რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 130/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/06/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016487
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
130/04
29/06/2020
ვებგვერდი, 30/06/2020
220020000.18.011.016487
რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/06/2020 - 31/10/2022)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №130/04

2020 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

 

რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი იანვრიდან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე



რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებული პროცედურების შესახებ წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის (შემდგომში – ბანკი) მნიშვნელოვანი წილის შეძენის გამარტივებულ პროცედურას, რაც გულისხმობს შესაფერისობის დეკლარაციის განხილვის ვადის შემცირებასა და საბოლოო შეფასების განხორციელებამდე პირველადად წარმოსადგენი ინფორმაციის შესახებ განსაზღვრული მოთხოვნების გამარტივებას.

2. ამ წესის მიზანია მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის გამარტივებული პროცედურების განსაზღვრით გზით, რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისა და შეუფერხებლად მიმდინარეობის ხელშეწყობა.


მუხლი 2. ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენა 
1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით 377 მუხლითა და  379 მუხლებით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისას, თუ ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან ახალი აქციების გამოშვებისა და მათი რეალიზაციის გზით რეკაპიტალიზაციის შედეგად, აღნიშნული ბანკის კაპიტალში შემძენის (მათ შორის, ბენეფიციარი მესაკუთრის) პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს ან/და შეიძენს ბანკზე მნიშვნელოვან გავლენას, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა,  ასევე, თუ ამავე კანონის 3710 მუხლით გათვალისწინებული, ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა (აქციონერთა) ჯგუფის ან ბენეფიციარი მესაკუთრის პირდაპირი/არაპირდაპირი მონაწილეობა ბანკის კაპიტალში, 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ან/და შეიძენს ბანკზე მნიშვნელოვან გავლენას, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) ამავე კანონის 81 მუხლით დადგენილი წესით აღნიშნული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ განაცხადს განიხილავს ამ წესით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურის შესაბამისად, ისე, რომ არ შეფერხდეს რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკი აფასებს დეკლარანტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის რეპუტაციასა და მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის საჭირო სახსრების წარმომავლობას, არაუგვიანეს დეკლარაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რისთვისაც ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს შესაფერისობის დეკლარაცია, რომელშიც დეკლარანტი მიუთითებს:

ა) მის საიდენტიფიკაციო მონაცემებს;

ბ) იმ ბენეფიციარი მესაკუთრ(ეებ)ის და დეკლარანტის მფლობელობის სტრუქტურაში შემავალი სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლის წილის ოდენობაც ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში 10, 25 ან 50 პროცენტს გადააჭარბებს ან/და შეიძენს ბანკზე მნიშვნელოვან გავლენას, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში წილის ოდენობისა, ან აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ოპერაციის შედეგად ასეთი პირები არ იქნება;

გ) ინფორმაციას, რომ დეკლარანტი და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები არ არიან ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის;

დ) მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას;

ე) დასტურს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია უტყუარია და ზუსტი;

ვ) სხვა დამატებით ინფორმაციას ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის პირველადი შეფასების საფუძველზე გასცეს მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე პირობითი თანხმობა, რასაც შესაძლოა თან ერთოდეს ტრანზაქციის საბოლოო შეფასებისათვის ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი სრული ინფორმაციის წარმოდგენამდე და საბოლოო შეფასების განხორციელებამდე, აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებების გამოყენების შეზღუდვა ან/და გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ხმის უფლებებს თავად ეროვნული ბანკი გამოიყენებს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენა დეკლარანტს შეუძლია დაუმოწმებელი ასლების/თარგმანების სახით (როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით). თუ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ეროვნული ბანკი დეკლარანტს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, რომლის განმავლობაშიც ჩერდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება წარმოადგენს წილის შეძენაზე უარის თქმის საფუძველს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარმოდგენა და რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისათვის აუცილებელია შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება, წილის შეძენაზე თანხმობა გაიცემა ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად.

5. ბანკის მნიშვნელოვანი წილის შემძენი ვალდებულია წილის შეძენის შემდგომ დაუყოვნებლივ, შესაძლებლობისთანავე წარმოადგინოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სრული ინფორმაცია და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია დედნების ან სანოტარო წესით/აპოსტილით დამოწმებული ან/და ლეგალიზებული ასლების სახით (მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით).


მუხლი 3. ბანკის მნიშვნელოვანი წილის გასხვისება შეფასების გარეშე და შემდგომი შეფასების შედეგები
1. თუ რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად წარმართვისათვის აუცილებელია შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტის დაუყოვნებლივ გამოყენება, და ამასთან, თუ ამ წესით განსაზღვრულ ვადაში ვერ ხერხდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მნიშვნელოვანი წილის შეძენის ტრანზაქციის შეფასების გარეშე გამოიყენოს შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტები და ეროვნული ბანკის მიერ შეფასების განხორციელებამდე შეზღუდოს აქციებთან დაკავშირებული ხმის უფლებები ან/და მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ხმის უფლებებს თავად ეროვნული ბანკი გამოიყენებს.

2. წილის შეძენის შემდგომ, დაუყოვნებლივ, შესაძლებლობისთანავე უნდა განხორციელდეს შემძენის შესაფერისობის შეფასება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესითა და ვადების მიხედვით,  რისთვისაც ეროვნულ ბანკს უნდა წარედგინოს ამავე კანონით განსაზღვრული და ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი ინფორმაცია. შეფასების შედეგების საფუძველზე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემძენს მოსთხოვოს აქციების გასხვისება, თუ აღმოჩნდება, რომ შემძენი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).