დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 18/02/2021 |
დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2021 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
განკარგულება №12 2021 წლის 18 თებერვალი ქ. თბილისი |
სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის მე-4 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და 551 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და 22- ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ასევე, 2018 წლის 5 ივლისის №145/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, მე-8 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-9 მუხლის პირველი – მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების, მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-12 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 14 ივნისის №107/04 ბრძანებით დამტკიცებული „მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესის“ მე-3 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე: 1. სს „საბროკერო და აქტივების მმართველ კომპანია ველსის“ (ს/ნ: 406239565) გაუუქმდეს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსისათვის“ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 18 ივლისის №73 განკარგულება. 3. სს „საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსი“ ვალდებულია, სალიცენზიო მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) დაუბრუნოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ლიცენზიის გაუქმებიდან 3 დღის განმავლობაში. 4. ეს განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში. 5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე |
დოკუმენტის კომენტარები