ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022802
246
31/05/2021
ვებგვერდი, 02/06/2021
300280000.10.003.022802
ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №246

2021 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჰ60“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ:

ა) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე 2023 წლის 1 იანვრამდე;

ბ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე;

გ)  0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე;

დ) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება  80 კვტ-ს 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე;

ე) 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება  50 კვტ-ს  2026 წლის 1 იანვრიდან  2027 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი 2
ყოველი საანგარიშო წლისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული  საწარმოს იდენტიფიცირების მიზნებისთვის, სამსახური ყოველი წლის არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა (გარდა ამ დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), აწვდის პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოების სიას ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს.
მუხლი 3
1. 2021 წლისთვის, 1 ივლისიდან დაწყებული პერიოდისთვის, ელექტროენერგიის სექტორში მცირე საწარმოს იდენტიფიცირების მიზნებისთვის გამოიყენება საწარმოების 2019 წლის მონაცემები.

2. სამსახურმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიწოდება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის – ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის უნდა უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.