On Special Vocational Education and Training

On Special Vocational Education and Training
Document number 5366-IIს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 06/12/2011
Document type Law of Georgia
Source and date of publishing Website, 111220006, 20/12/2011
Registration code 430060000.05.001.016510
Consolidated publications
5366-IIს
06/12/2011
Website, 111220006, 20/12/2011
430060000.05.001.016510
On Special Vocational Education and Training
Parliament of Georgia
Attention! You are not reading the final edition. In order to read the final edition, please, choose the respective consolidated version.

Consolidated versions (17/03/2020 - 06/09/2022)

საქართველოს კანონი

სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია მოაწესრიგოს საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების განხორციელების პროცესი, დაადგინოს სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი და განსაზღვროს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

    მუხლი 2. სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლები

სპეციალური პროფესიული განათლების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები.

საქართველოს 2018 წლის 20  სექტემბრის  კანონი №3446  –  ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონ ში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სპეციალური პროფესიული განათლება – განათლება, რომლის მიზანია პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის მომზადება;

ბ) (ამოღებულია – 25.05.2012, №6300) ;

გ) ინსტრუქტორი – პირი, რომელიც ასწავლის მსმენელს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული

უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით;

დ) მსმენელი – პირი, რომელიც სწავლობს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით;

ე) სპეციალური პროფესიული მომზადება − სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძირეული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება;

ვ) გადამზადება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია ადრე მიღებული ცოდნისაგან განსხვავებული სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც განპირობებულია სპეციალური პროფესიული საქმიანობის სპეციფიკის შეცვლის აუცილებლობით;

ზ) კვალიფიკაციის ამაღლება – სწავლების პროცესი, რომლის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ დამატებითი სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენა და უნარ-ჩვევების დახვეწა.

საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3958  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2615  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. 

    მუხლი 4. სპეციალური პროფესიული განათლების მიზნები

საქართველოში სპეციალური პროფესიული განათლების მიზნებია:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;

გ) სპეციალური პროფესიული განათლების სფეროში სწავლის სისტემის განვითარება.

საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3958  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2615  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

 

თავი II. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების წესი და სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ

    მუხლი 5. სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება 

სპეციალური პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ მიიღებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3958  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.   

საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2615  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქ ართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6300 ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 7. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება იმ ძირითადი საკითხების შესწავლის მიზნით, რომლებიც აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთათვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად და მათთვის მინიჭებული უფლებების განსახორციელებლად.

2. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამს შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

3. სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

საქართველოს 2015 წლის  8   ივლისის კანონი  №3958  - ვებგვერდი, 15.07.2015წ.  

საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2615  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

    მუხლი 8. მსმენელის შეფასება

1.სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მსმენელის სამართლიანი და დადგენილი კრიტერიუმებით შეფასება.

2.მსმენელის შეფასების სისტემას და კრიტერიუმებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

თავი III. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ორგანიზაცი ულ-სამართლებრივი ფორმა და საქმიანობა

    მუხლი 9. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა 

1.სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია (შემდგომ – აკადემია) და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება.

2. აკადემია, დანაყოფი/დაწესებულება:

ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;

ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.

საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2615  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

    მუხლი 10. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა

სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა ხორციელდება მისი წესდების (დებულების) შესაბამისად.

    მუხლი 11. ინსტრუქტორი

თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მსმენელ სწავლის ინსტრუქტორი, რომელსაც უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

     მუხლი 111. პერსონალისთვის დადგენილი შეზღუდვა

სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5762 – ვებგვერდი, 23.03.2020წ.

    მუხლი 12. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალურ-სამართლებრივი ვალდებულებები

1.სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სწავლის მიმდინარეობისას დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნას ჯანმრთელობის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემო.

2.საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამატებით სოციალურ-სამართლებრივ ვალდებულებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

საქართველოს 2018 წლის 27  ივნისის  კანონი №2615  –  ვებგვერდი, 06.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 22  დეკემბრის კანონი №4083 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.

    მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 6 დეკემბერი.

№5366- II