დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 33 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016515 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/12/2023 - 29/01/2024)
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 91-ე მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი |
თავი I. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
მუხლი 1.თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 10 816,9 ათასი ლარის ოდენობით. (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები თიანეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 10 278,5 ათასი ლარის ოდენობით. (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 178,4 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 360,0 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 10 242,5 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 533,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვროს 543,9 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს 10,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო განისაზღვროს 574,4 ათასი ლარის, ხოლო მთლიანი სალდო 40,5 ათასი ლარის ოდენობით. (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0,0 ათასი ლარის ოდენობით (თანხა ათას ლარებში)
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს -40,5 ათასი ლარის ოდენობით. (თანხა ათას ლარებში)
საშინაო ვალდებულება - 40,5 ათასი ლარი, წარმოადგენს 2017 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული სესხის ძირითად თანხას. 2024 წლის 1 იანვრისათვის მუნიციპალიტეტის მთლიანი ვალდებულება (ვალის ნაშთი) შეადგენს 101,2 ათ. ლარს, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრისათვის მთლიანი ვალდებულების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 60,7 ათ. ლარს. თავი II. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. „ინფრასტრუქტურის განვითარების“ პრიორიტეტისათვის (პროგრამული კოდი 02 00) განისაზღვროს 1 416,5 ათასი. ლარი. თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და განვითარება. ამიტომ აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემების, გარე განათების სისტემების და შენობა-ნაგებობების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები; სარიტუალო ღონისძიებები; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები; ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ღონისძიებები. 1. „საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 01) განისაზღვროს 75,0 ათასი ლარი. პროგრამა ითვალისწინებს საავტომობილო გზების და ქუჩების მოხრეშვა-მოსწორებას; ზამთარში, დიდთოვლობის დროს, გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდას; საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნებს და საგზაო ნიშნების მოწყობას; გზებზე სათვალთვალო ვიდეო-კამერების შეძენა-მონტაჟს და მოვლა-პატრონობას. 1.1.1 „გზების მიმდინარე შეკეთება, მოვლა-შენახვის“ (პროგრამული კოდი 02 01 01) ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს 75,0 ათასი ლარი. ქვეპროგრამა ითვალისწინებს გზების, ქუჩების, ხიდების, ბოგირების მოვლა-შენახვის სამუშაოებს, რაც გულისხმობს: მოასფალტებული გზების, ქუჩების, ხიდების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-შეკეთებას; არაასფალტირებული ქუჩების გრუნტის საფარის მოსწორებას და მოხრეშვა-მოშანდაკებას; ზამთარში გზებზე თოვლის საფარის გაწმენდას; საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნებს და საგზაო ნიშნების მოწყობას; გზებზე სათვალთვალო ვიდეო-კამერების ექსპლუატაციის ხარჯებს. 1.2 „წყლის სისტემების განვითარების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 02) განისაზღვროს 669,2 ათასი ლარი . პროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლის ახალი სისტემების მშენებლობას, არსებულის მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას და ექსპლუატაციის ხარჯებს. სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაოებს. 1.2.1 „სასმელი წყლით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 02 01) განისაზღვროს 669,2 ათასი ლარი. ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლის ახალი სისტემების მშენებლობას, არსებულის მიმდინარე და კაპიტალურ შეკეთებას და ექსპლუატაციის ხარჯებს. სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაოებს. 1.2.1.1 „წყლის სისტემების ექსპლოატაციის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 02 01 01) განისაზღვროს 661,2 ათასი ლარი ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე წყალსადენის სისტემების ექსპლოატაციის, მოვლა-შენახვის, აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაოები. 1.2.1.1.1 „წყლის სისტემების მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 02 01 01 01) განისაზღვროს 521,6 ათასი ლარი ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე წყალსადენის სისტემების მოვლა-შენახვის, აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები. სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაოები. 1.2.1.1.2 „წყლის სისტემების ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 02 01 01 02) განისაზღვროს 139,6 ათასი ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება წყლის ჭაბურღილების ელექტრო ენერგიის ხარჯი. 1.2.1.2 „წყლის სისტემების მშენებლობა, რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 02 01 02) განისაზღვროს - 8,0 ათასი ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წყლის სისტემების და სათავე ნაგებობების კაპიტალურ შეკეთებას, ახლის მშენებლობას. არსებული წყლის ჭაბურღილების ელექტრო ენერგიის აბონენტად რეგისტრაციის ღონისძიებებს. 1.3 „გარე განათების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 03) განისაზღვროს 190,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 02 03) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გარე განათების სისტემის ექსპლოატაციისა და განვითარებისათვის საჭირო ხარჯები. 1.3.1 „გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 03 01) განისაზღვროს 190,0 ათასი ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების სისტემების მოვლა-შენახვას სამუშაოებს: მწყობრიდან გამოსული ნათურების შეცვლას, დაზიანებული და ამორტიზირებული ბოძების შეკეთებას/შეცვლას, დაზიანებული სადენების აღდგენა-შეკეთებას. მოხმარებული ელექტრო ენერგიის ხარჯის დაფინანსებას. 1.3.1.1 „გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 03 01 01) განისაზღვროს 75,0 ათასი ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების სისტემის მოვლა-შენახვის სამუშაოებს: მწყობრიდან გამოსული ნათურების შეცვლას, დაზიანებული და ამორტიზირებული ბოძების შეკეთებას/ შეცვლას, დაზიანებული სადენების აღდგენა-შეკეთებას. 1.3.1.2 „გარე განათების ქსელის ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 03 01 02) განისაზღვროს 115,0 ათასი ლარი ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის ელექტრო ენერგიის ხარჯი. 1.5 „კეთილმოწყობის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი -02 07) განისაზღვროს 29,4 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი სივრცეების: სკვერების, პარკების, მუნიციპალიტეტის შესასვლელების მოვლა-შენახვას, კეთილმოწყობას. 1.5.1 „საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 07 01) განისაზღვროს 29,4 ათასი ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტიში არსებული საზოგადოებრივი სივრცეების: სკვერების, პარკების, მუნიციპალიტეტის შესასვლელების მოვლა-შენახვას, კეთილმოწყობას. 1.6 „სარიტუალო ღონისძიებების“ პროგრამისათვის განისაზღვროს (პროგრამული კოდი 02 08) 9,2 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს სასაფლაოების მოვლა-შენახვის სამუშაოებს. მათ შორის დაზიანებული ღობის შეკეთების, გათიბვის, გასუფთავების. შეწამვლის და სხვა მსგავსი ტიპის სამუშაოებს. 1.6.1 „სასაფლაოების მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 08 01) განისაზღვროს 9,2 ათასი ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს დაბა თიანეთის სასაფლაოს მოვლა-შენახვის სამუშაოებს. მათ შორის დაზიანებული ღობის შეკეთების, გათიბვის, შეწამვლის და სხვა მსგავსი ტიპის სამუშაოებს. 1.7 „სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის ხარჯების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 02 09) განისაზღვროს 443,7 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ექსპერტიზის, შესრულებული სამუშაოების საექსპერტო-საზედამხედველო მომსახურების ხარჯებს. 2.0 „დასუფთავება და გარემოს დაცვის“ პრიორიტეტისათვის (პროგრამული კოდი 03 00) განისაზღვროს 739,7 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება გარემოს დასუფთავების, მწვანე ნარგავების დარგვის და არსებულის მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. 2.1 „დასუფთავება და ნარჩენების გატანის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 03 01) განისაზღვროს 729,7 ათასი ლარი. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სკვერების და ქუჩების დაგვა-დასუფთავება, სანიაღვრე არხების გაწმენდის, გზისპირებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში ბალახის გათიბვის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და დასახლებიდან მოშორებით ნაგავსაყრელზე გატანის სამუშაოები. 2.2 „მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 03 02) განისაზღვროს 10,0 ათასი ლარი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ახალი ხეების, გაზონების, ყვავილების დარგვა, ახალი გამწვანების ზონების შექმნა, არსებულის მოვლა-პატრონობა. 3. „განათლების“ პრიორიტეტისათვის (პროგრამული კოდი 04 00) განისაზღვროს 2 009,6 ათასი ლარი მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მომავალი თაობების განვითარებასა და განათლებას. ამ მიმართულებით ხორციელდება სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა. ასევე განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანთა წახალისება სხვადასხვა ფორმით. 3.1 „სკოლამდელი დაწესებულებები ხელშეწყობის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 04 01) განისაზღვროს 1 984,6 ათასი ლარი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანება. დღეისათვის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 16 საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც 2024 წელს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში ჩართული იქნება 270 ბავშვი. ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრედელო გარემოს შესაქმნელად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნას; სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვას; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას; კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვას; სახელმწიფო სტანდარტებით განსაზღვრული ცოდნის, უნარ-ჩვევების, ღირებულელების და დამოკიდებულებების სწავლება-ჩამოყალიბებას; დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას. 3.2„განათლების ღონისძიებების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 04 03) განისაზღვროს 25,0 ათასი ლარი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური და შემეცნებითი პროექტების ორგანიზებას. ამ პროექტებში გამარჯვებულთა წახალისებას ფულადი ჯილდოთი ან/და ფასიანი საჩუქრებით. წარმატებული სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და საგანმანათლებლო სფეროში ღვაწლმოსილი პირების წახალისებას ფულადი ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზითა და ფასიანი საჩუქრებით. 4.0 „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების“ პრიორიტეტისათვის (პროგრამული კოდი 05 00) განისაზღვროს 1 547,4 ათასი. ლარი სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურული მიმართულებების მხარდაჭერა მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან. ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში. ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურის და სპორტის სფეროების განვითარების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას. სპორტული და კულტურული ობიექტების კეთილმოწყობას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების შენარჩუნებას, რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერას. 4.1 „სპორტის სფეროს განვითარების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 05 01) განისაზღვროს 428,7 ათასი. ლარი პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტის სახეობების პოპულარიზაციას; სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნას; მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტული აქტივობების ორგანიზებას; რეგიონული, რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილების მიღების და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ხარჯებს. 4.1.1 „სპორტული დაწესებულებები ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 05 01 01) განისაზღვროს 391,7 ათასი. ლარი ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტული კლუბი „თიანეთის“ ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს სპორტსმენების სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნას. სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას. წარმატებული სპორტსმენების და ტრენერების წახალისებას. სპორტულ კლუბში ფუნქციონირებს სპორტის 13 წრე: ჭადრაკის, ფეხბურთის, ჭიდაობის, ძიუდოს, ქართული ჭიდაობის, რაგბის, ფრენბურთის, კიკბოქსინგის. ტაეკვანდოს, ძალოსნობის, ჩოგბურთის, კალათბურთისა და კრივის წრეები. სულ ჩართულია 250 მოზარდი. 4.1.2 „სპორტული ღონისძიებების“ ქვეპროგრამისთვის (პროგრამული კოდი 05 01 02) განისაზღვროს 37,0 ათასი. ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზებას; წარმატებული ახალგაზრდა და ვეტერანი სპორტსმენებისთვის, მუნიციპალურ, რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილების მიღებასა და ტრანსპორტირებაში, ფინანსურ მხარდაჭერას; წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოებას. 4.2 „კულტურის სფეროს განვითარების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 05 02) განისაზღვროს 1 118,7 ათასი. ლარი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში კულტურული განვითარების პროცესის ხელშეწყობის ღონისძიებები. ამ მიზნით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ხვადასხვა ანსამბლები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, აგრეთვე ტარდება კულტურული ღონისძიებები. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ არსებული მდგომარეობა და ხელი შევუწყოთ მის მომავალ განვითარებას. ახალი ინიციატივების გამოვლენას, რომლის მეშვეობითაც გაიზრდება მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობა. 4.2.1 „კულტურის სფეროს დაწესებულებების ხელშეწყობა“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 05 02 01) განისაზღვროს 965,7 ათასი. ლარი პროგრამა ითვალისწინებს კულტურული ობიექტების კეთილმოწყობის. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ტრადიციების შენარჩუნების, ახალგაზრდა თაობისთვის ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესწავლის, საგამოცემლო საქმიანობის და რელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერის ღონისძიებებს. 4.2.1.1 „სამუსიკო სკოლის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 05 02 01 01) განისაზღვროს 74,7 ათასი. ლარი ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „ნიკო ქუმსიაშვილი სახელობის სამუსიკო სკოლის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯები. სადაც მიმდინარეობს სწავლება საპორტეპიანო, თეორიული და ხალხური საკრავების მიმართულებით. სკოლაში ირიცხება 41 მოსწავლე. 4.2.1.2 „ბიბლიოთეკების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 05 02 01 02) განისაზღვროს 194,9 ათასი. ლარი ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანება“, რომლის შემადგენლობაში შედის ერთი მთავარი და 16 სოფლის ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკები ემსახურება ყველა ასაკის მკითხველს. სოფელ სიმონინთხევის, სოფელ ახალსოფლის, სოფელ ზარიძეების, დაბა სიონის და მთავარ ბიბლიოთეკაში მკითხველს აქვს ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა. დაგეგმილია ეტაპობრივად დანარჩენი ბიბლიოთეკების კომპიუტერებით და ინტრენეტით უზრუნველყოფა. წლის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები და თემატური გამოფენები. შემეცნებითი შეხვედრები სკოლებსა და ბაღებში, ყოველწლიურად ხორციელდება წიგნადი ფონდის განახლება, მკითხველისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად საჭირო ინვენტარის შეძენა. 4.2.1.3 „მუზეუმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისათვის განისაზღვროს (პროგრამული კოდი 05 02 01 03) 151,6 ათასი. ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „თიანეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების“ დაფინანსებას. გაერთიანებაში შედის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი. ორგანიზაცია ახორციელებს სამუზეუმო ფონდების განახლებას, მუზეუმებზე არსებული ინფორმაციის შეგროვებას, განახლებას და სისტემატიზაციას, ვიზიტორების მიღებას. აწყობს ექსპედიციებს, რაც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ტურისტებისათვის ადგილობრივი კულტურის გაცნობას. 4.2.1.4 „კულტურის ცენტრის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 05 02 01 04) განისაზღვროს 479,8 ათასი. ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, კულტურის ცენტრის შემადგენლობაში შედის კულტურის სახლი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი და ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი. ფუნქციონირებს 13 წრე: ქორეოგრაფიული, ფოლკლორული და საესტრადო სიმღერების, გარმონის დაკვრის, სახვითი ხელოვნების, გიტარის შემსწავლელი, ქსოვის, დიზაინის და რუსული ენის წრეები. სულ ჩართულია 150 მოზარდი. ცენტრი ორგანიზებას უწევს კონცერტების და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების საღამოების ჩატარებას. ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობას იღებენ ქვეყნის მასშტაბით გამართულ ფესტივალებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში. 4.2.1.5 „საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 05 02 01 05) განისაზღვროს 64,7 ათასი. ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს გაზეთი „თიანეთის მომავალი“-ს გამოცემისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას. გაზეთი გამოიცემა თვეში ერთხელ. გავრცელება ხდება უფასოდ. გაზეთში განთავსებულია ინფორმაცია თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაზეთი ასევე პოპულარიზაციას უწევს ადგილობრივ სპორტსმენებს, შემოქმედ ადამიანებს და ჯგუფებს. 4.2.3 „კულტურული ღონისძიებების“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 05 02 03) განისაზღვროს 103,0 ათასი. ლარი. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ეროვნული თუ ადგილობრივი დღესასწაულების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას. შემოქმედებითი ჯგუფების და ინდივიდუალური შემსრულებლების, ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების დაცვა-შენარჩუნებას. კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების, შემოქმედებითი ჯგუფების წახალისებას. 4.2.4 „რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 05 02 04) განისაზღვროს 50,0 ათასი. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია-მონასტრების ფინანსურ მხარდაჭერას სამშენებლო სამუშაოებისა და კომუნალური ხარჯების დაფარვაში. 5.0 „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტისათვის (პროგრამული კოდი 06 00) განისაზღვროს 1 282,9 ათასი. ლარი მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით სარგებლობის შესაძლებლობას; მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობას; სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას; მოწყვლად ჯგუფებზე სოციალური მხარდაჭერის და კატასტროფების ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით, ადგილობრივი ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის ჩამოყალიბებასა და განვითარების ფინანსურ დახმარებას. 5.1 „ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 06 01) განისაზღვროს 176,4 ათასი. ლარი პროგრამა ითვალისწინებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1.1 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის“ ქვრპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 06 01 01) განისაზღვროს 176,4 ათასი. ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებსა (ა)იპ „თიანეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ფუნქციონირების ხარჯებს. ორგანიზაცია უზრუნველყოფს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. კერძოდ: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და ხელშეწყობას; გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებებს; იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვას, განხორციელების ხელშეწყობას, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფას; პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევას, დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკურ მკურნალობას; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობას; C ჰეპატიტის ელიმინაციის კვლევას. 5.2 „სოციალური დაცვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი 06 02) განისაზღვროს 1 106,5 ათასი ლარი მუნიციპალიტეტის რესურსების ფარგლებში ფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტები; ჰემო-დიალეზით მოსარგებლე მოქალაქეების, აუტისტური სპექტრისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების, შშმ ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების და მათთან გათანაბრებული პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირების, ობოლი ბავშვების, 100 და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეების, ახალშობილთა ოჯახების, ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტიგრირებულ ბავშვთა ოჯახების, სტუდენტების, ახალდაქორწინებული ოჯახების, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების (გარდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა) და საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება; სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება; უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯი; მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობა; კატასტროფების ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით, ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება; ეკონომიკურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფა. 5.2.1 „მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 06 02 01) განისაზღვროს 570,5 ათასი. ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისათვის სოციალური დახმარების გაწევას. კერძოდ: 1. მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას. 2. მედიკამენტების დაფინანსებას. 3. აუტისტური სპექტრისა და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დახმარებას წელიწადში არაუმეტეს 2000 ლარისა. 4. ჰემო-დიალეზით მოსარგებლე მოქალაქეების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით, 5. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 300 ლარის ოდენობით. 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 100-200 ლარის ოდენობით. 7. ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერად ფულად დახმარებას 100 ლარის ოდენობით. 8. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ პირების ერთჯერად ფულად დახმარებას 300 ლარის ოდენობით 9. ობოლი ბავშვების ერთჯერად ფულად დახმარებას 400 ლარის ოდენობით, 10. 100 და 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეების ერთჯერად ფულად დახმარებას 500 ლარის ოდენობით, 11. თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას 300 ლარის ოდენობით. 12. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას 300-1000 ლარის ოდენობით. 13. ბიოლოგიური ოჯახებში რეინტიგრირებულ ბავშვთა ოჯახების დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 14. უპატრონო მიცვალებულის ან უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის ფულად დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 15. სტუდენტთა ფინანსურ დახმარებას: დედ-მამით ობოლი სტუდენტებისათვის არაუმეტეს 1125 ლარისა, სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის არაუმეტეს 600 ლარისა. 16. ახალდაქორწინებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 17. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას (გარდა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისა). 18. საცხოვრებლად უვარგის პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას არაუმეტეს 1500 ლარისა. 19. წარჩინებულ სტუდენტთა ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 800 ლარის ოდენობით. 20. დედ-მამით ობოლი სტუდენტების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 800 ლარის ოდენობით. 21. ეკონომიკურად გაჭირვებული მოსახლეობისათვის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას (მათ შორის კვების პროდუქტებით, შეშით მომარაგება და სხვა). 5.2.2 „ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურების დაფინანსების“ ქვპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 06 02 02) განისაზღვროს 2,0 ათასი. ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომსა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ხარჯებისთვის მათი ოჯახების დახმარებას. თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.3 „უფასო სასადილოს ხელშეწყობის“ ქვპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 06 02 03) განისაზღვროს 169,0 ათასი. ლარი ქვეპროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ თიანეთის უფასო სასადილო „მადლის“ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. უფასო სასადილო „მადლი“ ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 65 ბენეფიციარს. 5.2.4 „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის“ ქვპროგრამისათვის (პროგრამული კოდი 06 02 04) განისაზღვროს 330,0 ათასი. ლარი მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების შესყიდვა. ტრანსპორტი განსაზღვრული განრიგით და ტარიფით გადაადგილდება დაბა თიანეთსა და სოფლების მიმართულებით. რაც უზრუნველყოფს მოსახლეობისათვის შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობას. 5.2.5 „პროექტის „გაძლიერებული ადგილობრივი თემები კატასტროფების ზეგავლენის შემსუბუქების, უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში“ დაფინანსების ქვპროგრამისათვის განისაზღვროს 35,0 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება პროექტი „გაძლიერებული ადგილობრივი თემები კატასტროფების ზეგავლენის შემსუბუქების, უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში“, პროექტის ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალი თიანეთში ახორციელებს ადგილობრივი თემების მოწყვლადი ჯგუფებისათვის კატასტროფების მართვის (რისკის შემცირება, მზადება, რეაგირება) შესახებ ცოდნის ამაღლებას; საგანგებო/კრიზისული სიტუაციის დროს ეფექტური რეაგირების ჯგუფების შექმნას (მათ შორის პირველადი დახმარებისა და ფსიქოსოციალური დახმარების ჯგუფები) სწავლებას და წვრთნას; მობილური პირველადი ჯანდაცვის კაბინეტის მეშვეობით უფასო-სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს; ხანდაზმულების სოციალურ მხარდაჭერას (შინმოვლა, საოჯახო საქმეებში დახმარება) და სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებს. მუხლი 14. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: (თანხა ათას ლარებში)
თავი III. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მარეგულირებელი ნორმები
მუხლი 15. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად. მუხლი 16. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი - 178,4 ათასი ლარი, მიიმართოს: ა)„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 176,4 ათასი ლარი; ბ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2.0 ათასი ლარი. მუხლ 17. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები