დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25 |
დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.168.016392 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (21/12/2023 - 27/03/2024)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 91-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №27 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/12/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020. 35.168.016365). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
ათას ლარებში
|
მუხლი 2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
თავი II
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 27,493.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 4.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 16,284.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 5.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7,113.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 860.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
თავი III
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები,
არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16,531.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 8.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7,436.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 10,671.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 3,235.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა
და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 290.9 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საოპერაციო სალდო 7,727.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 11.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2024 წლის განმავლობაში. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 8,491.6 ათასი ლარი, მათ შორის საკუთარი სახსრების ნაშთი 3,478.3 ათასი ლარი, ც/ბიუჯეტის წილი 5,013.3 ათასი ლარი. |
მუხლი 12.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -290.9 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 290.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 13.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა |
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2024 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 138.0 ათასი ლარის ოდენობით.
აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2015-2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებები ჯამში შეადგენს 489.5 ათას ლარს, ხოლო 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იგი იქნება 138.0 ათასი ლარი.
|
თავი V
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები
|
მუხლი 14.
სიღნაღის მინიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების საწინდარი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ყოველი განხორციელებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალიტეტში ეკონომიკური აქტივობის და ბიზნესის განვითარების ახალი წყაროა.
2024 წლისთვის მუნიციპალიტეტი გეგმავს რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას, ასევე ძველი გარდამავალი პროექტების დასრულებას. მნიშვნელოვანი თანხები ხმარდება ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - ექსპლოატაციას. აღნიშნული პრიორიტეტის დასაფინანსებლად განსაზღვრულია 13,204.9 ათასი ლარი. ათას ლარებში
|
|
მუხლი 15.
განათლება
|
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3,811.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი |
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება.
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,875.5 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
სოციალური დაცვა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის, სამედიცინო მომსახურებაზე და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაზე გაზრდის ხელშეწყობას და სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამა განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამებით:
|
მუხლი 18.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) |
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და სხვა. ასევე, მოიცავს საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწობის პროგრამის ხარჯებს, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს:
|
თავი VI
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 19.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
თავი VII
ასიგნებების დაფინანსება |
მუხლი 20.
ასიგნებების დაფინანსება |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 21.
ასიგნებების გადანაწილება |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 22.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება |
2024 წლის განმავლობაში სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 23.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის შესაბამის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 24.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 25.
დავალიანებების ანაზღაურება |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2024 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 26.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 270.6 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრზე“, ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 270.6 ათასი ლარი. |
მუხლი 27.
სარეზერვო ფონდი |
2024 წლის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები