დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 29/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/02/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.78.091.016024 |
|
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
1. პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის მიზნით, თანდართული სახით, დამტკიცდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხა“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2022 წლის 2 მარტის №03 ბრძანება (www.matsne.gov.ge, 02/03/2022 სარეგისტრაციო კოდი: 010100000.78.091.016003). |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. |
|
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების მქონე ქვეყნების ნუსხა
1. ავსტრალიის თანამეგობრობა 2. ავსტრიის რესპუბლიკა 3. ალბანეთის რესპუბლიკა 4. ანდორის სამთავრო 5. არგენტინის რესპუბლიკა 6. ახალი ზელანდია 7. ბელგიის სამეფო 8. ბოსნია და ჰერცეგოვინა 9. ბულგარეთის რესპუბლიკა 10. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 11. დანიის სამეფო 12. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო 13. ესპანეთის სამეფო 14. ესტონეთის რესპუბლიკა 15. იაპონია 16. ირლანდია 17. ისლანდიის რესპუბლიკა 18. ისრაელის სახელმწიფო 19. იტალიის რესპუბლიკა 20. კანადა 21. კვიპროსის რესპუბლიკა 22. ლატვიის რესპუბლიკა 23. ლიეტუვის რესპუბლიკა 24. ლიხტენშტეინის სამთავრო 25. ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო 26. მალტის რესპუბლიკა 27. მოლდოვას რესპუბლიკა 28. მონაკოს სამთავრო 29. მონტენეგრო 30. ნიდერლანდების სამეფო 31. ნორვეგიის სამეფო 32. პოლონეთის რესპუბლიკა 33. პორტუგალიის რესპუბლიკა 34. რუმინეთი 35. საბერძნეთის რესპუბლიკა 36. საფრანგეთის რესპუბლიკა 37. სერბეთის რესპუბლიკა 38. სლოვაკეთის რესპუბლიკა 39. სლოვენიის რესპუბლიკა 40. უკრაინა 41. უნგრეთი 42. ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკა 43. ფინეთის რესპუბლიკა 44. შვედეთის სამეფო 45. შვეიცარიის კონფედერაცია 46. ჩეხეთის რესპუბლიკა 47. ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა 48. ხორვატიის რესპუბლიკა 49. კორეის რესპუბლიკა |
დოკუმენტის კომენტარები