Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

უპირველეს ყოვლისა მივესალმები კანონპროექტის ავტორის (ავტორები) წინადადებას იმის შესახებ, რომ თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ეს ნამდვილად ჰუმანური აქტია.
ამასთანავე, გამაჩნია გარკვეული მოსაზრება კანონპროექტთან დაკავშირებით, კერძოდ: სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთაგან, ანდა ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები, ხოლო თუ დანაშაულთა ერთობლიობა შედგება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთაგან, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმატიული აქტის პროექტს თუ გავაანალიზებთ, პროკურორზე და მოსამართლეზეა დამოკიდებული სასჯელის შეკრების ან არ შეკრების საკითხი, ამდენად, მოსამართლეების მიერ ერთი და იგივე სახის საქმეებზე მიღებულ იქნება სხვადასხვა სახის გადაწყვეტილება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის შესაბამისად, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის,რომ დაცულ იქნას მოქმედი ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპი, ერთი და იგივე სახის საქმეებზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ერთნაირი გადაწყვეტილება, მიზანშეწონილად მიმაჩნია, სასჯელის შეკრება (ნაწილობრივ ან მთლიანად) გავრცელდეს მხოლოდ განსაკუთრებულ მძიმე დანაშაულებზე.
გისურვებთ წარმატებებს ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეებში.
პატივისცემით,

ბ.ბუსქანძე.

TEA_GIO (tea giorgobiani)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2013/03/26
Last visit: 2013/03/26 12:30:34
Contact - All comments

ვინმეს თუ აქვს ინფორმაცია,გთხოვთ მიპასუხოთ მე როგორც ვიცი ამ პროექტმა განიცადა ცვლილება დღეის(26.03.2013) მდგომარეობით დანაშაულთა ერთობლიობის დროს ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის არსებობისას უმაღლესი სანქციის მქონე ერთი მუხლი შთანთქავს დანარჩენ მუხლებს.

N1991 (ნათია)
სხვა
Registration Date: 2013/04/22
Last visit: 2013/04/22 12:13:39
Contact - All comments

გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ ვინმემ დამაკვალიანეთ. მიიღეს თუ არა ეს კანონი და განაჩენთა ერთობლიობის დროს მოხდება თუ არა შეკრებითობის მოხსნა

N1991 (ნათია)
სხვა
Registration Date: 2013/04/22
Last visit: 2013/04/22 12:13:39
Contact - All comments

მე როგორც ვიცი უკვე მიიღეს 77 ხმით სადღაც წავიკითხე და ტელევიზიითაც გადმოსცეს და ვერ ვხვდები რას ნიშნავს განაჩენთა ერთობლიობა და სასჯელთა ერთობლიობა. თუ იცით 179 მუხლის 1 და მესამე ნაწილით ერთად ნასამართლევი რომელ კატეგორიაში გადის?

ბესიკ ტალახაძე's picture
ბესიკ ტალახაძე (ბესიკი)
სხვა
Registration Date: 2011/07/24
Last visit: 2018/09/07 19:54:27
Contact - All comments

გამარჯობათ, შეკრებითობის კანონი მიიღეს თუ არა მესამე მოსმენით და თუ მიიღეს როდის შედის ძალაში ?