საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2380-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120090000.09.001.016725
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2380-IXმს-Xმპ
15/12/2022
ვებგვერდი, 21/12/2022
120090000.09.001.016725
საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/12/2022 - 15/12/2023)

 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 198-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2023 წელს: არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) სამხედრო მოსამსახურისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი − არაუმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) სამხედრო მოსამსახურისა.

2. ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 15 დეკემბრის №1145-VIმს-Xმპ დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.12.2021, სარეგისტრაციო კოდი: 120090000.09.001.016689).

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2022 წ.

N2380-IXმს-Xმპ