დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.152.016502 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (25/12/2023 - 26/01/2024)
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების, 24- ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 91-ე მუხლის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლი მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №26 დადგენილება (matsne.gov.ge, 26/12/2022, სარეგისტრაციო კოდი:190020020.35.152.016468).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
|
თავი I. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 22,143.6 ათასი ლარით:
მუხლი 4. ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 20,104.4 ათასი ლარით:
მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 385.2 ათასი ლარით:
მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 1 654.0 ათასი ლარით:
მუხლი 7. ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 18,852.6 ათასი ლარით:
მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 3,231.1 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა - 3,231.1 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 0,0 ათასი ლარით:
მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 59,9 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 3,291.0 ათასი ლარით:
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს (0,0) ათასი ლარით:
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის „საქართველოში მყარი ნარჩენების პროექტთან“ დაკავშირებით 2017 წლის 24 თებერვალს გაფორმებული პროექტის ქონების გადაცემის შესახებ სასესხო ხელშეკრულება, დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის 2 (ორი) ცალი კომპაქტორიან ნაგავმზიდი მანქანის და 165 (ასსამოცდახუთი) ცალი ნარჩენების კონტეინერის გადაცემის შესახებ. სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 419,1 ათას ლარს, საიდანაც 2019 წელს გადახდილია 29,9 ათასი ლარი, 2020 წელს - 59,9 ათასი ლარი, 2021 წელს - 59,9 ათასი ლარი, 2022 წელს 59,9 ათასი ლარი, 2023 წელს - 59,9 ათასი ლარი სულ ჯამში 269,5 ათასი ლარი. 2024 წლის 1 იანვრისათვის გადასახდელი ძირითადი თანხა რჩება 149,6 ათასი ლარი, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 89,7 ათასი ლარი. თავი II. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები მუხლი 13. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები პრიორიტეტის - „მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6 684,3 ათასი ლარი და შესაბამისად პროგრამების და ქვეპროგრამების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14. ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტის - „ინფრასტრუქტურის განვითარება“ დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5 068,9 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 15. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 167,3 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 357,2 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 17. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3 487,5 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 18. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 378,4 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
თავი III. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 19. ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
თავი IV. მარეგულირებელი ნორმები მუხლი 20. ასიგნებების დაფინანსება დუშეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 21. ასიგნებების გადანაწილება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 22. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2024 წლის განმავლობაში დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 23. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 385,2 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად: ა) ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 281,2 ათასი ლარი; ბ) „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 104,0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 24. სარეზერვო ფონდი 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 250,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები