Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში, მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებში, მე-2 თავში, მე-4 მუხლის სათაურში, მე-4 მუხლის პირველ პუნქტში, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-5 მუხლის პირველ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ , „კ“, ქვეპუნქტში, მე-7 მუხლის სათაურში, მე-7 მუხლის მე-2, მე-3, მე-5 პუნქტებში, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტში, ....... სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.