„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 01/08/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.025.010.701
  • Word
53
01/08/2007
010.240.070.22.025.010.701
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.035.010.701

საქართველოს ენერგეტიკის

მინისტრის ბრძანება №53

2007 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გილაური

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულება

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებები:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება � ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო (შემდგომში � სააგენტო) არის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ნავთობისა და გაზის სფეროს სახელმწიფო მართვასა და რეგულირებას ნავთობისა და გაზის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.

2. სააგენტო შექმნილია ,,ნავთობისა და გაზის შესახებ� და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონებისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესაბამისად.

3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნორმატიული აქტებით, სხვა ნორმატიული აქტებით, ამ დებულებით, სააგენტოს სამართლებრივი აქტებით.

4. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.

5. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვენლობა, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონში ,,ნავთობისა და გაზის შესახებ�.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №45.

��� მუხლი 2. სააგენტოს მიზნები

სააგენტოს მიზნებს წარმოადგენს:

ა) თავის კომპეტენციის ფარგლებში, ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად;

ბ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ერთიანი მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა, ნავთობისა და გაზის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი გატარების პრაქტიკული უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) საქართველოს ნავთობისა და გაზის სექტორში ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;

დ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებში, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობაში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესების დაცვა;

ე) ,,ერთი გაჩერების� და საჯაროობის პრინციპის ხელშეწყობა ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ სააგენტოს საშუალებით ინვესტორს შესაძლებლობა აქვს მიიღოს კონსულტაციები, აწარმოოს მოლაპარაკებები, გააფორმოს ხელშეკრულება, მიიღოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. სააგენტო უფლებამოსილია გასცეს მინაკუთვნი, სერტიფიკატი და ყველა საჭირო ნებართვა ან მათი გაცემის გარანტია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის საწარმოებლად საქართველოში;

ვ) საქართველოში ნავთობის და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგისტრაციის და აღრიცხვის მიზნით, ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;

ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკური უსაფრთხოების, ნავთობის გადამუშავებისა და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.

��� მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები

სააგენტოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების შესახებ ხელშეკრულებათა მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;

ბ) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად. ფართობის შეთავაზების ფორმისა (ტენდერი ან აუქციონი) და ინვესტორთან დასადები ხელშეკრულების ფორმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

გ) ტენდერისა და აუქციონის ჩატარების წესებისა და პირობების შემუშავება და გამარჯვებული ინვესტორისათვის შეთავაზებული სალიცენზიო ფართობის გადაცემის პროცედურის ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ინვესტორის მიერ ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედების შეჩერება/შეწყვეტა და აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო ნორმებისა და წესების შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) გამარჯვებული ინვესტორის გამოსავლენად ტენდერებისა და აუქციონების წარმართვა და ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად შეთავაზებული ფართობის გადაცემის გაფორმება;

ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულების მომზადება, მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულების ხელმოწერა. ხელშეკრულების მომზადების და მოლაპარაკების პროცესში სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს დახმარება ნებისმიერი სამთავრობო სტრუქტურიდან, სახელმწიფო საწარმოსა და ორგანიზაციიდან;

ზ) სახელმწიფოს სახელით ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად საჭირო ლიცენზიების გაცემა; ყველა საჭირო უფლებამოსილების, მინაკუთვნის, ნებართვის, სერტიფიკატის დამტკიცება და გაცემა ან გაცემის გარანტიის მიცემა. სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში ყველა სახელმწიფო დაწესებულება, სახელმწიფო საწარმო და ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს და გადასცეს მას მოთხოვნილი დოკუმენტები;

თ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან, შეგროვებასთან და შენახვასთან დაკავშირებული ყველა საშუალების (მიწისზედა ან მიწისქვეშა საცავის, ტერმინალის, რეზერვუარის, მილსადენის, მოწყობილობის და ა.შ.) ზედამხედველობა და კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ი) ,,ნავთობისა და გაზის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების ზედამხედველობა და კონტროლი. ხელშეკრულებებითა და სარგებლობის ლიცენზიებით წარმოშობილი ვალდებულებების შესასრულებლად ინვესტორისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. ამასთან, არსებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული სახელმწიფო მარეგულირებელი ხასიათის ყოველგვარი პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები (საოპერაციო და კომერციული უფლება-მოვალეობების გარდა) გადაეცემა სააგენტოს;

კ) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ცენტრალიზებული საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (ყველანაირი ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

ლ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ სახელმწიფო არის ამ კომპანიის მფლობელი ან ფლობს მისი აქციების 75%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;

მ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების სფეროში დადებული ხელშეკრულებების კომერციული პირობების ზედამხედველობა;

ნ) ტენდერებისა და აუქციონების პირობების შემუშავების პროცესში მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;

ო) საქმიანობისა და სარგებლობის ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ლიცენზიის მფლობელთათვის გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლად საჭირო პირობების უზრუნველყოფა;

პ) საჭიროების შემთხვევაში, ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების შემოწმების მიზნით, ლაბორატორიის შექმნა და მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ჟ) თავისი კომპეტეციის ფარგლებში ნედლეულის, აგრეთვე ნავთობგაზპროდუქტების სატრანსპორტო საშუალებებით ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა;

რ) სახელმწიფო ინტერესებისა და საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით, არადისკრიმინაციული სამართლებრივი გარემოს შექმნისა და ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზნით სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;

ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის � სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების განხილვა და მათ დამტკიცებაში მონაწილეობა. სააგენტოს ექსპერტებს უფლება აქვთ პერიოდულად შევიდნენ ნავთობის გადამუშავების და გაზის დამუშავების და ტრასპორტირების საქმიანობის ზონაში, აიღონ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ნიმუშები ლაბორატორიაში გასასინჯად. თუ ნავთობის ნედლეულის და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს, სააგენტო გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

��� მუხლი 4. სააგენტოს უფლება-მოვალეობები

სააგენტოს უფლება-მოვალეობებია:

ა) სახელმწიფოს სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, გასცეს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიები. დაარეგულიროს ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის წარმოება საქართველოში;

ბ) გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას;

გ) მოითხოვოს სათანადო ინფორმაცია ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელებისაგან, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციების, დაწესებულებების, სახელმწიფო და კერძო საწარმოების, უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირებისაგან;

დ) ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიების მფლობელის მიერ ,,ნავთობისა და გაზის შესახებ� საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და სააგენტოს ნორმატიული აქტების დარღვევისათვის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის. სააგენტოს უფლება-მოვალეობაა შეაჩეროს ან ვადაზე ადრე შეწყვიტოს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ხელშეკრულების, სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიების პირობების ან საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას;

ე) განიხილოს და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილებები განაცხადებზე, რომლებიც შეტანილია სააგენტოში იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ;

ვ) ინვესტორის ინიციატივითა და მასთან წინასწარი მოლაპარაკების შემდგომ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეცვალოს ნავთობისა და გაზის ნებისმიერი ხელშეკრულების, სარგებლობის ლიცენზიის პირობები ,,ნავთობისა და გაზის შესახებ� საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, მათ შორის, უცხოელი. საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას საკონსულტაციო საბჭო;

თ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა საჭირო მოწყობილობების შეძენა და ექსპლუატაცია ,,საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ� საქართველოს კანონის თანახმად;

ი) უზრუნველყოს სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და გაფართოება, მომუშავეთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

კ) განახორციელოს ნავთობის გადამუშავებისა ან/და გაზის დამუშავების ზედამხედველობა გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ნავთობგაზპროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით;

ლ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის განხორციელების პროცესში უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომხდარი მნიშვნელოვანი შემთხვევის გამოკვლევის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, საჯაროობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას კომისია სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებების და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;

მ) მოითხოვოს და მიიღოს ინვესტორის ან/და საქმიანობის ლიცენზიის მფლობელისაგან ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიში და ყველა სახის ინფორმაცია ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებით;

ნ) ტენდერებისა და აუქციონის პირობების შემუშავების პროცესში, მათი საჯარო განხილვა და დამტკიცება;

ო) სამუშაო ფართობისა და გამოყენებული დანადგარების მიტოვებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად ლიცენზიანტთან ერთად სპეციალური სარეზერვო ფონდის ანგარიშის გახსნა;

პ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.

��� მუხლი 5. სააგენტოს ხელმძღვანელობა

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი.

2. სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წარდგინებით.

3. სააგენტოს უფროსი:

ა) უზურნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს საგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნორმატიული აქტების შესრულებისათვის;

გ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და გასცემს სარგებლობის და საქმიანობის ლიცენზიებს, მინაკუთვნს, სერტიფიკატებს და ნებართვებს სახელმწიფოს სახელით;

დ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს წარუდგენს წინადადებას სააგენტოს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში � დამატებით ბიუჯეტის პროექტზე. იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებაზე;

ე) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს;

ვ) წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;

ზ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აგრეთვე თვალყურს ადევნებს სააგენტოს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობას კანონით დადგენილი წესით;

თ) უფლება აქვს მოითხოვოს ყველა საჭირო მონაცემი და ინფორმაცია სამინისტროებიდან, სახელმწიფო უწყებებიდან, აგრეთვე იმ პირთაგან, რომლებიც აწარმოებენ ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობას საქართველოში;

ი) ძალადაკარგულად ცნობს მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებებს, აგრეთვე საგენტოს უფროსის ბრძანებებს;

კ) კანონით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ნორმატიულ აქტს � ბრძანებას და ზედამხედველობს მის შესრულებას;

ლ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;

ნ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ო) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;

პ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ჟ) ასრულებს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

4. სააგენტოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

5 სააგენტოს უფროსის არყოფნისას სააგენტოს უფროსის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.

6. სააგენტოს უფროსის მოადგილეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეებს და თანამშრომლებს უფლება არა აქვთ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური კავშირი საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების საქმიანობის განმახორციელებელ და/ან მწარმოებელ რომელიმე სუბიექტთან.

��� მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები

1. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი;

გ) ხელშეკრულებების, ლიცენზირების და აუდიტირების სექტორი;

დ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონიტორინგის სექტორი.

2. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს საკადრო საკითხების რეგულირება;

გ) საქმიანობის განხორციელება საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;

დ) სააგენტოს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ვ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

3. საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

ბ) ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან და ტრანსპორტირების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მონაცემისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა და მართვა (მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა);

გ) საქართველოში არსებული ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის და საფონდო მასალის (მათ შორის, ცენტრის შექმნამდე არსებულის) მოძიება, მართვა, შენახვა და ოპტიმიზაცია მათი ერთიან საინფორმაციო ბაზაში ინტეგრირების მიზნით;

დ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

4. ხელშეკრულებების, ლიცენზირების და აუდიტირების სექტორის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ტენდერის პირობებისა და აუქციონის წესების შემუშავება;

ბ) ტენდერებისა და აუქციონების ორგანიზება;

გ) ყველა ხელშეკრულების მომზადება; მოლაპარაკების წარმოება;

დ) სააგენტოს ნორმატიული აქტების მომზადება;

ე) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების სტანდარტების შემუშავებაში, შეცვლასა და დამტკიცებაში მონაწილეობა;

ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი წესებით გათვალისწინებული განაცხადების დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;

ზ) საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ტრანსპორტირებასთან და ამ საქმიანობებთან დაკავშირებული საფინანსო-ეკონომიკური საკითხების ზედამხედველობა და კონტროლი;

თ) ხელშეკრულებების, ბიზნეს-გეგმებისა და სააგენტოში შემოსული პროექტების იურიდიული და ფინანსური ექსპერტიზა;

ი) ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა;

კ) ნედლი ნავთობის, ნედლეულისა და ნავთობგაზპროდუქტების საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე გარიგებებისა და დადგენილი ფასების ანალიზი;

ლ) მარეგულირებელ წესებში საჭირო ცვლილებების და დამატებების მომზადებაში მონაწილეობა;

მ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

5. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონიტორინგის სექტორის ძირითადი ფუნქციებია:

ა) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან კონსულტაციების შემდეგ ფართობის შერჩევა, რომელიც უნდა შესთავაზონ ინვესტორებს ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად;

ბ) სატენდერო პაკეტების შედგენა;

გ) ხელშეკრულებების მომზადებაში და მოლაპარაკებებში მონაწიელეობა;

დ) ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესრულებისა და საქმიანობის ზედამხედველობა და კონტროლი;

ე) ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების მონიტორინგი და კონტროლი გარემოსდაცვითი და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით;

ვ) ოფშორულ და ონშორულ ბლოკებზე რესურსებისა და რეზერვების შესწავლა;

ზ) ინვესტორი/ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გეგმების, განაცხადების განხილვა და ანალიზი;

თ) შესაბამისობის დასკვნების მომზადება;

ი) ნავთობისა და გაზის ოპერაციების მონიტორინგი;

კ) ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობისა და წესების დარღვევისათვის საჯარიმო სანქციების და განრიგის შემუშავება;

ლ) უბედური და მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შემთხვევების გამოკვლევა, განხილვა და საჯარო ანგარიშების მომზადება;

მ) მარეგულირებელ წესებში საჭირო ცვლილებების და დამატებების მომზადებაში მონაწილეობა;

ნ) მოქმედი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

��� მუხლი 7. საგენტოს სიმბოლიკა

1. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით.

2. სააგენტო სახელმწიფო დროშასა და გერბს იყენებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა ან სიმბოლიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სააგენტოს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სააგენტოს სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სააგენტოს სუვენირებზე.

��� მუხლი 8. სააგენტოს ქონება, ბიუჯეტი და ანგარიშის წარდგენა

1. სააგენტოს ქონება წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას. იგი გადაცემულია სააგენტოსათვის ფლობისა და სარგებლობისათვის.

2. სააგენტოს ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში არსებული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება სააგენტოს ბალანსში.

3. სააგენტოს აქვს დასრულებული ბალანსი და ხარჯთა ნუსხა. სააგენტოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.

4. სააგენტოს ხარჯთაღრიცხვას სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად.

5. სააგენტოს ფუნქციების განხორციელების პროცესში მიღებული ყველა შემოსავალი ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. სააგენტო უფლებამოსილია სააგენტოს ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია, საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

��� მუხლი 9. სააგენტოს რეორგანიზაციის, საქმიანობის შეწყვეტისა და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

1. სააგენტოს რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საგენტოს დებულებაში ცვლილებების განხორციელება ხდება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებით.