Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
|
საქართველოს
მთელ
ტერიტორიაზე
საგანგებო
მდგომარეობის
გამოცხადების
შესახებ
|
2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, ქვეყანაში ადამიანთა დაინფიცირების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, ვირუსის მასობრივი გავრცელების მაქსიმალურად შეჩერებისა და მისი ეფექტიანი მართვის შენარჩუნების, ასევე „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, რათა სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. 2. ეს ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი ბრძანება დაუყოვნებლივ გამოცხადდეს საქვეყნოდ, ყველა ხელმისაწვდომი საინფორმაციო საშუალებით და მისი ტექსტის გადაცემა მოხდეს მთელი დღის განმავლობაში. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერილი ბრძანება დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. 5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. 6. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
|
President of Georgia
Edict No 2
21 April 2020
Tbilisi
On the Declaration of the State of Emergency throughout the Whole Territory of Georgia
Considering the declaration of the novel coronavirus (COVID-19) as a pandemic by the World Health Organization on 11 March 2020 and the increased cases of infection of people in the country, in order to prevent the mass spread of the virus as much as possible and to maintain its efficient management, as well as to extend the period of the state of emergency declared by Edict No 1 of 21 March 2020 of the President of Georgia ‘On the Declaration of the State of Emergency throughout the Whole Territory of Georgia’, and to enable the State to fulfil its constitutional obligation to ensure public safety necessary for the democratic society, and to reduce any possible threat to the life and health of the population of the country, in accordance with Article 71(2) of the Constitution of Georgia and Article 2(1) of the Law of Georgia on State of Emergency:
1. The period of the state of emergency declared throughout the whole territory of Georgia by Edict No 1 of 21 March 2020 of the President of Georgia ‘On the Declaration of the State of Emergency throughout the Whole Territory of Georgia’ shall be extended to 22 May 2020 inclusive.
2. This Edict shall be immediately handed over to the Prime Minister of Georgia for co-signing.
3. The Edict co-signed by the Prime Minister of Georgia shall be immediately declared publicly through all available mass media, and its text shall be broadcast throughout the day.
4. The Edict co-signed by the Prime Minister of Georgia shall be immediately submitted to the Parliament of Georgia for approval.
5. The Ministry of Foreign Affairs of Georgia shall immediately notify the Secretary-General of the United Nations of the extension of the period of the state of emergency.
6. This Edict shall enter into force upon declaration.
Salome Zourabichvili
Prime Minister Giorgi Gakharia
Return back
Document comments