დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 54 |
დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 24/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016433 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2018 - 15/01/2019)
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბერის №76 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/12/2017, 190020020.35.161.016377). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი თავი I მუხლი 1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში) გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბალანსი
მუხლი 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება: განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით. (ათას ლარებში)
მუხლი 3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები (ათას ლარებში)
მუხლი 4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები (ათას ლარებში)
მუხლი 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები (ათას ლარებში)
მუხლი 6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები (ათას ლარებში)
მუხლი 7. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები (ათას ლარებში)
მუხლი 8. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8,306.5 ათასი ლარის ოდენობით მათ შორის: (ათას ლარებში) ა) განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8,506.5 ათასი ლარის ოდენობით:
(ათას ლარებში) ბ) განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200.0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალური ჭრილში თანდართული რედაქციით. (ათას ლარებში)
მუხლი 10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 154.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათ. ლარის ოდენობით მათ შორის: (ათას ლარებში) ა) განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათ. ლარის ოდენობით
(ათას ლარებში) ბ) განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ათ. ლარის ოდენობით
მუხლი 12. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -154.0 ათასი ლარის ოდენობით მათ შორის: (ათას ლარებში) ა) განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 0 .0 ლარის ოდენობით
(ათას ლარებში) ბ) განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 154.0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 13. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 140.0 ათ. ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო თანხების გამოყოფა განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერები
მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარის ოდენობით. თავი II გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 15. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტების, პროგრამებისა და ქვეპროგრამების აღწერსა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, 2019 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა-ექსპლუატაცია, სპორტული მოედნების მოწყობა, დასასვენებელი პარკებისა და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, გრძელვადიანი საჭიროებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია სამუშაოების განხორციელება. მუნიციპალიტეტში საგზაო მოძრაობის ხარისხის გაუმჯობესების, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საჭიროა საგზაო ინფრასტრუქტურის ეტაპობრივი მოწესრიგება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოწყობა, ქალაქის და სოფლების დაზიანებული გზების ორმული შეკეთება, ქუჩების ტროტუარების მიმდინარე კაპიტალური შეკეთება, მუნიციპალური და რეგიონალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით ქალაქის და სოფლების ცენტრალური გზების თანადაფინანსება. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, საკანალიზაციო, სასმელი წყის და სანიაღვრე სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები, აზომვითი ნახაზების და საკადასტრო რუკების მომზადება. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ გარდაბანში წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია და სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობა, სოფლის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობა და სხვა.
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი სანათი წერტილების მოწყობა, სკვერების განათება და სხვა.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სუფთა და სანიტარულად მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, პროგრამა მოიცავს ქალაქ გარდაბნის და სოფლების დაგვა–დასუფთავებას და მონახვეტის გატანას, ასევე გარე ქსელის ბუნკერებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას და გატანას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სადარბაზოების კეთილმოწყობა და სხვა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ წელს ახორციელებს სასმელი წყლისთვის ქლორის შეძენას, შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქლორის შეძენა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადებების გავრცელების საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მაწანწალა ძაღლების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფრებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება არსებული საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება და გაწმენდა, მილგაყვანილობისა და წყალსაქაჩების დამონტაჟება-რეაბილიტაცია.
მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად და სტიქიური უბედურებების თავიდან ასაციებლად გარდაბნის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც ჩამოედინება მდინარე, აუცილებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც დაფინანსდება აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში.
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების, მიმდებარე ტერიტორიებისა და სკვერების მოვლა-პატრონობა.
მომავალი თაობის აღზრდა და სკოლის ასაკისთვის მომზადება ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ქვეპროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტი ახორციელებს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობას და არსებულის მოვლა-პატრონობას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები, მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
ქვეპროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება სპორტული მოედნების, სკვერებისა და პარკებში ატრაქციონების მოწყობა-რეაბილიტაცია.
მოსახლეობისთვის ჯანსაღი და კომფორტული გარემოს შესაქმნელად აუცილებელია მუნიციპალიტეტის გამწვანება და ეკოსისტემის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გამწვანების, ნარგავების მორწყვისა, სკვერების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული და სხვა შენობების მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის დამზადების ხარჯებისა და ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებში ადგილობრივი გზების მოასფალტება და ორმული შეკეთება, სასმელი წყლის სისტემის, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. სარწყავი არხების გაწმენდა-რეაბილიტაცია და სხვა. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საბავშო ბაგა-ბაღებში დაწყებით განათლებას იღებს 2-დან 6 წლამდე ბავშვები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. კულტურისა და ხელოვბეის სფეროში სხვადასხვა პროექტის შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; პრიორიტეტის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტურნირების ჩატარება, სახალხო-რელიგიური დღესასწაულების გამართვა და სხვა. ასევე, განხორციელდება წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელ-მასწავლებელთა დაჯილდოება, ახალგაზრდების სხვადასხვა ასპარეზზე მხარდაჭერა და მათი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრად ჩამოყალიბების ხელშწეყობა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ფუნქციონირების ხელშეწყობა ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდის მიზნით. ასევე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გაიმართება ტურნირები მოყვარულ და პროფესიონალ სპორტსმენებს შორის, მოხდება სპორტული სკოლების უზრუნველყოფა საჭირო ინვენტარით. პროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ხარჯებს. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარება და სპორტსმენების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა. წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარება უზრუნველყოფს პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენას, წახალისებას, სპორტში ახალგაზრდების დაინტერესების ზრდას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
ახალგაზრდა თაობის მოტივაციის ამაღლებისა და მათი წახალისების მიზნით ქვეპროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვები წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოებას.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი განახორციელებს სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის, მეგობრობის ცენტრის, მუზეუმისა და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დაფინანსებას, უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას. მუნიციპალიტეტის კულტურურლი ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული და დასვენების ობიექტის ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიება და სხვა. ასევე მოხდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების გაშუქება და პოპულარიზაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, რომლებიც უზრუნველყოფენ კულტურისა და ხელოვნების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას, დაგეგმვასა და მისი რეალიზაციის კოორდინაციას. კულტურის სფეროში განსაკუთრებით ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდების მხარდაჭერას. ასევე, კულტურის დღეების, კონკურსების, ფესტივალებისა და გამოფენების ორგანიზებას.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი განახორციელებს სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის, მეგობრობის ცენტრის, მუზეუმისა და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დაფინანსებას, ასევე, უზრუნველყოფს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალური და ფინანსური ბაზის შექმნას.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობები. ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება და სხვა. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ავადმყოფთა სოციალური დაცვა, ჯანმრთელობისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დაფინანსება, მოსწავლეებისა და პედაგოგების ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის ხარჯების ანაზღაურება, მოსახლეობაზე ერთჯერადი მატერიალური დახმარებების გაცემა, დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეების დაფინანსება, C ფეპატიტით დაავადებულ პირთა დახმარება, დედმამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარება, უსახლკაროდ დარჩენილთა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთ პირთა სოციალური დახმარება, ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება, ხანდაზმულ პირთა სოციალური დაცვა, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვთა დახმარების პროგრამის დაფინანსება, სტუდენტების მატერიალური დახმარება. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საოპერაციო ხარჯების დაფინანსება საჭიროებიდან გამომდინარე.
ქვეპროპგრამის ფარგლებში ხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დაფინანსება, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს ეხმარება, ვისაც ესაჭიროება სოციალური რეაბილიტაცია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტსი მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების სწორად აღზრდისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ააიპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნვეყოფის ცენტრი“, რომელიც ფინანსდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პირებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. დახმარება გაიცემა პირებზე, ვინც განიცდიან ეკონომიკურ სიდუხჭირეს უმუშევრობის, დაბალშემოსავლიანობის, მძიმე ავადმყოფობის, უსახლკარობის, მარტოხელა მოხუცებულობის, სტიქიის ან სხვა მიზეზთა გამო და დადგენილი წესით მიმართავენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების ტრანსპორტის ხარჯის შემცირების მიზნით ყოველთვიური ფინანსური დახმარება.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, ქვეპროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის, გაეწევათ ფინანსური დახმარება კვლევებისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად.
ქვეპროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საჭირო საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის მიზნით ფინანსურ დახმარებას უწევს იმ 18 წლამდე ბავშვებს, ვინც დედმამით ობოლია.
ქვეპროგრამის ფარგლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ ერთჯერადი მატერიაური დახმარება ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემას. ქვეპროგრამა მოიცავს: აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს, აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს და მეორე მსოფლიო ომის უშუალო მონაწილე ვეტერანებს.
ქვეპროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ პირებს სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით გაეწევათ სოციალური დახმარება.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მრავალჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას, მათი საცხოვრებელი პირობებისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები რეინტეგრირებული ბავშვების ყოველთვიური მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც ჩართულნი იყვნენ მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში და გახდნენ სრულწლოვანები.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეპროგრამა ითვალისწინებს ასეთი სტუდენტების მატერიალური დახმარების გაწევას.
პრიორიტეტი მოიცავს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მიერ განსახორციელებელი მმართველობითი ღონისძიებებისა და წვევამდელების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ღონისძიებების დაფინანსებას.
პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების (მერია, საკრებულო), შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს. სესხის მომსახურებას დავალების დაფარვის ხარჯებს და სხვა.
შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. მუხლი 16. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით. (ათას ლარებში)
|
დოკუმენტის კომენტარები