დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქურთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 04/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.146.016229 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (05/12/2023 - 04/03/2024)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცების ქურთის მუნიციპალიტეტის
2024 წლის
ბიუჯეტი
დანართი №1 შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 05 დეკემბრის №09 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/12/2022, 190020020.35.146.016216). |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი N1
|
ქურთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 2.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
თავი II
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
ქურთის
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
შემოსავლები
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 2,620.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 4.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქურთისმუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გადასახადები 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 5.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის გრანტები 2.765.0ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 6.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი გრანტით სახელმწიფო |
ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი გრანტი განსაზღვრულია 0,0 ლარით. |
მუხლი 7.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი 01,01, 2024 წლისათვის განისაზღვრა 0,0 ათ.ლარი.
|
თავი III
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 8.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
წლის ბიუჯეტის გადასახდელები 2.765,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 9.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს ქურთისმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
მუხლი 10.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური
აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი IV ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისადა ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 11.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქურთისმუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო თანდართული რედაქციის შესაბამისად: ათასი ლარი
|
მუხლი 12.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 117,0 ათასი ლარის ოდენობით.
ა) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივებისკლებ 117,00 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი. |
მუხლი 13.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
თავი V ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები |
მუხლი 14.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით: |
მუხლი 15.
მართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) |
პროგრამის განმხორციელებელია ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. პრიორიტეტის მიზანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონი. მათ შორის: შრომის ანაზღაურებას, საქონელი და მომსახურების და სხვა ხარჯები ასევე, პრიორიტეტი მოიცავს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხარჯებს. |
მუხლი 16.
იმფრა
სტრუქტურის
განვითარება პროგრამული
კოდი 02 00)
|
პროგრამის განმხორციელებელია ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. პროგრამა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების-მასალის შესყიდვა და ასევე რეაბილიტაცია. კომუნალური ინფრასტრუქტული სამუშაოების წარმოება. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, და ექსპლოატაციასთან დაკავსირებული ხარჯების დაფინანსება. ქურთის მუნიციპალიტეტის კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება წყლის საქაჩი ტუმბოების დამონტაჟება, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია, აგრეთვე და ასევე კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება-დაფინანსება, ასევე იგეგმება შიდა საუბნო გზების მოხრეშვა მოშანდაკება-ქვიშა თიხის შესყიდვა. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 17.
განათლება (პროგრამული კოდი 03 00)
|
პროგრამის განმხორციელებელია ქურთის მუნიციპალიტეტი:ა(ა)იპქურთის მუნისიპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებუკება. მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებს შეექმნათ საფუძველი მათი შემდგომი განვითარებისათვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 18.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი(პროგრამული კოდი 04 00) |
ქურთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამები, ქვეპროგრამები, აღწერა და მიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 19.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 05 00) |
პროგრამის განმხორციელებელია ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეო. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, როგორიცაა: სარიტუალო მომსახურების ხარჯების ერთჯერადი დახმარება, 80 წელს გადაცილებული მოხუცების ერთჯერადი სოციალური დახმარება, მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების ერთჯერად დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა, ქვეპროგრამების აღწერა დამიზნები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
თავი VI
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 20.
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით,თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 21.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება |
ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 22.
ქურთისს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება |
ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებები ფარგლებში საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისთანახმად. |
მუხლი 23.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კვარტალური განწერა |
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის თანახმად ქურთისს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 24.
ფულადი ჯილდოს და დანამატის გაცემა |
2023 წლის განმავლობაში ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე ფულადი ჯილდო და დანამატი გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
მუხლი 25.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელთა ნუსხა |
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების (ორგანიზაციების) ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ და მასვე მიენი ჭოსლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 26.
ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება |
დაუშვებელია, იმ პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება, რომლებზეც 2023 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ასიგნებებით არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამებში ასიგნებების გადატანას და მათ ამოქმედებას ამტკიცებს ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია მიზნობრივი ასიგნებები. |
მუხლი 27.
ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის შესახებ ინფორმაციის წარდგენა |
1. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე;
2. მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 28.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება |
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 29.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებები განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერი 110,0 ათ.ლარი გადანაწილდეს; 97.8 ათასი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვოსამსახურის შესახებ“საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის, ხოლო 12.2 ათასი ლარი გარდაცვლილი დევნილი ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯის დასაფინანსებლად. |
მუხლი 30.
საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის გამოყოფილ იქნეს 8,0 ათასი ლარი. |
მუხლი 31.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები