Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
| On the Determination of the List of Entrepreneurial Entities and Procedures for their Operation in the Territories of the Municipalities of Marneuli and Bolnisi | |
|---|---|
| Document number | № 1-1/155 |
| Document issuer | Minister of Economy and Sustainable Development of Georgia |
| Date of issuing | 26/03/2020 |
| Document type | Order of Minister of Georgia |
| Source and date of publishing | Website, 26/03/2020 |
| Expiration Date | 18/05/2020 |
| Registration code | 240000000.22.024.016632 |
| Consolidated publications | |
№ 1-1/155
26/03/2020
Website, 26/03/2020
240000000.22.024.016632
On the Determination of the List of Entrepreneurial Entities and Procedures for their Operation in the Territories of the Municipalities of Marneuli and Bolnisi
Minister of Economy and Sustainable Development of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.
Initial version (26/03/2020 - 15/05/2020)
|
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალისა და ფუნქციონირების წესის განსაზღვრის შესახებ
|
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებისა და „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
|
| მუხლი 1 |
|
1. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ამ ბრძანების №1 დანართში მითითებული მეწარმე სუბიექტებიდან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ფუნქციონირების შემდეგ პირობებს:
ა) საქმიანობა/მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს, უპირატესად, ღია სივრცეში;
ბ) ფუნქციონირებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები;
გ) მეწარმე სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელის) მიერ უზრუნველყოფილია დასაქმებულ პირთა სატრანსპორტო გადაადგილება სამუშაო ადგილზე და უკან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით.
2. დამტკიცდეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი (დანართი №1).
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს კონტროლი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფუნქციონირების პირობების დაცვაზე.
4. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №180 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ – „ე.გ“ და „ე.ე“ – „ე.ზ“ ქვეპუნქტების თანახმად აგრძელებენ ფუნქციონირებას.
|
| მუხლი 2 |
|
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ბრძანება ძალას კარგავს საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლისთანავე.
|
|
Return back
Document comments