„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2288-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 260000000.05.001.020670
2288-IXმს-Xმპ
01/12/2022
ვებგვერდი, 13/12/2022
260000000.05.001.020670
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო კოდი: 260000000.05.001.018170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:

„ბ1) პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი − ბუღალტერი, რომელიც რეგისტრირებულია ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრში და მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას;

2) საბუღალტრო ფირმა − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქართველოში არსებული ფილიალი, რომელიც რეგისტრირებულია საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას;“;

ბ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი − აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოყენებული პროცედურების აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი გარიგებებისა და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებსა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ეთიკის წესების დაცვის, გამოყენებული რესურსების ხარისხისა და რაოდენობის, აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელებისთვის მიღებული ანაზღაურების მართლზომიერების და ხარისხის მართვის სისტემის შეფასება;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სუბიექტი ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს დასაქმებული ბუღალტრის ან პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრის მეშვეობით, აგრეთვე საბუღალტრო ფირმის ან აუდიტორული ფირმის მიერ მომსახურების გაწევით.“.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პროფესიული ორგანიზაციების წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულებას.“.

4. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რეესტრი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრი და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრი“.

5. მე-12 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“;

ბ) მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები;“;

გ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები;“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის წარმოება, განგრძობითი განათლება

1. პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესს, მათ სტრუქტურასა და ფორმას, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხას, მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესსა და მართვის დელეგირების წესს განსაზღვრავს სამსახური.

2. პროფესიული  მომსახურების გამწევი ბუღალტრისა და საბუღალტრო ფირმისთვის განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს განსაზღვრავს სამსახური თავის მიერ დადგენილი წესით.

3. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული მომსახურების ფარგლებში იწყებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, ვალდებულია საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის ვადაში დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში.“.

7. მე-14 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი წესით განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, სამსახურის მიერ დადგენილი წესით.“.

8. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სდპ-ის, პირველი და მეორე კატეგორიების საწარმოების/ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ტარდება ყოველი საანგარიშგებო პერიოდისთვის, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამსახური შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან/საზედამხედველო ორგანოსთან ერთად ადგენს, სდპ-ის აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა, საქმიანობის/დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც დამატებით ექვემდებარება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს.“.

9. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განმახორციელებელ პირზე მის მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.“.

10. მე-19 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი ხარისხის მართვის სისტემის სათანადო პოლიტიკა და პროცედურები ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების (ISQM) შესაბამისად.

2. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული სტანდარტები და მითითებები იმ პირთა ხარისხის მართვის სისტემის შესახებ, რომლებიც ატარებენ აუდიტს და ახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვას, აგრეთვე სხვა მარწმუნებელ გარიგებას და დაკავშირებულ მომსახურებას.“;

ბ) მე-6−მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესს განსაზღვრავს და წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურებს ადგენს სამსახური.

7. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს სამსახური. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე განახორციელოს. ამასთანავე, სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი წარმოდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე განახორციელოს. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის საქმიანობის მოცულობისა და სირთულის ადეკვატური უნდა იყოს.

71. სამსახური უფლებამოსილია ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელების მიზნით პირისგან/ აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/ დოკუმენტაცია (მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით). ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია განისაზღვრება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

8. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ინიციატივით ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ განცხადებას სამსახური განიხილავს მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სამსახური ვალდებულია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა დაიწყოს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.

9. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უნდა განხორციელდეს არაუმეტეს 6 წელიწადში ერთხელ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის და არაუმეტეს 3 წელიწადში ერთხელ იმ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის, რომელიც სდპ-ისა და პირველი კატეგორიის საწარმოს აუდიტს ატარებს.

10. ის აუდიტორული ფირმა, რომელიც აპირებს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ამასთანავე, გავლილი აქვს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, მაგრამ არ აქვს ჩატარებული სდპ-ის აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით. სამსახური ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამსახურისთვის მიმართვის ფორმას ადგენს სამსახური.

11. სამსახური აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგს ახორციელებს ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც საქმიანობის დაწყებამდე სულ მცირე ბოლო უწყვეტი 1 წლის განმავლობაში არ განუხორციელებია აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), აუდიტორულ ფირმაში არ ჰქონია ხმის უფლება, დასაქმებული არ ყოფილა აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან საზედამხედველო ორგანოს წევრად და არც სხვაგვარად ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული, არ არის დაინტერესებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგებით და აკმაყოფილებს სამსახურის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.  

12. პირს ეკრძალება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელება, თუ იგი იყო იმ აუდიტორის/აუდიტორული ფირმის პარტნიორი/აქციონერი, გარიგების პარტნიორი, დასაქმებული ან მასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირი, რომლის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგიც ხორციელდება, ამ ურთიერთობის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.

13. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებისას სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები და დამხმარე პერსონალი.

14. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მიღებიდან 1 თვის ვადაში სამსახური წარადგენს წინასწარ შედეგებს. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის საბოლოო შედეგები აისახება სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით მომზადებულ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშში. სამსახური განიხილავს მონიტორინგის  ანგარიშს და იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის ან/და გარიგების პარტნიორისთვის შესაბამისი მოთხოვნების დადგენის ან/და დაკმაყოფილების ან/და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების შესახებ სამსახურის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს საბჭოსა და სასამართლოში.

15. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, გარიგების პარტნიორი, აუდიტორულ ფირმაში დასაქმებული სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია პირადად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა მის მიმართ შედგენილი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის განხილვაში და წარადგინოს ახსნა-განმარტება.

16. თუ ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები დამაკმაყოფილებელი არ არის და აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ან/და გარიგების პარტნიორი სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს სამსახურის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს, სამსახური ვალდებულია ასეთი აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიმართ ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე – შესაბამისი გარიგების პარტნიორის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები ამ კანონით დადგენილი წესით.

17. აუდიტორის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა აუდიტორს ეკისრება. აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას ან/და კონკრეტულ აუდიტორულ დასკვნაზე − შესაბამის გარიგების პარტნიორს.“;

გ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები საჯაროა. ეს შედეგები შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში  აისახება რეესტრში.“.

11. მე-20 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის განსაზღვრას, წინასწარი შედეგების განხილვის, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის ანგარიშის გასაჩივრების პროცედურების დადგენას;

ე) რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის განხორციელებას;“;

ბ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, სამსახურის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;“.

12. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამსახურის მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, აგრეთვე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა;“.

13. 24-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის/გარიგების პარტნიორისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის V თავით გათვალისწინებულ აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების (მათ შორის, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული წესების, ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნებისა და ამ მართვის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნების) დარღვევა გამოიწვევს აუდიტორის/აუდიტორული ფირმის ან/და შესაბამისი გარიგების პარტნიორის დაჯარიმებას 500 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან/და რეესტრიდან ამოღებას.“.

14. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი:

„22. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული მომსახურების ფარგლებში აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას, ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 1 ივლისისა დარეგისტრირდეს შესაბამის რეესტრში.“.

მუხლი 2

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლით განსაზღვრულ სამართლებრივ აქტებს გამოსცემს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება სდპ-ისა და იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირის მიმართ აუდიტორულ (აუდიტურ) ფირმას უნარჩუნდება ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-3 პუნქტისა, მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 131 მუხლის მე-3 პუნქტისა, მე-7−მე-10 პუნქტებისა, მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტი, მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-7−მე-10 პუნქტები, მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-13 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 15 დეკემბრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 131 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 დეკემბერი 2022 წ.

N2288-IXმს-Xმპ