Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

როგორც თქვენთვის ცნობილია, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით. ზემოხსენებული კანონის არცერთ მუხლში არ არის მითითებული თუ ვინ შედის აღმასრულებელ ორგანოს შემადგენლობაში.

davit_papa (davit )
სხვა
Registration Date: 2011/06/02
Last visit: 2014/03/21 12:27:36
Contact - All comments

ბატონო ბერდია, ამავე კანონის მე-19-ე მუხლის შესაბამისად 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო.2. საკრებულოს გადაწყვეტილების შესრულებას უზრუნველყოფს გამგეობა (მერია).ხოლო მე 15-ე მუხლში დამატებით განსაზღვრულია, თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ბატონო დავით, ეს ყველაფერი გასაგებია.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი ორგანოს ფუნქცია გააჩნია საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგალითად: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის „პ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვას, განკარგვას, მათ შორის, პრივატიზებას და სარგებლობის უფლებით გადაცემას, ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33–ე მუხლის მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, ხოლო საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
ზემოხსენებული და სხვა ნორმატიული აქტების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს გააჩნია გარკვეულ წილად აღმასრულებელი ორგანოს ფუნქცია. ე.ი დასაკონრეტებელია კანონში თუ ვინ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შემადგენლობაში.
ამასთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადებული „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის მე–4 პუნქტში დაკონკრეტებულია თუ ვინ შედის იმდროინდელი გამგეობის მთავრობის (ეხლანდელი მერია), შემადგენლობაში, კერძოდ: იხილეთ მე–4 პუნქტი „4.იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოა ქალაქის მთავრობა, რომელიც შედგება არა უმეტეს 15 წევრისაგან. ქალაქის მთავრობის წევრები არიან მერის მოადგილეები, აპარატის უფროსი, როგორც წესი, სამსახურის ხელმძღვანელები.“

davit_papa (davit )
სხვა
Registration Date: 2011/06/02
Last visit: 2014/03/21 12:27:36
Contact - All comments

ბატონო ბერდია, ორგანული კანონის 33-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად:საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი.გამომდინარე აღნიშნულიდან საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქონების მართვის საკითხებთან დაკავშირებით ამავე კანონის 33 მუხლისა და საქართველოს კანონის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ მე-19 მულის შესაბამისი პუნქტების მიხედვით აღსულებისა ან/ და შერულებს ღონისძიებები უნდა გაატაროს შესაბამისმა გამგეობამ (მერია), აქ ყველაფერი გასაგებია. ისე ზოგადად ეს ორივე კანინი საჭიროებს დახვეწას.

davit_papa (davit )
სხვა
Registration Date: 2011/06/02
Last visit: 2014/03/21 12:27:36
Contact - All comments

აქვე საინტერესოა ორაგანული კანონის 47-ე მუხლი რომელიც შეეხება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას მიწისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ. ფაქტიურად ამავე მუხლის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულს მიწაზე (სასოფლო სამეურნეო) საკუთრების უფლება ფაქტიურად არ გააჩნია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32 2 –ე მუხლის "ვ" ქვეპუნტი(საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის დაინიშნა, არჩეულ ან დამტკიცებულ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე) რედაქციულად არის გასასწორებელი, ვინაიდან, ზემოხსენებულ ორგანული კანონის 32 2 –ე მუხლში არ არის ჩამოთვლილი საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობები, აღნიშნული თანამდებობები ჩამოთვლილია ორგანული კანონის 33 3–ე მუხლის პირველ პუნქტში. ამდენად, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32 2 –ე მუხლის "ვ" ქვეპუნტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ვ. დაინიშნა, არჩეულ ან დამტკიცებულ იქნა ამ კანონის 33 3 –ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე".

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტში წინადადებები: “ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლს, რომლითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონი „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (მიღებულია 2011 წლის 27 დეკემბერს) მიღებულია უფრო გვიან ვიდრე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მიღებულია 2005 წლის 16 დეკემბერს), „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის მოთხოვნები.
ამასთანავე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლთან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32 1 - ე მუხლის
"ბ" ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით "ბ). საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;", ვინაიდან, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, ითვალისწინებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას და ზემოხსენებული ორგანული კანონის 32 1 ე მუხლში ანაზღაურებად თანამდებობათა შორის უნდა იყოს მითითებული საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა, ამასთანავე, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ საკრებულოს სხვა თანამდებობის პირთა საქმიანობა ანაზღაურებადია.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49–ე მუხლის მე–9 პუნქტი "თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ კანონით დადგენილი ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს." უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "9. თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ კანონით დადგენილი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს.", ვინაიდან, ზემოხსენებული ორგანული კანონის პირველი მუხლის "თ" და "კ" ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილებების(საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №2515 - სსმ I, №5, 25.01.2010წ., მუხ.16) შესაბამისად, "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილება შეიცვალა საკუთარი უფლებამოსილებით, ხოლო "კ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თვითმმართველი ერთეულის ნებაყოფლობითი უფლებამოსილება ამოღებული იქნა კანონიდან. ამდენად, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49–ე მუხლის მე–9 პუნქტში სიტყვები "ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების" უნდა შეიცვალოს სიტყვებით "საკუთარი უფლებამოსილებების".

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 65 2 -ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი "ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა – მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.", უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა –თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება.", ვინაიდან, ზემოხსენებული ორგანული კანონის 65 2-ე მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით თვითმმართველობის კომპეტენციაა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, ხოლო "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, (საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №614- სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.233) ამ კანონის მე-4 1 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და არა ადგილობრივი თვითმმართველობები. ამდენად, ზემოხსენებული ორი კანონი წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი„საქართველოს კანონი „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“, ამოსაღებია ვინაიდან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 115-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები დარეგულირებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის IV და V კარით.