„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/02
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016028
05/02
01/02/2022
ვებგვერდი, 02/02/2022
040030000.22.088.016028
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის

ბრძანება №05/02

2022 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების (შემდგომში – დებულება)“:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“, „გ2“ და „გ3“ ქვეპუნქტები:

„გ1) იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის/მოადგილეების დანიშვნის შესახებ;

„გ2) მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესის თანახმად, იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე;

„გ3) იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მიერ გრანტის გამცემისადმი (დონორისადმი) მიმართვის, გრანტის თანხის გამოთხოვის/ჩარიცხვის ან გრანტის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ;“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„7. დირექტორატის სხდომას არანაკლებ თვეში ერთხელ იწვევს გენერალური დირექტორი. საჭიროებისამებრ, სხდომის მოწვევის დასაბუთებული თხოვნით გენერალური დირექტორისადმი მიმართვის უფლება აქვს დირექტორატის ნებისმიერ წევრს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.“;

გ) მე-13 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) დირექტორატის თანხმობით, უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მისაღებად.“. 

2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს.“. 

 

მუხლი 2
1. დირექტორატს დაევალოს, ამ ბრძანების ამოქმედებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის/მოადგილეების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებ(ებ)ის მიღება.

2. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოქმედ მოადგილეს/მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის/მოადგილეების დანიშვნისთანავე.   

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 4
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი გრანტის გამცემთან (დონორთან) ურთიერთობის შესახებ გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

 


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრითეა წულუკიანი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.