Comments

nodarini (ნოდარი)
სხვა
Registration Date: 2011/03/22
Last visit: 2012/11/27 19:12:12
Contact - All comments

დადგენილება მთლიანად, და განსაკუთრებით აღნიშნული პუნქტი დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ: (1) "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7-ე მუხლის მე-9-ე პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად "კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი". ამავე კანონის 16-ე მუხლის მე-4-ე პუნქტის თანახმად კანონქვემდებარე აქტის "პრეამბულაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის შესასრულებლად გამოიცა იგი". (2) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4-ე პუნქტის შესაბამისად კი, "თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას." მოცემულ შემთხვევაში, დადგენილების პრეამბულაში მითითებული ნორმებიდან არცერთი - არც "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20-ე მუხლი (რომელიც ეხება ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის წესს, განსაზღვრავს პროცედურას და არა საფუძველს), და არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლი (რომელიც ეხება ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილობას, ამის მითითება საერთოდ საანეკდოტო ამბავია:)) არ განსაზღვრავს ამ დადგენილების მიღების "საფუძველს", და მითუმეტეს, არ არის განსაზღვრული უკუძალის მინიჭების საფუძველი. გარდა ამისა, დადგენილებაში ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, ონის საკრებულომ ამ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას (სარგოების ოდენობის განსაზღვრისას და უკუძალის მინიჭებისას) რა ფაქტობრივი გარემოებები მიიღო მხედველობაში, რაზე იმსჯელა, რატომ გაზარდა სარგოები, და რაც მთავარია, რატომ მიანიჭა ამ დადგენილებას უკუძალა!