Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
On Approval of the List of Countries Whose Citizens May Enter Georgia without a Visa | |
---|---|
Document number | 255 |
Document issuer | Government of Georgia |
Date of issuing | 05/06/2015 |
Document type | Ordinance of the Government of Georgia |
Source and date of publishing | Website, 08/06/2015 |
Registration code | 010120000.10.003.018640 |
Consolidated publications |
Viewing of a consolidated version of the document is paid. Please, log in to the system and, if necessary, buy the right to view. Please, get registered or if you are already registered, please, log in to the system
Initial version (08/06/2015 - 24/01/2017)
|
მუხლი 1 |
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“. |
მუხლი 2 |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №522 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა
შენიშვნები: 1. დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. 2. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი. 3. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს. 4. უცხოელს (რომელიც საჭიროებს ვიზას), განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია, მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში. |
Document comments