On Consular Fees

On Consular Fees
Document number 3655-IIს
Document issuer Parliament of Georgia
Date of issuing 01/10/2010
Document type Law of Georgia
Source and date of publishing LHG, 53, 11/10/2010
Registration code 210020120.05.001.016008
Consolidated publications
3655-IIს
01/10/2010
LHG, 53, 11/10/2010
210020120.05.001.016008
On Consular Fees
Parliament of Georgia

Consolidated version (final)

საქართველოს კანონი

საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს საკონსულო მოსაკრებლის სტრუქტურას, მისი გადახდევინების წესს და მის ოდენობას, აგრეთვე საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს.

2. საკონსულო მოსაკრებელი არის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობას და მის ეკონომიკურ ღირებულებას.

    მუხლი 2. საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინების წესი

1. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის.

11. თუ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილია საქართველოს ინტერესთა სექცია, საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს ინტერესთა სექციის მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ კანონის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე ნაცვალგების საფუძველზე.

3. ნაცვალგების საფუძველზე საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო საქართველოს მოქალაქის მიმართ იყენებს ზოგადი წესისაგან განსხვავებულ წესს, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2376 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

    მუხლი 3. საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპი

1. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება, როგორც წესი, წინასწარ, ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

2. ამ კანონის შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარში. იგი გადაიხდება აშშ დოლარში ან/და ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. საქართველოს ეროვნული ბანკი არაუგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აწვდის მომავალი წლისათვის გამოსაყენებელ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლით კურსს.

21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონვერტაციის შემთხვევაში კონვერტაციის შედეგად მიღებული, საკონსულო მოსაკრებლის სახით გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით, მთელ ერთეულამდე. 

3. მოქალაქეობის არმქონე პირი საკონსულო მოსაკრებელს გადაიხდის იმ ოდენობით, რომელიც გათვალისწინებულია იმ ქვეყნის მოქალაქისათვის, სადაც მოქალაქეობის არმქონე პირს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2376 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 17  ივლისის კანონი  №4059  - ვებგვერდი, 29.07.2015წ.

    მუხლი 4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება შემდეგი განაკვეთებით:

ა) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვა – 35 აშშ დოლარი;

ბ) საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვა − 20 აშშ დოლარი;

გ) დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების საკითხის განხილვა – ერთი დოკუმენტისათვის 15 აშშ დოლარი; 

დ) საქართველოს მოქალაქის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დოკუმენტაციის ან ინფორმაციის გამოთხოვისათვის განაცხადის გაგზავნა – ერთი დოკუმენტისათვის 10 აშშ დოლარი;

ე) სხვადასხვა სახის ცნობის გაცემა – 25 აშშ დოლარი;

ვ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება – 25 აშშ დოლარი ;

ზ) საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ცნობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, დიპლომის, ნიშნების ფურცლის, ატესტატის, სერტიფიკატის, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის, მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქეობისა და საქართველოში ბინადრობის ნებართვის საკითხებზე გადაწყვეტილების/დასკვნის თარგმანის შესრულება ან/და თარგმანის სისწორის დადასტურება – თითოეული გვერდისათვის 10 აშშ დოლარი;

თ) (ამოღებულია – 02.05.2014, №2376);

ი) (ამოღებულია - 02.05.2014, №2376);

კ) სანოტარო მოქმედებების შესრულება:

.) ანდერძის დადასტურება 10 აშშ დოლარი;

კ.ბ) ანდერძის გაუქმება 5 აშშ დოლარი;

კ.გ) დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება თითოეული პირისათვის და თითოეული ხელმოწერისათვის 5 აშშ დოლარი;

კ.დ) მინდობილობის/ რწმუნებულების დადასტურება 10 აშშ დოლარი;

კ.ე) მინდობილობის/ რწმუნებულების გაუქმება 5 აშშ დოლარი;

კ.ვ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანის სისწორის დამოწმება თითოეული გვერდის თვის 5 აშშ დოლარი;

კ.ზ) დოკუმენტის ასლის ან/და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება ან/და სანოტარო მოქმედების შესრულების შემდეგ დაცული დოკუმენტის ასლის გაცემა – თითოეული გვერდისათვის 3 აშშ დოლარი;

.) პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის დადასტურება, დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება 15 აშშ დოლარი;

.) საზღვაო პროტესტის შესრულება 150 აშშ დოლარი;“;

ლ) (ამოღებულია – 12.06.2012, №6439);

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოებაში დასაშვებ რომელიმე ენაზე, მისი თარგმ ნის შესრულებისათვის დამატებითი საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემა და “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება ხდება ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე, ინფორმაციის გამოთხოვის თვის ცალკე საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

საქართველოს 201 2 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 5 მარტის  კანონი №2050  – ვებგვერდი, 17.03.2014წ.
საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2376 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 17  ივლისის კანონი  №4059  - ვებგვერდი, 29.07.2015წ.

    მუხლი 5. შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე

1. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) პირები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ან საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და ძალაში შესული ჰუმანიტარული ან/და ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას;

გ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას;

დ) ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოს ვიზების გაფორმებისას;

ე) პირები საქართველოს დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაფორმებისას;

ვ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები საქართველოს ვიზების გაფორმებისას; 

ზ) პირები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას;

თ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

კ) 18 წლამდე პირები ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

) პირები საქართველოში ნეშტის გადმოსვენებისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციისას და თარგმანის შესრულებისას;

) პირები ადგილსამყოფელ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას;

) პირები საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, საქართველოს შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის შემთხვევაში;

ო)  საზღვარგარეთ  საქართველოს  დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საქართველოს ინტერესთა სექციაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციული პერსონალი და მათი ოჯახის წევრები მათ მიმართ საკონსულო ფუნქციების შესრულებისას;

) პირები სხვადასხვა საკონსულო ფუნქციის შესრულების დროს გამოცემული აქტების გაფორმებისას საკონსულო თანამდებობის პირის ბრალეულობით დაშვებული შეცდომის გასწორების შემთხვევაში;

ჟ) საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულო დაწესებულებებში ნასამართლობის შესახებ ცნობების აღებისას;

რ) პირები, რომლებზედაც გაიცემა საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ რეადმისიის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე.

2. საკონსულო მოსაკრებლის 50 პროცენტის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები: 

ა) იძულებით გადაადგილებულ პირებად – დევნილებად ცნობილნი;

ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

გ) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია პირი გათავისუფლდეს საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.

საქართველოს 201 2 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2376 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 17  ივლისის კანონი  №4059  - ვებგვერდი, 29.07.2015წ.  
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3612  – ვებგვერდი, 21.11.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 26 დეკემბრის კანონი №4143 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

    მუხლი 51. საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნების წესი და შემთხვევები

საკონსულო მოსაკრებლის უკან დაბრუნების წესი და შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2015 წლის 17  ივლისის კანონი  №4059  - ვებგვერდი, 29.07.2015წ.  

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47).

2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 1 ოქტომბერი.

№3655– IIს