„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 აპრილის №5/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7/15
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016484
7/15
28/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
010260020.35.111.016484
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 აპრილის №5/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7/15

2021 წლის 28 მაისი

ქ. ფოთი

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 აპრილის №5/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 აპრილის№5/10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.111.016479), კერძოდ:

ა) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M2 კატეგორიის ავტობუსებისათვის 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით თვეში.

2. განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასი M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის 5 (ხუთი) ლარის ოდენობით თვეში.“.

ბ) დადგენილების დანართი 3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე

დანართი №3
 
კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლის შეფასების

კრიტერიუმები და შეფასების ქულა

მუხლი 1. ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მონაცემები

ავტოსატრანსპორტო საშუალების ხნოვანება:

ა) 2008-2021 წლებში გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება –6- 19 ქულა;

ბ) 2004-2007 წლებში გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება – 2-5 ქულა;

გ) 2004 წლამდე გამოშვებული სატრანსპორტო საშუალება – 1 ქულა.

მუხლი 2. ავტოსატრანსპორტო საშუალების გარეგნული იერსახე

1. ძარას ვარგისიანობა:

ა) ძარა არ არის მექანიკურად დაზიანებული და არ გააჩნია კოროზია – 5 ქულა;

ბ) ძარა დეფორმირებულია და არის მექანიკურად დაზიანებული – იხსნება კონკურსიდან.

2. ძარას საფარველის მდგომარეობა:

ა) საღებავის საფარი არ არის გახუნებული და დაზიანებული – 5 ქულა;

ბ) საღებავის საფარი გახუნებულია (დაკარგული აქვს პირველადი ფერი) – 2 ქულა;

გ) ძარას ფერი არ შეესაბამება მანქანის პასპორტში მითითებულ ფერს – იხსნება კონკურსიდან.

3. ძარაზე დამაგრებული კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტების მდგომარეობა:

ა) ძარა კონსტრუქციით გათვალისწინებული ელემენტებით არ არის დაკომპლექტებული ან/და ეს ელემენტი(ები) დაზიანებულია – იხსნება კონკურსიდან.

4. საბურავების ცვეთა:

ა) საბურავების პროტექტორის ნახატის დარჩენილი სიმაღლე არ არის 2 მმ-ზე ნაკლები – 3 ქულა;

ბ) საბურავების პროტექტორის ნახატის დარჩენილი სიმაღლე 2 მმ-ზე ნაკლებია – იხსნება კონკურსიდან.

მუხლი 3. ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის მდგომარეობა

1. სალონის მდგომარეობა, მისი განათება:

ა) სალონი გაწყობილია რბილი და ხმაურჩამხშობი გადასაკრავით, ჰერმეტულია, განათების სისტემა სრულყოფილია, იატაკი არ არის დაზიანებული – 2 ქულა;

ბ) სალონი არ არის გაწყობილი ხმაურჩამხშობი გადასაკრავით – 1 ქულა;

გ) სალონი არ არის ჰერმეტული და იატაკი დაზიანებულია – იხსნება კონკურსიდან.

2. კარების, ფანჯრებისა და მინების მდგომარეობა:

ა) კარების საკეტები და ფანჯრების ჩამკეტები გამართულია, იკეტება და იღება თავისუფლად, მინები არ არის დაზიანებული – 2 ქულა;

ბ) ფანჯრების ჩამკეტები არ არის გამართული, იღება და იკეტება ძნელად; მინები დაზიანებულია – იხსნება კონკურსიდან;

გ) გასაღები ფანჯრები არ არსებობს – იხსნება კონკურსიდან.

3. სავარძლების რაოდენობა, მდგომარეობა, მათი განლაგება და დამაგრება:

ა) სავარძლების ტიპი შეესაბამება სტანდარტებს, მათ შორის დაშორებები ნორმების ფარგლებშია (არანაკლებ 65 სმ), სავარძლები დამაგრებულია მყარად, სუფთაა, არ არის დაზიანებული – 3 ქულა;

ბ) სავარძლები დაზიანებულია და/ან მათ შორის დაშორებები არ შეესაბამება ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილ პარამეტრებს – იხსნება კონკურსიდან.

4. სალონში გათბობისა და სავენტილაციო სისტემების მოქმედება:

ა) სალონში მოქმედებს გათბობისა და ჰაერის ვენტილაციის სისტემები – 3 ქულა;

ბ) სალონში ჰაერის ვენტილაცია ხორციელდება სავენტილაციო ფანჯრებისა და ჭერზე განთავსებული სარკმლების მეშვეობით –1 ქულა;

გ) სალონში ჰაერის ვენტილაცია და/ან გათბობა არ ხორციელდება – იხსნება კონკურსიდან.

მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციული უსაფრთხოება

1. მძღოლის უკანა ხედვის სარკეები დაზიანებულია, საქარე მინასაწმენდები გაუმართავია, მინის შუქგამტარობა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს – იხსნება კონკურსიდან.

2. სასიგნალო-მაჩვენებელი მოწყობილობა, ახლო და შორი ნათების, უკუსვლის მაშუქები, გვერდითი, გაბარიტული და უკანა ნათურები, გაჩერების და მოხვევის მაჩვენებლების მოქმედება; სანომრე ნიშნის განათება – ჩამოთვლილი მოწყობილობებიდან, თუ რომელიმე არ მუშაობს – იხსნება კონკურსიდან.

3. ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობის და სამედიცინო სააფთიაქო ყუთის არსებობა. თუ რომელიმე მათგანით არ არის აღჭურვილი – იხსნება კონკურსიდან.

4. სპიდომეტრი გაუმართავია – იხსნება კონკურსიდან.

5. აირის ბალონები დამონტაჟებულია ტექნიკური ნორმების დარღვევით – იხსნება კონკურსიდან.

მუხლი 5. ნებართვის მაძიებლის რეპუტაცია და საიმედოობა

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელობის ფორმა კონკურსში წარმოდგენილი ავტობუსების 30 პროცენტი და მეტი ნებართვის მაძიებლის საკუთრებაშია – 5 ქულა;

2. ნებართვის მაძიებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (ტერიტორია, შენობა-ნაგებობები და შესაბამისი მოწყობილობა-დანადგარები, განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების შენახვის, რეცხვა-დასუფთავებისა და წინასარეისო მომსახურებისთვის) ნებართვის მაძიებელს აქვს საკუთრებაში ტექნიკურად გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა – 8 ქულა.

მუხლი 6. სხვა პირობები

1. კონკურსანტი კონკურსიდან იხსნება თუ მას არა აქვს გავლილი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება და არ აკმაყოფილებს „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილების მოთხოვნებს.

2. კონკურსანტი და შემდეგ ნებართვის მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №12 დადგენილებით, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის 1 დეკემბრის №510 დადგენილებით და სხვა ნორმატიული აქტებით  დადგენილ მოთხოვნებს.