აღნიშნული ბრძანებულების სამართლებრივი საფუძველია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი გაუქმებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 68–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) ყველა ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის შესაბამისი ნაწილი. ამასთანავე, ბრძანებულებაში მითითებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (რაიონის, ქალაქის) სამხედრო განყოფილების დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 17 მარტის №84 ბრძანებულება.