Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების შეტანამდე მოქმედი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება ქონდათ, შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯზე გაეწიათ დახმარება მაჟორიტარ პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რომელიც ამოქმედდა 2012 წლის 25 დეკემბერს ("ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ არიან უფლებამოსილი დააფინანსონ პარლამენტის წევრის ბიურო, ზემოხსენებული ხარჯები დაიფარება პარლამენტის ბიუჯეტიდან. 2013 ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში ამოსაღებია პარლამენტის წევრის ბიუროს ხარჯები ან დამტკიცებულ ბიუჯეტში შესატანია შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის წევრის ბიუროს ხარჯების ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016009) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19

1. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ − მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

2. მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

თუ რა ვადაში შეიძლება დაეკისროს მოხელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გადაცდომის ჩადენის დღიდან??? ჩემის აზრით კანონში შესატანია ცვლილება და უნდა იყოს მიმდინარე სამუშაო წელს გადაცდომის გამოვლენიდან არაუმერეს 1(ერთი) თვე, რომლის გასვლის შემდგომ საჯარო მოხელე უნდა ჩ

eldarige74's picture
eldarige74 (ელდარ გელაშვილი)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/11/29
Last visit: 2014/09/14 20:11:12
Contact - All comments

ამ ვადის გაცვლის შემდგომ მოხელე უნდა ჩაითვალოს სახდელდაუდებლად, თუ მის ქმედებაში არ გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები.