„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 71/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018326
71/ნ
27/07/2023
ვებგვერდი, 31/07/2023
430010000.22.022.018326
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №71/ნ

2023 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 12/04/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693) დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2):

1. მე-3 მუხლით გათვალისწინებული ცხრილის:

ა) დეტალური სფეროს „განათლების მეცნიერება Education Science“ (კოდი – 0111):

ა.ა) აღმწერი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განათლების მეცნიერება შეისწავლის სასწავლო პროცესს, სხვებისთვის ცოდნის გადაცემის თეორიებს, მეთოდებსა და ტექნიკას. ასევე შეისწავლის განათლების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ტექნოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, ფილოსოფიურ და მართვის ასპექტებს. Is the study of the learning process and the theories, methods, and techniques of imparting knowledge to others. It also studies the political, economic, social, cultural, technological, psychological, philosophical, and management aspects of education“;

ა.ბ) პირველ სვეტში არსებული ჩანაწერი „განათლების მეცნიერებები Educational Sciences“ (კოდი – 0111.1.1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0111.1.1 განათლების მეცნიერება Education Science”;

ა.გ) მეორე სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

„0111.2.1 განათლების პოლიტიკა Education Policy“;

ბ) დეტალური სფეროს – „აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება Audio-Visual Techniques and Media Production“ (კოდი – 0211) პირველ სვეტში არსებული ჩანაწერი „0211.1.3 რეჟისურა (მხატვრული ფილმი, დოკუმენტური, კლიპი, ანიმაციური ფილმი, ხმის, ტელე) Directing (fictional film, documentary film, video clip, animated film, sound, TV)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0211.1.3. აუდიოვიზუალური რეჟისურა (მხატვრული ფილმი, დოკუმენტური, კლიპი, ანიმაციური ფილმი, ხმის, ტელე) Audiovisual Directing (fictional film, documentary film, video clip, animated film, sound, TV)“;

გ) დეტალური სფეროს „მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება Music and Performing Art“ (კოდი – 0215):

გ.ა) პირველ სვეტში არსებული ჩანაწერი:

გ.ა.ა) „0215.1.3 თეარტროლოგია Theatre Studies“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0215.1.3 თეატროლოგია Theatre Studies";

გ.ა.ბ) „0215.1.8 საშემსრულებლო ხელოვნება Performing Arts (საორკესტრო საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა/ვოკალის ხელოვნება, კლავიშებიანი საკრავები, ჯაზ-ორკესტრის საკრავები, ჯაზ-ვოკალი, პოპ-ვოკალი)“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0215.1.8 საშემსრულებლო ხელოვნება (სიმებიანი საკრავები/ჩასაბერი საკრავები/დასარტყამი საკრავები/ვოკალი/საგუნდოდირიჟორობა/საოპერო-სიმფონიური დირიჟორობა/კონცერტმაისტერი/ კლავიშიანი საკრავები/ჯაზ-ორკესტრის საკრავები/ჯაზ-ვოკალი/პოპ-მუსიკა/ტრადიციული მუსიკა /ძველებური მუსიკალური საკრავები) Performing Arts (String Instruments/Wind Instruments/ Percussion/Vocal Arts /Choral Conducting /Opera and Orchestral Conducting/Collaborative Piano/ Keyboard Instruments/Jazz Orchestra Instruments/Jazz Vocal/Pop-Music/Traditional Music/Historical Instruments)“;

გ.ა.გ) „0215.1.14 აკადემიური გუნდის დირიჟორობა Choral Conducting“ ამოღებულ იქნეს;

გ.ა.დ) „0215.1.18 სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა Orchestral Conducting” ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) პირველ სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:

„0215.1.19 სამუსიკო ხელოვნება Music Art“;

დ) დეტალური სფეროს ,,ლიტერატურა და ლინგვისტიკა Literature and Linguistics" (კოდი – 0232):

დ.ა) პირველ სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერები:

„0232.1.4 ლიტერატურათმცოდნეობა Literary Studies

0232.1.5 შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა/ლიტერატურის შედარებითი კვლევები Comparative Literary Studies“;

დ.ბ) მეორე სვეტში არსებული ჩანაწერი:

დ.ბ.ა) „0232.2.2 ქართველური ენათმეცნიერება Georgian (Kartvelian) Lingvistics“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0232.2.2 ქართველური ენათმეცნიერება Georgian (Kartvelian) Linguistics“;

დ.ბ.ბ) „0232.2.5 ლიტერატურათმცოდნეობა Literary Studies“ ამოღებულ იქნეს;

დ.ბ.გ) „0232.2.6 შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა/ლიტერატურის შედარებითი კვლევები Comparative Literary Studies“ ამოღებულ იქნეს;

ე) დეტალური სფეროს „თერაპია და რეაბილიტაცია Therapy and Rehabilitation“ (კოდი – 0915) პირველ სვეტში არსებული ჩანაწერი „0915.1.1 ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია Physical Medicine and Reabilitation“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„0915.1.1 ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია Physical Medicine and Rehabilitation“;

ვ) დეტალური სფეროს „ტრანსპორტის მომსახურებები Transport Services" (კოდი – 1041) პირველ სვეტში არსებული ჩანაწერი „1041.1.1 საზღვაოსნო მეცნიერება Nautical Science" ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1041.1.1 საზღვაო მეცნიერება Nautical Science“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის:

ა.ა) პირველი სვეტის (ბაკალავრიატში) ჩანაწერი „ბიზნესადმინისტირების ბაკალავრი Bachelor of Business Administration /BBA“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი Bachelor of Business Administration /BBA“;

ა.ბ) მეორე სვეტის (მაგისტრატურაში) ჩანაწერები „ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი Master of Business Administration /MBA" და ,,აღმასრულებელი ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი Executive Master of Business Administration/EMBA“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი Master of Business Administration /MBA

აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი Executive Master of Business Administration/EMBA“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კლასიფიკატორის დეტალურ სფეროებში განთავსებულ სწავლის სფეროებში ფრჩხილებში არსებული მითითებები/ ტერმინები არ აისახება კვალიფიკაციის სახელწოდებაში, აღნიშნული მოწესრიგება შესაძლებელია არ გავრცელდეს 0215 მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების დეტალურ სფეროში განთავსებულ სწავლის სფეროებში ფრჩხილებში არსებულ მითითებებზე/ტერმინებზე.“;

გ) მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის სწავლის სფეროს:

გ.ა) ,,021 ხელოვნება“ – ,,ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შესაბამისი კვალიფიკაციების დასახელებების“ სვეტის:

გ.ა.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები:

„ან

ბ) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA)- Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA) – Field of study

ან

გ) ხელოვნების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Fine Arts (BFA)- Field of study

ხელოვნების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Fine Arts (MFA) – Field of study“;

გ.ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 0215 დეტალურ სფეროში შემავალი – თეატროლოგია, კინომცოდნეობა, ქორეოლოგია, დრამატურგია, ასევე 0213-ში არსებული ხელოვნების ისტორია და თეორიის სწავლის სფეროსთან დაკავშირებული კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Arts (BA)- Field of study

ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Arts (MA) – Field of study

ან

ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor – Field of study

მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master-Field of study";

გ.ბ) ,,052 გარემო“ – ,,ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შესაბამისი კვალიფიკაციების დასახელებების“ სვეტის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration (BBA) – Field of study

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration (MBA) – Field of study

ან“;

გ.გ) ,,071 ინჟინერია და საინჟინრო საქმე“ – ,,ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შესაბამისი კვალიფიკაციების დასახელებების“ სვეტის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. 0716 დეტალური სფეროში მოცემული საზღვაო ინჟინერიისა და საზღვაო ელექტროინჟინერიის შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:

ა) ინჟინერიის ბაკალავრი საზღვაო ინჟინერიაში

Bachelor of Engineering(BEng) in Marine Engineering

ინჟინერიის მაგისტრი საზღვაო ინჟინერიაში

Master of Engineering(MEng) in Marine Engineering

ბ) ინჟინერიის ბაკალავრი საზღვაო ელექტროინჟინერიაში

Bachelor of Engineering(BEng) in Marine Electrical Engineering

ინჟინერიის მაგისტრი საზღვაო ელექტროინჟინერიაში

Master of Engineering(MEng) in Marine Electrical Engineering“;

გ.დ) ,,081 სოფლის მეურნეობა“ – ,,ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შესაბამისი კვალიფიკაციების დასახელებების“ სვეტის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration(BBA)-Field of study

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration(MBA) – Field of study

ან“;

გ.ე) ,,082 მეტყევეობა“ – ,,ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შესაბამისი კვალიფიკაციების დასახელებების“ სვეტის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration(BBA)-Field of study

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration(MBA)- Field of study

ან“;

გ.ვ) ,,101 პერსონალური მომსახურებები“ – ,,ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების შესაბამისი კვალიფიკაციების დასახელებების“ სვეტის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Bachelor of Business Administration/BBA-Field of study

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით

Master of Business Administration/MBA – Field of study

ან“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს სასწავლო კურსს, სახელოვნებო-შემოქმედებით კომპონენტს, აქტივობას, პროექტს, რომელიც ეფუძნება უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის სტუდენტების შერევით სწავლებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი