Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
|
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო
1. ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ეს კანონი არ ზღუდავს მის საფუძველზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას. მუხლი 2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია 1. ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის: ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დაფუძნებული, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის შემოსავალი არის ფულადი თანხა ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებულმა შესაბამისმა სუბიექტმა მიიღო შემოსავალი, თუ მას გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის მიერ მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ: ა) აღნიშნულმა სუბიექტმა შემოსავალი უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო; ბ) აღნიშნულმა სუბიექტმა შემოსავალი პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც შემოსავალი უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო; გ) აღნიშნული შემოსავლის წყარო იდენტიფიცირებული არ არის. მუხლი 3. უცხოური ძალა ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული. მუხლი 4. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია 1. სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ვალდებულია მის მიერ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით, მატერიალური ფორმით წარუდგინოს წერილობითი განცხადება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე. ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს აღნიშნული სუბიექტის სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვება, რომ მან შეძლოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ – განაცხადი) ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სააგენტოსთვის წარდგენა. 2. სუბიექტი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სათანადო ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი. 3. განაცხადის ავტორი ვალდებულია განაცხადში, რომელიც იმავდროულად მისი საფინანსო დეკლარაციაა, ასახოს შემდეგი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში): ა) განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) განაცხადის ავტორის ადგილსამყოფლის მისამართი; გ) განაცხადის ავტორის ვებგვერდის მისამართი; დ) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის შესახებ; ე) ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ; ვ) განაცხადის შევსების თარიღი. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განაცხადის სააგენტოსთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს განაცხადი. ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს და განაცხადი სწორად და სრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო ვალდებულია მისთვის განაცხადის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. თუ განაცხადი არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო განაცხადის ავტორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 სამუშაო დღის ვადას განუსაზღვრავს. განაცხადის ავტორი ვალდებულია ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. თუ განაცხადის ავტორი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, სააგენტო ვალდებულია აღნიშნული ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში დაარეგისტრიროს განაცხადის ავტორი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად და აღრიცხოს იგი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში. 5. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში აღრიცხვისთვის საფასური არ გადაიხდევინება. 6. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 5. განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა 1. განაცხადი და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება საჯაროა. სააგენტო ვალდებულია სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთანავე უზრუნველყოს აღნიშნული სუბიექტის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი განაცხადის, ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების, არსებობის შემთხვევაში – აგრეთვე აღნიშნული სუბიექტის მოქმედი წესდების, სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტებისა და საჯარო რეესტრიდან ამ სუბიექტის შესახებ ბოლო ამონაწერის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა. 2. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა. მუხლი 6. ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია 1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვარში ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს საფინანსო დეკლარაცია. ამ სუბიექტმა აღნიშნულ საფინანსო დეკლარაციაში სწორად და სრულყოფილად უნდა ასახოს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში) მისი სააგენტოსთვის წარდგენის წლის წინა წლის მდგომარეობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სააგენტოსთვის წარდგენიდან 30 სამუშაო დღეში გამოიკვლიოს და შეისწავლოს ეს საფინანსო დეკლარაცია. ამ მიზნით ამ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. თუ აღნიშნული საფინანსო დეკლარაცია არასწორად ან/და არასრულყოფილად არის შევსებული, სააგენტო მის წარმდგენ სუბიექტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 სამუშაო დღის ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია ამ ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაცია და მასში ასახული ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის წარდგენის წესს, აგრეთვე აღნიშნული საფინანსო დეკლარაციის ფორმას ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 7. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმება 1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელიც, წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით, აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, უფლება აქვს, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის სააგენტოსთვის წარდგენისას დასაბუთებული წერილობითი განცხადებით, მატერიალური ფორმით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოსთხოვოს მისი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმება. ამ შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი აღნიშნული საკითხის სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის საფუძველზე 30 სამუშაო დღეში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. ამ მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. 2. სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია ეს სუბიექტი დაუყოვნებლივ ამორიცხოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრიდან და სათანადო ვებგვერდიდან წაშალოს აღნიშნულ სუბიექტთან დაკავშირებით ამ კანონის შესაბამისად მანამდე გასაჯაროებული ინფორმაცია და დოკუმენტები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჯაროა და სათანადო ვებგვერდზე ქვეყნდება. 4. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 8. მონიტორინგი 1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან ამ კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი – საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა. 2. მონიტორინგის დაწყების საფუძველია: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას. 3. მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. 4. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 6 თვეში ერთხელ. 5. თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო აღნიშნულ სუბიექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან. ამ შემთხვევაში აღნიშნული სუბიექტი ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი. 6. მონიტორინგის წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მუხლი 9. პასუხისმგებლობა და სამართალწარმოების საკითხები 1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. 2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით ან მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზის აღმოფხვრის ვალდებულების შეუსრულებლობა ან ამ კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული განაცხადის შევსებისა და წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების გაგრძელება იმავე ქმედების ჩადენისთვის ბოლოს დადებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს ადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი სუბიექტისთვის დაკისრება არ ათავისუფლებს მას ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისაგან. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. 8. ამ კანონის საფუძველზე ან/და ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრება მის მოქმედებას არ აჩერებს. მუხლი 10. გარდამავალი დებულებები 1. ამ პუნქტის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში: ა) შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სააგენტომ განახორციელონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო წინასწარი მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებები. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტი, რომელიც, 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით, აკმაყოფილებს იმავე მუხლით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს, ვალდებულია ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით, მატერიალური ფორმით წარუდგინოს წერილობითი განცხადება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე. ამის შემდეგ ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პროცედურები. მუხლი 11. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–მე-9 მუხლებისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი–მე-9 მუხლები და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. |
თბილისი, 28 მაისი 2024 წ. N4194-XIVმს-Xმპ |
Закон Грузии
О прозрачности иностранного влияния
Статья 1. Цель и сфера действия Закона
1. Настоящий Закон для обеспечения прозрачности иностранного влияния регулирует вопрос регистрации субъекта в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, и другие вопросы, связанные с прозрачностью деятельности организации, проводящей интересы иностранной силы.
2. Настоящий Закон не ограничивает деятельность субъекта, зарегистрированного на его основании в качестве организации, проводящей интересы иностранной силы.
Статья 2. Организация, проводящая интересы иностранной силы
1. Для целей настоящего Закона организациями, проводящими интересы иностранной силы, являются:
а) непредпринимательское (некоммерческое) юридическое лицо, которое не учреждено административным органом, которое не является Национальной спортивной федерацией Грузии, предусмотренной Законом Грузии «О спорте», или учреждением крови, предусмотренным Законом Грузии «О качестве и безопасности крови человека и ее компонентов», и источником более 20 процентов общего дохода которого в течение календарного года является иностранная сила;
б) вещатель, предусмотренный Законом Грузии «О вещании», источником более 20 процентов общего некоммерческого дохода которого в течение календарного года является иностранная сила;
в) юридическое лицо, которое единолично или совместно с другим лицом владеет действующими в Грузии печатными средствами массовой информации и источником более 20 процентов общего некоммерческого дохода которого в течение календарного года является иностранная сила;
г) юридическое лицо, которое единолично или совместно с другим лицом владеет или (и) использует интернет-домен или (и) интернет-хостинг, предназначенные для средств Интернета, распространяющих массовую информацию на государственном языке Грузии, и источником более 20 процентов общего некоммерческого дохода которого в течение календарного года является иностранная сила.
2. Для целей настоящей статьи под доходом подразумеваются денежная сумма или иное материальное благо, имеющее имущественную ценность (любая движимая или недвижимая вещь). Расчет стоимости дохода не в виде денежной суммы для целей настоящей статьи производится по его рыночной цене.
3. Для целей пункта первого настоящей статьи считается, что соответствующим субъектом, предусмотренным тем же пунктом, получен доход, если ему была передана денежная сумма или он стал собственником либо пользователем иного материального блага, имеющего имущественную ценность (любой движимой или недвижимой вещи).
4. Для целей пункта первого настоящей статьи считается, что источником дохода, полученного соответствующим субъектом, предусмотренным тем же пунктом, является иностранная сила:
а) в случае прямого или косвенного получения указанным субъектом дохода от иностранной силы;
б) в случае прямого или косвенного получения указанным субъектом дохода от юридического лица, прямо или косвенно получившего доход от иностранной силы;
в) если источник указанного дохода не идентифицирован.
Статья 3. Иностранная сила
Для целей настоящего Закона иностранной силой являются:
а) субъект, составляющий систему власти иностранного государства;
б) физическое лицо, не являющееся гражданином Грузии;
в) юридическое лицо, не учрежденное на основании законодательства Грузии;
г) организационное образование (в том числе, фонд, ассоциация, корпорация, союз, другая организация) или иное объединение лиц, учрежденное на основании иностранного права или (и) международного права.
Статья 4. Регистрация субъекта в качестве организации, проводящей интересы иностранной силы
1. Субъект, удовлетворяющий критерии, установленные статьей 2 настоящего Закона для организации, проводящей интересы иностранной силы, обязан в январе календарного года, следующего за годом удовлетворения им этих критериев, представить в материальной форме в юридическое лицо публичного права, действующее в сфере управления Министерства юстиции Грузии, – Национальное агентство публичного реестра (далее – Агентство) посредством юридического лица публичного права – Дома юстиции письменное заявление о регистрации в качестве организации, проводящей интересы иностранной силы. В таком случае Агентство обязано в течение 2 рабочих дней обеспечить доступ указанного субъекта к надлежащей веб-странице таким образом, чтобы он смог в электронном виде с соблюдением формы, установленной Министром юстиции Грузии, заполнить заявку на регистрацию в качестве организации, проводящей интересы иностранной силы (далее – заявка), и подать ее в Агентство.
2. Субъект обязан в течение 10 рабочих дней после доступа к надлежащей веб-странице, предусмотренной пунктом первым настоящей статьи, заполнить заявку в электронном виде с соблюдением формы, установленной Министром юстиции Грузии, и подать ее в Агентство.
3. Автор заявки обязан отразить в заявке, одновременно являющейся его финансовой декларацией, следующую информацию (в случае наличия):
а) идентификационные данные автора заявки;
б) адрес местонахождения автора заявки;
в) адрес веб-страницы автора заявки;
г) информацию об источнике, размере и цели любой денежной суммы и иного материального блага, имеющего имущественную ценность, полученных автором заявки в течение предыдущего календарного года;
д) информацию о размере и цели любой денежной суммы, израсходованной автором заявки в течение предыдущего календарного года;
е) дата заполнения заявки.
4. Лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии, обязано в течение 30 рабочих дней после подачи в Агентство заявки исследовать и изучить данную заявку. С этой целью указанное лицо вправе получить в соответствии с законом необходимую информацию, в том числе данные, предусмотренные подпунктом «б» статьи 3 Закона Грузии «О защите персональных данных», другие персональные данные и информацию, содержащую тайну (кроме государственной тайны, предусмотренной законодательством Грузии). Все лица, органы, организации, учреждения, от которых лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии, потребует предоставления данной информации, обязаны незамедлительно предоставлять ему имеющуюся у них указанную информацию. Если автор заявки удовлетворяет критерии, установленные статьей 2 настоящего Закона для организации, проводящей интересы иностранной силы, и заявка заполнена верно и в полном объеме, Агентство обязано в течение 30 рабочих дней после подачи заявки зарегистрировать автора заявки в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, и поставить его на учет в Реестр организаций, проводящих интересы иностранной силы. Если заявка заполнена неверно или (и) не в полном объеме, Агентство определяет автору заявки срок для устранения пробела, составляющий 10 рабочих дней. Автор заявки обязан устранить пробел в этот срок. Если автор заявки удовлетворяет критерии, установленные статьей 2 настоящего Закона для организации, проводящей интересы иностранной силы, Агентство обязано в течение 5 рабочих дней после истечения указанного срока зарегистрировать автора заявки в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, и поставить его на учет в Реестр организаций, проводящих интересы иностранной силы.
5. Плата за регистрацию субъекта в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, и постановку его на учет в Реестр организаций, проводящих интересы иностранной силы, не взимается.
6. Правила регистрации субъекта в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, и ведения Реестра организаций, проводящих интересы иностранной силы, а также форму заявки устанавливает Министр юстиции Грузии.
Статья 5. Обеспечение публичности заявки, других надлежащих документов и Реестра организаций, проводящих интересы иностранной силы
1. Заявка и заявление, предусмотренное пунктом первым статьи 4 настоящего Закона, являются публичными. Агентство обязано сразу после регистрации субъекта в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, обеспечить размещение на надлежащей веб-странице и публичный доступ к заявке, поданной указанным субъектом в Агентство, заявлению, предусмотренному пунктом первым статьи 4 настоящего Закона, в случае наличия – также к действующему уставу указанного субъекта, его другим учредительным документам и последней выписке об этом субъекте из Публичного реестра.
2. Информация, внесенная в Реестр организаций, проводящих интересы иностранной силы, является публичной. Агентство обязано обеспечить ее размещение на надлежащей веб-странице и публичный доступ к ней.
Статья 6. Ежегодная финансовая декларация
1. Субъект, зарегистрированный в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, обязан в январе каждого года, следующего за годом регистрации субъекта в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, заполнять в электронном виде с соблюдением формы, установленной Министром юстиции Грузии, и представлять Агентству финансовую декларацию. Данный субъект в указанной финансовой декларации должен верно и в полном объеме отражать информацию, предусмотренную пунктом 3 статьи 4 настоящего Закона (в случае наличия), по состоянию на год, предшествовавший году ее представления Агентству. Лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии, обязано в течение 30 рабочих дней после представления указанной финансовой декларации Агентству исследовать и изучить эту финансовую декларацию. С этой целью указанное лицо вправе получить в соответствии с законом необходимую информацию, в том числе данные, предусмотренные подпунктом «б» статьи 3 Закона Грузии «О защите персональных данных», другие персональные данные и информацию, содержащую тайну (кроме государственной тайны, предусмотренной законодательством Грузии). Все лица, органы, организации, учреждения, от которых лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии, потребует предоставления данной информации, обязаны незамедлительно предоставлять ему имеющуюся у них указанную информацию. Если указанная финансовая декларация заполнена неверно или (и) не в полном объеме, Агентство определяет представившему ее субъекту, срок для устранения пробела, составляющий 10 рабочих дней. Указанный субъект обязан устранить пробел в этот срок.
2. Финансовая декларация, предусмотренная пунктом первым настоящей статьи, и отраженная в ней информация являются публичными. Агентство обязано незамедлительно обеспечить размещение указанной финансовой декларации на надлежащей веб-странице и публичный доступ к ней.
3. Порядок представления финансовой декларации, предусмотренной настоящей статьей, а также форму указанной финансовой декларации устанавливает Министр юстиции Грузии.
Статья 7. Отмена регистрации субъекта, зарегистрированного в качестве организации, проводящей интересы иностранной силы
1. Субъект, зарегистрированный в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, который по данным (обстоятельствам) за предыдущий календарный год более не удовлетворяет критерии, установленные статьей 2 настоящего Закона для организации, проводящей интересы иностранной силы, вправе при представлении Агентству финансовой декларации, предусмотренной статьей 6 настоящего Закона, обратиться с обоснованным письменным заявлением в материальной форме в Министерство юстиции Грузии и требовать отмены его регистрации в качестве организации, проводящей интересы иностранной силы. В таком случае лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии, на основании надлежащего исследования и изучения указанного вопроса в течение 30 рабочих дней принимает соответствующее решение. С этой целью лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии, вправе получить в соответствии с законом необходимую информацию, в том числе данные, предусмотренные подпунктом «б» статьи 3 Закона Грузии «О защите персональных данных», другие персональные данные и информацию, содержащую тайну (кроме государственной тайны, предусмотренной законодательством Грузии). Все лица, органы, организации, учреждения, от которых лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии, потребует предоставления данной информации, обязаны незамедлительно предоставлять ему имеющуюся у них указанную информацию.
2. Агентство в случае принятия решения об отмене регистрации субъекта в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, обязано незамедлительно исключить данный субъект из Реестра организаций, проводящих интересы иностранной силы, и удалить с надлежащей веб-страницы информацию и документы в связи с указанным субъектом, ранее преданные огласке в соответствии с настоящим Законом.
3. Решение, предусмотренное пунктом 2 настоящей статьи, является публичным и публикуется на надлежащей веб-странице.
4. Порядок отмены регистрации субъекта, зарегистрированного в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, устанавливает Министр юстиции Грузии.
Статья 8. Мониторинг
1. В целях выявления организации, проводящей интересы иностранной силы, или проверки исполнения какого-либо из требований настоящего Закона лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии, вправе в любое время осуществлять мониторинг – надлежащее исследование и изучение вопроса.
2. Основаниями для начала осуществления мониторинга являются:
а) решение лица, уполномоченного Министерством юстиции Грузии;
б) поданные в Министерство юстиции Грузии письменное заявление, в котором содержится надлежащая информация, связанная с конкретной организацией, проводящей интересы иностранной силы.
3. В целях осуществления мониторинга лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии, вправе получать в соответствии с законом необходимую информацию, в том числе данные, предусмотренные подпунктом «б» статьи 3 Закона Грузии «О защите персональных данных», другие персональные данные и информацию, содержащую тайну (кроме государственной тайны, предусмотренной законодательством Грузии). Все лица, органы, организации, учреждения, от которых лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии, потребует предоставления данной информации, обязаны незамедлительно предоставлять ему имеющуюся у них указанную информацию.
4. Мониторинг в отношении одного и того же субъекта может осуществляться только раз в 6 месяцев.
5. Если в результате мониторинга выявится, что субъект удовлетворяет критерии, установленные статьей 2 настоящего Закона для организации, проводящей интересы иностранной силы, но он уклонился от регистрации в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, Агентство на основании обращения лица, уполномоченного Министерством юстиции Грузии, регистрирует указанный субъект в качестве организации, проводящей интересы иностранной силы. Регистрация в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, не освобождает этот субъект от ответственности, предусмотренной пунктом первым статьи 9 настоящего Закона. В таком случае указанный субъект обязан в срок, составляющий 10 рабочих дней, заполнить заявку и подать ее в Агентство с соблюдением требований настоящего Закона.
6. Порядок осуществления мониторинга устанавливает Министр юстиции Грузии.
Статья 9. Ответственность и вопросы судопроизводства
1. Уклонение от регистрации в качестве организации, проводящей интересы иностранной силы, или непредставление финансовой декларации, предусмотренной статьей 6 настоящего Закона, в срок, установленный той же статьей, –
влечет наложение штрафа в размере 25 000 лари.
2. Неисполнение требования пункта 2 статьи 4 настоящего Закона, невыполнение обязательства по устранению пробела, предусмотренного пунктом 4 статьи 4 или пунктом первым статьи 6 настоящего Закона, либо невыполнение обязательства по заполнению и подаче заявки, определенной пунктом 5 статьи 8 настоящего Закона, –
влечет наложение штрафа в размере 10 000 лари.
3. Продолжение совершения деяния, предусмотренного пунктом 2 настоящей статьи, в течение одного месяца после применения административного взыскания, наложенного в последний раз за совершение того же деяния, –
влечет наложение штрафа в размере 20 000 лари.
4. Непредоставление лицу, уполномоченному Министерством юстиции Грузии, информации, истребуемой им в соответствии с настоящим Законом, –
влечет наложение штрафа в размере 5 000 лари.
5. Дела об административных правонарушениях, предусмотренных настоящей статьей, рассматривает, протоколы об административных правонарушениях составляет и соответствующие административные взыскания на правонарушителей налагает лицо, уполномоченное Министерством юстиции Грузии. При совершении указанных административных правонарушений судопроизводство осуществляется в соответствии с Кодексом Грузии об административных правонарушениях и другими надлежащими законодательными актами Грузии.
6. Возложение на соответствующий субъект ответственности, предусмотренной настоящей статьей, не освобождает его от исполнения требований настоящего Закона.
7. Лицо, совершившее соответствующее административное правонарушение, может быть привлечено к ответственности, предусмотренной настоящей статьей, только в течение 6 лет после совершения указанного административного правонарушения.
8. Обжалование правового акта, изданного на основании настоящего Закона или (и) на основании подзаконного нормативного акта, предусмотренного настоящим Законом, не приостанавливает его действие.
Статья 10. Переходные положения
1. В 60-дневный срок после введения настоящего пункта в действие:
а) соответствующим органам/должностным лицам принять/издать подзаконные акты, необходимые для исполнения настоящего Закона, и обеспечить соответствие надлежащих подзаконных актов настоящему Закону;
б) Министерству юстиции Грузии и Агентству осуществить предварительные материально-технические и другие мероприятия, необходимые для исполнения настоящего Закона.
2. Субъект, предусмотренный пунктом первым статьи 2 настоящего Закона, который по данным (обстоятельствам) за 2023 год удовлетворяет критерии, установленные той же статьей для организации, проводящей интересы иностранной силы, обязан в месячный срок после введения настоящего пункта в действие посредством юридического лица публичного права – Дома юстиции представить Агентству в материальной форме письменное заявление о регистрации в качестве организации, проводящей интересы иностранной силы. После указанного осуществляются процедуры, определенные статьей 4 настоящего Закона.
Статья 11. Введение Закона в действие
1. Настоящий Закон, за исключением статей первой–9 и пункта 2 статьи 10 настоящего Закона, ввести в действие по опубликовании.
2. Статьи первую–9 и пункт 2 статьи 10 настоящего Закона ввести в действие на 60-й день после опубликования.
Председатель Парламента Грузии Шалва Папуашвили
Тбилиси
28 мая 2024 г.
№ 4194-XIVтс-пXс
рб
Return back
Document comments