Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების ( საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 86 – ვებგვერდი, 03.04.2013წ.) შესაბამისად, ამოღებულ იქნა, ამავე, კანონის 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ატესტირებას ექვემდებარება მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის. ამდენად, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლიდანაც ამოღებულ უნდა იქნეს „ბ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ატესტირებას ექვემდებარება მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის.