საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 55<sup>2</sup>, 55<sup>6</sup> მუხლებით, 107<sup>4</sup> მუხლით, 114<sup>2</sup> მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 125<sup>4</sup>, 134<sup>1</sup>, 135-ე, 135<sup>1</sup>, 146​​​<sup>1</sup> მუხლებით, 152-ე, 152<sup>5</sup>-152<sup>9</sup> მუხლებით, 153<sup>3</sup> მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153<sup>4</sup> მუხლით, 158<sup>5</sup> მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159<sup>1</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6/13
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016482
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6/13
27/04/2021
ვებგვერდი, 29/04/2021
010250020.35.111.016482
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/04/2021 - 06/06/2022)

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №6/13

2021 წლის 27 აპრილი

ქ. ფოთი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12− მე-16 ნაწილებით, 1254, 135-ე, 1351 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2401 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-17 პუნქტის, ამავე ბრძანების მე-2  და მე-3 მუხლების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

 

 


მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4, 135-ე, 135​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​4, 135-ე, 135​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);

ბ)  საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);

გ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა(დანართი №3);

დ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №4);

ე) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის ფორმა (დანართი №5).

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმის, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის  № 2/21 დადგენილება.

 

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე