„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 05/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016605
1-1/327
05/07/2019
ვებგვერდი, 09/07/2019
040030000.22.024.016605
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/327

2019 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/592 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016067, 20.04.2011) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ჰ59“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ59) საქართველოს ნავსადგურში გემის შესვლა-გასვლის გაფორმება:

100-1000 GT – 280 ლარი;

1001-5000 GT – 510 ლარი;

5001-15000 GT – 820 ლარი;

15001< GT – 1050 ლარი.

შენიშვნა: თუ გემი ერთი და იმავე რეისის განმავლობაში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის 100%, ხოლო მეორე  და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%-ით.“;

ბ) „ჰ60“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ60) საქართველოს ნავსადგურში შემოსული გემებისათვის, გარდა სანავსადგურე და ტექნიკური მომსახურების ფლოტისთვის, 500 საერთო ტევადობის (GT) მქონე სამგზავრო, თევზსაჭერი, თევზსარეწი და თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის სატრანსპორტო გემებისათვის გარემოს დაბინძურების საფასური:

ჯგუფის N

GT ჯგუფები

ჯგუფის მინიმალური და მაქსიმალური ტარიფი (ლარი)

საფასურის გამოსათვლელი ფორმულა (დამრგვალებული ტარიფით)

I

1001 roundap -5000

195

875

F=195+(roundapVesselGT-1100)*0.174359

II

5001 roundap -15000

895

1225

F=895+(roundapVesselGT-5100)*0.0333334

III

15001 roundap – 30000

1245

1575

F=1245+(roundapVesselGT-15100)*0.022148

IV

30001 roundap – 45000

1595

2015

F=1595+(roundapVesselGT-30100)*0.0281879

V

45001 roundap – 60000

2030

2275

F=2030+(roundapVesselGT-45100)*0.01644292

VI

60001 roundap – ≥

2450

2450

შენიშვნა: თუ გემი ერთი და იმავე რეისის განმავლობაში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის 100%, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%-ით.“;

გ) „ჰ84“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​84) საქართველოს ნავსადგურში ყოველი  შესვლა/გასვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო  სისტემებით მომსახურების საფასური 1 GT-ზე ყველა ტიპის გემისთვის, გარდა თევზსაჭერი, თევზსარეწი და თევზის ნედლეულისა და რეწვის პროდუქციის  სატრანსპორტო გემებისა  – 0.15 ლარი.

შენიშვნა: სამხედრო გემები, აგრეთვე გემები, რომლებიც საქართველოს ნავსადგურებში შემოდიან ნავსადგურებისთვის სანავსადგურე ინფრასტრუქტურაზე საჭირო სამუშაოების შესასრულებლად გათავისუფლდებიან ამ ქვეპუნქტით დადგენილი საფასურის გადახდის ვალდებულებისგან. საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად დანიშნული სახაზო გემებისთვის ამ ქვეპუნქტით  განსაზღვრული საფასურის განაკვეთი შემცირდება 20%-ით.

თუ გემი ერთი და იმავე რეისის განმავლობაში შედის საქართველოს რამდენიმე ნავსადგურში, პირველ ნავსადგურში შესვლის დროს იხდის ამ პუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლის 100%, ხოლო მეორე და შემდგომ ნავსადგურში შესვლის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული საფასური მცირდება 50%-ით.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.