Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N308 დადგენილების მე-4 მუხლი, რომლითაც დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდება სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის დასრულებისთანავე, ეწინააღმდეგება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ: კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა, გარდა კონკრეტული კალენდარული დღის დადგომისა ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღისა, არ უნდა უკავშირდებოდეს სხვა რაიმე იურიდიული ფაქტის დადგომას. ამდენად, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N308 დადგენილების პირველი მუხლის ძალაში შესვლა არ უნდა უკავშირდებოდეს იურიდიული ფაქტის (სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის) დადგომას, ზემოხსენებული მუხლის ძალაში შესვლა დაკავშირებული უნდა იყოს კონკრეტული კალენდარული დღის დადგომასთან ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღთან.