„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1660-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 160020020.05.001.020586
1660-VIIIმს-Xმპ
21/06/2022
ვებგვერდი, 01/07/2022
160020020.05.001.020586
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის:

ა) 2​5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​5. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს, მიუხედავად მისი გადახდისუუნარობისა, თუ ეს საქმე ეხება უძრავ ნივთთან დაკავშირებულ საკითხს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე და მეექვსე წიგნებიდან, „სოციალური დახმარების შესახებ“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“,  „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს შრომის კოდექსი“ და აღნიშნული კანონების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე საკითხებს, დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან და ამ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე ეხება ისეთ საკითხს, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ პუნქტით ან იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალით, ამ საქმეზე იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოში მისი განხილვა გაერთიანებული სასარჩელო წესითაა შესაძლებელი. აღნიშნული საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შემთხვევაში იურიდიული დახმარება (სასამართლოში წარმომადგენლობა) ხორციელდება მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებულია ამ პუნქტით ან იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ დამატებით განსაზღვრულ საკითხთა ჩამონათვალით.“;

ბ) 25 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2​6 პუნქტი:

„26. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად მიიჩნევა, სარგებლობს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით), ხოლო აღნიშნული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში არ მონაწილეობს მის მიერ აყვანილი ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით) და ამ კანონით დადგენილი წესით დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:

ა) იურიდიული დახმარების სამსახურისთვის მიმართვამდე 12 თვის განმავლობაში პირის, როგორც ფიზიკური პირის, დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა შესაბამისი ცნობის გაცემის მომენტისთვის არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში აღნიშნულ ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს. სხვადასხვა ან ერთ კომერციულ ბანკში ერთზე მეტი ანგარიშის არსებობის შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება აღნიშნულ ანგარიშებზე არსებული თანხების ჯამური ოდენობა;

ბ) პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დგინდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების საფუძველზე.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და ფინანსური მდგომარეობის დადგენა

1. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ან/და 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირი, რომელიც ამ კანონის მიხედვით გადახდისუუნარო პირად არ მიიჩნევა, ამავე კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დასადასტურებლად იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართავს და მას შესაბამის წერილობით დოკუმენტაციას წარუდგენს.

2. იურიდიული დახმარების სამსახური უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას, ამ კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმდინარე საპროცესო სტატუსისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაციის დადგენის მიზნით შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვოს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოსგან. ეს ორგანო  ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია მას დაუყოვნებლივ მიაწოდოს.

3. იურიდიული დახმარების სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მიმართვის საფუძველზე, მისი წერილობითი თანხმობის არსებობისას თავად მოიძიოს ამ კანონის მე-5 მუხლის 2პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ინფორმაცია. ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებულია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, რომელშიც მითითებულია განმცხადებლის მიერ მისთვის ინფორმაციის მოპოვების უფლებამოსილების გადაცემის თაობაზე, დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ მიაწოდოს იურიდიული დახმარების სამსახურს ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ამ ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ. აღნიშნული პირის წერილობით თანხმობაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ამ პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და დაწესებულებებისგან გამოთხოვის უფლებამოსილების იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ერთჯერადად გადაცემის თაობაზე.“.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მძიმე ფინანსური მდგომარეობის დადგენისა და იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზედაც დირექტორმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება პირისთვის იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ;“.

მუხლი 2. იურიდიული დახმარების საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში დაამტკიცოს ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული პირის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დადგენის კრიტერიუმები.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

21 ივნისი 2022 წ.

N1660-VIIIმს-Xმპ