On Approval of the Amount and Rules of Payment of Fees for the Publication of Normative Acts in the Legislative Herald of Georgia and for Related Services

On Approval of the Amount and Rules of Payment of Fees for the Publication of Normative Acts in the Legislative Herald of Georgia and for Related Services
Document number 802
Document issuer Minister of Justice of Georgia
Date of issuing 06/01/2022
Document type Order of Minister of Georgia
Source and date of publishing Website, 06/01/2022
Registration code 210070000.22.027.017293
802
06/01/2022
Website, 06/01/2022
210070000.22.027.017293
On Approval of the Amount and Rules of Payment of Fees for the Publication of Normative Acts in the Legislative Herald of Georgia and for Related Services
Minister of Justice of Georgia
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №802

2022 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა და გადახდის წესი.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული საფასურები არ ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანების საფუძველზე განხორციელებულ შესყიდვაზე. მხარეთა შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებები ძალაშია შესაბამისი მომსახურების გაწევის ვადით.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის №225 ბრძანება. 
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე




საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და  მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (შემდგომ – მაცნე) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის, აგრეთვე მაცნეს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის (შემდგომ – საფასური) განაკვეთებსა და მათი გადახდის წესს.

მუხლი 2. საფასურის ცნება

საფასური არის მაცნეს ვებგვერდზე ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის, აგრეთვე მაცნეს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი.

მუხლი 3. საფასურის სახეები

საფასურის სახეებია:

ა) გამოქვეყნების საფასური;

ბ) მომსახურების საფასური.

მუხლი 4. გამოქვეყნების საფასური

1. მაცნეში ნორმატიული აქტები და სხვა საინფორმაციო დოკუმენტები ქვეყნდება მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების ვებგვერდზე გამოქვეყნების საფასური განისაზღვრება დანართი №1-ის 1.1 ცხრილით.

3. მაცნე უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ საფასურის გადახდის გარეშე ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ისეთი დოკუმენტი, რომლის გამოქვეყნება არ არის სავალდებულო კანონმდებლობით.

მუხლი 5. მომსახურების საფასურები:

1. მაცნეს მომსახურების საფასურებია:

ა) მაცნეს ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობის (გარდა საკანონმდებლო აქტებისა), აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასური (დანართი №1-ის 1.2 ცხრილით);

ბ) ტექსტის თარგმნისა და ნათარგმნი ტექსტის რედაქტირების (ინგლისური ენიდან ქართულზე ან პირიქით) საფასური (დანართი №1-ის 1.3 ცხრილი);

გ) ქართულენოვანი ტექსტის რედაქტირების საფასური (დანართი №1-ის 1.4 ცხრილი);

დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელი აქტების სისტემატიზაციის საფასური (დანართი №1-ის 1.5 ცხრილი);

ე) სამართლებრივი აქტების, მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციისა  და პერიოდული გამოცემების ბეჭდვის საფასური (დანართი №1-ის 1.6 ცხრილი).

2. მაცნეს თავმჯდომარეს უფლება აქვს, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისგან გაათავისუფლოს ფიზიკური პირი.

3. ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე სხვა ნორმატიული და საინფორმაციო დოკუმენტების გაცნობა უფასოა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №186 განკარგულებით გათვალისწინებულ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმების, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ეფექტიანი განხორციელების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ მაცნესთვის გათვალისწინებულ ვალდებულებებზე;

ბ) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პერიოდული სამეცნიერო გამოცემის ‒ სამართლებრივი ჟურნალის ბეჭდვისთვის.

5. ამ წესით პირდაპირ გაუთვალისწინებელი მომსახურებისთვის საფასურის ოდენობა შეიძლება დადგინდეს შესაბამისი ხელშეკრულებით.

მუხლი 6. საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. ამ წესის მე-4 მუხლითა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურების გადახდა ხორციელდება ამავე დანართით დადგენილი პირობების შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი მომსახურების განხორციელებამდე. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს მომსახურების გაწევიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული მომსახურების საფასურების გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ამ წესის №1 დანართის 1.3−1.6 ცხრილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 7. გადახდილი საფასურის დაბრუნება

ამ წესის შესაბამისად, შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი საფასური განმცხადებელს უბრუნდება წერილობითი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას გადამხდელის დასახელების, საიდენტიფიკაციო კოდის, საბანკო რეკვიზიტებისა და ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხის შესახებ.

 

დანართი №1

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურების საფასურები

 

ცხრილი 1.1

 

ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტების გამოქვეყნების საფასური

 

მომსახურების სახე

საფასურის ოდენობა ერთი გვერდისთვის

1-დან 10 გვერდის ჩათვლით მოცულობის ტექსტის გამოქვეყნება

26 ლარი

11-დან 50 გვერდის ჩათვლით მოცულობის ტექსტის გამოქვეყნება

20 ლარი

50 გვერდზე მეტი მოცულობის ტექსტის გამოქვეყნება

13 ლარი

 

შენიშვნა: დანართით გათვალისწინებული მომსახურების მიზნებისთვის გვერდების რაოდენობა იანგარიშება გამოსაქვეყნებლად წარდგენილი დოკუმენტის თითოეული გვერდის მიხედვით. არასრული გვერდი ჩაითვლება ერთ გვერდად.

 

ცხრილი 1.2

 

 „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით (გარდა საკანონმდებლო აქტებისა) სარგებლობის  და თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდების საფასური

1. სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით (გარდა საკანონმდებლო აქტებისა) სარგებლობის საფასურები მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით:

 

მომხმარებელთა რაოდენობა

პერიოდი

ერთეულის ფასი

ფასდათმობა (%)

ერთეულის ფასი ფასდათმობით

1-დან 10-ის ჩათვლით

1 თვე

39

39

6 თვე

234

10%

211

12 თვე

468

20%

375

11-დან 50-ის ჩათვლით

1 თვე

26

26

6 თვე

156

10%

140

12 თვე

312

20%

250

51-დან 100-ის ჩათვლით

1 თვე

20

20

6 თვე

117

10%

105

12 თვე

234

20%

187

101- დან 300-ის ჩათვლით

1 თვე

13

13

6 თვე

78

10%

70

12 თვე

156

20%

125

301 - დან 500-ის ჩათვლით

1 თვე

10

10

6 თვე

59

10%

53

12 თვე

117

20%

94

500-ზე მეტი

განისაზღვრება ხელშეკრულებით

 

2. ნორმატიული აქტის დათვალიერების (ჩამოტვირთვის) საფასური ერთ ნორმატიულ აქტზე შეადგენს 4 ლარს.

3. თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონული მიწოდების საფასური თითოეულ თემაზე შეადგენს 2 ლარს.

 

ცხრილი 1.3

 

ტექსტის თარგმნისა და ნათარგმნი ტექსტის რედაქტირების

(ინგლისური ენიდან ქართულზე ან პირიქით) საფასური

 

მომსახურების სახე

მომსახურების ვადა

საფასურის ოდენობა ერთი გვერდისთვის

1-დან 10 გვერდის ჩათვლით მოცულობის ტექსტის თარგმნა

7 სამუშაო დღე

 

 

20 ლარი

 

 

11-დან 50 გვერდის ჩათვლით მოცულობის ტექსტის თარგმნა

30 სამუშაო დღე

50 გვერდზე მეტი მოცულობის ტექსტის თარგმნა

განისაზღვრება ხელშეკრულებით

1-დან 20 გვერდის ჩათვლით მოცულობის ნათარგმნი ტექსტის რედაქტირება

5 სამუშაო დღე

 

 

15 ლარი

 

21-დან 50 გვერდის ჩათვლით მოცულობის ნათარგმნი ტექსტის რედაქტირება

7 სამუშაო დღე

50 გვერდზე მეტი მოცულობის ნათარგმნი ტექსტის რედაქტირება

განისაზღვრება ხელშეკრულებით

 

შენიშვნა:

1. ამ ცხრილით გათვალისწინებული მომსახურების მიზნებისთვის ერთი გვერდის მოცულობად ითვლება 1800 საბეჭდი სიმბოლო ინტერვალების გარეშე, სქოლიოების და შენიშვნების ჩათვლით.

2. ამ ცხრილით გათვალისწინებული მომსახურების მიზნებისთვის არასრული გვერდი დაანგარიშდება შემდეგი წესით:

ა) თუ ტექსტი შედგება ერთზე მეტი გვერდისგან და არასრულ გვერდზე სიმბოლოთა რაოდენობა აღემატება 900 სიმბოლოს, არასრული გვერდი ჩაითვლება სრულ გვერდად;

ბ) თუ ტექსტი შედგება ერთზე მეტი გვერდისგან და არასრულ გვერდზე სიმბოლოთა რაოდენობა არ აღემატება 900 სიმბოლოს, არასრული გვერდი დოკუმენტის მოცულობაში არ ჩაითვლება;

გ) თუ ტექსტი შედგება ერთი გვერდისგან, სიმბოლოთა რაოდენობის მიუხედავად, ის ჩაითვლება სრულ გვერდად.

 

ცხრილი 1.4

ქართულენოვანი ტექსტის რედაქტირების საფასური

 

მომსახურების სახე

მომსახურების ვადა

საფასურის ოდენობა ერთი გვერდისთვის

1-დან 10 გვერდამდე მოცულობის ტექსტის რედაქტირება

3 სამუშაო დღე

10  ლარი

10-დან 50 გვერდამდე მოცულობის ტექსტის რედაქტირება

5 სამუშაო დღე

50-დან 100 გვერდამდე მოცულობის ტექსტის რედაქტირება

10 სამუშაო დღე

100 და მეტი გვერდის მოცულობის ტექსტის რედაქტირება

განისაზღვრება ხელშეკრულებით

 

შენიშვნა:

1. დანართის ცხრილებით გათვალისწინებული მომსახურების მიზნებისთვის ერთი გვერდის მოცულობად ითვლება 1800 საბეჭდი სიმბოლო ინტერვალების გარეშე, სქოლიოების და შენიშვნების ჩათვლით.

2. დანართის ცხრილით გათვალისწინებული მომსახურების მიზნებისთვის არასრული გვერდი დაანგარიშდება შემდეგი წესით:

ა) თუ ტექსტი შედგება ერთზე მეტი გვერდისგან და არასრულ გვერდზე სიმბოლოთა რაოდენობა აღემატება 900 სიმბოლოს, არასრული გვერდი ჩაითვლება სრულ გვერდად;

ბ) თუ ტექსტი შედგება ერთზე მეტი გვერდისგან და არასრულ გვერდზე სიმბოლოთა რაოდენობა არ აღემატება 900 სიმბოლოს, არასრული გვერდი დოკუმენტის მოცულობაში არ ჩაითვლება;

გ) თუ ტექსტი შედგება ერთი გვერდისგან, სიმბოლოთა რაოდენობის მიუხედავად, ის ჩაითვლება სრულ გვერდად.

 

ცხრილი 1.5

 

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის მარეგულირებელი აქტების სისტემატიზაციის საფასური

 

მომსახურების სახე

მომსახურების ვადა

საფასურის ოდენობა ერთი მოქმედებისთვის

სისტემატიზაცია 1-დან 10 მოქმედებამდე

5 სამუშაო დღე

2 ლარი

 

სისტემატიზაცია 10-დან 50 მოქმედებამდე

10 სამუშაო დღე

სისტემატიზაცია 50-დან 100 მოქმედებამდე

21 სამუშაო დღე

სისტემატიზაცია 100 და მეტი მოქმედებისთვის

განისაზღვრება ხელშეკრულებით

 

ცხრილი 1.6

სამართლებრივი აქტების, მათთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციისა და პერიოდული გამოცემების ბეჭდვის საფასური

 

მომსახურების სახე

ტირაჟი

ძაფსაკერზე/თერმულად აკინძული წიგნის ერთეულის ღირებულება

ზამბარის ღირებულება

ბეჭდვა 100 გვერდის ჩათვლით

50-მდე

4 ლარი

 

 

1 ლარი

50-დან − 150-მდე

3.5 ლარი

150-დან − 300-მდე

3 ლარი

300 და მეტი

2.5 ლარი

ბეჭდვა 101 გვერდიდან − 300 გვერდის ჩათვლით

50-მდე

8 ლარი

 

 

1.5 ლარი

50-დან − 150-მდე

7.5 ლარი

150-დან − 300-მდე

7 ლარი

300 და მეტი

6.5 ლარი

ბეჭდვა 301 გვერდიდან − 500 გვერდის ჩათვლით

50-მდე

10 ლარი

 

 

2.3 ლარი

50-დან − 150-მდე

9.5 ლარი

150-დან − 300-მდე

9 ლარი

300 და მეტი

8.5 ლარი

ბეჭდვა ფერადი გვერდის შემთხვევაში (A4 ფორმატის ფურცელი, 120 გრამამდე)

 

 

 

1 ლარი

ბეჭდვა ფერადი გვერდის შემთხვევაში (A4 ფორმატის ფურცელი, 120 გრამი და მეტი)

 

 

1.3 ლარი

500-ზე მეტი გვერდის ბეჭდვის საფასური

 

განისაზღვრება ხელშეკრულებით

 

შენიშვნა:

1. გვერდის რაოდენობაში ითვლება A5 ფორმატის შავ-თეთრი გვერდი.

2. ბეჭდური პროდუქციის ღირებულება მოიცავს ყდის ფერადი გვერდის ღირებულებას.