„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი ნ-15
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 30/12/2021
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016104
ნ-15
30/12/2021
ვებგვერდი, 30/12/2021
350090000.64.076.016104
„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-15
2021 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში (სსმ,  ვებგვერდი, 26/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016025) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის“ (დანართი №1) 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ  ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით  –  ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში და კვალიფიკაცია მინიჭებული აქვს 2005 წლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის პირველი იანვრისა, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს დიპლომის დანართში ასახული ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2​1. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში, ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში 2005 წლის შემდგომ ჩათვლილი/ჩაბარებული აქვთ სასწავლო კურსი/საგანი, მაგრამ არ აქვთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი,  პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია 2023 წლის 1 იანვრამდე სასერტიფიკაციო პროგრამაზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად“;

დ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. იმ პირების მიმართ, რომელთაც უმაღლესი განათლება მიღებული აქვთ უცხო ქვეყანაში ბიზნესის ადმინისტრირების  მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვა, მენეჯმენტი, ფინანსები და სოციალური მიმართულებით ეკონომიკის დარგში, მინიჭებული აქვთ კვალიფიკაცია და ცენტრის მიერ აღიარებულია 2023 წლის 1 იანვრამდე. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისათვის გათვალისწინებული სასწავლო კურსის/საგნის ჩათვლა განახორციელოს დიპლომის დანართში ასახული ჩათვლილი/ჩაბარებული სასწავლო კურსის/საგნის შესაბამისად.“;

ე) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​1. საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში 2023 წლის 1 იანვრამდე აღიარებენ პროფესიული ორგანიზაციები. ამ პუნქტის მიზნებისათვის პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, თავისი  სასერტიფიკაციო  პროგრამის ფარგლებში მის მიერ დადგენილი   კრიტერიუმების საფუძველზე, უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დისციპლინების (საგნების) აღიარება მხოლოდ კომპეტენციის საბაზო დონეზე.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიდავით მჭედლიძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.