„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-12
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 16/07/2021
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 260030000.64.076.016102
ნ-12
16/07/2021
ვებგვერდი, 20/07/2021
260030000.64.076.016102
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-12
2021 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი

 

„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/07/2017; სარეგისტრაციო კოდი: 260030000.64.076.016017) დამტკიცებულ ,,ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესში“ (დანართი N1) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორული ფირმისათვის  მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე,   განახორციელოს ცალკეული გარიგების პარტნიორის მიერ  შესრულებული გარიგებების თემატური მონიტორინგი.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია,  საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართოს სამსახურს  მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ. სამსახური, გარდა მე-20 მუხლის  53  პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, განცხადებას განიხილავს მისი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. ის აუდიტორული ფირმა, რომელსაც გავლილი აქვს მონიტორინგი, შესრულებული აქვს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე სამსახურის რეკომენდაციები და შესასრულებელი ღონისძიებები, უფლებამოსილია, მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის ვადის დადგომამდე საკუთარი ინიციატივით განცხადებით მიმართოს სამსახურს მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის შესახებ, თუ ბოლო მონიტორინგის შედეგებით:

ა) აუდიტორულ ფირმას არ მინიჭებია და სურს მოიპოვოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება;

ბ) მიენიჭა სუბიექტისათვის (გარდა სდპ-ისა) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს  ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი;

გ) შეზღუდვით მიენიჭა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და სურს  ვადამდე (განმეორებითი) მონიტორინგი.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ქსელის ფარგლებში ხარისხის კონტროლის სისტემის მიმოხილვის დოკუმენტაცია/დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს ხკსს 1-ის 48-ე - 56-ე პუნქტების მოთხოვნებს.”.

3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.აუდიტორი/აუდიტორული ფირმა/გარიგების პარტნიორი ვალდებულია წარადგინოს სამსახურის მიერ მონიტორინგისათვის  მოთხოვნილი საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია, სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში.“.

4. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ელექტრონული ფორმით, აუდიტისთვის განკუთვნილი, სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით  ახორციელებდეს აუდიტის მართვასა და ინფორმაციის/დოკუმენტაციის  დაკომპლექტებას/არქივაციას;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გარიგების პარტნიორს პასუხისმგებლობა ეკისრება იმ აუდიტორული გარიგების ხარისხზე, რომელზეც ის არის დანიშნული. ხარისხის კონტროლის მიმომხილველი არ არის პასუხისმგებელი იმ აუდიტორულ დასკვნაზე,  რომლის შეფასებასაც ახორციელებს. ხარისხის კონტროლის მიმომხილველის მიერ შესრულებულ სამუშაოზე პასუხისმგებლობა ეკისრება აუდიტორულ ფირმას, რომელმაც იგი დანიშნა მიმომხილველის როლის შესასრულებლად.”.

5. მე-14 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თემატური  მონიტორინგი მოიცავს ხარისხის კონტროლის სისტემის იმ ცალკეულ ელემენტებს, შერჩეულ გარიგებებს და საქმიანობის წარმართვის სხვა სფეროებს, რაც სამსახურის მიერ განსაზღვრულია რისკის მატარებლად, ასევე,  აუდიტორული ფირმისათვის  მომდევნო მონიტორინგის ვადის დადგომამდე ცალკეული გარიგების პარტნიორის მიერ  შესრულებული გარიგებების მონიტორინგს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISA) შესაბამისობის კუთხით.”;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მონიტორინგის შედეგად აუდიტორისათვის/აუდიტორული ფირმისათვის/გარიგების პარტნიორისათვის მიცემული შესასრულებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლი ხორციელდება თემატური მონიტორინგით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე აღმოჩენილი გარემოების  ფარგლებში გამოვლინდა მონიტორინგის სრულად (კომპლექსურად) ჩატარების  საფუძველი.”.

6. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი.

„11. მონიტორინგის პროცესის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. ვადის ათვლა იწყება მონიტორინგის დაწყების თაობაზე სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან.  აუდიტორის/აუდიტორული ფირმის/გარიგების პარტნიორის მიერ დოკუმენტაციის/ინფორმაციის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა იწვევს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების შეჩერებას.“. 

7. მე-20 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას/გარიგების პარტნიორს სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით (მათ შორის,  რეკომენდაციებით) განესაზღვრება  შესასრულებელი ღონისძიებები.”.

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ,52 ,53 პუნქტები:

„51. გარიგების პარტნიორს სდპ-ის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება ენიჭება აუდიტორული ფირმის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე არსებული პერიოდით. იმ გარიგების პარტნიორს, რომელიც ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურებას უწევს სუბიექტს (გარდა სდპ-ისა) ბოლო მონიტორინგის შედეგებით მინიჭებული უფლებამოსილება/შეზღუდვები უნარჩუნდება გარიგების პარტნიორის მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.

52. აუდიტორული ფირმა/გარიგების პარტნიორი, რომელსაც მიენიჭა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, მაგრამ მომდევნო, სავალდებულო წესით მონიტორინგის განხორციელებამდე არ ჩაუტარებია  სულ მცირე 1 ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, აუდიტორული ფირმა/გარიგების პარტნიორი არ ექვემდებარება მონიტორინგს, უფლებამოსილია გააგრძელოს აუდიტორული მომსახურების განხორციელება პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტებისთვის, ხოლო სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება უწყდება. თუ აუდიტორულ ფირმას სურს ჩაატაროს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, ვალდებულია აუდიტორული მომსახურების განხორციელების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე მიმართოს სამსახურს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით.

53. ამ მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური მონიტორინგის განხორციელების/მონიტორინგის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.”.

8. 21-ე მუხლის:

ა) მე-3, 31, 32 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს 33, 34, 35, 36, 37, 38 , 39 პუნქტები:

„33. სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა და მის გარიგების პარტნიორს, რომელსაც სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიენიჭა სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება.

34. საბოლოო დასკვნითი შეფასების გაცემისას სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გარიგების პარტნიორისთვის.

35. აუდიტორული ფირმისათვის სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების მიუხედავად გარიგების პარტნიორი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი თუ იგი არ ყოფილა მონიტორინგს დაქვემდებარებული ან ბოლო მონიტორინგით არ მინიჭებია  სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება.

36. სამსახური უფლებამოსილია, აუდიტორული ფირმის ინიციატივით, თემატური მონიტორინგის განხორციელების გზით, სდპ-ისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება მიანიჭოს აუდიტორული ფირმის (რომელზეც გაცემულია პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნა) გარიგების პარტნიორს. საბოლოო დასკვნითი შეფასების გაცემისას სამსახური უფლებამოსილია შეზღუდოს სდპ-ების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებამოსილება გარიგების პარტნიორისთვის.

37. პირველი ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და პირველი ზომითი კატეგორიის ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის (რომელიც განსაზღვრულია  კანონმდებლობით დადგენილი წესით) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე ან მესამე კატეგორიის დასკვნა.

38. მეორე ზომითი კატეგორიის საწარმოებისა და მეორე ზომითი კატეგორიის ჯგუფების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის (რომელიც განსაზღვრულია კანონმდებლობით დადგენილი წესით) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას და მის გარიგების პარტნიორს, რომელზეც სამსახურის მიერ გაიცა პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის დასკვნითი შეფასება.

39. ამ მუხლის 37 და 38 პუნქტების შესაბამისად, გარიგების პარტნიორისათვის მინიჭებული უფლებამოსილება/შეზღუდვები ვრცელდება ნებისმიერ აუდიტორულ ფირმაში საქმიანობისას (ფირმისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში) ან საქმიანობის ინდივიდუალურად  განხორციელებისას, გარიგების პარტნიორის  მომდევნო მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე.”;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მეხუთე კატეგორიის დასკვნის გაცემის შემთხვევაში, თუ პირის მიმართ სამსახურის მიერ გამოყენებულ იქნა ამ წესის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა,  სამსახური იტოვებს უფლებას, მისცეს აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას მიმდინარე გარიგების საფუძველზე შესასრულებელი მომსახურების დასრულების საშუალება. ამ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია უზრუნველყოს პროცესის სისტემატური მონიტორინგი.“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

,,11. თუ გარიგების პარტნიორი დაექვემდებარა მონიტორინგს,  თუმცა მონიტორინგის საბოლოო შედეგების გამოვლენის ეტაპზე აღარ წარმოადგენდა აუდიტორული ფირმის მოქმედ  გარიგების პარტნიორს, სამსახური უფლებამოსილია აღნიშნული პირის მონიტორინგის შედეგები ასახოს აუდიტორული ფირმის მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში (ფირმის დონეზე – ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებთან (ISQC 1) შესაბამისობის კუთხით).”.

9. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ბრძანების 21-ე მუხლის 37 და 38 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ აუდიტორზე/აუდიტორულ ფირმაზე, რომლის მიმართაც სამსახურის მიერ არ განხორციელებულა მონიტორინგი. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა უფლებამოსილია მონიტორინგის შედეგების გამოვლენამდე აუდიტორული მომსახურება გაუწიოს პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის სუბიექტებს.“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

 


ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.