დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 38 |
დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.140.016524 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (19/12/2023 - 25/01/2024)
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 91-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად; |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის N47 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 19/12/2022, 190020020.35.140.016487). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან. |
|
დანართი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
მუხლი 3. ასპინძის მუნიციპალიტეტის შემოსავლები განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 10 199,1 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 4. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 9 412,4 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 5. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის გრანტები 176,7 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 610,0 ათ.ლარის ოდენობით:
ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ასპინძის მუნიციპალიტეტის ხარჯები 7 959,4 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. ასპინძის მუნისიპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2 239,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 249,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 10,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 10. ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 0,0 ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 2 239,7 ათასი ლარით:
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -0,0 ლარით: ათას ლარში
მუხლი 12. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 0,0 ლარის ოდენობით. თავი IV ასპინძის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი13. ასპინძის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციაასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და ხიდების რეაბილიტაცია), მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია, ასპინძის ქუჩების გარე განათების მთლიანად დასრულება და არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა, ასევე დასუფთავების ღონისძიებები, სარწყავი არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 744,0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
2. დასუფთავება და გარემოს დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ქუჩების, ასევე სოფლების, ტროტუარების, სკვერების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და გატანა ნაგავსაყრელამდე, რაც გააუმჯობესებს დაბის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 600,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
3. განათლება განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა სკოლამდელი განათლების დონეზე იწყება. მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო მიმართულებები სრულ თანხვედრაში იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ რეფორმებთან. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები რეფორმირდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად და დაიწყება განათლების ხარისხის ერთიანი სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა, რათა მყარი საფუძველი ჰქონდეთ აღსაზრდელების სასკოლო განათლების მისაღებად მომზადებისთვის. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იქნება ინკლუზია, აღსაზრდელების უსაფრთხოება და საუკეთესო ინტერესების დაცვა. გაძლიერდება სტანდარტის შესრულების კონტროლი. გაგრძელდება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახლი ინფრასტრუქტურის განვითარება და არსებულის გაუმჯობესება. აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა. ასპინძის მუნიციპალიტეტისთვის მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით, დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელი განათლების განვითარებას. იგი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ამ პროგრამის მიზანია სასკოლო განათლებისათვის ნორჩი აღსაზრდელების მომზადება, მათი ფიზიკური, გონებრივი და ზნეობრივი აღზრდა, შემოქმედებითი შესაძლებლობების და ინტერესების ხელშეწყობა. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასპინძის მუნისიპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ასევე მოსწავლეთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას. განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 300,0 ათასი ლარი. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1405,7 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 776,7 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
სოციალური უზრუნველყოფა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობა მოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
6. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯებიპრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზრვო ფონდი, მუნიციპალიტეტის ვალდებულებების (სესხები, სასამართლო გადაწყვეტილებები) მომსახურება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, სესხის მომსახურებას და ვალების დაფარვის ხარჯებს, რაც შეადგენს 3 382,7 ათას ლარს. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შექმნილი სარეზერვო ფონდი შეადგენს 60,0 ათასი ლარს და მისი განკარგვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.
მუხლი 14. პრიორიტეტების /პროგრამების/ ქვეპროგრამების მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტებით/პროგრამებით/ქვეპროგრამებით მიღწეული შედეგის შეფასების ინდიკატორები ინფორმაციული სახით წარმოდგენილია ბიუჯეტზე თანდართულ პროგრამული ბიუჯეტის დანართში. ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ორგანიზაციულ ჭრილში
თავი V. მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15. ასიგნებების დაფინანსება ასპინძის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 16. ასიგნებების გადანაწილება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 17. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2024 წლის განმავლობაში ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 18. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 19. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 20 დავალიანებების ანაზღაურება მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 04-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. მუხლი 21. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 176,7 ათასი ლარი, მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 174,7 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 0,0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 2,0 ათასი ლარი; მუხლი 22. სარეზერვო ფონდი 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 60,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები