Comments

vardeni's picture
vardeni (vardeni)
განათლება , მეცნიერება, კულტურა
Registration Date: 2011/10/09
Last visit: 2023/06/23 21:37:36
Contact - All comments

სასურველია ამ მუხლის მე-5 პუნქტის ფორმულირება შეიცვალოს შემდეგნაირად: "მასწავლებლისათვის თანამდებობრივი სარგოს მიცემა სამუშაო საათების მიხედვით არ ნიშნავს, რომ იგი საგაკვეთილო საათების, სასკოლო დოკუმენტაციის წარმოების, სკოლის მიერ დაგეგმილი პროფესიული განვითარებითვის დაგეგმილი ღონისძიებებისათვის და მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისათვის საჭირო დროის გარდა აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს, მისი სამუშაოს ნაწილი – პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, გაკვეთილებისათვის მომზადება და სხვა, შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა, სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე. "