
პასუხისმგებლობის სუბიექტები - ვინ აგებს პასუხს?
- კაპიტალური საზოგადოებების (კორპორაციების) ხელმძღვანელები
კორპორაციული პასუხისმგებლობის დაცვის ობიექტი - ვის წინაშე არიან ხელმძღვანელები პასუხისმგებლები?
- საზოგადოების (კორპორაციის) წინაშე თუ აქციონერების წინაშე?
რა არის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი?
- კანონი; წესდება; სასამსახურო ხელშეკრულება

დირექტორატის (ხელმძღვანელი ორგანოს) მოვალეობანი საწარმოს მართვისას, მოვალეობათა მრავალრიცხოვნება და მრავალფეროვნება:
• ზრუნვის (გულმოდგინე ხელმძღვანელობის/გულისხმიერების) მოვალეობა (Duty of Care);
• ერთგულების მოვალეობა (Duty of Loyalty);
• მართლზომიერი მოქმედების მოვალეობა (Duty of Obedience);
• დუმილის მოვალეობა (გერმანულ სამართალში)

• რისთვის არის საჭირო ხელმძღვანელის მოვალეობათა ცოდნა?
- იმის გასარკვევად, თუ რისთვის უნდა აგოს პასუხი ხელმძღვანელმა
- რომ სწორად მოიძებნოს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი

ზრუნვის (გულმოდგინე ხელმძღვანელობის/გულისხმიერების) მოვალეობა (Duty of Care)

 მოვალეობა საწარმოს ქონების შენარჩუნების საკითხში

• გადაწყვეტილების მიღებამდე დირექტორის მიერ სათანადოდ უნდა იყოს შესწავლილი და გამოკვლეული საკითხი (დაშვებულია ამ დროს დირექტორი დაეყრდნოს მესამე პირთა, იურისტების, ექსპერტების და ა.შ რჩევებს)
• გონიერი ადამიანის სტანდარტი - საწარმოს მიმართ ზრუნვა და გულმოდგინება ისე, როგორც ამას ელოდებიან ჩვეულებრივ, ფრთხილი და წინდახედული დირექტორისგან მსგავს სიტუაციაში
• გადაწყვეტილების მიღება ინფორმირებულობის საფუძველზე
• ამ დროს დირექტორი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად (1) და გულწრფელად უნდა სჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება კომპანიის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება (2)

ზრუნვის მოვალეობის კომპონენტები
• ზრუნვის მოვალეობა ავალდებულებს დირექტორს ცოდნისა და გამოცდილების ქონას
• ზრუნვის მოვალეობა ავალდებულებს დირექტორს ინფორმირებულობას
• ზრუნვის მოვალეობა ავალდებულებს დირექტორს, სათანადოდ შეისწავლოს და გამოიკვლიოს საკითხი
• გონიერი ადამიანის სტანდარტი
• მართლზომიერად და კეთილსინდისიერად მოქმედება
• საწარმოს საუკეთესო ინტერესებში მოქმედება

დისნეის საქმე (Disney case)
სმიტ ვან გორკომის საქმე (Van Gorkom case)
საქმე Harman v. Willbern

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 50-51-ე მუხლები

06/05/2023 12:08

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

თემა 4:
სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების პრეზუმფცია
Business Judgement Rule

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ.52

ერთგულების მოვალეობა
(Duty of Loyalty)
ერთგულების მოვალეობის
თავისებურება:
• ხელმძღვანელის მიერ საზოგადოების ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება პირად ინტერესებთან შედარებით
• დირექტორი ვალდებულია, ყველა ურთიერთობაში, რომელიც კი საზოგადოების ინტერესებს შეეხება, დაიცვას საზოგადოების ინტერესები და არა საკუთარი ან სხვა პირთა ინტერესები
• ვის წინაშე არსებობს ერთგულების მოვალეობა
• სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების პრეზუმფციის შემთხვევაში არ მოქმედებს და არ მოწმდება. ერთგულების მოვალეობის დარღვევა ამ პრეზუმფციის ანულირებას იწვევს

ერთგულების მოვალეობის
დარღვევის შემთხვევები:
• ინტერესთა კონფლიქტი (მათ შორის, საკუთარ თავთან დადებული გარიგებები)
• კორპორაციის საქმიანი შესაძლებლობების მითვისება
• კონკურენცია კორპორაციასთან

ინტერესთა კონფლიქტი
• როდესაც კორპორაციის სახელით გარიგებას დებს დირექტორი, რომელსაც აქვს დაინტერესება ამ გარიგებაში, ე.წ. დაინტერესებული დირექტორი

დირექტორის დაინტერესების შემთხვევები:
დირექტორის ფინანსური ინტერესი
• როდესაც დირექტორს აქვს საკუთარი ფინანსური ინტერესი იმ გადაწყვეტილების, გარიგებისა თუ ქმედების მიმართ, რასაც ამ დირექტორის საქმიანობა უკავშირდება, მაშინ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი
• როდესაც დირექტორი გამორჩენას ელოდება მის მიერ ორპორაციოის სახელით დადებული გარიგებისგან
დირექტორის სხვაგვარი დაინტერესება
• როდესაც დირქტორი უშუალოდ არ ელოდება კორპორაციის მიე დადებული გარიგებიდან რაიმე გამორჩენას, მაგრამ არ არის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, ვინაიდან სხვა პირის ინტერესებიდან იღებს ამ გადაწყვეტილებას (მაგ., არის სხვა კორპორაციის ბორდის წევრიც)
ნათესავებისა და ახლობლების ინტერესები
• ერთგულების მოვალეობა ირღვევა, როდესაც კორპორაციის მიერ დადებულ გარიგებებში დირექტორის ნათესავები და ახლობლები მონაწილეობენ მხარედ და მათ ფინანსური ინტერესი აქვს ამ გარიგების მიმართ
- დირექტორის ნათესავები: მეუღლე, შვილები, მშობლები, და-ძმა, შვილიშვილები, მეუღლის მშობლები, მისი და-ძმა, ასევე ნებისმიერი პირი, რომელიც დირექტორთან ერთად ცხოვრობს
- დირექტორთან ასოცირებული პირი: პირები, რომლებთანაც დირექტორს საქმიანი, ფინანსური თუ სხვა ურთიერთობები აქვს და აშკარაა, რომ გარიგება მათი ზეგავლენის შედეგად დაიდო.

როგორ დგინდება, არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი:
• ობიექტური კრიტერიუმი
შეძლებდა თუ არა ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე გონიერია დამიანი, ეფიქრა ინტერესთა კონფლიქტის საფრთხის შესახებ (ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება მოგება მოუტანოს დირექტორს და ამის საპირისპიროდ დანაკარგი განიცადოს საზოგადოებამ, განხილულ უნდა იქნეს ერთგულების მოვალეობის დარღვევად)

რა შემთხვევაში არ დაეკისრება დირექტორს პასუხისმგებლობა ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას:
• კორპორაციისთვის გამჟღავნება და კორპორაციის თანხმობა
• თუ საკუთარ თავთან დადებულ გარიგებას კორპორაციისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს

ინტერესთა კონფლიქტი „მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით (მუხ.208)
ინტერესთა კონფლიქტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“კანონის მიხედვით (მუხ. 161.2; მუხ.2.11)

ფიდუციური ვალდებულებები და „სამეწარმეო განსჯის წესი“
კორპორაციულსამართლებრივ კონტექსტში დირექტორი საწარმოს მინდობილი პირი
- მისი ფიდუციარია.
1 მას ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, ეძლევა სრული
დამოუკიდებლობა, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს
ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული
მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს.
2
კომპანიის ხელმძღვანელთა საქმიანობის ძირითადი მიზანია მოგების მიღება. ეს
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პარტნიორების მთავარ მიზანს, ინვესტიციების
განხორციელებისას, სარგებლის მიღება წარმოადგენს.
3 ამდენად, კომპანიის
ხელმძღვანელებმა, კომპანიის მოგების გაზრდის ვადებულება, უნდა განახორციელონ
მხოლოდ კანონით დადგენილი ქცევის წესის ფარგლებში.
4
დირექტორს, როგორც ფიდუციარს, ვალდებულება აკისრია კორპორაციის წინაშე,
შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება
საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის
მიმართ.
5
ფიდუციური მოვალეობის საფუძველი კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია.
6
ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „კეთილსინდისიერი
ხელმძღვანელობა გულისხმობს პროცესს, როდესაც ხელმძღვანელი აცნობიერებს, თუ
რა ხდება მის გარშემო, შესაბამისად, მოქმედებს ეფექტიანად და იღებს სწორ
გადაწყვეტილებებს. ხელმძღვანელის კეთილსინდისიერება დაკისრებული
მოვალეობების შესრულებისას, ვლინდება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა
და შესაბამისად განხორციელებული მოქმედებების ურთიერთდამოკიდებულებიდან,
ასევე სხვადასხვა პრობლემების დასაძლევად განხორციელებული
ღონისძიებებიდან. ხელმძღვანელი უნდა აცნობიერებდეს მის როლს საწარმოში,
იმავდროულად, საწარმოს როლს ბიზნესში და მოქმედებდეს იმ ცნობიერებით, რომ
აუცილებელია საწარმოს განვითარება. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა არა
მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი, არამედ საზოგადოების წინაშე მდგარი
გამოწვევების გაცნობიერება, მისი დაძლევის გზების მოძიება, ასევე საწარმოს
პარტნიორებთან და საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებთან
წარმატებული კომუნიკაცია. ეს არის საწარმოს გონივრული მართვის ძლიერი იარაღი,
განხორციელებული საქმიანობის სიცხადისა და წარმატებული მართვის საწინდარი“.7
ამდენად კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობა ტოლფასია გონივრული მართვის, რაც
თავისთავში მოიცავს დირექტორის მიერ საწარმოს წინაშე მდგარი ამოცანების
რაციონალურ გადაწყვეტასა და პრობლემების აღმოფხვრის კუთხით ეფექტიანი
ზომების გატარებას.
საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის, დირექტორის ფიდუციური
მოვალეობები პრაქტიკიდან გამომდინარე შემდეგნაირად იყოფა: ერთგულების და
ზრუნვის მოვალეობა.
ერთგულების მოვალეობა, გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას კორპორაციის
საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ამდენად, გადაწყვეტილების მიღებისას
დირექტორი უნდა მოქმედებდეს არა საკუთარი, არამედ კომპანიის ინტერესებიდან
გამომდინარე, რაც გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას.
ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების
მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ
პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. საკასაციო სასამართლოს
განმარტებით, დირექტორის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები უნდა
ემსახურებოდეს კომპანიის მოგების გაზრდას.
8 თუმცა, გადაწყვეტილებები შეიძლება

იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც.
9 ასეთ შემთხვევაში გამოიყენება
საკორპორაციო სამართალში მოქმედი „სამეწარმეო განსჯის წესი“ ,
10
რომელიც
წარმოადგენს კომპანიის დირექტორების პასუხისმგებლობისგან დაცვის ერთგვარ
იმუნიტეტს. აღნიშნული წესი დირექტორს აძლევს საშუალებას მიიღოს თუნდაც
მაღალი რისკის შემცველი ბიზნეს გადაწყვეტილება.
11
„სამეწარმეო განსჯის წესიდან“
გამომდინარე, კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან მის
მიერ მიღებული გადაწყეტილებების შედეგებისათვის, თუნდაც მატერიალური
დანაკლისის არსებობის შემთხვევაში 12 თუ კი დადგინდება, რომ ის ამ
გადაწვყეტილების მიღებისას:
- საკმარისად იყო ინფორმირებული საკითხის ირგვლივ;
- მოქმედებდა კეთილგონიერების ფარგლებში და
- გამომდიოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან.
13
ამასთან, დირექტორი ვალდებულია პირადი სარგებლის მიღების მიზნით არ
გამოიყენოს საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც
მისთვის ცნობილი გახდა მოვალეობის შესრულების ან თანამდებობრივი
მდგომაროების გამო. აღნიშნული გულისხმობს, ასევე, ინფორმაციას იმ სამეწარმეო
(ბიზნეს) შესაძლებლობების შესახებ, რომელთა გამოყენებაც შეუძლია და რომლებიც
ეკუთვნის კორპორაციას.
14
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კორპორაციულ სამართალში მოქმედი
პრეზუმფციები და პრინციპები ცხადყოფს, რომ კორპორაციის დირექტორის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს რაციონალური და გონივრული,
ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს.
დირექტორი უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება ყველაზე
ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.
15 აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში
განმტკიცებულია როგორც კანონით,
16 ისე კომპანიის წესდებით.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ დირექტორზე დაკისრებული
ფიდუციური მოვალეობის დარღვევად არ მიიჩნია მოქმედი დირექტორის მიერ
ყოფილი დირექტორის მიმართ კომპანიის მიერ აღძრულ სარჩელზე უარის თქმა,