Comments

legasi's picture
legasi (gia chikhladze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/06/16
Last visit: 2018/02/22 10:29:00
Contact - All comments

rtuli

legasi's picture
legasi (gia chikhladze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/06/16
Last visit: 2018/02/22 10:29:00
Contact - All comments
legasi's picture
legasi (gia chikhladze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/06/16
Last visit: 2018/02/22 10:29:00
Contact - All comments
legasi's picture
legasi (gia chikhladze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/06/16
Last visit: 2018/02/22 10:29:00
Contact - All comments
legasi's picture
legasi (gia chikhladze)
სამოქალაქო და შრომის სამართალი
Registration Date: 2013/06/16
Last visit: 2018/02/22 10:29:00
Contact - All comments
konsiliori's picture
konsiliori (გიორგი ლომსიანიძე)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/07/13
Last visit: 2018/05/24 13:40:35
Contact - All comments

24

forbadri's picture
forbadri (ბადრი ცეცხლაძე)
სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და გარემოს დაცვა
Registration Date: 2010/12/28
Last visit: 2024/11/21 10:56:48
Contact - All comments

t3mo98's picture
t3mo98 (temo)
სხვა
Registration Date: 2019/02/21
Last visit: 2020/02/09 16:45:09
Contact - All comments

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შპს „ალფას“ შეეძლო გაესაჩივრებინა ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობა, ვინაიდან შპს „ალფას’’ არის დაინტერესებული მხარე. სზაკ-ის 60’ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ორგანო , ხოლო საჩივარის ან სარჩელის შემთხვევაში ზედმგომი ადმინისტრაციული ორგანო. სასკ-ს მე 2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სასამართლო გარდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებისა არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართ თუ მოსარჩელემ სზაკ-თ დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად გასაჩივრების შესაძლებლობა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა დგინდება , რომ შპს ალფამ არ გამოიყენა აქტის ერთჯერადი გასაჩივრების წელი ზემდგომ ორგანოში და მან პირდაპირ მიმართა საჩივრით სასამართლოს, რაც შეეხება სასამართლოს , მან სარჩელი წარმოებაში მიიღო და არ გაითვალისწინა კანონით დადგენილი წესი საკს-ს მე-2 მუხლის მე-5 ნაწილი . საქართველოს ენერგეტიკისა დაა წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიის გადაწყვეტილება სზაკ-ს მე-2 მუხლის პირველ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ეს არის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული აქტი და მისი გასაჩივრება უნდა მოხდეს ერთი თვის ვადაში სასკ-ის მე-3 ნაწილი . მოცემული კაზუსიდან ირკვევა , რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს გადაწყვეტილება 2017წლის 28 იანვარს მიიღო , ხოლო ადფამ საჩივრით მიმართა სასამართლოს აპრილში , ანუ გასაჩივრებას ვადა გაშვებულია. საკს-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით სასამართლო ვალდებული იყო ჩაება მესამე პირად შპს „გამა“ , რადგან იგი იყო ამ სასამათალურთიერთობის მონაწილე და სასამართლოს ამ საქმეზე მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლია საკს-ის 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება ვინაიდან გაშვებული იყო ერთ თვიანი გასაჩივრების ვადა .

nika554's picture
nika554 (ნიკა ბოჭოიძე)
ადმინისტრაციული სამართალი და პროცესი
Registration Date: 2020/06/18
Last visit: 2020/06/18 14:12:46
Contact - All comments

რა განსხვავებაა სამოქალაქო პროცესის დისპოზიციურობის [პრინციპსა და ადმინისტრაციული პროცესის დისპოზიციურობის პრინციპებს შორის. ასევე მაინტერესებს შეჯიბრებითობის პრინციპზე :)~

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

ინდაქტი
2019 წლის 10 დეკემბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა 100 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე დავით დავითაშვილი , რომელმაც გაიარა შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე . დაჯარიმების საფუძვლად მითითებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 7 პუნქტი. ამასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს დავით დავიტაშვილის ის პოზიცია რომ ის მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში , კერძოდ მისი განცხადებით მას საავადმყოფოში მიჰყავდა მისი მოხუცი მშობელი , რომელმაც მოულოდნელად გონება დაკარგა , ( აღნიშნული ფაქტი დადასრურებულია სამედიცინო დაწესებულების მიერ ) ამ ფაქტით აღშფოთებულმა დავითმა გადაწყვიტა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება . თუმცა აღმოაჩინა რომ აქტში მითითებული არ იყო ის ორგანო , რომელშიც შეიძლება მისი გასაჩივრება და საჩივრის წარგენის ვადა.
სქემით )
1. უწყებრივი ქვემდებარეობის დროს უნდა გადაწყდეს საკითხი იმის თაობაზე უფლებამოსილია თუ არა სასამართლო რომ განიხილოს კონკრეტული დავა, უნდა გადაეცეს თუ არა სასამართლოს ეს დავა და მიიღოს თუ არა სასამართლომ საკითხი განსახილველად.კაზუსში მოცემულ შემთხვევაში დავა უწყებრივად ექვემდებარება სასამართლოს. იმის დადგენის შემდეგ რომ საქმე უწყებრივად ექვემდებარება სასამართლოს ამის შემდეგ დგება უკვე
2. განსჯადობის საკითხი. როგორც ვიცით , ტერიტორიული განსჯადობის დროს ვიყენებთ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით , რაც შეეხება ინსტანციურ განსჯადობას , ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. რაც შეეხება საგნობრივ განსჯადობას , საქმე გამომდინარეობს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობიდან ვინაიდან კაზუსში პირდაპირ ნახსენებია ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსი , გამომდინარე აქედან ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის ნაწილია .
3. შესაძლებელია საქმე ეხებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმას - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით , რადგანაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდაქტის გამოცემის წესი კაზუსის მიხედვით დაცულია რადგანაც , ინდაქტი 4 ელემენტი სახეზე გვაქვს , კონკრეტულად კი ინდაქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ , ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე კაზუსში კი ვხედავთ რომ ადმინისტრაციულ კანონმდებლობას წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121 მუხლი. ინდაქტის მოწესრიგების ფუნქცია გამოჩნდა იმ ფაქტში რომ დაიწერა ჯარიმა , ხოლო რაც შეეხება პირთა შეზღუდულ წრეს ინდაქტი გამოცემულია კონკრეტულად 1 პირის დავით დავითიშვილის მიმართ.
3.1 სარჩელის ფორმა - სარჩელის მიზანს კი წარმოადგენს საქართველის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22 მუხლის 1 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. მოსარჩელე დავით დავითაშვილი კი ითხოვდა აქტის ბათილობას.
4. რაც შეეხება საპროცესო სუბიექტუნარიანობას , ვინაიდან კაზუსიდან საპირისპირო არ დგინდება უნდა ვივარაუდოთ რომ კაზუსის მიხედვით სახეზე გვაქვს საპროცესო ქმედუნარიანობა. იმისათვის რომ პირმა მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს სასამართლოს ინსტიტუტით აუცილებელია პირი იყოს ქმედუნარიანი.
5. რაც შეეხება სარჩელის ფორმას სსკ 177 მუხლის მიხედვით სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით
სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით.
6. სათანადო მოპასუხეს კაზუსის მიხედვით წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტი , ვისი მხრიდანაც უშუალოდ დარღვა, მოსარჩელის უფლებებს.
7. კაზუსის მიხედვით სარჩელის დასაშვებობა სახეზე გვაქვს , რადგანაც მართალია მოსარჩელეს უნდა გამოეყენებინა ერთჯერადი გასაჩივრების წესი რაც გულისხმობს იმას რომ სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. თუმცა რადგან კაზუსიდან ვერ ვიგებთ მოსარჩელემ გაასაჩივრა თუ არა ზემდგომში და ამაზე არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ჩავთვლით რომ მასი მიმართვა სასამართლოსადმი იყო კანონიერი და სარჩელი დასაშვებია.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით სარჩელის დასაშვებობა მოწმდება სასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე. სარჩელი დასაშვებია, თუ: სარჩელის მიზანია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანი (საკმარისია იმის ვარაუდი, რომ ირღვევა მოსარჩელის სუბიექტური უფლება) დაცულია გასაჩივრების ვადები (სასკ-ის 22-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად დაცულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა (ნორმატიულის შემთხვევაში სამთვიანი) .
8. სარჩელის დასაბუთებას რაც შეეხება სარჩელი იყო დასაბუთებული შესაბამის მუხლზე მითითებით , მოსარჩელე ასაჩივრებდა ადმინისტრაციულისამართალდარღვევათა კოდექსის 121 მუხლით მის დაჯარიმებას .
8.1 რაც შეეხება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობას , და მის ფორმალურ კანონიერებას სახეზე გვქონდა უფლებამოსილება რაც გულისხმობს იმას რომ გამოცემულია
8.2 უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ , კაზუსში კი სახეზე გვაქვს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო საპატრულო დეპარტამენტის სახით ,
8.3 წარმოების სათანადო სახე - მიღებულია სათანადო წარმოების სახის გამოყენებით , რაც გულისხმობს იმას რომ თუ კანონში პირდაპირ მითითებული არ არის წარმოების სახე ამ შემთხვევაში გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.
8.4 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა - შეესაბამება სზაკ-ით დადგენილ მოთხოვნებს ანუ უნდა იყოს წერილობითი სახით გამოცემული რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვქონდა. დასაბუთება (მათ შორის გასაჩივრების უფლებაზე მითითება) - რაც მოცემულ შემთხვევაში არ იყო აქტში მითითებული აქედან გამომდინარე აქტი ფორმალური კანონიერების შეფასების ნაწილში იყო არაკანონიერი .
ბ.) უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძველი- პოლიციელს ჰქონდა ჯარიმის გამიოცემის უფლება თუმცა მან არ გამოიყენა სწორად და დაარღვია.
გ) დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება-აქაც დარღვეულია რადგანაც მან არ გამოიყენა კანონის მიხედით და გასცდა ანუ 50 ლარის ნაცვლად გამოწერა 100 ლარიანი ჯარიმა.ამასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს დავით დავითაშვილის ის პოზიცია რომ ის მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, კერძოდ მისი განცხადებით მას საავადმყოფოში მიჰყავდა მისი მოხუცი მშობელი, რომელმაც მოულოდნელად გონება დაკარგა რაც ასევე დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების მიერ.
დ) თანაზომიერების პრინციპი- თანაზომიერ აქ ვეღარ იქნება მოცემული საშუალება რადგან კანონის დარღვევაა სახეზე პოლიციის მიერ
ე) კონკრეტულობის პრინციპი- ეს პრინციპიც არის სახეზე რადგანაც არის კონკრეტულად დავითის მიმართ. სპირიაპირი უშუალო ჩიიანი-პირს მიადგა ზიანი რადაგან მის მიმართ გამოიწერა.
8.5 რაც შეეხება აქტის მატერიალურ კანონიერებას მოქმედ კანონებთან და სამართლის პრინციპებთან შესაბამისობა კაზუსის მიხედვით სახეზე არ გვქონდა გამომდინარე იქიდან რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლი ითვალისწინებდა 50 ლარით პირის დაჯარიმებას , კაზუსის მიხედვით კი გამოყენებული იყო 100 ლარიანი ჯარიმა რაც არ შეესაბამებოდა კანონს. ამ შემთხვევაში დაჯარიმება ჩემი სუბიექტური აზრით არ იყო სწორი გამომდინარე იქიდან რომ კაზუსიდან საქმე გვქონდა უკიდურეს აუცილებლობასთან , რაც დასტურდებოდა სამედიცინო ცნობით , რისკი იმისა რომ ადამიანის სიცოცხლეს შეექმნებოდა საფრთხე იყო დიდი ამიტომ გამოიკვეთა უკიდურესი აუცილებლობა. უკიდურესი აუცილებლობა მოცემულია ასევე ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა 18 მუხლში ამიტომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს შეეძლო გამოეყენებინა აღნიშნული მუხლი და არა 125 მუხლი , აქიდან გამომდინარე აქტი უნდ აიყს ბათილი.
კონკრეტულობის პრინციპი სახეზზე გვაქვს რადგან უშუალოდ დავითის მიმართ იყო აქტი გამოემული.

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

კაზუსი 2 – კაზუსი ინდაქტი
მოქალაქე გიორგი გიორგიშვილი 2010 წლიდან მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში ერთ ერთი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. გიორგი თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში გამოირჩეოდა კეთილსინდისიერებით, საქმისადმი ერთგულებით, მაღალი პროფესიონალიზმით და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას არც ერთი დისციპლინური გადაცდომა არ შეფარდებია. 2021 წლის 10 სექტემბერს გიორგი გიორგიშვილმა იმის გამო რომ მოხვდა საცობში, სამსახურში დააგვიანა 40 წუთით, რის გამოც ვერ შეძლო მინისტრის მიერ დაგეგმილ საგანგებო თათბირზე დროული გამოცხადება. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია მინისტრის ძალიან დიდი უკმაყოფილება. მან ეს ფაქტი, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიიჩნია მძიმე დისციპლინურ გადაცდომად და 2021 წლის 15 სექტემბერს გამოსცა ბრძანება გიორგი გიორგიშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების საფუძვლად კი მიუთითა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
1. უწყებრივი ქვემდებარეობა - უწყებრივი ქვემდებარეობის დროს უნდა გადაწყდეს საკითხი იმის თაობაზე უფლებამოსილია თუ არა სასამართლო რომ განიხილოს კონკრეტული დავა, უნდა გადაეცეს თუ არა სასამართლოს ეს დავა და მიიღოს თუ არა სასამართლომ საკითხი განსახილველად.კაზუსში მოცემულ შემთხვევაში დავა უწყებრივად ექვემდებარება სასამართლოს. იმის დადგენის შემდეგ რომ საქმე უწყებრივად ექვემდებარება სასამართლოს ამის შემდეგ დგება უკვე
2. განსჯადობა - განსჯადობის საკითხი როგორც ვიცით , ტერიტორიული განსჯადობის დროს ვიყენებთ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კაზუსის მიხედვით კი მოპასუხეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო , რაც შეეხება ინსტანციურ განსჯადობას , ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. რაც შეეხება საგნობრივ განსჯადობას , საქმე გამომდინარეობს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობიდან ვინაიდან კაზუსში პირდაპირ ნახსენებია საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი , გამომდინარე აქედან საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნაწილია .
3. შესაბამისი სარჩელის სახე - შესაძლებელია საქმე ეხებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმას - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებასთან დაკავშირებით , რადგანაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდაქტის გამოცემის წესი კაზუსის მიხედვით დაცულია რადგანაც , ინდაქტი 4 ელემენტი სახეზე გვაქვს , კონკრეტულად კი ინდაქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ , ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე კაზუსში კი ვხედავთ რომ ადმინისტრაციულ კანონმდებლობას წარმოადგენს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი.ინდაქტის მოწესრიგების ფუნქცია გამოჩნდა იმ ფაქტში რომ განთავისუფლდა, ხოლო რაც შეეხება პირთა შეზღუდულ წრეს ინდაქტი გამოცემულია კონკრეტულად 1 პირის გიორგი ჯუმბერიშვილის მიმართ. სარჩელის მიზანს კი წარმოადგენს საქართველის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22 მუხლის 1 ნაწილი, რომლის მიხედვითაც სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
4. საპროცესო სუბიექტუნარიანობა - ვინაიდან კაზუსიდან საპირისპირო არ დგინდება უნდა ვივარაუდოთ რომ კაზუსის მიხედვით სახეზე გვაქვს საპროცესო ქმედუნარიანობა. იმისათვის რომ პირმა მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს სასამართლოს ინსტიტუტით აუცილებელია პირი იყოს ქმედუნარიანი.
5. სარჩელის ფორმა - სსკ 177 მუხლის მიხედვით სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით
სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით.
6. სათანადო მოპასუხე - კაზუსის მიხედვით სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო ვინაიდან და რადგანაც მის მიერ იქნა გამოცემული ინდაქტი .
7. სარჩელის დასაშვებობა - კაზუსის მიხედვით სარჩელის დასაშვებობა სახეზე გვაქვს , რადგანაც მართალია მოსარჩელეს უნდა გამოეყენებინა ერთჯერადი გასაჩივრების წესი რაც გულისხმობს იმას რომ სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა. თუმცა რადგან კაზუსში მოცემულია ისეთი ფაქტი რითაც დგინდება რომ ზემდგომი ორგანო არ არსებობს მოსარჩელეს ასეთ შემთხვევაში შეუძლია პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.მასი მიმართვა სასამართლოსადმი იყო კანონიერი და სარჩელი დასაშვებია. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კონკრეტულად კი ინდაქტის სარჩელის დასაშვებობა მოწმდება სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე. სარჩელი დასაშვებია, თუ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23 მუხლის 1 და 2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა რომლის მიხედვითაც,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
8. სარჩელის დასაბუთებულობა -
კანონთან შესაბამისობა
ფორმალური კანონიერება
8.1 რაც შეეხება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობას , და მის ფორმალურ კანონიერებას სახეზე გვქონდა უფლებამოსილება რაც გულისხმობს იმას რომ გამოცემულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ , კაზუსში კი სახეზე გვაქვს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო იუსტიციის სამინისტროს სახით ,
8.2 წარმოების სათანადო სახე - მიღებულია სათანადო წარმოების სახის გამოყენებით , რაც გულისხმობს იმას რომ თუ კანონში პირდაპირ მითითებული არ არის წარმოების სახე ამ შემთხვევაში გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოება.
8.3 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა - შეესაბამება სზაკ-ით დადგენილ მოთხოვნებს ანუ უნდა იყოს წერილობითი სახით გამოცემული რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვქონდა. დასაბუთება (მათ შორის გასაჩივრების უფლებაზე მითითება) - რაც მოცემულ შემთხვევაში იყო აქტში მითითებული აქედან გამომდინარე აქტი ფორმალური კანონიერების შეფასების ნაწილში იყო კანონიერი .
მატერიალური კანონიერება
რაც შეეხება აქტის მატერიალურ კანონიერებას მოქმედ კანონებთან და სამართლის პრინციპებთან შესაბამისობა კაზუსის მიხედვით სახეზე არ გვქონდა გამომდინარე იქიდან რომ პირის მიმართ გამოყენებული იქნა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 85 მუხლის 2 და მესამე პუნქტები , და ვფიქრობ აღნიშნული ნორმების შეფარდება იყო უკანონო გამომდინარე იქიდან რომ 85 მუხლის 3 პუნქტის მიხედვით დისციპლინურ გადაცდომას არ გამოუწვევია ამ მუხლით განსაზღვრული შედეგები.
ასევე ამავე კოდექსის 98 მუხლის მიხედვით სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში კი სახეზე არ გვქონდა მძიმე დისციპლინური გადაცდომა ამიტომაც უფრო კანონიერი იქნებოდა თუ გამოყენებული იქნებოდა 96 მუხლის 1 პუნქტის ა ნ ბ ნაწილი , გამომდინარე იქიდან რომ გიორგის აქამდე არ ჰქონია დისციპლინური გადაცდომა და ეს ფაქტი არც გამომდინარეობდა მისი ბრალეული ქმედებიდან .

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

აზუსი აღიარებითზე - ცოდნის აღიარება
უწყებრივი ქვემდებარეობის დროს უნდა გადაწყდეს საკითხი იმის თაობაზე უფლებამოსილია თუ არა სასამართლო რომ განიხილოს კონკრეტული დავა, უნდა გადაეცეს თუ არა სასამართლოს ეს დავა და მიიღოს თუ არა სასამართლომ საკითხი განსახილველად.კაზუსში მოცემულ შემთხვევაში დავა უწყებრივად ექვემდებარება სასამართლოს. იმის დადგენის შემდეგ რომ საქმე უწყებრივად ექვემდებარება სასამართლოს ამის შემდეგ დგება უკვე
2. განსჯადობა - განსჯადობის საკითხი როგორც ვიცით , ტერიტორიული განსჯადობის დროს ვიყენებთ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს. ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კაზუსის მიხედვით კი მოპასუხეს წარმოადგენს განათლების ხარისხის განვითრებისეროვნული ცენტრი, რაც შეეხება ინსტანციურ განსჯადობას , ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა. რაც შეეხება საგნობრივ განსჯადობას , საქმე გამომდინარეობს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობიდან ვინაიდან კაზუსში საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარებასტან დაკავშირებულ დავას და გამომდინარე აქედან ეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნაწილია .
3. შესაბამისი სარჩელის სახე - შესაძლებელია საქმე ეხებოდეს აღიარებითი სარჩელს.სასამართლო აღიარებით სარჩელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს წარმოებაში, თუ აღიარებითი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს იურიდიული ინტერესი გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს მიკუთვნებითი მოთხოვნის არარსებობა და მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ინტერესი. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს. აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების მიზნებისათვის იურიდიული ინტერესის არსებობა სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთი და არა ერთადერთი წინაპირობაა .ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25 მუხლის 1 ნაწილით -აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. კაზუსის მიხედვით პირს გააჩნია იურიდიული ინტერესი , დავით დავითაშვილს გააჩნია ინტერესი უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ , კონკრეტულად კი მას სურს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარება.
4. საპროცესო სუბიექტუნარიანობა - ვინაიდან კაზუსიდან საპირისპირო არ დგინდება უნდა ვივარაუდოთ რომ კაზუსის მიხედვით სახეზე გვაქვს საპროცესო ქმედუნარიანობა, რომლის სუბიექტიც არის დავითი , იმისათვის რომ პირმა მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს სასამართლოს ინსტიტუტით აუცილებელია პირი იყოს ქმედუნარიანი.
5. სარჩელის ფორმა - სსკ 177 მუხლის მიხედვით სარჩელი (განცხადება) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით
სარჩელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით.სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით.
6. სათანადო მოპასუხე - კაზუსის მიხედვით სათანადო მოპასუხეს განათლების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს ვინაიდან და რადგანაც მან უნდა აღიაროს მისი განათლება.
7. სარჩელის დასაშვებობა - კაზუსის მიხედვით სარჩელის დასაშვებობა სახეზე გვაქვს რადგან აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22_24-ე მუხლების საფუძველზე.
8. 8. სარჩელის დასაბუთებულობა -
რაც შეეხება აქტის კანონთან შესაბამისობა , და მის ფორმალურ კანონიერებას სახეზე გვქონდა უფლებამოსილება რაც გულისხმობს იმას რომ გამოცემულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ , კაზუსში კი სახეზე გვაქვს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოგანათლების ცენტრის სახით .
აქტის მატერიალურ კანონიერებას მოქმედ კანონებთან და სამართლის პრინციპებთან შესაბამისობა კაზუსის მიხედვით სახეზე არ გვქონდა გამომდინარე იქიდან რომ პირის მიმართ გამოყენებული იქნა კანონი რომელიც არ ითვალისიწნებდა იმ ფაქტს რომ დავითი ვერ ახერხებს სამსახურის დაწყებას და ცნობის წარმოუდგენლობა არ იყო გამოწყვეული მისი ბრალეული ქმედებისგან.

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

აზუსი 4
2021 წელი ინდაქტი.
1. უწყებრივი ქვემდებარეობა - ამ შემთხვევაში საქმე უწყებრივად ექვემდებარება სასამართლოს, რადგანაც საქმე ეხება ადმისიტრაციული ორგანის მხრიდან პირის მიმართ საჯარო ინფორმაციაზე უარს. (უწებრივი ქვემდ არსი და ექვემდებარება თუარა სასამართლოს)
2. განსჯადობა -
ტერიტორიული- აქ იგულისხმება რომ საერთო განსჯადობის წესით სარჩელი უნდა წარედგინოს სასამართლოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, ანუ ამ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მერიას.
ინსტანციური- აქ საქმეები განიხილება პირველი ინსტანციის წესით. 5 მუხლის მიხედვით,სადაც წერია რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ საქმეებს, გარდა ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმეებისა.
საგნობრივი- ამ შემთხვევაში საქმე გამომდინარეობს ზოგადი ადმინ კოდექსიდან, რომელიც ერთ-ერთი შემავალი ნაწილია ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობისა.
3. შესაბამისი სარჩელის სახე- უნდა აღინიშნოს რომ ინდაქტი განიმარტება როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ასევე სზაკ 2 მუხ მიხედვით,ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
შესაბმისად აქ სავარაუდოდ, საქმე უნდა გვქონდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გასაჩივრებასთან, რადგანაც საქმე ეხება მერიის უარს გიორგის მიმხართ.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კონკრეტულად კი ინდაქტის სარჩელის დასაშვებობა მოწმდება სასკ-ის 23-ე მუხლის საფუძველზე. სარჩელი დასაშვებია, თუ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23 მუხლის 1 და 2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა რომლის მიხედვითაც,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
4.საპროცესო სუბიექტუნარიანობა - თავიდანვე უნდა აღინიშნოს ის რომ ყველა პირი არის დაბადებიდან უფლებაუნარიანი, ქმედუნარიანობას რაც შეეხება, პირი ასევე არის ქმედუნარიანიც, რადგანაც აქ არ არის აღნიშნული პირის არასრულწლოვნების შესახებ.
5.სარჩელის ფორმა - ეს არის წერილობითი აქ კი იგულისხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით დოკუმენტის შედგენა.
6.სათანადო მოპასუხე - ამ შემთხვევაში არის მერია.
7.სარჩელის დასაშვებობა -
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- სახეზე გვაქვს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, 23 მუხლით გათვალისწინებული.
პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი- პირს მიადგა ზიანი რადგანაც მერიის უარმა, გამოიწვია მისი სურვილის დაუკმაყოფილებლობა და მასზე მოახდინა ნეგატიური ზეგავლენა.
გასაჩივრების ვადები- რადგანაც აქ სახეზე გვაქვს იდნაქტი,მისი გასაჩივრების ზოგადი ვადა არის 1 თვე.
საჩივარი, როგორც სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა- პირს აქვს სარჩელის წარდგენის უფლებამოსილება,რადგანაც მერიას არ ჰყავს ზემდგომი და ანუ აქ სახეზე არ გვაქვს ერთჯერადი გასაჩივრების წესი. ამასთანავე მერიას არ განუმარტებია გასაჩივრებაზე შესამამისად,პირდაპირ სასამართლოში შეუძლია.
8. სარჩელის დასაბუთებულობა
8.1 კანონთან შესაბამისობა
ფორმალური კანონიერება- -
ა. უფლებამოსილება- ამ ნაწილში იგულისხმება იყო თუ არა პირი უფლებამოსილი ეს აქტი გამოეცა, კაზიდან გამომდინარე კი უფლებამოსილია,რადგანაც მერიას სზაკ ის მიხედვით, უნდა გაეცა ინფ, რადგანაც კოდექსის მიხედვით: დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა. აქვე აღსანიშნავია რომ დარღვეულია ვადებიც რადგან დაწესებულებამ 10 დღის ნაცვლად პასუხი 25 დღის შემდეგ გასცა.
ბ. ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე- წარმოების სახე გვაქვს მარტივი რადგანაც კონკრეტულ დათქმას კანონი არ აკეთებს.
გ.აქტის ფორმა - დაცულია,რადგანაც აქვს ბრძანების ფორმა ანუ წერილობითია
დ. დასაბუთება- სარჩელი არ იყო დასაბუთებული რადგანაც მერია არ უთითებდა კონკრეტულ გარემოებებზე, მისი დასაბუთება კი არ იყო სწორი,როდესაც ამბობდა რომ გიორგის უნდა წარედგინა მოთხოვნის მიზეზები, რადგანაც სზაკ ის მიხედვით:საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი.
ე. გასაჩივრების უფლებაზე მითითება- მითითება აქ არ არის გაკეთებული. შესაბამისად ვიყენებთ სტანდარტულ 1 თვიან ვადას.

მატერიალური კანონიერება
ა. მატერიალური სამართლის ნორმასთან შესაბამისობა- ნორმებთან შესაბამისი არ არის რადგანაც კონკრეტული დათქმები და მუხლები არაა მითითებული.
ბ. უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძველი- მერიას არ ქჰქონდა უფლება საჯარო ინფ უარი ეთქვა.
გ. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერება- არ არის მართლზომიერი რადგანაც უნდა გაეცა.
დ. თანაზომიერების პრინციპი- თანაზომ პრინც ვთვლი რომ არ არის დაცული რადგანაც გასათვალისწინებელია,ის გარემოება რომ ის პირმა მოითხოვა საჯარო ინფ რისი გაცემის ვალდებულებაც ორგანოს აქვს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
ე. კონკრეტულობის პრინციპი- ეს პრინციპიც არის სახეზე რადგანაც არის კონკრეტულად გიორგის მიმართ.
8.2 პირდაპირი და უშუალო ზიანი -
პირს მიადგა ზიანი,რადაგან მის მიმართ გამოიცა უარი და მოხდა გირგისთვის საინტერესო ინფორმაციის შეუტყობინებლობა.

ababa's picture
ababa (kakakak)
სხვა
Registration Date: 2023/02/16
Last visit: 2023/02/23 17:50:25
Contact - All comments

სესხის ხელშეკრულება სამოქალაქო ბრუნვაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხელშეკრულებაა. სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. მოცემულ შემთხვევაში გიორგის მიერ შეტანილი სასარჩელო მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოში შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს ვინაიდან და რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ განსაზღვრული 8 დღიანი ვადა არის უკანონო, ვინაიდან და რადგანაც საქართველოს სამოქალაქო კდოექსის 201-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა შესაგებლის წარდგენის ეტაპზე არ ცნოს სარჩელი და ეს ყოველივე შესაბამისი ფაქტებით და გარემოებებით გაამყაროს.
რაც შეეხება მოპასუხე ,,საბას’’ გამოუცხადებლობას 2018 წლის 20 მაისის სასამართლოს მთავარ სხდომაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის გათვალისწინებით თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
სამოქალაქო კოდექსის 237 მუხლის მიხედვით მოპასუხე საბას აქვს უფლება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში არანაირ დარღვევას ადგილი არ აქვს. რაც შეეხება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს. იმ შეთხვევაში როდესაც გასაჩივრების უფლების მქონე პირი (საბა) ან მისი წარმომადგენელი ესწრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების გასაჩივრების მქონე პირი ვალდებულია ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, მოცემულ შემთხვევაში კი ეს ვადა საბას მიერ არის დარღვეული. თუმცა საბას მიერ ეს ვადები რომ ყოფილიყო დაცული, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდებოდა სააპელაციო წესით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს, მოცემულ შემთხვევაში კი ეს პირობა არ იქნა დაცული არც სასამართლოს და არც მოსარჩელის მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის უკანონო, ვინაიდან და რადგანაც, აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე დაირღვა მოპასუხის საპროცესო უფლებები, რაზედაც ზემოთ იქნა აღნიშნულლი. 2018 წლის 28 დეკემბერის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საბამ შეიტანა არის კანონიერი, რადგან ეს მოქმედება არის ნებისმერი მოსახის საპროცესო უფლება, ხოლო მას დააკმაყოფილებენ თუ არა ეს უკვე სასამართლოს დისკრეციული უფლებამოსილებაა. 2019 წლის 4 იანვრის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბას სააპელაციო საჩივრის მიღების შესახებ არის უკანონო, ვინაიდან და რადგანაც მოპასუხე საბას არ განუცხადებია ის საპატიო მიზეზი რის გმოც ვერ გამოცხადდა 2018 წლის 20 დეკემბრის სხდომა. 2019 წლის 20 მარტის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვის სხდომაზე სასამართლო მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონo.

ababa's picture
ababa (kakakak)
სხვა
Registration Date: 2023/02/16
Last visit: 2023/02/23 17:50:25
Contact - All comments

II

1.სააპელაციო სარჩელის მიღების კრიტერიუმები- სსამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში უნდა გაასსაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო დავები დიფერენცირდება ქონებრივ და არაქონებრივ დავებად. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს, სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იყოს იმ სასამართლოში, სადაც თავდაპირველი საქმის განხილვა მოხდა პირველი ინსტანციის მიერ, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება.
რაც შეეხება, სააპელაციო საჩივრის შინაარსს: საჩივარი უნდა შეიცავდეს იმ სასამართლოს დასახელებას რომელ სასამართლოშიცაა შეტანილი, ასევე უნდა იყოს დაფიქსირებული აპელანტის ვინაობა, მამის ვინაობა , მის დასახლებას და საცხოვრებელი ადგილის მისამართი. ასევე, დაფიქსირებული უნდა იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და მიტითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე. აგრეთვე, აღნიშნული უნდა იყოს კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციოში საჩივრის შემტანი პირი და რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უზუსტობა, თან უნდა ახლდეს წერილობითი ნუსხაც რაც დაასაბუთებს სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებს, რაც რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. ასევე, საჩივარშივე უნდა მოხდეს იმის დაზუსტება, ხომ არ სურთ მხარეებს დავა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს, ან დავის აღმოსაფხვრელად გამოყენებული იქნეს ალტერნატიული საშუალება - მედიაციის სახით.
თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუდლებათა ევროპული კონვენციის ნორმებს, დამატებით ოქმებსა და პრეცედენტებს საჩივარი უნდა შეიცავდეს ზუსტ მითითებას ამგვარ შეუსაბამობაზე. სასამართლოს წარედგინება საჩივრის იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.
სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი ან მისი წარმომადგენელი ხელს აწერს აუცილებლად საჩივარს. (წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, თუ ამდაგვარი საბუთი საქმეში არ არის).
თუ რომელიმე მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სააპელაციო სასამართლო საჩივარს არ მიიღებს და დაუდგენს საჩივრის შემტანს ხარვეზს, რომლის აღმოსაფხვრელადაც მისცემს გარკვეულ ვადას, რათა გამოსწორებულ იქნას ამგვარი ხარვეზი. თუ იმ ვადაში მოსარჩელის ხარვეზი არ იქნება შევსებული, მაშინ საქმეს დატოვებს განუხილველად და გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება- (სააპელაციო საჩივარი არ მიიღება). სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა შესაძლებელია გახანგრძლივდეს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე (ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია), რომლის ათვლაც იწყება მოსარჩელისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან.
ასევე სსსკ-ის 370-ე მუხლის დანაწესით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მომენტიდან პირველი ინსტანციის სასამართლო, არა უგვიანეს ხუთი დღისა, მთლიან საქმეს უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და სააპელაციომ ათი დღის ვადში უნდა ცნოს მისი დასაშვებობა და გამოსცეს განჩინება საქმის განსახილველად მიცემისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამაღლო საჩივარს განუხილველად დატოვებს, მაშინ მხარეებს შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს ზეპირად და მხარეებს ატყობინებს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი დღის ვადაში. თუ საჩივარი ემყარება კანონდარღვევას და მოითხოვს ამ გადაწყვეტილების მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებას, მაშინ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიიღოს, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს.

2 სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში შეგებებული სარჩელის დასაშვებობა- პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის აღძვრა შეგვიძლია როგორც სარჩელის ისე განცხადების მეშვეობით.
რაც შეეხება უშუალოდ შეგებებულ სარჩელს, მას თავისი ზუსტი/ავთენტური ხასიათით საკასაციო და სააპელაციო სასამართლოში არ ვხვდებით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, იგი წარმოდგენილია განსხვავებული რეგულასაციებითა და დასახელებით, კერძოდ, ის ცნობილია როგორც *შეგებებული საჩივარი. შეგებებული საჩივარი, როგორც დამოუკიდებელი საჩივარი სააპელაციო სასამართლოში არის სააპელაციო საჩივრის უფლების (ანუ გასაჩივრების უფლებას) აღდგენის საშუალება იმ პირობებში, როდესაც მხარემ წერილობითი უარი განაცხადა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, მისი გამოცხადების შემდეგ. ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის დანაწესით, გასაჩივრების უფლება (ე.ი. სააპელაციო საჩივრის შეტანის) არ აქვს მას, ვინც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ უარი თქვა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.
შეგებებული სააპელაციო საჩივრით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე მიმართავს სასამართლოს, რითიც იგი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომელიც აპელანტის სასარგებლოდაა გამოტანილი და აპელნტის მიერ არაა გასაჩივრებული. შეგებებული სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე
მხარემ შეიძლება მაშინაც წარადგინოს, როცა მას უარი აქვს ნათქვამი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე. შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე არ მოქმედებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ზოგადი ვადა, რომელიც განისაზღვრება 14 დღით, არამედ აქ მოქმედებს სპეციალური ვადა,
რომელიც შეადგენს 10 დღეს და მისი ათვლა იწყება სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან. შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკავშირებულია სააპელაციო საჩივართან, ისე როგორც შეგებებული სარჩელი სარჩელთან.
საკასაციო და სააპელაციო საჩივარის გამოყენების სფერო: თუ პირმა წერილობით განაცხადა უარი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და ამ დროს მეორე მხარემ ე.ი დამარცხებულმა მხარემ გაუსაჩივრა სააპელაციო ან თუნდაც საკასაციო წესით, ამ შემთხვევაში იმ პირმა რომელმაც თავიდანვე უარი თქვა ანუ გამარჯვებულმა მხარემ აღუდგინა უფლება მიუხედავად მისი უარისა. მოწინაარმდეგე მხარეს კი, შეუძლია როგორც კი გადასცემენ საჩივარს ათი დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი.ასევეა კასაციაშიც. კასაციაში ჩაბარებიდან ათი დღეში უნდა გადაეცეს შეგებებული საკასაციო შაჩივარი მიუხედავად გასაჩივრებაზე უარისა. თავად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.

ababa's picture
ababa (kakakak)
სხვა
Registration Date: 2023/02/16
Last visit: 2023/02/23 17:50:25
Contact - All comments

2017 წლის 20 მაისს ბათუმში მცხოვრებმა გიორგიმ ზეპირი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში მცხოვრებ საბას ექვსი თვის ვადით სესხად გადასცა 2500 ლარი. მხარეები არ შეთანხმებულან სესხის დაბრუნების ადგილის შესახებ. მოვალე საბამ ვალდებულება დათქმულ დროში არ შეასრულა, რის გამოც გიორგიმ 2018 წლის 25 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საბას წინააღმდეგ და მოითხოვა სესხის თანხის დაბრუნება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ 2018 წლის 02 მარტის განჩინებით წარმოებაში მიიღო გიორგის სარჩელი, საქმის მომზადების მიზნით დაავალა მოსარჩელე გიორგის მოპასუხე საბასთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ჩაბარება, აგრეთვე განუსაზღვრა მოპასუხე საბას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად 8 დღის ვადა. (აქ 14 დღე არს ვადა) მოპასუხე საბამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინა წერილობითი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არის სოციალურად დაუცველი პირი და არ გააჩნია გადახდის შესაძლებლობა. საქმის განმხილველმა მოსამართლემ საქმე მომზადებულად ჩათვალა, სსსკ-ის 207-ე მუხლის საფუძველზე დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2018 წლის 20 მაისს, რის შესახებაც შეატყობინა მხარეებს კანონით დადგენილი წესით. 2018 წლის 20 მაისის სასამართლო მთავარ სხდომაზე მოპასუხე საბას გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელე გიორგის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე საბამ 2018 წლის 28 მაისს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში, გაასაჩივრა იმ საფუძვლით, რომ პატივსადები მიზეზით ვერ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საბას საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლებასთან დაკავშირებით. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა საჩივრის ავტორი საბა, რომელიც დაგენილად იქნა მიჩნეული, რომ არის სოციალურად დაუცველი პირი. სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის დასაბუთებული განჩინება საბასთვის სასამართლოს არ გადაუგზავნია. 2018 წლის 18 სექტემბერს საბა პირადად გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, იმავე დღეს ჩაიბარა 2018 წლის 10 ივლისის დასაბუთებული განჩინება, რომელიც გაასაჩივრა 2018 წლის 25 სექტემბერს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ წარმოებაში მიიღო საბას სააპელაციო საჩივარი, დააკმაყოფილა იგი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქმის განმხილველმა თბილისის საქალაქო სამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით დანიშნა საქმის განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2018 წლის 20 დეკემბერს, რის შესახებაც შეატყობინა მხარეებს კანონით დადგენილი წესით. 2018 წლის 20 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვისას, არ გამოცხადდა მოპასუხე საბა, რომელსაც არაფერი უცნობებია სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე გიორგიმ კი შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 1900 ლარამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის მეორე (განმეორებითი) დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე საბას მოსარჩელე გიორგის სასარგებლოდ დაეკისრა 1900 ლარის გადახდა. 2018 წლის 20 დეკემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2018 წლის 28 დეკემბერს სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ საბამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 2019 წლის 04 იანვარს სააპელაციო სასამართლომ საბას სააპელაციო საჩივარი განჩინებით მიიღო წარმოებაში განსახილველად, მოამზადა საქმე და დანიშნა სააპელაციო საჩივრის განხილვა 2019 წლის 20 მარტს, რის შესახებაც შეატყობინა მხარეებს კანონით დადგენილი წესით. 2019 წლის 20 მარტს სააპელაციო საჩივრის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - მოსარჩელე გიორგი. სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

tamtatamta123's picture
tamtatamta123 (tamta)
სხვა
Registration Date: 2023/02/11
Last visit: 2023/07/06 14:12:46
Contact - All comments

სოციალისტები იყვნენ და ერთპიროვნული მმართველობა არ მოსწონდათ. კოლექტიური მმართველობის მომხრეები იყვნენ. ამიტომაც შემოიტანეს მთავრობის მეთაურის თანამდებობა, რომელიც პარლამენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული.

tamtatamta123's picture
tamtatamta123 (tamta)
სხვა
Registration Date: 2023/02/11
Last visit: 2023/07/06 14:12:46
Contact - All comments

კონსტიტუციონალიზმის განვითარების პირველი პირველ ეტაპზე მიღებული კონსტიტუციის ზოგადი მახასითებლები? 4. პირვეროგორია ლი ეტაპი მოიცავს 1787-1918 წლებს. პირველი ეტაპის კონსტიტუციები, ძირითადად, სახელმწიფო მოწყობის საკითხებს აწესრიგებდა, აკანონებდა უკვე არსებულ წესწყობილებებს, ადამიანის ძირითდ უფლებებსა და თავისუფლებებს ყურადღება არ ექცეოდა.

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2024/07/05 15:35:55
Contact - All comments

ვალდებულების შესრულება არის:
უფლების დამაბრკოლებელი შესაგებელი
უფლების მომსპობი შესაგებელი
უფლების შემაფერხებელი შესაგებელი
არცერთი პასუხი არ არის სწორი
ქულა: 1
2
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, „გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.“.

ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის სამართლებრივ შედეგს?

გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა;
არცერთი პასუხი არ არის სწორი.

თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც;

გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას;

ქულა: 1
3
სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება: იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება.
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ნორმის სამართლებრივ შედეგს:
იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება
ყველა პასუხი სწორია
რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება
ქულა: 1
4
სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, "თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ".
ჩამოთვლილთაგან რომელია ნორმის სამართლებრივი შედეგი:
თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის
მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ
თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა
არცერთი პასუხი არ არის სწორი
ქულა: 1
5
რისგან შედგება სამართლის ნორმა
სამართლებრივი შედეგი
ქმედების შემადგენლობისა და სამართლებრივი შედეგისგან
არცერთი პასუხი არ არის სწორი
ქმედების შემადგენლობა
ქულა: 1
6
თედომ საიველირო მაღაზიაში შეიძინა ოქროს ბეჭედი. აღმოჩნდა, რომ ბეჭედი არ იყო ოქროსი. თედო ითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
დაასახელეთ ქმედების შემადგენლობის ის ელემენტი, რომელიც უნდა იქნეს განხილული მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე
გარიგების დადების ფაქტი
მოტყუების ფაქტი
შეცდომის დაშვების ფაქტი
არცერთი პასუხი არ არის სწორი
ქულა: 1
7
კაზუსის გააზრების უზრუნველსაყოფად რა მეთოდები შეიძლება იქნეს გამოყენებული?
კაზუსის ფაბულის ქრონოლოგიური წარმოდგენა
ყველა პასუხი სწორია
კაზუსის ფაბულის ვიზუალიზაცია
ქულა: 1
8
რა მიეთითება სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში
კანონები
მხოლოდ სამართლებრივი შეფასებები
სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა
არცერთი პასუხი არ არის სწორი
ქულა: 1
9
კანონმდებლის მიერ განზრახ ურთიერთობის მოუწესრიგებლობის შემთხვევაში შეიძლება თუ არა ანალოგიის გამოყენება?
დასაშვებია, ვინაიდან ურთიერთობა ვერ დარჩება მოწესრიგების გარეშე
დაუშვებელია, რადგან სახეზეა გეგმიური ხარვეზი და დაირღვევა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი
არცერთი პასუხი არ არის სწორი
დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში
ქულა: 1
10
რა ახასიათებს გადაწყვეტილების სტილს
სადავო საკითხების დამაჯერებელი არგუმენტაცია
მსჯელობის დამაჯერებლობა
არცერთი პასუხი არ არის სწორი
მსჯელობის დამაჯერებლობა და სადავო საკითხების დამაჯერებელი არგუმენტაცია
ქულა: 1
11
15 წლის გიორგიმ ლევანგან შეიძინა სნოუბორდი. სნოუბორდის შესაძენად მან განკარგა მშობლების მიერ თავისუფალი განკარგვის მიზნით გადაცემული თანხა. მას შემდეგ, რაც მშობლებმა გაიგეს გიორგის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აქვთ თუ არა მშობლებს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.
ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე
მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
ქულა: 1
12
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად, „არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.“

დასახელებული ნორმა წარმოადგენს?

მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს;

დეფინიციურ ნორმას;

როგორც დეფინიციურ ნორმას, ასევე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს;

ყველა პასუხი სწორია.

ქულა: 1
13
გიორგი, რომელიც არის 14 წლის, გადაწყვეტს ველოსიპედის ყიდვას და დადებს ლადოსთან ნასყიდობის ხელშეკრულებას. მშობლები მოგვიანებით შეიტყობენ გიორგის მიერ დადებული გარიგების თაობაზე და მოითხოვენ გარიგების ბათილად ცნობას. აქვს თუ არა გიორგის მშობლებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? გთხოვთ, ჩამოაყალიბოთ ჰიპოთეზა მოცემულ კაზუსზე.

გიორგის მშობლებს შესაძლოა არ ჰქონდეთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე

გიორგის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
გიორგის მშობლებს შესაძლოა ჰქონდეთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე
გიორგის მშობლებს შესაძლოა არ ჰქონდეთ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
ქულა: 1
14
კანონის ანალოგიისას გამოიყენება
სხვა ნორმა
კანონპროექტის განმარტებითი ბარათი
კეთილსინდისიერების პრინციპი
ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2024/07/05 15:35:55
Contact - All comments

61. თორნიკე კახეთში ფლობს 100 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწას, რომელზე
გაშენებულია ვენახი და განლაგებულია ღვინის მარანი. 2018 წლის 15 მარტს
მას უკავშირდება გიორგი და სთავაზობს, რომ მიჰყიდოს მიწა მასზე არსებული
ვენახითა და ღვინის მარნით 1,000,000.00 აშშ დოლარად, რაზედაც თორნიკესგან
მტკიცე უარს იღებს. 2018 წლის 30 ივნისს გიორგი თავისი ნაცნობი
ბუღალტრისგან, რომელიც თორნიკესთან მუშაობს გაიგებს, რომ თორნიკე
კეთილსინდისიერად არ იხდის გადასახადებს და სახელმწიფოს უმალავს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული ინფორმაციის გაგების
შემდგომ, 2018 წლის 7 ივლისს გიორგი უკავშირდება თორნიკეს და ეუბნება,
რომ თუ იგი არ მიჰყიდის მიწას 1,000,000.00 აშშ დოლარად, გიორგი თორნიკეს
მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეატყობინებს
საგამოძიებო ორგანოებს. თორნიკეს შეეშინდება და თანხმდება გააფორმოს
გიორგისთან მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. 2018 წლის 01
აგვისტოს თორნიკე და გიორგი აფორმებენ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის
ხელშეკრულებას და იმავე დღეს გიორგი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება
მიწის ნაკვეთის ახალ მესაკუთრედ. მოგვიანებით თორნიკე ფიქრობს, რომ
შეცდომა დაუშვა და მიუხედავად მუქარისა გიორგისთვის არ უნდა მიეყიდა
მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, 2018 წლის 01 სექტემბერს თორნიკე გიორგის
უგზავნის წერილს და სთხოვს მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებას, რაზეც
გიორგი კატეგორიულ უარს აცხადებს. 
აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა: 
იძულებით დადებული გარიგება
62. რას იწვევს კაზუსის შინაარსის მცდარი შეფასება?
მცდარ შედეგს
63. გიორგი ლევანმა აიძულა სიმბოლურ ფასად მიეყიდა მისთვის მიწის
ნაკვეთი, სადაც ცენტრალური მაგისტრალი გადის. ლევანი იყო მაღალი
თანამდებობის პირი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა
გიორგის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ლევანმა
დაკარგა სამსახური და მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
გიორგიმ ამ გარემოების შეტყობიდან 1 წლის და 1 თვის შემდეგ მიმართა
სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა,
რასაც ეწინააღმდეგება ლევანი. სამართლებრივად დასაბუთებულია  თუ არა
ლევანის მოსაზრება?
ლევანის მოსაზრება დასაბუთებულია, ვინაიდან გასულია სსკ-ის 89-ე მუხლით
განსაზღვრული შეცილების ვადა
64. ზოგადად, რა სახის შესაგებლები უნდა იქნეს გამოყენებული კაზუსის
ამოხსნის სხვადასხვა ეტაპზე?
უფლების დამაბრკოლებელი შესაგებელი
უფლების შემაფერხებელი შესაგებელი
სწორია - ყველა პასუხი სწორია

უფლების შემწყვეტი

messi's picture
messi (koba)
სხვა
Registration Date: 2023/02/03
Last visit: 2024/07/05 15:35:55
Contact - All comments

1. თელეოლოგიური განმარტება გულისხმობს? 
ნორმის არსისა და მიზნის ძიებას

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის შესაბამისად, „გარიგების
ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ
სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.“
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის სამართლებრივ
შედეგს?
გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას

3.ალტერნატიული ფაქტობრივი ელემენტის არსებობისას აუცილებელია თუ
არა ყველა მათგანის არსებობა?
ერთ-ერთის არსებობა საკმარისია ნორმით გათვალისწინებული
სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის
 4. ნათია და ნინო არიან მეგობრები. მათ შორის დაიდო ძვირფასი ტილოს
ნასყიდობის ხელშეკრულება. ნათიამ ნასყიდობის ფასად მიუთითა 200 ლარი.

ნინო დათანხმდა გარიგების დადებას. ნასყიდობის საგნის გადაცემისას
აღმოჩნდა, რომ ნათიამ ნასყიდობის საფასურის 2000 ლარის ნაცვლად
მიუთითა 200 ლარი, რის გამოც ნათიამ უარი თქვა ნივთის გადაცემაზე. აქვს
თუ არა ნათიას გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს მოთხოვნის სამართლებრივ
საფუძველს:  
არცერთი პასუხი არ არის სწორი

5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, „თუ
გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე
დოკუმენტი, მაშინ საკმარისია თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ
დოკუმენტის ეგზემპლარს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი
მხარისათვის.“ დაასახელეთ წარმოდგენილი ნორმის ქმედების
შემადგენლობა?
თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე
დოკუმენტი
6. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს
გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა
ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ
მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და
გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. ლაშამ მიუთითა გარიგების
სარგებლიან ხასიათზე. რა შემთხვევაში ითვლება გარიგება სარგებლის
მომტანად: 
როცა მხარე მნიშვნელოვან ქონებრივ სარგებელს იღებს
როცა მხარეს წარმოეშობა მხოლოდ უფლებები ვალებულებების კისრების
გარეშე
7.ვალდებულების შესრულება არის ?
უფლების მომსპობი შესაგებელი
8. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს
გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა
ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ
მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და
გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. აქვს თუ არა მშობლებს გარიგების
ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.ლაშას მიერ დადებული გარიგება
წარმოადგენს:
მერყევად ბათილ გარიგებას

9. გიორგიმ თავის 17 წლის შვილს მარიამს მიანიჭა საწარმოს დამოუკიდებლად
გაძღოლის უფლება. მარიამმა აიყვანა თანამშრომლები და გააფორმა მათთან
შრომითი ხელშეკრულებები, ასევე საწარმოს შეუფარხებლად
ფუნქციონირების მიზნით გააფორმა ხელშეკრულება კონტრაქტორ ფირმასთან
ნედლეულის მიწოდებაზე. გიორგიმ არ მოიწონა მარიამის მიერ დადებული
ხელშეკრულებები და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. მარიამი
ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. რა შეიძლება იყოს მარიამის პოზიციის
სასარგებლო სამართლებრივი საფუძველი:
სსკ-ის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი - „პირი, რომელიც სხვა
პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით
მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“. 
ჩამოთვლილთაგან რომელია ამ ნორმის ქმედების შემადგენლობა:
პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან
გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს
11. რა მიზანს ემსახურება კანონის ინტერპრეტირება?
სამართლიანობის მიღწევა
12. რა სახის შეიძლება იყოს სხვა ნორმის სამართლებრივ შედეგებზე
მითითება ?
სტატისტიკური და დინამიკური
13. სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის შესაბამისად, "მზღვეველი
თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა
დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში
გაუფრთხილებლობით." დაასახელეთ მითითებული ნორმის ქმედების
შემადგენლობა:
თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია
განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით
14. გარიგებებში წარმომადგენლობის არსებობისას არ ექვემდებარება
შემოწმებას:
წარმომადგენლის სახით მოქმედება
15. გიორგიმ ლაშას მიჰყიდა მობილური ტელეფონი. გიორგიმ არ გადაუხადა
ლაშას ნასყიდობის საფასური. აქვს თუ არა ლაშას გიორგისგან ფასის
გადახდის მოთხოვნის უფლება. ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა 
ლაშას შესაძლოა ჰქონდეს გიორგისგან ფასის გადახდის მოთხოვნის უფლება
სსკ-ის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე
16. რა ნაწილებისგან შედგება სასამართლო გადაწყვეტილება
შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო 

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი -
„მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება,
გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის
უფლება“. აღნიშნული სამართლის ნორმა არის:
მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი
18. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, "ნების
გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების
დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ
მოხდა." ჩამოთვლილთაგან რომელია ნორმის ქმედების შემადგენლობა?
თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ მოხდა

19. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, "ნების
გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს გარიგების
დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებულმა შემთხვევამ, თუ ეს მოვლენა ნების გამოვლენის შემდეგ
მოხდა." ჩამოთვლილთაგან რომელია სამართლებრივი შედეგი?
ნების გამოვლენის ნამდვილობაზე შეიძლება გავლენა არ მოახდინოს
გარიგების დამდები პირის გარდაცვალებამ ან ამ კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4
ნაწილით გათვალისწინებულმა შემთხვევამ
20.ნათია და ნინო დიდი ხსნის მეგობრები არიან.ნინო ჰპირდება ნათიას
სესხის სახით 16000 ლარის გადაცემას,თუმცა მოგვიანებით
გადაიფიქრებს.ნათია ემუქრება ნინოს,თუ მას სესხს არ მისცემს,მათ შორის
არსებული მეგობრობა დასრულდება.ამის შიშით ნინო გადასცემს ნათიას
სესხის თანხად 10 წლის ვადით.მოგვიანებით ნინო ითხოვს მათ შორის
არსებული გარეგების ბათილობას.აქვს თუ არა ნინოს გარიგების ბათილად
ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტი
ექვემდებარება შემოწმებას მოთხოვნის ნაშრომის ეტაპზე:
იძულების ფაქტი
21. ირაკლის სარჩელი აქვს აღძრული სასამართლოში გიორგის წინააღმდეგ.
დავის საგანს წარმოადგენს თბილისში მდებარე 4 ოთხიანი ბინა საერთო
ფართით 120 კვ.მ. სასამართლოს ზეპირ სხდომაზე მოსამართლე ირაკლისა და
გიორგის შესთავაზებს დავის მორიგებით დასრულებას, წინაღმდეგ
შემთხვევაში აფრთხილებს, რომ დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი
გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლებელია ორივე მხარისათვის
არასასურველი შედეგი დადგეს. ირაკლის მორიგებას ასევე ურჩევს მისი
ადვოკატი სანდრო. ირაკლის გიორგი შესთავაზებს, რომ ირაკლიმ ბინის
სანაცვლოდ გადაიხადოს 50,000.00 აშშ დოლარი. ირაკლის აღნიშნული თანხა არ

გააჩნია და მის ადვოკატ სანდროს ეუბნება, რომ მორიგება ვერ შედგება.
სანდრო ირაკლის შეახსენებს დავის რისკების შესახებ და ასევე გაახსენებს,
რომ ირაკლი ფლობს მიწის ნაკვეთს თბილისში, რომლის საბაზრო ღირებულება
100,000.00 აშშ დოლარია. ირაკლი გადაწყვეტს მიწის გაყიდვას, თუმცა გიორგის
მიერ მორიგებისთვის განსაზღვრული აქვს 1 თვის ვადა. აღნიშნულ ვადაში
ირაკლი ვერ ახერხებს მიწის ნაკვეთის მყიდველის მოძიებას. სანდრო ირაკლის
სთავაზობს, რომ იგი მზადაა შეიძინოს მიწის ნაკვეთი ირაკლისგან 50,000.00 აშშ
დოლარად. ირაკლი სანდროს ეუბნება, რომ 50,000.00 აშშ დოლარად ვერ
გაყიდოს მიწის ნაკვეთს, რომლის საბაზრო ღირებულება 100,000.00 აშშ
დოლარია. სანდრო ირაკლის შეახსენებს, რომ მოურიგებლობის შემთხვევაში
არსებობს საკმოდ დიდი რისკი, რომ იგი დავას წააგებს. ირაკლი ფიქრობს, რომ
მისთვის უმნიშვნელოვანესია ბინა. შესაბამისად, გადაწყვეტს, რომ სანდროს
მიწის ნაკვეთი მიყიდოს 50,000.00 აშშ დოლარად. მხარეები ასეც მოიქცევიან და
2019 წლის 19 აგვისტოს აფორმებენ ნასყიდობის ხელშეკრულებას და სანდრო
რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. ამავე დროს, სანდრო ირაკლის
უხდის 50,000.00 აშშ დოლარას. აღნიშნული შემდეგ ირაკლი უკავშირდება
გიორგის და თანხმდება მორიგების პირობებზე, თუმცა გიორგი უარს აცხადებს
მორიგებაზე და დავა გრძელდება სასამართლოში. 2019 წლის 01 სექტემბერს
ირაკლი სანდროს სთხოვს, რომ უკან დაუბრუნოს მიწის ნაკვეთი და თავის
მხრივ სანდროს დაუბრუნებს 50,000.00 აშშ დოლარს, რაზედაც სანდრო უარს
აცხადებს. აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა: 
იძულებით დადებული გარიგება
22. გიორგი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დიდ ზიანს განიცდის.
ახლობელი ნიკა მას შესთავაზებს თავის ავტომობილს დროებით,
განსაზღვრული ვადით. გიორგი გახარებულია და თანხმობას აცხადებს.
ვინაიდან ნიკას ავტომობილის თხოვება სათანადო თანხის გადახდის
სანაცვლოდ სურს, გამგზავრებამდე მას უნდა, რომ „თხოვების”
ხელშეკრულების თანხაზე მოელაპარაკოს გიორგის. გიორგი უბრალოდ ცდება
სიტყვის მნიშვნელობაში და „თხოვებას“ იყენებს ქირავნობის ნაცვლად.
გიორგის სურს ავტომობილის უსასყიდლოდ თხოვება. გიორგი ითხოვს
ავტოსატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოს სარგებლობაში გადაცემას.
ჩამოთვლილთაგან რა ელემენტი ექვემდებარება შემოწმებას მოთხოვნის
წარმოშობის ეტაპზე: 
ნამდვილი ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა
არსებითი შეცდომის არსებობის ფაქტი

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, „გარიგება
არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან
არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.“.
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის ქმედების
შემადგენლობას?

თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება
ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი
24. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს
გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა
ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ
მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და
გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. აქვს თუ არა მშობლებს გარიგების
ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება. 
ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტის არსებობა მოწმდება მოთხოვნის
წარმოშობის ეტაპზე:
არასრულწლოვნის მიერ მშობლების თანხმობის გარეშე დადებული ორმხრივი
გარიგების 
25. გიორგიმ (გამყიდველი) და ნოდარიმ (მყიდველი) გააფორმეს
საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულება. სასამართლოს მიერ
გიორგი მხარდაჭერის მიმღებად იყო ცნობილი და შეზღუდული ჰქონდა
გარიგების დადების უფლება. მხარდამჭერმა არ მოიწონა გარიგება. 
ჩამოთვლილთაგან რომელია გიორგისა და ნოდარს შორის გაფორმებული
გარიგების ბათილობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი?
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58 (პრიმა) მუხლის პირველი ნაწილი
26. ყველა შემთხვევაში ახდენს თუ არა სამართლის ნორმა კონკრეტულ
სამართლებრივი შედეგის დადგომას?
საკანონმდებლო დეფინიციების შემთხვევაში არ ახდენს   
27. კაზუსის ამოხსნის რომელ ნაწილში მოწმდება უფლების
დამაბრკოლებელი?
მოთხოვნის შეწყვეტა
28. ნათია ფლობდა ტილოს, თუმცა ამ ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა – ეშინოდა
ბოროტმოქმედთა მსხვერპლი არ გამხდარიყო. ერთხელ, ნათიასთან სტუმრად
მყოფმა ლევანმა შეამჩნია ხელოვნების ნიმუში. ის განცვიფრდა დანახულით
და გამოთქვა მისი ნებისმიერ ფასად შეძენის სურვილი. ლევანმა ისაუბრა
ქალაქში გახშირებული ქურდობის ფაქტებზე და იმ საფრთხეებზე, რაც
დაკავშირებულია ძვირად ღირებული ნივთის სახლში შენახვასთან. ნათია
მოსვენება დაკარგა და ყველგან ყაჩაღები ელანდებოდა. შიშებით შეპყრობილმა
გადაწყვიტა ლევანისთვის ნახატის მიყიდვა. ლევანმა საკმაოდ მაღალი თანხა
გადაიხადა ნახატში. მოგვიანებით ნათიამ მოსთხოვა ლევანს ნახატის უკან
დაბრუნება, რადგან ის იყო მსხვერპლი.აქვს თუ არა ნათიას ლევანისგან
ნახატის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება
ჩამოთვლილთაგან რომელი ელემენტი ექვემდებარება შემოწმების მოთხოვნის
წარმოშობის ეტაპზე?
არცერთი პასუხი არ არის სწორი

29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის შესაბამისად,
„არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები,
რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ
მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება
მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.“დასახელებული ნორმა წარმოადგენს?
დეფინიციურ ნორმას
30. გიორგი არის ბათუმში მდებარე სასტუმროს მესაკუთრე, თუმცა
სასტუმროს სამართავად არ ფლობს სათანადო ცოდნასა და გამოცდილებას.
შესაბამისად, გადაწყვეტს რომ მოძებნოს ისეთი პიროვნება, რომელიც შეძლებს
სასტუმროს წარმატებულად მართვას. 2019 წლის 1 აგვისტოს გიორგი თავისი
მეგობრისგან შეიტყობს, რომ სასტუმროს მენეჯმენტის კარგი მცოდნეა ვინმე
დავით დავითაშვილი. გიორგის მეგობარი შეპირდება, რომ სოციალურ ქსელ
Facebook-ის მესენჯერში გამოუგზავნის დავით დავითაშვილის Facebook
პროფილის ბმულს და ასე შეძლებს დავით დავითაშვილთან დაკავშირებას.
თუმცა, გიორგის მეგობარს სასწრაფოდ უწევს გამგზავრება 2019 წლის 3
აგვისტოს, თან ავიწყდება გიორგისათვის ბმულის გაგზავნას. გიორგი დროს არ
კარგავს და თავად ეძებს დავით დავითაშვილი Facebook-ზე. საძიებო სისტემამ
იპოვა დავით დავითაშვილის მხოლოდ ერთი პროფილი. პროფილზე დავითს
მითითებული ჰქონდა რომ მან დაამთავრა ჰამბურგის უნივერსიტეტი და
გიორგიმ ჩათვალა, რა რომ ის სწორედ ის დავითია, რომელზეც უყვებოდა
თავისი მეგობარი და არ დააყოვნა შეთავაზება დავითისთვის ბათუმში
მდებარე სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე. დავითი საქმიანობდა
სამშენებლო სექტორში, სადაც მას ჰქონდა ხელშეკრულება 1 წლის ვადით და
ამ ხნის განმავლობაში მისი შემოსავალი იქნებოდა 100 000 ლარი. თუმცა,
გიორგიმ მას შესთავაზა 5 წლის ვადით ხელშეკრულების გაფორმება, ამასთან,
ბოლო პერიოდში იგი ფიქრობდა სამუშაო ადგილის შეცვლას სხვა
მიმართულებით და რადგან გიორგის შეთავაზება 5 წლიანი იყო და თან
სასტუმროს მენეჯერის პოზიციაზე, მან ეს ჩათვალა საინტერესო გამოწვევად
და დათანხმდა შემოთავაზებას. 2019 წლის 10 აგვისტოს გიორგის მეგობარი
ბრუნდება საქართველოში, ახსენდება რომ გიორგისთვის უნდა გაეგზავნა
დავით დავითაშვილის Facebook პროფილის ბმული, რომელიც
რეგისტრირებულია მხოლოდ ინიციალებით (D.D.). გიორგი აღმოაჩენს რა, რომ
შეცდომა დაუშვა სასწრაფოდ მიწერს დავით დავითაშვილს რომ მას არ სურს
მისი სამსახურში აყვანა. ამასობაში კი დავითმა თავის სამსახურში დაწერა
განცხადება წასვლის თაობაზე.
აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა
შეცდომა კონტაჰენტის პიროვნებაში
31.გიორგი,რომელსაც სურს ცნობილი მხატვრის ტილოს შეძენა,შეიძენს
იდენტური სახელისა და გვარის სხვა,მხატვრის ტილოს,თუმცა მან არ იცის
აღნიშნულის თაობაზე.მოგვიანებით მისი მეგობარი ეტყვი,რომ ეს ტილო
ეკუთვნის სხვა ნაკლებად ცნობილ მხატვარს.აქვს თუ არა გიროგის შეცილების
უფლება და რა სამართლებრივი საფუძვლით?

გიორგის შესაძლოა ჰქონდეს გარიგების შეცილების უფლება სსკ-ის 73-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ან ეს არი
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს გარიგების შეცილების უფლება სსკ-ის 72-ე
მუხლისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
32. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს
გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა
ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ
მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და
გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება.შეაფასეთ ველოსიპედის უკან
წაღება.შეაფასეთ ლაშას მიერ დადებული გარიგების ნამდვილობის საკითხი:
ლაშას მიერ დადებული გარიგება ნამდვილია სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი
ნაწილის საფუძველზე,რადგან გარიგება სარგბელის მომტანია
33. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, „ბათილია
გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს,
ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“.
ბათილია გარიგება
34. რა შემთხვევაში ვიყენებთ ანალოგიას?
კანონით მოუწესრიგებელი ურთიერთობის რეგულირებისას
35. სამოქალაქო კოდექსის 909-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, "თუ
კონტოკორენტში შეტანილი მოთხოვნისათვის არსებობს პიროვნული ან
სანივთო უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც
შეუძლია თავის სასარგებლოდ არსებული სალდოს თანხისათვის მოითხოვოს
დაკმაყოფილება ამ უზრუნველყოფიდან." ჩამოთვლილთაგან რომელია
ნორმის სამართლებრივი შედეგი?
მაშინ კრედიტორს ანგარიშის დახურვის შემდეგაც შეუძლია თავის
სასარგებლოდ არსებული სალდოს თანხისათვის მოითხოვოს დაკმაყოფილება
ამ უზრუნველყოფიდან.
36.გიორგიმ ლაშასთან დადო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება
ზეპირი ფორმით.გიორგი გადავიდა საცხოვრებლად შეძენილ
საკუთრებაში,თუმცა ლაშას გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა
მოითხოვეს ხელშეკრულების ბათილად ცნობა.აქვს თუ არა ლაშას
მემკვიდრეებს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება?
ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
ლაშას მემკვიდრეებს შესაძლოა ჰქონდეთ ნასყიდობის ხელშეკრულების
ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 183-ე მუხლისა და 59-ე მუხლის
პირველი ნაწილის საფუძველზე
37. რით განხვავდება თელეოლოგიური რედუქცია ანალოგიისგან ?
თეოლოგირუი რედუქციის დროს აქვს ნორმის გამოყენების სფეროს
შეზღუდვა

38. ნათია და ნინო დიდი ხსნის მეგობრები არიან.ნინო ჰპირდება ნათიას
სესხის სახით 16000 ლარის გადაცემას,თუმცა მოგვიანებით
გადაიფიქრებს.ნათია ემუქრება ნინოს,თუ მას სესხს არ მისცემს,მათ შორის
არსებული მეგობრობა დასრულდება.ამის შიშით ნინო გადასცემს ნათიას
სესხის თანხად 10 წლის ვადით.მოგვიანებით ნინო ითხოვს მათ შორის
არსებული გარეგების ბათილობას.აქვს თუ არა ნათიას გარიგების ბათილად
ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება. დაასახელეთ სამართლებრივი
საფუძველი ?
სსკ-ის 86-ე მუხლის პირველი ნაწილი
39. სამოქალაქო კოდექსის 109-ე მუხლის,შესაბამისად,წარმომადგენლობითი
უფლებამოსილება ქარწყლდება:იმ ვადის გასვლით,რა ვადითაც გაიცა
უფლებამოსილება.ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ნორმის
სამართლებრივ შედეგს?
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება
40. სასამართლო გადაწყვეტილებები დგება ?
როგორც დასკვნის,ისე გადაწყვეტილებების სტილით
41. 17 წლის გიორგიმ დადო კომპიუტერული ტექნიკის ნასყიდობის
ხელშეკრულება ლევანთან. ისინი შეთანხმდნენ ნასყიდობის საფასურზე 2000
ლარზე. როცა მშობლებმა გაიგეს გიორგის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების
დადების ფაქტის თაობაზე, მოითხოვეს მის მიერ დადებული გარიგების
ბათილად ცნობა. ამ დროს გიორგის უკვე შეუსრულდა 18 წელი. ლევანი
ითხოვს თანხის გადახდას, ხოლო მშობლები გარიგების ბათილობას. რა არის
ცენტრალური პრობლემა წარმოდგენილ კაზუსში: 
არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება
42. გიორგი ლევანმა აიძულა სიმბოლურ ფასად მიეყიდა მისთვის მიწის
ნაკვეთი, სადაც ცენტრალური მაგისტრალი გადის. ლევანი იყო მაღალი
თანამდებობის პირი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა
გიორგის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ლევანმა
დაკარგა სამსახური და მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
გიორგიმ ამ გარემოების შეტყობიდან 1 წლის და 1 თვის შემდეგ მიმართა
სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა,
რასაც ეწინააღმდეგება ლევანი. აქვს თუ არა გიორგის ნასყიდობის
ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ
ჰიპოთეზა
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის
მოთხოვნის უფლება სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე
43. კაზუსის ამოხსნის რომელ ნაწილში მოქმდება უფლების
დამაბრკოლებელი შესაგებლის არსებობა?
მოთხოვნის წარმოშობა

44. 16 წლის გიორგი დებს ლევანთან კომპიუტერის ნასყიდობის
ხელშეკრულებას მშობლების წინასწარი თანხმობის გარეშე.რა შემთხვევაში
გახდება გარიგება ნამდვილი?
თუ მშობლები მოიწონებენ გარიგებას
45. სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად,
"თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის
მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ". ჩამოთვლილთაგან რომელია ნორმის
ქმედების შემადგენლობა?
თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს

46. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად, „იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად
შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც
თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით
იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია
სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.“. აღნიშნული
სამართლის ნორმა წარმოადგენს?
დეფინიციურ ნორმას
47. გიორგი და ლევანი დიდი ხსნის მეგობრები არიან.ლევანს სჭირდება თანხა
თავისი შვილის სამკურნალოდ.ის თხოვს გიორგის თანხის სესხებას.გიორგი
სამსახურებრივ მივლინებაში მისი ერთი წლით და ის სამსახურეობრივი
მივლინების დასრულებამდე ასესხებს თანხას ლევანს.ერთი წლის შემდეგ
ლევანი ვერ ახერხებს თანხების მობილიზებას,ამიტომ თავისი სანაცნობოს
მეშვეობით ახერხებს გიორგისთვის სამსახურეორბრივი მივლინების ვადის 1
წლით გაგრძელაბს.გიროგი ითხოვს სესხის თანხის დაბრუნებას,რაზეც უარს
ამბობს ლევანი,რადგან არ არი დამდგარი მოთხოვნის ვადა.გიროგის
მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს?
სსკ-ის 98-ე მუხლის პირველი ნაწილი
48. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის შესაბამისად,
„მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს
ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.“.
მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად
49.რას გულისხმობს ინტერპრეტაციის ობიექტური თეორია?
გადამწყვეტია კანონის ნება

50. 15 წლის ლაშას მეგობარმა 16 წლის გიორგიმ აჩუქა ველოსიპედი. როცა ეს
გაიგეს ლაშას მშობლებმა არ მოიწონეს გარიგება, რადგან არსებობდა
ველოსიპედის სეირნობისას ლაშას დაზიანების მაღალი რისკი. სწორედ ამიტომ
მოითხოვეს მხარეთა შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა და
გიორგის მიერ ველოსიპედის უკან წაღება. კაზუსის ცენტრალურ პრობლემას
წარმოადგენს?
არასრულწლოვნის მიერ დადებული გარიგება
51. ანი არის ერთ-ერთი ბანკის საკრედიტო ოფიცერი. ერთ-ერთი სესხის
სწრაფად დასამტკიცებლად მან ზაურისაგან უკანონოდ აიღო ფული. ამის
თაობაზე გაიგო გოგიმ და მოსთხოვა ანის, მიეყიდა მისთვის მისი კუთვნილი
ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა“ 3 000 ლარად, წინააღმდეგ შემთხვევაში
ამხელდა მას დანაშაულის ჩადენაში. ანის ეშინია და თანხმდება გოგის
ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე. ხელშეკრულების დადებიდან მეორე
დღესვე სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობილი ხდება დანაშაულის
ჩადენის ფაქტი და ანის აპატიმრებენ. მას უფარდებენ ერთი წლით
თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ 7 თვის შემდეგ ამნისტიის საფუძველზე
თავისუფლდება. გათავისუფლებისთანავე ანი ითხოვს გარიგების ბათილობას
და შესაბამისად, გოგისგან მანქანის უკან დაბრუნებას. ჩამოთვლილთაგან
რომელი შეიძლება იყოს მანქანის უკან დაბრუნების მოთხოვნის
სამართლებრივი საფუძველი? 
არცერთი პასუხი არ არის სწორი. 
52. გიორგის საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელსაც თითქმის არანაირი
ღირებულება არ აქვს. გიორგი მიწის ნაკვეთის მაღალ ფასად რეალიზაციის
მიზნით აყალბებს ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნულის შესახებ აქვს
ინფორმაცია ლევანს, თუმცა შემდგომში გიორგისათვის ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის წარდგენის მიზნით დებს გიორგისთან მიწის ნაკვეთს ნასყიდობის
ხელშეკრულებას მილიონ ლარად. მიწის ნაკვეთი არის გამოუსადეგარი.
სწორედ ამიტომ ლევანი ითხოვს გარიგების ბათილად ცნობას და ზიანის
ანაზღაურებას გიორგისგან. გიორგი უარს ამბობს ლევანთან დადებული
გარიგების ბათილად ცნობასა და ზიანის ანაზღაურებაზე. აქვს თუ არა გიორგის
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება? ჩამოაყალიბეთ
ჰიპოთეზა:
გიორგის შესაძლოა ჰქონდეს ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის უფლება
სსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე
53. კანონმდებლის მიერ განზრახ ურთიერთობის მოუწესრიგებლობის
შემთხვევაში შეიძლება თუ არა ანალოგიის გამოყენება? 
დაუშვებელია, რადგან სახეზეა გეგმიური ხარვეზი და დაირღვევა
ხელისუფლების დანაწილების პრინციპი

54. გიორგი, რომელის არის 16 წლის, იქორწინებს ნანასთან. ქორწინებამდე ის
შეიძენს მარიამისგან ველოსიპედს 100 ლარად, ქორწინების პერიოდში შეიძენს
კომპიუტერს ლევანისგან 200 ლარად, ხოლო 17 წლის ასაკში განქორწინების
შემდგომ შეიძლება მობილურ ტელეფონს ნინოსგან. მშობლები ითხოვენს
გიორგის მიერ დადებული გარიგებების ბათილად ცნობას, ხოლო გიორგი
ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. ნინო ითხოვს გიორგისგან თანხის
გადახდას. არის თუ არა ნინოსთან დადებული გარიგება ნამდვილი.
მიუთითეთ სამართლებრივი საფუძველი:
სსკ-ის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილი
55. ხანდაზმულობა არის ?
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი 
56. გიორგის საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, რომელსაც თითქმის არანაირი
ღირებულება არ აქვს. გიორგი მიწის ნაკვეთის მაღალ ფასად რეალიზაციის
მიზნით აყალბებს ექსპერტიზის დასვნას, რის შედეგადაც დებს ლევანთან
მიწის ნაკვეთს ნასყიდობის ხელშეკრულებას მილიონ ლარად. მიწის ნაკვეთი
არის გამოუსადეგარი. აღნიშნული ინფორმაციის გაგებისთანავე ითხოვს
ლევანი გარიგების ბათილად ცნობას. აქვს თუ არა ლევანს გარიგების ბათილად
ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა: 
ლევანს შესაძლოა ჰქონდეს გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება
სსკ-ის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე
57. სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლის შესაბამისად, "თუკი კომპეტენტური
ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე
არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი
განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ
ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით
წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს
ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს
ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას
უნდა შეესრულებინა." ჩამოთვლილთაგან რომელიც მითითებული ნორმის
ქმედების შემადგენლობა?
თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და
სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ
განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება
58. გიორგი საგარეჯოში ფლობს 50 ჰა მიწის ნაკვეთს. გიორგი
დარწმუნებულია, რომ მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია ნავთობის მოპოვება.
ნავთობის მოპოვების მიზნით გიორგი უკავშირდება ირაკლის და სთავაზობს
დააფუძნონ კომპანია შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“. ირაკლი
თანხმდება გიორგის შეთავაზებას. 2019 წლის 29 აგვისტოს გიორგი და ირაკლი
აფუძნებენ შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელს“, პარტნიორები წესდებით

შეთანხმდებიან, რომ მათ შორის წილები განაწილდება 50%-50%. ამავე დროს,
გიორგი ვალდებულია, რომ საწესდებო კაპიტალში შეიტანოს საგარეჯოში
მდებარე 50 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ირაკლი ვალდებულია უზრუნველყოს
ნავთობმოპოვებითი სამუშაოების წარმოება. 2019 წლის 30 აგვისტოს გიორგი
შეასრულებს თავის ვალდებულებას და საწესდებო კაპიტალში შეიტანს
საგარეჯოში მდებარე მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, ამავე დღეს, საგარეჯოში
მდებარე 50 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში
რეგისტრირდება შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“. აღნიშნულის
შემდგომ, ირაკლი იწყებს მოქმედებას ნავთობმოპოვებითი სამუშაოების
საწარმოებლად, რა დროსაც დაადგენს, რომ მიწის ნაკვეთიდან შეუძლებელია
ნავთობის მოპოვება, რადგან ეს უკანასკნელი უბრალოდ არ არსებობს და
აღნიშნულის შესახებ ატყობინებს გიორგის. გიორგი გულდაწყვეტილი
ეუბნება ირაკლის, „რას ვიზამთ, ჩვენ ორივენი შევცდით. ამდენად, ვფიქრობ,
რომ შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“ უნდა გავაუქმოთ და მიწა კვლავ
მე უნდა დმიბრუნდეს“. აღნიშნულზე კი ირაკლი კატეგორიულ უარს
აცხადებს, რადგან მას მიაჩნია, რომ შპს „საგარეჯოს ნავთობმომპოვებელი“
დაფუძნებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და ეს უკანასკნელი
არის მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.  
აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა:
შეცდომით დადებული გარიგება

59. ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის ქმედების
შემადგენლობას? საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ
ნამდვილია;
საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი
ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით
თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით
60.   საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით, „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე
გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან
დაბრუნება, თუ:
ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს,
არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ
ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა“.
აღნიშნული სამართლის ნორმა არის:
მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი

61. თორნიკე კახეთში ფლობს 100 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწას, რომელზე
გაშენებულია ვენახი და განლაგებულია ღვინის მარანი. 2018 წლის 15 მარტს
მას უკავშირდება გიორგი და სთავაზობს, რომ მიჰყიდოს მიწა მასზე არსებული
ვენახითა და ღვინის მარნით 1,000,000.00 აშშ დოლარად, რაზედაც თორნიკესგან
მტკიცე უარს იღებს. 2018 წლის 30 ივნისს გიორგი თავისი ნაცნობი
ბუღალტრისგან, რომელიც თორნიკესთან მუშაობს გაიგებს, რომ თორნიკე
კეთილსინდისიერად არ იხდის გადასახადებს და სახელმწიფოს უმალავს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული ინფორმაციის გაგების
შემდგომ, 2018 წლის 7 ივლისს გიორგი უკავშირდება თორნიკეს და ეუბნება,
რომ თუ იგი არ მიჰყიდის მიწას 1,000,000.00 აშშ დოლარად, გიორგი თორნიკეს
მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეატყობინებს
საგამოძიებო ორგანოებს. თორნიკეს შეეშინდება და თანხმდება გააფორმოს
გიორგისთან მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება. 2018 წლის 01
აგვისტოს თორნიკე და გიორგი აფორმებენ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის
ხელშეკრულებას და იმავე დღეს გიორგი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება
მიწის ნაკვეთის ახალ მესაკუთრედ. მოგვიანებით თორნიკე ფიქრობს, რომ
შეცდომა დაუშვა და მიუხედავად მუქარისა გიორგისთვის არ უნდა მიეყიდა
მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, 2018 წლის 01 სექტემბერს თორნიკე გიორგის
უგზავნის წერილს და სთხოვს მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნებას, რაზეც
გიორგი კატეგორიულ უარს აცხადებს. 
აღნიშნული კაზუსის ცენტრალური სამართლებრივი პრობლემაა: 
იძულებით დადებული გარიგება
62. რას იწვევს კაზუსის შინაარსის მცდარი შეფასება?
მცდარ შედეგს
63. გიორგი ლევანმა აიძულა სიმბოლურ ფასად მიეყიდა მისთვის მიწის
ნაკვეთი, სადაც ცენტრალური მაგისტრალი გადის. ლევანი იყო მაღალი
თანამდებობის პირი. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა
გიორგის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ლევანმა
დაკარგა სამსახური და მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
გიორგიმ ამ გარემოების შეტყობიდან 1 წლის და 1 თვის შემდეგ მიმართა
სასამართლოს და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა,
რასაც ეწინააღმდეგება ლევანი. სამართლებრივად დასაბუთებულია  თუ არა
ლევანის მოსაზრება?
ლევანის მოსაზრება დასაბუთებულია, ვინაიდან გასულია სსკ-ის 89-ე მუხლით
განსაზღვრული შეცილების ვადა
64. ზოგადად, რა სახის შესაგებლები უნდა იქნეს გამოყენებული კაზუსის
ამოხსნის სხვადასხვა ეტაპზე?
უფლების დამაბრკოლებელი შესაგებელი
უფლების შემაფერხებელი შესაგებელი
სწორია - ყველა პასუხი სწორია

უფლების შემწყვეტი შესაგებელი
65. ირაკლის მეგობრის დაბადების დღისთვის სურდა ძვირფასი საათის ყიდვა.
მან ვერ მოახერხა მაღაზიაში უშუალოდ წასვლა და საათის ყიდვა დაავალა
თავის მეგობარს - ნათიას. ნათიას გადასცა შესაბამისი თანხა. ნათია
გამყიდველმა მოატყუა და ნაცვლად ძვირფასი საათისა, მას მისცა იაფფასიანი
საათი, ხოლო თანხა ზუსტად იმდენი გამოართვა, რაც ირაკლიმ გაატანა.
ირაკლიმ მოითხოვა მაღაზიისგან ნივთის დაბრუნება. მაღაზია კი მიიჩნევს,
რომ ირაკლი არ არის ხელშეკრულების მხარე და არ აქვს მოთხოვნის უფლება.
რამდენად დასაბუთებულია მაღაზიის პოზიცია: 
დაუსაბუთებელია სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
66. გიორგი, რომელის არის 16 წლის, იქორწინებს ნანასთან. ქორწინებამდე ის
შეიძენს მარიამისგან ველოსიპედს 100 ლარად, ქორწინების პერიოდში შეიძენს
კომპიუტერს ლევანისგან 200 ლარად, ხოლო 17 წლის ასაკში განქორწინების
შემდგომ შეიძლება მობილურ ტელეფონს ნინოსგან. მშობლები ითხოვენს
გიორგის მიერ დადებული გარიგებების ბათილად ცნობას, ხოლო გიორგი
ეწინააღმდეგება გარიგების ბათილობას. მშობლების მოთხოვნის
სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს:
სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილი

67. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად, „საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია,
თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.“
68. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად, „ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ
მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული
შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).“
ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს აღნიშნული ნორმის ქმედების
შემადგენლობას?
რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ
მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)

70. ლანასა და ნინოს შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება
ზეპირი ფორმით. 1 წლის შემდეგ ნინომ მოითხოვა ხელშეკრულების ბათილად
ცნობა. ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა
ნინოს შესაძლოა ჰქონდეს ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის
უფლება სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე

71. ისტორიული განმარტების პროცესში რა გზით შეიძლება დადგინდეს
კანონმდებლის ნება?
სწორია - ყველა პასუხი სწორია
კანონპროექტის განმარტებითი ბარათით
კომიტეტის სხდომის ოქმით
 კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებებით
72. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილი -
„ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ
ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ
ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან
ჩვეულებრივი სარგებლობისათვის“. აღნიშნული სამართლის ნორმა არის:
როგორც დეფინიციური, ისე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი
დეფინიციური ნორმა
73. 15 წლის გიორგიმ ლევანიგან შეიძინა სნოუბორდი. მას შემდეგ, რაც
მშობლებმა გაიგეს გიორგის მიერ დადებული გარიგების თაობაზე, მოითხოვეს
ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ლევანი კი ითხოვს თანხის
გადახდას. აქვს თუ არა ლევანს ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნის
უფლება? დაასახელეთ ის ელემენტი, რომელიც უნდა იქნეს განხილული
მოთხოვნის წარმოშობის ეტაპზე
მხარის არასრულწლოვანების საკითხი
ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა
74. გიორგისა და ლაშას შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის
ხელშეკრულება. ისინი ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ ნასყიდობის საფასურზე
20000 ლარზე, თუმცა საგადასახადო ვალდებულების გადახდისგან თავის
არიდების მიზნით ხელშეკრულებაში მიუთითეს 10000 ლარი. ლაშა თანახმაა
გადაიხადოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10000 ლარი,
ხოლო ლაშა ითხოვს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების
ბათილად ცნობას. აქვს თუ არა ლაშას 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის
ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება? ჩამოაყალიბეთ
ჰიპოთეზა: 
ლაშას შესაძლოა ჰქონდეს 10000 ლარზე დადებული ნასყიდობის
ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 56-ე მუხლის
პირველი ნაწილის საფუძველზე

75. ნათია ფლობდა ტილოს, თუმცა ამ ფაქტს საიდუმლოდ ინახავდა – ეშინოდა
ბოროტმოქმედთა მსხვერპლი არ გამხდარიყო. ერთხელ, ნათიასთან სტუმრად
მყოფმა ლევანმა შეამჩნია ხელოვნების ნიმუშს. ის განცვიფრდა დანახულით
და გამოთქვა მისი ნებისმიერ ფასად შეძენის სურვილი. ლევანმა ისაუბრა

ქალაქში გახშირებული ქურდობის ფაქტებზე და იმ საფრთხეებზე, რაც
დაკავშირებულია ძვირად ღირებული ნივთის სახლში შენახვასთან. ნათია
მოსვენება დაკარგა და ყველგან ყაჩაღები ელანდებოდა. შიშებით შეპყრობილმა
გადაწყვიტა ლევანისთვის ნახატის მიყიდვა. ლევანმა საკმაოდ მაღალი თანხა
გადაიხადა ნახატში. მოგვიანებით ნათიამ მოსთხოვა ლევანს ნახატის უკან
დაბრუნება, რადგან ის იყო მსხვერპლი. ლევანი უარს ამბობს ნახატის უკან
დაბრუნებაზე. აქვს თუ არა ლევანს ნახატის დაბრუნებაზე უარის თქმის
უფლება? ჩამოაყალიბეთ ჰიპოთეზა 
ლევანს შესაძლოა ჰქონდეს ნახატის დაბრუნებაზე უარის თქმის უფლება სსკ-
ის 86-ე მუხლის პირველი