Law of Georgia on Consular Activities

Law of Georgia on Consular Activities
Document number 6438-რს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 12/06/2012
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 22/06/2012
Registration code 480060000.05.001.016809
Consolidated publications
6438-რს
12/06/2012
Website, 22/06/2012
480060000.05.001.016809
Law of Georgia on Consular Activities
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Consolidated versions (29/05/2014 - 26/12/2018)

საქართველოს კანონი

საკონსულო საქმიანობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი ადგენს საკონსულო საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, საქართველოს საკონსულო დაწესებულების, საკონსულო თანამდებობის პირის და საკონსულო მოსამსახურის სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებების და ვალდებულებების ფარგლებს, მათი საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმებს, განსაზღვრავს საკონსულო თანამდებობის პირის ფუნქციებს და მათი შესრულების სამართლებრივ საფუძვლებს.

    მუხლი 2. საკონსულო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. საკონსულო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.

2. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობას, ჩვეულებებსა და ტრადიციებს.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საკონსულო საქმიანობა საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება;

ბ) საკონსულო თანამდებობის პირი − „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებს საკონსულო ფუნქციებს, საქართველოს საპატიო კონსული;

გ) საკონსულო მოსამსახურე − საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არადიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული ან ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ მიღებული პირი, რომელიც ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევს საკონსულო თანამდებობის პირს;

დ) საქართველოს საკონსულო დაწესებულება (შემდგომ – საკონსულო დაწესებულება) – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) ქვედანაყოფი საზღვარგარეთ, რომელიც ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საკონსულო ურთიერთობისას და იმ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობისას, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, წარმოადგენს საქართველოს;

ე) საკონსულო ოლქი ტერიტორია , რომელიც გამოეყოფა საკონსულო დაწესებულებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად ;

ვ) საკონსულო დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი , რომელიც სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკონსულო პოლიტიკის შემუშავება სა და დაგეგმვასთან დაკავშირებით , ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს , კოორდინაციას უწევს საკონსულო თანამდებობის პირთა მუშაობას , საკონსულო საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცემს დირექტი ვებს და მეთოდოლოგიურ მითითებებს ;

ზ) საქართველოს ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი;

თ) საკონსულო ფუნქციები მოქმედებები , რომელთა განხორციელების უფლებამოსილება აქვს საკონსულო თანამდებობის პირს საკონსულო ურთიერთობ ის შესახებ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ;

ი) საკონსულო მოსაკრებელი – „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანხა, რომელიც გადაიხდევინება საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის .

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 4. საკონსულო საქმიანობის განხორციელება

1. საკონსულო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები არიან საკონსულო დაწესებულებები და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, თავიანთი საკონსულო ოლქების ფარგლებში.

2. საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს ასევე მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში .

3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში ორი ან ორზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას, თუ მიზანშეწონილია მათი და საკონსულო მოსამსახურეთა კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საკონსულო სამსახური.

4. საკონსულო სამსახურს ხელმძღვანელობს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საქართველოს ინტერესთა სექციის საკონსულო თანამდებობის პირი, გარდა გენერალური კონსულისა.

5 . სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს საკონსულო დეპარტამენტმა, ან მესამე სახელმწიფოში არსებულმა საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებამ.

6. საჭიროების შემთხვევაში, სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო საქმიანობა შეიძლება ასევე განახორციელოს დროებით მივლენილმა საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომელმა ან საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან სხვა საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნილმა საკონსულო თანამდებობის პირმა.

    მუხლი 5. საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი

1. საკონსულო თანამდებობის პირი იცავს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს ფიზიკური პირებისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების (შემდგომ − საქართველოს იურიდიული პირები) უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

2. საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ხორციელდება საკონსულო მომსახურებისა და საკონსულო დახმარების ფორმებით.

3. საკონსულო მომსახურების გაწევისას საკონსულო თანამდებობის პირი უზრუნველყოფს საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლით მყოფი საქართველოს ფიზიკური პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, საქართველოს კანონმდებლობის, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.

4. საკონსულო დახმარება გაეწევა საკონსულო ოლქში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს, რომლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა განხორციელდება მხოლოდ იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს შესაძლებელია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ძირითადი საკონსულო ფუნქციები სრულდება მინისტრის ბრძანებით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ხოლო დელეგირებული საკონსულო ფუნქციები − ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

6. თუ, გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, არ ხდება საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების დარღვეული უფლებების აღდგენა, საკონსულო თანამდებობის პირმა ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და საკონსულო დეპარტამენტს.

7. საკონსულო ფუნქციების შესრულებისას საკონსულო თანამდებობის პირმა და საკონსულო მოსამსახურემ უნდა დაიცვან საქართველოს ინტერესები და უნდა იზრუნონ ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებაზე.

8. საკონსულო თანამდებობის პირს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია სამართლებრივ საკითხებში დახმარებისათვის მიმართოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დადგენილი წესით ლიცენზირებულ ადვოკატს.

9. საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს ის შეზღუდვები, რომლებიც გამომდინარეობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და საკონსულო ოლქში მოქმედი კანონმდებლობიდან, ასევე საკონსულო ურთიერთობის შესახებ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციიდან ნ/დ სხვა საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულებებიდან , თუ ასეთი ხელშეკრულებები მოქმედებს საქართველოსა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შორის .

10.საკონსულო თანამდებობის პირმა საკონსულო ფუნქციების შესრულებისას საკონსულო ოლქის ორგანოებთან ურთიერთობის დროს უნდა დაიცვას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში დამკვიდრებული პრაქტიკა და პატივი უნდა სცეს მის ჩვეულებებსა და ტრადიციებს.

11 . საკონსულო თანამდებობის პირის მოქმედებები შეძლებ გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

 

თავი II. საკონსულო დაწესებულებები

    მუხლი 6. საკონსულო დაწესებულებები

1. საკონსულო დაწესებულებებია:

ა) საქართველოს გენერალური საკონსულო;

ბ) საქართველოს საკონსულო;

გ) საქართველოს ვიცე-საკონსულო;

დ) საქართველოს საკონსულო სააგენტო.

2. საკონსულო დაწესებულება იხსნება მინისტრის ბრძანებით, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით.

3. საკონსულო დაწესებულების გახსნის წესსა და ტიპობრივ დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 7. საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები

საქართველოს გენერალურ საკონსულოს ხელმძღვანელობს გენერალური კონსული, საქართველოს საკონსულოს − კონსული, საქართველოს ვიცე-საკონსულოს − ვიცე-კონსული, ხოლო საქართველოს საკონსულო სააგენტოს − საკონსულო აგენტი.

 

თავი III. საკონსულო თანამდებობის პირი

    მუხლი 8. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნა და განთავისუფლება

1. საკონსულო თანამდებობის პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.

 2. საკონსულო თანამდებობის პირის დანიშვნისა და განთავისუფლების ზოგადი საფუძვლები და წესი განისაზღვრება ამ კანონით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სპეციალური სასწავლო პროგრამის გავლის მოთხოვნა არ ვრცელდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირსა და უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირზე.

4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე დანიშვნისას სამინისტროსგან იღებს წერილობით რწმუნებას − საკონსულო პატენტს.

5. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საკონსულო ფუნქციების შესრულებას შეუდგება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის − ეგზეკვატურის − მიღების შემდეგ.

6. საჭიროების შემთხვევაში და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი შეიძლება საკონსულო ფუნქციების შესასრულებლად მივლინებულ იქნეს ეგზეკვატურის მიღებამდე.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 9. საკონსულო თანამდებობის პირის მოვალეობის დროებით შემსრულებლის დანიშვნა

1. საკონსულო თანამდებობის პირის არყოფნის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას დროებით ასრულებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობის პირი, მათ შორის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

2. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დანიშნულია ერთზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი, ერთ-ერთი მათგანის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება დაეკისრება სხვა საკონსულო თანამდებობის პირს. სხვა საკონსულო თანამდებობის პირის არარსებობის შემთხვევაში შეიძლება მინისტრის გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ზოგიერთი საკონსულო ფუნქციის შესრულება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საკონსულო ფუნქციების შესრულების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო საკონსულო ფუნქციების დროებით შესასრულებლად შეიძლება მივლინებულ იქნეს საკონსულო დეპარტამენტის დიპლომატიური თანამდებობის პირი.

4. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის დროებით შესრულება მინისტრის გადაწყვეტილებით დაეკისრება ამ საკონსულო დაწესებულების თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომ საკონსულო თანამდებობის პირს. თუ ასეთი თანამდებობის პირი ორი ან ორზე მეტია, მათგან ერთ-ერთს დასანიშნად წარადგენს აღნიშნული საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.

მუხლი 10. საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობის კოორდინაცია

1. საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს სხვა საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობას.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი კოორდინაციას უწევს საკონსულო სამსახურში სხვა საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო მოსამსახურეთა საქმიანობას.

3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს ინტერესთა სექციაში, რომელშიც არ არის შექმნილი საკონსულო სამსახური და საკონსულო საქმიანობას ახორციელებს ორი ან ორზე მეტი საკონსულო თანამდებობის პირი ან საკონსულო მოსამსახურე, მათი საქმიანობის კოორდინაციას ახორციელებს თანამდებობრივად ყველაზე ზემდგომი საკონსულო თანამდებობის პირი, რომლის მითითებებისა და დავალებების შესრულება სხვა საკონსულო თანამდებობის პირებისა და საკონსულო მოსამსახურეებისათვის სავალდებულოა.

4. საკონსულო თანამდებობის პირი საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას ექვემდებარება სამინისტროს და საკონსულო დეპარტამენტს.

 

თავი IV. საკონსულო ფუნქციები

    მუხლი 11. საკონსულო ფუნქციები

1. საკონსულო ფუნქციები არის საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული იმ სამართლებრივი მექანიზმების ერთობლიობა, რომელთა განხორციელების უფლებამოსილება გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, დასაშვებია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობით და შესაძლებელია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

2. საკონსულო ფუნქციები იყოფა ძირითად და დელეგირებულ საკონსულო ფუნქციებად.

3. ძირითადი საკონსულო ფუნქციებია:

ა) კონსულტაციის გაწევა;

ბ) სამართლებრივი დაცვა;

გ) შუამდგომლობა;

დ) საკონსულო ოლქის ფარგლებში სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა;

ე) საკონსულო ოლქის შემოვლა;

ვ) საკონსულო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულების საერთო ზედამხედველობა;

ზ) საკონსულო ლეგალიზაცია;

თ) საქართველოს ვიზის გაცემა;

ი) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა;

კ) საკონსულო აღრიცხვის წარმოება;

ლ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;

მ) სანოტარო მოქმედებების შესრულება;

ნ) საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საკონსულო მომსახურება.

4. დელეგირებული საკონსულო ფუნქციებია:

ა) საქართველოს მოქალაქეობასა და მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები;

ბ) საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები;

გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები;

დ) მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2481 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.

 

თავი V. ძირითადი საკონსულო ფუნქციები

    მუხლი 12. კონსულტაციის გაწევა

1. საკონსულო თანამდებობის პირი საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას ინფორმაციას ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის, სოციალური დაცვის, სამედიცინო დახმარების, შრომითი საკითხების, მიგრაციისა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

2. საკონსულო თანამდებობის პირი საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აწვდის შესაბამის ინფორმაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებული იურიდიული (საადვოკატო) ბიუროების, ქართული ენის თარჯიმნების, ქართული სკოლების, სათვისტომოებისა და ეკლესიების ადგილმდებარეობის თაობაზე, ასევე აძლევს მათ რჩევებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ჩვეულებების, ტრადიციების, უსაფრთხოებისა და სხვა აუცილებელი საკითხების შესახებ.

    მუხლი 13. სამართლებრივი დაცვა

1. სამართლებრივი დაცვა არის საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის დროს განხორციელებული ღონისძიებები.

2. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა შეიძლება განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დროს.

3. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია შესაბამისი რწმუნების გარეშე წარმოადგინოს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელი წარმომადგენლის განსაზღვრამდე. სამართლებრივი დაცვის განხორციელება არ გულისხმობს სასამართლო განხილვის ან გამოძიების პროცესში უშუალო წარმომადგენლობას.

4. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან წარმომადგენლობის განხორციელებისას თვალყური ადევნოს, რომ ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს წარმომადგენლის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით.

5. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია შეხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან სადეპორტაციო ბანაკში (საიმიგრაციო ცენტრში) მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით და პირადად დარწმუნდეს, რომ დაკავებულის მდგომარეობა და განთავსების პირობები შეესაბამება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს.

6. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა შეიძლება გამოიხატოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მათი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობით. უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საკონსულო თანამდებობის პირი გასცემს სხვადასხვა ცნობას , ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტს, ასრულებს და ამოწმებს დოკუმენტის თარგმანს, უზრუნველყოფს დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვას.

61. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7. საკონსულო თანამდებობის პირი სამართლებრივ დაცვას უწევს საქართველოს ფიზიკურ პირს მის მიმართ მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის აუცილებლობის არსებობისას.

8. სამართლებრივი დაცვის ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის დარჩენილი ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად. საკონსულო თანამდებობის პირი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.

9. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა ხორციელდება ასევე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბუნებრივ ან ტექნოგენურ კატასტროფასთან, საომარ ან საგანგებო მდგომარეობასთან, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული ან ვეტერინარული მდგომარეობის გართულებასთან.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 14. შუამდგომლობა

საკონსულო თანამდებობის პირი საქართველოს ფიზიკური პირის მიმართვის საფუძველზე და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის ფარგლებში შუამდგომლობს საქართველოს ფიზიკურ პირს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან მისი უფლებების დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში.

    მუხლი 15. საკონსულო ოლქის ფარგლებში სავაჭრო, ეკონომიკურ,  კულტურულ, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლებრივ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა

1. საკონსულო თანამდებობის პირი თანამშრომლობს მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, სამეცნიერო, ტრანსპორტის, ტურიზმისა და სამართლის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

2. საკონსულო თანამდებობის პირი ხელს უწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სფეროებში ადგილსამყოფელი სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეთა დაახლოებას, მათ შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაუმჯობესებას.

3. საკონსულო თანამდებობის პირი ხელს უწყობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოსა და საქართველოში სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების გამართვას.

    მუხლი 16. საკონსულო ოლქის შემოვლა

1. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა.

2. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას, განახორციელოს საკონსულო ოლქის შემოვლა, ხოლო სხვა საკონსულო თანამდებობის პირი წერილობით მიმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელს და საკონსულო დეპარტამენტს.

21. საკონსულო დეპარტამენტი უფლებამოსილია საკონსულო თანამდებობის პირს გაუწიოს რეკომენდაცია საკონსულო ოლქის შემოვლის შესახებ.

3. საკონსულო ოლქის შემოვლა გულისხმობს საკონსულო ოლქის ფარგლებში საქართველოს ფიზიკურ პირთა კომპაქტური დასახლების ადგილების მონახულებას, მათი პრობლემების შესწავლას, მათთვის აქტუალური და საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული დახმარების გაწევას.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 17. საკონსულო სფეროში არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულების საერთო ზედამხედველობა

საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს საკონსულო სფეროში არსებული მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან საქართველოს მიერ დადებული ორმხრივი ხელშეკრულებებითა და საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საერთო ზედამხედველობა.

    მუხლი 18. საკონსულო ლეგალიზაცია

1. საკონსულო თანამდებობის პირი ახდენს იმ დოკუმენტებისა და აქტების საკონსულო ლეგალიზაციას, რომლებიც შეადგინა საკონსულო ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ ან დაადასტურა ადგილსამყოფელ სახელმწიფოში აკრედიტებულმა მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ საქართველოს ტერიტორიაზე მათი გამოყენების მიზნით.

2. საკონსულო ლეგალიზაციის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 19. საქართველოს ვიზის გაცემა

1. საკონსულო თანამდებობის პირი გასცემს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის ნებართვას (საქართველოს ვიზას).

2. საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 20. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა

1. საკონსულო თანამდებობის პირი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობას.

2. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2013 წლის  6 სექტემბრის კანონი №1052 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 21. საკონსულო აღრიცხვის წარმოება

1. საკონსულო თანამდებობის პირი აწარმოებს მისი საკონსულო ოლქის ფარგლებში მყოფი საქართველოს ფიზიკური პირების საკონსულო აღრიცხვას.

2. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 22. საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა

1. საკონსულო თანამდებობის პირი სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან თანამშრომლობის მიზნით.

2. საკონსულო თანამდებობის პირი სამართლებრივ დახმარებას უწევს საქართველოს ადმინისტრაციულ ორგანოებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში.

    მუხლი 23. სანოტარო მოქმედებების შესრულება

1. საკონსულო თანამდებობის პირი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს:

ა) ადასტურებს/აუქმებს ანდერძს;

ბ) ადასტურებს/აუქმებს მინდობილობას/რწმუნებულებას;

) ამოწმებს დოკუმენტის ასლს ან/და დოკუმენტიდან ამონაწერს ან/და გასცემს დოკუმენტის ასლს ;

) ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას;

) ამოწმებს დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმანის სისწორეს;

ვ) ადასტურებს პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტს;

ზ ადასტურებს განსაზღვრულ ადგილას პირის ყოფნის ფაქტს;

) ადასტურებს პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობას;

) ადასტურებს დოკუმენტის წარდგენის დროს;

) ასრულებს საზღვაო პროტესტს .

2. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით .

    მუხლი 24. საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების საკონსულო მომსახურება

1. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საქართველოს საზღვაო, საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას.

2. საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფუნქციის შესრულების წესი განისაზღვრება მინისტრისა და ამ კანონის 29-ე მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი დარგობრივი მინისტრების ერთობლივი ბრძანებებით.

 

თავი VI. დელეგირებული საკონსულო ფუნქციები

    მუხლი 25. დელეგირებული საკონსულო ფუნქციების შესრულების წესი და ფარგლები

1. დელეგირებული საკონსულო ფუნქციების შესრულების წესი და ფარგლები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2. დელეგირებული საკონსულო ფუნქციების შესრულებისას მომსახურების საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

თავი VII. საქართველოს საპატიო კონსული

    მუხლი 26 . საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნა , საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნა და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება

1. სამინისტრომ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით ცალკეული საკონსულო ფუნქციების შესრულება შეიძლება დაავალოს საქართველოს საპატიო კონსულს .

2. საქართველოს საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულების გახსნის, საქართველოს საპატიო კონსულის დანიშვნის და მის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულების საკითხები რეგულირდება „საკონსულო ურთიერთობის შესახებ“ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „საქართველოს საპატიო კონსულის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 27 . საქართველოს საპატიო კონსულის საქმიანობის ხელმძღვანელობა

საქართველოს საპატიო კონსული ექვემდებარება სამინისტროს და მოქმედებს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მითითებით , ხოლო თუ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება სამინისტროს მითითებით .

 

თავი VII1. საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებები

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 271. საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნა და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნა

საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების გახსნის და საკონსულო დაწესებულებების მუშაკთა დანიშვნის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

 

თავი VIII. საკონსულო მოსაკრებელი

    მუხლი 28. საკონსულო მოსაკრებელი

1. საკონსულო მოსაკრებელი არის საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან /და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი თანხა , რომელიც ასახავს შესაბამისი საკონსულო ფუნქციის პოლიტიკურ მნიშვნელობას და ეკონომიკურ ღირებულებას .

2. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, აგრეთვე ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე.

3. მოქალაქეობის არმქონე პირი საკონსულო მოსაკრებელს გადაიხდის იმ ოდენობით , ომელიც გათვალისწინებულია იმ ქვეყნის მოქალაქეთათვის , სადაც მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი .

4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები განისაზღვრება კანონით.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

 

თავი IX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 29 . გარდამავალი დებულებები

1. მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა , რომლითაც მტკიცდება საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამ ა და განისაზღვრება ამ პროგრამის გავლის წესი და პირობები .

2. მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა , რომლ ებ ითაც განისაზღვრება :

) საკონსულო დაწესებულების გახსნის წესი და ტიპობრივი დებულება ;

) საკონსულო ფუნქციების შესრულების ზოგადი წესი .

3. მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა , რომლითაც განისაზღვრება საკონსულო თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესი .

4. მინისტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2013 წლის იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა , რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24- მუხლით გათვალისწინებული წესი .

5. მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა , რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24- მუხლი გათვალისწინებული წესი .

6. მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა , რომლითაც განისაზღვრება ამ კანონის 24- მუხლით გათვალისწინებული წესი .

7. ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედების მომენტისათვის როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში მყოფ პირზე მისი როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის ამოწურვამდე .

    მუხლი 30. დასკვნითი დებულებები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ საქართველოს 1994 წლის 22 ნოემბრის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 483) .

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი           . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 12 ივნისი.

№6438-რს