On Approval of Electricity (Capacity) Market Regulations

  • Word
On Approval of Electricity (Capacity) Market Regulations
Document number 77
Document issuer Minister of Energy of Georgia
Date of issuing 30/08/2006
Document type Order of Minister of Georgia
Source and date of publishing LHG, 117, 31/08/2006
Registration code 300.300.000.22.025.009.162
Consolidated publications
  • Word
77
30/08/2006
LHG, 117, 31/08/2006
300.300.000.22.025.009.162
On Approval of Electricity (Capacity) Market Regulations
Minister of Energy of Georgia
You are viewing an initial version of the document.
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system

Initial version (31/08/2006 - 25/04/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.300.000.22.025.009.162

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №77

2006 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2006 წლის 9 ივნისის №3292-Iს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 სექტემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა.ხეთაგური

 

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. მოქმედების სფერო

წინამდებარე წესები არეგულირებს:

ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის ფუნქციონირებას და სისტემის კომერციული ოპერატორის საქმიანობას;

ბ) კომერციულ, ფინანსურ და ტექნიკურ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშვება პირდაპირი ხელშეკრულებების ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის, გადაცემის, გატარების, დისპეტჩერიზაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის საკუთარი საჭიროებისთვის მოხმარებასთან დაკავშირებით;

გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენისა და მათი შესრულების წესებს;

დ) პირდაპირი ხელშეკრულებების დადებისა და ძალაში შესვლის პირობებს; განსაზღვრავს ელექტროენერგიის გამყიდველთა კატეგორიებს, მათ მიერ ელექტროენერგიის გაყიდვის განსხვავებული პირობების დაწესების მიზნით.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. წინამდებარე წესებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ იგივე მნიშვნელობა, რაც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) „ელექტროენერგიის აღრიცხვა“ – ელექტროენერგიის აღრიცხვის პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სახის გაზომვას აღრიცხვის მოწყობილობის საშუალებით;

ბ) „გატარება” – განაწილების ან წარმოების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ან პირდაპირი მომხმარებლის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის გატარება სხვა კვალიფიციური საწარმოს ან/და იმ საცალო მომხმარებლისათვის, რომელიც ელექტროენერგიას შეისყიდის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისაგან;

გ) „ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება“ – ელექტროსადგური, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება იმ ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით, რომელიც ამ ელექტროსადგურთან ერთად იმყოფება ერთი და იმავე ფიზიკური ან იურიდიული პირის პირდაპირ საკუთრებაში;

დ) „პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე“ – ამ წესების თანახმად ორმხრივი ხელშეკრულება, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და პირდაპირ მომხმარებელს და, მეორე მხრივ, კვალიფიციურ საწარმოს შორის, გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების გაწევაზე, რომელიც რეგისტრირებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ და ითვალისწინებს ელექტროენერგიის გადაცემის ან/და დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების პირობებს;

ე) „ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება“ – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წარმოების ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;

ვ) „ელექტროენერგიის საერთო სასადგურო დანახარჯი“ – ელექტროსადგურის საკუთარი მოხმარება, ასევე ელექტროენერგიის დანაკარგები, რომელიც წარმოიქმნება სადგურის ძალოვან და გამზომ ხელსაწყოებში, ტრანსორმატორებსა და ელექტროგადამცემ ხაზებში;

ზ) „ქვესადგურის საკუთარი მოხმარება“ – ქვესადგურის ტექნოლოგიური პროცესის უზრუნველყოფისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამეურნეო ხარჯი;

თ) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებში, ძალოვან, ვოლტდამმატ და გამზომ ტრანსორმატორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, მაშუნტირებელ რეაქტორებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;

ი) „ელექტროენერგიის დანახარჯი ელექტროენერგიის განაწილების ქსელში“ – ელექტროენერგიის ხარჯი, რომელიც მოიცავს ქვესადგურის საკუთარ მოხმარებას, აგრეთვე დანაკარგს ელექტროენერგიის გამანაწილებელ, საჰაერო და საკაბელო ქსელში, ძალოვან და გამზომ ტრანსორმატორებში, დენშემზღვუდველ რეაქტორებში, მაკომპენსირებელ კოჭებში, სინქრონულ კომპენსატორებსა და კონდენსატორთა ბატარეებში;

კ) „ელექტროენერგიის ზენორმატიული დანაკარგი“ – დადებითი სხვაობა გადამცემ ქსელში არსებულ ფაქტობრივ დანაკარგსა და კომისიის მიერ დადგენილ ელექტროენერგიის ნორმატიულ დანაკარგს (ტექნოლოგიური დანახარჯს) შორის;

ლ) „ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვის სისტემა“ – გამზომი ტრანსფორმატორების, შემაერთებელი სადენების, მრიცხველების, შემკრები, გარდამქმნელი და გადამცემი მოწყობილობების ერთობლიობით შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის რაოდენობის, მისი პარამეტრების აღრიცხვისა და გარკვეულ პერიოდში დამახსოვრებისათვის.

მ) „საბალანსო ელექტროენერგიის ფასი“ – სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ გაყიდული საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რომელიც გამოანგარიშდება ამ წესების მე-4 თავის მიხედვით;

ნ) „საბითუმო ვაჭრობა” – ელექტროენერგიის, მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის, სიმძლავრის და სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა “ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესებით უფლებამოსილ საწარმოებს შორის;

ო) „საანგარიშო პერიოდი“ – ერთი კალენდარული თვე;

პ) „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ – სისტემის კომერციული ოპერატორი;

ჟ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი“ – წარმოების ლიცენზიატი და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური.

თავი II

ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობა

    მუხლი 3. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭება

1. ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე შეიძლება გახდეს წარმოებისა და განაწილების ლიცენზიატი, პირდაპირი მომხმარებელი, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, იმპორტიორი და ექსპორტიორი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესების მოთხოვნებს, აგრეთვე სისტემის კომერციული ოპერატორი.

2. ყველა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესებით კვალიფიციური საწარმოსათვის დადგენილ მოთხოვნებს, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით შესაბამისი განაცხადით უნდა მიმართოს კომერციულ ოპერატორს.

3. კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციისათვის კვალიფიციურმა საწარმომ უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) დადგენილი ფორმით განცხადება სისტემის კომერციული ოპერატორის სახელზე, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით;

ბ) კომისიის მიერ გაცემული ლიცენზია (შესაბამისი ლიცენზიატისათვის);

გ) სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ;

დ) პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირისათვის აგრეთვე წესდება;

ე) ელექტრულ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა გაცემული შესაბამისი ქსელის მფლობელი პირის მიერ (არსებობის შემთხვევაში);

ვ) მიერთებისა და აღრიცხვის წერტილების სქემატური აღწერა.

ზ) ელექტროენერგიის წლიური მოხმარების ან გამომუშავების ან გადაცემის ან განაწილების საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, სიმძლავრის საპროგნოზო გრაფიკი მაქსიმალური და მინიმალური დატვირთვების ჩვენებით.

4. კვალიფიციური საწარმო ვალდებულია 10 დღის განმავლობაში კომერციულ ოპერატორს შეატყობინოს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესახებ.

5. კვალიფიციური საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები უნდა იქნეს დამოწმებული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ.

6. კვალიფიციური საწარმოს ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭების ან უარის თქმის საკითხს წყვეტს სისტემის კომერციული ოპერატორი, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირის ვადაში.

7. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია არ დააკმაყოფილოს კვალიფიციური საწარმოს განაცხადი ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭების თაობაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების მოთხოვნებს.

8. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა.

9. კვალიფიციური საწარმო, გადაცემისა და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დაამონტაჟოს, ააწყოს, გაარემონტოს, მზადყოფნაში იქონიოს და ექსპლუატაცია გაუწიოს მის ხელთ არსებულ საშუალებებს;

ბ) ოპტიმალურ ვადებში მოიყვანოს ძირითადი საშუალებანი საექსპლუატაციო დონემდე;

გ) კომერციულ ოპერატორს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია მისი ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის.

10. კვალიფიციური საწარმო და გადაცემის ლიცენზიატი ვალდებულია დაუმორჩილოს მის ხელთ არსებული საშუალებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნებს. ამ პირობის დაცვით კვალიფიციური საწარმო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამა თუ იმ საშუალების დატვირთვის მიზანშეწონილობას და ხარისხს; კვალიფიციურ საწარმოს შეუძლია გამოიყვანოს თავისი საშუალებანი ცენტრალური დისპეტჩერიზააციიდან (სისტემიდან) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება ნებადართულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წინასწარ დადგენილი რეჟიმით.

    მუხლი 4. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების შეწყვეტა

1. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს:

ა) კომისიის მიერ ლიცენზიის გაუქმება;

ბ) სათანადო ორგანოს გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ;

გ) იმ გარემოებების შეცვლა, რაც გახდა კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების მინიჭების საფუძველი.

2. კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი. სისტემის კომერციული ოპერატორის გადაწყვეტილება კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის უფლების შეწყვეტის თაობაზე წარმოადგენს კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძველს.

    მუხლი 5. ელექტროენერგიის ექსპორტი და იმპორტი

1. ექსპორტისა და იმპორტის განხორციელება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან დადგენილი წესით რეგისტრირებული შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის იმპორტზე ან/და ექსპორტზე.

2. ექსპორტსა და იმპორტზე დადებული პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტრაციაზე ვრცელდება ამ წესების მე-3 თავში პირდაპირი ხელშეკრულებების რეგისტაციისათვის დადგენილი მოთხოვნა და პროცედურა.

3. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სათანადო მიმართულებით საიმპორტო და საექსპორტო განაცხადები და თუ გადამცემი ქსელის გამტარუნარიანობა ვერ უზრუნველყოფს ყველა განაცხადის დაკმაყოფილებას, გადამცემი ქსელის მფლობელი აცხადებს აუქციონს ქსელის გამტარუნარიანობის უფლების მოპოვებაზე.

4. აუქციონში ქსელის გამტარუნარიანობის უფლების მოპოვებაზე გამარჯვებული გამოვლინდება უმაღლესი ფასის კრიტერიუმით.

5. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის ვებ-გვერდზე, აუქციონის ჩატარების შესახებ განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე 14 კალენდარული დღით ადრე.

6. აუქციონში მონაწილეობის კონკრეტულ პირობებს და აუქციონის ჩატარების წესს ადგენს გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი. აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იღებენ მონაწილე სუბიექტები წინასწარი შენატანების სახით.

7. ინფორმაცია აუქციონის შედეგების და გამარჯვებული პირების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ აუქციონის მონაწილეებს და ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატის ვებ-გვერდზე აუქციონის ჩატარებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

    მუხლი 6. ელექტროენერგიის ექსპორტიორებისა და იმპორტიორების უფლებამოსილებანი

1. ელექტროენერგიის იმპორტიორი უფლებამოსილია იმპორტირებული ელექტროენერგია გაყიდოს პირდაპირი ხელშეკრულებებით კვალიფიციურ საწარმოზე ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით.

2. ელექტროენერგიის ექსპორტიორი უფლებამოსილია საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგია იყიდოს პირდაპირი ხელშეკრულებებით კვალიფიციურ საწარმოებისაგან ან/და სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით.

3. იმპორტირებული ან საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე მიღებისა და მიწოდების პუნქტებში განთავსებულ მოწყობილობებზე დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების საშუალებით.

4. იმპორტირებული და ექსპორტირებული ელექტოენერგიის აღრიცხვა ხორციელდება ამ წესების შესაბამისად.

    მუხლი 7. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობა და პირდაპირი მომხმარებელი

1. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობისათვის შესაბამისი პირი უნდა ახორციელებდეს ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე წელიწადში (სექტემბრიდან-აგვისტოს ჩათვლით) არანაკლებ 120 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის რეალიზაციას.

2. პირდაპირი მომხმარებელი საკუთარი საჭიროებისათვის უნდა მოიხმარდეს წელიწადში (სექტემბრიდან-აგვისტოს ჩათვლით) არანაკლებ 30 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიას.

თავი III

პირდაპირი ხელშეკრულებები

    მუხლი 8. პირდაპირი ხელშეკრულების მხარეები

ელექტროენერგიის (სიმძლავრის), მათ შორის საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია კვალიფიციურ საწარმოებს შორის, რომელთაც „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად მინიჭებული აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში.

    მუხლი 9. პირდაპირი ხელშეკრულების სავალდებულო რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან

1. პირდაპირი ხელშეკრულება სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების მოქმედების დაწყებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

2. რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) სარეგისტრაციო განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;

ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხემოწერილი და დამოწმებული ორი დედანი;

გ) ამ წესების მე-6 თავის შესაბამისად განაწილების ლიცენზიატებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) განაწილების ლიცენზიატის კუთვნილი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა ან/და მიღების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატთან გაფორმებული ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გატარების მომსახურებაზე.

3. პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.

4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე განაცხადოს უარი იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების რომელიმე მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;

ბ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები;

დ) პირდაპირი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამინისტროსა ან/და კომისიის მიერ მიღებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს;

ე) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;

ვ) პირდაპირ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული მისი მოქმედების დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო და საორიენტაციო მოცულობები;

ზ) შესაბამისი კვალიფიციური საწარმოს მიერ არ არის დარეგისტრირებული შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციის ან/და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე.

5. პირდაპირ ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 5 დღით ადრე მიაწოდონ ხელშეკრულების ფარგლებში მომავალი საანგარიშო პერიოდისათვის მოხმარებისა და მიწოდების ყოველსაათობრივი საპროგნოზო გრაფიკები. აღნიშნულ გრაფიკებში ცვილებების შესახებ მხარეებმა არანაკლებ ორი დღით ადრე უნდა აცნობონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად.

7. ნებისმიერი ცვლილებების განხორციელება პირდაპირ ხელშეკრულებაში სარეგისტრაციოდ საჭიროებს იგივე პროცედურებს, რასაც პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია.

    მუხლი 10. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა

1. პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი სავალდებულოა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შეწყვეტამდე არაუგვიანეს 15 დღისა.

2. პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ იწვევს პირდაპირი ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას.

3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადოს უარი, თუ:

ა) დარღვეულია ამ მუხლში აღნიშნული პირობები პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადის სარეგისტრაციოდ წარმოდგენის შესახებ;

ბ) პირდაპირი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ცალმხრივ შეწყვეტას, თუ განაცხადი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მხარის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია პირდაპირი ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ მისი პირობების არსებითად დარღვევის გამო.

    მუხლი 11. ინფორმაციის კონფიდენციალურობა

ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი და სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულნი არიან არ გაამჟღავნონ პირდაპირი ხელშეკრულებაში მოცემული ფასები (გარდა რეგულირებადი და ზღვრული ტარიფებისა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიწოდებას.

თავი IV

საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა

    მუხლი 12. საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით

1. სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მიზნით ფორმდება პირდაპირი ხელშეკრულებები კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის.

2. პირველი პუნქტის შესაბამისად გაფორმებული და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისად კვალიფიციური საწარმოები კომერციულ ოპერატორს უგზავნიან დადგენილი ფორმით შევსებულ განაცხადებს საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად. განაცხადი საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვისათვის უნდა იქნეს წარმოდგენილი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებამდე არა უგვიანეს 3 კალენდარული დღით ადრე.

3. საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე განაცხადის ტექნიკურად განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია არ ჩართოს ელექტროენერგიის ეს მოცულობა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოხმარების გეგმაში, რაზედაც იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომერციულ ოპერატორს, შესაბამისი დასაბუთებით.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმების შემდგომ სისტემის კომერციული ოპერატორი ახდენს შემოსული განაცხადების შერჩევას საბალანსო ელექტროენერგიის ვაჭრობაზე დაშვების მიზნით შემდეგი წესით:

ა) კომერციულმა ოპერატორმა გაყიდვის შესახებ განაცხადები უნდა განიხილოს განაცხადებში წარმოდგენილი ფასების ზრდის მიხედვით, ხოლო თანაბარი ფასების შემთხვევაში მათი წარმოდგენის თანამიმდევრობის შესაბამისად;

ბ) კომერციულმა ოპერატორმა ყიდვის შესახებ განაცხადები უნდა განიხილოს მათი წარმოდგენის თანამიმდევრობის შესაბამისად.

5. შერჩეული განაცხადებით სისტემის კომერციული ოპერატორი ადგენს მყიდველთა და გამყიდველთა სიას და შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების გრაფიკს (მოცულობებს), რის შესახებაც აცნობებს ვაჭრობის მონაწილეებს.

6. დადებული გარიგებების მიხედვით გამყიდველებს უჩნდებათ ვალდებულება დადგენილი გრაფიკების შესაბამისად მიაწოდონ გაყიდული ელექტროენერგიის შესაბამისი მოცულობები, ხოლო მყიდველებს უჩნდებათ ვალდებულება მოიხმარონ დადგენილი გრაფიკების შესაბამისად შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობები.

7. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 12 დღის ვადაში სისტემის კომერციული ოპერატორი ვაჭრობის მონაწილეებს უგზავნის შეტყობინებებს ჩატარებული ვაჭრობების, დადებული გარიგებების, საბალანსო ელექტროენერგიის ფასის, გაყიდული/შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.

8. ვაჭრობებზე გასაყიდად შემოთავაზებული ელექტროენერგია თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებისაგან, მათ შორის ორმხრივი ვადიანი სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან.

9. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს კვალიფიციურ საწარმოებს გარიგებების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად საბანკო გარანტიის წარმოდგენა ამ კვალიფიციური საწარმოს მიერ წინა თვეში კომერციული ოპერატორის მეშვეობით შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საფასურის გადახდის 5 დღეზე მეტი ვადით დაგვიანების შემთხვევაში. ამგვარი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ამ კვალიფიციური საწარმოს მიერ წინა თვეში სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ოდენობით.

    მუხლი 13. პირდაპირი ხელშეკრულება სტანდარტული პირობებით

1. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობებით შედგენილ პირდაპირ ხელშეკრულებებს საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვასა და გაყიდვაზე. ამ ხელეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.

2. პირველ პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებები გამოიყენება საბალანსო ელექტროენერგიის იმ მოცულობების ყიდვისა და გაყიდვისათვის, რომელზეც კვალიფიციურ საწარმოებს არ ჰქონდათ რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები ამ წესებით დადგენილ ვადებში შესაბამისი საანგარიშო პერიოდისათვის.

3. კვალიფიციური საწარმო, რომელიც მიაწვდის ან მოიხმარს იმ ელექტროენერგიას, რომელზეც არ არის რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულება, ითვლება პირველ პუნქტში აღნიშნულ პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ.

4. კომერციულ ოპერატორს შეუძლია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებების მოქმედება კონკრეტულ კვალიფიციური საწარმოსთან, ამ წესების მე-12 მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 14. საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირება

1. საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველებთან სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს ანგარიშსწორებას საანგარიშო პერიოდში მათ მიერ განაცხადში მითითებული ფასებით.

2. სათანადო განაცხადის არარსებობის შემთხვევაში საბალანსო ელექტროენერგიის გამყიდველებთან სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს ანგარიშსწორებას 24-ე მუხლის შესაბამისად.

3. საბალანსო ელექტროენერგიის მყიდველებთან სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს ანგარიშსწორებას საანგარიშო პერიოდში გამყიდველებიდან (მათ შორის განაცხადით და მის გარეშე) მიღებული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

4. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის მყიდველის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვაზე გაკეთებული განაცხადით მოთხოვნილი მოცულობა საანგარიშო პერიოდში სრულად ან ნაწილობრივ არ იქნა მოხმარებული, აუთვისებელ მოცულობაზე მყიდველი კომერციულ ოპერატორს უხდის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს. პირგასამტეხლოს სიდიდე აუთვისებელი საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის პირდაპირ პროპორციოულია.

5. კვალიფიციური საწარმოების მიერ საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვა უნდა განხორციელდეს იმავე ტარიფით, რა ტარიფითაც მოხდა მისი შესყიდვა, ხოლო შესყიდვის რამდენიმე წყაროს არსებობის შემთხვევაში – გასაშუალოებული შეწონილი ტარიფით.

6. კომერციულ ოპერატორსა და კვალიფიციურ საწარმოებს შორის საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობაზე ყველა სხვა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებებით.

თავი V

სისტემის კომერციული ოპერატორი

    მუხლი 15. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციები

1. სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას. მისი ფუნქციები და უფლებამოსილების სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მისი წესდებითა და წინამდებარე წესებით.

2. სისტემის კომერციული ოპერატორის ფუნქციებია:

ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა-გაყიდვა (მათ შორის, იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით). ამ მიზნით სისტემის კომერციული ოპერატორი ახორციელებს:

ა.ა) საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებას კვალიფიციურ საწარმოებთან და სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილი პირდაპირ ხელშეკრულებების დარეგისტრირებას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან;

ა.ბ) საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობის განსაზღვრას ხელშეკრულებებში მოცემული და გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ფაქტობრივი რაოდენობების შედარების გზით;

ა.გ) ამ წესების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიის ფასის გაანგარიშებას;

ა.დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდულ და გაყიდულ საბალანსო ელექტროენერგიაზე კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორებას.

ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად. მათ შორის და არა მხოლოდ:

ბ.ა) სისტემაში ყველაზე იაფი და ეფექტური სარეზერვო სიმძლავრეების გამოვლენა და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;

ბ.ბ) სარეზერვო სიმძლავრის ნასყიდობაზე პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება შესაბამის კვალიფიციურ საწრმოებთან;

ბ.გ) სარეზერვო სიმძლავრის გამოყენების მონიტორინგი;

ბ.დ) სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ შესყიდულ და გაყიდულ სარეზერვო სიმძლავრეზე კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება.

გ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მათ შორის, აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება. მათ შორის და არა მხოლოდ:

გ.ა) აღრიცხვის წერტილების ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;

გ.ბ) საანაგარიშო პერიოდების მიხედვით მრიცხველების ჩვენებების ერთიანი ბაზის შექმნა;

გ.გ) ელექტროენერგიის წარმოების საშუალებების, ქვესადგურების, მომხმარებელთა შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მოგროვება და სისტემატიზაცია.

დ) „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების განსაზღვრა და საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარდგენა.

ე) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საქართველოს მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების შესაბამის საწარმოებთან გაფორმებული პარალელურ რეჟიმში მუშაობის პირდაპირი ხელშეკრულებების წინასწარი შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი.

ვ) საბითუმო აღრიცხვაში გამოყენებული მრიცხველების ინსპექტირება.

    მუხლი 16. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება

1. სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურება სავალდებულოა ყველა კვალიფიციური საწარმოსათვის კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

2. მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ტარიფის გადახდა ხორციელდება სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის სრული მოცულობების მიხედვით, ხოლო განაწილების ლიცენზიატების, ექსპორტიორებისა და პირდაპირი მომხმარებლებისათვის – მოხმარებული ელექტროენერგიის სრული მოცულობების მიხედვით.

3. კვალიფიცური საწრმოები ვალდებულნი არიან ყოველი თვის არა უგვიანეს 25 რიცხვისა აანაზღაურონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულება.

4. სისტემის კომერციული ოპერატორის მოთხოვნისთანავე კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების დაფარვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარატიები ან/და აწარმოონ წინასწარი გადახდა.

5. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია, მომსახურების ღირებულების არგადამხდელი ან გადახდის ვადების დამრღვევი კვალიფიციური საწარმოების მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ზომები, მათ შორის, ორმხრივი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

6. კვალიფიციური საწარმოების მიერ მომსახურების ღირებულების არგადახდა ან გადახდის ვადის სისტემატური დარღვევა წარმოადგენს მათთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან შეზღუდვის საფუძველს, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სისტემის კომერციული ოპერატორი.

7. კვალიფიციური საწარმოსათვის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღების უფლებამოსილების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მას კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულებისა და დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისაგან.

8. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ სარეზერვო სიმძალვრის და საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის ფასში არ შედის სისტემის კომერციული ოპერატორის მოგების კომპონენტი. ეს კომპონენტი გათვალისიწნებული უნდა იყოს სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ტარიფში.

თავი VI

სარეზერვო სიმძლავრე

    მუხლი 17. სარეზერვო სიმძლავრის ფორმირება

1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები და პირდაპირი მომხმარებლები თავიანთი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ვალდებულნი არიან ჰქონდეთ საჭირო მოცულობის სარეზერვო სიმძლავრე „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესების შესაბამისად.

2. პასუხისმგებლობა გაყიდული სარეზერვო სიმძლავრის უზრუნველყოფაზე ეკისრება სარეზერვო სიმძლავრის გამყიდველს და რეგულირდება შესაბამისი სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებით.

3. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მითითებით ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებმა, პირდაპირი მომხმარებლებმა, აგრეთვე კომერციული ოპერატორმა (იმ შემთხვევებისათვის, როდესაც რეზერვის ნასყიდობა ხორციელდება სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით) უნდა მოახდინონ სიმძლავრის რეზერვის შესყიდვა შემდეგი სახეების მიხედვით:

ა) პირველადი რეგულირების რეზერვი (დატვირთვის რეზერვი) – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის პირველად რეგულირებას არა უმეტეს 50-60 წამის პერიოდში და უზრუნველყოფს სისტემის მუშაობას არანაკლებ 15 წუთის განმავლობაში;

ბ) მეორადი რეგულირების რეზერვი – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მეორად რეგულირებას და პირველადი რეგულირების ჩანაცვლებას მობილიზაციის დროით არა უმეტეს 15 წუთი და დატვირთვის შენარჩუნებით არანაკლებ 1 საათი;

გ) ცივი რეზერვი – სიმძლავრის რეზერვი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის მეორადი რეგულირების ჩანაცვლებას მობილიზაციის დროით არა უმეტეს 6 საათი.

    მუხლი 18. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაცია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან

1. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება უნდა სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

2. შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მოხმარების საპროგნოზო მაჩვენებლების ცვლილების შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან მოახდინონ არსებული სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულებების კორექტირება ან/და წარმოადგინონ ახალი ხელშეკრულებები სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე.

3. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

ა) სარეგისტრაციო განაცხადი დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;

ბ) ორივე მხარის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ პირდაპირი ხელშეკრულების ყველა გვერდსა და დანართებზე ხემოწერილი და დამოწმებული ორი დედანი.

4. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება ძალაში შედის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან რეგისტრაციის შემდეგ.

5. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე განაცხადოს უარი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) პირდაპირი ხელშეკრულების რომელიმე მხარე არ წარმოადგენს კვალიფიციურ საწარმოს;

ბ) პირდაპირი ხელშეკრულება არ არის დადებული ამ წესებით განსაზღვრული პერიოდისათვის;

გ) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ვადები;

დ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;

ე) პირდაპირი ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სამინისტროსა ან/და კომისიის მიერ მიღებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს;

ვ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დისპეტჩირება შეუძლებელია ან/და ამ პირდაპირი ხელშეკრულების განხორციელებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს სისტემის ოპერატიულ-დისპეტჩერულ მართვას;

ზ) პირდაპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიმძლავრეს არ გააჩნია ამ წესებით სარეზერვო სიმძლავრისათვის დადგენილი სტრუქტურა და დისპეტჩერებისათვის მზადყოფნის შესაბამისი ხარისხი.

6. თუ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ხელშეკრულების წარმოდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში ორივე მხარეს არ გაუგზავნის შეტყობინებას ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უარის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება ითვლება რეგისტრირებულად.

7. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირ ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში აღნიშნული ცვლილებები დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უნდა ეცნობოს მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 10 კალენდარული დღით ადრე.

8. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების რეგისტრაციაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც თვით ხელშეკრულების რეგისტრაციაზე.

    მუხლი 19. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა

1. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ განაცხადი აუცილებელია წარედგინოს სარეგისტრაციოდ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

2. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3. სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელ გარემოებად ითვლება დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეწყვეტის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის ფაქტი.

4. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილია უარი განაცხადოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) დარღვეულია პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადის სარეგისტრაციოდ წარმოდგენის ამ მუხლში აღნიშნული პირობები;

ბ) პირდაპირი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ცალმხრივ შეწყვეტას, თუ განაცხადი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მხარის მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია პირდაპირი ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ მისი პირობების არსებითად დარღვევის გამო.

    მუხლი 20. სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა და გაყიდვა სტანდარტული პირობებით

1. სისტემის კომერციული ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან არეგისტრირებს სტანდარტული პირობების ფორმით შედგენილ პირდაპირ ხელშეკრულებებს სარეზერვო სიმძლავრის ყიდვასა და გაყიდვაზე. ამ ხელეკრულებების რეგისტრაციასა და მოდიფიცირებაზე არ ვრცელდება მე-3 თავის მოთხოვნები.

2. პირველ პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებები გამოიყენება სარეზერვო სიმძლავრის ყიდვისა და გაყიდვისათვის, რომელზეც კვალიფიციურ საწარმოებს არ ჰქონდათ რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებები ამ წესებით დადგენილ ვადებში.

3. კვალიფიციური საწარმო, რომელსაც არ გააჩნია კანონით დადგენილი წყაროებით უზრუნველყოფილი სარეზერვო სიმძლავრე ითვლება პირველ პუნქტში აღნიშნულ პირდაპირი ხელშეკრულების მხარედ.

4. კომერციულ ოპერატორს შეუძლია შეწყვიტოს პირველ მუხლში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულებების მოქმედება კონკრეტული კვალიფიციური საწარმოს მიმართებაში, ამ წესების შესაბამისად.

5. სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ მუხლის შესაბამისად, კვალიფიციური საწარმოსათვის პირველ პუნქტში აღნიშნული პირდაპირი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, კვალიფიცური საწარმო ერთი კვირის ვადაში ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სარეგისტრაციოდ წარადგინოს სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე ახალი პირდაპირი ხელშეკრულება.

    მუხლი 21. სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა წარმოების საკუთარი საშუალებებით

1. სარეზერვო სიმძლავრის წარმოების საკუთარი საშუალებებით უზრუნველყოფის შემთხვევაში შესაბამისი კვალიფიციური საწარმო სათანადო განაცხადით სარეგისტრაციოდ მიმართავს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

2. პირდაპირ მომხმარებელს თავისი უზრუნველყოფა სარეზერვო სიმძლავრით შეუძლია აგრეთვე საკუთარი მოხმარების შეზღუდვის გზით სიმძლავრის გამოთავისუფლებით. აღნიშნულის თაობაზე მან სათანადო განაცხადით სარეგისტრაციოდ უნდა მიმართოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

3. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში აღნიშნული განაცხადების წარგენასა და რეგისტრაციაზე, აგრეთვე მათში ცვლილებების განხორციელებასა და მოქმედების შეწყვეტაზე ვრცელდება იგივე მოთხოვნები, რაც სარეზერვო სიმძლავრის შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე.

    მუხლი 22. სარეზევო სიმძლავრის მინიმალური ოდენობა

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ელექტროენერგიის ყველა საბითუმო მყიდველი ვალდებულია იქონიოს სარეზერვო სიმძლავრე მისი ყოველსაათობრივი საპროგნოზო მოთხოვნის არანაკლებ შემდეგი მოცულობებისა:

ა) 2006-2009 წწ. – 10% (ადგილობრივი ან იმპორტირებული წყაროებით);

ბ) 2010-2012 წწ. – 10% (მათ შორის, მინიმუმ 5% ადგილობრივი წყაროებით);

გ) 2013-2015 წწ. – 10% (სრულად ადგილობრივი წყაროებით);

დ) 2016-2019 წწ. – 15% (სრულად ადგილობრივი წყაროებით).

თავი VII

ელექტროენერგიის დანაკარგები გადაცემის ქსელში (ტექნოლოგიურ პროცესებში ელექტროენერგიის დანახარჯი)

    მუხლი 23. ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში დანაკარგების ანაზღაურება

1. ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში ნორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება გამანაწილებელი კომპანიების, პირდაპირი მომხმარებლების, ექსპორტიორებისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ პირდაპირი ხელშეკრულებების მხარე წარმოების ლიცენზიატების, იმპორტიორებისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებისათვის, მათ მიერ სალტეებზე გაცემული ელექტროენერგიის საფასურის სრული მოცულობით ანაზღაურების გზით.

2. ელექტროენერგიის განაწილების ქსელში ნორმატიული დანაკარგები ანაზღაურდება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებისა და იმ კვალიფიციური საწარმოების მიერ, რომლებიც ელექტროენერგიას იღებენ განაწილების ქსელიდან. დანაკარგების ღირებულება გათვალისწინებულია კომისიის მიერ დადგენილ შესაბამის ტარიფებში.

3. პირველი პუნქტის შესრულების მიზნით გამანაწილებელი კომპანიების, პირდაპირი მომხმარებლების, ექსპორტიორებისა და სისტემის კომერციული ოპერატორი ელექტროენერგიას შეისყიდიან წარმოების ლიცენზიატების, იმპორტიორებისა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების სალტეებზე.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ზენორმატიულ დანაკარგებს, გადაცემის შესაბამისი ლიცენზიატი უნაზღაურებს კომერციულ ოპერატორს, ზენორმატიული დანაკარგების მოცულობის ელექტროენერგიის საფასურს, ამ წესების შესაბამისად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში განსაზღვრულ საბალანსო ელექტროენერგიის ფასის მიხედვით.

5. ელექტროენერგიის გადაცემის ქსელში ზენორმატიული დანაკარგებისთვის ფინანსური და მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სამართალსუბიექტს, რომლის საკუთრებაში (ბალანსზე) ან მფლობელობაში (დროებით სარგებლობაში) ირიცხება შესაბამისი გადამცემი ქსელი, სადაც ადგილი აქვს ზენორმატიულ დანაკარგებს.

თავი VIII

ანგარიშსწორება

    მუხლი 24. სახელშეკრულებო ვალდებულებები

1. ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ პირდაპირი ხელშეკრულებებით მხარეები უფლებამოსილნი არიან მოილაპარაკონ, რომ ხელშეკრულებაში განსაზღვრული ელექტროენერგიის მოცულობა, მისი გამომუშავების შემთხვევაში, მყიდველის მიერ სრულად იქნება ანაზღაურებული, მიუხედავად ამ კონკრეტული მყიდველის მიერ მისი ფიზიკურად მოხმარების ფაქტის დადგომისა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირველ პუნქტში აღნიშნული პირობა და სააანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ნაკლებია, ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის მყიდველი სუბიექტი ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად კომერციულ ოპერატორზე შესაბამის საანგარიშო პერიოდში შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული პირველ პუნქტში აღნიშნული პირობა და სააანგარიშო პერიოდის ბოლოს აღმოჩნდება, რომ მყიდველის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ნაკლებია, ელექტროენერგიის გამყიდველის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიისა, ელექტროენერგიის გამყიდველი სუბიექტი ითვლება მიერთებულად სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან სტანდარტული პირობებით დარეგისტრირებულ ხელშეკრულებაზე და გამოდის ამ ელექტროენერგიის გამყიდველად კომერციულ ოპერატორზე შესაბამის საანგარიშო პერიოდში მყიდველთან გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის ფასით.

    მუხლი 25. ფინანსური გარანტიების წარმოდგენა

1. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციურმა საწარმომ ან/და საცალო მომხმარებელმა 5 დღეზე მეტი ვადით დააგვიანა შესყიდული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) და/ან გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების ღირებულების გადახდა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი ან/და გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, განაწილების ლიცენზიატები უფლებამოსილნი არიან შესაბამის კვალიფიციურ საწარმოებსა და საცალო მომხმარებლებს მოსთხოვონ საბანკო გარანტია მომდევნო საანგარიშო პერიოდში შესასყიდი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან/და გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების მომსახურების ღირებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად.

2. იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიციური საწარმო ვერ წარადგენს მოთხოვნილ ფინანსურ გარანტიებს კომერციულ ოპერატორს აქვს სრული უფლება არ დაუშვას იგი საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობაზე, ხოლო წარმოების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ლიცენზიატებს შეწყვიტონ ამ მომხმარებლისათვის ელექტროენერგიისა ან/და მომსახურეობის გაწევა ამ წესების შესაბამისად.

3. თუ ელექტროენერგიის (სიმძლავრის), გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, გატარების მომსახურების მყიდველი (მათ შორის, საბალანსო ელექტროენერგიის) კვალიფიციური საწარმო ან/და საცალო მომხმარებელი დააყოვნებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის გადახდას, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამგვარ დაყოვნებასთან დაკავშირებული უშუალო ხარჯები.

4. საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 25 დღის განმავლობაში (თუ სხვა რამ არაა განსაზღვრული პირდაპირი ხელშეკრულებით) მყიდველი კვალიფიციციური საწარმოების ან/და საცალო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ან მომსახურების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში ან ამ მუხლის შესაბამისად საბანკო გარანტიების წარმოუდგენლობის შემთხვევაში ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გამყიდველი კვალიფიციურ საწარმო ან მომსახურების განმახორციელებელი შესაბამისი ლიცენზიანტი უფლებამოსილია მიმართოს ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე.

5. ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია აცნობოს შესაბამის მყიდველს ელექტროენერგიის სრული ან ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ 72 საათით ადრე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში შესაბამისი კვალიფიციურ საწარმოს ან ლიცენზიატის მიერ არ მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გაგზავნილი მიმართვის შეცვლა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი აჩერებს ხელშეკრულების მოქმედებასა და ახორციელებს კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების სრულ ან ნაწილობრივ შეწყვეტას.

    მუხლი 26. მონაცემთა შეგროვება

1. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია თავის მფლობელობაში ან/და მართვაში არსებული საშუალებებით აღრიცხოს მის მიერ წარმოებული, სალტეზე გაცემული, გადაცემული, მოხმარებული და განაწილებული ელექტროენერგიის რაოდენობა, ამ წესების შესაბამისად.

2. კვალიფიციურმა საწარმოებმა აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა გახადონ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის, სისტემის კომერციული ოპერატორისა და აგრეთვე თავისი კონტრაჰენტი მხარეებისათვის.

3. სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც მდებარეობს მიღებისა და მიწოდების პუნქტები უნდა წარმოებდეს საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველების ჩვენებების ოპერატიული ჟურნალები, რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ. ოპერატიულ ჟურნალში იწერება საანგარიშო და ტექნიკური მრიცხველის ჩვენებები ყოველსაათობრივად.

4. იმ სადგურებსა და ქვესადგურებში, სადაც შეუძლებელია მრიცხველის ჩვენებების ყოველსაათობრივი აღება, მრიცხველის ჩვენებები უნდა იყოს აღებული და შეტანილი ოპერატიულ ჟურნალში სულ მცირე 10 დღეში ერთხელ. აღნიშნული სადგურებისა და ქვესადგურების ნუსხას ადგენს სისტემის კომერციული ოპერატორი.

5. ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს, კვალიფიცური საწარმო ვალდებულია მიწოდებისა და მიღების პუნქტებში ელექტროენერგიის მიღებისა და მიწოდების ყველა მონაწილე მხარის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ერთად საანგარიშსწორებო მრიცხველის (მრიცხველების) ჩვენებების (ძაბვების მიხედვით) ოპერატიული ჟურნალის ჩანაწერების ბაზაზე დაყრდნობით შეადგინოს დადგენილი ფორმის გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტი (აქტები).

6. აქტების დედნების რაოდენობა განისაზღვრება კვალიფიციური საწარმოს კონტრაჰენტი მხარების რაოდენობით და აგრეთვე, ორი-ორი დედანი კომერციულ ოპერატორს და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

7. სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი კვალიფიციური საწარმოებისა და გადაცემის ლიცენზიატების მიერ ბრძანებით ინიშნებიან აღრიცხვის კონტროლზე პასუხისმგებელი პირები. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია სისტემატური კონტროლი გაუწიოს მრციხველების ჩვენებების აღების სისწორეს, ოპერატიული ჟურნალის წარმოებასა და სადგურებსა და ქვესადგურებში შესაბამისი ბალანსის შედგენას.

8. სათანადოდ გაფორმებული და დამოწმებული აქტები საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 4 კალენდარული დღისა უნდა იქნეს წარდგენილი სისტემის კომერციული ოპერატორისათვის.

9. აღნიშნული აქტების მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობა იწვევს კვალიფიციური საწარმოს დაჯარიმებას კომერციულ ოპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

10. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტში ცვლილებების შეტანა ხდება იგივე წესით, რაც გათვალისწინებულია ამ აქტის გაფორმებისათვის.

    მუხლი 27. აღრიცხვიანობის რეესტრი და მონაცემთა მართვა

1. კომერციულ ოპერატორს გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტებში დაფიქსირებული ჩვენებები შეაქვს საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიან ბაზაში.

2. სისტემის კომერციული ოპერატორი 7 კალენდარული დღის ვადაში ამუშავებს მონაცემებს მათი სახელშეკრულებო მოცულობებთან შედარების გზით და კვალიფიციურ საწარმოებსა და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატებს წარუდგენს ინფორმაციას მათ მიერ დარეგისტრირებული ხელშეკრულებების შესრულების, სარეზერვო სიმძლავრეების გამოყენებისა და საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობების შესახებ.

3. თუ კვალიფიციური საწარმოები არ ეთანხმებიან სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ დამუშავებულ და წარგენილ ინფორმაციას, მათ 2 კალენდარული დღის ვადაში ამის შესახებ უნდა აცნობონ კომერციულ ოპერატორს წერილობით, უთანხმოების დასაბუთებული მიზეზების ჩვენებით. უთანხმოების გადაჭრის მიზნით იქმნება სამუშაო ჯგუფი სისტემის კომერციული ოპერატორის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისა და შესაბამისი კვალიფიციური საწარმოების მონაწილეობით.

4. სამუშაო ჯგუფმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არა უმეტეს 2 კალენდარული დღისა. სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა გაფორმდეს ოქმის სახით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. გამომუშავებული, მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიღება-ჩაბარების აქტები და სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი ოფიციალური ინფორმაცია არის საფუძველი მხარეებს შორის ანგარიშსწორების განხორციელებისათვის.

6. კვალიფიციური საწარმოების მიერ სისტემის კომერციული ოპერატორისაგან შესყიდულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან მაქსიმუმ 15 კალენდარული დღის ვადაში.

თავი IX

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და გატარების მომსახურება

    მუხლი 28. ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობა

ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურება ხორცილედება მხოლოდ შესაბამისი პირდაპირი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე.

    მუხლი 29. პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე

1. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების შესყიდვაზე პირდაპირი ხელშეკრულება აუცილებელია სარეგისტრაციოდ წარედგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს.

2. პირდაპირ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება უნდა შედგეს წერილობითი ხელშეკრულების ფორმით. პირდაპირი ხელშეკრულების ასეთი შესწორება ექვემდებარება სარეგისტრაციოდ წარედგინას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან.

3. ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია გააჩნდეს პირდაპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების შესყიდვაზე.

4. ყველა კვალიფიციური საწარმო, რომელიც ელექტროენერგიას იღებს განაწილების ქსელის გამოყენებით და აგრეთვე, ის საცალო მომხმარებლები, რომლებიც ელექტროენერგიას შეისყიდიან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებიდან ვალდებულნი არიან გააჩნდეთ შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის გატარების მომსახურებაზე.

თავი X

ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბალანსი

    მუხლი 30. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი

1. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური საპროგნოზო ბალანსის შესადგენად, არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 ივლისისა, იღებს კვალიფიციური საწარმოების მიერ წარდგენილ დადგენილი ფორმის განაცხადებს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდება-მოთხოვნის შესახებ შესაბამისი წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდისათვის.

2. დისპეჩერიზაციის ლიცენზიანტი არა უგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 20 ივლისისა, მიღებული განაცხადებისა და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წინა წლის ფაქტობრივი ბალანსის გათვალისწინებით, ამუშავებს და უგზავნის სამინისტროს დასამტკიცებლად ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მომდევნო წლის საპროგნოზო ბალანსს.

3. სამინისტრო, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსს ამტკიცებს არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აგვისტოსი. ელექტროენერგიის (სიმძლავრის) წლიური ბალანსი მოიცავს პერიოდს მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მომდევნო წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

    მუხლი 31. მიწოდებისა და მოხმარების გეგმები

1. დამტკიცებული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსის ფარგლებში გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების ყოველდღიურ და საათობრივ დაგეგმვას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, კვალიფიცურ საწარმოებს შორის გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულებების შესაბამისად.

2. ამ მიზნით კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს ოფიციალურად წარუდგინონ მათ მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად მომავალი დღის, თვის, კვარტლისა და წლისათავის ელექტროენერგიის (სიმძლავრეების) მიწოდებისა და მოხმარების განაცხადები დადგენილი ფორმით.

3. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების გეგმები მათი დამტკიცებისთანავე ოფიციალურად შეატყობინებს კვალიფიციურ საწარმოებს.

4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ შედგენილი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, ექსპორტს, იმპორტს, გადაცემას, განაწილებას, დისპეტჩერიზაციას, მოხმარებასა და ტრანზიტს. ეს გეგმები ყოველ მათგანს აკისრებს კონკრეტულ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.

5. კვალიფიცური საწარმოები ვალდებულნი არიან უპირობოდ შეასრულონ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოპერატიული მოთხოვნები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. სისტემის კომერციული ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს კვალიფიციური საწარმოების მიერ გენერაციის საშუალებებისა და მიწოდების წყაროების გეგმებში მოცემული ვალდებულებების დაცვის სისტემატური მონიტორინგი.

7. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ისე დაგეგმოს და დისპეტჩერიზაცია გაუწიოს ერთიან ენერგოსისტემას, რომ ელექტროენერგიის პარამეტრები (სიხშირე, ძაბვა და სხვა) შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს;

ბ) დროის ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების და მოხმარების დაბალანსება;

გ) ყოველდღიურად მიაწოდოს კომერციულ ოპერატორს ყველა იმ მითითებებისა და ინსტრუქციების ჩანაწერები, რომლებიც მან გასცა მთელი დღის განმავლობაში, ასევე ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომელიც შეტანილ იქნა წინასწარ შედგენილ ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების გეგმაში.

თავი XI

ელექტროენერგიის საბითუმო აღრიცხვა

    მუხლი 32. ელექტროსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის მიზანი

1. ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის აღრიცხვის ძირითად მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, გამომუშავების, გადაცემის, განაწილების და მოხმარების შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღება კვალიფიციურ საწარმოებს შორის ელექტროენერგიაზე (სიმძლავრეზე) შესაბამისი ანგარიშსწორების წარმოებისათვის.

2. აღრიცხვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის რაოდენობის და სიმძლავრის გასაშუალოებული მოცულობის შეფასება:

ა) ელექტროსადგურების გენერატორების მიერ გამომუშავებულის;

ბ) ელექტროსადგურებისა და ქვესადგურების საკუთარი და სამეურნეო საჭიროებაზე (ცალ-ცალკე) მოხმარებულის;

გ) ენერგოსექტორში საწარმოო საჭიროებისათვის მოხმარებულის;

დ) უშუალოდ მომხმარებლებთან ელექტროსადგურის სალტეებიდან გამომავალი ხაზებით გაშვებულის (გადაცემულის);

ე) სხვა მესაკუთრის ქსელში გადაცემულის ან მათგან მიღებულის;

ვ) ელექტროქსელიდან მომხმარებლებისადმი მიწოდებულის;

ზ) ექსპორტით გადაცემულის და იმპორტით მიღებულის;

თ) ერთი ქვეყნიდან მეორეში ტრანზიტით გამავალის (საქართველოს გავლით).

3. აქტიური სიმძლავრის აღრიცხვის ორგანიზება უნდა იძლეოდეს ისეთი ამოცანების გადაწყვეტის საშუალებას, როგორიცაა:

ა) ენერგოსისტემაში ძაბვის სხვადასხვა კლასის საბითუმო მიწოდების ქსელებში ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობის განსაზღვრა;

ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების შედგენა ენერგოსისტემის საბითუმო მიწოდების ქსელის ყველა დონეზე;

გ) კვალიფიციური საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დადგენილი რეჟიმების და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსების დაცვის კონტროლი;

დ) კვალიფიციურ საწარმოებთან ანგარიშსწორება მოხმარებული ელექტროენერგიისათვის მოქმედი ტარიფებით, მათ შორის, მრავალსაფეხურიანი და დიფერენცირებული ტარიფებით.

4. რეაქტიული ელექტროენერგიის აღრიცხვა უნდა იძლეოდეს საშუალებას:

ა) განისაზღვროს რეაქტიული სიმძლავრე, რომელიც მიიღეს ან მიეწოდათ კვალიფიციურ საწარმოებს;

ბ) აღირიცხოს მაკომპენსირებელი მოწყობილობების მიერ გამომუშავებული რეაქტიული ელექტროენერგია.

გ) უზრუნველყოს სისტემათაშორისი ხაზებით რეაქტიული ელექტროენერგიის გადაცემის კონტროლი.

დ) განისაზღვროს გენერატორის მიერ გამომუშავებული სიმძლავრე.

5. აღრიცხვის მოწყობილობები, ასევე ელექტროენერგიის ხარისხის მაკონტროლებელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდნენ „ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებს და შეტანილი უნდა იყოს გამზომ ხელსაწყოთა რეესტრში. აღნიშნული ხელსაწყოები უნდა დამონტაჟდეს ელექტრომოწყობილობების მოწყობის ინსტრუქციების შესაბამისად.

    მუხლი 33. ელექტროენერგიის აღრიცხვის პრინციპები

1. დადგენილი სტანდარტების, მოქმედი ნორმებისა და მოთხოვნების შესაბამისად, კვალიფიცირებული საწარმო და გადაცემისა და ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხოს მიღების ან გადაცემის წერტილებში წარმოებული, მიწოდებული, გადაცემული ან მიღებული ელექტროენერგიის და სიმძლავრის სრული რაოდენობა. წარუდგინოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს და კომერციულ ოპერატორს აღრიცხვის ყველა მონაცემი და, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სხვა კონტრაქტორი ან ფიზიკურად დაკავშირებული მხარისათვის. სისტემის კომერციული ოპერატორი უფლებამოსილია ჩაატაროს ნებისმიერი კვალიფიციური საწარმოს, ლიცენზიატის საანგარიშსწორებო აღრიცხვის სისტემის ინსპექტირება.

2. თითოეული მინაერთისათვის უნდა განისაზღვროს აღრიცხვის წერტილი, რომელშიც უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის მრიცხველი და მოეწყოს აღრიცხვის სისტემა.

3. კვალიფიციური საწარმო, წარმოების, გადაცემის, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი პასუხისმგებელია მის აღრიცხვის წერტილში აღრიცხვის სისტემის დამონტაჟებაზე, გამართულობასა და ფუნქციონირებაზე წინამდებარე წესების მოთხოვნების შესაბამისად.

4. კომერციულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიცირებული საწარმოები და ლიცენზიატები პრიორიტეტების ჩამონათვალით, რომელთა საფუძველზეც კვალიფიცირებულმა საწარმოებმა და ლიცენზიატებმა მის მფლობელობაში არსებული აღრიცხვის სისტემები უნდა მოიყვანოს „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის მოწყობის და მათით სარგებლობის წესებისა“ და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში 6 თვის განმავლობაში.

5. საკუთარი აღრიცხვის წერტილებში ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწყობილობების დამონტაჟების ან განახლების, გაწყობა-გაშვების, მომსახურებისა და საექსპლოატაციო ხარჯები უნდა გაიღოს კვალიფიციურმა საწარმომ ან/და გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის შესაბამისმა ლიცენზიატმა.

6. ელქტროენერგიის აღრიცხვის სისტემა და მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში არასანქცირებული ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.

7. კვალიფიციურ საწარმოებსა და ლიცენზიატებს უფლება აქვთ მიიღონ ის ინფორმაცია სისტემის კომერციული ოპერატორის აღრიცხვის მონაცემთა ბაზიდან, რომელიც ეხება მათ მიერ წარმოებულ, გადაცემულ თუ მოხმარებულ ელექტროენერგიას და/ან სიმძლავრეს.

8. ელექტროენერგიის აღრიცხვისათვის გამოყენებული გაზომვის მეთოდის მეტროლოგიური კონტროლი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 34. მონაცემთა შენახვა

1. აღრიცხვის მონაცემები, უნდა ინახებოდეს აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში:

ა) 13 თვის განმავლობაში ხელმისაწვდომ ფორმატში;

ბ) 6 წლის განმავლობაში არქივში.

2. ელექტროენერგიის აღრიცხვაში დაშვებული შეცდომების შემთხვევაში აღრიცხვის მონაცემების გადაანგარიშება მოხდება იმ წინა პერიოდიდან, როცა ჩატარდა ხელსაწყოს უკანასკნელი ტექნიკური შემოწმება მაგრამ არა უმეტეს 6 თვისა.

    მუხლი 35. პასუხისმგებლობა აღრიცხვაზე

1. საანგარიშსწორებო ხელსაწყოების დაცულობაზე, მათზე დადებული ბრჯენების ხელშეუხებლობაზე, ადამიანთა ჩარევისაგან გამოწვეული დაზიანებაზე, აგრეთვე აღრიცხვის წრედების დარღვევაზე მატერიალურად და იურიდიულად პასუხისმგებელია ის კვალიფიციური საწარმო, ლიცენზიატი, რომელთა ბალანსზეც იმყოფება მრიცხველების განთავსების მოწყობილობა.

2. აღრიცხვის მოწყობილობის თითოეულ ნაწილს (დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების კარადების საფარები, გადაბმის ყუთები, წევის ყუთები, ტერმინალური ყუთები, განშტოების ყუთები, გამოსაცდელი ბლოკები, მრიცხველის საფარები და მრიცხველები) მრიცხველის მეპატრონემ უნდა გაუკეთოს შესაბამისი ნიშანდება (იარლიყი), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კომერციულ ოპერატორთან რეგისტრაციის მონაცემებს.

3. კვალიფიციური საწარმოები და გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს სისტემის კომერციული ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლის შეუზღუდავი დაშვება საანგარიშსწორებო ხელსაწყოებთან.

    მუხლი 36. აღრიცხვიანობის რეესტრი

1. სისტემის კომერციულმა ოპერატორმა უნდა შექმნას და აწარმოოს აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრი, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ურთიერთობათა აღრიცხვის წერტილების შესახებ სრულ ინფორმაციას.

2. რეესტრი უნდა მოიცავდეს:

ა) აღრიცხვის წერტილების რეგისტრაციას;

ბ) აღრიცხვის წერტილების შემოწმების შესახებ მონაცემებს.

თავი XII

დავების გადაწყვეტა

    მუხლი 37. დავების გადაწყვეტა

ამ წესებთან დაკავშირებული დავები გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XIII

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 38. ამ წესების შემოღებასთან დაკავშირებით გარდამავალი პერიოდისათვის დასარეგულირებელი საკითხები

1. სარეზერვო სიმძლავრის ყიდვა-გაყიდვა იმ კვალიფიციური საწარმოებისათვის, რომელთა აღრიცხვა არ იძლევა საშუალებას მრიცხველების ყოველსაათობრივი ჩვენებების მიღებისა, სარეზერვო სიმძლავრით ვაჭრობენ მხოლოდ სისტემის კომერციული ოპერატორის მეშვეობით.

2. აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური თავისი გამომუშავებიდან იკლებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას და აწარმოებს მის აღრიცხვას წინამდებარე წესებითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგია ითვლება მიწოდებულად წინამდებარე წესების შესაბამისად.

3. 2006 წლის ივლისსა და აგვისტოში კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველების მიერ კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე შესყიდული ელექტროენერგიის საფასურისა და საწევროს გადაუხელობის შემთხვევაში ელექტრობაზარი უფლებამოსილია მოსთხოვოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს კავშირი (ასოციაცია) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა ან შეზღუდვა.

82. 12/04/2024 - Order of Minister of Georgia - 1-1/146 - Website, 15/04/2024 81. 11/04/2024 - Order of Minister of Georgia - 1-1/144 - Website, 12/04/2024 80. 26/03/2024 - Order of Minister of Georgia - 1-1/121 - Website, 29/03/2024 79. 16/02/2024 - Order of Minister of Georgia - 1-1/68 - Website, 16/02/2024 78. 14/02/2024 - Order of Minister of Georgia - 1-1/65 - Website, 14/02/2024 77. 13/12/2023 - Order of Minister of Georgia - 1-1/490 - Website, 14/12/2023 76. 13/10/2023 - Order of Minister of Georgia - 1-1/398 - Website, 16/10/2023 75. 14/08/2023 - Order of Minister of Georgia - 1-1/317 - Website, 16/08/2023 74. 28/04/2023 - Order of Minister of Georgia - 1-1/177 - Website, 28/04/2023 73. 28/03/2023 - Order of Minister of Georgia - 1-1/123 - Website, 29/03/2023 72. 23/03/2023 - Order of Minister of Georgia - 1-1/115 - Website, 24/03/2023 71. 26/12/2022 - Order of Minister of Georgia - 1-1/555 - Website, 28/12/2022 70. 07/10/2022 - Order of Minister of Georgia - 1-1/431 - Website, 10/10/2022 69. 30/09/2022 - Order of Minister of Georgia - 1-1/421 - Website, 30/09/2022 68. 21/07/2022 - Order of Minister of Georgia - 1-1/322 - Website, 21/07/2022 67. 04/05/2022 - Order of Minister of Georgia - 1-1/200 - Website, 05/05/2022 66. 08/04/2022 - Order of Minister of Georgia - 1-1/161 - Website, 12/04/2022 65. 28/02/2022 - Order of Minister of Georgia - 1-1/84 - Website, 28/02/2022 64. 28/12/2021 - Order of Minister of Georgia - 1-1/580 - Website, 28/12/2021 63. 23/07/2021 - Order of Minister of Georgia - 1-1/336 - Website, 23/07/2021 62. 01/07/2021 - Order of Minister of Georgia - 1-1/285 - Website, 05/07/2021 - Amendment contains transitional provision 61. 21/06/2021 - Order of Minister of Georgia - 1-1/257 - Website, 21/06/2021 - Amendment contains transitional provision 60. 09/03/2021 - Order of Minister of Georgia - 1-1/76 - Website, 10/03/2021 - Amendment contains transitional provision 59. 13/01/2021 - Order of Minister of Georgia - 1-1/4 - Website, 15/01/2021 - Amendment contains transitional provision 58. 21/08/2020 - Order of Minister of Georgia - 1-1/333 - Website, 24/08/2020 57. 02/06/2020 - Order of Minister of Georgia - 1-1/202 - Website, 04/06/2020 56. 28/01/2020 - Order of Minister of Georgia - 1-1/46 - Website, 29/01/2020 55. 03/04/2019 - Order of Minister of Georgia - 1-1/160 - Website, 04/04/2019 54. 27/06/2018 - Order of Minister of Georgia - 1-1/326 - Website, 02/07/2018 53. 29/05/2018 - Order of Minister of Georgia - 1-1/262 - Website, 30/05/2018 52. 04/05/2018 - Order of Minister of Georgia - 1-1/230 - Website, 07/05/2018 - Amendment contains transitional provision 51. 14/02/2018 - Order of Minister of Georgia - 1-1/57 - Website, 15/02/2018 50. 24/10/2017 - Order of Minister of Georgia - 67 - Website, 25/10/2017 49. 03/07/2017 - Order of Minister of Georgia - 35 - Website, 04/07/2017 - Amendment contains transitional provision 48. 13/03/2017 - Order of Minister of Georgia - 15 - Website, 14/03/2017 47. 22/02/2017 - Order of Minister of Georgia - 11 - Website, 22/02/2017 46. 08/02/2017 - Order of Minister of Georgia - 8 - Website, 09/02/2017 45. 17/01/2017 - Order of Minister of Georgia - 2 - Website, 18/01/2017 44. 30/11/2016 - Order of Minister of Georgia - 91 - Website, 02/12/2016 43. 24/10/2016 - Order of Minister of Georgia - 83 - Website, 25/10/2016 42. 29/08/2016 - Order of Minister of Georgia - 64 - Website, 29/08/2016 41. 05/08/2016 - Order of Minister of Georgia - 60 - Website, 08/08/2016 40. 20/05/2016 - Order of Minister of Georgia - 30 - Website, 23/05/2016 39. 22/04/2016 - Order of Minister of Georgia - 24 - Website, 25/04/2016 38. 18/04/2016 - Order of Minister of Georgia - 20 - Website, 19/04/2016 37. 01/03/2016 - Order of Minister of Georgia - 9 - Website, 04/03/2016 36. 21/12/2015 - Order of Minister of Georgia - 114 - Website, 22/12/2015 35. 22/09/2015 - Order of Minister of Georgia - 88 - Website, 23/09/2015 34. 24/08/2015 - Order of Minister of Georgia - 82 - Website, 25/08/2015 33. 13/07/2015 - Order of Minister of Georgia - 69 - Website, 15/07/2015 32. 23/06/2015 - Order of Minister of Georgia - 60 - Website, 29/06/2015 31. 09/06/2015 - Order of Minister of Georgia - 58 - Website, 09/06/2015 30. 08/06/2015 - Order of Minister of Georgia - 57 - Website, 09/06/2015 29. 27/03/2015 - Order of Minister of Georgia - 29 - Website, 27/03/2015 28. 05/02/2015 - Order of Minister of Georgia - 8 - Website, 06/02/2015 27. 23/12/2014 - Order of Minister of Georgia - 130 - Website, 24/12/2014 26. 15/12/2014 - Order of Minister of Georgia - 127 - Website, 16/12/2014 25. 13/11/2014 - Order of Minister of Georgia - 119 - Website, 14/11/2014 24. 09/10/2014 - Order of Minister of Georgia - 109 - Website, 13/10/2014 23. 02/07/2014 - Order of Minister of Georgia - 75 - Website, 04/07/2014 22. 28/03/2014 - Order of Minister of Georgia - 36 - Website, 03/04/2014 21. 17/03/2014 - Order of Minister of Georgia - 25 - Website, 21/03/2014 20. 04/03/2014 - Order of Minister of Georgia - 20 - Website, 04/03/2014 19. 11/02/2014 - Order of Minister of Georgia - 13 - Website, 13/02/2014 18. 31/01/2014 - Order of Minister of Georgia - 6 - Website, 04/02/2014 17. 26/12/2013 - Order of Minister of Georgia - 175 - Website, 26/12/2013 16. 18/10/2013 - Order of Minister of Georgia - 148 - Website, 22/10/2013 15. 30/05/2013 - Order of Minister of Georgia - 99 - Website, 30/05/2013 14. 01/05/2013 - Order of Minister of Georgia - 83 - Website, 02/05/2013 13. 22/03/2013 - Order of Minister of Georgia - 51 - Website, 22/03/2013 12. 05/12/2011 - Order of Minister of Georgia - 251 - Website, 111206008, 06/12/2011 11. 16/09/2011 - Order of Minister of Georgia - 190 - Website, 110920001, 22/09/2011 10. 07/06/2011 - Order of Minister of Georgia - 70 - Website, 110607021, 08/06/2011 9. 13/08/2010 - Order of Minister of Georgia - 46 - LHG, 99, 13/08/2010 8. 30/04/2010 - Order of Minister of Georgia - 24 - LHG, 50, 30/04/2010 7. 14/04/2009 - Order of Minister of Georgia - 38 - LHG, 48, 21/04/2009 6. 19/12/2008 - Decision of the Constitutional Court - 1/2/411 - LHG, 62, 23/12/2008 5. 10/11/2008 - Order of Minister of Georgia - 98 - LHG, 163, 14/11/2008 4. 31/10/2007 - Order of Minister of Georgia - 88 - LHG, 153, 31/10/2007 3. 11/09/2007 - Order of Minister of Georgia - 67 - LHG, 127, 11/09/2007 2. 28/06/2007 - Order of Minister of Georgia - 46 - LHG, 92, 29/06/2007 1. 25/04/2007 - Order of Minister of Georgia - 31 - LHG, 58, 26/04/2007