საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2649-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.020840
2649-XIმს-Xმპ
22/03/2023
ვებგვერდი, 05/04/2023
020000000.05.001.020840
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 ნაწილი:

„23. პირს ამ კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა.“.

2. 118-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 118. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

1. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.

5. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედების ჩადენა, თუ ამ დროს მისთვის ბოლოს დადებული, ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღეა გასული, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 700 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო ამ კოდექსის 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

2. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით.

3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისგან.

4. პირს, რომელსაც დაედო ამ მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სახდელი, ამავე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში ჩადენისთვის არ შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სახდელი.“.

მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის 23 ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების 6-თვიანი ვადა ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი, აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გასული არ არის.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 მარტი 2023 წ.

N2649-XIმს-Xმპ