საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2767-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.020845
2767-XIმს-Xმპ
05/04/2023
ვებგვერდი, 18/04/2023
230000000.05.001.020845
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ9“ ქვეპუნქტი:

„ჰ9) საბაჟო მარშრუტი – საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტრაექტორია ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილამდე (საბაჟო კონტროლის ზონამდე ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილამდე ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილამდე) გადაზიდვის/გადატანის მიმართულება.“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ

საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.“.

3. მე-10 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ პირი (გარდა ფიზიკური პირისა) საბაჟო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ პირი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები: 

ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:

„5. საბაჟო ორგანოში არსებულ, საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საბაჟო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად.

6. ეს მუხლი არ გამოიყენება საბაჟო ორგანოს მიერ ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების მიმართ.“.

5. მე-13 მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან, საქონლის რეექსპორტთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე საბაჟო წარმომადგენელზე.“.

6. 31-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების გარდა, სხვა საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება აღნიშნული საბაჟო პროცედურის, რეექსპორტის ან დროებით შენახვის დასრულების წლის ბოლოდან.“.

7. 36-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში მითითებულია ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეიძლება საქონლის წარმოშობის დადასტურება მოსთხოვოს.“.

8. 48-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საქართველოს მიერ უცხო ქვეყანასთან ან უცხო ქვეყნების ჯგუფთან გაფორმებული პრეფერენციული საერთაშორისო შეთანხმება ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის დაბრუნების ან მისგან გათავისუფლების აკრძალვას საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლისთვის, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის საწარმოებლად, რომლისთვისაც იმავე შეთანხმების შესაბამისად გაიცემა ან გამოიწერება წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე ასეთ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ საქონლით წარმოებულ პროდუქტთან დაკავშირებული რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციისას.

2. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმპორტის გადასახადის ოდენობა გამოითვლება ისევე, როგორც ის გამოითვლებოდა შიდა გადამუშავების პროცედურის დასრულების მიზნით რეექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული, საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შედეგად.“.

9. 49-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.“;

ბ) მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.“.

10. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ განხორციელდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;“.

11. 63-ე მუხლის მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

12. 70-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა. ამ ნაწილის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

13. 71-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.“.

14. 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებისმიერმა პირმა, რომელიც საბაჟო ორგანოსთვის წარდგენისას საქონელს საბაჟო პროცედურაში აქცევს ან საქონლის მიმართ რეექსპორტს იყენებს;“.

15. 76-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მისცეს უფლება, წარდგენილ დროებით შენახვის დეკლარაციაში ცვლილება შეიტანოს.“.

16. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დროებით შენახული უცხოური საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისთვის ან რეექსპორტის გამოყენებისთვის აუცილებელი საბაჟო ფორმალობა 30 დღეში უნდა განხორციელდეს.“.

17. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება შეიტანება.“.

18. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო დეკლარაცია, რომელიც აკმაყოფილებს ამ თავით გათვალისწინებულ პირობებს, საბაჟო ორგანომ დაუყოვნებლივ უნდა დაარეგისტრიროს.“.

19. 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 90. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა

1. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა:

ა) საქონლის გაშვებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც:

ა.ა) საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეატყობინა ამ დეკლარაციის შემოწმების განზრახვის შესახებ;

ა.ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა;

ბ) საქონლის გაშვების შემდეგ:

ბ.ა) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტი ხორციელდება;

ბ.ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რათა დეკლარანტმა შეასრულოს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

2. რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია საქონლის გაშვებამდე საბაჟო ორგანოს ინიციატივით, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა.“.

20. 105-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხოური საქონელი, რომელიც განკუთვნილია საქართველოში რეალიზაციისთვის, მოხმარებისთვის ან გამოყენებისთვის, უნდა მოექცეს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

21. 116-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ, შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ საქონლის გადამუშავების ოპერაციის დაწყებამდე, აგრეთვე თავისუფალი ზონის პროცედურაში შენახვის ან/და გატანის მიზნით მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს საქონლის შენახვის უზრუნველყოფისთვის ან/და მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები.“.

22. 117-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეკვივალენტურ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს იმ საქონელს, რომელსაც იგი ანაცვლებს, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

23. 153-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო ორგანო დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დეფექტური საქონლის შესაკეთებლად სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენების შესახებ.

3. შემცვლელ საქონელს უნდა ჰქონდეს იგივე სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე, ხარისხი და ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც აქვს შესაკეთებელ დეფექტურ საქონელს.“.

24. 159-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქონელი, რომელზედაც წარდგენილია ექსპორტის საბაჟო დეკლარაცია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ ვადაში, ხოლო ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 120 დღეში. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია საბაჟო ორგანოს 5 დღეში წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გატანისთვის დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ.“.

25. 160-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ დადგინდა, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო იგი მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს უბრუნდება, ეს საქონელი შეიძლება რეექსპორტს დაექვემდებაროს. ამ შემთხვევაში:

ა) თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი;

ბ) თუ ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტი, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში სათანადო ცვლილება შეიტანება და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტისთვის განკუთვნილ ნაწილს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახდელის თანხა (გარდა იმ თანხისა, რომელზედაც პირს მიღებული აქვს ჩათვლა) დაბრუნებას ან მომავალ საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება;

ბ) საბაჟო ორგანო დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე აძლევს უფლებას, საქონელი მოაქციოს შიდა გადამუშავების პროცედურაში (მათ შორის, განადგურების მიზნით) ან ტრანზიტის, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ზონის პროცედურაში.“.

26. 163-ე მუხლის:

ა) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მას აღნიშნული ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.“;

ბ) მე-12 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 ნაწილი:

„121. პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“;

გ) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. პირს საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ:

ა) საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში ცვლილება შეტანილ იქნა ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;

ბ) საქონლის გაშვებამდე შემოწმებისას აღმოჩენილი არადეკლარირებული საქონლის (გარდა მალულად გადაადგილებული საქონლისა, ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული საქონლისა და ამავე კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებული ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს არ აჭარბებს და დეკლარირებული საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს არ აღემატება;

გ) ამ კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა საქონლის გაშვებამდე გამოვლინდა.“;

დ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამ კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ჩადენილია განმეორებით) ან ამავე კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 172-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.“;

ე) მე-17 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 ნაწილი:

„171. ამ კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ამავე კოდექსით განსაზღვრული საბაჟო სანქციის შეფარდების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება და იგი განახლდება საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საბაჟო ორგანოსთვის ჩაბარების დღიდან.“.

27. 164-ე მუხლის:

ა) მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით;“;

ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია ამ ქმედების ჩამდენი პირის დადგენა ან/და იდენტიფიცირება, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შესახებ.“.

28. 165-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც საქონლის დეკლარირების ვადის დარღვევა იწვევს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევას.“.

29. 167-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა) წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება –

იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 40 პროცენტის ოდენობით.“;

ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.“.

30. 168-ე მუხლის:

ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

„31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.“;

ბ) შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებული საქონლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 ნაწილები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.“.

31. 169-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არადეკლარირებული საქონლის არსებობისას არასწორ დეკლარირებად მიიჩნევა, თუ დეკლარირებული საქონლისა და არადეკლარირებული საქონლის საერთო ოდენობა 30 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტია.“.

32. 170-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა –

იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას.“.

33. 171-ე−173-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 171. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა

1. საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა –

იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც იმავე ქმედებისთვის ამ კოდექსის შესაბამისად დადგენილია სხვა პასუხისმგებლობა.

მუხლი 172. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება

საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, –

იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

მუხლი 173. საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება

1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში/რეექსპორტის დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში სავალდებულოდ შესატანი საქონლის საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობისას დეკლარანტის მიერ საქონლის საბაჟო ღირებულების გაზრდა ან შემცირება –

იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხის 20 პროცენტის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს არ დაეკისრება, როდესაც საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში სავალდებულოდ შესატანი საქონლის საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა იწვევს იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას.

2. თუ საქონლის საბაჟო ღირებულებასა და გაზრდილ ან შემცირებულ საბაჟო ღირებულებას შორის სხვაობის თანხა 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

5 აპრილი 2023 წ.

N2767-XIმს-Xმპ