საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, ამ კოდექსის 151–ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. აღნიშნული მუხლი წინააღმდეგობაში მოდის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლთან, რომლითაც საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ უფრო გვიან მიღებული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მიღებულია 2013 წლის 6 სექტემბერს N1019-Iს) 151 მუხლის ცვლილებები, მიღებულია უფრო გვიან ვიდრე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მიღებულია 2005 წლის 16 დეკემბერს), ამდენად, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის მოთხოვნები ე.ი. უფრო გვიან მიღებული ნორმატიული აქტი. ამდენად, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლთან.